Help - Search - Members - Calendar
Full Version: ელენა ბლავატსკაია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
brevalo
ელენა ბლავატსკაიაზე ვერ ვნახე თემა, ამიტომ თქვენის ნებართვით გავხსნი.

ალბათ ყველამ იცით მისი ვინაობის შესახებ, მაგრამ ვინც არ იცით, გაეცანით: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%...%83%98%E1%83%90

http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/cru...khianeloba.html

http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%A4%E1%8...%E1%83%A2/#more

მას უამრავი რამ უწერია ოკულტიზმზე, ეზოთერიკაზე, ანთროპოგენეზისზე, კოსმოგენეზისზე.

მისი ყველაზე ცნობილი წიგნია "საიდუმლო დოქტრინა". ერთხელ შევეცადე ამ წიგნის წაკითხვას, მაგრამ თითქმის ვერაფერი გავიგე იმდენად რთულად და ქარაგმულად ეწერა. შემდეგ რუსულ ფორუმებზე ვნახე, რომ მის სხვა ლიტერატურით უნდა დაიწყო და შემდეგ რთულებზე გადახვიდეო.


ამბობდნენ რომ ბლავატსკაიას ძლიერი ენერგეტიკული ველიც ჰქონდაო. საგნების გადაადგილებაც შეეძლოო. მან ასევე დიდი სიბრძნე და განათლება ტიბეტში ყოფნის დროს მიიღო.
ჰიტლერმა სწორედ მისი თეორიების საფუძველზე დანერგა გერმანიაში რასობრივი იდეოლოგია. არიულ რასას ვგულისხმობ.

მოკლედ ბლავატსკაია ფრიად საინტერესო ადამიანი გახლდათ.

გთხოვთ დაწერეთ რა იცით, რა გაგიგიათ ამ პიროვნების შესახებ.

ასევე თუ იცით მისი რომელი ლიტერატურით ჯობია კითხვეის დაწყება?





P.S. მემგონი განყოფილება შემეშალა და "პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები"_ში უნდა გამეხსნა. მოდერატორს ვთხოვ, რომ გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში. მადლობა.


ano
საინტერესოა,
ამ ადამიანზე აქ ნამდვილად უნდა იყოს თემა,
მე არაფერი ვიცი ვინც იცის დაწეროს rolleyes.gif
საიდან დავიწყოთ, რომელი ნაშრომიდან და რამე...
Mechanical Sheep
ელენე ბლავატსკაია
(დ. 31 ივლისი/12 აგვისტო, 1831 - გ. 26 აპრილი/8 მაისი, 1891)



17 წლიდან დაეწყო უცნაურობები. მან ორჯერ იმოგზაურა დედამიწის გარშემო. სწავლობდა მუსიკას ევროპის საუკეთესო პედაგოგთან და მართავდა კონცერტებს. იბრძოდა ჯუზეპე გარიბალდის დროშის ქვეშ. ხმლის დარტყმის გამო მარცხენა ხელზე ჰქონდა მიღებული ორი მოტეხილობა. ხუთჯერ დაიჭრა ბრძოლაში და ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

ელენე ბლავატსკაია დაიბადა ეკატერინოსლავში (ახლანდელ დნეპროპეტროვსკიში), სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მამა - პეტრე ალეექსანდრეს ძე განი იყო, ხოლო დედა - მწერალი ელენე ანდრეის ასული ფადეევა.

ის იზრდებოდა უცნაურ გარემოში. მისთვის ყველაფერს ჰქონდა სული, ხასიათი და ხმა. მხიარული, ცისფერთვალება გოგონა ხედავდა იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. ელენე ამას ყველას უზიარებდა.



მალე ელენემ საკუთარ თავში აღმოაჩინა უნიკალური შესაძლებლობები. საკმარისი იყო მისი ბრძანება, რომ ჰაერში აწეულიყვნენ კოვზები და თეფშები. მისთვის საკმარისი იყო ცარიელი ფურცელი და არანაირი სახატავი საშუალება, რომ მასზე აღებეჭდა ნახატი ზუსტად ისეთი, როგორიც ფოტოზე იყო.

ელენეს ბავშვობიდან აინტერესებდა, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე, რა იქნებოდა სიკვდილის შემდეგ. ცოტა ხანში ის მიხვდა, რომ მის კითხვებზე პასუხი მხოლოდ აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ ექნებოდა.

