Help - Search - Members - Calendar
Full Version: ცოდვაა თუ არა???
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
toko
გამარჯობა ამ ბოლო დროს ძაან დავინტერესდი მედიტაციით , ტელეკინეზით ,სტიქიასთან შერწყმით და ასეთი რაგაცებით და მაინტერესებს ცოდვა ხო არაა ამეების გაკეთება? ანუ ქრისტიანულად თუ შეიძლება ამეების გაკეთება biggrin.gif
toko
ანუ აკრძალულია თუ არა ამეების გაკეთება
ruslan
თუ მართლმადიდებელი ხარ, კი ცოდვაა, და თუ თავისუფალი ადამიანი, მაშინ არა. აქ იესო ქრისტე არაფერ შუაში არ არის. jadoqar.gif astronomer2.gif beard.gif

წარმატებებს გისურვებ.
Merlin
ქრისტეანულად შეიძლება, მართლმადიდებლურად არა.

არანაირი ცოდვა არ არის. ცოდვა ისაა ბრმად დაუჯერო ეკლესიას, ეკლესიას ქმნიან ცალკეული პიროვნებები, ისინი უწესებენ ხალხს იმას რა არის ჭეშმარიტი და რა არა. რატომ უნდა დავუჯეროთ მათ? ან რატომ უნდა დავუჯეროთ საერთოდ ვინმეს? არ ჯობია საკუთარ აზროვნებას და პირად გამოცდილებას დავუჯეროთ? ან რასაც ჩვენი აზროვნება და გამოცდილება ვერ სწავდება ღიად დავტოვოთ საკითხი, რათა ყველანაირი შესაძლებლობისათვის მზად ვიყოთ, ვიდრე უპირობოთ მივიღოთ სხვების ნათქვამი?

გაიხსენეთ ის, რომ როცა ქრისტემ ქადაგება დაიწყო ყველაზე უფრო მეტად ის ადამიანები იყვნენ მისი მოწინააღდეგეები ვინც წესით და რიგით ყველაზე უფრო ახლოს უნდა დამდგარიყო მასთან - სასულიერო პირები.

ქრისტე რომ ეხლა მოვიდეს ხელმეორედ პირველი სასულიერო პირები იქნებიან ვინც მის წინააღდეგ წავლენ, რადგან ქრისტე მოიტანს სწავლებას, რომელიც კიდევ ერთხელ მოწოდებული იქნება ხალხის გასათავისუფლებლად. ხალხის გათავისუფლება კი ყველაზე უფრო მეტად არ უნდა არც ეკლესიას, არც მთავრობას და არც არავის ვისაც ძალაუფლება უჭირავს ხელში.
Merlin
ჩემი აზრით ნამდვილი ქრისტეანობისათვის მიგნება მხოლოდ ეზოთერული სწავლებების გზით შეიძლება.
earth
Merlin
good.gif
Sandrika
RUSLAN საიდან გამოგაქვს ესეთი ბრძნული დასკვნები? biggrin.gif რას ქვია თუ ქრისტიანი ხარ ცოდვააო და თუ თავისუფალი ადამიანი ხარო მაშინ არაა? biggrin.gif
ანუ რა გამოდის თქვენ თავისუფალი ადამიანები ქრისტიანებზე მეტი პრივილეგიებით სარგებლობთ წუთისოფელში ? biggrin.gif
ვიღაცას მოგატყუა თუ გითხრა რომ როდესაც ადამიანები დოგმებიდან თავისუფლდება ის თავისუფალი ხდებაო biggrin.gif
სამყაროს კანონზომიერება ყველაზე ერთნაირად მოქმედებს smile.gif
ისე მეგობრული რჩევა სულიერებით ეზოთერიით ვინ დაკავებულია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა დამღყპველია, ილუზიებში იჭედება


MERLIN რაც არ იცი იმას რატომ ლაპარაკობ? ქრისტიანულად შეიძლება მართმადიდებლურად არა- ანუ მართმადიდებლები ქრისტიანები არ არიან ?biggrin.gif
ეგეთი შტაბეჭდილება მრჩება საკუთარი თავი ქრისტიანობის ფუძემდებელი გგონია biggrin.gif
ბრმად დაუჯერო იმას ვისაც შენზე მეტი ესმის ცუდია? ბავშაში შტეპსელში თითის გაკვეხება რომ არ აეკრძალა შენთვის მშობლებს დღეს უკეთესად იქნებოდი ? biggrin.gif
და ხელმეორედ ქრისტე რომ მოვიდეს საიდან იცი რომ სასულიერო პირები მის წინააღდეგ წავლენ? იქნებ იმ ფარისეველ სასულიერო პირებში ჩვენ ეზოთერიკები ვართ , რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გვაქვს და მამენტ ჩვენ უფრო წავიდოდით მის წინააღდეგ ვიდრე სასულიერო პირები smile.gif



Sandrika
TOKO
გაინტერესებს მედიტაცია ცოდვაა თუ არაო?
ცუდ ადგილას იკითხე biggrin.gif
ერთმა გითხრა ვაფშე რათ გინდა მართნადუდებლობა თავისუფალი გახდიო biggrin.gif
მეორემაც ანალოგიური გითხრა და განიკითხრა მართმადიდებელი მღვდლები და დაამატა ქრისტიანობა ვაფშე სხვა რაღაცააო და მე ვიციო რომ ცოდვა არააო biggrin.gif
ვტაროი ქრისტე biggrin.gif

ჩემი აზრით რაღაცას ადამიანი რომ აკეთებს მედიტაცია იქნება თუ ნებისმიერი რამ, შერიძლება იყოს ცოდვა ან პირიქით სათნოება, მთავარია ადამიანმა გამოიკვლიოს რადომ მოუნდა ეს და რისთვის აკეთებს, თუ მედიტაცია უნდა ადამიანს რომ ზეშესაძლებლობები განუვითარდეს და განიდიდოს საკუთარი თავი ცოდვაა, ღმერთისგან მიცებული არ იქნება ეს ძალა.
თუ გინდა რომ დაიმშვიდო ნერვიული სისტემა და გაერკვიო საკუთარ თავში და შენს მთავარ საქმესაც არ გაიფუჭებ ეს იქნება სწავლა მუშაობა და ა.შ. მაშინ არამგონია ცოდვა იყოს, მარა ეს არაა მართმადიდებელის ნამდვილი პასუხი, ჯობია მოძებნო მართმადიდებელი არა გარეგნულად არამდე შნაგად და მას კითხო ეს კითხვა.
Kurame
Sandrika

