Help - Search - Members - Calendar
Full Version: რა ფილმებს უყურებთ
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ვიდეოთეკა
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23
eternity
ბავშვობიდან ფილმებზე ვარ მიჯაჭვული ზედმეტად, ერთი წელი რაღაც ტაიმაუტი მქონდა ახლახანს და ისევ დავვაადდი ფილმებით და სერიალებით. შეიძლება ფილმებთან იყოს დედამიწაზე ჩემი მისია დაკავშირებული თუ უბრალოდ მოსჯილი მაქვს ფილმების ყურება წინა ცხოვრების ცოდვებისთვის? sad.gif
ბოლო ფილმია ბოლო ფილმია თქო ვიტყვი მაგრამ ყოველთვის გამოხტება ახალი ფილმი და სულ ფილმებში ვარ, საკუთარი თავის გამოსაძიებელი დრო არ მრჩება თუ ვინ ვარ sad.gif
earth
eternity
ადრე მეც ასე ვიყავი, ძალიან მიყვარდა ფილმები, ახლაც მიყვარს ფილმები,უბრალოდ ახლა ცუდ ფილმზე დაკარგული დრო მენანება ხოლმე biggrin.gif
ano
ერთი პერიოდი ვოცნებობდი, რომ ბევრი დრო მქონოდა მთელი დღე წამოვწოლილიყავი და ფილმებისათვის მეყურებია, ნუ ეს ოცნება ამისრულდა, ახლა ვნანობ, აღარ მინდა, ისე კი ოცნებებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ biggrin.gif ესეც გაივლის, მეც არ ვიცი რა მინდა
earth
ano
აი, ზუსტად... რამდენი რაამ მიოცნება, ამსრულებია და მერე თითქოს არ მდომებია.
საინტერესოა ეს ცხოვრება biggrin.gif
FERRE
ჩემ ტოპ 5-ეულს დავწერ თუ რომელიმე არ გაქვს ნანახი აუცილებლად უყურეთ

http://net.adjara.com/Movie/main?id=1304 პულტი (Click)

http://net.adjara.com/Movie/main?id=1830 კაფე დე ფლორი (CAFé DE FLORE)

http://net.adjara.com/Movie/main?id=952 პიჯაკი (The jacket)

http://net.adjara.com/Movie/main?id=1200 ხელშეუხებელნი (INTOUCHABLES)

http://net.adjara.com/Movie/main?id=12124 ვალანცასკა -ბოროტების ანგელოზი (ANGEL OF EVIL (VALLANZASCA)
ano
„რიკი და მორტი“ (ინგლ. Rick and Morty) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სიტკომ ანიმაციური სერიალი მოზრდილთათვის. სერიალი მოგვითხრობს ლოთი მეცნიერი რიკის და მისი შვილიშვილის, მორტის ფათერაკების შესახებ. პერსონაჟები ხან ოჯახთან ერთად ატარებენ დროს, ხან კი — განზომილებათაშორის მოგზაურობენ.
რიკი და მორტის“ პრემიერა 2013 წლის 2 დეკემბერს გაიმართა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.
imdb რეიტინგი _ 9.3

მოვიხიბლე ამ ანიმაციით, აფართოებს ცნობიერებას, ჯერჯერობით ვუყურე სამ სეზონს, და გამოსულია მეოთხე სეზონიც თუ ვიპოვე გახმოვანებული მეოთხე საეზონსაც დავდებ სამომავლოდ

რიკი და მორტი ქართულად
brevalo
http://net.adjara.com/Movie/main?id=14085


საკმაოდ მძიმე საყურებელი ფილმია, თან საკმაოდ რეალურია. რაღაცნაირი მძიმე ატმოსფერო და ფსიქოლოგიზმი, ძალიან კარგი ხმოვანი და მუსიკალური გაფორმება. ოღონდ საერთოდ არ არის ჰოლივუდური "გამოხტა და შემეშინდა". ნელ-ნელა ვითარდება და იპყრობს შენს გონებას biggrin.gif
ისეთი ფილმია რომ ყურების შემდეგ მეგობრებთან ერთად განიხილავ და გაარჩევ.

ასე ძალიან ფილმი ჯერ არ მომწონებია. გირჩევთ რომ უყუროთ
ano
ფილმი: დრო (In Time)



სლოგანი: დრო ძალაა.
აღწერა:
არც ისე შორეულ მომავალში დრო გახდა ყველაზე მყარი ვალუტა, ადამიანები გენეტიკურად დაპროგრამებულები არიან და 25 წლის მერე აღარ ბერდებიან. სამაგიეროდ დანარჩენი სიცოცხლე უკვე ფული ღირს. ამიტომ მდიდრები პრაკტიკულად უკვდავები ხდებიან, ხოლო ღარიბები როგორც ყოველთვის დაჩაგრულები არიან, ისინი უშედეგოდ იბრძვიან სიცოცხლისთვის. უილი არის მეამბოხე გეტოდან, მას უსამართლოდ ადანაშაულებენ მკვლელობაში, რომელიც ვითომ ჩაიდინა დროის მოპარვის მიზნით. უილი იძულებულია აიყვანოს მძევალი და გაიქცეს.

