Help - Search - Members - Calendar
Full Version: როგორ დავიცავთ თავი შავი მაგიისგან...
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2
TOKA
ბევრ პოსტს და ინფორმაციას გადავაწყდი შავ მაგიაზე, ჯადოებზე და მსგავს საშუალებებზე რითიც შეიძლება ადამიანს რამე ავნო... + ვუდუს თოჯინა, სარკის გამოყენება ვინმეს მოსაკლავად და ...
თითქმის ყველა შემთხვევაში მთავარი "სირთულე" მსხვერპლის რაიმე ნივთის ან ნაწილის(თმა, კანი) მოპოვებაა რაც რეალურად უმეტესად ძალიან მარტივია.

მაინტერესებს თუ არის რაიმე გზა ყველაფერი ამისგან თავის დაცვის? ან ცნობილი და გავლენიანი ადამიანები როგორ იცავენ თავს? ამ ხერხებით ხომ ადვილად შეიძლება ძლიერი კონკურენტი გამოასალმო სიცოცხლეს, დიდი კომპანიის წინამძღოლი, პოპულარული მომღერალი, პრეზიდენტი...
ბევრი ცნობილი ადამიანის ნაქონი ნივთები შეგიძლია იაფად იყიდო აუქციონზე, როგორ იცავენ ეს ადამიანები თავს რომ შენ ეს ნივთი ბოროტად არ გამოიყენო მისივე წინააღმდეგ?

მაგალითად ბილ გეიტსის სიკვდილი ბევრ ბიზნესმენს აწყობს, რისი გაკეთება შეუძლია ბილს? smile.gif უბრალოდ იმედი იქონიოს რომ მისი კონკურენტები შავ მაგიას არ მიმართავენ?
earth
TOKA
ძალიან კარგი შეკითხვებია დასმული ამ თემაში და ძალიან კარგი იქნება ამ საკითხზე მსჯელობა, რომ ადამიანებმა თავი დაიცვან.
კი ძლიერია შავი მაგია, მაგრამ ის თავის ძალას შენში პოულობს, შენ როცა ხარ „სუსტი“მაშინ მოქმედებს. თუ ირწმუნე, რომ ის მოქმედებს შენზე ის იმოქმედებს უარყოფითად.

თუ შენ ჰარმონიულად ხარ, თუ შენ შინაგანად ძლიერი ხარ და შენ იცი შენი თავი შენს ხელშია, თუ შენ მართავ შენს ცხოვრებას ისე როგორც შენ გინდა, ვერანაირი შავი მაგია ვერ გაჯობებს.
ყველა ის დიდი ადამიანი, რომელიც ჩამოთვალე, ისინი ასეთები არიან, რადგან მათ ასეთები დახატეს თავიანთი თავები. ისინი ძლიერი ფსიქიკის ადამიანები არიან და მიიწევენ წინ, იქით საითაც უნდათ რომ წავიდნენ.
FERRE
TOKA
გამარჯობა. ბილ გეიტს და არამარტო მას (თითქმის ყველა ცნობილ პიროვნებას) აქვთ შეხება თეთრ მაგებთან, მედიუმებთან, ეზოთერიკებთან. ყველა მათგანი ატარებს დამცავ თილისმას და თითქმის 100% დაცულები არიან ავი თვალისაგან და ჯადოსგან.
ხოლო ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი დამცავია უფლის სიყვარული. ვინც 10 მცნებას იცავს და ლოცულობს, მარხულობს და ქრისტიანულად ცხოვრობს ჯადო ვერაფერს დააკლებს..
jarmen
FERRE

საინტერესო თემაა მოწონს, პრაქტიკულია და აუცილებელი.
მაგიაში მთავრი არის ენერგია, სხვა ადამიანის სხეულის ნაწილია ქონა არ ნიშნავს იმას რომ დაჯაბნი, კუსოკი უბრალოდ აძლიერებს მოქმედებას და გეხმარება შეინარჩუნო კავშირი ობიექტთან, თუმცა არ არის სავალდებულო. ანუ პრაქტიკოსს სხეულის ნაწილის გარეშეც შეუძლი დადოს შედეგი, ასტრალური, მანტალური თავდასხმით... მაგრამ თუ მისი ენერგია არ არის ძლიერი თავდასხმის ობიექტისაზე მაშინ უბრალოდ ისეთივე სიტუაციაა ბავშვი, რომ მოზრდილს უტყამს მუშტს. ანუ რეალორად არანაირ სერიოზულ შედეგს არ დებს.
რაც შეეხება ბილ გეითსს და სხვა ცნობილ ადამიანებს შეგი₾ძია ცად მათზე თავდასხმა და ნახავ როორ აგტკივდება თავი, შეგეცვლება განწყობა და საბოლოოდ მიხვდები, რომ "აბრატკას" იღებ. ყველა სერიოზული ადამიანი იყენებს ან აყენებინებს ენერგეტიკულ დაცვებს. ვინც არ აყენებინებს უბრალოდ მაშნვე იწყებს უკუსვლას როდესაც არასასურველ ყურადღებას მიიქცევს.
რაც შეეხება ღვთის რწმენას დ არელიგიური დოგმების შესრულებას, ერთის მხრივ ეხმერება ადამიანის ენერგეტიკას რაც თავის მხრივ ნიშნავს გარკვეულწილად დაცულობასაც მაგრამ ესე აბსოლუტურ დონეზე საუბარი რეალობას ნაკლებად შეეფერება. მაგი გაცილებით მაღლა დგას ვიდრე მღვდელი ან ეპისკოპოზი შესაბამისად მრევლი ფაქტიურად დაუცველია რეალური ზემოქმედებისგან თუმცა სფლის მკითხავების ჯადების წინააღმდეგ შედეგიანია.

earth

გეთანხმები, როდესაც შავი მაგი ურტყამს ობიექტს ცდილობს იპოვოს მისი სისუსტე და შესაბამისად მოამზადოს თავდასხმა, სკეპტიციზმის თავის მხრივ მუშაობს მაგრამ აქაც ვერ ვიტყვით რომ აბსოლუტის დონეა. მაგალითად ადამიანი ვერ ხედავს ბაქტერიას, მაგრამ ბაქტერია არსებობს მუშაობს და მათ დიდ რაოდენობას შეუძლია ადამიანის მოვკვლა, თუმცა ადამიანებმა არც იცოდნენ და არც შეიძლებოდათ რო სცოდნოდათ ეს, ანუ აბსოლუტურ სკეპტიციზმში იყვნენ, ეს მაინც არ შევლოდათ, ასეა მაგიაშიც, დროებითი სკეპტიციზმი, პრაქტიკოსს აძლევს დროს დაცვის დასაყენებლად, ანუ როდესაც გრძნობ რომმოდის ენრრგო დარტყმა და შენ ამ დროს ხარ პრაქტიკოსი, გარკვეული დროით "რთავ" სკეპტიციზმს, აკავებ დარტყმას და ამ დროში აყენებ დაცვას.

ესაა ჩემი კომენტარი
INVICTUS
earth
QUOTE(earth @ 1st December 2017 - 11:21 PM) *
ძალიან კარგი შეკითხვებია დასმული ამ თემაში და ძალიან კარგი იქნება ამ საკითხზე მსჯელობა, რომ ადამიანებმა თავი დაიცვან.
კი ძლიერია შავი მაგია, მაგრამ ის თავის ძალას შენში პოულობს, შენ როცა ხარ „სუსტი“მაშინ მოქმედებს. თუ ირწმუნე, რომ ის მოქმედებს შენზე ის იმოქმედებს უარყოფითად.