მოდი ასე ვთქვათ , ცოდვა ისაა , თუ ვინ საიდან უყურებს მას.
მართლმადიდებლებისთვის ეზოთერიაა ცოდვა , ხოლო ეზოთერიკებისთვის მართლამადიდებლობა.
ეს სამყარო ისეა მოწყობილი , რომ მის რეალურ არსს მხოლოდ მაშინ ჩასწვდები , თუკი იმ აზრის ურყევი და არაცვალებადი მიმდევარი იქნები , რომლისაც მტკიცედ გჯერა.
ეხლა მე თუ მჯერა ეზოთერიის , ჩემგან დიდი უმეცრება იქნება ვუმტკიცო მართლმადიდებელს მისი რელიგიის მცდარობა , და ასევე მისი მხრიდანაც ჩემს მიმართ.
ჩვენი ვალია ვუთხრათ მას ჩვენი ,,რწმენის'' შესახებ , მან ჩვენ გვითხრას და ჭეშმარიტებას ჩემით გავიკვლევ.
ეხლა, ვთქვათ მე ეზოთერიკი ვარ , მართლმადიდებელმა რა მაგალითებიც არ უნდა მოიყვანოს ჩემი რწმენის წინააღმდეგ მე მას მაინც არ დავუჯერებ თუ ეს ჩემი სურვილი არ იქნება. ანუ მის სიტყვებს თუ საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე რეალურად არ შევიცნობ მე მას არ დავუჯერებ და ჩავთვლი , რომ ჩემს რწმენაში საკმარისი ცოდნა არ მაქვს და მას იმიტომაც ვერ ვუპირისპირდები.

საბოლოოდ კი ზემოთ რაც წერია , ზოგი , რომ ამბობს მართლმადიდებლობა არ არის სრულყოფილიო ზოგი კი პირიქით ამბობს , ამ შემთხვევაში ორივენი ცდებიან. შესაბამისად ამ საუბრებს არსობრივი მნიშვნელობა არა აქვს.
old_man
მართლაც,
ცოდვაა თუ არა, და ეზოთერიკაშია ჭეშმარიტება თუ მართლმადიდებლობაში, ასე საკითხი არ დგას... და ამ სიბრტყეზე არ უნდა განვიხილოთ...
უფრო მარტივადაა ყველაფერი და რატომ, მაგალითად: ეზოთერიკა ეს არის გზა თვიშემეცნების, თვითგანვითარების ხოლო თვითშემეცნების გზა ეს არის უკიდეგანო სივრცე, ჰორიზონტი. ეს არ არის ორგანიზებული რელიგია ან კულტი, ხოლო მართლმადიდებლობა და მისი ინსტიტუტი ეკლესიის სახით თვითშემეცნებაზე და ინდივიდუალურ სულიერ განვითარებაზე სწორედაც რომ არაა ორიენტირებული. ფაქტიურად ის დღემდე მიჰყვება შუასაუკუნებრივ დოგმებს და კულტთმსახურებას. ის გეუბნება, შენი სულიერი განვითარება უნდა წარიმართოს ჩემ მიერ დადგენილ საზღვრებში და შენ მიერ სამყაროს აღქმა და შეცნობა უნდა ისე როგორც მე ვხედავ. შემდეგ საკითხი ასე დგას: ჩემს სულიერ განვითარების დონე შეესაბამება ეზოთერული ცოდნა, თვითშემეცნება, თვითგანვითარება თუ ორგანიზებული რელიგიის კულტის მიერ მოწოდებული ინსტრუქციები? ამის მიხედვით უნდა გაჰყვე ერთ ან მეორე გზას, სხვისთვის რაღაცის მტკიცების გარეშე.
და კიდევ ერთი რამ. "მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ რეინკარნაციის მჯერა", "მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ იმის არ მჯერა, ამის მჯერა", "მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ მღვდლებს არ ვცნობ", "ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა სწორად არ ესმით", "მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ მივდევ იოგას და მედიტაციას" და ა.შ. - ასე არ გამოვა. smile.gif თუ მართლმადიდებელი ხარ, არის მათი სტრუქტურა, არის ინსტიტუტი, არის წიგნები, არის კანონთა კრებული, დადგენილი დოგმები, არიან ავტორიტეტები რომლებიც თავის თავზე იღებენ შენს სულიერ განვითარებაზე ხელმძღვანელობას და უნდა გაჰყვე იმათ და დაუჯერო იმას, რასაც გეუბნებიან...
თუ არა, მოიხსენი ბორკილები და გადმოდი აქეთ.
FERRE
Merlin
სისულელეების წერას საერთოდ არაფერი დაგეწერა არ ჯობდა?
FERRE
Kurame
ეზოთერიკებისთვის მართლმადიდებლობა რატოა ცოდვა? საიდან მოგაქვთ ესეთი ბრძნული აზრები?
ano
QUOTE(FERRE @ Feb 8 2017, 07:47 AM) *
Kurame
ეზოთერიკებისთვის მართლმადიდებლობა რატოა ცოდვა? საიდან მოგაქვთ ესეთი ბრძნული აზრები?


ვინ თქვა მერე მაგი? rolleyes.gif
FERRE
ano
ვინც დავთაგე იმან, კურამე biggrin.gif
tikoroma

ციტატა(old_man @ 7th February 2017 - 02:14 PM) *
თუ მართლმადიდებელი ხარ, არის მათი სტრუქტურა, არის ინსტიტუტი, არის წიგნები, არის კანონთა კრებული, დადგენილი დოგმები, არიან ავტორიტეტები რომლებიც თავის თავზე იღებენ შენს სულიერ განვითარებაზე ხელმძღვანელობას და უნდა გაჰყვე იმათ და დაუჯერო იმას, რასაც გეუბნებიან...
ჰო. და სვეწკი მართლმადიდებლები ეკლესიის ენით ჩვეულებრივი ერეტიკოსებიარიან ;დ
Kurame
ციტატა(FERRE @ Feb 8 2017, 07:47 AM) *
Kurame
ეზოთერიკებისთვის მართლმადიდებლობა რატოა ცოდვა? საიდან მოგაქვთ ესეთი ბრძნული აზრები?