ელენეს ჰქონდა თავისებური ხასიათი. ის ვერ იტანდა ზემოდან კარნახს. იყო დამოუკიდებელი და თავისუფალი. ცდილობდა განთავისუფლებულიყო ბებიისა და ბაბუის მზრუნველობისაგან. მას დედ-მამა ბავშობაში გარდაეცვალა. ელენე 40 წლის კაცს გაჰყვა ცოლად, მაგრამ მალევე გაშორდა და წავიდა აღმოსავლეთში. მოიარა თურქეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი და 2 წელიწადში მოხვდა ევროპაში. ლონდონში, 1851 წელს, თავის 20 წლის იუბილეზე, ელენე შეხვდა თავის მფარველს, რომელსაც ბავშვობაში ნატრობდა. მას ერქვა - მორია, რომელიც წარმოშობით ინდოელი იყო. მორია 40 წლის იყო, მაგრამ ისეთ რაღაცეებზე ლაპარაკობდა, თითქოს დედამიწაზე რამდენიმე ასეული წელი ეცხოვრა. მასწავლებელმა რადიკალურად შეცვალა ელენეს ცხოვრება.


ელ მორია


მოგზაურობების დროს ელენეს ბევრი სიცოცხლისთვის საშიში რამ შეემთხვა. ტიბეტში ბევრი რამ ისწავლა მორიასაგან და სხვა მასწავლებლებისაგან. ამ მოგზაურობების დროს მიღებული გამოცდილება და ცოდნა აისახა მის ნაშრომებში ,,საიდუმლო დოქტრინა'', თეოსოფიის გასაღები'', ,,გამჟღავნებული ისიდა''.

1874 წელს ელენემ გაიცნო პოლკოვნიკი ჰენრი ოლკოტი. ჰენრი ცნობილი პიროვნება იყო აშშ_ში. ის იყო კარგი ადვოკატი და ჟურნალისტი. ელენემ და ოლკოტიმ ერთმანეთი ახალგაზრდა ირნალდიელი იურისტის უილიამ ჯაჯას ფერმაში გაიცნეს.


ელენე ბლავატსკაია და ჰენრი ოლკოტი


ბლავატსკაიას და ოლკოტს ერთნაირი ინტერესები ჰქონდათ. მათ დაიქირავეს ოთახი ნიუ-იორკში, სადაც კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ოკულტური მეცნიერებით იყვნენ დაინტერესებულნი.

1875 წლის 7 სექტემბერს ოლკოტი ახალი ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს. სახელწოდება შეარჩიეს ლექსიკონის დახმარებით. ამ ორგანიზაციის სახელწოდება იყო ,,თეოსოფია''. თეოსოფიური საზოგადოების შექმნის ოფიციალურ თარიღად ითვლება 1875 წლის 17 ნოემბერი, როდესაც ოლკოტმა ფორმულირება გაუკეთა 3 ძირითად მიზანს:

1. შეექმნათ ბირთვი თანამოაზრეებისა, რელიგიისა და ეროვნების განსხვავებებისა.
2. შეესწავლათ ყველა რელიგია, ფილოსოფია და სხვა და სხვა მეცნიერებები, რათა აღმოეჩინათ მათში ღრმა ერთობა.
3. გამოეკვლიათ ბუნების უცნობი კანონები და ადამიანის უხილავი ძალები.


1878 წლის დეკემბერში შტაბ-ბინა ინდოეთში გადაიტანეს. გამოსცეს ჟურნალი ,,თეოსოფია''(რომელიც ახლაც გამოდის). მისი რედაქტორი გახდა ელენე ბლავატსკაია.

თეოსოფიურმა მოძრაობამ მსოფლიოში მიმდევრები გაიჩინა. მისი წევრი გახდა ცნობილი ირლანდიელი პოეტი და დრამატურგი უილიამ ბალტერ იეითსი(ნობელის პრემიის ლაურიატი), ამერიკელი გამომგონებელი თომას ედისონი და მოტილალ ნერუ(ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მამა).

1882 წელს შტაბ-ბინა ქალაქ მადრასთან ახლოს ადიარეში გადაიტანეს. მათი მრავალი ფილიალი გაიხსნა მსოფლიოს მაშტაბით. ამას კონფლიქტების და სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია.

1884 წლის 20 სექტემბერს ლონდონის გაზეთმა ,,თაიმსი'', გამოაქვეყნა გამანადგურებელი სტატია ბლავატსკაიაზე, სადაც ელენეს მოიხსენიებენ, როგორც მატყუარას, ხოლო მის საოცრებებს უბრალო ტრიუკებს უწოდებენ. 1885 წელს ფსიქოლოგიური კვლევების საზოგადოებამ გაანადგურა თეოსოფიური საზოგადოება. მხოლოდ 100 წლის შემდეგ აღიარა იმავე საზოგადოებამ თეოსოფია.

1888 წელს თეოსოფიური საზოგადოება გაიყო. ლონდონში იმავე წელს გამოყოფილებმა დაარსეს ორდენი ,,ოქროს განთიადი''. ამის საპირისპიროდ ელენემ დააარსა ახალი მოძრაობა ეზოთერიზმის მიმართულებით.

