Help - Search - Members - Calendar
Full Version: სამზარეულო
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > სწორი კვება
Pages: 1, 2, 3, 4, 5
ირმა
ამ თემაში დავწეროთ ყველაფერი, რაც სამზარეულოს შეეხება. მაგ: რეცეპტები, სხვადასხვა ქვეყნის ჩვეულებანი, რა ვქნათ ხახვის გაფცქვნის დროს თვალები რომ არ დაგვეწვეს, დავდოთ ფოტოები და ბოლოს ფორუმის თემას რომ არ გადავუხვიოთ მივუნიშნოთ ამა თუ იმ საჭმელის სიკარგეზე.








ირმა
ხო, ნამცხვარი არ არის კარგი, რადგან საქაროზა(შაქარი) ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. შაქარს მეორენაირად თეთრ სიკვდილს უწოდებენ, ასე რომ როცა ნამცხვარი გვინდება, ვჭამოთ ცოტა.


ხახვი და ნიორი თუ წყალში ჩავყარეთ უფრო ადვილად გაიფცქვნება და ხელზეც არ მიგვეწებება ნიორი.
Alpha
კაკრაზ ტკბილეული არ მიყვარს მაინც და მაინც(ეს ცალკ-ცალკე იწერება?)
ირმა
QUOTE(Alpha @ Nov 2 2008, 10:22 PM) *
კაკრაზ ტკბილეული არ მიყვარს მაინც და მაინც(ეს ცალკ-ცალკე იწერება?)

მგონი ამ შემთხვევაში ერთად იწერება, მაგრამ თუ ტკბილეული არ გიყვარს რა გიყვარს? huh.gif
ირმა
თეთრი ლობიო ბერძნულად.




ავიღოთ ნახევარი კგ თეთრი ლობიო და დავადგათ მოსახარშად. სანამ წამოდუღდება კარგია პირველი წყალი გადევღვაროთ და მერე ისევ დავამატოთ წყალი. დავაყაროთ მრგვლებად დაჭრილი (5 ან 6) სტაფილო, დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში, დავასხათ ზეთი და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება დავამატოთ ტომატი დაახლოებით ორი სუფრის კოვზი და ბოლოს მარილი.


რომელიმე მწნილთან ერთად მივირთვათ. ძალიან კაგია ახლაც და ზამთრის ცივ დღეებშიც.

( მხოლოდ თუ სადმე აპირებთ წასვლას შეკრებაზე არ გირჩევთ მის ჭამას... გაზები wink.gif ფრთხილად)

აი კიდევ ერთი სურათი:


Sophia
აუუუუუ, რატომ მომაშიეთ??? huh.gif
ირმა
უსიტყვოდ:















TeO
მართლა ნერწყვების მოსადენი თემაა კარგი გაგებით! wink.gif ყოჩაღ ირმა ძალიან გემრიელი თემა გაგიხსნიაააა!! kiss1.gif

მე ძალიან მიყვარს ტკბილეულობა (შოკოლადი, თაფლი...)
მიყვარს ინდური / ვედური სამზარეულო და ერთადერთი მასეთი კაფე იყო თბილისში და დამიხურეეეს!!! sad.gif ეჰჰ
ირმა
თაფლი და შოკოლადი ვის არ უყვარს wink.gif მე მიყვარს თაფლი და კარაქი არეული პურზე წასმული.
Sophia
მე მიყვარს თურქული სამზარეულო. აღმაშენელებზეა. კარგად ამზადებენ. ტამბოლი მომაგონდა იმ დღეს.
ასევე მოხიბლული ვარ ჩინური კერძებით. ამ ზაფხულში დავაგემოვნე პირველად. თბილისში არ ვყოფილვარ ჯერ ჩინურში , ვეხვეწები ეზოთერიკებს წავიდეთ-მეთქი, მაგრამ ამაოდ... unsure.gif
ირმა
გაროხი კამით.