იქნებ მიხვდეთ , რომ პირდაპირი მნიშვნელობით არ დამიწერია.
ano
აა მკლედ არაა პრობლემაო... რა შუამალივით გამოვედი biggrin.gif

Sandrika
kurame

შენ რა იცი მართმადიდებლობისთვის ცოდვაა თუ არა ეზოთერია? ეზოთერია რომ განვიხილოთ როგორც საკუთარი თავის შეცნობა და მუდამ თვითგანვითარებისკენ სწრაფვა, ეს მართმადიდებლობის ნაწილია.( გარდა მაგისა კიდე ბევრი რაღაც არის მაგრამ ამასაც მოიცავს)

ძალიან გთხოვ გულწრფელად მიპასუხე ამ სამყაროს რეალურ არს ჩასწვდომიხარ? რომ მეუბნები რაღაც აზრის უყევი მიმდევარი უნდა იყოო? ანუ რა გამოდის ვიღაცის ნალაპარაკებს ან ნაწერს მეუბნები, ჩვეულებრიცი მომენტრი როდესაც ვიღაცის აზრებ მოხვეუელი ადამიანი გესაუბრება ((

ჩვენი ვალია ვუთხრათ მას ჩვენი ,,რწმენის'' შესახებ-- თქვენი ვალი არაა იმიტომ რომ იკითხა ქრისტიანულად არის ცოდვაო თუ არაოო, როგორც მეუბნები არ ვარო ქრისტიანიო და როგორაა თქვენი ვალი? მამენტ ჯიგრულად ხომ შეგეძლოთ გეთქვათ რომ აი ჩემი აზრით ესე და ესეა მაგრამ არ ვარ მათმადიდებელი და შეიძლება ვცდები
რატომ ამტკიცო ისეთი რაღაცეები რაც არ გესმის ? ანუ ჩვეულებრივი ტყუილი გამოდის.

და თუ მიგაჩნია რომ აზრთა გაცვლას არავითარი აზრი აქვს და უაზრობაა ეს საუბარი მაშინ ვაფშე რატომ ჩაერთე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ? გამაგიჟებთ ხალხნოოო!!! biggrin.gif biggrin.gif

ბოლოს რაც დაწერე ეს უკვე წელსქვემოთ დარტყმად მივიღე biggrin.gif იმიტომ რომ უბრალოდ ვერც კი მივხვდი რატომ დაწერე ან რა ლოგიკით?
ამბობ რომ მართმადიდებლობა არც სრულყოფილია და არც არასრულყოფილი?
ზოგად ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს არასრულყოფილია ან სრულყოფილია, ლოგიკურად გეუნები biggrin.gif









Sandrika
OLD MAN

ადამიანმა იკითხა ქრისტიანულად ცოდვააო თუ არაო? შენ ეხლა მეშვიდე სიბრტყეში განიხილავ თუ მერვეში წინასწარ გეუნები ცდები )) biggrin.gif
ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს.
ძალიან გთხოვ მართმადიდებლობა რას გეუბნება და როგორ ცხოვრების წესზე მიუითითებს რადიკალურად განსხვავდება შენ რაც დაწერე, უბრალოდ არ მინდა გაგიზიარო იმიტომ რომ არ გაიგებ ( ვერ კი არა არ ) როგორც გაწყობს შენ ისე გჯერა, ეს შენი უფლებაა,
მაგრამ მე როგორც ეზოთერიას არ შევხებივარ არც ცუდად არც კარგად , შენ შეეხე მართმადიდებლობას და გააკრიტიკე, ესე ვთქვათ ანტირეკლამა გაუკეთე biggrin.gif და უბრალოდ მაინტერესებს რატომ? რა გაწუხებს?

მართმადიდებელს რისი უნდა სჯეროდეს და რისი არა მოდი ძმის გულ შენ ნუ დააწესებ სტანდარტებს, ერთს გეტყვი მართმადიდებელს იმდენს გაუხსნის ღმერთი რამდენის დატევა შეუძლია და რამდენიც საჭიროა, და ამასთან ერთად ზუსტ ინფორმაციას და არა ისეთს როგორიც ვითომ განათლებულ ეზოთერიკებს აქვთ აბსტრაკტული და კაცმა არ იცის საიდან აქვთ, ფანტაზიიდან ხილვიდან სიზმირდად და კიდე რა უბუდურებასთან ურთიერთობის შედეგად.

ბორკილები ვის ადევს და რა რაოდენობით ეგ კიდევ საკითხავია კაია როცა იცი რომ ბორკილებში ხარ და გათავისუფლებას სცდილობ ( მართმადიდებელის ხედვა)
მაგრამ საბრალოა ადამიანი როცა ვერც აცნობიერებს საკუთარ ბორკილებს და თავისუფალი გონია თავი.

მოძღვარი აუცილებელია ისეთი ვინც უკვე გააღწია ღმერთამდე, მაგრამ ამ ვითომდა მართმადიდებლურ დოგმებში ვერ დაგეთახმები თითქოს მთელი ეკლესიის ინსტიტუტი ადამიანების რობოტიზაციას ახდენდნენ, სამწუხაროდ არიან ავტორიტეტი მოძღვრები ვინც ქრისტეს დაქვემდებარებაში არ არიან)))) და მოქმედებენ ან მთავრობის ან საკუთარი ინტერესების ან რაღაც უბედურების ზეგავლენით, მაგრამ მაგასაც ეშველება მალე )))
John Dee
ქრისტიანობის ეზოთერული სწავლება დავიწყებული აქვს თანამედროვე ეკლესიას, ასე რომ მსგავსი გააზრებული ვარჯიშები ცოდვა კია რა მადლია
John Dee
ისე ქრისტემ თალმუდი გააკრიტიკა თორა კი არა, ამიტომ ნამდვილი ქრისტიანი გარკვეულ კოშერზე უნდა იჯდეს biggrin.gif
Merlin
'''ბრმად დაუჯერო იმას ვისაც შენზე მეტი ესმის ცუდია?'''

მაგის პასუხი სახარებაშია: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღვრები, ხოლო თუ ბრმა ბრმას წინ უძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება.

სასულიერო პირების უმრავლესობამ სათავისოთ არაფერი იცის, გაუნათლებლები არიან და ცილისმწამებლები, მექანიკურად არიან იმ დოგმატიკას დამორჩილებულნი რომლებიც საუკუნეების წინათ მიიღეს მათსავით უვიცმა სასულიერო პირებმა, თუკი სადმე ნათელი აზრი გამოსჭვივის ყველაფერი ანათემაზე აქვთ გადაცემული, სიბნელეა მათ გონებაში და ხალხსაც უბნელებენ გონებას.
Merlin
ეკლესია და ეგრედ წოდებული ''მართლის მადიდებლობა'' არის კონკრეტული ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილი მსოფლხედველობა, რომელიც მოწოდებულია იმისკენ რომ ხალხს შთაუნერგოს რომ ეკლესიაა ერთადერთი გზა ხსნისა, ეს ეკლესია კი მათია - სასულიერო პირების და საითაც ისინი გაუქშევენ ხალხს, ხალხიც იქითკენ მიდის.
ichi
QUOTE(Merlin @ 2nd November 2016 - 09:24 PM) *
ჩემი აზრით ნამდვილი ქრისტეანობისათვის მიგნება მხოლოდ ეზოთერული სწავლებების გზით შეიძლება.

ქრისტიანობა რა არის არ ვიცი გულწრფელი რომ ვიყო.

