Help - Search - Members - Calendar
Full Version: 247 კოსმიური კანონი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა
Pages: 1, 2
Agni



ეს წიგნი ეხმარება ადამიანს ახალ ევოლუციურ ხვეულზე ასასვლელად. წიგნი უნდა იკითხებოდეს გულით და არა გონებით.

წიგნს მოაქვს დიდი გამაჯანსაღებელი მუხტი ადამიანის ყველა სხეულისათვის: გულის, სულის, ცნობიერების, სამშვინველის, გონების, ფიზიკური, ცხოვრების, ყოფიერების,

ბედის, დროის, სივრცის, დრო-სივრცის სხეულებისათვის.
Agni
ამაღლებული მეუფეების რჩევით - თანამედროვე ევოლუციური მომენტი თითოეული ჩვენთაგანისაგან მოითხოვს კოსმიური კანონების ღრმა ცოდნას და აქედან გამომდინარე თავისი მოქმედება-ქცევის, როგორც შინაგანის ისე გარეგანის, და ყველა იმ არსების, რომელიც თქვენთან შემოდის ახლო ენერგო-ინფორმაციულ კონტაქტში, ანალიზს კოსმიური კანონებიდან გამომდინარე. იმ ენერგო-ინფორმაციულ დონეზე, რომელიც შეესაბამება თქვენს ცნობიერებას.


კოსმიური კანონების გადმოცემის არაერთი შემთხვევა არსებობს დაწყებული ჯერ კიდევ მოსედან. გვინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ვერსია - ჩვენ დროში ელ მორიას მიერ გადმოცემული კოსმიური კანონები.
არ დაგვავიწყდეს, რომ მიმღები და მთარგმნელი ადამიანია და თავის გავლენას აუცილებლად ახდენს პირვანდელ ტაქსტზე. უფალმა მოგვიტევოს...
Agni
ეს ყდა თეომ გამიკეთა ადრე )
TeO
ნამდვილად კარგი წიგნია! l_book.gif good.gif
მართალია ერთი წლის წინ წავიკითხე და არც ისე კარგად მახსოვს, მაგრამ აუცილებლად გადავიკითხავ კიდევ!

პ.ს. ყდაზე ბოდიში, მაგრამ ახლა უკვე აღარ მომწონს... უკეთეს იმსახურებს! blush.gif
Uma
აგნი welcomeani.gif ელ მორია ვინ არის - რეალური ისტორიული პერსონაჟი?
Agni
QUOTE(Uma @ Dec 23 2007, 12:14 AM) *
აგნი welcomeani.gif ელ მორია ვინ არის - რეალური ისტორიული პერსონაჟი?

smile.gif
ელ მორია - ამაღლებული მეუფე არის ზეციური შამბალის წინამძღოლი, მეექვსე რასის მანუ და პირველი სხივის მეუფე.

მისი განსხეულებები დედამიწაზე:
21 საუკუნე ჩვ. წ. აღ-მდე - აბრაამი - ქალდეველთა დიდი მეფე და იუდეველთა მამა.
პირველი საუკუნე ჩვენს ერამდე - მელქიორი - ერთ-ერთი სამი მოგვიდან.
V საუკუნე - ბრიტების მეფე არტური.
XII საუკუნე - თომას ბეკერი - ჰენრიხ II-ის კანცლერი.
XVI საუკუნე - თომას მორი - ჰენრიხ VIII-ს მრჩეველი.
XVI საუკუნე - აგბარი - უდიდესი მოგოლთა იმპერატორთაგან (მუსულმანი ინდოელები)
თომას მური - ირლანდიელი პოეტი ლირიკოსი.
XIX ს - ინდოეთის რაჭპუტელი თავადი...
san
ძალიან საინტერესოა.
TeO
დაკარგული თემა აღვადგინეთ და აი ისევ აქაა (კაკ ნოვინკიი wink.gif )
TeO
საკმაოდ აქტუალური წიგნია ამ ეპოქისთვის და მისი დახმარებით ბევრ კითხვაზე იპოვით პასუხს wink.gif

