Help - Search - Members - Calendar
Full Version: გულსაკიდი სიმბოლო
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
User123


ეს გულსაკიდი მაჩუქეს, რომელიც 10-12 წლის წინ უყიდია ,,მჩუქნელის" ახლობელს მისთვის. არ იცოდნენ რა იყო... როდესაც ჩემს ხელთ ჩავარდა, აღმოვაჩინე, რომ ზემოდან თავი ეხსნებოდა, რომელშიც პატარა დაკეცილი ფურცელი იდო (ჩემის ვარაუდით ფსალმუნი)



ვინაიდან და რადგანაც, სიმბოლო არის ამოტრიალებული სამკუთხედი, ვიფიქრე ბუდისტური მუდრა იქნება მეთქი, ან ქალური საწყისის სიმბოლო, თუმცა დანამდვილებით ვერაფერი ინფორმაცია მოვიძიე ამის შესახებ. ფურცელზე რა ენაზე წერია, ისიც კი ვერ გავარკვიე. არაბულს ვამსგავსებ. არის ვინმე, ვინც დამეხმარება ამ ყოველივეს არსის გარკვევაში?
earth
მე ვიცი რომ აღმოსავლური ადათია ასე თილისმებსავით აკეთებენ, ყველა ადამიანზე სხვას და მერე ლოცვას მუდამ თან ატარებენ. აი ჩვენთან მოლებს ვეძახით, ისინი აკეთებენ ასე სამკუთხედად დაკეცილ ლოცვებს, რომელიც მერე თან უნდა ატარო. ზოგს ჯანმრთელობაზე, ზოგს ბედზე, სიმდიდრეზე და რავიცი...
User123
QUOTE(earth @ Jan 2 2017, 08:15 AM) *
მე ვიცი რომ აღმოსავლური ადათია ასე თილისმებსავით აკეთებენ, ყველა ადამიანზე სხვას და მერე ლოცვას მუდამ თან ატარებენ. აი ჩვენთან მოლებს ვეძახით, ისინი აკეთებენ ასე სამკუთხედად დაკეცილ ლოცვებს, რომელიც მერე თან უნდა ატარო. ზოგს ჯანმრთელობაზე, ზოგს ბედზე, სიმდიდრეზე და რავიცი...


ეს გასაგებია, მაგრამ არამგონია ამ კონკრეტულ ,,მუდრასთან" რამე კავშირში იყოს. ქრისტიანული სამაჯურები და გულსაკიდებიც არის, სადაც ფსალმუნები დევს, ეს არ არის ჩვენთვის უცხო, მაგრამ ამ კონკრეტული გულსაკიდის არსი მაინტერესებს თავისი შიგთავსი ტექსტითურთ. მთლიანობაში ეს ,,სამკაული" ასე გამოიყურება

tikoroma
თავისუფალი განყოფილება არსებობს ასეთი თემებისთვის. sad.gif
აღარავინ აქცევს ყურადღებას აქაურობას რა sad.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.