ბრმად ვინმესრაიმეს დაჯერება არის შეცდომა, იმიტომ რომ შეიძლება დიდ ბორკილებში ამოყო თავი.არ მესმის გამოთქმის, იმას დაუჯერე-იმან იცის სად არის ჭეშმარიტება.
ტექნიკურ საკითხებში მყავს ავტორიტეტები, მაგალითად სკოლაში-მათემატიკის მასწავლებელი და სულიერ-ეზოთერულ-ფსიქიკურ საკითხებში არ არსებობს არანაირი ავორიტეტი, ვინ არის ილია 2 რომ ბრმად ვენდო ან სხვა ნებისმიერი? რატომ/როგორ იცის ის რაც იცის? იქნებ თვითონ შეცდა? ეს კითხხვები ყველამ უნდა დაუსვას პირველ რიგში საკუთარ თავს და ქრისტემ თქვა ზუსტად ეძიე და ჰპოვებდე პირველ რიგშI საკუთარ თავშიო, მორჩა კინო. ადამიანს ბრმად სჯეროდა ათასობით ღმერთის და ისევე იტანჯებოდა როგორც დღეს, ამიტომ გასაღები გარეთ არ დევს და ვერც იდება.
ბრმად მადიდებელი მგონია ამქვეყნის და მსოფლიოს დიდი ნაწილი და ცხოვრებაშიც აისახება, ტანჯვის და ნერვოზის სახით.
Sandrika

რაც არ იცით რატომ ლაპარაკობ? ქრისტიანული სახემლმძღვანელოთი მიმტკიცებ რომ სხვისი ბრმად დაჯერება არ შეიძლება თუ შენზე მეტი ესმის? არასწორად მოგყავს ციტატა (ჩვეულებრიცი დემაგოგია) მერლინ ბრმას თუ დაუჯერე მაშინ ჩავარდები ორმოში თვითონ სიტყვა მიგითითებს. ბრმას არცერთ ბრმაზე მეტი არ ესმის)))
ქრისტეს 12 მოწაფე რომ ყავდა ხომ უჯერებდნენ მოწაფეები ყველაფერს ქრისტეს? მიატოვეს სახლ-კარი და ბრმად გაყვენენ მას, საქმე ისაა რო ქრისტე ბრმა არ იყო, ბრმას არ უნდა გაყვეე.

შტეპსელზე რატომ არ მიპასუხე? biggrin.gif

და ეგ ციტატა უფრო შენ შეგეფერება )) წაკითხული გაქვს სახარება და უკუღმა გესმის, არასწორად მოგყავს ციტატა))
ყველა ტაძარი და ყველა მოძღვარი გყავს ნანახი და შესწავლილი ასეთი გლობალური დასკვნები რომ გამოგაქვს?
აა ალბათ ტელებიზორში ნახე? ხოო? ან ალბათ ვიღაცამ გითხრა?ააა და კიდევ შეიძლება წაგეკითხა,ხო სულ დამავიწყდა რომ კითხვა შეგეძლო, მაგრამ აზრის გამოტანა? )))))
ისე არც შენ ჩამოუვარდები არაფრით ზოგიერთ უვიც სასულიერო პირებს სახარების და მართმადიდებლობის არასწორ გადმოცემაში clap2.gif

"ქრისტემ თქვა ზუსტად ეძიე და ჰპოვებდე პირველ რიგში საკუთარ თავშიო"

ეს მაგრად იცით რა ამან თქვა იმან თქვა და მორჩაო, მაშინ თუ ეგრეა როგორც შენ აღწერე, რატომ ასწავლიდა ქრიტე მოწაფეებს ამაღლებამდე? რატომ არ გაუშვა ყველა ერთიანად მაგ სიტყვების მერე?? შენ ძმის გულ მაგ დონემდე მიღწევას ეხუმრები? მაგ დონემდე ვინმემ უნდა მიგიყვანოს.







Merlin
''''შტეპსელზე რატომ არ მიპასუხე?'''''' შტეფსელს და ბავშვს რაც შეეხება: ბავშვს დამოუკიდებელი აზროვნების და გადაწყვეტილები მიღების უნარი არ გააჩნია, იმიტომ რომ ბავშვია. ზრდასრულ ადამიანს კი აქვს იმის შესაძლებლობა რომ თუ მოინდომა და თავს ძალა დაანა იაზროვნოს და არავის არ გაყვეს ბრმად.

''''ყველა ტაძარი და ყველა მოძღვარი გყავს ნანახი და შესწავლილი ასეთი გლობალური დასკვნები რომ გამოგაქვს?''''''
ჯერ ერთი ზოგადად მართლამადიდებული დოგამტიკაა ნამდვილი სიბნელე (ნუ დღევანდელობითვის თორემ ადრე შეიძლება რაღაცას აძლევდა ადამიანს) მაგრამ დღევანდელი ადამიანის მოთხოვნილებებისთვის, დღევანდელი გამოწვევებისთვის უკვე სრულიად გამოუსადეგარია ქრისტიანობის ისეთი ზედაპირული ფორმა როგორიც დოგმატური ქრისტიანობაა, რა ფორმითაც გინდა იყოს. ძალიან მოძველდა, დროა ქრისტეანობაში უფრო ღმრად შევაბიჯოთ. სასულიერო პირებს რაც შეეხებათ შესაბამისად ისინიც ძალიან არიან ჩამორჩენილები, ისინიც კი ვისაც მართლა უნდა ქრისტეს გზაზე სიარული, არ ეძებენ ჭეშმარიტებას რადგან ჰგონიათ რომ უკვე აქვთ ის, და სხვებსაც არ უშვებენ საძებრად.

'''"ქრისტემ თქვა ზუსტად ეძიე და ჰპოვებდე'''' მერე და ძიება სადააა აბა? რაც შესთავაზეს ხალხს ხალმაც ის მიიღო. ხალხს უჭირს და სხვა პერსპეტქივას ვერ ხედავს გარდა ეკლესიისა, იმიტომ რომ სხვა მათ არ შესთავაზეს, და ძიებაც უმრავლესობას არ უნდა, ხოდა არიან გაჭედილები. ხე ნაყოფით შეიცნობაო, ეკლესიაში სიხარული და სიყვარული კი არა ტრგედია სუფევს, თითქოს სამძიმარზე შედიხარო ისეთი შეგრძნებაა, ხალხს თავპირი ჩამოსტირის თითქოს ვინმე დაეღუპათო. ეხლა იმას მეტყვით ცუდადაა საქმე და ხომ არ იმხიარულებენო, ხოდა თუ ცუდადაა წირვა ლოცვას არ უნდა დასჯერდნენ, თუ ცუდადააა ესეიგი რაღაც ვერაა წესრიგში, რაღაც არ ვიცით, რაღაც გამოგვრჩა, ხალხს რაც უნდა იმას ვერ ვთავაზობთ, ხალხს უჭირს ჩვენ კიდე იმის მეტი არაფერი შეგვიძლია ვუთხრათ: დაითმინე და სამოთხეში მოხვდებიო... დროა ცოტა თვალი გავახილოთ, როცა რეინკარნაცია უარყო ქრისტეანობამ მაშინ დაუსვა წერტილი ჯანსი მსოფლხმედველობის აგების პერსპექტივას. ახლა დროა ეკლესია დაინგრეს და ახლიდან აშენდეს (შენობებს არაფერს არ ვერჩი).