თუ შენ ჰარმონიულად ხარ, თუ შენ შინაგანად ძლიერი ხარ და შენ იცი შენი თავი შენს ხელშია, თუ შენ მართავ შენს ცხოვრებას ისე როგორც შენ გინდა, ვერანაირი შავი მაგია ვერ გაჯობებს.
ყველა ის დიდი ადამიანი, რომელიც ჩამოთვალე, ისინი ასეთები არიან, რადგან მათ ასეთები დახატეს თავიანთი თავები. ისინი ძლიერი ფსიქიკის ადამიანები არიან და მიიწევენ წინ, იქით საითაც უნდათ რომ წავიდნენ.

მართალია
INVICTUS
jarmen
QUOTE(Jarmen @ 2nd December 2017 - 10:45 AM) *
როდესაც გრძნობ რომმოდის ენრრგო დარტყმა და შენ ამ დროს ხარ პრაქტიკოსი, გარკვეული დროით "რთავ" სკეპტიციზმს, აკავებ დარტყმას და ამ დროში აყენებ დაცვას.

მაგრად ახსენი, ისე, როგორც მე ვფიქრობ.
TOKA
ძალიან საინტერესოა...
მეც მგონია რომ იმ დიდ ადამიანებს როგორც შეიარაღებული დაცვა ყავთ ისევე ყავთ მაგები ვინც ამგვარი საფრთხისგან იცავენ მათ.

ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ფიზიკურად ივარჯიშოს და ჩხუბი ისწავლოს რომ ფიზიკური თავდასხმები მოიგერიოს მაგრამ როგორ უნდა ივარჯიშო რომ ასეთი თავდასხმები მოიგერიო?

რაც არ უნდა ძლიერი იყო ფიზიკურად სერიოზული საფრთხისგან, მაგალითად ქილერი თავს ვერ დაიცავ თუ პირადი მცველები არ გეყოლება...
ეზოთერული კუთხით როგორ არის საქმე? შეიძლება იმდენად ძლიერი დაცვა შეიქმნა შენთვითონვე რომ ყველასგან დაიცვა თავი თუ უფრო სერიოზული მტრებისთვის მაინც სხვისი დახმარებაა აუცილებელი?
earth
კი, შეგიძლია თავი დაიცვა. რათქმაუნდა საფეხურებია ეს ცხოვრება, მაღალ საფეხურებზე მეტი ცოდნა გეძლევა.
ერთ-ერთი კარგი დამცველი მოქმედება მინდა დავწერო: წარმოიდგინე შენს ირგვლივ კვერცხის ფორმის ძლიერი ველი. შენ ამ ველში ხარ და ის ისეთი ძლიერია ვერაფერი ვერ აღწევს შენში, უარყოფითი ენერგია მაქვს მხედველობაში, ავი თვალი და მისთანები...
jarmen
earth

მშვენიერი მეთოდია, მარტივი მუშა და ეფექტური. რამდნე ხანს აჩერებ დაახლოებით ამ წარმოსახვას და როგორ შეგრძნებებს გიტოვებს?

TOKA

ენერგეტიკული დარტყმებისგან თავდაცვა ისევ ენერგიითაა შესაძლებელი. როგორც უხეში ფიზიკური დარტყმისას ადამიანის ვიტალურ ორგანოებს იცავს კუნთოვანი სხეული და ძვლოვანი სისტემა, ისე ერთგვარი დაცვის სისტემაა ჩვენი ენერგეტიკა. შესაბამისად ყველა ვარჯიში დ აპრაქტიკა რაც ავითარებს და მოცულობაში ზრდის ენერგოველს შეიძლება ჩაითვალოს სავარჯიშოდ თავდაცვისთვის, ასევე ბიოველზე ენერგეტიკული შრეების შექმნა, გარე შრეების გამკვრივება... მარამ აქტიური თავდაცვისას გჭირდება ექსტრასენსორიკა, უნდა გრძნობდე და განივითარო მგრძნობელობა რომ გაარჩიო ერთმანეთისგან შინაგანი და გერეგანი ეფექტები, ენერგოდარტყმა გაარჩიო ფიზიკური დაღლისობისგან ან მაგალითად ნაღველის გაღიზიანებით გამოწვეული თავის ტკივილისგან. ამის მერე უფრო მარტივად და ეფექტურად იცავ თავს. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე ძლიერეი ენერგეტიკა თავის მხრივ პასიური თავდაცვაა.
რაც შეეხება ყველასგან თავის დაცვას, ძალიან ზოგადი კითხვაა. ხოც და არაც, თეორიულად კი პრაქტიკულად არა... რაც უფრო ძლიერია დაცვა, მით უფრო მეტი ენერგია სჭირდება მისი არსებობის შენარჩუნებას, შენ დაცვას ძირითადად კვებავ შენ შენი ენერგეტიკით ან სხვა წყაროთი, თან გაჩნია ვინაა მოწინააღმდეგე, რა ძალებია შენს უკან და რა ძალებია მის უკან.
earth
jarmen
ამ პერიოდში იშვიათად ვაკეთებ, საქართველოში სანამ ვცხოვრობდი უფრო ხშირად ვგრძნობდი ჩემზე ამის გაკეთების აუცილებლობას. ახლა თითქოს მასე ვინმეს თვალს ვგრძნობ მეთქი ვერ ვიტყვი, ჩვენში ხალხი უფროა დაკავებული ცრურწმენითა და შავი მაგიით, აქ ძალიან თავისუფალი ვარ. ისე აქაურები ამბობენ ხოლმე გათვალული ვარო, ჩემზე არ მოქმედებს აქაურების თვალი. საბერძნეთში ვარ.
FERRE
jarmen
გამარჯობა. ისევ რელიგიური კუთხით ვისაუბროთ ჯადოსთან და სხვა ნეგატიურ ზემოქმედებებთან დაკავშირებით კაი? იმიტომ რომ ეზოთერიკაში ნაკლებად გარკვეული ვარ ვიდრე შენ (ასე ვფიქრობ და ასეც არის ალბათ)
მოკლედ მე ვიცნობ სქემმღვდელმონაზონს რომელიც კელიაში ცხოვრობს მაღალ მთებში და რომელსაც აქვს ბრძოლები. დილით ანაფორა შემოხეული და ფიზიკური ძალადობის ნიშნებით გამოსულა კელიიდან რომლის მომსწრე არაერთი ადამიანია.
რაღაც სხვა განზომილებაა ეგ ბერი დამიჯერე. პატრიარქს არ იხსენიებს ლოცვებში წარმოიდგინე.. ვინც ყველაზე ძლიერია ზუსტად იმას ებრძვის სატანა. და არსებობს უამრავი ,,იერარქიის'' სატანა და მათ შორის ყველაზე ძლიერი და მთავარი ლუციფერია ხომ გაგიგია. ასევეა იერარქიები ანგელოზებში და მიქაელი ხომ მთავარანგელოზია. ანგელოზებიდან მამა ღმერთი მხოლოდ მიქაელს უნახავს იცოდი? რატო აქვთ ანგელოზებს ფრთები იცი? ღმერთს იმხელა ძალა და გამოსხივება ქონია რომ ვერ უძლებს ვერავინ და ანგელოზი მიქაელი ფრთებს იფარებს სახეზე როდესაც მამა ღმერთს ნახულობს. ესე თვალგახელილი ვერ უყურებს თურმე. ცუდად ვხსნი ვიცი მაგრამ ხომ მიხვდი შინაარსს?
მე მყავს ძმაკაცი რომელსაც ტიპი შემოაკვდა და იჯდა 8 წელი ციხეში. ტიპმა ნახა სატანა საკანში და ისეთი შემზარავი იყოო რო მიყვებოდა კიდე 2 წუთი რო გაგრძელებულიყო და ჩემი სხეული არ დაეტოვა ან თავს მოვიკლავდი ან გული გამისკდებოდაო. მესაკნეებმაც შენიშნეს თურმე ჰაერში როგორ აიწია ჩემი მეგობარი და კედელს მიენარცხა.
მოკლედ ეგ ყველაფერი მოდის ბოროტი ძალებისგან (ჯადო,მაგია,გათვალვა) შენ რას ფიქრობ? შემთხვევითობით შეიქმნა ეს სამყარო? თუ გჯერა რომ არსებობს ზე გონი, ძალა რაც გინდა დავარქვათ. მე ღმერთს ვეძახი.
TOKA
მართალია, პირველ რიგში სენსიტიურობა და მგრძნობიარობა უნდა განავითარო რომ რეალურად განსაზღვრო რამდენადაა შენზე თავდასხმები.
earth მარტივი და საინტერესო მეთოდია
TOKA
FERRE
ძალიან დამაინტერესა იმან რაც დაწერე, თუ გაქვს მეტი ინფორმაცია ამ ბერზე და ზოგადად იმაზე რაც დაწერე ცალკე თემა გახსენი, ძალიან საინტერესო იქნება მეტის წაკითხვა...
jarmen
FERRE

