Help - Search - Members - Calendar
Full Version: არატრადიციული მედიცინა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება
Pages: 1, 2
ირმა
აქ დავწეროთ ყველაფერი რაც ვიცით არატრადიციული მედიცინის შესახებ. ტრადიციული თუ არატრადიციული არ აქვს მნიშვნელობა მედიცინა– ჩვენი დიდი წინაპრის მედეასგან იღებს სათავეს და ჰიპოკრატემაც კი აქიდან ისწავლა ბევრი რამ. ხალხო ჩვენ ვართ დასაბამი მედიცინისა( ჩვენ არა ჩვენი წინაპრები rolleyes.gif , ჩვენ მათ ფრჩხილთან ვერ დავედრებით)


ირმა
ხო, როგორც მედეას შთამომავალი (მედეასავით საბერძნეთში გათხოვილი wub.gif ), მიყვარს არატრადიციული მედიცინის ბევრი მომენტი გზადაგზა რა სახის წამალი გამახსენდება აქ დავწერ. თქვენც დაწერეთ, ხშირად ეს უბრალო ნაწერი ვინ იცის იქნებ ვინმეს მშველელი გამოდგეს რამეში. ბევრი არ ვიცი და არც შემიძლია, მაგრამ ცოტაც კი რომ შევძლო ვინმეს რამით უშველო ეს ჩემთვის უდიდესი სიხარულია. ამიტომ ყველა ფორუმელს მოვუწოდებ: გავაკეთოთ ეს პატარა კეთილი საქმე ყველამ ერთად.
Uma
ზამთარი ახლოვდება და გრიპის სეზონი, აბა ვინ რა ხერხით სარგემბლობთ, რომ იმუნიტეტი აიწიოთ? მამიდაჩემი ხოლმე ნიორს სვამდა smile.gif - არ ჭამდა, ყლაპავდა სუნის გამო. smile.gif
ირმა
ნიორსა და ხახვს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია, მაგრამ ნივრის დიდი რაოდენობით მღება ზოგჯერ ზნევს კუჭს. საჭიროა ყველგან და ყველაფერში ზომიერება. ასევე ნივრისა და ხახვის ბევრის ჭამამ სუნი იცის ასევე იღლიებშიც...
უამრავი რამ ინკურნება ამ მცენარეებისაგან, მაგ: ნიორი ქოლისტერინის საუკეთესო წამალია(ბერძნები ძალიან ცოტა ნიორს ჭამენ ჩვენთან შედარებით და მიუხედავათ იმისა რომ აქვთ ზეითუნის ზეთი და ხმარობენ მხოლოდ ზეითუნს საჭმელებში, რომელიც ასევე უებარი წამალია ქოლისტერინისა, მაინც ყოველი მეორე ქოლისტერინის პრობლემებითაა, საქართველოში კი ძალიან ხშირია კუჭის წყლულოვანი დაავადებები, ასე რომ ყველაფერი ზომაზე უნდა მივიღოთ...)

რაც შეეხება იმუნიტეტს, მისი საუკეთესო მშველელია ვიტამინი C , რომელიც უხვადაა ხილსა და ბოსტნეულში. კარგი იქნება თუ არის საშუალება დღეში ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი მაინც მივიღოთ.
ირმა
ხველება ვისაც აწუხებს: მოხარშოს კარგად კომში მთლიანად თესლიან ყველაფრიანად, (განსაკუთრებით შველის მაგარი ადგილი რომ არის თესლთან, )მოხარშული კომშის წვენი შველის ხველებას.
ასევე ხველებისთვის უებარი წამალია თაფლი, რამდენი დაგახველებთ მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი(მწეველების საყურადღებოდ, არ მოწიოთ იმ დღეებში, არ გაგივლით მალე ხველება...). დღის განმავლობაში რაც უფრო ხშირად მიირთმევთ თაფლს, მით უფრო მალე გაგივლით ხველება.

გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას biggrin.gif
blanca
QUOTE(Uma @ Nov 5 2008, 11:42 AM) *
ზამთარი ახლოვდება და გრიპის სეზონი, აბა ვინ რა ხერხით სარგემბლობთ, რომ იმუნიტეტი აიწიოთ? მამიდაჩემი ხოლმე ნიორს სვამდა smile.gif - არ ჭამდა, ყლაპავდა სუნის გამო. smile.gif


იმუნიტეტისთვის royal jelly არის კარგი. არ ვიცი როგორ არის ქართულად. არსებობს არაკაფსულებში რომ არის ისეთიც. თაფლივით
რა თქმა უნდა ვარჯიში და ხილ ბოსტნეული ბევრი

blanca
ბროწეულია ძალიან სასარგებლო.
ხილიდან ალბათ ბროწეული ყველაზე სასარგებლოა რადგან ანტიოქსიდანტების სიმფონიაა ერთგვარი. თან რა ლამაზია ! + წითელია. წითელი ფერის ხილი ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა.
ეხლა ჩავიგემრიელე პირი. ზამთარი მოდის და უზარმაზარი ბროწეულები იყიდება უკვე smile.gif
ირმა
ექსტრასენსი ისეთი ადამიანია, რომელიც აკეთებს დიაგნოსტიკას და მკურნალობს დაავადებებს. არ არის ადვილი ექსტრასენსობა და ვეთანხმები ნაწილობრივ ეკლესიას, რომ კრძალავს ამ სახით მკურნალობას, მაგრამ... არსებობს ამ სახით მკურნალობა! ეს მკურნალობა უმტკივნეულოა, ქრისტეც უდიდესი ექსტრასენსი იყო, მაგრამ ისევ მაგრამ... საშიშია ექსტრასენსი რომელთანაც მიდიხარ თუ არ იცი ვინ არის. მე ალბათ, მივხვდებოდი ვენდო თუ არა ამა თუ იმ ექსტრასენსს, ალბათ ვერ ,მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა გაარჩიონ. ვიცი არიან ექსტრასენსები რომლებიც მკურნალობენ და ძალიან კარგად, მაგრამ ცუდმა ექსტრასენსმა შეიძლება დაგაავადოს. შეიძლება აქსტრასენსი ენერგო ვამპირიც იყოს, მაშინ ? მაშინ კარგავ ენერგიას,დროებით შეიძლება უკეთ იგრძნო. თუმცა ძალიან კარგი მეთოდია სამკურნალოდ, უბრალოდ უკეთეს შესწავლასა და ცოდნას საჭიროებს. საქართველო და ქართველები გამოირჩევიან თავიანთი დიდი ველით ასევე ფილიპინელები.
ექსრასენს აქვს დიდი ენერგია. ყველა ადამიანს აქვს ენერგია, ასე რომ ყველას შეუძლია გახდეს ექსტრასენსი თუნდაც საკუთარი თავისა.

წარსულის ჩვევათგან გავამახვილებ ყურადღებას, როცა ვინმეს თანაგრძნობის გამოხატულებით ხელზე ეხები, რაღაცა იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა wink.gif და მერე რატომღაც დავივიწყეთ.
Shou
გაციებისას, ასევე გრიპის დროს ყველაზე კარგი და უვნებელი საშუალებაა ლიმონი. ნახევარი ლიმონი 1 ჭიქა ადუღებულ წყალში 1-2 წუთი გავაჩეროთ, მერე ჩავაწუროთ და დავლიოთ. აი, ასე მკურნალობენ ორსულ ქალებს სამშობიაროებში (ეს პათოლოგიურ განყოფილებებში რა თქმა უნდა და ორსულობის ადრეულ ან ბოლო სტადიაზე პრობლემების შემთხვევაში მოხვდრილებს) რადგან ნაყოფისათვის გრიპზე არანაკლებ საზიანო მედიკამენტებია.
Uma
გამიგია კიდევ არაყი და პილპილი არისო ძალიან ეფექტური გრიპის დროს, მაგრამ ექსპერიმენტი არ ჩამიტარებიაsmile.gif
ირმა
QUOTE(Uma @ 28th November 2008 - 08:40 PM) *
გამიგია კიდევ არაყი და პილპილი არისო ძალიან ეფექტური გრიპის დროს, მაგრამ ექსპერიმენტი არ ჩამიტარებია

პილპილის რა მოგახსენო და არ ვიცი, მაგრამ მამაჩემს გრიპი თუ შეხვდებოდა, იღებდა ერთ დიდ ხახვს, ჩაკბენჩდა და ერთ ჭიქა არაყს დააყოლებდა(ამას ჭამის პროცესში აკეთებდა), ასე დალევდა 2-3 ან4 ჭიქას და მეორე დილით ჩიტივით იყო.