''''ეს მაგრად იცით რა ამან თქვა იმან თქვა და მორჩაო, მაშინ თუ ეგრეა როგორც შენ აღწერე, რატომ ასწავლიდა ქრიტე მოწაფეებს ამაღლებამდე? რატომ არ გაუშვა ყველა ერთიანად მაგ სიტყვების მერე?? შენ ძმის გულ მაგ დონემდე მიღწევას ეხუმრები? მაგ დონემდე ვინმემ უნდა მიგიყვანოს.''''

მასწავლებლები არ გვჭირდება მეთქი მე ეს არ მითქვამს. მე ის ვთქვი რწმენა არაა მეთქი საჭირო, არც ბრმა რწმენა და არც არანაირი, იმიტო რომ რწმენა ყოველთვის ბრმაა. საჭიროა აზროვნება, ადამიანი რომ მასწავლებლობაზე აცხადებს პრეტენზიას კითხვები უნდა გაგვიჩნდეს, კრიტიკულებად უნდა მივუდგეთ, თორემ სადაც 1 ჭეშმარიტი მასწავლებელია იქვე 1000 ცრუმასწავლებელი, ხოდა თუ ერწმუნე რა შანსები გაქვს რომ სწორად იმ ჭეშმარიტ მასწავლებელთან მოხვდები, გარდა ამისა ეს ჭეშმარიტი მასწავლებელი შეიძლება ხელიდან გამოგეცალოს, და მერე? მერე ვიღაც გაყვები?

'''მაგ დონემდე ვინმემ უნდა მიგიყვანოს''' მასწავლებელმა შეიძლება გზა გაჩვენოს, გავლით კიდე შენ უნდა გაიარო, ვერავი ვერსად ვერ მიგიყვანს თუ არ გაყევი. შენს ბრძოლას ხვა ვერ მოიგებს.
Merlin
მოდი ასე გკითხავ, თუ შენ ფიქრობ რომ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ. ეს მითხარი:

ღმერთი იმდენად პრიმიტიული არსება გგონია რომ სადღაც გადაკარგულში ბადებს ბავშვს, არაქრისტიანულ სამყროში, ბადებს ადამიანს რომელიც სავსეა ბოროტებისკენ ყველანაირი მიდრეკილებით, ეს ბავშვი იზრდება და მთელი თავისი ცხოვრება ცუდის მეტს არაფერს აკეთებს, შემდეგ კიდე იკლავს თავს იმის გაცნობიერებით რომ სამყარო საშინელებაა და თვითონაც საშინელებაა და არსებობა არ ღირს. ხოდა ასეთ ადამიანს ღმერთი მისი ქმედებების გამო უშვებს ჯოჯოხეთის ყველაზე უფრო საშინელ ჯურღმულებში, იმიტომ რომ მან ყველა ცოდვა ერთად ჩაიდინა, რისი ჩადენაც შეიძლებოდა, და ამ ადამიანს - ადამიანს რომელიც თავადვე შექმნა ასეთად სწირავს სამუდამო სატანჯველისთვის.

მეორეს მხირვ ქრისტეანული ევროპის სამეფო ოჯახში იბადება პრინცესა, რომელსაც ბავშვობიდანვე მიდრეკილება აქვს ყველანაირი სიკეთისაკენ, ეს ბავშვი იზრდება სამეფო, კაარზე ყავს საუკეთესო საერო თუ სასულიერო მასწავლებლები, ეს პრინცესა მთელს თავის ცხოვრებას სიკეთის კეთებაში ატარებს და დიდებულად ასრულებს თავის ცხოვრებას, ისე დიდებულად რომ საუკუნეების განმავლობაში პოეტების მუზა ხდება და ეკლესია მას წმინდანად შერაცხავს (თამარ მეფე თუმდაც). ეს ადამიანი გრდაცვალების შემდეგ ხვდება სამოთხეში, ღმერთთან ყველაზე უფრო დაახლოებულ ადგილას.

მესამეს მხირვ: '''სადღაც გადაკარგულში ბადებს ბავშვს, არაქრისტიანულ სამყროში, ბადებს ადამიანს რომელიც სავსეა ბოროტებისკენ ყველანაირი მიდრეკილებით, ეს ბავშვი იზრდება და მთელი თავისი ცხოვრება ცუდის მეტს არაფერს აკეთებს, შემდეგ კიდე იკლავს თავს იმის გაცნობიერებით რომ სამყარო საშინელებაა და თვითონაც საშინელებაა და არსებობა არ ღირს. ხოდა ასეთ ადამიანს ღმერთი მისი ქმედებების გამო უშვებს ჯოჯოხეთის ყველაზე უფრო საშინელ ჯურღმულებში, იმიტომ რომ მან ყველა ცოდვა ერთად ჩაიდინა, რისი ჩადენაც შეიძლებოდა, და ამ ადამიანს - ადამიანს რომელიც თავადვე შექმნა ასეთად სწირავს სამუდამო სატანჯველისთვის.''' და ასე შემდეგ...

მითხარით ისეთი ღმერთის გწამთ რომელიც შექმნის ადამიანს ისეთად როგორიც თვითონ უნდა და შემდეგ სჯის ასეთი და ასეთი რატომ ხარო, ან რა კარგი რომ ასეთი და ასეთი ხარო? ესაა თქვენი მართლის მადიდებლურად დანახული ღვთაებრივი სამართალი?

არა მეგობარო, ღმერთი რომელზეც ნათქვამია: ''''ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია''' ასეთი ვერ იქნება. მე და შენ ღმერთზე უფრო სამართლიანები ვერ ვიქნებით და ღმერთზე უფრო მოწყალეები, რადგან მეეჭვება ჩვენ გავწიროთ ადამიანი რომელსაც ეკლესიური გაგებით ღმერთი წირავს. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ რაღაც არ გვითხრეს, რაღაც გვასწავლეს და რაც გვასწავლეს არაა ჭეშმარიტება.

