Help - Search - Members - Calendar
Full Version: თამაში...
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება > იუმორი, თამაშები, გართობა :)
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12
blanca
არ ვიცი რა კითხვაა, თეომ თქვა, ვერ გავიგე რა თქვა და ვიკითხე

გააჩნია როდის აპირებ ბრძანების მიცემას.

TeO
QUOTE(blanca @ 17th December 2008 - 07:56 AM) *
არ ვიცი რა კითხვაა, თეომ თქვა, ვერ გავიგე რა თქვა და ვიკითხე

რაღაც არ მომინდ პასუხის გაცემა და ძალა ხომ არაა biggrin.gif

QUOTE(anonymouska @ 17th December 2008 - 03:35 AM) *
გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. ეთანხმებით?

მე სხვანაერად გამიგია - გული არის მბრძანებელიო! - და მიდი და უბრძანე ამის მერე biggrin.gif
anonymouska შენი მხრიდან გასაგებია რასაც კითხხულობ wink.gif მარა მე სიყვარულით "დამწვარი" არ ვყოფილვარ და რა გირჩიო? oops.gif


აბა სხვამ უპასუხოს ამ კითხვას - გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. ეთანხმებით? unsure.gif
Shou
ბრძანება არ არის საჭირო. გულთან ურთიერთობის სხვა ფორმა უნდა მოძებნო და ყველაფერი გამოგივა. მთავარია სურვილი და ყველას და ყველაფრის დავიწყებას მოახერხებ. გულს ერთი საოცარი თვისება აქვს, საოცრად გულმავიწყიაsmile.gif მენდე. მთავარია არ ”გასქელკანიანდე” და მიმღებლობა არ დაკარგო და არ შეგეშინდეს ხელახლა შეყვარების, თორემ დავიწყება შესაძლებელია, თანაც მიზანმიმართული დავიწყება. მთავარია ძალადობის სასტიკ ფორმებს არ მიმართო და ისე ”გაცვითო”smile.gif

აუ, გამოვედი ესე იგი ექსპერტი whistling.gif

ხო, მესმის რას გულისხმობ TEO, მეც მიყვარს სისხლიwink.gif

წუხელ ვის ეღვიძა და ვინ უყურებდა როგორ ბარდნიდა?smile.gif
blanca
QUOTE(TeO @ Dec 17 2008, 10:45 AM) *
რაღაც არ მომინდ პასუხის გაცემა და ძალა ხომ არაა biggrin.gif
მე სხვანაერად გამიგია - გული არის მბრძანებელიო! - და მიდი და უბრძანე ამის მერე biggrin.gif
anonymouska შენი მხრიდან გასაგებია რასაც კითხხულობ wink.gif მარა მე სიყვარულით "დამწვარი" არ ვყოფილვარ და რა გირჩიო? oops.gif
აბა სხვამ უპასუხოს ამ კითხვას - გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. ეთანხმებით? unsure.gif



დაგაძალეს?

...

მე უკვე გავეცი კითხვას პასუხი: გააჩნია როდის აპირებ ბრძანების გაცემას.
უკვე შეყვარებული ხარ თუ 'შეყვარებას აპირებ' და ვერ გადაგიწყვეტია შეიყვარო თუ არა
ბევრი ანალიზი ჭირდება საკუთარ თავში, რა ღირს და რა არა

blanca
QUOTE(Shou @ Dec 17 2008, 02:15 PM) *
ბრძანება არ არის საჭირო. გულთან ურთიერთობის სხვა ფორმა უნდა მოძებნო და ყველაფერი გამოგივა. მთავარია სურვილი და ყველას და ყველაფრის დავიწყებას მოახერხებ. გულს ერთი საოცარი თვისება აქვს, საოცრად გულმავიწყიაsmile.gif მენდე. მთავარია არ ”გასქელკანიანდე” და მიმღებლობა არ დაკარგო და არ შეგეშინდეს ხელახლა შეყვარების, თორემ დავიწყება შესაძლებელია, თანაც მიზანმიმართული დავიწყება. მთავარია ძალადობის სასტიკ ფორმებს არ მიმართო და ისე ”გაცვითო”smile.gif

აუ, გამოვედი ესე იგი ექსპერტი whistling.gif

ხო, მესმის რას გულისხმობ TEO, მეც მიყვარს სისხლიwink.gif

წუხელ ვის ეღვიძა და ვინ უყურებდა როგორ ბარდნიდა?smile.gif


დიახ, მთავარია სურვილი.

