Help - Search - Members - Calendar
Full Version: ანთროპოსოფია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები > ანთროპოსოფია
Pages: 1, 2, 3, 4
ირმა
ანთროპოსოფია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს: Ανθρωποσ- ადამიანი და Σοφια– სიბრძნე. ამ სულისმეცნიერების ფუძემდებელი და სულის ჩამდგმელი იყო, გერმანელი ფილოსოფოსი რუდოლფ შტაინერი(1861–1925). მას მრავალი ლექცია აქვს წაკითხული და დღეს მისი წიგნები იბეჭდება თითქმის მთელ მსოფლიოში. მისი ლექციები:– კარმის კანონი, ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება, ლოცვის არსი, აკაშა ქრონიკიდან და სხვა უამრავი,–ვფიქრობ დააინტერესებდა ჩვენს ფორუმელებს. რათქმაუნდა, ეკლესიის მხრიდან მისი წიგნები ერეტიკულად არის ცნობილი, მაგრამ ყურები და თვალები მოუცია ღმერთს ჩემთვის და ვფიქრობ ჩემითაც კარგად დავინახავ კარგი რაა და ცუდი რაა..
ძალიან მიყვარს რუდოლფ შტაინერის წიგნები.
აი მისი სურათიც:




ამ თემაში ვისაუბროთ ანთროპოსოფიასა თუ რუდოლფ შტაინერზე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე შტაინერის ციტატები ამა თუ იმ საკითხზე.
TeO
შტაინერისტები საქართველოშიც არიან და სკოლაც აქვთ გახსნილი!
საკმაოდ კარგი მოაზროვნე ადამიანები არიან!..
ირმა
შტაინერის წიგნები რუსთაველზე, ერთ პატარა კუთხის მაღაზიაში იყიდებოდა(ახ, რუსთაველზე ჩამატარა ახლა..)
ირმა
„უკეთუ ადამიანები ცალკეულ ერებად, ხალხებად და ა.შ. დაიყოფებიან, ასეთი ტენდეცია სულ უფრო და უფრო მიაახლოვებს მათ იმ ბრმა რწმენას, რომ ადამიანები მთელი თავიანთი არსებობის მანძილზე ნიადაგ წმინდა-მატერიალურში უნდა იმყოფებოდნენ.“
რუდოლფ შტაინერი. სულიერი ძალების მიერ მსოფლიო ისტორიის პროცესთა იმპულსირება. 1923 წ.
ირმა
„სოლომონის ტაძარი აიგო– იგი დასრულდა, მაგრამ ის, რაც მას გვირგვინს დაადგამდა, იდუმალებად დარჩა. მხოლოდ ხელდასხმული წვდება ამ საიდუმლოებას. სწორედ ეს არის ქრისტიან როზენკროიცის უკანასკნელი იდუმალება. შორს, ქრისტიანობის სიღრმეში, იმალება სპილენძის ზღვისა და ოქროს სამკუთხედის მნიშვნელობა.“
რუდოლფ შტაინერი. ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება“
Alpha
QUOTE(ირმა @ Nov 8 2008, 01:15 AM) *
„სოლომონის ტაძარი აიგო– იგი დასრულდა, მაგრამ ის, რაც მას გვირგვინს დაადგამდა, იდუმალებად დარჩა. მხოლოდ ხელდასხმული წვდება ამ საიდუმლოებას. სწორედ ეს არის ქრისტიან როზენკროიცის უკანასკნელი იდუმალება. შორს, ქრისტიანობის სიღრმეში, იმალება სპილენძის ზღვისა და ოქროს სამკუთხედის მნიშვნელობა.“
რუდოლფ შტაინერი. ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება“

რაიო? blink.gif
რას ნიშნავს ეს სიტყვები?
ირმა





ირმა



ირმა
QUOTE(Alpha @ Nov 15 2008, 02:30 PM) *
რაიო? blink.gif
რას ნიშნავს ეს სიტყვები?

შტაინერის აზრების გაშიფვრაზე თავს შევიკავებ, იმიტომ რომ მე შეიძლება სხვანაირად მესმოდეს და სხვა იყოს ახსნა. ჩემი აზრით შტაინერი უბრალოდ კარგია წავიკითხოთ და ვიცოდეთ.
ამიტომაც, რადგანაც ეს ლექცია არ იყო ძალიან დიდი ავტვირთე ზემოთ ასეთი სახით, იმედია არ გაგიჭირდებათ წაკითხვა, ძალიან უცნაური და საინტერესოა.