ზემოთ მოცემული სირთულიდან გამოსავალი რეინკარნაციის და კარმის აღიარებაში, ამ ორი იდეის გარეშე შეუძლებელია ქრისტეანობის და ზოგადად ნებისმიერი რელიგიის ადეკვატური გაგება. ქრისტეს სიტყვები როგორ უნდა გავიგოთ: ''''იყავით სრულნი, ვითარცა მამაი თქვენი სრულ-არს''' - ერთ ცხოვრებაში ეს ვის შეუძლია? თუ ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ მაშინ ვის ელაპარაკება ქრისტე? ვის მიმართავს? რა განა ის ყველა ადამიანისთვის არ მოვიდა? განა მხოლოდ 12 მოწაფისათვის მოვიდა? განა ქრისტეს ის ადამიანი არ უყვარს რომელიც აფრიკაში იბადება ბოროტებისკენ მიდრეკილებებით, განა მას ქრისტე სამუდამო სატანჯველისთვის გაწირავს? ან გნებავთ: '''"საქმენი რომელსაც მე ვიქმ, თქვენც იქმთ და უფრო მეტსაც იქმთ"''' ეს რა გვეუბნება ქრისტე, აბსურდულ პერსპექტივებს გვისახავს? ჩემზე მეტის გაკეთებას შეძლებთო ამას ჩვენ გვეუბნება, ჩვენ გვისახავს ღმერთკაცებად გახდომის პერსპექტივას, ამის გაგება მხოლოდ რეინკარნაციის იდეის გააზრებითა და გაზიარებით თუ შეიძლება.

თუკი იუდაისტისთვის არსებობს რეინკარნაცია, მუსულმანისთვის არსებობს, ბუდისთისთვის და ინდუისტისთვის ხომ არსებობს და არსებობს, პლატონისა და პითაგორასთვის არსებობს, ასტროლოგიისთვის არსებობს, ქრისტეანობაში არა გვაქვს რეინკარნაციის გაგება? ქრისტეანობა, რომელიც ყველა რელიგიაზე შორს მიდის როცა გეუბნება: გიყვარდეს მტერი შენი! ფუნდამენტური იდეის რეინკარნაციის გაგების გარეშე ვერ დარჩება.
ichi
Sandrika
QUOTE(ssandrikaa @ 10th February 2017 - 03:11 AM) *

QUOTE(ssandrikaa @ 10th February 2017 - 03:11 AM) *
რაც არ იცით რატომ ლაპარაკობ?

ქრისტეს ცნობიერების ადამიანმა შეიძლება აგრესია გამოავლინოს ელემნტარულ კითხვებზე? აქედან ჩემი ცოდნა მაგაზე რომ ეგ ქრისტიანობა არის მექანიკური, ანათემას გადაგცემენ და დაგჩაგრავენ თუ ხედავენ რომ 'მაგათიანი' არ ხარ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება, რასაც უმრავლესობა აკეთებს სამწუხაროდ.
QUOTE(ssandrikaa @ 10th February 2017 - 03:11 AM) *
"ქრისტემ თქვა ზუსტად ეძიე და ჰპოვებდე პირველ რიგში საკუთარ თავშიო"

ეს მაგრად იცით რა ამან თქვა იმან თქვა და მორჩაო, მაშინ თუ ეგრეა როგორც შენ აღწერე, რატომ ასწავლიდა ქრიტე მოწაფეებს ამაღლებამდე? რატომ არ გაუშვა ყველა ერთიანად მაგ სიტყვების მერე?? შენ ძმის გულ მაგ დონემდე მიღწევას ეხუმრები? მაგ დონემდე ვინმემ უნდა მიგიყვანოს.

ჯერ 1 კაციშვილმა არ იცის არსებობდა თU არა ქრისტე, მეორე თქვა თუარა მსგავსი რამე და რამდენი მოწაფე ყავდა.
ამის არანაირი ფაქტი არ მაქვს. ქრისტემ რა თქვა და ბუდამ რა თქვა ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იქამდე სანამ თავად არ დავინახავ ჭეშმარიტებას აზრი არ აქვს ვინ რა თქვა, მაგრამ უკანასკნელმა რომ თქვას რაღაც რასაც ჩავწვდები და დავინახავ ჭეშმარიტებას, მაგასაც მივიღებ. ბრმად მიყვებიან ადამიანები იმას რასაც ვერ ხედავენ და ზუსტად ორმოში ჩავარდებიან, იმიტომ რომ გზაზე ათასი შარლატანი და ილუზიაში მყოფი შეიძლება შეხვდეთ.
მართლმადიდებლობა ანუ მართლის დიდება არის ყველაზე დიდი რელიგია რომელსაც სისტემით ვერ ისწავლი, ეს არის ცხოვრება სადაც ყოველწამს ეჯახები არჩევანს და ეჭვებს.
ვისაც გონია რომ რიტუალებით და ეკლესიაში სიარულით მივა სადამდე, ღრმად ცდება.
ჯერ დონეებზე რომ ლაპარაკობ, რას ნიშნავს ის დონე და ეს დონე, ვინ დაყო დონეებად? შენმა ფიქრმა დაყო ეს ფაქტია. დონეები არ აქვს უასსრულობას და ჭეშმარიტებას.
ამ ცხოვრებაში კარგად ვიცხოვრებ და მერე 2 დონით ავიწევი მერე იქაც და ბოლოს ღმერთთან დავამთავრებ ეს არის შეშინებული ფიქრის გამოსავალი და ბევრჯერ შემხვედრია მსგავსი აბსურდი ეგრედ წოდებულ ქრისტიანებთან ომელთაც რეალურად ქრისტესთან ფაქტიურად არაფერი საერთო არ აქვთ.
ichi
QUOTE(Merlin @ 10th February 2017 - 09:50 AM) *
მე ის ვთქვი რწმენა არაა მეთქი საჭირო, არც ბრმა რწმენა და არც არანაირი, იმიტო რომ რწმენა ყოველთვის ბრმაა. საჭიროა აზროვნება

რატომ ვერ ხვდებიან ამას ეგრე წოდებული ქრისტიანები? იმიტომ რომ ეჭვის შეტანა რწმენაში ითვლება დაღუპვათ, ანუ ფაქტიურად დოგმატური ქრისტიანობა ყველანაირ შანსს გაკარგვინებს, ბრმად უნდა გწამდეს და გეშინოდეს იმის რაც არ იცი რა არის და ყველაზე საოცარი ფრაზა ღმერთის შიში უნდა გქონდესო : (( დაბრმავებული ადამიანის მოგონილი სხვების დასაშინებლად ან სპეციალურად მოგონილი სხვის დასაშინებლად.


QUOTE(Merlin @ 10th February 2017 - 10:22 AM) *
არა მეგობარო, ღმერთი რომელზეც ნათქვამია: ''''ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია''' ასეთი ვერ იქნება. მე და შენ ღმერთზე უფრო სამართლიანები ვერ ვიქნებით და ღმერთზე უფრო მოწყალეები, რადგან მეეჭვება ჩვენ გავწიროთ ადამიანი რომელსაც ეკლესიური გაგებით ღმერთი წირავს. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ რაღაც არ გვითხრეს, რაღაც გვასწავლეს და რაც გვასწავლეს არაა ჭეშმარიტება.