ჩემთან არ თოვდა. წვიმდა

ფენ შუი გამოგიყენებიათ?
TeO
QUOTE(blanca @ 17th December 2008 - 08:15 PM) *
დაგაძალეს?

ალბათ არა whistling.gif biggrin.gif
QUOTE
უკვე შეყვარებული ხარ თუ 'შეყვარებას აპირებ' და ვერ გადაგიწყვეტია შეიყვარო თუ არა
ბევრი ანალიზი ჭირდება საკუთარ თავში, რა ღირს და რა არა

შეყვარებული არ ვარ და არც ვაპირებ smile.gif
wub.gif , მაგრამ არც არ ვაპირებ... laugh.gif მგონი გასაგებად ვუპასუხე rolleyes.gif

"შეირთავ? - ინანებ!
არ შეირთავ? -მაინც ინანებ!
ხოდა ამიტომ ჯობია შეირთო..! " hilarioustu8.gif

საიდანაა ეს ციტატა? biggrin.gif
anonymouska
არ ვიცი საიდანაა. და საიდან არის?

სიყვარული თავისთავად მოდის, არ გეკითხება არაფერს შენ გინდა თუ არა. სიყვარული ურთიერთობიდან მოდის. შეიძლება უეცრად გეწვიოს ან ნელ-ნელა განვითარდეს. მე ურთიერთობიდან შემიყვარდა და თან ძალიან .

ბლანკა შენ ამბობ რომ არ იცი ზუსტად შეიყავრო თუ არა პიროვნება ? ვერ ვხვდები როგორ უნდა იფიქრო"შევიყვარო თუ არა?" ეს თავისთავად მოხდება, თუ ადამიანი მოგწონს, გსიამოვნებს მასთან ურთიერთობა...


თეო smile.gif ეგ ვინ იცის.... ადრე სულ ისეთი ვიყავი... მეგონა მე თუ არ მინდოდა , არც არავინ შემიყვარდებოდა. მართლა ვერავინ ვერ მოახერხა ვერაფერი. ანუ სერიოზული სიყვარულით არ შემყვარებია. მეგობრებსაც ვერ წარმოედგინათ მე "შეყვარებული" ... რომანტიკულიც არასდროს ვყოფილვარ, ახლა სულ სხვა ვარ რა... აუ ამაზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. სორრი


რა ყოფილა სიყვარულიიიიიიიიიი, გული გადამელია... რომელი ფილმიდანაა?
blanca
იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება შენს ცხოვრებაში.
მე ვფიქრობ ვისაც სიყვარული არ გაუვლია ის ჯერჯერობით ნახევარადამიანია
შენ უკვე გამთლიანდი
სიყვარული რჩება თუ არა შენთან, მაინც უფრო კარგს ხდის ვიდრე იყავი.
TeO
QUOTE(Tea @ 17th December 2008 - 08:23 PM) *
"შეირთავ? - ინანებ!
არ შეირთავ? -მაინც ინანებ!
ხოდა ამიტომ ჯობია შეირთო..! "

საიდანაა ეს ციტატა?

"შვიდი შინაბერა და ერთი მამაკაცი" -სპექტაკლი/ტელესპექტაკლი wink.gif ძალიან სახალისოაა!! biggrin.gif

QUOTE(anonymouska @ 18th December 2008 - 03:19 AM) *
აუ ამაზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. სორრი

anonymouska
რა გაქვს საბოდიშო? ილაპარაკე იმ თემაზე, რომელიც გინდა ან გაწუხებს, რამდენიც გაგიხარდება wink.gif

QUOTE(anonymouska @ 18th December 2008 - 03:19 AM) *
რა ყოფილა სიყვარულიიიიიიიიიი, გული გადამელია... რომელი ფილმიდანაა?