კარგი, ვისაუბროთ რელიგიური კუთხით, მაგრამ ეზოთერული კუთხით რელიგიური ტექსტების გააზრება განსხვავებულ სურათს იძლევა დ დაგეხმარებოდ სურათის უფრო ნათლად აღქმაში.
რელიგიაში ძალიან ხშირადაა მითხები და რეალობიდან აცდენილი მომენტები, ამათ თუ გამოვრიცხავთ, ბევრი სასიკეთო, პრაქტიკული და ნათელი ინფორმაციაა. ძალიან საინტერესო ამბავს ყვები კელიაში მომხდარ ბრძოლებთან დაკავშირებით, ანუ ეგ ადამიანი შედის კელიაში და ეწყება ბრძოლა, როგორც გავიგე ხო? კელიის გარეთ არ ებრძვიან? სწორად გაიგე ამას იმიტომ გეკითხები, რომ მინახავს ყურადღების მიქცევის მიზნით ადამიანები მალულად როგორ იფხაჭნიან ფრჩხილებით სხეულზე ჯვრებს და იყენებენ თვითდაზიანებებს. ისიც მინახავს პირისპირ, როგორ ესახებათ სიმბოლოები, დილით როგორ იღვიძებენ დამწვარები, პირადადაც გამიღვიცია ამომწვარი ხელით. მაგრამ ტანსაცმელი საკუთარი ფიზიკური სხეულის დახმარების გარეშე რომ ვინმეს შემოეხიოს არასდროს გამიგია.
პატრიარქის ლოცვა ბოლო ხანია რაც ჩაამატეს დ აარსობრივად თავისი რელიგიური არგუმენტაციით არ შეიძლება მივიჩნიოთ სავალდებულოდ და აუცილებლად.
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2501 აქ შეგიძლია იხილო პატარა სტატია ანგელოლოგიაზე, ამასთან ქართულ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ყველაზე ვრცელი ტექსტი ციურ არსებებზე, გვაქვს დიონისე არეოპაგელისაგან სადაც აღწერს ცხრა დასის ანგელოზებს. რაც შეეხება იმას რომ მხოლოდ მიქაელს ყავს ღმერთი ნაანხი, მაინტერესებს რაზე დაყრდნობით აცხადებ ამას, ანგელოლოგიაში სერაფიმებს აქვთ ფრთები აფარებული წამოსული სინათლე, რომ დაიჩრდილონ. შეგიძლია იხილო იოანეს გამოცხადებაც.
რაც შეეხება დემონუნ იერარქიებს, კარგად აღნიშნე ომ არ არის მხოლოდ ერთი იერარქია როგორც ამას ბიბლია აღგვიწერს, აქ საინტერესო მომენტებია და განხილვად ღირს. მაგალითად ლუციფერ არის ლათინური წარმომავლობის სახელი, ნიშნავს სინათლის მომტანს(პრომეთე) არ ვიცი რა გახდა მიზეზი მაგრამ X-XII საუკუნეებში ლუციფერ გახდა სინონიმი ცისკრის ვარსკვლავის(ალბათ იმიტომ რომ მზის ამოსვლამდე ყველაზე ნათელი ვარსკვლავი ცისკრის ვარსკვლავია(პლანეტა ვენერა), ამის შემდეგ კი გაიგივდა დაცემულ მთავარანგელოზთან და დღეს იმ დაცემულ მთავარანგელოზს რომელსაც მანამდე მოიხსენიებდნენ როგორც სამაელს, მოიხსენიებენ ლუციფერით. რაც შეეხება სატანას, ქლდეური წარმოშობის სიტყაა(აბრაამი იყო ქალდეველი ქალაქ ურიდან(ურია... ურიასტან...)) და ნიშნავს ბოროტებას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იეზიდიზმში ნაცვლად შვიდი მთავარანგელოზისა გვხვდება რვა მთავარანგელოზი(მათ შორის არიან: მიქაელი, გაბრიელი რაფაელი...), მათგან ყველაზე მთავარი არის მელექ ტაუსა, როგორც მათი წყროებიდნ ირკვევა მელექ ტაუსას ღმერთმა სთხოვა თაყვანი ეცა ადამისთვის, მაგრამ ამაზე უარი მიიღო იმ არგუმენტით რომ, მელექ ტაუსასთვის მიუღებელი იყო თავად ღმერთის გარდა ვინმესთვის ეცა თაყვანი. ამის გამო დაისაჯა საუკუნეებით წყვდიადში ჩაგდებით(პარალელი ებრაულ წყაროებთან) მაგრამ აი უკვე შემდგომ, ღმერთმა მიუტევა და დანიშნა ამ სამყაროს გამგებლად, მმართველად. საიტნერესოა იესო ქრისტეს სიტყვებიც, ზუსტად არ ვიცი თავი მაგრამ ვეცდები შინაარსობრივად სწორად გამოვცე მაქისმალურად "ესე სამყარო სატანისა არს". რც შეეხება თავად ღმერთს ქართულად ბიბლია ნათარგმნია პირდაპირ მგრამ ორიგინალში საუბარია არმხოლოდ ერთ ღმერთზე, არის ნახსენები, ელოჰიმ, ჰვაჰ(იაჰვე, სწორედ იაჰვეს ანგელოზები არიან მიქაელი გაბრიელი...), ადონაიელ, კადოშ... ასე რომ საბოლოოდ მივდივართ იქამდე რომ ჯერ ისედაც მითოლოგიური, ორაზროვანი ზოგადი ტექსტი ქართულ თარგმანში კიდევ უფრო განიძარცვა და ამის შედეგია ამხელა ბრმა ფანატიზმი, პრინციპში ხალხმა არ იცის არც ბიბლია არც სხვა ძველი ტქესტები და კითხულობენ საეჭვო საიტებზე დაწერილ ინფორმაციებს.
საინტერესოა ასევე შნეი ძმაკაცის შემთხვავა არ არის გამორიცხული რომ რომელიმე შავი იერარქიის ჭევრს გადაყროდა არც ისაა გამორიცხული რომ ვინმე, ასტრალური პრაქტიკოსი დაპირისპირებოდა, გულის აჩქარება ახლავს თან შებყრობას ასევე ძლიერი თავდასხმას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისივე თქმით მას ქონდ საშუალება თავის მოკვლის ვერ ვიტყვით რომ ეს არსება იყო ძლიერი თავის იერარქიაში(როგორც წესი ამ დროს თავის მოკვლა კი არა შარდის შეკავება უჭირთ). მახოვს შევესწარი საუბარს სადაც მისტიური ტიპები განიხილავდნენ ზემოქმედებას მღვდლებზე, კერძოდ(ტქსნიკას არ დავწერ) იწვევდნენ ჰალუცინაციებს ისეთივე არსებებისას როგორიც გვხვდება დემონის წარმოდგენებში და საბოლოოდ მღვდლებს ეგონათ რომ იყვნენ ბრძოლაში, თუმცა მხოლოდ მინი ჰიპნოზს ქონდა ადგილი. საბოლოოდ თვითონვე ინგრევდნენ თავიანთ თავებს და ენერგეტიკას, ასე რომ ამ ყველაფრის კარგად ცონდაა სჭირო სანამ რაიმე ზე_ზე გაუჩნდება პრეტენზია ადამიანს. ვფიქრობ ამ მეთოდს წარსულშიც აქტიურად იყენებდნენ და ეს დაედო საფუძვლად დემონების აღწერას და რატომღაც ამ დემონების აღნაგობ ძალიან გავს სლავი შამანების აღნაგობას.
მეც მჯერა რომ სამაყრო არ არის შემოთხვევითობის შედეგი და ამის მიზეზი არის რაღაც ზე არსება, სამყაროს მიღმა არსებული, თუმცა მეტს ვერაფერს ვიტყვი ამაზე რადგან არ მინახავს არ გამომიცდია და რ მინდა ამოკითხული ინფორმაციებით დავამახინჯო ვინმეს წარმოდგენა ან რეალობა.
tikoroma
ციტატა(Jarmen @ 4th December 2017 - 04:26 PM) *
ტევა და დანიშნა ამ სამყაროს გამგებლად, მმართველად. საიტნერესოა იესო ქრისტეს სიტყვებიც, ზუსტად არ ვიცი თავი მაგრამ ვეცდები შინაარსობრივად სწორად გამოვცე მაქისმალურად "ესე სამყარო სატანისა არს"

