Help - Search - Members - Calendar
Full Version: მიმართვა ბავშვებს
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > ბავშვის აღზრდა
ირმა


პაწუა ჩიტო, რად შემომცქერი?! ასეთი ლამაზი თვალები რა ძალამ მოგცა შენ. ასეთი სიხარულისა და სითბოს მომფქვრელი ლამაზი თვალები. რა მშვენება ხარ საყვარელო ჩიტუნია, ფთუსუ .... ფთუ ჩემს ენას თუ შენ რამე ცუდი შეგკადროს. მაპატიე ჩემო პატარა, მაპატიე რომ ჩემმა თაობამ ჯერ-ჯერობით ვერ მოგცა ის რაც უნდა მოეცა შენთვის. მაპატიე ჩემო სიყვარულო.
პატარა ანგელოზებო, მთელი მსოფლიოს ანგელოზებო, მინდა ბოდიში გითხრათ, ჩემი თაობის ქცევაზე, მინდა რომ გითხრათ ბოდიში. ჩემმა თაობამ ბავშვის აღზრდა არ იცის, ჩემმა თაობამ ბავშვის სიყვარული არ იცის. ჩემი თაობა....
არა, არამგონია, რომ შეიძლება შეგენდოს ბავშვის შეურაცხყობა, არა არ ვეთანხმები ამას, არც თვით ქრისტეს არ დავთანხმდებოდი რომ ეთვქვა შეენდოსო მათ, ბავშვის შეურაცხმყოფელს არ შეენდობა! გადაეხდება! ღმერთო რა ? რა დააშავეს მათ, რომ ჩვენისთანა მშობლები ჰყავს. რა ნიადაგს ვუმზადებ მას? მე მკვლელი, მატყუარა, ნაძირალა, ლოთი, უსაქმური, ქურდი, ჭორიკანა არ ვიცი კიდევ რამდენი რამ... რა ?! რა უნდა ისწავლო შვილო ჩვენგან?! რა უნდა ისწავლო ჩვენგან სახედაკარგულებისაგან, ჩვენგან გარყვნილ ქალთთა თუ კაცთა, რა უნდა გასწავლოთ შვილო, ჩემო თოჯინა, ჩემო ანგელოზო, ჩემო სიხარულო, ჰაერო, სუნთქვავ, თვალების სიღრმევ, მინდა გიცინო biggrin.gif შენ ხარ ერთი პატარა სიყვარული, რომელიც მთხოვს ვაჩვენო ერთი ლამაზი რამ, შენი თვალები მზად არიან მოისმინონ საინტერესო ისტორიები... მიყვარხარ პატარავ. ანგელოზო ზეციდან მიწაზე დაშვებულო, მე არ შეგეხები ანგელოზად გაგიხდი და ისე გაგზრდი, მაგრამ მე სად მცალია გავრბივარ, სამუშაოზედ მიმეჩქარება, ტელევიზორი მაქვს საყურებელი, კომპიუტერი მაქვს სათამაშო და ვინ იცის კიდევ რა კიდევ არ მინდა რომ ჩამოგითვალო ჩემი თაობის ყველა სიბინძურე. მაპატიე ანგელოზო, მაპაქტიე... მირჩევია მომკლა ვიდრე რამე ცუდი ნიშანი მაჩვენო შენს თავზე... ცუდი ნიშანი იქნებოდა მე რომ მგავდე, არა მე და ჩემს უქნარა თაობას ნუ დაემსგავსები სიცოცხლე ნუ დაემსგავსები, შენ იყავი მართალი, შენ იყავი კეთილი, ნუ გეშინია ნურაფრის, განა შეიძლება ღმერთმა შენ გაგწიროს?! განა შეიძლება? მხოლოდ ასეთი იყავი მუდამ როგორიც ხარ ასეთი ანგელოზი... ნუ მიიღებ ჩემს სახეს,– მე მახინჯი ვარ, დაჭრილი ვარ, ტანჯული ვარ, მკვლელიც იმიტომ გავხდი, რომ დედამ არ მომეფერა, ისე გამზარდა ერთხელ გულში სიყვარულით არ ჩამიკრა, არ მიგვრძნია დედა და იმიტომაც ვარ ასეთი მახინჯი. არა! არ მინდა კიდევ განმეორდეს რაც იყო, ჩვენ უკვე დროა კარგი მშობლები გავხდეთ. მშობლები გავხდეთ მაშინ, როცა,– როცა ვიგრძნობთ, რომ მზად ვართ ამ საქმისათვის, თუ არა ვართ მზად, – დავანებოთ თავი მშობლობაზე ფიქრს. მაპატიეთ ჩემო პატარებო, მაპატიეთ და მარტო ერთს გთხოვთ ნუ გახდებით ჩვენნაირი... რაც ჩვენ არ მოგვეცა შევეცდები, რომ შენ გქონდეს. ჩვენ არ მოგვეცა სიყვარული, ჩვენ არ მოგვეცა ისეთი დედა, რომელიც გულში ჩაგვიკრავდა. დროა ჩვენ ჩავიკრათ ბავშვები იმ სიყვარულით რაც მათ შეესაბამებათ.