ეს კითხვად დარჩება wink.gif biggrin.gif
Shou
ეს ალბათ ”სიყვარული ყველას უნდა”, არა? ეს ის მთავარი გმირი არ მღერის არა, არა მოვიტაცებო?smile.gif

არის რაიმე ისეთი რაზეც მაშინაც კი გაგეღიმებათ როცა ძალიან გტკივათ? და რა არის ეს?
TeO
QUOTE(Shou @ 18th December 2008 - 07:05 PM) *
არის რაიმე ისეთი რაზეც მაშინაც კი გაგეღიმებათ როცა ძალიან გტკივათ? და რა არის ეს?

ვერ ვიხსენებ ასეთ სიტუაციას! და რა ვქნა smile.gif)

ცა რა ფერია?
Shou
გამჭვირვალეა და გეგონება სულს ირეკლავს. სული რომ დაგავიწყდეს ცას უნდა ახედო და ..wink.gif

შეგიძლია ეხლა გაიცინო, ისე უმიზეზოდ? Just_Cuz_01.gif
anonymouska

ციტატა
შეგიძლია ეხლა გაიცინო, ისე უმიზეზოდ? Just_Cuz_01.gif


არა ...ისე ზოგჯერ შემიძლია smile.gif

კიდევ სიყვარულზე ვიკითხავ biggrin.gif

რას იზამთ თუ თქვენმა მეგობარმა გითხრათ "მიყვარხარო"



Shou
თუ მეგობარს არ ვუყვარვარ აბა ის რა მეგობარია?!;) A real friend is the one who knows us but loves us anyway.

ისე, ხუმრობის გარეშე, ვიტყოდი რომ ეს შესანიშნავია. თუ ადამიანს შეყვარება შეუძლია ეს მართლა დასაფასებელია.

შენ რას იტყოდი?
blanca
მე ვფიქრობ ანონიმუშკამ იგულისხმა მეგობარი ბიჭი. საქართვ ელოში მტკივნეულად აღიქვამენ როცა მეგობარს მეგობარი უყვარდება და ალბათ აქედან გამომდინარე დასვა კითხვა.

რას ვეტყვი? გააჩნია მე რა დამოკიდებულება მაქვს მასთან. თუ ჩემი გრძნობებიც მეგობრობას ცდება მაშინ გამიხარდება და მივახვედრებ რომ თანავუგრძნობ.

თუ არასდროს მიფიქრია მასზე მაშინ ვეტყვი რომ არასდროს მიფიქრია სიყვარულზე. რასაკვირველია დავფიქრდები და შესაძლოა შემიყვარდეს კიდეც. აუცილებლად ველაპარაკები. საერთოდ ქართველებმა არ იციან ლაპარაკი და ურთIერთობების ლაპარაკში გარკვევა. მოკლედ ყველაფერს უნდა 'გაიასნება' biggrin.gif
anonymouska
ჰო, ზუსტად smile.gif მეგობრულ სიყვარულს არ ვგულისხმობდი.

ერთხელ მოხდა(სკოლის პერიოდში) და ცუდი რეაქცია მქონდა.
და მე ბლანკას ვეთანხმები smile.gif თუ შენც შეგიძლია შეიყვარო, მაშინ ეს სასიამოვნო მოსასმენი იქნება, მაგრამ თუ შენი სიყვარული მეგობრულს ვერ გასცდება.... ოი ოი

დღე უფრო გიყვარს თუ ღამე?

მე უფრო დღე l_sunny.gif
ირმა
ღამე.


რატომ აქვს ადამიანს წარბები?
blanca
გამომდინარე იქედან რომ სამხრეთელებს უფრო სქელი და ხშირი წარბები აქვთ ვიდრე ჩრდილოელებს, ალბათ იმიტომ რომ თაკარა მზის ქვეშ მომუშავეს ოფლი თვალებში არ ჩასვლოდა biggrin.gif

... რამე უცნაური დამთხვევა ან შემთხვევა დაწერეთ რაც გახსენდებათ, თუ გახსენდებათ :::

აი მაგალითად :

რამდენიმე დღის წინ ერთ ავტობუსში ჩავჯექი და სადღაც წავედი. არ ვიცოდი რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი. გაჩერების სახელი ვიცოდი მხოლოდ. იქამდე დიდი მანძილი იყო როგორც ვიცოდი.
გაჩერების სახელები ავტობუსში ტაბლოზე ინთება ხოლმე და ვიფიქრე პრობლემა არ იქნებოდა: აინთებოდა სახელი და მეც მძღოლს ვანიშნებდი და გააჩერებდა.