ეგ ცოტატა არ უნდა იყოს, თუმცა ნამდვილად საუბრობს ამქვეყნიერების მმართველზე.

ციტატა(Jarmen @ 4th December 2017 - 04:26 PM) *
სლავი შამანების აღნაგობას.
მე გადავყრივარ ამათ სიზმარში და ვინ არიან? ასტრალში შეეძლოთ ვენახე? აბა რუსულ საიტებზე მე არ ვმოძრაობ ;დ ;დ
jarmen
QUOTE(tikoroma @ Dec 5 2017, 02:13 AM) *
ეგ ცოტატა არ უნდა იყოს, თუმცა ნამდვილად საუბრობს ამქვეყნიერების მმართველზე.

მე გადავყრივარ ამათ სიზმარში და ვინ არიან? ასტრალში შეეძლოთ ვენახე? აბა რუსულ საიტებზე მე არ ვმოძრაობ ;დ ;დ

tikoroma

ხო ზუსტი სიტყვები არ მახსოვდა, უფრო სწორედ არ ვიყავი დარწმუნებული მახსოვდა თუ არა სწორად მაგრამ მაინც ბრჭყალებში ჩავსვი, აზრისთვის რომ გამესვა ხაზი.

ზუსტად ვერ გაიგებ, ორდენებია, დამოუკიდებელი მიმართულებებია მაგრამ ტერიტორიის მიხედვით ერთი სტოა სავარაუდოდ, მოწინაღმდეგის დასასუსტებლად იყენებენ ჰალუცინაციას, ნ რაიმე ფორმას რომელიც შეაშინებს დაძაბავს და დაასუსტებს, ამის მერე გადადიან დარტყმაზე. როგორ ნახე შენ?
tikoroma
jarmen
რაღაც ინფორმაციის გამოძალვა უნდოდათ ;დ ვნახე, რომ ტყვედ ვყავდი, თუმცა თავისუფალი ტყვე ვიყავი, უფრო ტკბილად მეპყრობოდნენ. ლამაზი უკრაინელი გოგონები დამიყენეს დარაჯად. მერე მოიყვანეს ბოშა ქალი, რომელიც სულ მეფერებოდა და მეკითხებოდა, შენ ხომ მაგ ხარ, მომიყევი რა იცი... და ასეთებს. მე ვიცოდი, რომ არაფერი უნდა მეთქვა და ვიცინოდი მის სიტყვებზე. არ დამიდასტურებია, რომ რაიმე დიდი ცოდნა მაქვს. (არც მაქვს რეალურად, ალბათ). ვინც მომიგზავნა ეს ბოშა და ვინ გამომაწყვდია იმ ოთახში, არ მინახავს ფიზიკურად. smile.gif

FERRE
jarmen
TOKA
ვერაფერს აგიხსნით ესე აქ. ჯობია შევიკრიბოთ ყველა. ვაცწობთ ხოლმე შეკრებებს და აბსოლუტურად რა ინფორმაციაც გამაჩნია + რაც თავს გადამხდენია სასწაული მოგიყვებით. იმედია საქართველოში ხართ და დავგეგმოთ ერთი დღე და შევხვდეთ ერთმანეთს. ამ ფორუმის წევრებს ბევრს ვიცნობ გვქონია შეხვედრები და დავგეგმოთ რა smile.gif
earth
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 5th December 2017 - 04:11 AM) *
jarmen
რაღაც ინფორმაციის გამოძალვა უნდოდათ ;დ ვნახე, რომ ტყვედ ვყავდი, თუმცა თავისუფალი ტყვე ვიყავი, უფრო ტკბილად მეპყრობოდნენ. ლამაზი უკრაინელი გოგონები დამიყენეს დარაჯად. მერე მოიყვანეს ბოშა ქალი, რომელიც სულ მეფერებოდა და მეკითხებოდა, შენ ხომ მაგ ხარ, მომიყევი რა იცი... და ასეთებს. მე ვიცოდი, რომ არაფერი უნდა მეთქვა და ვიცინოდი მის სიტყვებზე. არ დამიდასტურებია, რომ რაიმე დიდი ცოდნა მაქვს. (არც მაქვს რეალურად, ალბათ). ვინც მომიგზავნა ეს ბოშა და ვინ გამომაწყვდია იმ ოთახში, არ მინახავს ფიზიკურად.

საინტერესოა ძალიან. იქნებ ისეთი ცოდნის გამოძალვა უნდოდათ, რაც შენშია დამალული, რაც მხოლოდ შენმა ქვეცნობიერმა იცის. რაღაცა წარსული ცხოვრებიდან.
jarmen
tikoroma

ხო ადრე ქონდა მსგავსი შემთხვევა უფრო მუქ ფერებში, ჩვენს საერთო ნაცნობს. საინტერესოა ძალიან, თუმცა კონკეტული ვერაფერი გავიგე მაგრამ ალბათ სურათს შევსებს იმ მომენტამდე და იმ მომენტის შემდეგ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაშ მომვხდარი მოვლენები და ის შეგრძნებები რაც იმ დროს გქონდა. ისე ასტრალი იყო თუ ქვეცნობიერი?

FERRE

შევიკრიბოთ მეგობარო, ეხლა ზამთარია და შეკრების ენთუზიზმი ბევრს არ აქვს, ამინდის გამო. მაგრამ მოხარული ვიქნები თუ გაგიცნობ შენც და ფორუმის კიდევ რამდნეიმე წევრს ^^
old_man
მე დიდი ხანია ვუტრიალებ ამ თემებს
ღირებული ინფორმაცია ძალიან ცოტაა ინტერნეტში, ძირითადად დილეტანტური.
ერთი წიგნი ჩამივარდა ხელთ. არის ყოფილი შავი მაგის, რომელსაც იმ კულტში სიძლიერით მესამე კაცი იყო, წიგნი და იქ დეტალურად აღწერილია როგორც ტარდება რიტუალები, ინიციაციები, ჯადო, დაწყევლა, კავშირები იმ კულტის დემონებთან, რას გაძლევენ, რას ითხოვენ სანაცვლოდ. არის იქ საუბარი ტერიტორიულ სულებზე, მაგ. ქალაქები, ქვეყნები დაყოფილია სექტორებად და როგორ მოქმედებენ სულები... თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლები სულიერ პლანზე. ბევრი საინტერესო მომენტია, მაგალითად ის, რომ ამ კულტს (სანტერია) შესანიღბად ჰყავს ქრისტიანი წმინდანები, სანთლებს უნთებენ მათ და ა.შ.
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ და მანამდეც ვითხოვდი და პერიოდულად მანახებდნენ თუ როგორ მოქმედებებენ შავები ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ აისახება ეს ფიზიკურ პლანზე და ბევრ რამეზე ამეხილა თვალი.
tikoroma
old_man
აუ ოლდ, მე რამდენიმე ტიპის თავდასხმების მსხვერპლი ვარ ;დ ვფიქრობ, არც ისე ძLიერი მაგების, სულების და ასტრალური მაჯლაჯუნების, რადგან ხშირად ვჯობნი მათ. არანაირ კონკრეტულ მაგიურ ცოდნას არ ვფლობ და მხოლოდ ინსტიქტური თავდაცვის უნარი მეხმარება მაგ დროს. ჰოდა დამახმარე ეგ წიგნი ნებისმიერ ენაზე ;დ