აქედან დასკვნა რომ ადამიანის ფიქრმა მოიგონა ეგ ყველაფერი, ღმერთი თუ ასეთი ფენომენი არსებობს, მაგ რიტუალების და წესების მიღმაა ეს ფაქტია ჩემთვის, ადამიანმა მილიონობით ღმერთი გამოიცვალა და რა? დღესაც უბედურია და ზოგი თავსაც იკლავს ისეთ კონფლიქტშია, ეგ არ არის რელიგია, ეგ არის გამოგონილი ისტორია რომელმაც ადამიანი დააშორა ერთIანობას.
Sandrika
merlin

(შტეფსელის პასუხის პასუხი smile.gif))
დამოუკიდებლი გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს ბავშვებს სამწუხაროდ შეცდი smile.gif , მაგრამ ის მართალია რომ ადვილად შეიძლება ბავშზე ზეგავლენის მოხდენა, და ამიტომ არის საჭირო დამრიგებელი რომ რწმენაში გააძიეროს, გახადოს უფრო ძლიერი და ნაკლდებად მოექცეს სხვის ზეგავლენას, არ უღალატოს კეთილშბილურ პრიციპებს და ცხოვრებაში წარუმატებლოვის შემდეგ კვლავ ბრძლის გაგძელება ასწავლოს, ბრმად იწამო მოძღვრი ეს იმას არ ნიშნავს რომ მთელი ცხოვრება ესე ბრმად მიყვე, ეს ყველაზე საშინელებაა, გეთახმები რომ ამბობ მასწავლებელმა გზა უნდა განახოს რომ შენ შენი გზა განვლოო, ბაზარი არაა. ანუ მაინც მივედით იმ დასკვნამდე რომ მოძღვარი აუცილებელია რაღაც პერიოდი.

(ყველა ტაძარი და ყველა მოძღვარი გყავს ნანახი და შესწავლილი ასეთი გლობალური დასკვნები რომ გამოგაქვს?' ამის პასუხის პასუხი smile.gif)))
ჯერ ერთი ყველა მოძღვარს ერთ ქვაბში რომ ხარშავ, ისევ ანალოგიურ კითხვას დაგისვამ და პასუხი არ გექნება, მერე მეორე დოგმების სიბნელეზე რომ დაიწყე საუბარი, ძალიან აბსტრაქტულია და არგუმენტადაც ვერ ჩაითვლება, ესე ნებისმიერმა ნებისმიერი საკითხი შეუძლია ამტკიცოს.

(,,ქრისტემ თქვა ზუსტად ეძიე და ჰპოვებდე'' პასუხის პასუხი smile.gif)
ეს ICHI-მ დაწერა და მერე ვუპასუხე ეგ ციტატა მე არ მომიყვანია biggrin.gif , არაუშავს შეგეშალა ვის არ მოსვლია, მაგრამ ერთი რამეს ვერ მივხვდი შენს მსჯელობაში, ამ დანაღვლიანებულ ხალხს წირვა ლოცვაზე რომ არიან, როგორ უშველის რეინკარნაციის აღიარება ეკლესიის მიერ biggrin.gif და რატომ გგონია რომ უფრო ჯანსაღი მსოფლმხედველობა აიგებოდა? ჩემი აზრით და მემგონი მართალი ვარ ეს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა მრევლს, ბევრი დაიწყებდა უაზრო ფიქრებს და ფანტაზიას იმ ცხოვრებაში რა ვიყავიო ვინ ვიყავიო და რაც მთავარია საფიქრელი რაც გვაქვს დღეს იმაზე არ შევიწუხებდით თავს. სულიერებმა აწმყოშია როგორ ვითარდებით რა პროცესია, როგორ ვუმკლავდებით პრობლემებს, როგორი დამოკიდებულება გვქვს ადამიანების, საკითხების, მოვლებების მიმართ, ალბათ იმ დანაღვლიანებული ხალხის პრობლემა ისაა რომ არ იციან სად დგანან და როგორი დამოკიდებულება ქონდეთ წირვა ლოცვის მიმართ.

,,რწმენა არაა საჭირო''
კაი რა , რას მიმტკიცებ თუ ძმა ხარ, რწმენა როგორ არაა საჭირო?
შენ რომ ადამიანს არ კლავ არ აყენებ შეურაჭყოფას არ ამცირებ, ეს ხომ იმის დამსახურებაა რომ შენ გწამს იმ კეთილშობილური პრინციპების და გიყვარს ადამიანი და მორწმუნეებს უყვართ ღმერთი.
და თუ შენ ამ საშინელებას იმიტომ არ აკეთებ რომ უბრალოდ აზროვნებ და ხვდები რომ დაგიჭერენ ციხეში მაშინ მეცოდები.





Sandrika
MERLIN
(მერლინის მეორე პოსტის კითხვაზე პასუხი )
თამარ მეფეზეზე რას მეუბნები კაი რა, დედოფალი ორჯერ გაათხოვეს ძალით თავადებმა და შენ წარმოიდგინე მაშინდელი ქალისთვის ესეთი რამ რამხელა შეურაცყოფა იყო?
დედოფალი რომელიც სასახლეში ვინც კი ავათ გახდებოდა ყურადგებას არ აკლდებდა ზედ ყვებოდა, და სიცოცხლე ნაადრევ ასაკში დატოვა იმიტომ რომ განუკურნებელი სენი ჭირდა და სანამ ლოგინად არ ჩავადა არავინ იცოდა. რავი ძალიან ცუდი მაგალითი მოიყვანე.
ეს რა გვჭირს ქართველებს ჯერ ჩვენიანი ვისაც ნაღდად ადამიანურად უცხოვრია ის არ გვაწუხებს და სადგაც გადაკარგულში რომელიც არც კი ვიცით ზუსტად არსებობს თუ არა იმაზე ვდარდობთ

ბერი ერმოლაოსი:
-ის, ვინც სიყვარულისთვის რჯულის კანონით ცხოვრობს, ცხონდება რჯულის კანონით, ხოლო ის, ვინც რჯულის კანონს რაიმე გარემოებების გამო არ იცნობს, მაგრამ სიყვარულისთვის ცოცხლობს, ცხონდება გულის კანონით, ანუ სიყვარულით."
გულის კანონი , ძალიან ღრმა სიტყვებია

და რეინკარნაციით როგორ ახსნი დედაშვილურ დაძმურ და ოჯახურ ურთიერთობებს?
ძალიან მარაზმი გამოდის და ჩემი სინდისისთვის და ზნებოისთვის რომ მიუღებელია რაოდენ დიდია ღმერთის ზნეობა და სინდისი




Sandrika
ICHI

რაც არ იცით რატომ ლაპარაკობ?
,,ქრისტეს ცნობიერების ადამიანმა შეიძლება აგრესია გამოავლინოს ელემნტარულ კითხვებზე? აქედან ჩემი ცოდნა მაგაზე რომ ეგ ქრისტიანობა არის მექანიკური, ანათემას გადაგცემენ და დაგჩაგრავენ თუ ხედავენ რომ 'მაგათიანი' არ ხარ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება, რასაც უმრავლესობა აკეთებს სამწუხაროდ.''