მაგრამ ტაბლო ამ ავტობუსში არ მუშაობდა. შევწუხდი. მერე დამეზარა ნერვიულობა biggrin.gif და ვიფიქრე დრო რომ მოვა რაღაცა მანიშნებს და ჩავალ მეთქი.

მოკლედ გავიდა დრო. მივდივარ. არ ვიცი სად უნდა ჩამოვიდე მაგრამ სრულიად აუღელვებლად ვზივარ. ვიცი რომ ზუსტად იქ ჩამოვალ სადაც საჭიროა.

ვიღაცამ ანიშნა მძღოლს ავტობუსი გაჩერებულიყო. გაჩერდა. დაუფიქრებლად ავდექი მივედი მძღოლთან და ვიკითხე რამდენი იყო დარჩენილი იმ გაჩერებამდე. მძღოლმა მითხრა რომ ეს იყო ის გაჩერება.

ავტობუსიდან ჩემს გარდა არავინ ჩასულა. ალბათ ან შეცდომით, ან შემთხვევით ჩამოქაჩეს ზონარს რომ მძღოლისთვის ენიშნებინათ.

smile.gif

ირმა
QUOTE(blanca @ 23rd December 2008 - 11:55 PM) *
გამომდინარე იქედან რომ სამხრეთელებს უფრო სქელი და ხშირი წარბები აქვთ ვიდრე ჩრდილოელებს, ალბათ იმიტომ რომ თაკარა მზის ქვეშ მომუშავეს ოფლი თვალებში არ ჩასვლოდა

Just_Cuz_01.gif ზუსტად იგივე პასუხი მაქვს მეც.

QUOTE(blanca @ 23rd December 2008 - 11:55 PM) *
რამდენიმე დღის წინ ერთ ავტობუსში ჩავჯექი და სადღაც წავედი. არ ვიცოდი რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი. გაჩერების სახელი ვიცოდი მხოლოდ. იქამდე დიდი მანძილი იყო როგორც ვიცოდი.
გაჩერების სახელები ავტობუსში ტაბლოზე ინთება ხოლმე და ვიფიქრე პრობლემა არ იქნებოდა: აინთებოდა სახელი და მეც მძღოლს ვანიშნებდი და გააჩერებდა.

მაგრამ ტაბლო ამ ავტობუსში არ მუშაობდა. შევწუხდი. მერე დამეზარა ნერვიულობა და ვიფიქრე დრო რომ მოვა რაღაცა მანიშნებს და ჩავალ მეთქი.

მოკლედ გავიდა დრო. მივდივარ. არ ვიცი სად უნდა ჩამოვიდე მაგრამ სრულიად აუღელვებლად ვზივარ. ვიცი რომ ზუსტად იქ ჩამოვალ სადაც საჭიროა.

ვიღაცამ ანიშნა მძღოლს ავტობუსი გაჩერებულიყო. გაჩერდა. დაუფიქრებლად ავდექი მივედი მძღოლთან და ვიკითხე რამდენი იყო დარჩენილი იმ გაჩერებამდე. მძღოლმა მითხრა რომ ეს იყო ის გაჩერება.

ავტობუსიდან ჩემს გარდა არავინ ჩასულა. ალბათ ან შეცდომით, ან შემთხვევით ჩამოქაჩეს ზონარს რომ მძღოლისთვის ენიშნებინათ.