(მხედველობაში მაქვს ნედლი გაროხი, ან ახალი, ან გაყინული და ან კონსერვი)




ავიღოთ ერთი მოზრდილი ხახვი, დავჭრათ წვრილად. ჩავასხათ ქვაბში ზეთი და მოვხრაკოთ ხახვი, ისე რომ მიიღოს მოწითალო ფერი. ჩავაყაროთ გაროხი (და თუ გვაქვს ნედლი სიმინდიც, ერთ კილოზე ნახევარი კგ. ძალიან უხდება.) და დავასხათ წყალი ოდნავ რომ დაიფაროს. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, როცა მოიხარშება დავაყაროთ შავი პილპილი, მარილი და (ბევრი) კამა.
ეს შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ კატლეტთან ერთად ან ასევე ტომატში შენელებულ ძროხის ხორცთან. ვინც ხორცს არ ჭამს შეუძლია მიირთვას ესეც. ასევე შეიძლება ხარშვის დროს დავუმატოთ კართოპილი, წითელი თუ მწვანე ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭრილი.

მმ..... ძალიან ძალიან გემრიელია და სასარგებლო.

წარმატებას გისურვებთ მზარეულობაში და შემდეგ კარგ ჭამასა და მონელებას. biggrin.gif




ირმა
ხახვმა რომ თვალები არ დაგწვათ, გაფცქვნის დროს წყალში ჩააწყეთ ხუთი წუთით.
Alpha
QUOTE(ირმა @ Nov 2 2008, 11:53 PM) *
მგონი ამ შემთხვევაში ერთად იწერება, მაგრამ თუ ტკბილეული არ გიყვარს რა გიყვარს? huh.gif

აი ზევით რომ კერძები გაქ ჩამოთვლილი ეგენი უფრო მომწონს, ვიდრე ტკბილეული smile.gif
თაფლიც არ მიყვარს :S
Sophia
არც მე მიყვარს ტკბილეული . დამჟავებული მწვანე პომიდორი მირჩევნია გემრიელი ტორტის ნაჭერს blink.gif biggrin.gif
TeO
QUOTE(ირმა @ Nov 5 2008, 06:34 PM) *
თაფლი და შოკოლადი ვის არ უყვარს wink.gif მე მიყვარს თაფლი და კარაქი არეული პურზე წასმული.

ბავშვობიდან ვგიჟდები კარაქზე და თაფლზე – "აბაჟაიუ"!!!!!!!!!!! rolleyes.gif

QUOTE(Sophia @ Nov 5 2008, 09:36 PM) *
მე მიყვარს თურქული სამზარეულო. აღმაშენელებზეა. კარგად ამზადებენ. ტამბოლი მომაგონდა იმ დღეს.
ასევე მოხიბლული ვარ ჩინური კერძებით. ამ ზაფხულში დავაგემოვნე პირველად. თბილისში არ ვყოფილვარ ჯერ ჩინურში , ვეხვეწები ეზოთერიკებს წავიდეთ-მეთქი, მაგრამ ამაოდ... unsure.gif

სოფო სხვებს ნუ ვუყურებთ და მე და შენ წავიდეთ ჩინურში wink.gif
და კიდევ ძალიან მაინტერესებს თურქული სამზარეულო და იქნებ შენ გამიწიო მანდ ექსკურსი? l_sunny.gif
ირმა
გავიგე ერთი რამ,– ჩვენი ფორუმის წევრებს ძალიან უყვართ შემწვარი კარტოფილი, ხოდა:

შემწვარი კარტოფილი ყველით.




გავფცქვნათ და დავჭრათ კარტოფილი ჩვეულებრივი წესით(თუ გვინდა რგოლებადაც, როგორც სურათზეა), მოვაყაროთ მარილი და აურიოთ. ჩავასხათ ბევრი ზეთი ქვაბში, გავაცხელოთ ზეთი კარგად და შევწვათ ცოტ-ცოტა კარტოფილი(დაახლოებით ერთი თეფში). როგორც შეიწვება ქაფქირით ამოვიღოთ, რომ რაც შეიძლება ცოტა ზეთი შეჰყვეს.
ცხელ-ცხელს მოვაყაროთ დაფშვნილი ყველი. ალბათ ჩვენში გახეხილი სულგუნი ყველას აჯობებდა.