tikoroma
ძაან მაინტერესებს ეგ სამყარო და გავეცნო მინდა. სხვა არანაირი მ=ამბიცია არ მაქვს, ვინმეს დაჩაგვრის და ძალების ხელში ჩაგდების
tikoroma
jarmen
ციტატა(Jarmen @ 5th December 2017 - 10:32 AM) *
ხო ადრე ქონდა მსგავსი შემთხვევა უფრო მუქ ფერებში, ჩვენს საერთო ნაცნობს. საინტერესოა ძალიან, თუმცა კონკეტული ვერაფერი გავიგე მაგრამ ალბათ სურათს შევსებს იმ მომენტამდე და იმ მომენტის შემდეგ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაშ მომვხდარი მოვლენები და ის შეგრძნებები რაც იმ დროს გქონდა. ისე ასტრალი იყო თუ ქვეცნობიერი?

ანუ ჩემი მონაყოლიდან ვერ გაიგე თუ შენი მეგობრის შემთხვევიდან?>
კონკრეტულად ეს ტიპები იყვნენ სლავები, თუმცა ფიზიკურად არ მინახავს. და სხვა შემთხვევებიდან განსხვავებით იყვნენ ყველაზე ინტელექტუალური არსებბეი, ვინც დამსხმია თავს აქამდე. და ვფიქორბ იყვნენ ადამიანები.
ერთი თვის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს ვერ გავიხსენებ. ძველი ამბავია ეს. მაშინ არ ვიცოდი რას დავკვირვებოდი. ახლაც თუ მომცემ რჩევებს მსგავს სიტუაციებში რას მივაქციო ყურადღება, მადლობელი ვიქნები.

earth
ციტატა(earth @ 5th December 2017 - 07:51 AM) *
საინტერესოა ძალიან. იქნებ ისეთი ცოდნის გამოძალვა უნდოდათ, რაც შენშია დამალული, რაც მხოლოდ შენმა ქვეცნობიერმა იცის. რაღაცა წარსული ცხოვრებიდან.
არ მგონაია, რომ წინა ცხოვრებას ეხებოდეს. ვფიქრობ, ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ ასტრალურ პლანზე გავაღწიე, რომ ყურადღება დავიმსახურე, თუ ვინ ვიყავი. ახალი გამოვჩნდი და დიანტერესდნენ. smile.gif დამაზიანებელი თავდასხმა არ ყოფილა, მხოლოდ ცნობისმოყვარეობა გამოამჟღავნეს ;დ

tikoroma
შეხცედრებს ღლიცინის გარეშე, გამოცდილებების გაზიარების მიზნით, მივესალმები smile.gif
jarmen
tikoroma

შენი ნათქვამი გავიგე მაგრამ ვერ მივხვდი კონკრეტულად ვინ არიან და რა მეთოდბეით მუშობდნენ. შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზეც არიან ვერ გამორიცხავ, საინტერესოა ბოშების დ ასლავების ტანდემი
TOKA
გააგრძელეთ დისკუსია, სათქმელი არაფერი მაქვს მაგრამ თვალს გადევნებთ და ბევრ საინტერესო რამეს ვკითხავ.
შეკრება თუ იქნება აუცილებლად წამოვალ საინტერესო იქნება smile.gif
TOKA
old_man
tikoroma
თქვენი ბევრი პოსტი შემხვედრია აქამდე და მიხარია კიდევ აქტიურები რომ ხართ laugh.gif
tikoroma
l_daisy.gif

კონკრეტულ რჩევას თუ დაწერენ, როგორ დავიცვათ თავი ჯადოსგან თუნდაც
უკვე რამდნიმე მეგობარმა მომიყვა საკუთარ შემთხვევებზე და მე არ ვიცი რა ვურჩიო.
საბედნიეროდ პირადად არანაირი ჯადო არ მინახავს ჯერ ;დ;დ
FERRE
TOKA
გამარჯობა. აუცილებლად გავაკეთებ პოსტს გპირდები. ეგ მოძღვარი არის მამა ზოსიმე უთუბში მონახე ვიდეოები.

jarmen
მოდი როდესაც გაცივნობთ მე და შენ ერთმანეთს და ჩავეხუტებით მერე ვისაუბროდ აბსოლუტურად ყველაფერზე. ჩავთვალოთ რო დიდი ხნის ნაცნობებივართ და ბოლომდე გავეხსნათ ერთმანეთს ,,გული გადავუშალოთ'' მოსულა?
earth
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 7th December 2017 - 02:50 AM) *
კონკრეტულ რჩევას თუ დაწერენ, როგორ დავიცვათ თავი ჯადოსგან თუნდაც
უკვე რამდნიმე მეგობარმა მომიყვა საკუთარ შემთხვევებზე და მე არ ვიცი რა ვურჩიო.
საბედნიეროდ პირადად არანაირი ჯადო არ მინახავს ჯერ ;დ;დ

საინტერესოა, რამე იპოვეს შენმა მეგობრებმა, თუ იგრძნეს?
jarmen
tikoroma

მთელი გაცნობიერებული ცხოვრება ამ თემატიკაში ვშმუშაობ დ რაიმე უნივერსალური მეთოდი ჩემამდე არ მოსულა. თუ ჯადო გაკეთებულია უნდ მოიხსნას ტიპიდან გამომდინარე სხვა და სხვა მეთოდით, შეიძლება ერთი და იგივე ტიპის ჯადო ერთი და იმავე რიტუალით და წესით შესრულებული განსხვავდებოდეს გამომდინარე შემსრულებლის ძალიდან. ამ პოსტში კი წერია შავი მაგიისგან თავდაცვა მაგრამ რასაც ეხლა განვიხილავთ არ არის მაგია, ეს არის ჯადოქრობა და რადიკალურად განსხვავებულია შავი მაგიისგან. ყველაზე კარგი თავდაცვა ალბათ ისევ და ისევ მგრძნობელობაა, როცა გრძნობ უცხო ენერგეტიკის მავნე გავლენას იპოვი სახლშიც და ეზოშიც ადგილებს სადაც დადებულია ჯადო და შემდეგ უკვე ან გაანეიტრლებ ან გაანეიტრალებინებ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ადამიანს აქვს ძალიერი ყრუ და ხისტი ენერგეტიკ, ეცადე არ გააღიზიანო და არ გამოიწვიო, რომ რაიმე გაგიკეთოს. მეგობრებს შეგიძლაი ურჩიო რომ კვალიფიციურ პირს მიმართონ, მაგრამ ლაგრით არ მიართვან ყველაფერი ვინმე შარლატანს ესეთი ტექსტით "ნახე აი ეს ვიპოვე ბატონო/ქალბატონო ექსტრასენსო" მივიდნენ დიაგნოსტიკაზე თუ ეტყვის ექსტრასენსი სიმართლეს, მაშინ ღირს გადაიხადონ და მოახსნევინონ თუ არა და შეუძლიათ არ მისცენ ანაზღაურებაც.