http://net.adjara.com/Movie/main?id=2847
earth

Легенда об искателе,– ფილმი სერიალი ფენტეზი.
მაძიებელი იწყებს ბრძოლას ადამიანების გადარჩენაზე. ხვდება ბევრ წინაღბას. ხშირად ვერ გაუგია ვის ემსახურება, ღმერთს თუ ეშმაკს, არის ერთგვარი ეზოთერიული ძიება ამ სერიალში. არის მომენტები ცოტა გადამეტებული ალბათ, მაგრამ საერთო ჯამში ბევრ საინტერესო მომენტს დაიჭერთ.
https://www.youtube.com/watch?v=eNouKzY6A-M ეს პირველი სეზონის პირველი სერია. არის იუთუბზე ორივე სეზონი.
კარგ გართობას გისურვებთ.
td.........
ბოლო კვირა რაღაც სერიალების ყირება დავიწყე და უკვე შევშფოთდი, ნუთუ სიბერის პირველი სიმპტომები მეწვია? 😀
ესეიგი, ვუყურე
ვიჩერს ( ყველა სერიას), დიდად არ მომეწონა, მარა არაუშავს ისე..
ლუციფერს, მაგრად ვიკაიფე, ადრეც ნანახი მქონდა
კიდევ ვნახე სილიკონის ველი, ბოლომდე არ ჩავსულვარ მაგარი თრეშია, მაგრამ სასაცილოა ძაან, მითუმეტეს, როდესაც ეს პროგრამიტული თემები ძაან ნაცნობია😁
კიდევ ვნახე სერიალი ეტლი( rock), ჭადრაკის ფიგურა იგულისხმება, ნუ დროის მოსაკლავად არაუშავდა ისე დებილობა სრული...
ახლა რაღაც ავსტრალიურ დეტექტიურ სერიალს ჩავუჯექი...
აშკარად დეპრესია მაქვს 😂😆😆😆
earth
td.........
QUOTE(td......... @ 16th January 2020 - 01:34 AM) *
აშკარად დეპრესია მაქვს

მეც ბევრს ვუყურებ, მე მინდა ამ რეალობიდან წასვლა, მაგიტომ ვუყურებ. რეალობის შეცვლა რომ გინდა და ითიშები სერიალებში.
earth
ყველა სერიალზე მეტად მომეწონა მერლინი. მართლა ძალიან კარგია!!!
earth
ეს თემაც გააცოცხლეთ, ვიცი ყველა ახლა ფილმებს უყურებთ, დადეთ რას უყურებთ.
გავუზიაროთ ერთმანეთს...

გუშინ ვნახე : https://www.youtube.com/watch?v=jypphQtI3b0
Мадемуазель мушкетёр (2004)
გასართობად არაუშავს... ეს პირველი ნაწილია, დღეს ვნახავ მეორეს...

tikoroma
friends მაქვს ბევრჯერ ნანახი
earth
თუ რამე ფილმი მომეწონა, მერე შეიძლება რამდენჯერმე ვნახო. ის მირჩევია ხან ნანახი ისევ ვნახო, ვიდრე ის ვთქვა,– რას ვუყურე ორი საათი მეთქი... biggrin.gif
td.........
ძაან მაგარი სერიალი ვნახე Devs, ახლა ვუყურებ dovnload. სასაცილოცაა და სიუჟეტიც მომწონს
tikoroma
ვანილის ცა - მომწონს
Mechanical Sheep
მე ჯოკერს ვუყურე ;დ არ მქონდა ნანახი. 2019 წლის. იშვიათი სიამოვნების მიღება შეიძლება :3
old_man
საინტერესო ფილმს გადავწყდი. "ისინი ცხოვრობენ" . მიყვარს ტკბილი 80-იანები. )
https://www.adjaranet.com/movies/14465/They...&quality=SD
მატრიცას სტილშია. აბა ნახეთ
td.........
სერიალი "მგლების აღზრდილნი"
ano
ერთ ფილმს ვუყურე ადრე მაგრამ სახელი არ ვიცი, ისევ მინდა რომ ვუყურო და ვერ ვაგნებ.

მოკლედ დედამიწის 2070 თუ რაღაც წელია ორი ბიჭი მემგონი საშუალო დონის ცოდნის მოხვდება ახლანდელი დღიდან მომავალში, იქ ხალხს აქვს ძალიან მოკლე მეხსიერება, თითქმის ხუთ წუთში ავიწყდებათ რა თემაზე ელაპარაკებოდი, ყველა სახლში ზის და უაზრო სატელევიზიო გადაცემებს უყურებს, წყლის მაგივრად სვამენ ელექტროლიტებს და საერთოდ წყალი არ აქვთ არც სასმელი არც მოსარწყავად, დედამიწაზე არის დიდი ეკოლოგიური კრიზისი, მოსავალი აღარ მოდის, მთავრობაც ისეთივე იდიოტი ყავთ რაც ხალხი, მერე ეს ორი ბიჭი ცდილობს დაეხმაროს მათ და გააგებინოს რომ მოსარწყავად საჭიროა წყალი, ძალიან ბევრი წვალების შემდეგ მიაგნებენ წყალს, დატესავენ ბოსტნეულს და მორწყავენ, და ასწავლიან იქაურებს რომ წყალი სასარგებლოა და ამგვარად გადაარჩენენ მსოფლიოს,
მოკლედ ამდაგვარი შინაარსის ფილმია, რა ვიცი იქნებ ვინმემ იცოდეთ რა ფილმია მგონი კომედიის ჟანრი იყო
Mechanical Sheep
Live by night ვუყურე გუშინ. მეტკინა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.