Help - Search - Members - Calendar
Full Version: რიცხვების მაგია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
levani gogilashvili
გსმენიათ რაიმე რიცხვების მაგიის შესახებ? ერთგან წავიკითხე რომ თითოეულ რიცხვს თავისი ენერგეტიკა აქვს და ყოფა ცხოვრებაში მათი გამოყენებით რაიმე პრაქტიკული სურვილის ახდება შეიძლება.. ასე მაგალითდ, თუკი თქვენ გადატვირთულს
საცობში მოხვდით ან რაიმე მიზეზით
აგვიანებთ დანიშნულების ადგილზე
მისვლას, აუცილებლად გამოიყენეთ რიცხვი
20-ის ენერგეტიკა. ორიანს შეუძლია
გააძლიეროს თქვენი მიზნისკენ სწრაფვა და
მონდომება, ხოლო ნული გზიდან
ჩამოგაშორებთ გაუთვალისწინებელ
შეფერხებებს. ამიტომ, თუ თქვენ ხშირად
გაიმეორებთ გუნებაში ამ ციფრს,
წარმოსახვით დახატავთ მას ან შეეცდებით
თქვენ გარშემო იპოვნოთ იგი, (მაგ. სანამ
საცობში დგახართ) მიზნისკენ სავალი გზა
აუცილებლად თქვენდა სასარგებლოდ
გამოთავისუფლდება... და კიდე რაღაც რიცხვები იყო მოცემული და სხვა ციფრებზეც თუ იცით ან გაგიგიათ შეგიძლიათ ინფორმაცია მომაწოდოთ? ის ინფო კი თუ დაგაინტერესებთ აქ ნეხეთ life.mediamall.ge/?id=32906
White Devil
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ინიციალის საშუალებითღ შეგიძლიათ განსაზღვროთ მისი ხასიათი, მისწრაფებები და თვისებები. ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თქვენს თავზე, ისე სხვებზე. გაიგეთ ადამიანის სახელის და გვარის პირველი ასოები და გადახედეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილს.
მაგალითად, ჩემი ინიციალებია ნ.შ – ნ – ენერგიულობა, ამბიციები, არტისტულობა. შ – ეჭვიანობა, უკომპრომისობა.

ა – ძალა, გავლენა, ძალაუფლება

ბ – დიდი და ღრმა გრძნობები, არიან ძალიან მგრძნობიარეები

გ – მისტიკურობა, საიდუმლოებები

დ – კომუნიკაბელურობა, მხიარულება, გულღიაობა

ე – მობილიზების უნარი, სიცოცხლისუნარიანობა

ვ – არასტაბილურობა, მერყეობა

ზ – უკმაყოფილება, საკუთარ თავთან კონფლიქტი

თ – იდეალისკენ სწრაფვა, უსასრულო ძებნა

ი – გაოცებისუნარიანობა, დაძაბულობა

კ – დიდი პრეზენზიები და მის მიღწევასთან დაკავშირებული დაძაბულობა

ლ – ლოგიკურობა, დიდი ფანტაზიები

მ – შრომისმოყვარეობა

ნ – ენერგიულობა, ამბიციები, არტისტულობა

ო – ემოციურობა, ამოუცნობისკენ სწრაფვა

პ – მოკრძალება, დისტანცია ადამიანებს შორის, სიმარტოვის მოყვარულობა

ჟ – გაურკვევლობა, მერყეობა

რ – მუდმივი დაძაბულობა, ძლიერი ემოციურობა

ს – დეპრესიისკენ სწრაფვა, ნევროზულობა, წუხილი

ტ – მუდმივი მოთხოვნილება იმისა, რომ ღაღაცაზე იყოს დამოკიდებული

უ – ინტუიციურობა, არეულობებისა და ხმაურისკენ სწრაფვის სურვილი

ფ – სინაზე, გარემოსთან ადაპტირების უნარი

ქ – ამბიციები, უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვა

ღ – გამუდმებითღ მალავს რაღაც საიდუმლოს

ყ – პრეტენზიულობა, წუხილი, ამპარტავნება

შ – ეჭვიანობა, უკომპრომისობა

ჩ – ერთგულება

ც – სწრაფვა შინაგანი ემოციების გარეთ გამოვლინებისთვის

ძ – მაშში ჭარბობს ემოციები და ხშირად ებრძვის საკუთარ თავსჩ – ერთგულება, მეგობრობა

წ – დეპრესიულობა, მიუღწევლისკენ სწრაფვა

ჭ – ერთგულება, მეგობრობა

ხ – პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში,

ჯ – არეული გონება, ვერ არჩევს კარგსა და ცუდს, დაბნეულობა, გაურკვევლობა

ჰ – პრობლემები პირად ცხოვრებში და კარიერაში
ეს ვნახე აქ https://vichoraot.wordpress.com/2013/04/03/nsh/
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.