asklipiodota
დაიმაინტერესა.. გამდოვიწერე, შევუდგები კითხვას და მერე გაგიზიარებთ ჩემს ჰაზრს : )
tikoroma
მეც დავიწყე l_daisy.gif
Shou
ეს წიგნი წავიკითხე ადრე მაგრამ რაღაც უსიამოვნო გრძნობა დამიტოვა კატეგორიულმა ტონმა და ზოგადად ეკლესიებისათვის და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისათვის დამახასიათებელმა იმპერატიულმა მიდგომამ. საქმე იმაში არაა რას წერენ, არამედ იმაში თუ როგორ მაწვდიან ამას. მე პირადად ვერ მივიღე. ჩემთვის პირველი და ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი სიყვარულია რომელიც ჩემზე განვითარებული არსებისაგან უნდა მოდიოდეს, სხვა მხრივ განვითარებულად საერთოდ ვერ მივიჩნევ სულ რომ პლანეტებით ჟონგლიორობდეს მაშინაც კიsmile.gif
david6david
Teo, ელ მორია რერიხის არის? აგნი იოგასთან არის დაკავშირებული? ვერ ვიხსენებ. საინტერესოა. მე მიყვარს ელენა რერიხის წიგნები და თუ ის არის მაშინ გამიხარდა, რომ ქართულად არის ნათარგმნი. დღეს ჩამოვტვირთე და წავიკითხავ.
tikoroma
საინტერესო რაღაცეები ვიპოვე

70. ფსიქიკური ენერგიის გადასაქაჩად ანტისამყაროს ზოგიერთი ცივილიზაცია სარგებლობს სპეციალური ხერხებით: დეპრესიის გაძლიერება, ინდივიდის ცნობიერების აფეთქებანი, ქვეცნობიერთან მიერთება, ცრურელიგიები. ადამიანის არასრულყოფილი სააზროვნო აპარატის გამოყენებით, შეუძლიათ ცნობიერებასთანაც მიერთება. ადამიანი თავად აძლევს გზას ანტისამყაროს. გამოიყენება: ცნობისმოყვარეობა, ურწმუნოება უფლის, სრულყოფილი გულის, უმაღლესი გონის, ნათელი ძალების, (აქედანაა შიში, უმეცრება, გამოუცნობი მფრინავი ობიექტები – ეს არსებანი ძირითადად ანტისამყაროდან არიან, გამოიყენებენ ჩვენი სამყაროს დესტრუქციულ ენერგიას.)
tikoroma
63. ფსიქიკურ ენერგიას ადამიანი გადაამუშავებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებით. აპენდიქსი გადაამუშავებს საკვებში მყოფ ფსიქიკურ ენერგიას. გლანდები (ნუშისებრი ჯირკვლები) _ ჰაერში მყოფ უარყოფით ფსიქიკურ ენერგიას. ენდოკრინული ჯირკვლები _ ადამიანთა /_/ენერგიას. თუ დიდი რაოდენობის ენერგიაა და ვერ ასწრებენ გადამუშავებას ორგანოებს ანთება ემართებათ, ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია მათი მკურნალობა:
I-II სტადია აპენდიქსის ანთებისას – შიმშილი;
I სტადია გლანდების ანთებისას _ არ ისუნთქოთ 10-დან 30 წამამდე, 5-6-ჯერ დღეში;
I-II სტადია ენდოკრინული სისტემის ანთებისას _ განმარტოება ბუნებაში.
tikoroma
99. ფსიქიკურ ენერგია ორგანიზმში სრულყოფისას, გულისხმობს მადლის თეთრი კრისტალების არსებობას. ისინი გროვდება ცენტრების გახსნის ადგილებში. მეექვსე რასის ადამიანს უნდა ჰქონდეს 49 ცენტრი. მეექვსე რასის ადამიანთა ცხოვრების წესები (თუ არა და ცუდი ჯანმრთელობა გარდაუვალია):
_ არ უნდა დალიოთ ალკოჰოლი;
_ არ უნდა მიირთვათ ხორცი და ლპობასთან დაკავშირებული სხვა პროდუქტები;
_ არ უნდა მოსწიოთ;
_ უნდა გამოასხივოთ სინათლე, სიყვარული, ჰარმონია, სიხარული, ე.ი. უნდა იყოთ თეთრი მზე, სივრცეში სუფთა ენერგიის გამოსხივების წყარო;
_ სექსი _ იშვიათად (2-3-ჯერ ცხოვრებაში), შთამომავლობის გაგრძელების მიზნით;
_ შესაბამისად, შეიცვლება ფისიკური გარეგნობაც: ღია ფერის თმები _ ოქროსფერი, მწვანე თვალები, სიმაღლე კაცების _ 2-3 მეტრი, ქალების _ 180 სანტიმეტრი;
_ მეექვსე რასის ადამიანი დაფრინავს, გადის კედელში, დადის წყალზე, აქვს ტელეკინეზის ნიჭი, ნათელხილვის, ნათელსმენის, ნათელყნოსვის, ნათელგრძნობის ნიჭი, ნატიფი გემოვნება;
_ მეექვსე რასის ადამიანს არ შეუძლია ცუდად ფიქრი, ყოველი ცუდი აზრი მიანიჭებს ფიზიკურ ტანჯვას;
|_ მეექვსე რასის ადამიანი ცხოვრობს 600წელს;
_ მშვიდად გადააქვს რადიაცია, ულტრა და ინფა სხივები, არ სჭირდება საკვები, ჰაერი _ ტრადიციული გაგებით;
_ სხეული _ გამკვრივებული ასტრალი, ანუ ფიზიკურ პლანზე სიცოცხლის 1/3, ასტრალურ სხეულში _ 2/3;
_ აბსოლუტურად ყველა ადამიანი ხელოვანი და გენიოსია ყველა დარგში;
_ ფიზიკურ საკვებს თითქმის არ ღებულობს, იკვებება აკუმულირებული მზის ენერგიით ან პირდაპირ სივრციდან.
_ ძალიან კეთილი და სუფთაა, მხიარული და ლამაზი, როგორც ბავშვი.