მე მართლა არ ჩამიტარებია ეგ ცდა. მე გრიპი მირჩევია არყის დალევას lol.gif
ირმა
ყურის ტკივილის დროს გამიგია, ზოგი სპირტს იწვეთებს ყურებში 2 ან 3 წვეთს. აქ დაგიწერთ ერთ ძალიან კარგ დაცდილ საშუალებას ყურის ტკივილისა, გინდაც ბავშვზე 5 წლის მერე, გინდა დიდზე.
ავიღოთ მიტკალი და დავჭრათ გრძელ ზოლებად, დაახლოებით 1,5 სმ-იმ სიგანისა. გადავახვიოთ მჭიდროდ ფანქარს ისე, რომ ნაჭერი ერთმანეთზე ოდნავ გადადიოდეს. დავადნოთ ცოტა თაფლის სანთელი და ფანქარი შიგ ამოვავლოთ. ოდნავ შეგრილებულს გამოვაძროთ ფანქარი და მივიღებთ ტრუბის მსგავს სანთელს, რომელიც არ უნდა დაგვეჭყლიტოს, უნდა იყოს სწორი. დავადებინოთ თავი ავადმყოფს რბილად ცალ მხარეს, თუნდაც კალთაში და ეს „ტრუბა “მტკივნეულ ყურში ჩავუდოთ, კიდევ ფრთხილად, რომ არ ჩაიჭყლიტოს. მოვახვიოთ ირგვლივ, ყურთან ახლოს ცოტა ნაჭერი ფრთხილად და ავანთოთ. ახლოს ვიქონიოთ ერთი მაკრატელი და რამე ჭურჭელი, რომ როგორც კი ჩაიწვება მალე ავიღოთ და ყურზე ცოტა ხანს თბილად ნაჭერი მივაფაროთ. მაკრატლით მოვჭრათ ცეცხლი და ჩავაქროთ და გავხსნათ ქვედა მხარე, თუ ნახეთ რომ ამოტანილია ყურიდან ჭუჭყის მსგავსი სითხე, მაშინ ოპერაცია სწორად ჩაგიტარებიათ. თუ ქრონიკული ტკივილია გაიმეორეთ იგივე.

თუ რამე ვერ გაიგეთ და ყურის ტკივილი გაწუხებთ, შემეკითხეთ და დეტალებს უფრო კარგად ავხსნი.
თამამად გირჩევთ, საკუთარ თავზეც კი მაქვს დაცდილი და რაც მთავარია უმტკივნეულო მეთოდია.
ჯანმრთელობას გისურვებთ smile.gif
Uma
მე მიწვეთავდნენ ბავშობაში სპირტს და მშველოდაsmile.gif ეხლა ყელი მაწუხებს და ძალიან მეზარება გამოვლებები ვაკეთო, იქნებ რამე სწრაფი მეთოდი მითხრათ ტკივილი რომ ჩავახრჩოsad.gif
blanca
სალბი
ირმა
QUOTE(Uma @ 24th December 2008 - 06:09 PM) *
მე მიწვეთავდნენ ბავშობაში სპირტს და მშველოდა ეხლა ყელი მაწუხებს და ძალიან მეზარება გამოვლებები ვაკეთო, იქნებ რამე სწრაფი მეთოდი მითხრათ ტკივილი რომ ჩავახრჩო

თაფლი ჭამე. რაც მეტს შეჭამ მით უკეთესია. თუ ეწევი არ მოწიო biggrin.gif რამდენი შეგაწუხებს ტკივილი, „ყლუპ“ ერთი ყლუპი თაფლი.
მალე გაევლოს ტკივილს kiss1.gif
და იცი რაა ჭამე თაფლი და ხვალ საღამოს ჩიტივით იქნები biggrin.gif
Zet
Uma
QUOTE(Uma @ 24th December 2008 - 05:09 PM) *
ეხლა ყელი მაწუხებს და ძალიან მეზარება გამოვლებები ვაკეთო, იქნებ რამე სწრაფი მეთოდი მითხრათ ტკივილი რომ ჩავახრჩო