მარტო ერთს ვიტყოდი, რომ ეს მაგონებს დიდოსტატის მარჯვენას, არვიცი... ისე ვიცი, რომ კონსტანტინე ესწრებოდა შტაინერის ლექციებს, მოკლედ თუ გინდათ წაიკითხეთ და ვინ იცის wink.gif
blanca
რამდენი გიშრომია ირმა. მადლობა.
მართლა, თხის რქა ხომ არ ხარ ზოდიაქოთი? smile.gif
blanca
ივლისი ყოფილა biggrin.gif

პ.ს. პოსტების შესწორება რატომ არ შეიძლება?
vkh
QUOTE(ირმა @ Nov 3 2008, 04:02 PM) *
ამ თემაში ვისაუბროთ ანთროპოსოფიასა თუ რუდოლფ შტაინერზე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე შტაინერის ციტატები ამა თუ იმ საკითხზე.

შტაინერი კარგია... მაგრამ ბევრს ლაპარაკობს, ეგ ყველაფერი რომ წაიკითხო, მიიღებ მხოლოდ ინფორმაციას (ცოდნის ილუზიას). მე აღარ მახსოვს, რისთვის დავიწყე შტაინერის კითხვა... თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ეს პირველი ეტაპია, რომელიც ალბათ ყველამ უნდა გაიაროს, ეს არის ეტაპი შეგროვებისა (ბევრი კარგი წიგნის ყიდვა, ფაილები შეგროვება, ბიბლიოთეკის შექნმა). მეორე ეტაპი - როცა აცნობიერებ, რომ ამას ყველაფერს ვერ წაიკითხავ, დრო არ გეყოფა და იწყებ გადარჩევას, სორტირებას. მესამე ეტაპი - გიჩნდება კრიტიკა, ეჭვი (ნუთუ ყოველივე ეს...) და დგება დრო, როცა ამას ყველაფერს ივიწყებ, და ცხოვრობ როგორც ყველა დანარჩენი ადამიანიwink.gif ყოველდღიური წვრილმანებით.
და ეს ყველაფერი საჭიროა, რომ ერთ დღეს ისევ დაბრუნდე და დაიწყო, ოღონდ არა იგივე გზითsmile.gif არამედ ცარიელი ჭიქიდან
vkh
და ისა კიდევ: დასაწყისისთვის მაინც გურჯიევი ჯობია (ამ ფორუმზე კი ვერ მოვიძიე თემა)
ირმა
QUOTE(blanca @ Nov 22 2008, 02:04 AM) *
რამდენი გიშრომია ირმა. მადლობა.
მართლა, თხის რქა ხომ არ ხარ ზოდიაქოთი? smile.gif

ზოდიაქო.... მმმმ მგონი ეს თემა აკლია ჩვენს ფორუმს და თუ blanca იცი ზოდიაქის ნიშნებზე, რატომ არ გახსნი თავისუფალში? biggrin.gif
ირმა
QUOTE(vkh @ Nov 22 2008, 10:26 AM) *
შტაინერი კარგია... მაგრამ ბევრს ლაპარაკობს, ეგ ყველაფერი რომ წაიკითხო, მიიღებ მხოლოდ ინფორმაციას (ცოდნის ილუზიას). მე აღარ მახსოვს, რისთვის დავიწყე შტაინერის კითხვა... თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ეს პირველი ეტაპია, რომელიც ალბათ ყველამ უნდა გაიაროს, ეს არის ეტაპი შეგროვებისა (ბევრი კარგი წიგნის ყიდვა, ფაილები შეგროვება, ბიბლიოთეკის შექნმა). მეორე ეტაპი - როცა აცნობიერებ, რომ ამას ყველაფერს ვერ წაიკითხავ, დრო არ გეყოფა და იწყებ გადარჩევას, სორტირებას. მესამე ეტაპი - გიჩნდება კრიტიკა, ეჭვი (ნუთუ ყოველივე ეს...) და დგება დრო, როცა ამას ყველაფერს ივიწყებ, და ცხოვრობ როგორც ყველა დანარჩენი ადამიანიwink.gif ყოველდღიური წვრილმანებით.
და ეს ყველაფერი საჭიროა, რომ ერთ დღეს ისევ დაბრუნდე და დაიწყო, ოღონდ არა იგივე გზითsmile.gif არამედ ცარიელი ჭიქიდან

welcomeani.gif vkh
დრო მართლაც ყველაზე დიდი დეფეციტია დღევანდელი ცხოვრებისა, დაგროვილია დიდი ინფორმაცია, რომლის მთლიანად ათვისება შეუძლებელია, საპჭიროა უფრო მეტი შრომა, ჩვენი თაობა ალბათ უფრო მეტს შრომობს ვიდრე წინა თაობები...
მაგრამ არაუშავს, ცხოვრებას აქვს ბევრი ძალიან ბევრი სილამაზეეეე l_sunny.gif
Sophia
შტაინერის კითხვისას პირადად მე გამიჭირდა არსობრივად მნიშვნელოვანის "აბდაუბდისგან" გამორჩევა. არ ვიცი, შეიძლება პატარა ვიყავი, შეიძლება ის რაც ჩემთვის აბდაუბდაა, სინამდვილეში დიდი რამეა. ანდა შეიძლება არასწორი თანმიმდევრობით ავიღე მისი ნაშრომები. ამ ადამაინს იმდენი აქვს ნაწერი და იმდენ თემასა და საკითხს ეხება, რომ თუ შეჰყევი გადაგყლაპავს... ისე ბევრი ქართველი და მოაზროვნე შთანთქა და მინდა გითხრათ, ცოტა არასასიამოვნო დაღი დაასვა. ანუ შეზღუდა მათი მსოფლხედვა. მხოლოდ ერთი ფილოსოფოსის თვალებით ყურება არასწორი მგონია.