ბონ აპეტიტ
ირმა
QUOTE(Alpha @ Nov 6 2008, 02:25 AM) *
აი ზევით რომ კერძები გაქ ჩამოთვლილი ეგენი უფრო მომწონს, ვიდრე ტკბილეული smile.gif
თაფლიც არ მიყვარს :S

იმედია შენც გიყვარს კარტოფილი? biggrin.gif
Sophia
კარტოფილი მე მიყვააარს , მაგრამ ზოგი საერთოდ აბოდებს...
ერთი მეგობარი მყავს, სტუმრად რომ მოდის ჩემთან გზად სულ ცოტა 4 კილო კარტოფილს ყიდულობს და შემოსული არ არის ეს შემიწვიო მეუბნება rolleyes.gif gossip.gif biggrin.gif ისე კარგა ხანია არ მოსულა და ერთი უნდა დავურეკო, კარტოფილი მომაკლდა-მეთქი ვუთხრა. wink.gif
ირმა
რა ჰქვია ამ მცენარეს ვინ იცის და ასევე როგორ ხდება მისი მომზადება?


TeO
ყვავილოვანი კომბოსტოა!
მე ძალიან მიყვარს smile.gif
მოსამზადებლად ადვილია - დაიჭრას საშუალო ნაჭრებად და შეიწვას (ზეთით ან ცხიმზე) და შემდეგ მოთავსდეს მაიონეზში, რომელსაც გემოვნებით საკმაზს დაუმატებთ...
ირმა
ყვავილოვანი კომბოსტო მეც ძალიან მიყვარს. კარგია რომ დაწერე თეო smile.gif

ახლა მე დავწერ მის მომზადებას სხვანაირად:

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა.

მდუღარე მარილწყალში ჩავყაროთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და მოვხარშოთ. ძალიან მალე იხარშება, ალბათ15 წუთში...
ქაფქირით ამოვიღოთ თეფშებზე და მოვასხათ ზეთი და ლიმონის წვენი გემოვნებით(ლიმონი ჯობია სუფრაზე დავდოთ და ყველამ მოასხას თავის თეფშს, როგორც მოეწონება). ეს სალათა კარგია შემწვარ კარტოფილთან ერთად. საუკეთესო სადილი გექნებათ.
ირმა
იცის ვინმემ აქ მჭადის გამოცხობა? ერთი გაფიცხინებული მჭადი და სულგუნი ვის უყვარს? ან ვინმეს თუ აქვს სურათი შესაბამის თემაზე? gossip.gif
blanca
აუ ყვავილოვანი კომბოსტო რომ 15 წუთი მოხარშო გადაიქცევა ფაფად biggrin.gif
მე არ ვხარშავ. ორთქლზე მიყვარს სულ რაღაც 5-7 წუთი.
ყველანაირი ბოსტნეული ორქლზე, ან უმად smile.gif
ირმა
QUOTE(blanca @ Nov 22 2008, 07:20 AM) *
აუ ყვავილოვანი კომბოსტო რომ 15 წუთი მოხარშო გადაიქცევა ფაფად biggrin.gif
მე არ ვხარშავ. ორთქლზე მიყვარს სულ რაღაც 5-7 წუთი.
ყველანაირი ბოსტნეული ორქლზე, ან უმად smile.gif

მართალი ხარ blanca, ორთქლზე მოხარშვით არაფრის ვიტამინიც არ იკარგება. როგორც ჩანს კარგი მზარეული უნდა იყო, დაგვიწერე რამე გემრიელ-გემრიელი, ისეთი ნერწყვებს რომ გადაგვაყლაპებს. biggrin.gif
blanca
არა არ ვარ კარგი მზარეული biggrin.gif ბევრი ჩალიჩი რომ მეზარება იმიტომ გეახლებით უმეტესობას უმად laugh.gif

ერთი სალათა მიყვარს და დაგიწერთ
სალათის ფურცლები
მწვანე, წითელი ყვითელი ბულგარული წიწაკა (ნუ რამდენი ფერიც გაქვს. რაც მეტი ფერია უფრო ლამაზია biggrin.gif )
პატარა მოცარელა ყველუკები
პაწაწუნა პამიდვრები მოცარელას ხელა თითქმის
ცოტა მწვანე ხახვი
სოიოს მოხალული მარცვლები
ცოტა შავი ქიშმიში. რამე თხილიც შეგიზლიათ
ზეითუნის ზეთი
ეს ყველაფერი არეულ დარეული.თუ გინდათ ცოტა მარილი
ოგონდ ისე აურიეთ რომ სილამაზე არ დაკარგოს. მთავარი ფერებია აქ და არა გემო biggrin.gif