ნიორი დანაყე, აურიე ცოტა ზეთში და ცხივრში წაისვი საღამოს Laie_61.gif
blanca
კი დავწერე უკვე მაგრამ კიდევ დავწერ:

მოკლედ მე მანდედან წამოვიღე სალბის აბები ბუნებრივია და ძალიან ეფექტური.
საწუწნია biggrin.gif
ძალიან მალე გაგივლის რამდენიმე გინდა სულ

Uma
მადლობა რჩევებისთვის, ცუდია დღეს რომ შემოვედი მხოლოდ. მოკლედ გუშინ სახლში ხელში მომხვდა იოდინოლი. გაზავებული ძირითადათ არ მეხმარება და ავიღე და პირდაპირ ბოთლიდან მოვყლუპე და შემთხევით გადამეყლაპა, მთელი საღამო უნიტაზის თავზე გავატარე biggrin.gif დღეს კი გული მერევა ამის გამო, მაგრამ სამაგიეროდ ყელის ტკივილი გამივიდა))) სალბი იყიდება აფთიაკებში?
blanca
იყიდება.
'შალფეი' იყო ხოლმე ადრე, რუსული. გემრიელი ჩასაწუწნი იყო
ეხლა ჩვენებმა გამოუშვეს 'სალბი'
ისეთივე გემრიელი არარის მაგრამ მსგავსად ეფექტურია smile.gif

გულის რევამ რომ გადაგიაროს ევკალიპტი იქნება ასევე აფთიაქში და ინჰალაცია გაიკეთე
სახის კანსაც მოუხდება, ყელსაც და ერთგვარი არომათერაპიაც გამოგივა smile.gif

გამოჯანრმთელებას გისურვებ
ირმა
ალოეს სამკურნალო თვისებებზე ვის არ გაუგია... ამ მცენარეს უამრავი სხვადასხვა დაავადებების მორჩენა შეუძლია. მას იყენებენ თანამედროვე წამლების დასამზადებლად.
ვინც ალოეს ფოთოლს გაჭრის და სველი მხრიდან ძირმაგარაზე ან მუწუკზე დაიდებს,–შველის. ძირმაგარაზე კარგი იქნება რამეთი დავამაგროთ ალოე, რადგან უფრო დიდხანს უნდა გედოს.
Katabua
ცოტაოდენი ჰემოგლობინის ნაკლებობის შესახებ: -
- ბევრი გაგვიგია კედარის თესლის თვისებებზე, -
მაგრამ არ ვიცოდი რომ სხვადასხვა "კომპლექსურ" ვიტამინებთან ერთად რკინის დიდი შემცველობა (80%?) რომ გააჩნდა..
ეს არის რომ ამ ზამთარში სად ვიშოვოთ?!
-მააშინ მივირთვათ ისპანახი, მწარე კვახი ( biggrin.gif )
..და საერთოდ, რაც მწვანეაო ყველაფერიო.. შეიცავსო რკინასო;
რაც მთავარია არ დალიოთ ეს "ხიმიკატ ვიტამინები", ანალიზები უმჯობესდება, ორგანიზმი ზიანდება..

აგრეთვე ამ დროს გვირჩევენ შესაბამის ასანებს (იოგა), რამდენიმე სუნთქვით ვარჯიშს, სუფთა ჰაერზე ხშირ ყოფნას, მზის და წყლის აბაზანებს და ორგანიზმის ყოველდღიურ გაწმენდას (კუჭ-ნაწლავ..)ლიმნიანი წყლის დახმარებით..
crazy.gif უჰ. წავედი წყალი დავლიო biggrin.gif
ირმა
QUOTE(Katabua @ 12th January 2009 - 06:28 PM) *
ბევრი გაგვიგია კედარის თესლის თვისებებზე, -
მაგრამ არ ვიცოდი რომ სხვადასხვა "კომპლექსურ" ვიტამინებთან ერთად რკინის დიდი შემცველობა (80%?) რომ გააჩნდა..

ა, ნამდვილად არ ვიცოდი, თანაც რკინას თუ შეიცავდა, მას რამდენიმე საჭმელში ვხმარობ და ძალიან გემრიელია, მგონი უფრო მეტი უნდა ვიხმარო smile.gif

QUOTE(Katabua @ 12th January 2009 - 06:28 PM) *
ორგანიზმის ყოველდღიურ გაწმენდას (კუჭ-ნაწლავ..)ლიმნიანი წყლის დახმარებით..