მასეთი მსგავსი შემთხვევები მეც ხშირად მქონია. თბილისში, სამსახურში მეჩქარებოდა ხშირად და ტრანსპორტის პრობლემა იყო. როცა ვნერვიულობდი ტრანსპორტი ძალიან აგვიანებდა, როცა არ ვფიქრობდი, ხან ისე სწრაფად გამოჩნდებოდა რომ უცებ ადგილზე ვიყავი. ვერ ავხსნი, მგონია რომ მე ვიწვევდი ამ მოვლენებს, უფრო მგონია რომ წინასწარ ვჭვრეტდი ბედს. როგორც ჩანს ბედის მართვა არც ისე ძნელი ყოფილა.
ვინ იცის? არის თუ არა ადვილი ბედის მართვა?
Shou
"ჰო, ზუსტადsmile.gif მეგობრულ სიყვარულს არ ვგულისხმობდი. "

არც მე მიგულისხმია მეგობრული Anonymouska:) მეგობრობის თემაზე ვიხუმრე და ესეც მივუთითეsmile.gif

ალბათ ადვილია მაშინ როცა ამაზე არ იძაბები და ზედმეტად არ კონცენტრირდები.

გჯერათ ბედისწერის?
ირმა
მჯერა, მჯერა....


ახალი წელი მოდის. გიყვარს თუ არა ეს დღეები? wub.gif
TeO
პრინციპში კი wink.gif იმიტომ, რომ დადებითი ემოციებია აწეული საზოგადოდ და ეს მახარებს smile.gif


იანვარი გიყვარს?
blanca
არც ახალი წელი მიყვარს არც იანვარი არც თებერვალი biggrin.gif

ალბათ იმიტომ არ მიყვარს რომ უნდა მიხაროდეს რაღაც და ეს რაღაც არ მიხარია. ანუ უფრო ნორმალურია გიხაროდეს ვიდრე გეკიდოს.
ნუ პატარა რომ ვიყავი ძალიან მიხაროდა. ეხლა ვერ ვიგებ რატომ უნდა მიხაროდეს კალენდარზე ორი ციფრის ნაცვლად სამის შეცვლა laugh.gif

კი, ვიცი, ზედმეტად ბევრს ვფიქრობ biggrin.gif

მაშ ასე:
რატომ გიყვართ ახალი წელი?
TeO
მე ამ კითხვაზე პასუხი გაცემული მაქვს (ზემოთ wink.gif )


ანგელოზი?
TeO
თამაში გამიჭედია Just_Cuz_01.gif

პასუხი: კი!!

კითხვა: გავიზარდე??


Shou
ეს მას შემდეგ რაც დაიბადე? l_daisy.gif

ძალიან, ძალიან.

ისევ მოთოვს?
TeO
აუცილებლადო wink.gif აბა ზამთრის სამკაულია თოვლი და მააშ biggrin.gif


ოფოფი გინახია ცოცხლადა?
blanca
მე მინახავს ოფოფი. ძაან მაგარი ტიპია biggrin.gif
სახელიც ზუსტად ისეთი ქვია როგორიც არის.

თქვენი მომავალი გონებაში ხშირად დაგიხატავთ?
TeO
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ჩემი მომავალი არ მაქვს წარმოდგენილი/დახატული! და ეს ბავშვობიდაბვე..

ვტოვებ კითხვას, რადგან მე პასუხი არ გამიცია wink.gif -თქვენი მომავალი გონებაში ხშირად დაგიხატავთ?
Alpha
არაა, აზრზე არ ვარ რა იქნება


რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო თემა?
Shou
ადამიანი.

სად წახვიდოდი?
Kaspar Hausser
ნორვეგიაში.. მაფანატებს მაგ ქვეყანაზე... და სკანდინავიაზე საერთოდ... მაგრამ ნორვეგია განსაკუთრებით...

შოტლანდიაშიც გადაირბენდა მაქედან კაცი. როსლინში კერძოდ...

რედიოჰედის გლასტონბერი 2003 რომელი ამიტვირთავთ ქართულ სერვერზე?.. smile.gif
TeO
Kaspar Hausser მე ამას ვერ შევძლებ!! biggrin.gif

შენ შეძლებ?
blanca
QUOTE(TeO @ Jan 12 2009, 09:08 PM) *
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ჩემი მომავალი არ მაქვს წარმოდგენილი/დახატული! და ეს ბავშვობიდაბვე..

ვტოვებ კითხვას, რადგან მე პასუხი არ გამიცია wink.gif -თქვენი მომავალი გონებაში ხშირად დაგიხატავთ?