ირმა


ეს არის ბერძნული „სუვლაკი“ ანუ „პიტა“, ძალიან გემრიელია, სახში ამის დამზადება ცოტა ძნელია.
blanca
ირმა, მარტლა კარგი იქნება თუ ბერძნული სამზარეულოს კერძებს გაგვიზიარებ.
აქ ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს ყველაზე ჯანმრთელად თვლიან რადგან ძირითადად ზეითუნს, ხილს და ბოსტნეულს იყენებენ და ვინოს ზომიერად. მართლაც განსხვავებულია როცა ბერძნულს საჭმელს ჭამ საოცრად სიამოვნებს კუჭს მისი სიჯანსაღე. ნაკლებ ცხიმიანია.

ერთი რამ მაინტერესებს : ზეითუნის ზეთი ვიცი რომ მოტკბო უნდა იყოს, ანუ არ უნდა იყოს მწარე. რანაირად ავარჩიო?
virgin ვიცი რომ ყველაზე კარგია. ესეთი ვიყიდე მაგრამ მომწარო გემო აქვს

blanca
მოიცა პიტას პურები იყიდება აქ და იმაში ჩავდებ
ირმა
ზეითუნის ზეთი მართლა საუკეთესო ზეთია ზეთთა შორის. საბერძნეთში, საჭმელებში ყველა ამ ზეთს ხმარობს. მას მართლა აქვს მომწარო გემო, რომელსაც ეჩვევი და მერე ვერ გრძნობ. ის ძალიან კარგი წამალია კუჭ-ნაწლავისათვის. გამიგია დილით უზმოზე ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი კაგად მოქმედებს ორგანიზმზე. მთავარია იყიდო ნამდვილი ზეთისხილის ზეთი და არა კურკებისგან, იმიტომ რომ ამზადებენ კურკებისაგანაც და ეს შედარებით იაფია, უმეტეს შემთხვევაში აწერია გარედან. არსებობს პატარა ქარხნები, სადაც ხალხს ზეთისხილი მიაქვთ(როგორც ჩვენთან მზესუმზირას შემთხვევაში) და ხდიან, ასეთი ზეთი მომწვანო ფერისაა ხოლმე და კიდევ უფრო მძაფრად აქვს მომწარო გემო, მაგრამ საჭმელში გადასარევია. როცა ლობიოს ვხარშავ მაგალითად, თავიდანვე უშვრები ზეთს და ზეთი იცვლის ფორმას და ერწყმება წვენს ისე, რომ თითქოს საჭმელი უზეთო ყოფილიყოს.


QUOTE(blanca @ 24th November 2008 - 01:49 AM) *
მოიცა პიტას პურები იყიდება აქ და იმაში ჩავდებ

ხო პიტა თუ იყიდება, მაშინ დებ შიგნით: შემწვარი ხორცის ნაჭრებს(კატლეტიც შეიძლება, ქათმის შემწვარსაც აკეთებენ დასხვ.), საძიკს(ამის მომზადება ძალიან ადვილია და შეგიძლია მაცივარში იქონიო თვემდე, როგორც სალათა), პამიდორი დაჭრილი თხლად 2 ან 3 ნაჭერი, ხახვი და თუ გინდა ცოტა შემწვარი კარტოფილი და წითელი წიწაკა(დაფქვილი).
მარტო ვერ ვიტყვი რომ სუვლაკი ჯანმრთელ კერძად ითვლება, მაგრამ ძალიან გემრიელია. აი ვინმეს თუ უყვარს სვანური კუბდარი, შეუძლია უარის თქმა?
ირმა
საძიკი