ისე კი, ინფორმაციის ქონა მნიშვნელოვანია, თანამედროვენი წერენ, რომ ეს ყველაზე დიდი იარაღია. აუფ, ეს სიტყვა - იარაღი მე როგორც პაციფისტს არ უნდა მეხსენებინა. მომიტევეთ თუ აგაღელვეთ.

girl_witch.gif
ირმა
შტაინერის ფილოსოფია ძალიან საინტერესოა, მაგრამ არცერთმა ფილოსოფოსმა არ უნდა გშთანთქას, უნდა წაიკითხო ამა თუ იმ პიროვნების, ფილოსოფოსის ნაშრომები, მაგრამ შენში არ უნდა შემოუშვა, შენ შტაინერი არ უნდა გახდე. წაიკითხე, გაეცანი და მორჩა. აი მაშინ გაქვს ძლიერი ფსიქოლოგია. მე ვიტყოდი, რომ მე ერთადერთმა რამაც ასე ვთქვათ დამიპყრო, ეს არის სახარება, და ყველაზე ძლიერ იოანეს სახარება. სხვა ჯერ არაფერს არ დავუბრყვივარ მთლიანად. ვკითხულობ შტაინერს და ბევრი რამე მომწონს, ბევრი არ შემიძლია, რომ დავიჯერო, ბევრიც არ მესმის, ასევე სხვა მწერლები თუ ფილოსოფოსები, თუ მასწავლებლები. ყველა ეს წაიკითხეთ და არ გახდეთ ის ვინც დაწერა,–იყავით საკუთარი თავი.
ასეა თუ ისე, ყველას ვურჩევდი მის გაცნობას, აი, მაგალითად ძალიან მომეწონა მისი „რწმენა, სიყვარული, იმედი“, რაც შეეხება „აკაშა ქრონიკიდან“,– მომეჩვენა ერთი კარგი სიზმარი, ფანტაზია, თუმცა ეს ჩემი აზრია.
blanca
რასაკვირველია იმასაც გააჩნია ვინ ხარ და რა ბაზისზე დაშენდება შენი წაკითხული. რას დაინახავ და გაითავისებ...
როგორ არის იცი? პეპელაში ზოგი მატლს ხედავს, ზოგი სილამაზეს
გუბურაში ზოგი ვარსკვლავების ანარეკლით ტკბება ზოგი დამყაყებულ წყალს ხედავს
ყველა ხედავს და იღებს იმას ვინც არის
როგორ შეგიძლია არაფერი აიღო? საერთოდ არის ეს შესაძლებელი?
ირმა
QUOTE(blanca @ 21st January 2009 - 06:18 AM) *
თუ არ შემოუშვებ და გაითავისებ რატომ კითხულობ?
თითოეულმა წიგნმა რაღაცა შემძინა და გამხადა ის ვინც ვარ

QUOTE(blanca @ 21st January 2009 - 06:22 AM) *
როგორ შეგიძლია არაფერი აიღო? საერთოდ არის ეს შესაძლებელი?

არაფერი აიღო,– შეუძლებელია.
კითხულობ, ეცნობი და შენს აზრს,თუ გზას აყალიბებ ცხოვრებაში. რამის ან ვინმეს მიმდევრობა არ არის კარგი. ყოველთვის უნდა მუშაობდეს გონების თვალი, ყოველთვის უნდა გრძნობდე წაკითხულს. ყველა წიგნი რაღაცას გაძლევს, თუნდაც ყველაზე უაზრო წიგნიც...
l_book.gif
okicha
ციტატა
რაც შეეხება „აკაშა ქრონიკიდან“,– მომეჩვენა ერთი კარგი სიზმარი, ფანტაზია, თუმცა ეს ჩემი აზრია.