სოდომ გომორის აგრესია ღვთის აგრესია არ იყო? biggrin.gif
ღმერთი სასტიკიცაა და კეთილშობილიც, მაგრამ მე რა შუაში ვარ ვიკითხე კაცო ვიკითეეე biggrin.gif სად ხედავ აგრესიას biggrin.gif

(მეორეს პასუხი smile.gif)))

ჯერ შენთვითონ მოიყვანე ციტატა სახარებიდან რომ გიპასუხე აღარ გაწყობს და უარყავი ქრისტეს არსებობა? biggrin.gif biggrin.gif რა კაცია როგორც აწყობს ისე უნდა biggrin.gif
რა მეორე მესამე დონე რა შეშინებული აბსურდები ქრისტიანები, მაგ თემაზე ჩვენ არ ვლაპარაკობდით და სხვაგან გადაუხვიე
შენ ამბობდი რომ არ არის საჭირო მოძღვარიო, ტქენიკურ საკითხებში მყავს გარკვეული ავტორიტეტებიო და სულიერებაში არ არსებობს ავტორიტეტიო, და მოიყვანე ციტატა სახარებიდან რომ დაგისვი ლოგიკური შეკითხვა, სახარება უარყავი, მეღადავები? სისულელესაც აქვს საზღვარი.
და კიდე მათემატიკა რომ რთული გასაგებია და ახსნა გჭირდება რომ გაიგო, თუმცა შეიძლება შენითაც მიხვდე რომ წაიკითო ვინმეს დაწერილი მაგრამ შეიძება არასწორად , რაოდენ რთული იქნება სულიერი საკითხების გაგება როდესაც მრავალი ახსნა აქვს და მრავალი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, თუ გჭრდება მხოლოდ მანდ გჭრდება ავტორიტეტი მათემატიკას შენთვითონაც ისწავლი, ბოლოს და ბოლოს შიმპანზეებიც სწავლობენ მათემატიკას.




tikoroma
ნუ ნერვიულობთ,ბავშვებო. საითაც გაიქცევი,იქით წაიქცევიო - ნათქვამია
ქრისტიანობაც ბორკილია და უქრისტოანობაც. ბევრი მუშაობაა საჭირო ამ ბორკილიდან რომ გახვიდე, მაგრამ კონკრეტულად შენ რა უნდა აკეთო, ამას მხოლოდ შენ თუ მიხვდები. ამიტომ სხვას უმტკიცო რაიმე ამგზაზე - სისულელეა.
<3
old_man
QUOTE(tikoroma @ 13th February 2017 - 12:33 PM) *
ქრისტიანობაც ბორკილია და უქრისტოანობაც. ბევრი მუშაობაა საჭირო ამ ბორკილიდან რომ გახვიდე, მაგრამ კონკრეტულად შენ რა უნდა აკეთო, ამას მხოლოდ შენ თუ მიხვდები. ამიტომ სხვას უმტკიცო რაიმე ამგზაზე - სისულელეა.

მართალი ხარ შვილო ჩემო babu.gif
მაგრამ, მოკლედ ასე შეიძლება ვთქვათ, რამეთუ ეს დისკუსია დაიწყო კითხვიდან ცოდვაა თუ არა მედიტაცია და ა.შ: დიახსთ, მართლმადიდებლისთვის ცოდვაა ეზოთერიკით გატაცება (ჩემი თუ არ გჯერათ ჰკითხეთ ნებისმიერ მღვდელს), ყოველ შემთხვევაში არასასურველია, რამეთუ ის აამღვრევს სულსა თქვენსა და სულში შფოთს გაგიჩენთ, ხიბლსა შიგა ჩაგაგდებთ. და ჯოჯოხეთამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.
tikoroma
old_man
ჯოჯოხეთში საინტერესო საზოგადოება ვიკრიბებთ,ჩვენი დისკუსია იქ გაგრძელდება ალბათ biggrin.gif
Sandrika
ხო საინტერესო ხალხი შეიკრიბებით ჯოჯოხეთში
მარა ყველაზე საინტერესო ის იქნება მე და ჩემნაირებიც იქ რო დაგხვდებით და 24 საათი გიქაგადაგებთ biggrin.gif
tikoroma
laugh.gif Sandrika
earth
lol.gif
ichi
QUOTE(ssandrikaa @ 12th February 2017 - 02:03 AM) *
ჯერ შენთვითონ მოიყვანე ციტატა სახარებიდან რომ გიპასუხე აღარ გაწყობს და უარყავი ქრისტეს არსებობა?

რატომ უნდა უარყო ან დაეთნხმო ეგეთ რამეს, ეგ არავინ იცის დედამიწის ზურგზე და მაგაზე ფიქრი არის დროის კარგვა, საკუთარ თავში უნდა ნახო ქრისტეც ბუდაც და მაჰმუდიც
Sandrika
ichi

ხო ხო საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინო ქრიტე ბუდა მაჰმუდი და მიმოზა
იცი ვინ იყო მიმოზა?
არ გეცოდინება))) ჯერ უნდა წაიკიხო მიმოზას მცნებები რომ გაერკვიო მაგ საკითხში
ჰო ჰო ჯერ უნდა დაიჯერო რომ არსებობდა თორე თუ არ წაიკითხე დაიჯერე მისი საიდან მიხვდები რომ უნდა აღმოაჩინო საკუთარ თავში?
FERRE
https://www.youtube.com/watch?v=i2X5Jg8QZLY&t=13s

ახლახანს აღმოვაჩინე ეს ადამიანი. საინტერესო მსოფლმხედველობა აქვს
tikoroma
FERRE
მიყვარს ქართველები, რომლებიც ნაციონალურ აზროვნებას გასცდნენ <3
FERRE
tikoroma
გეთანხმები. საინტერესოა ძალიან. სხვა ვიდეოებიც ნახე ზაზას მიერ ატვირთული
Sandrika
ბუდისტურის მსგავსი მსოფლმხედველობა აქვს
მორგებული აქვს საკუთარ თავზე)))

იმაზე ვიღადავე ძალიან როცა შენ სულ არ უნდა რამე გააკეთოო მუხლები გეკეცება და ხელები გებუჟებაო
შენ თუ უტრაკო ხარო შენი სული რა შუაშია biggrin.gif

This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.