ახლა ვინმე თუ ამიხსნის, რისთვისაა საჭირო ეს? ასეთი ცხოვრება... რა მნიშვნელობა აქვს?
TeO
QUOTE(tikoroma @ 22nd November 2009 - 07:19 PM) *
ახლა ვინმე თუ ამიხსნის, რისთვისაა საჭირო ეს? ასეთი ცხოვრება... რა მნიშვნელობა აქვს?

ეს რომ გაიგო, ჩემო tikoroma, მინიმუმ მეექვსე რასის ადამიანი უნდა იყო wink.gif ჩვენი ცნობიერება ვერ გაუგებს? biggrin.gif
tikoroma
TeO
laugh.gif მაგის პრეტენზია არა მაქვს...

ჯობია უარყოფითი ენერგია დავაგროვო და ავფეთქდე

dash2.gif
TeO
აპ, აპაა. ახლა აქ თვით ლიკვიდაციას და კამიკაძეობას ნუ მოგვიწყობ თუ ქალი ხარ biggrin.gif kiss1.gif
tikoroma
აი ასეთ აფეთქებაზე ვამბობდი biggrin.gif

60. ფსიქიკური ენერგია გროვდება ყიფლიბანდის არეში. ეს დანაზოგი მოქმედებს ჩვენს არსებობაზე სიკვდილის შემდეგ. თუ ფსიქიკური ენერგია დადებითია, მაშინ სულს შეუძლია განსხეულდეს სხვა პლანეტებზე, ან დედამიწაზე _ ტალანტად ან გენიოსად. თუ ფსიქიკური ენერგია უარყოფითია, საფშვინველი შეიძლება წავიდეს კოსმიურ გადამუშავებაში, ანტისამყაროში, /+/ მარცვლის შენარჩუნებით. ან განსხეულდეს დედამიწაზე უმდაბლეს მდგომარეობაში, მაგ. ცხოველურში ან ცუდ საცხოვრებელ პირობებში. დედამიწაზე კარგი განსხეულებისათვის აუცილებელია /+/ ფსიქიკური ენერგიის დიდი დანაზოგი _ 12 გამი, გენიოსად განსასხეულებლად _ 4-10 გ., ტალანტად _ 3-7გ., სხვა პლანეტებზე _ 0,64გ.
უარყოფითი ფსიქიკური ენერგიის დანაზოგი: ცხოველური მდგომარეობისათვის აუცილებელია ანტინივთიერების _ იმპერილის დაგროვება _ 5-12გ., ცუდი განსხეულებისათვის 3-8გ., ქაოსსა და გადამუშავებაში მოსახვედრად _ 10-11გ. უარყოფითი ენერგიის დიდი რაოდენობით დაგროვებას მივყავართ უარყოფით წერტილამდე და მაშინ ადგილი აქვს აფეთქებას. ყველაფერი შავი აფეთქების შემდეგ იქცევა სინათლედ.
tikoroma
ამ ენერგიებს ვინ ზომავს?