პირველად რომ წავიკითხე მეც ეგრე მეგონა. ეხლა ვხვდები რომ მართალია ეგ კაცი. ნუ არ ვიცი ეს ჩემი აზრია და რაც "აკაშა-ქრონიკაში" წერია ვეთანხმები ყველაფერს (რაც გავიგე )
Kaspar Hausser
okicha


შურეს რო მოგიტან.. თავიდან უნდა გადავიშტაინერო... და აკაშაც გამოაყოლე რა იმას რაც უნდა მომიტანო...

okicha
წიგნის კითხვა იმისთვის არაა საჭირო რომ რაიმე ფილოსოფიურ მიმდინარეობას თუ სკოლას დაექვემდებარო. მართალია კითხვის დროს მაინც ახდენს გავლენას, მაგრამ წიგნის კითხვის რეალური მიზანი გონების და წარმოსახვის განთავისუფლებაა. დაშვების ალბათობა მეტია. ტვინის შესაძლებლობებს საზღვერბი არ აქვს მაგრამ ტვინი სულ უნდა გყავდეს ფორმაში არ უნდა მოადუნო. შტაინერი კიდე იმიტო აღიქმბა "აბდაუბდად" რომ გონება ნაკლებ თავისუფალია მკაცრად დადგენილი ნორმებისგან და ამის დაშვება არ შეუძლია. მე არ ვამბობ რომ სწორია, მაგრამ თავიდანვე შეფასება როგორც ზღაპრის არ შეიძლება. ჩემთვის პირადად საკმაოდ მისაღებია შტაინერის მოძღვრება. ქვეცნობიერის უფაქიზესი მოვლენები აქვს აღწერილი. რაც აღწერილია რეალურად ხომ ადამიანში ხდება. რაც უფრო გრმად მივდივარ ჩემს ქვეცნობიერშI უფრო გასაგები ხდება. ან შეიძლება მე ვარ მეოცნებე. მაგალითად ნაშრომმა " ქრისტეს გამოცხადება ეთერულ სამყაროში" ქრისტიანობის ზოგიერთი ასპექტი სხვა კუხით დამანახა და საკმაოდ საინტერესოდაც .
TeO
რაღაც ამ ბოლო დროს შტაინერს დავუახლოვდი biggrin.gif

ამ ბიბლიოთეკაში არის უმეტესი მისი ნაშრომები >>> http://bdn-steiner.ru/modules.php?name=Ga_Rus
Shou
მე კი რაღაც მივივიწყე. მადლობა TeO, ისევ დავუახლოვდები wink.gif
vkh
ციტატა(Tea @ 12th April 2009 - 10:07 AM) *
რაღაც ამ ბოლო დროს შტაინერს დავუახლოვდი

გაგვიზიარე შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა თუ არ დაგეზარება...
TeO
QUOTE(vkh @ 13th April 2009 - 10:50 PM) *
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა თუ არ დაგეზარება...

vkh
მე არ მეზარება, მაგრამ ამ თემაზე არ მინდა აქ დაწერა.. ჯერ ჩემში ვხარშავ და ვაანალიზებ wink.gif

vkh
ციტატა(Tea @ 14th April 2009 - 07:57 PM) *
ჯერ ჩემში ვხარშავ და ვაანალიზებ

შესანიშნავი მიდგომაა... პირადად, როცა მეც ამავეს ვაკეთებდი, მაშინვე ანალიტიკურად სხვათა ნააზრევს ვუკავშირებ იმწუთში წაკითხულს, და იმდენ სხვადასხვაობას ვპოლობ ერთსა და იმავე თემაზე, რომ ძნელი ხდებოდა გარკვევა, ვინ ცდება.. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობდი, მხოლოდ ერთი ავტორი ამერჩია
adamiani
შტაინერი დიდი ქრისტიანული ხელდასხმული იყო. სამწუხაროა, რომ მის გარშემო მყოფ ადამიანებს ნახევრად ეძინათ. "როგორ მიიღწევა..." მხოლოდ კონსპექტის სახით დარჩა- როგორც თვითონ აქვს ნათქვამი -რადგან მსურველი და მიმღები არ იყო არავინ.
შეუძლებელიცაა მისი ყველა წიგნის წაკითხვა ანუ დამუშავება. პირიქით - მას უდიდესი შრომა აქვს გაწეული იმისთვის, რომ თითოეულმა დაინტერესებულმა პირმა თავისი ინტერესის საგანი იპოვოს ეზოთერულად გაშუქებული. დიდი სამსახური აქვს კაცობრიობისთვის გაწეული შტაინერს.
დასავლეთში ანთროპოსოფია სულ სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოქმედებს . იმ სიძლიერით არა, რისი პოტენციაც თავდაპირველად ჰქონდა, მაგრამ მაინც.
vkh
ციტატა(sethis modgma @ 15th April 2009 - 02:27 AM) *
შტაინერი დიდი ქრისტიანული ხელდასხმული იყო.

ვისაუბროთ ამაზე, რადგან მწირი ინფორმაცია მაქვს ასეთ რაღაცეებზე.. რას ნიშნავს ქრისტიანული ხელდასმული... ვისგან... რამდენად თანხვედრაშია აღმოსავლურ აზროვნებასთან (რა თქმა უნდა წაკითხულ ლიტერატურას ვგულისხმობ)
adamiani
vkh
QUOTE(vkh @ 16th April 2009 - 02:00 AM) *
რას ნიშნავს ქრისტიანული ხელდასმული...