ჰმ, საინტერესოა. მეც ასე ვარ. ბავშვობიდანვე. არასდროს დამიხატავს მომავალი თავში და ვფიქრობ ეს არარის კარგი
ჩემს გარშემო ბავსვები ყოველთვის ქმნიდნენ მომავალს, ფიქრობდნენ, წარმოედგინათ. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ვიზუალიზაციას აკეთებდნენ
დადებითი ვიზუალიზაცია კი ყოველთვის მიგიყვანს იქამდე რასაც წარმოიდგენ. პრინციპში იგივეა ფილმში 'secret' ნათქვამი
იგივეა ფილმში Bedtime Stories ნათქვამი biggrin.gif მიუხედავად იმისა რომ სასაცილო და სულელური ბავშვური ფილმია, ბავშვური ენით და ფანტაზიით ნათქვამი დადებითი ვიზუალიზაციის არსია გადმოცემული.

მოკლედ, მე რაც დავხატე გონებაში და თუ ოდესმე რამე დამიხატია (აქ ჩემს თავს ვეწინააღმდეგები ვიცი მაგრამ სრული სურათი მომავლის არ მქონია, ანუ პატარპატარა დეტალები დამიხატავს) ყველაფერს მივაღწიე. ყველაფერი გამოვიდა რის ვიზუალიზაციაც გამიკეთებია. მაშინ არ ვიცოდი ვიზუალიზაცია რას ნიშნავდა და ამის გაკეთება თუ სპეციაულრად შეიძლებოდა. უბრალოდ წარმოვიდგენდი იმას და იმაზე ვფიქრობდი რაც მინდოდა რომ ყოფილიყო, და არის კიდეც smile.gif

მაგრამ მთავარი: დიდი სურათის წარმოდგენა ძალიან მიჭირს sad.gif და ზუსტად ისეა!! ის, რისი წარმოდგენაც მიჭირს, ძალიან ძალიან ძნელად გამოდის.
აზზე ხართ?//

შენც თეო kiss1.gif
იქნებ შემთხვევით არარის რომ შენც თხის რქა ხარ. არასდროს მჯეროდა ჰოროსკოპების მაგრამ .. რაღაც ყველა თხის რქის ცხოვრებაში ესეა
დიდ კლდეს აირჩევ რომ აფოფხდე და მიფოფხავ და ხშირად ზედმეტ ძალისხმევას დებ არასაჭირო კლდეებზე ასვლაში ..
ძაან ბევრ არასაჭირო კლდეზე ავედი hilarioustu8.gif

პ.ს. ჰაუსერ, არ ვიცი როგორ რომ დაგეხმარო smile.gif

კითხვა: შეცვლიდი რამეს? არ ვიცი სად ან რაში. საერთოდ...
TeO
blanca
smile.gif მდაა.. თითქოს ჩემ დაწერილს ვკითხულობდი smile.gif
მაგრამ ეს 1- წელია მე ჩემი თხის რქობა ცოტა შევცვალე და უკვე დიდად არ ვჯდები ამ ნიშნის განმარტებაში biggrin.gif
დასახული მქონდა ცხოვრებაში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გამოკვეთილ-ვიზუალირებული და მისკენ მაქსიმალური ძალებით ვისწრაფოდი დიიდი ხნის განმავლობაში....
მაგრამ შემდეგ ჩემ ცხოვრებაში მოხდა დიდი გარდატეხა და ეს მიზანი განმიქარწყლდა და რაც ჩემთვის ძალზედ მტკივნეული გამოცდა იყო და ერთი პერიოდი მაგრად ამომაგდო კალაპოტიდან (ეს ზუსტად მაშინ მოხადა როდესაც ამ ფორუმზე მოვხვდი და აქაურობა ძალიან დამეხმარა იმ "ტრაგედიის" გადალახვაში!! )
........ ამ გამოცდილებიდან მივხვდი იმას, რომ შეიძლება რაღაც მიზანი აირჩიო და იღწვოდე მის შესასრულებლად და უეცრად გზაში მიხვდე, რომ ეგ უკვე აღარ გჭირდება/გაინტერესებს! smile.gif)) მძიმე გადასატანია რაა - ჩემ ტყავზე მაქვს გამოცდილი smile.gif

QUOTE(blanca @ 13th January 2009 - 08:44 PM) *
კითხვა: შეცვლიდი რამეს? არ ვიცი სად ან რაში. საერთოდ...