ავიღოთ ერთი კგ იაურტი(მაგარი), მაწონიც შეიძლება,მაგრამ ცოტა წყალ-წყალა გამოგვივა. დავუმატოთ 3 ან 4 კბილი გახეხილი ნიორი,დავამატოთ მსხვილად გახეხილი(ოდნავ გაწურული) კიტრი, ცოტა მარილი, ცოტა ზეთი აურიოთ და მივირთვათ სხვადასხვა საჭმელებთან ერთად. (კიტრს უმჯობესია ნუ გავფცქვნით )
blanca
ჰმმ, მე ძირითადად ზეითუნს ვხმარობ. მაგრამ ესეთი მომწარო გემო არ ქონია არცერთს, მაგრამ საქმე ის არის რომ ადრე $15-17იან ზეთს ვყიდულობდი. ეხლა ამ ზეთში $6 მივეცი ფინანსური კრიზისის გამო biggrin.gif
ესე იგი ფასი განსაზღვრავს ხარისხს (აღმოჩენა biggrin.gif )
ძალიან სასარგებლოა კი. ერთადერთი ზეთია რომელიც დაწვის შემთხვევაში (ანუ როცა რამეს წვავ მასში) კანცეროგენულ ნივთიერებებს არ გამოყოფს. მზესუმზირის ზეთი იწვება, ეს არა.

საძიკი მომეწონა smile.gif
Sophia
ბერძნული სალათის რეცეპტი მინდა რა. არ იცით?
ირმას ეცოდინება უეჭველი ...
Shou
ხახვმა რომ სიმწარე დაკარგოს კარგი იქნება წინასწარ გაფრცქვნათ და მაცივარში შეინახოთ 1-2 დღე. ჩემი ერთი ახლობელი მთელ ხახვს რასაც ყიდულობს ეგრევე ფრცქვნის და ისე ინახავს მაცივარშიbiggrin.gif

ხშირად ვაკეთებ ხახვის სალათს, პიურეს და შემწვარ-მოხრაკულებს უხდებაbiggrin.gif ხახვს ვყოფ ორად და ვჭრი თხლად. შემდეგ ვაყრი შაქარს და ვასხავ ძმარს ან ლიმონის წვენს. შემდგომ ვწურავ, ვაყრი პილპილს და ვასხავ ზეთს (ზეითუნის ზეთს რა თქმა უნდაbiggrin.gif).

არ მიყვარს შემწვარი კარტოფილი. როცა ვწვავ, ძირითადად ჯერ ვხარშავ. ანუ ვყოფ ორად ან სამად, ეს კარტოფილის სიდიდეზეა დამოკიდებული, მერე ორთქლზე ვხარშავ. ჩემი ორთქლსახარში ორსართულიანია და ზედა სართულზე ვდებ მწვანილეულს და ბოსტნეულს, რაც კი მაბადია ხოლმე სახლშიbiggrin.gif ოხრახუში, ნიახური, კამა, ბულგარული წიწაკა, სტაფილოbiggrin.gif
კარტოფილს ვაყრი სვანურ მარილს ან თვითონ ვამზადებ რაიმე საკმაზს და შემდგომ ბევრ ზეთში ვწვავ ”ფრის” მსგავსად (ვიცი არ არის სასარგებლო, მაგრამ შემწვარ კარტოფილს ბევრი მოყვარული ყავსbiggrin.gif). ძალიან უხდება არაჟნით გაკეთებული სოუსი.

blanca
ვა რა საინტერესო ფსიქოლოგიური ტიპია შენი ახლობელი
ურჩევნია ერთხელ მაგრად იტიროს პატარ პატარა ტირილებს
რა აფცქვნევინებს ამდენ ხახვს ერთდროულად blink.gif

რად უნდა ამდენი ამბავი ხახვის დაჭრას. რომ გაფცქვნი მაშინვე წყალი გადაავლე ხახვსაც და დანასაც და არასდროს იტირებ smile.gif
ნუ დატოვებ დიდხანს დაჭრილს რომ არ ატირდე.
ასე მარტივია ეს

ირმა
QUOTE(Sophia @ 26th November 2008 - 02:46 PM) *
ბერძნული სალათის რეცეპტი მინდა რა. არ იცით?