FERRE

კარგი იქნება, მიყვარს ეს ფორუმი და ყველა ადამიანი ვინც აქედან გავიცანი ჩემი დიდი სიმპათიით სარგებლობს. ველოდები შეკრებას, იმედია უახლოეს მომავალში დაიგეგმება ^^
tikoroma
earth
იპოვეს ირზ. ფოტოები მაქვს ნანახი.
earth
jarmen
QUOTE(Jarmen @ 8th December 2017 - 01:36 AM) *
tikoroma

მთელი გაცნობიერებული ცხოვრება ამ თემატიკაში ვშმუშაობ დ რაიმე უნივერსალური მეთოდი ჩემამდე არ მოსულა. თუ ჯადო გაკეთებულია უნდ მოიხსნას ტიპიდან გამომდინარე სხვა და სხვა მეთოდით, შეიძლება ერთი და იგივე ტიპის ჯადო ერთი და იმავე რიტუალით და წესით შესრულებული განსხვავდებოდეს გამომდინარე შემსრულებლის ძალიდან. ამ პოსტში კი წერია შავი მაგიისგან თავდაცვა მაგრამ რასაც ეხლა განვიხილავთ არ არის მაგია, ეს არის ჯადოქრობა და რადიკალურად განსხვავებულია შავი მაგიისგან. ყველაზე კარგი თავდაცვა ალბათ ისევ და ისევ მგრძნობელობაა, როცა გრძნობ უცხო ენერგეტიკის მავნე გავლენას იპოვი სახლშიც და ეზოშიც ადგილებს სადაც დადებულია ჯადო და შემდეგ უკვე ან გაანეიტრლებ ან გაანეიტრალებინებ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ადამიანს აქვს ძალიერი ყრუ და ხისტი ენერგეტიკ, ეცადე არ გააღიზიანო და არ გამოიწვიო, რომ რაიმე გაგიკეთოს. მეგობრებს შეგიძლაი ურჩიო რომ კვალიფიციურ პირს მიმართონ, მაგრამ ლაგრით არ მიართვან ყველაფერი ვინმე შარლატანს ესეთი ტექსტით "ნახე აი ეს ვიპოვე ბატონო/ქალბატონო ექსტრასენსო" მივიდნენ დიაგნოსტიკაზე თუ ეტყვის ექსტრასენსი სიმართლეს, მაშინ ღირს გადაიხადონ და მოახსნევინონ თუ არა და შეუძლიათ არ მისცენ ანაზღაურებაც.

good.gif სწორედ ასეა, მას ვინც ცდილობს მოგატყუოს, რომ ჯადოს მოგიხსნის კიდევ უფრო დიდი ცუდის გაკეთება შეუძლია. ჯადოქრობა შავი მაგიის განხრაა.

earth
შავი მაგია კი არის ის, რასაც მაგსიმალურად უნდა ვერიდოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც არავისათვის არაფერი დაუშავებიათ და არც აპირებენ, მაგრამ ასეთ ადამიანებსაც არ ვურჩევ შავი მაგიის უარყოფითი ენერგიის გაცნობას. რადგან პირველ რიგში ადამიანები ვართ და ასეთი თამაში საშიშია. ჯობია საერთოდ დაივიწყოთ თუ ოდისმე გქონიათ შეხება შავ მაგიასთან. მადლობა ღმერთს მე მყავდა მასწავლებელი ერთ დროს და კარგად ამიხსნა, ეს საკითხი და ამიტომაც მინდა გადმოქცეთ თქვენც ჩემი მასწავლებლის ნათქვამი.

რაც შეეხება ჯადოს, მას თქვენ ადვილად გაანადგურებთ, თუ თქვენს თავს ხელში აიყვანთ. პირველ რიგში თუ რამე იპოვეთ, ჯობია დაწვათ, ცეცხლი საუკეთესო განმწმენდია. მერე თქვენს სულს და ენერგიას გაუფრთხილდით, სიყვარულით იცხოვრეთ, გიხაროდეთ ყოველი დღე, იცოდეთ!!! რომ თქვენ ძალიან დიდი ძალა გაქვთ. დაუსრულებლად შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მთელი ამდენი წელი ეს ფორუმი ამაზე ლაპარაკობს, როგორ გახდე ბედნიერი. არ შეგეშინდეთ, შიში ერთ-ერთი უარყოფითი ენერგიაა და აძლიერებს შავ მაგიას.

მას კი, ვინც აკეთებს ჯადოს, სამწუხაროდ დიდი ტკივილი მოელის. ბუმერანგის კანონი ძალიან ძლიერია და განსაკუთრებით გაძლიერდა ამ ბოლო წლებში. მაქვს შეგრძნება, რომ „ბუმერანგი“ უფრო სწრაფად მუშაობს ახლა. თუმცა მათთვისაც არაა გვიან, დრო აქვთ სანამ აქვთ სიცოცხლე ყველაფერი შეცვალონ. ნუ გაუშვებენ ფუჭად ამ ინკარნაციას.
jarmen
QUOTE(earth @ Dec 8 2017, 08:13 AM) *

გეთანხმები ნაწილობრივ, ვერ ვიტყოდი როგორც წინა პოსტში აღნიშნე, რომ ჯადოქრობა შავი მაგიის განხრაა, ჯადოქრობა და შაი მაგია ორი აბსოტურირად განსხვავებული მიმართულებაა, განსხვავებული ტექნიკებითა და შეხედულებებით. ჯადოქარი ამორალური ტიპია არ არის სავალდებულო ქონდეს მორალი და კრედო, შვი მაგი ატარებს კრედოს. მათ ძალებშიც დიდი განსხვავებაა და ამიტომ არ მინახავს შავი მაგისგან გადარჩენილი ჩვეულებრივი ტიპი, მაგრამ მინხავს, ჯადოქრებისგან დაზიანებული ადამიანები რომლებიც მაინც აგრძელებდნენ ცხოვრებას, მიუხედევად ჯადოს ზემოქმედებისა.
ვფიქრობ გამოგიცდია შენ თავზე შავი მაგიის ზემოქმედება და ამიტომ გაქვს ესეთი მკვეთრი რეაქცია. კარგი იქნება შენს რჩევას თუ გაითვალისწინებენ და ეცდებიან თავი შორს დაიჭირონ, ამ საფრთხისგან. მინტერესებს ვინ იყო შენი მასწავლებელი თუ საიდუმლო არაა ^^
და ბოლოს მაქვს ერთი კითხვა, როგორც ვიცით არინ შავი მაგები, ცხოვრობენ მშვენივრად ამ პლანზე, გარდაცვალების შემდეგ რჩებიან ასტრალურ პლანზე და იქაც კარგად გრძნობენ თავს, რაღაც ნაკლებად ეტყობათ რომ კარმა ურტყავდეთ და რატო?
jarmen
old_man როგორ ხარ? რომელ კულტზე გაქვს საუბარი ზემოთ?
old_man
jarmen
სალამი ჟარმენ
ეს კულტი არის სანტერია. ის მე-19 საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც იორუბას ტომის ასიათასობით წევრი აღმოსავლეთ აფრიკიდან კუბაში მონებად ჩაიყვანეს. იქ გაავრცელეს თავისი სულიერი ტრადიციები. სულებს (უფრო სწორად დემონებს) სწირავენ ცხოველებს და ატარებენ სხვადასხვა სახის რიტუალებს.
ისე მსხვერპლშეწირვაზე მინდა აქ დავამატო. მხოლოდ დემონები ითხოვენ ადამიანებისგან მსხვერპლად ცხოველების (და არამარტო) შეწირვას. ისინი იკვებებიან სისხლის, ტანჯვის, შიშის ენერგიით. სანაცვლოდ ადამიანებს არიდებენ სხვადასხვა ხიფათს და მფარველობენ. ახლა გავიხსენოთ ჩვენი ეკლესია, სადაც სამწუხაროდ დემონები სახლობენ და მათ "ქრისტიანები" აძლიერებენ მსხვერპლშეწირვით. ეს არის მასობრივად განსაკუთრებით რეგიონებში. ყველა სოფლის ეკლესიაში დემონი ბუდობს და შენიღბულია ეს წმინდა გიორგით, მიქაელმთავარანგელოზით და სხვებით. ამ ხატს უნდა შევწირო მოზვერი, ცხვარი თუ ბეკეკა. რეალურად აძლიერებენ დემონებს.
tikoroma
old_man ყველა ე.წ.ღმერთი დემონი გამოდის ოლდ
tikoroma
დემონის არსი ამიხსენით smile.gif
old_man
QUOTE(tikoroma @ 8th December 2017 - 06:30 PM) *
დემონის არსი ამიხსენით