რა და როგორ გაქვს მხედველობაში? შეგიძლია ახსნა უფრო კარგად?
blanca
ჰემოგლობინის ნაკლებობაზე ბროწეული და ბევრი წითელი ბუნებრივად გამოწურული წვენები smile.gif

უუუფ მაგარია ბროწეული. ბროწეულის ბაღში მინდა სახლი
ყვავილიც ლამაზი აქვს და რომ გახლიჩავ, უწესრიგო წესრიგია შიგნით, ულამაზესი და უგემრიელესი.
სათუთად ჩალაგებული უიშვიათესი ძოწის ფერი გემრიელ წვნიანი პაწია უჯრედებით biggrin.gif
Katabua
QUOTE(ირმა @ Jan 13 2009, 09:47 PM) *
კედარი - ა, ნამდვილად არ ვიცოდი, თანაც რკინას თუ შეიცავდა, მას რამდენიმე საჭმელში ვხმარობ და ძალიან გემრიელია, მგონი უფრო მეტი უნდა ვიხმარო smile.gif
ლიმონი - რა და როგორ გაქვს მხედველობაში? შეგიძლია ახსნა უფრო კარგად?



კედარის თვისებები: როგორც მახსოვს "ანასტასიას" "ტომეულშიც" არის ამაზე საუბარი.
საუბარია თვითონ მცენარის სიძლიერეზე და მფარველ ძალაზე.
საჭმელში არა მგონია ინარჩუნებდეს თავის თვისებებს, როგორ ხმარობ მაინც, ნიგოზივით?
ანუ ხარშვისას ან სხვა სუნელებთან ინტეგრაციისას ალბათ იძენს ან კარგავს რაღაც თვიებებს.
ისე მიიღე, როგორიც ხემ მოგვცა. დღეში 15-ოდე ცალი.
კიდევ ენის ქვეშ იდებენ. ოღონდ მეთოდი აღარ მახსოვს. დავაზუსტებ და გეტყვი.

1 ლიმონი, ერთი ჩაის კოვზი მარილი გახსენით 1 ლიტრა ანადუღარ წყალში. მიიღეთ დილით უზმოზე. კუჭის (ორგანიზმის) გასაწმენდი საშუალებაა. იოგების მეთოდია, და ფრთხილად, - თუ მაინც და მაინც არ გაწუხებს არაფერი და დროებითი მოვლენაა უზმოზე ორი ჭიქა გადადუღებული წყალიც საკმარისი იქნება (მერე 10 წუთი სიარული-გასეირნება);
თან იოგების მეთოდს სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშიც ახლავს. და აქ მისი აღწერა ცოტა გამიჭირდება. hilarioustu8.gif
ირმა
QUOTE(Katabua @ 16th January 2009 - 03:44 PM) *
როგორ ხმარობ მაინც, ნიგოზივით?

არა ნიგოზივით, ალბათ უფრო ბრინჯივით. დავუშვათ ბრინჯის დამზადებისას შეგვიძლია კედარის თესლიც შევურიოთ. ან სოკოსთანაც ვიხმაროთ. მე წაბლით გამოტენილ ინდაურში ვხმარობ.

QUOTE(blanca @ 13th January 2009 - 10:44 PM) *
ჰემოგლობინის ნაკლებობაზე ბროწეული და ბევრი წითელი ბუნებრივად გამოწურული წვენები

უუუფ მაგარია ბროწეული. ბროწეულის ბაღში მინდა სახლი
ყვავილიც ლამაზი აქვს და რომ გახლიჩავ, უწესრიგო წესრიგია შიგნით, ულამაზესი და უგემრიელესი.
სათუთად ჩალაგებული უიშვიათესი ძოწის ფერი გემრიელ წვნიანი პაწია უჯრედებით