ამ ეტაპზე არა და ისე თუ დამჭირდა აუცილებლად შევცვლი smile.gif

შენ?
blanca
QUOTE(TeO @ Jan 13 2009, 09:07 PM) *
blanca
smile.gif მდაა.. თითქოს ჩემ დაწერილს ვკითხულობდი smile.gif
მაგრამ ეს 1- წელია მე ჩემი თხის რქობა ცოტა შევცვალე და უკვე დიდად არ ვჯდები ამ ნიშნის განმარტებაში biggrin.gif
დასახული მქონდა ცხოვრებაში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გამოკვეთილ-ვიზუალირებული და მისკენ მაქსიმალური ძალებით ვისწრაფოდი დიიდი ხნის განმავლობაში....
მაგრამ შემდეგ ჩემ ცხოვრებაში მოხდა დიდი გარდატეხა და ეს მიზანი განმიქარწყლდა და რაც ჩემთვის ძალზედ მტკივნეული გამოცდა იყო და ერთი პერიოდი მაგრად ამომაგდო კალაპოტიდან (ეს ზუსტად მაშინ მოხადა როდესაც ამ ფორუმზე მოვხვდი და აქაურობა ძალიან დამეხმარა იმ "ტრაგედიის" გადალახვაში!! )
........ ამ გამოცდილებიდან მივხვდი იმას, რომ შეიძლება რაღაც მიზანი აირჩიო და იღწვოდე მის შესასრულებლად და უეცრად გზაში მიხვდე, რომ ეგ უკვე აღარ გჭირდება/გაინტერესებს! smile.gif)) მძიმე გადასატანია რაა - ჩემ ტყავზე მაქვს გამოცდილი smile.gif
ამ ეტაპზე არა და ისე თუ დამჭირდა აუცილებლად შევცვლი smile.gif

შენ?


მეე? ერთI ბოლო კლდე დამრჩა ასაცოცებელი და შუა გზაში ვარ გაჭედილი კაი ხანია justcuz_hourglass.gif biggrin.gif
რა იცი? მეც 'აუცილებლად შევცვლი' ტიპი ვიყავი მაგრამ რაღაც დამემარტა რა. მოკლედ ხარ შენ და არის რეალობა რომელის ხანდახან ფრთებს ძირში გაჭრის laugh.gif
blanca
კითხვები ძალაში რჩება biggrin.gif
საინტერესო იქნება სხვების აზრის მოსმენა smile.gif
ირმა
QUOTE(blanca @ 13th January 2009 - 08:44 PM) *
შეცვლიდი რამეს? არ ვიცი სად ან რაში. საერთოდ...

თუ მხედველობაში გაქვს წარსული, კი ძალიან ბევრს. ახლანდელში ვცდილობ რომ შევცვალო... ეს პირადულში. რომ შემეძლოს საქვეყნოს შეცვლა აი, იქ შევცვლიდი ძალიან, ძალიან ბევრს(ვცადე ჩამოთვლა და არ ჩამოითვლება იმდენია)

გიყვართ თუ არა ოცნება? smile.gif
Shou
მე ძალიან მიყვარს ოცნება ოცნებისთვის. ანუ ადრე ამას ”ვარდისფერ ოცნებას” ვეძახდი, ის რაც არც კი გინდა რომ ასრულდეს, ისე დამოუკიდებელი ცხოვრება რომ აქვს შენგან განყენებული და არავის არაფერში სჭირდება. რაღაც ძალიან საცოდავად დავხატე მაგრამ მერწმუნეთ მაგარი მხიარული ”ვინმეა” l_sunny.gif

თქვენ არ ”გყავთ” ასეთი ოცნებები?
ირმა
ზუსტათ მაგეთი ოცნებები „მყავს“ და მიყვარს. უფრო მეტი ბავშვობაში, ამ ბოლო დროს მათ ვკარგავ, სამწუხაროდ...