ბერძნული სალათა, რაიმე უცნაური და ძნელი არ გეგონოთ, ძალიან ადვილია,– რათქმაუნდა თუ გაქვს ბერძნული ყველი „ფეტა“, რომელიც ძალიან განთქმულია ევროპაში.
დაჭრი პამიდორს ჩვეულებრივად სასალათედ, ხახვს ფეტებად, მწვანე ბულგარული წიწაკა, კიტრი თუ გინდა, ზეთისხილი, დაადებ ფეტას (ერთ თეფშზე დაახლოებით80-100 გრ.), მარილი გემოვნებით და დაასხავ ზეთისხილის ზეთს. ხო ზემოდან აყრი რიგანს, რომელსაც არ ვიცი ქართულად რა ჰქვია (შეიძლება თეთრი რეჰანი იყოს, არ ვიცი)



სურათზე მხოლოდ არ ჩანს ხახვი და ზეთი
Shou
biggrin.gif რომ არ იტიროს მაგიტომ კი არ დებს ხახვს მაცივარში. უბრალოდ ასე ხახვი ტკბილი ხდება და სალათებისათვის უფრო გემრიელია ტკბილი ხახვი.
blanca
ააააა, მეც მაცივარში მიდევს ხახვი. აბა სად უნდა იდოს? biggrin.gif გარეთ მალე დალპება.
მე მეგონა გაფცქვნილ ხახვებს ალაგებდა biggrin.gif
ირმა
მიყვარს ხახვი სალათაში. ახლა დაგიწერთ ჩემს საყვარელ სალათას:


ახ მაპატიეთ არ მახსოვს რა ქვია ქართულად ამას unsure.gif
blanca
სალათის ფურცლებს ვეძახი. აქ romane lettuce-ს უძახიან

დაფლეთილი სალათის ფურცლები, ხახვი, წითელი, მწვანე და ყვითელი ბულგარული დაჭრილი, პატარა პამიდვრები, პატარა მოცარელები, ხრამუნა კუბიკებად დაჭრილი პური, მარილი გემოვნებით და ზეითუნი, ჩემი საყვარელი სალათაა smile.gif

შეგიძლიათ გამოაკლოთ პამიდვრები და მოცარელა. მაინც გემრიელი გამოდის smile.gif
Shou
კი, გაფრცქვნილს ალაგებს. ასე უფრო ტკბილიაbiggrin.gif
blanca
QUOTE(Shou @ Nov 28 2008, 11:39 AM) *
კი, გაფრცქვნილს ალაგებს. ასე უფრო ტკბილიაbiggrin.gif



biggrin.gif
ირმა
QUOTE(ირმა @ Nov 28 2008, 01:30 AM) *
მიყვარს ხახვი სალათაში. ახლა დაგიწერთ ჩემს საყვარელ სალათას:


ახ მაპატიეთ არ მახსოვს რა ქვია ქართულად ამას unsure.gif

blanca–„სალათის ფურცლებს ვეძახი. აქ romane lettuce-ს უძახიან“

სალათის ფურცლები და სალათის ფურცლები იყოს, აი როგორ მიყვარს მე:

დაჭრი წვრილად სალათის ფურცლებს, დააჭრი ზემოდან 2 ან 3 ცალ ახალ ხახვს, დააჭრი ბლომად კამას, მარილი, ძმარი, ზეთი.

მმმ... ამ სალათას არაფერი მირჩევია.

სხვადროს დაგიწერთ ერთ კარგ „შეფის სალატას“, რომელიც ასევე ამ სალათის ფურცლებით ხდება.
blanca
კამა საინტერესო მწვანილია. ანუ ისეთი არომატი აქვს რომ ბევრი რაღაცეების შერევა არ ჭირდება გემოს მისაცემად. კამაა საჭირო და მეტი არაფერი

აი მაგალითად კარტოფილს მოხარშავ, კუბიკებად დაჭრი, ცოტა კამას დააჭრი, ზალიან ცოტა ხახვს წვრილად დაჭრილს და ზეითუნის ზეთს დაამატებ. ხახვი შეგიძლიათ გამოტოვოთ კიდეც. ძალიან სასიამოვნო რაღაცა გამოდის

შენს მარტივ სალათასაც კამა აგემრიელებს smile.gif

და ამიტომ ღირს სულ რამდენიმე პაწია ღერი $3-$4 biggrin.gif
ირმა
ხო blanca კამა ძალიან გემრიელია და ძალიან მიყვარს. ამ სალათას აუცილებლად გავაკეთებ, კარგი ჩანს.
... და კიდევ რა ძვირი ყოფილა მანდ კამა ohmy.gif
აქ ერთი დიდი კონა 50, ანუ ორი კონა ერთი ევრო.