ბროწეული ძალიან მიყვარს. biggrin.gif
ირმა
ექსტრასენსი ადამიანს ბიოენერგიით მკურნალობს. არსებობს სხვადასხვა სახის მკურნალობა. ხელის მოძრაობით(ცნობილი მეთოდი), თვალებით, გონების ძალით. მკურნალობა შეიძლება ხდებოდეს სიახლოვეს ან შორ მანძილზე. თუმცა შორ მანძილზე მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ, უმეტესად სურათის დახმარებით.
blanca
საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებელი რა იცით?
ირმა
ამბობენ ერთი სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი, დილით უზმოზე დალეული კუჭნაწლავის მდგომარეობას აუმჯობესებსო, მე არ მიცდია არ გამომიცდია.
blanca
გაიხარე. ზუსტად გუშინ ვიყიდე ზეითუნის ზეთი.
ირმა
blanca
გააჩნია რა სახის პრობლემაა კუჭნაწლავზე. მაგალითად ორი ცალი კივი(კარგი მწიფე) დავჭრათ და დილით უზმოზე მივიღოთ. შეკრულობის პირველი მშველელია. თუ რთული მდგომარეობაა კარგი იქნება რამდენიმე დღე კივით დავიწყოთ დილა. (ეს კარგად დაცდილი წამალია wink.gif )
blanca
ზეითუნი დაიწყო და იმედია უშველის. ზუსტად არ ვიცი რა მდგომარეობა აქვს. მომნელებელი სისტემა აწუხებს.
ესე იგი ზეითუნი და კივი ორივე უზმოზე მიიღოს? თუ როგორ? თუ ან ერთი ან მეორე?
მადლობა ირმა
ირმა
yes.gif ორივე უზმოზე.

ზეითუნი,–საერთოდ კარგია კუჭნაწლავისთვის.
კივზე დარწმუნებით ვიცი რომ შველის შეკრულობას.
რაც შეეხება კუჭის ან თორმეტგოჯას წყლულს, აქ სხვა საქმეა. არ შეიძლება ახალი პური, ღამე ჭამა, ყავა, სასმელი, ძალიან ცხელი საჭმელი, ლობიო და სხვა. უნდა ჭამოს სუხარი პურის ნაცვლად. პიურეები და სხვა.
blanca
smile.gif
ირმა
კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულის შემთხვევაში ტკივილები საკმაოდ აუტანელია. კუჭის წყლულის შემთხვევაში ჭამისთანავე ადამიანი ტკივილებით იტანჯება, ხოლო თორმეტგოჯას შემთხვევაში ჭამიდან ოთხი საათის შემდეგ.
თუ ერთ ჭიქა ბრინჯს(მრგვალი ბრინჯისა ჯობია) მოვხარშავთ ოთხ ჭიქა წყალში, ბრინჯი ჩაიშლება და ღომივით იქნება. ორი სუფრის კოვზი ასეთი „ღომი“ მივიღოთ ნახევარი საათით ადრე ჭამამდე და მერე რაც გინდა ჭამეთ, –ტკივილი აღარ შეგაწუხებთ. biggrin.gif
ირმა
მაწვნის სახეზე წასმა სახეს ასუფთავებსო, თუ გაგიგიათ? ან რამდენი უნდა გაიჩერო თუ იცის ვინმემ?
ირმა
ამ საიტზე ბევრი მცენარეული წამალი ამოვიკითხე, საინტერესოა...

http://www.med.interes.ge/

მაგ: გაციებაsmile.gif
http://www.med.interes.ge/gacieba.php
blanca
მაწონი რომ გახმება უნდა ჩამოიბანო
კი სასარგებლოა რადგან ბუნებრივ ბაქტერიებს შეიცავს
მაწვნის მიღება დისბაქტერიოზისასაც ძალიან კარგია.

სახეზე თაფლიც კარგია 20 წუთი, თუ არ გეზარება, წებოსავით არის biggrin.gif
და რა თქმა უნდა პამიდორი. საოცრად წმენდს სახეს

ირმა
blanca
QUOTE(blanca @ 4th August 2009 - 08:38 AM) *
მაწონი რომ გახმება უნდა ჩამოიბანო
კი სასარგებლოა რადგან ბუნებრივ ბაქტერიებს შეიცავს
მაწვნის მიღება დისბაქტერიოზისასაც ძალიან კარგია.