ირმა
მაპატიოს ჩემმა თაობამ მისი უუნარობის გამომცხადებელი, რომ ვარ, მაგრამ ეს თემა ბავშვებს ეხება და არა დიდებს.
ირმა
ინფორმაციისათვის, ამ ბავშვის სურათი ინტერნეტადან ჩამოვტვირთე, არც კი ვიცი საიდანაა, ვგონებ აჭარიდან არის, უბრალოდ მისი ლამაზი სახე მომეწონა და მისი სურათი მაგალითად მოვიყვანე. ჩემი წინამდებარე თემით არ ვგულისხმობ რაიმე კონკრეტულს, მხოლოდ ზოგადს მივუთითებ და საერთოდ ეს თემა ძალიან მაწუხებს.
TeO
ეეეეჰ superstition.gif ბოდიში ნეტავ შველის??
ყველა ბავშვი ანგელოზად იბადება ანუ თითოეული ჩვენგანიც,.. sad.gif და აი შემდეგ როგორ იზრდება და რა გამოდის - საკითხავი აი ეს არის..
ირმა
ამ ანგელოზებს რა ქვეყანას ვუტოვებთ? sad.gif
ირმა
მივულოცავ ყველა პატარას ახალ წელიწადს. ეს დღეები ხომ მათთვის არის ყველაზე სასიხარულო. ღმერთმა მოუვლინოს ყველა მათგანს დამცველი ანგელოზი. გაიზარდნენ, გაიხარონ... იყვნენ მუდამ სიხარულში პატარა ანგელოზები. მოეტანოს ამ წელს ბავშვებისათვის ყოველი კარგი.

პატარებო! გილოცავთ ახალ წელს! მიყვარხართ! გკოცნით! გულში გიკრავთ! bigarmhug.gif
kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif
Nastia
მართლა ასეა, მათ ძალიან უხარიათ ახალი წლის მოსვლა ისე ელოდებოდა ჩემი პატარა გოგონა, სჯერა თოვლის ბაბუის რომ მოვა და თავის სურვილებს აუსრულებს. უხაროდა ნაძვის ხის მორთვა და ამბობოდა უამრავ ლექსებს. მისი შემხვედვარე აუცილებლად კარგ განწყობაზე უნდა იყო, სხვანაირად არ შეიძლება.
TeO
Nastia პრივეტ სიხარულებოო!!!!!! kiss1.gif wub.gif bigarmhug.gif
ახალ წელს გილოცავთ!! beerchug.gif მრავალს დაესწარით - ბედნიერები, ჯანმრთელები და სიყვარულით განათებულები l_sunny.gif
http://media.photobucket.com/image/baby/si...copil.jpg?o=132
http://media.photobucket.com/image/baby/humair/baby.jpg?o=72
(პატარების ფოტოებიაwink.gif )

ნუთუ დაპოსტე? rolleyes.gif good.gif

გკოცნიით party.gif
Nastia
მეც ყველას გილოცავთ ყველა ბავშვს ვუსურვებ ბედნიერ ბავშვობას, თავიანთი სანუკვარი სურვილების ასრულებას. ძალიან მინდა ჩემი შვილები მშვიდობიან ქვეყანაში გაიზარდონ და უდარდელი ლაღი ბავშვობა ქონდეთ. გკოცნით და გეხვევით ყველას. . , l_daisy.gif wub.gif l_daisy.gif
ირმა
მართლა ჭიამაიაა smile.gif))))))))
http://rokapi.blogspot.com/2008/08/2222.html
TeO
აბორტი არის ყველა მკვლელობაზე საშინელი მკვლელობა. (((


მუცლადმყოფი ბავშვის დღიური

5 ოქტომბერი
დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა ჯერ არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება. ყველაფერი უკვე დადგენილია. ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება.

19 ოქტომბერი
ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია. ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ.

23 ოქტომბერი
მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა".

25 ოქტომბერი
დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო.


2 ნოემბერი
ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები. ჩემი ხელაბი და ფეხები უკვე ფორმას ღებულობენ.