ძალიან დიდი თემაა და იგივე შტაინერს დიდი ინფორმაცია აქვს მოცემული.
მასვე უწერია, რომ იოანეს სახარება აღწერს ქრისტიანულ ხელდასხმას: 1-12 თავამდე ატრალურ პლანზე იოანეს განცდებს, მე-13 თავის დასაწყისში ,ფეხთგანბანვით იწყება -ესაა პირველი საფეხური; იოანე-ლაზარეს ამბავი დევახანის პლანზე განცდებს გადმოგვცემს.

ქრისტიანული ხელდსხმა არის ქრისტეს გზის გავლა. ხელდასხმულის ფიზიკური ცხოვრებაც ირეკლავს იმ მოვლენებს, რაც ქრისტეს ცხოვრებაში მოხდა -და პარალელურად შესაბამისს განიცდის უმაღლეს სფეროებშიც.

ათასჯერაც რომ შობილიყო ქრისტე ბეთლემში
თუ შენში -არა, დაღუპული ხარ სამარდისოდ.
ანგელუს სილეზიუსი

ქრისტიანული ხელდასხმა ამ შინაგანი შობით იწყება.
QUOTE(vkh @ 16th April 2009 - 02:00 AM) *
ვისგან..

ერთდაერთი მასწავლებელი -აღმოსავლური გზიდან განსხვავებით - ჩვენთვის არის ქრისტე. ისაა მოძღვარი და ხელდამსხმელიც. მასთან კი (ანუ ჩვენს ფარულ შინაგან არსთან) მივყავრთ მონატრებას, რომელიც კარაგდ გამოთქვა ნეტარმა ავგუსტინემ:
"თუ მისი მონატრება არა, მაშინ მისი მონატრების მონატრება მაინც".

vkh
მადლობა ასეთი კარგი პასუხისთვის...

ეს კი ძალიან მომეწონა:

ციტატა(sethis modgma @ 16th April 2009 - 02:58 PM) *
მასთან კი (ანუ ჩვენს ფარულ შინაგან არსთან) მივყავრთ მონატრებას, რომელიც კარაგდ გამოთქვა ნეტარმა ავგუსტინემ:
"თუ მისი მონატრება არა, მაშინ მისი მონატრების მონატრება მაინც".


გაგა
ათასჯერაც რომ შობილიყო ქრისტე ბეთლემში
თუ შენში -არა, დაღუპული ხარ სამარდისოდ.
ანგელუს სილეზიუსი

ეს ფრაზები ჩემი აზრით მამარდაშვილმა უფრო კარგად გამოთქვა, (თუმცა მართალია ის სილეზიუსს ეკუთვნის) "ქრისსტე ათასჯერ რომ დაბადებულიყო ბეთლემში, თუ ის ერთ დღეს შენ სულში არ დაიბადა, მაინც დაიღუპები."
ანუ მე ეს, ასე გავიგე რომ ღმერთი შეუძლებელია ფაქტად განვიხილოდ მანამდე სანამ ის ჩვენში არ მოხდება... თუმცა, ჩვენ შეიძლება მანამდე ვხედავდეთ ; ხატებს, საკურთხევლებს, დახლიდართ სამლოცველოებს, ეკლესიებს, წითელ კვერცხებს და ა.შ..... ასევე მამარდაშვილს ეკუთვნის ფრაზები.... "კარგია და კეთილი იმიტომ კი არა რომ ღმერთისგანაა, ღმერთისგან როა იმიტოა კარგი და კეთილიო," (უბრალოდ მამარდაშვილი მომყავს იმიტომ, რომ მას ყველაზე კარგად შეეძლო, ყველაზე უფრო რთული აპოკრიფული ტექსტების მარტივად გადმოცემა)

QUOTE
ქრისტიანული ხელდსხმა


ეს განავრცეთ თუ შეიძლება. როგორ ხდება ხელდასხმა? ვინ იქნება ხელდასხმული და ვინ არა? რა კრიტერიუმებით?


p.s.
შტაინერს რაც შეეხება, ერთ ტვინგამორეცხილი კრეტინი მეცნიერი იყო და მეტი არაფერი. და საერთოდ მე თუ მკითხავ ამ თეოლოგებმა და სულთმეცნიერებმა მიიყვანეს რელიგია მარაზმამდე.
TeO
გაგა აუუ, არ გინდა რაა შტაინერის შეურაცხოფა!- ნე ტვოი ურავინ wink.gif tongue.gif
QUOTE(giorgi @ 16th April 2009 - 07:04 PM) *
შტაინერს რაც შეეხება, ერთ ტვინგამორეცხილი კრეტინი მეცნიერი იყო და მეტი არაფერი
san
შტაინერის წიგნები ძალიან რთულია წასაკითხად , დიდ მოთმინებას და გონების მთლიანად დაძაბვას მოითხოვს. ძალიან საინტერესოა.
vkh
ციტატა(san_san @ 17th April 2009 - 02:06 AM) *
შტაინერის წიგნები ძალიან რთულია წასაკითხად , დიდ მოთმინებას და გონების მთლიანად დაძაბვას მოითხოვს. ძალიან საინტერესოა.