სახეზე თაფლიც კარგია 20 წუთი, თუ არ გეზარება, წებოსავით არის
და რა თქმა უნდა პამიდორი. საოცრად წმენდს სახეს

მადლობა ბლანკა l_daisy.gif

პამიდორზე არაფერი მქონდა გაგებული.
TeO
მე პირადად მაწვნის ნიღაბს მხოლოდ ზედმეტი ნამზეურის შემთხვევაში ვიყენებ smile.gif და მართლაც უებარი საშუალებაა wink.gif
ირმა
ძალიან საინტერესო საიტია,–სამკურნალო მცენარეები: http://samkurnalomcenareebi.blogspot.com/

დავაკოპირებ ალოეს. ეს მცენარე მართლაც საოცარიაsmile.gif

ალოეს წვენს ან ნედლ ფოთლებს გარეგანი გამოყენების დროს სამკურნალო ეფექტი აქვს დამწვრობების, ტროფიკული წყლულის, ინ­ფექციური დაავადების, ოსტეომიელიტის, აბსცესის, ფლეგმონის, მწერის ნაკბენის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს. გამოიყე­ნეთ საფენების (1-2ჩ.კ) და მოსხურების სახით ჭრილობებზე და დამწვრობებზე.
მიიღეთ გასტრიტის, ენტერიტის, კუჭშეკრულობის დროს 1 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან 2 თვემ­დე.
ალოე რეკომენდებულია როგორც საფაღარათო საშუალება. ამ მიზნით ალოე ასე მზადდება: 150 გრ. ალოეს ფოთლებს (ეკლიანი კიდეე­ბი მოაჭერით) დააქუცმაცეთ ხელით და დაასხით 300 გრ. ცხელი თაფლი (თალი ადუღებამდე არ მიიყვანოთ). დააყენეთ დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ გააცხელეთ, გაწურეთ და მიიღეთ 5-10 გრ. დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე.
მწვავე რინიტის განვითარების შესაჩერებლად ჩაიწვეთეთ ალოეს წვენი თითოეულ ნესტოში 5-8 წვეთი დღეში 3-ჯერ 3-5 საათის ინ­ტერვალით. ნედლი ფოთლების წვენი გამოიყენება ნევრალგიის, თავის ტკივილის და სხვა დაავადებებისას. ასევე საჭმლის მოუნელებ­ლობის დროს და მენსტრუაციის დასარეგულირებლად _ 8-10 წვეთი ერთ ჯერზე.
მიიღეთ ალოეს წვენი 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლლულოვანი დაავადების, ანემიის, ბრონქიალური ასთმის დროს, დიზენტერიის შემდეგ და ინფექციური დაავადებების წინაამ­ღდეგ ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად.
დასუსტებული ავადმყოფებისთვის და ბავშვებისთვის შემდეგი მკვებავი მასა მოამზადეთ: 100 გრ. ალოეს წვენი, 500 გრ. კაკალი, 300 გრ. თაფლი და 3-4 ლიმონის წვენი. მიიღეთ 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ალოეს წვენში დასველებული ტამპონი საშოში შეჰყავთ საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
სახლის პირობებში ალოეს წვენი ოთახის მცენარეებიდან მიიღება. ამისთვის მსხვილი ფოთლები დააქუცმაცეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურეთ წვენი, სქელ ნაჭერში ან რამდენიმე ფენა დოლბანდში გაფილტრეთ და 3 წთ. ადუღეთ. გამოიყენეთ მაშინვე, რადგან შენახვისას თვისებებს კარგავს. ალოეს ექსტრაქტს თვალის დაავადებებისას, ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის, პიგმენტური რი­ტინიტის, თვალის ნერვის ატროფიის დროს იყენებენ.
Andrea
ციტატა(ირმა @ Mar 13 2009, 09:59 AM) *
ექსტრასენსი ადამიანს ბიოენერგიით მკურნალობს. არსებობს სხვადასხვა სახის მკურნალობა. ხელის მოძრაობით(ცნობილი მეთოდი), თვალებით, გონების ძალით. მკურნალობა შეიძლება ხდებოდეს სიახლოვეს ან შორ მანძილზე. თუმცა შორ მანძილზე მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ, უმეტესად სურათის დახმარებით.