მარტივად გეტყვი. სამყაროში არსებობს ასე ვთქვათ ჰარმონიული ძალები, სულები, რომლებიც ემსახურებიან დედამიწაზე ევოლუციას, სიყვარულს და ა.შ. ისინი იკვებებიან სიყვარულით, ბედნიერებით, ასევე არსებობებენ ქაოსის ძალები, რომელბიც მიმართულნი არიან ჰარმონიის მოსასპობად, მათთვის ქაოსია ჰარმონია. ესენი არიან დემონური ძალები. ტკივილი, ტანჯვა, აგრესია, კონფლიქტები არის მათი საკვები.
ყველა ღმერთი რატომ გამოდის დემონი? ძველი აღთქმის ღმერთი მაგალითად არის დემონი, ეს ნათელია, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ქრისტეზე
jarmen
old_man

აღმოსავლეთ აფრიკულ მისტიციზმდე ზედაპირულად ვიცი, ვუდუსგან განსხვავებული მიმართულება უნდა იყოს და საინტერესოა როგორ შეიქმნა ეს კულტები, შენ უკეთ გეცოდინება ეს ხალხი ძველ ნამიბიელებს თუ ენათესავებიან ან რაიმე კავშირი თუ აქვს მათ მისტიციზმს მეზობელი ეგვიპტელების წარმოდგენებთან?

გეთანხმები, სწორად გაქვს დანახული და აღნიშნული სპირიტუალური მაგიის ასპექტები. ისე სასაცილოა ადამიანი ცდილობს მსხვერპლშეწირვებით გაიხანგრძლივოს კეთილდღეობა მაგრამ საბოლოო ჯამში უარეს მახეში შედის. პრინციპში დემონებსაც და სხვა ამორალურ ძალებსაც აწყობთ მენტალურად სუსტი ქვეშევრდომები(აფრიკელებს არაფერი ნათელი არ შეუქმნიათ, არც თავისთვის არც სხვისთვის)

საქართველოში კატასტრფაა ამ მხრივ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ "სასულიერო" პირები ეწევიან ხალხის მასიურ დადებილებას. აქტიურად ვკონტქტობ საზოგადოებსათან და ამ მხრივ დანამდვიებით შმეიძლი ვთქვა რომ, დღევანდელმა "მართლმადიდებელმა ქართველებმა" არც ბიბლია იციან, არც ახალი აღთქმა, არც ის იციან რისი სწამთ და რა უნდათ და არც ლოგიკური აზროვნების უნარი აქვთ. სამაგიეროდ აქტიურად კითხულობენ, სასწაულებდე დაწერილ მიოლოგიებს და ავრცელებენ მოსმენილ მათთვის აუხსნელ ამბებს. წარმოიდგინე როგორი მწირი უნდა იყოს ეკლესია რომ ადგილობრივი, დისონანსულ წეს-ჩვეულებებს მოერგოს მრევლის კეთილგანწყობისთვის. ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ისეთ ნამდვილ ქართულ დღესასწაულებს, როგორიცაა ლაშარჯვრობა, თელეთობა, ჭიაკოკონობა, ლომისობა... ასევე ეკლესია დაესესხა სემიტურ რელიგიებს იერარქიის მოდელს, მსახურების ტიპებს, რუტუალებს, ლოცვის და გალობის სტილს. ამ ყველაფრიდნ კი მივიღეთ რაღაც ჰიბრიდული რელიგია, რომელიც თავის თავშივე მოიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლებებს.

ხო ბევრ ეკლესიაშია სატანის ტახტი, შენიღბულადაც და შეუნიღბავადაც, მღვდლებიც ეწევიან შავმწიგნობრობას ეგ ადრეც იყო და კიდევაც გაგრძელდება. მაგრამ ვერც დაადანაშაულებ, ის პრაქტიკები რასაც ეკლესია სთავაზობთ ვერ დაიცავს ამ ხალხს დ აუწევთ საკუტარი თავის გადარჩენის მიზნით რომ სხვ გზებს მიმართონ მაგრამ სხვა ნათელი გზები გარშემო მოსპო თვითონ ეკლესიამვე საუკუნეების მანძილზე, დაწვა, დაანგრია და გადაიბრალა, ყველა კულტურის მიღწევები რომელსაც შეეხო, მათ შორის ქართული მისტიციზმიც.
jarmen
tikoroma

დემონი არის არსება რომლსაც აქვს დიდი ძალა მაგრამ ცოტ გაცნობიერებულობა და მორალი. ამ განმარტებას იძლევა ვედები და სწორიცაა, იმიტომ რომ დემონი შეიძლება გახდეს ადმიანიც, ღმერთიც, ნახევარღმერთიც და ანგელოზიც. ასევე მტაცებლური კოლექტიური გაპიროვნებული ცნობიერება, მაგალითად ტოტემები.
earth
jarmen
QUOTE(Jarmen @ 8th December 2017 - 12:58 PM) *
ვფიქრობ გამოგიცდია შენ თავზე შავი მაგიის ზემოქმედება და ამიტომ გაქვს ესეთი მკვეთრი რეაქცია. კარგი იქნება შენს რჩევას თუ გაითვალისწინებენ და ეცდებიან თავი შორს დაიჭირონ, ამ საფრთხისგან. მინტერესებს ვინ იყო შენი მასწავლებელი თუ საიდუმლო არაა ^^
და ბოლოს მაქვს ერთი კითხვა, როგორც ვიცით არინ შავი მაგები, ცხოვრობენ მშვენივრად ამ პლანზე, გარდაცვალების შემდეგ რჩებიან ასტრალურ პლანზე და იქაც კარგად გრძნობენ თავს, რაღაც ნაკლებად ეტყობათ რომ კარმა ურტყავდეთ და რატო?