12 ნოემბერი
მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწინები არიან. შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო.

20 ნოემბერი
დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა , რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ.
ალბათ დედა ძალიან ბედნიერია!

23 ნოემბერი
ალბათ დედა და მამა უკვე ფიქრობენ, თუ რა დამარქვან.

10 დეკემბერი
მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე.

13 დეკემბერი
მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება.

24 დეკემბერი
საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს.
დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება!

28 დეკემბერი
დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა
TeO
ირმა ვიფიქრე შენს თემაში უნდა დამეპოსტა


ძახილი


რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის „დედიკო“
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.

თურმე ტყუილად მომიხაროდა,
შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან...
ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან
არარაობის ჩრდილი და სევდა.

რად გააწბილე ღვთის იმედები,
რატომ შეშალე და გაამრუდე,
ანგელოსების და პლანეტების
კეთილი გათვლა და ვარაუდი?

შოთა ნიშნიანიძე
ირმა
TeO
QUOTE(Tea @ 9th December 2009 - 02:46 PM) *
ირმა ვიფიქრე შენს თემაში უნდა დამეპოსტა

კარგი ქენი...

QUOTE(Tea @ 9th December 2009 - 02:46 PM) *
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.


ამ სიტყვებმა ერთი სასაცილო ნიუანსი გამახსენა ჩემი ბავშვობიდან:–მოკლედ, ბავშვობაში მამა ან დედა ხელში რომ ამიყვანდნენ და გულზე მიმიკრავდნენ, ვგრძნობდი მათ სუნთქვას და გულის ცემას, ჯერ ლაპარაკიც არ ვიცოდი წესიერად რომ ამეხსნა მათთვის რამე, მაგრამ ჩემი ბავშვური ჭკუით მეგონა, რომ თუ გულზე მიმიკრავდნენ მათ სუნთქვაში ხელს შევუშლიდი laugh.gif ხოდა არ ვისვენებდი და ჩემ თავს დაბლა ვასმევინებდი. დღესაც მეტყვის ხოლმე დედაჩემი, – ვერ მოგისურვილეო როგორც ბავშვი, არ მაცლიდიო შენს მოფერებას. smile.gif
TeO
QUOTE(ირინი @ 9th December 2009 - 08:01 PM) *
ამ სიტყვებმა ერთი სასაცილო ნიუანსი გამახსენა ჩემი ბავშვობიდან:–მოკლედ, ბავშვობაში მამა ან დედა ხელში რომ ამიყვანდნენ და გულზე მიმიკრავდნენ, ვგრძნობდი მათ სუნთქვას და გულის ცემას, ჯერ ლაპარაკიც არ ვიცოდი წესიერად რომ ამეხსნა მათთვის რამე, მაგრამ ჩემი ბავშვური ჭკუით მეგონა, რომ თუ გულზე მიმიკრავდნენ მათ სუნთქვაში ხელს შევუშლიდი ხოდა არ ვისვენებდი და ჩემ თავს დაბლა ვასმევინებდი. დღესაც მეტყვის ხოლმე დედაჩემი, – ვერ მოგისურვილეო როგორც ბავშვი, არ მაცლიდიო შენს მოფერებას.

ირმა ჰო, ბავშვებს გვახასიათებს სამყაროს "უცნაური" ხედვა wink.gif
მე ჩემს მოფერებაზე გამახსენდა, სულ პაწუკელაობიდან, მოკლედ ასეთი თვისება მქონდა (და ახლაც მაქვს biggrin.gif ) რამე თუ გამიხარდებოდა ეგრევე სლოკინი მიტყდებოდა და ამის გამო დედა ვერ მეფერებოდა- ვეცოდებოდი პაწია სლოკინისთვის! მარტო დაძინებულს თუ მომიალერსებდა bigarmhug.gif l_sunny.gif
ირმა
TeO
QUOTE(Tea @ 9th December 2009 - 10:13 PM) *
ირმა ჰო, ბავშვებს გვახასიათებს სამყაროს "უცნაური" ხედვა
მე ჩემს მოფერებაზე გამახსენდა, სულ პაწუკელაობიდან, მოკლედ ასეთი თვისება მქონდა (და ახლაც მაქვს ) რამე თუ გამიხარდებოდა ეგრევე სლოკინი მიტყდებოდა და ამის გამო დედა ვერ მეფერებოდა- ვეცოდებოდი პაწია სლოკინისთვის! მარტო დაძინებულს თუ მომიალერსებდა

smile.gif wub.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.