კი, კარგა ხნის მანძილზე თავისი ზეგავლენის ქვეშ მოგაქცევს, საგნებს და მოვლენებს სულ სხვანაირად დაუწყებ ჭვრეტას... ყველაფრისთვის ახსნას მოგაძებნინებს ამ სპექტრიდან... სანამ ერთ დღეს თუნდაც ერთ რამეში არ დაეჭვდები... ამ ერთ ეჭვს კი სხვაც წამოჰყვება და აღმოჩნდება, რომ სასახლე თიხის სვეტებზე აგვიგია smile.gif

ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ ინფორმაციას ვიღებთ და ამას ცოდნად არ ვაქცევთ, არამედ სულ ძიებაში ვართ. ერთი არ კმარა, მეორეს ვეძებთ... ინფორმაციის მდინარეში კი არა, ოკეანეში გვინდა ცურვა...
adamiani
vkh
QUOTE(vkh @ 28th April 2009 - 09:15 PM) *
ამ ერთ ეჭვს კი სხვაც წამოჰყვება და აღმოჩნდება, რომ სასახლე თიხის სვეტებზე აგვიგია

კერძოდ? როგორ დაახასიათებდი ამ თიხის სვეტებს?
QUOTE(vkh @ 28th April 2009 - 09:15 PM) *
ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ ინფორმაციას ვიღებთ და ამას ცოდნად არ ვაქცევთ, არამედ სულ ძიებაში ვართ. ერთი არ კმარა, მეორეს ვეძებთ... ინფორმაციის მდინარეში კი არა, ოკეანეში გვინდა ცურვა...

ძალიან მართალი სიტყვებია.
ცოტა სხვა ასპექტიც -შიში:
წლების წინ, ერთ დიდად პატივსაცემ მოხუც ანთროპოსფს (გერმანელს) ვესაუბრებოდი მის იუბილეზე. დიდი ცოდნის ადამიანი იყო და რამდენჯერმე ძალიან საჭირო რჩევით დამეხმარა. განსაკუთრებული წარმოდგენა მქონდა მასზე. ამ საუბრისას თავისი პოზიცია დამიხატა: რაც შეუძლება საგულდაგულო მომზადება სულიერი სამყაროს კველვისთვის, რაც შეიძლება მეტი ცოდნის დაგროვება. იგივეაო, რომ უცხო ქვეყანაში გამგზავრების მსურველი იყო, რომელიც კარგად შეისწავლის რუქას და ინფორმაციას იმ ქვეყნისას, ისტორიას და ალბათ ენასაც კი, სანამ იმ ქვეყანაში მოგზაურობას დაიწყებს. მაშინ ხიფათებს და შეცდომებს თავს გაცილებით უფრო ადვილად აარიდებსო.
გამაფრთხილა, რომ მოგზაურობისთვის საჭირო ცოდნა არ გამაჩნდა. მხოლოდ ის ვერ მითხრა, რამდენი ხანი სჭირდება ამ რუქის შესწავლას. თვითონ ჯერ კიდევ მის შესწავლას უნდებოდა.
მე კი მეგონა რომ მოგზაური იყო.
vkh
ამ სვეტებს კონკრეტიზაციას ვერ გავუკეთებ...

რაც შეეხება რუქის შესწავლას მოგზაურობისთვის... მეც ვფიქრობ, ცუდი არ უნდა იყოს სიბერე, რადგან ეს მოგზაურობა, მაგ დროისთვის მაქვს დაგეგმილი wink.gif

მანამდე კი რილკესი არ იყოს, პატარა ბუჩქებთან უნდა იყო ჩაცუცქული და სოკოებისა და პატარა მცენარეების ძებნაში და შესწავლაში ატარებდე დროს და მათგან უებარი ბალზამის შექმნას სწავლობდე, როცა უმრავლესობა ირგვილ ცადაწვდილ ხეებს შესცქერის და მათი კენწეროებისკენ უჭირავს თვალი smile.gif რადგან მოვა დრო, როცა ეს ნახარში ცად აიჭრება და სამყაროს ენითუთქმელ ჭეშმარიტებას ზეციერთან მიიტანს...
ხომ კარგი ნათქვამია smile.gif
adamiani
vkh
QUOTE(vkh @ 29th April 2009 - 09:46 PM) *
რაც შეეხება რუქის შესწავლას მოგზაურობისთვის... მეც ვფიქრობ, ცუდი არ უნდა იყოს სიბერე, რადგან ეს მოგზაურობა, მაგ დროისთვის მაქვს დაგეგმილი

შენ დღეგრძელობა და ტკბილად დაბერება, მაგრამ ყველას არა აქვს სიბერე, როგორც ცხოვრების ფაზა, გარანტირებული.
QUOTE(vkh @ 29th April 2009 - 09:46 PM) *
რადგან მოვა დრო, როცა ეს ნახარში ცად აიჭრება და სამყაროს ენითუთქმელ ჭეშმარიტებას ზეციერთან მიიტანს...