რა მშვენიერი და მივიწყებული თემაა smile.gif) და რა მაინტერესებს ვინმეს ხომ ვერ მირჩევთ? ანუ მინდა ვინმე კარგ მკურნალთან სიარული, ვიცი რომ ბევრი კითხულობს ლექციებს და ვისთან მივიდე არ ვიცი girl_sigh.gif
td.........
b]Andrea[/b]
ანდრეა სალვია მეც მიყვარს! smile.gif))))[
ირმა
td.........
QUOTE(td......... @ 29th September 2010 - 12:14 PM) *
b]Andrea[/b]
ანდრეა სალვია მეც მიყვარს! ))))[

pentagrama
Marilebs ra shvelis ?
earth
არის ერთი ბალახი, სახელი არ ვიცი თუ სწორედ მახსოვს, მგონი შვრიტა ჰქვია.
მინახია კახეთში, ამოდის წყლიან ადგილებში, მგონი 50 სანტიმეტრს აღწევს, ფორმით პატარა ნაძვს მოგაგონებს, ძალიან ლამაზი მცენარეა. გამიგია მისი ნაყენი შველის მარილებს.
ასევე გამიგია ბევრი წყლის სმა არის კარგი.
earth
ეს თემა მეგონა წაშლილი იყო, ახლა ვნახე smile.gif

ხო...
ახალი პატარა წამალი, ანუ დამცავი საშუალება: ჩაი..
მოკლედ, თურმე როგორც კი იგრძნობთ რომ ენერგოვამპირი გართმევთ ენერგიას უნდა დალიოთ ჩაი და შველის. მართლაც შველის, გავსებთ ენერგიით wink.gif
Erekleee
earth
და უკვე თუ წაგართვა ? ანუ მერე რომ დალიო კაცმა ))))
earth
Erekleee
ხოდა ისევ აღიდგენ ენერგიას smile.gif
ასეა მუდამ ვხარჯავთ და ვიდგენთ ენერგიას, მაგრამ ამ შემთხვევაში, კარგია მალე აღდგენა.
Atm@n
1. Надо обращаться с мыслями так же, как с вещами, потому что мысль – материальна.


2. Власть человека растет, когда он помогает другим.
Использование власти для подавления вызовет напряжение, которое ослабит вашу власть.
То же относится и к болезни. Если ты, стиснув зубы, борешься с болезнью, пытаешься ее подавить, то болезнь начинает сопротивляться.


3. Мир такой, каким его считаешь.
Считаешь его дерьмом, он - дерьмо. Если ты этого желаешь, то автоматически это возможно.


4. Границ не существует.
Все границы - в нашем сознании, в мыслях. Всё, что может представить себе человек, может произойти. Создание нового начинается в нашем сознании.


5. Очень важно правильно выбирать цель.
Она не должна быть размазанная.
Умение мыслить конкретно, обнажает желаемое. Вступая в контакт со своим желанием, человек наделяет его энергией воплощения.


6. Момент твоей власти над этим миром, над собой, над своей судьбой всегда здесь и сейчас. Все остальное – иллюзия!
Умение перенаправлять свой фокус внимания в НАСТОЯЩЕЕ, возвращает тебя в сакральное место силы. Оно всегда внутри тебя.
Воспоминания и беспокойство о будущих неудачах блокируют твою силу.
И исполнение желаний начинается прямо здесь и сейчас. Хочешь – значит, уже начал. Начал – значит, владеешь.


7. Чем больше ты в гармонии с тем, что ты имеешь, тем легче это изменить и улучшить.
Хочешь здоровья – люби здоровье. Хочешь богатства – люби богатство. Хочешь красоты – люби красоту.
Если желаешь кому-то плохого, то нарушаешь закон Хуны, и ничего в жизни не получается.
То, что получается, будет иметь обратную сторону – разрушение.


8. Вся сила находится в тебе. Никто не поможет. Только ты.
Соединяй свои Части в единое (Дух, Душа, Тело). Эти системы начнут узнавать друг друга, передавая сигналы.


9. Если у тебя есть мечта, то у тебя есть силы ее реализовать.
Душа вписала тот опыт в твою судьбу, который ты можешь выбрать для испытания. Как ты хочешь его прожить, находится в твоём выборе.


10. Если хочешь получить радостные и дружелюбные результаты, то используй радостные и дружелюбные методы.
Всё, что приходит в твою жизнь – есть энергия. Твои реакции на любые испытания – есть энергия. Изменить результаты – означает перейти с одной энергии на другую. Переход на другую волну энергии возможен внутри тебя самого.

http://5dreal.com/2011/03/26/хуна-«t...изменен/
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.