როგორი ამინდია თბილისში?
Shou
დღეს მზიანი, თუმცა ცივა. ისე საბერძნეთში მეც ვაპირებდი, წესით 25 იანვარს უნდა ვყოფილიყავი მეჯვარე მაგრამ სამწუხაროდ საელჩოში 29 იანვარზე ადრე ვერ ჩავეწერე. არა უშავს ზაფხულში გეწვევით, ალბათ უკეთესი იქნება.

რისი კეთება გიყვართ ცივ ამინდში ყველაზე უფრო? ან რისი კეთება გიჭირთ ცივ ამინდში ყველაზე მეტად?
anonymouska
ცივ ამინდში სახლში მიყვარს თბილად ყოფნა biggrin.gif

ყველაფერი მეზარება. არ მიყვარს ცივი ამინდი sad.gif მზე მიყვაააააააააარს და სითბო smile.gif


ახლა რას ინატრებდი? smile.gif
blanca
ჩემთან იყოს, სულ და ყველაფერი კარგად იყოს smile.gif

იმასაც უყვარხარ? smile.gif
Shou
ნუუ, ეს რა შეკითხვებია wub.gif მე არ მწამს ცალმხრივი სიყვარულის, უბრალოდ არსებობს განსხვავებული აღქმისა და გამოხატვის უნარი.

სიყვარულს ფიზიკური სახე რომ ჰქონდეს, როგორი იქნებოდა? შეგიძლიათ აღწეროთ?
blanca
სიყვარულს ფიზიკურ სახეში ვერ ჩატევ, ისევე ვერ ჩატევ როგორც ვერ ჩატევ გრზნობებს სიტყვებში smile.gif

თუ მაინცდამაინც გინდათ რომ ფიზიკურად დაგანახოთ:

ჩემთვის უფორმოა სიყვარული და ყოვლისმომცველი. მხოლოდ ფერი აქვს და ენერგია. ცეცხლის ფერია
უფორმოა იმიტომ რომ ყველგან არის
ყოვლისმომცველია იმიტომ რომ ყველა ფორმაში, ყველა არსებაში, ყველაფერშიც და არაფერშიც, ჰაერშიც მიწაშიც და ზღვაშიც სიყვარულია.
არააქვს ერთი ფორმა.

როცა სიყვარულს ერთი ფიზიკური ფორმა ეძლევა, ეს ადამიანია, შენთვის ძვირფასი ადამიანი smile.gif
ირმა
QUOTE(Shou @ 30th January 2009 - 08:11 PM) *
სიყვარულს ფიზიკური სახე რომ ჰქონდეს, როგორი იქნებოდა? შეგიძლიათ აღწეროთ?


სიყვარულს, მუქ ძოწისფერ ვარდს შევადარებდი smile.gif

გაზაფხული გიყვარს? biggrin.gif რატომ?
TeO
მიყვააარს!!!!!!!!!!! l_daisy.gif l_sunny.gif
იმიტომ, რომ უფრო კარგი ვხვდები (მგონი) თან მადა მეკარგება და ვსუსტდები...და კიდევ უფრო შეყვარებული ვარ ვიდრე სხვა წელიწადის დროებში bigarmhug.gif wub.gif
ვოტს! laugh.gif

და შენ? rolleyes.gif
ირმა
მეც ძალიან ძალიან მიყვარს გაზაფხული. აქ უკვე ნუში ყვავის და სასიამოვნო სურნელი ეფინება ყველაფერს. l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif
l_sunny.gif l_sunny.gif l_sunny.gif

გიყვართ თუ არა აყვავებული ნუში? wub.gif
TeO
ნუშის ყვავილობას რა ჯობიაა l_sunny.gif ძალიან მიყვარს!!! აქაც აყვავდა უკვე აი, მზიურის შესასვლეთან wink.gif
და იქით კვირას დაგეგმილი გვაქვს პახოდი ნუშებთან blush.gif თუ რამემ არ შეგვიშალა ხელი unsure.gif


იები აყვავდაა ეზოში smile.gif
გიყვარს იების სურნელი? rolleyes.gif
ირმა
იების სურნელიც მიყვარს და მათი ნაზი სილამაზეც wub.gif

რომელია შენი საყვარელი ყვავილი?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.