Help - Search - Members - Calendar
Full Version: სულის გადასახლება
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
temuka1995
მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი, რომ სული ერთი სხეულიდან მეორეში გადასახლდეს? smile.gif
earth
მე არა მგონია მასეთი შესაძლებლობა. თუ მაინც არის რაღაც მასეთი, არაა სასურველი მგონია.
ასევე რატომღაც მგონია, ჩვენი სული და სხეული რაღაცით გვანან ერთმანეთს და ერგებიან ერთმანეთს.
jarmen
თუ დავუჯერებთ სხვა და სხვა წყაროებს შესაძლებელია. თუნდაც შებყრობის და შიზოფრენიის მაგალითები ავიღოთ, ანდა პიროვნული გაორების. თუმცა მაგალითად შანკარაჩარიას ისტორიაში გვხვდება შემთხვევა, როდესაც შანკარაჩარია გამოცდილების მიღების მიზნით შედის მეფის სხეულში, რომლის სულსაც იმწუთას ქონდა დატოვებული სხეული ჭრილობის გამო. თეორიულადაც, თუ ჩავთვლით, რომ სხეული ჭურჭელია ცნობიერებისვის, ეს ისეთივე მოვლენა უნდა იყოს როგორც წყლის ერთი ჭიქიდან მეორეში გადასხმა. ნუ თავის მხრივ კიდევ ბევრი ნიუანსია რაც იკვეთება, ჩემთვის ის უფრო საკითხავია რამდენად ეფექტურად შეიძლება ფლობდეს უცხო ცნობიერება სხეულს?
mamu_ka
ვეთანხმები ბოლო პოსტის ავტორს, ვფიქრობ მომავალში შესაძლებელი იქნება ცნობიერების გადატანა სხვა სხეულში ტექნოლოგიების დახმარებით smile.gif არაფერი ზებუნებრივი არ არსებობს, ყველაფერი ბუნებრივია, უბრალოდ ჯერ არ ვიცით smile.gif სიბრძნე LVL85
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.