1890 წელს ელენე ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად სიკვდილის ბოლომდე. ის გარდაიცვალა 1891 წლის 8 მაისს, თავის საყვარელ სავარძელში.

1907 წელს გარდაიცვალა ოლკოტი, პრეზიდენტი კი ანნა ბეზანტი გახდა.


ანნა ბეზანტი


1910 წელს ბლავატსკაიას მოწაფეებმა თავისი სახსრებით იყიდეს შენობა ადიარში, ქალაქ მადრასთან ახლოს(ინდოეთი), სადაც გახსნეს ადიარის სკოლა.


თეოსოფიური საზოგადოება, ადიარი, ინდოეთი. 1884 წლის დეკემბერი


Blavatsky, Kuthumi, El Morya, Saint Germain




წყარო: Igdrasil.space

პ.ს. ეს ჩემს მიერ მომზადებული სტატიაა. ენციკლოპედიიდან არის ამოწერილი, ამიტომ... ჰო და კიდევ, დაამატეთ <3 თეოსოფებს ნამდვილად საინტერესო ცხოვრება ქონდათ. მათი ნაშრომები ერთ-ერთი დიდი მონაპოვარია. უდიდესი ინფორმაციით. მათ ყველა კონტინენტი დაიპყრეს და სათითაოდ გამოიკვლიეს. ძალის ადგილებში დადიოდნენ და სივრციდან იღებდნენ ინფორმაციას და ცოდნას. მოკლედ, თუ რამეს იპოვით, გადათარგმნეთ და დაამატეთ. ქენით სიკეთე. Laie_61.gif
Existence
კარგი სტატიაა good.gif

დედამიწაის სულიერ იერარქიასთან კავშირი იყო მათი ინსპირაციის წყარო, ელ მორიაც და სხვაებიც პირობითი სახელებია დიდი მეუფეების , ერთ ერთი თუ ერთადერთი არა ყველაზე ძლიერი და სუფთა ნაშრომი დანამატების გარეშე არის ალისა ბეილისთვის პირდაპირ ფიზიკურ ფორმაში ნაკარნახები წიგნები, ინფორმაცია ეკუთვნის იმ დროისთვის 5 დონის განდობილს მეუფე ჯუალ კჰულს

http://www.koob.ru/bailey/
Merlin
ალისა ბეილი ყველა ძირითად პუნქტში გამორიცხავს ბლავატსკაიას სწავლებას, იმის და მიუხედავად, რომ პრეტენზია აქვს მისი სწავლების გაგრძელებაზე. ისევე როგორც აბსოლიტურად ყველა ავტორი ვინც ჩანელინგებით წერს, ალისა ბეილის წიგნებსაც სიცრუე უდევს საფუძვლად. იგივე შეიზლება ითქვას ლედბიტერზე და ყველა იმ თეოსოფისტზე ვინც ლედბიტერის მიერ მოწამლულ თეოსოფიას მიყვება და არა თავდაპირველ ბლავატსკაიას მიერ გამოტანილ აღმოსავლურ თეოსოფიას.

https://blavatskytheosophy.com/the-psychic-...-the-spiritual/
tikoroma
"მსოფლიოში გაბნეულია გარემოსგან განცალკევებულად მცხოვრები რამოდენიმე მოსწავლე, რომლებიც სულიერი და ფიზიკური სამყაროების პრობლემების კვლევით არიან დაკავებული. ისინი ფლობენ საიდუმლო ხელნაწერებს, რომლებშიც იმ მოღვაწეების ნაშრომებია შემონახული, რომელთა მემკვიდრეებადაც თავად გვევლინებიან."

ე. ბლავატსკაია „მხილებული ისიდა“
elli
ბლავაცკაია ქართულად თან pdf ხომ არ გაქვთ ვინმეს? ბევრია უკვე ხომ ნამეტნავად?
Merlin
საიდუმლო დოქტრინას კომენტარები არის ნათარგმნი ქართულად, ელექტრონული ვერსიაც დევს ინტერნეტში (ყოველ შემთხვევაში იდო).
starscream
ვერ დავუდე გული ამ ბალავცკაიას და ამ ბეზატნტებს შეუძლიათ 1000 გვერდები წერონ და სად არის პრაქტიკა? რამენაირი? სად არის ტექნიკა? ან გასხივოსნების რამე იოგის ან მენტალური რამენაირი შტაინერს აქვს ტექნიკა ამათ? რამდენჯერეაც დავიწყე იმდენჯერ გული ვერ დავუდე და გავანებე.
tikoroma
Merlin
თუ სადმე ელ ვერსია ნახო, მაშინვე გაგვიზიარე
tikoroma
Merlin
დიდი მადლობა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.