არა არაფერი მასეთი არ გამომიცდია. უბრალოდ საქართველოში გავიზარდე და ეს თემა ბევრს აინტერესებს და ხშირად გამიგია რაღაცეები. უამრავი მასწავლებელი მყავს, მადლობა ღმერთს. ამ ზემოთ შემთხვევაში ვახსენე უკრაინის ექსტრასენსული სკოლის მასწავლებლები, რომლებიც 1990-ში იყვნენ საქართველოში ჩამოსული და ჩაატარეს სემინარიები და ბედნიერება მომეცა, რომ ამ სემინარიებს დავსწრებოდი. უდიდესი ცოდნა მომეცა ბევრ საკითხში. სწორედ მათ გვითხრეს (ისინიც ხედავდნენ ალბათ, საქართველოში დიდ სურვილს შავ მაგიაზე), რომ არავის გვირჩევენ არათუ გამოყენებას, შავი მაგიის წაკითხვასაც კი. რადგან ადამიანები ვართ და სუსტ წუთებში შეიძლება გამოვიყენოთ. განსაკუთრებით ჩვენ, იქ ვინც ვიყავით, რადგან ეს განსხვავებული ენერგია, ექსტრასენსული ენერგია საშიშია ბევრისათვის. ასევე გვასწავლეს წიგნის გაცნობა ენერგიით, კარგი იქნება თუ არა ამ წიგნის წაკითხვა წიგნზე ხელის დადებით ვგრძნობდი მაშინ. ახლა დიდი ხანა არ გამიკეთებია, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო smile.gif
ახლა რაც შეეხება შავ მაგებზე, რომ ამბობ არაფერი ემართებათო, მაგას ნუ იტყვი და ნურც მოძებნი და დაელოდები როდის დაუბრუნდებათ ბუმერანგი. ეს საშინელი ტანჯვა მათთვის გარდაუვალია. თუმცა ყველას აქვს შანსი მონანიების და გადარჩენის.
earth
old_man
QUOTE(old_man @ 8th December 2017 - 07:00 PM) *
სალამი ჟარმენ
ეს კულტი არის სანტერია. ის მე-19 საუკუნეში გახდა ცნობილი, როდესაც იორუბას ტომის ასიათასობით წევრი აღმოსავლეთ აფრიკიდან კუბაში მონებად ჩაიყვანეს. იქ გაავრცელეს თავისი სულიერი ტრადიციები. სულებს (უფრო სწორად დემონებს) სწირავენ ცხოველებს და ატარებენ სხვადასხვა სახის რიტუალებს.
ისე მსხვერპლშეწირვაზე მინდა აქ დავამატო. მხოლოდ დემონები ითხოვენ ადამიანებისგან მსხვერპლად ცხოველების (და არამარტო) შეწირვას. ისინი იკვებებიან სისხლის, ტანჯვის, შიშის ენერგიით. სანაცვლოდ ადამიანებს არიდებენ სხვადასხვა ხიფათს და მფარველობენ. ახლა გავიხსენოთ ჩვენი ეკლესია, სადაც სამწუხაროდ დემონები სახლობენ და მათ "ქრისტიანებები" აძლიერებენ მსხვერპლშეწირვით. ეს არის მასობრივად განსაკუთრებით რეგიონებში. ყველა სოფლის ეკლესიაში დემონი ბუდობს და შენიღბულია ეს წმინდა გიორგით, მიქაელმთავარანგელოზით და სხვებით. ამ ხატს უნდა შევწირო მოზვერი, ცხვარი თუ ბეკეკა. რეალურად აძლიერებენ დემონებს.

ეს მართლაც ასე იქნება. განა შეიძლება მსხვერპლშეწირვა რამისათვის კარგი იყოს. ამას აკეთებენ ადამიანები უცოდინარობით.
უცოდინარობა ყველაზე დიდი პრობლემაა ადამიანის.
earth
jarmen
QUOTE(Jarmen @ 8th December 2017 - 07:39 PM) *
საქართველოში კატასტრფაა ამ მხრივ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ "სასულიერო" პირები ეწევიან ხალხის მასიურ დადებილებას. აქტიურად ვკონტქტობ საზოგადოებსათან და ამ მხრივ დანამდვიებით შმეიძლი ვთქვა რომ, დღევანდელმა "მართლმადიდებელმა ქართველებმა" არც ბიბლია იციან, არც ახალი აღთქმა, არც ის იციან რისი სწამთ და რა უნდათ და არც ლოგიკური აზროვნების უნარი აქვთ. სამაგიეროდ აქტიურად კითხულობენ, სასწაულებდე დაწერილ მიოლოგიებს და ავრცელებენ მოსმენილ მათთვის აუხსნელ ამბებს. წარმოიდგინე როგორი მწირი უნდა იყოს ეკლესია რომ ადგილობრივი, დისონანსულ წეს-ჩვეულებებს მოერგოს მრევლის კეთილგანწყობისთვის. ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო, ისეთ ნამდვილ ქართულ დღესასწაულებს, როგორიცაა ლაშარჯვრობა, თელეთობა, ჭიაკოკონობა, ლომისობა... ასევე ეკლესია დაესესხა სემიტურ რელიგიებს იერარქიის მოდელს, მსახურების ტიპებს, რუტუალებს, ლოცვის და გალობის სტილს. ამ ყველაფრიდნ კი მივიღეთ რაღაც ჰიბრიდული რელიგია, რომელიც თავის თავშივე მოიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლებებს.

ხო ბევრ ეკლესიაშია სატანის ტახტი, შენიღბულადაც და შეუნიღბავადაც, მღვდლებიც ეწევიან შავმწიგნობრობას ეგ ადრეც იყო და კიდევაც გაგრძელდება. მაგრამ ვერც დაადანაშაულებ, ის პრაქტიკები რასაც ეკლესია სთავაზობთ ვერ დაიცავს ამ ხალხს დ აუწევთ საკუტარი თავის გადარჩენის მიზნით რომ სხვ გზებს მიმართონ მაგრამ სხვა ნათელი გზები გარშემო მოსპო თვითონ ეკლესიამვე საუკუნეების მანძილზე, დაწვა, დაანგრია და გადაიბრალა, ყველა კულტურის მიღწევები რომელსაც შეეხო, მათ შორის ქართული მისტიციზმიც.

ეეჰ სამწუხაროდ ასეა.
მე არც ნათლობის რიტუალი მომწონს და მაშინებს კიდეც ამ ბოლო დროს. ხშირად ზოგიერთი მღვდელი სასწაული სისასტიკით ეპყრობა ჩვილს,რომ „დემონები განდევნონ“. არაფრით არა მჯერა რომ ამ რიტუალით ანგელოზიდან, დემონი განიდევნოს. პირიქით პატარა ბავშვში წარმოქმნიან გარკვეულ შიშს, რაც ძალიან ცუდია. შეშინებულს შეიძლება ადვილად დაეუფლოს დემონი.
INVICTUS
earth
QUOTE(earth @ 9th December 2017 - 08:16 AM) *
შეშინებულს შეიძლება ადვილად დაეუფლოს დემონი.

საინტერესოა ეგზორციზმზე თუ არის თემა?
earth
INVICTUS
რამდენადაც მახსოვს არ არის ასეთი თემა.
tikoroma
old_man
jarmen
თემას ვცდები ხოლმე, ვიცი,მაგრამ რადგან სიტყვას მოყვა, დემონების თემაც ამოვწუროთ ბარემ.

მხოლოდ მსხვერპლშეწირვით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ძველი ღმერთი და ღვთაება დემონური ბუნებისაა.
ქრისტიანობა გაყოფილია - არსებობს განსაკუთრებული ადგილები, სადაც მიღებულია მსხვერპლშეწირვა - ლომისობა, ზანდუ გურIაში,ხატობები მთაში - სიონში და მეტეხში ხომ არავინ კლავს ცხვარს და ქათამს. შეიძლება ჩავთვალიოთ, რომ მწიგნობრული ქრისტიანობა გამოეყო მაგ დემონურ არსებას და ის ვინც ზიარებას უთვლის მსხვერპში მრევლს (ანუ ოფიციალური ღმერთი დღევანდელი ეკლესიის - სამება), არ არის ის ძველი აღთქმის დემონური სული და სხვა არსებაა?

იგივე მაინტერესბს ალაჰზზე თუ იღებს მსხვერპლს და რა ტიპის არსებაა ზოგადად.
ინდუისტური ღმერთებიც იღებენ მსხვრპლს, მაგ. მცენარეულ საკვებს ხომ უძღვნიან ჯერ კრიშნას და მერე მიირთმევენ, ზოგს ცხოველებსაც წირავენ, ეგ გასაგებია. მაგრამ ვინც ცხოველთა და ადამიანთა მსხვრპლშეწირვას გაემიჯნა და სხვა ფორმით ითხოვს თაყვანისცემას, ეგენი რა არსებები არიან smile.gif ეგენიც მაინც ვამპირული არსებბი ჩანან
INVICTUS
ჩემი (და არა მარტო ჩემი) აზრით "ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო" За всё надо платить
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.