პირიქით კი უნდა იყოს.

vkh
ციტატა(sethis modgma @ 30th April 2009 - 01:04 PM) *
პირიქით კი უნდა იყოს.


აქ ხელოვნებაზეა ლაპარაკი... დიდ ხელოვნებაზე, რომელიც ზეციერამდეც მიაღწევს, რადგან ეზიარა ჭეშმარიტებას
adamiani
vkh
კამათად არ ჩამომართვა, რადგან ყველას თავისი წარმოდგენა აქვს დიდი ხელოვნებაზე. ჩემი გაგებით ხელოვნება ზეციერიდან უნდა მოდიოდეს, ხელოვანი გარკვეული გაგებით ხელდასხმული უნდა იყოს სულიერების, რომ ადამიანები გვაზიაროს "სამყაროს ენითუთქმელ ჭეშმარიტებას" და არა პირიქით. ამის გარეშე ის ნახარშიც (რილკესი) საწამლავი იქნება.
vkh
ციტატა(sethis modgma @ 30th April 2009 - 04:33 PM) *
კამათად არ ჩამომართვა,

OK, არ გვინდა კამათი smile.gif
asklipiodota
QUOTE(გაგა @ Apr 16 2009, 07:04 PM) *
შტაინერს რაც შეეხება, ერთ ტვინგამორეცხილი კრეტინი მეცნიერი იყო და მეტი არაფერი. და საერთოდ მე თუ მკითხავ ამ თეოლოგებმა და სულთმეცნიერებმა მიიყვანეს რელიგია მარაზმამდე.

ეუ... და რაზე დაყრდნობით ამბობ მაგას? biggrin.gif კონკრეტულად რამ დგარწმუნა შტაინერის ტვინგამორეცხილობაში,. გვითხარი ჩვენს, უბრალო მოკვდავთაც biggrin.gif

არგუმენტი.. თორემ ვიფიქრებ, რომ უბრალოდ განსხვავებული გინდა გამოჩნდე და "ტიპობ" biggrin.gif
გაგა
asklipiodota
"ასკლიპდიოდოტა" (ტფუი....! მომტყდა ენა) ზოგადად თეოლოგები არიან ტვინგამორეცხილები, ნუ პეტრე იბერს, და "ბობოლებს" არ ვგულისხმობ.

საერთოდ მე თუ მკითხავთ კაცობრიობას არ ყოლია პეტრე იბერის მსგავსი თეოლოგი. ნუ თეოლოგი კია არა და, ევროპულმა სამყარომ ის როგორც ფილოსოფოსი ისე მიიღო, არადა ის ნამდვილი განსხივოსნებული წმინდანი იყო.... თუმცა ის იმდენად მრავალმხრივი პიროვნება იყო, რომ უბრალოდ მეცნიერული მკრეხელობაა მისი ნააზრევი ერთ რომელიმე „იზმ“-ში ჩაატიო.

პ.ს
"ტვინგამორეცხილი" კი ნიშნავს იმას, რომ არის პრიმიტიული, თეოლოგიის ტიპიური წარმომადგენელი, მე შტაინერის კითხვის დროს მისი "სახელით" კი არ ვტკბებოდი არამედ თეოლოგიური აზროვნებით, რომელიც ადამიანს ან გაქვს ან არა......! განათლების სქესის, ასაკისა და გენდერული თანასწორობის მიუხედავად. (ამ შემთხვევაში შტაინერს ვგულისხმობ) და რომელიც მას ის არ გააჩნია.......! და მომოტევეთ შტაინერის "ფანებო". თუ მისი დონის არ ვარ, აზრის გამოთქმის უფლება ხომ მაინც მაქვს! თუ არა? wink.gif


asklipiodota
QUOTE(გაგა @ May 18 2009, 10:44 PM) *
asklipiodota
"ასკლიპდიოდოტა" არა? wink.gif


ასკლიპიოდოტა : )))))
asklipiodota
QUOTE(გაგა @ May 18 2009, 10:44 PM) *
asklipiodota
"ასკლიპდიოდოტა" (ტფუი....! მომტყდა ენა) ზოგადად თეოლოგები არიან ტვინგამორეცხილები, ნუ პეტრე იბერს, და "ბობოლებს" არ ვგულისხმობ.

საერთოდ მე თუ მკითხავთ კაცობრიობას არ ყოლია პეტრე იბერის მსგავსი თეოლოგი. ნუ თეოლოგი კია არა და, ევროპულმა სამყარომ ის როგორც ფილოსოფოსი ისე მიიღო, არადა ის ნამდვილი განსხივოსნებული წმინდანი იყო.... თუმცა ის იმდენად მრავალმხრივი პიროვნება იყო, რომ უბრალოდ მეცნიერული მკრეხელობაა მისი ნააზრევი ერთ რომელიმე „იზმ“-ში ჩაატიო.