ისე შენმა სალათამ ერთი მსგავსი სალათა გამახსენა: კარტოფილი მოხარშული დაჭერი კუბიკებად, + პამიდორი დაჭრილი, + ხახვი, + ზეთისხილი, +კაპარი, +მარილი,+პილპილი, +ძმარი, +ზეითუნის ზეთი

blanca
საბერძნეთი სალათების ქვეყანაა. მე ჩიზბურგერების ქვეყანაში ვარ. რა იციან ამათ მწვანილის გემო biggrin.gif
კონა ოხრახუში ან ქინძი ღირს $2. დანარჩენი ეგზოტიკურ მწვანილებში გადის და პაწია რამდენიმე ღერი ძვირად იყიდება

თUმცა ყველა მწვანილს არც ვიცი რა ქვია და როგორ გამოიყენება

....უნდა დავაკვირდე ერთი კიდევ კამას biggrin.gif
anonymouska
ციტატა(ირმა @ Nov 24 2008, 01:44 AM) *


ეს არის ბერძნული „სუვლაკი“ ანუ „პიტა“, ძალიან გემრიელია, სახში ამის დამზადება ცოტა ძნელია.

აუ ეგ ვჭამე საბერძნეთში რომ ვიყავი...უუუუუუუუუუჰ, რა გემრიელი იყოოოოო... შევედი სადაც მაგას აკეთებდნენ და რადგანაც ბერძნული არ ვიცი, იმ კაცს მუნჯურად ვუხსენი რაები დაემატებინა. ჰაჰაააა . ცოტა ინგლისური ცოდნია თურმე და მერე გამომკითხა საიდან ვიყავი

ირმა
QUOTE(anonymouska @ 6th December 2008 - 06:14 AM) *
აუ ეგ ვჭამე საბერძნეთში რომ ვიყავი...უუუუუუუუუუჰ, რა გემრიელი იყოოოოო... შევედი სადაც მაგას აკეთებდნენ და რადგანაც ბერძნული არ ვიცი, იმ კაცს მუნჯურად ვუხსენი რაები დაემატებინა. ჰაჰაააა . ცოტა ინგლისური ცოდნია თურმე და მერე გამომკითხა საიდან ვიყავი

უცხო ქვეყანაში პირველი ნაბიჯები მართლა კურიოზებით არის სავსე biggrin.gif
ხოლო რაც შეეხება ბერძნულ სუვლაკს, ის ძალიან გემრიელია და იაფიც სხვა რაღაცეებთან შედარებით. ასე რომ მაკდონალდი საბერძნეთში მთლად კარგად ვერ არის hilarioustu8.gif
anonymouska
ციტატა(ირმა @ Dec 8 2008, 12:22 AM) *
უცხო ქვეყანაში პირველი ნაბიჯები მართლა კურიოზებით არის სავსე biggrin.gif
ხოლო რაც შეეხება ბერძნულ სუვლაკს, ის ძალიან გემრიელია და იაფიც სხვა რაღაცეებთან შედარებით. ასე რომ მაკდონალდი საბერძნეთში მთლად კარგად ვერ არის hilarioustu8.gif



გამახსენდა რომ მაგას კიდევ diro-ს ვეძახდით smile.gif
ირმა
ამ დღეებში საშობაო სამზადისი დაიწყება საბერძნეთში. ბევრი ბევრი გემრიელი რამეების გაკეთება მომიწევს სახლში. ეს საჭმელები მარტო შობას მზადდება სახლში, ამიტომაც მოელი,–როდის შეჭამ იმ გემრიელს.
დღეს ორი ნამცხვარი გამოვაცხე, რომლებიც ერთ თვეზე მეტხანს ინახება და ამ დღეებში სტუმართან ამ ორიდან ერთ-ერთს გამოიტან, ჩვენც არ ვაკლებთ ძალიან გვიყარს დაგიწერთ მერე როგორ კეთდება. biggrin.gif
ირმა
მელომაკარონა და კურაბიედეს არის ტრადიციული ნამცხვრები,რომლებიც მხოლოდ შობასა და ახალ წელიწადს ცხვება.



ამ ნამცხვარს ჰქვია მელომაკარონა




ამას კი კურაბიე


This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.