პ.ს
"ტვინგამორეცხილი" კი ნიშნავს იმას, რომ არის პრიმიტიული, თეოლოგიის ტიპიური წარმომადგენელი, მე შტაინერის კითხვის დროს მისი "სახელით" კი არ ვტკბებოდი არამედ თეოლოგიური აზროვნებით, რომელიც ადამიანს ან გაქვს ან არა......! განათლების სქესის, ასაკისა და გენდერული თანასწორობის მიუხედავად. (ამ შემთხვევაში შტაინერს ვგულისხმობ) და რომელიც მას ის არ გააჩნია.......! და მომოტევეთ შტაინერის "ფანებო". თუ მისი დონის არ ვარ, აზრის გამოთქმის უფლება ხომ მაინც მაქვს! თუ არა? wink.gif



ააა : )
asklipiodota
QUOTE(გაგა @ May 18 2009, 10:44 PM) *
asklipiodota
�#8220;ა მომოტ�#8221;ვ�#8221;თ შტაინ�#8221;რის "ფან�#8221;ბო". თუ მისი �#8220;ონის არ ვარ, აზრის გამოთქმის უფლ�#8221;ბა ხომ მაინც მაქვს! თუ არა? wink.gif


ვინა თქვა არ გამმოთქვაo, კაცო biggrin.gif
asklipiodota
QUOTE(გაგა @ May 18 2009, 10:44 PM) *
asklipiodota
"ტვინგამორეცხილი" კი ნიშნავს იმას, რომ არის პრიმიტიული, თეოლოგიის ტიპიური წარმომადგენელი, მე შტაინერის კითხვის დროს მისი "სახელით" კი არ ვტკბებოდი არამედ თეოლოგიური აზროვნებით,


შტაინერი ვინ იყო, უაბშე ა ვიცოდი, შემთხვევით შემომეკითხა და მერე მივხვდი შტაინი რა ხილი იყო biggrin.gif

შენა კიდევ, ამბობ თელოგები, ანუ თელოგიური აზროვნებისანი, ტვინამორეცხილები არიანო და ამასთანავე დასძენ, მე შტაინერის კითხვისას , სახელით კი არა თეოლოგიური აზროვნებით ვტკბებოდიო .. და რეავიცი აპაა tongue.gif biggrin.gif
vkh
შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ზოგ ფორუმზე შტაინერის სულისმეცნიერების ზოგიერთ მიმდევარ-მკვლევართა შორის ამპარტავნების მაღალი დონე შიმინიშნია, ამის ერთერთი ახსნა შტაინერის მოძღვრების სრულყოფილება შეიძლება იყოს, პასუხი თვით ურთულეს კითხვებზეც კი მუდამ მზად არის smile.gif

ანუ ნაკითხობა ცოდნის ილუზიას ბადებს მათში, არადა რასაც ვკითხულობთ, ეს ხომ სხვისი თვალით, გონებით, განცდით, გრძნობით მიღწეული გამოცდილებაა... ის ჩვენ უნდა გვეხმარებოდეს, რომ ჩვენივე თვალით, ყურით და აზროვნებით განვიცადოთ ცოდნა და არა ის, რაც სინამდვილეში ხდება: წაკითხულის სინთეზი და მერე მისი სხარტად გამოყენება ყოველგვარი მოძღვრების გასაბათილებლად smile.gif
asklipiodota
QUOTE(vkh @ May 21 2009, 10:29 PM) *
ანუ ნაკითხობა ცოდნის ილუზიას ბადებს მათში, არადა რასაც ვკითხულობთ, ეს ხომ სხვისი თვალით, გონებით, განცდით, გრძნობით მიღწეული გამოცდილებაა... ის ჩვენ უნდა გვეხმარებოდეს, რომ ჩვენივე თვალით, ყურით და აზროვნებით განვიცადოთ ცოდნა და არა ის, რაც სინამდვილეში ხდება: წაკითხულის სინთეზი და მერე მისი სხარტად გამოყენება ყოველგვარი მოძღვრების გასაბათილებლად smile.gif

გეთანხმები ... წიგნი, უმეტეს შემთხვევაში ხელს უშლის ცოცხალ აზროვენაბს... ადამიანების 90 პროცენტი ზედმეტადაა წიგნს მიჯაჭვული, წიგნის გაზეპირებული ფრაზებით საუბრობს... ეს ხომ ყველას შეუძL, თუ მოინდომებს.. აი ცოცალი აზროვნება კი ყველას არ შეუძლია.. წიგნი ხელს უნდა უწყობდეს ამ აზროვნებას და არა პირიქით
vkh
ციტატა(asklipiodta @ 23rd May 2009 - 07:58 PM) *
აი ცოცალი აზროვნება კი ყველას არ შეუძლია.. წიგნი ხელს უნდა უწყობდეს ამ აზროვნებას და არა პირიქით

++1
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.