ე.ი. თუ დიდი რაოდენობით უარყოფით ენერგიას დააგროვებ, აფეთქდები... არავითარი უიკვდავება, მეექვსე რასა, კარმა და რეინკარნაცია.... blink.gif რაღაც საინტერესოს მივაგენი...
Shou
tikoroma

ხომ ვამბობ, საქმე იმაში არ არის მეექვსე რასის ადამიანობა რაში გვჭირდება და მაგას რა აზრი აქვს ან ეს ცუდია თუ კარგი, საქმე ამ ნაწერის კატეგორიულობა და უპატივცემულობაა, აი, ჩვენ (უმეტესობა) ბავშვებს რომ ზემოდან დავცქერით და პიროვნებებად არ ვაღიარებთ, დაახლოებით მასეთი. ამიტომაც ვერ ვიჯერებ, რომ ამის დამწერი მაღალგანვითარებული არსებაა. და სად არის მისი სინათლე, შემწყნარებოლბა და სიყვარული?
Emigranti
საოცარია. ეს თემაც ეხლა აღმოვაჩინე. სადღაც სხვა განყოფილებაში ლინკი იყო და იქიდან.

არა რა, esoteric.ge უსასრულოა. ვკითხულობ, ვკითხულობ და სულ ახალ-ახალ რაღაცეებს ვაწყდები. good.gif
QUOTE(tikoroma @ Nov 22 2009, 04:08 PM) *
საინტერესო რაღაცეები ვიპოვე

70. ფსიქიკური ენერგიის გადასაქაჩად ანტისამყაროს ზოგიერთი ცივილიზაცია სარგებლობს სპეციალური ხერხებით: დეპრესიის გაძლიერება, ინდივიდის ცნობიერების აფეთქებანი, ქვეცნობიერთან მიერთება, ცრურელიგიები. ადამიანის არასრულყოფილი სააზროვნო აპარატის გამოყენებით, შეუძლიათ ცნობიერებასთანაც მიერთება. ადამიანი თავად აძლევს გზას ანტისამყაროს. გამოიყენება: ცნობისმოყვარეობა, ურწმუნოება უფლის, სრულყოფილი გულის, უმაღლესი გონის, ნათელი ძალების, (აქედანაა შიში, უმეცრება, გამოუცნობი მფრინავი ობიექტები – ეს არსებანი ძირითადად ანტისამყაროდან არიან, გამოიყენებენ ჩვენი სამყაროს დესტრუქციულ ენერგიას.)
გაოგნებული ვარ. ეს ხომ თითქმის იგივეა, რასაც ნენსი ლიდერი, მეოთხე სიმკვრივის ბოროტ უცხოპლანეტელებზე, ანუ ე.წ. მხოლოდ თავისთავის მსახურ არსებებზე (STS) წერს. blink.gif რო მოვიცლი უნდა ჩავუჯდე ერთი bf_nonew.gif
Shou
ისე კარგი ვქენი აქ რომ შემოვიჭყიტე. ეხლა ჩემი "კატეგორიული ტონი" მომხვდა თვალში და რაღაც მენიშნა. მოზარდი ბავშვები რომ აწყობენ ხოლმე სახლში საპროტესტო გამოსვლებს იმას მივამსგავსე blush.gif sweet.gif მივხვდი რომ "კარგად" უნდა მოვიქცე და ხელახლა წავიკითხო რადგან ასე "გამაღიზიანა" პირველ ჯერზე angelchik.gif l_book.gif
ElGeorgia
პირველი ორი გვერდის კითხვა ხალისიანად დავიწყე და თავიდანვე ჩამიშხამა კითხვა შინაარსმა. პირველ რიგში მეც თვალში მომხვდა კატეგორიული ტონი.
მეორე ის, რომ ავტორი თითქოსდა არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, მაგრამ ამავე დროს უარყოფს- "არ უნდა დალიოთ ალკოჰოლი"- თვითონ ქრისტე სვამდა ღვინოს და საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია.

QUOTE(tikoroma @ 22nd November 2009 - 08:19 PM) *
_ სექსი _ იშვიათად (2-3-ჯერ ცხოვრებაში), შთამომავლობის გაგრძელების მიზნით;

რატომ მაინც და მაინც 2-3? იქნებ 5 შვილის გაჩენა მინდა?

და ყველაზე მთავარი, რაც წავიკითხე ძალიან ბევრი პლიუს-მინუსები აქვს მოყვანილი, სამყაროს ყოფს უკიდურეს დუალისტურ მოდელად. სამყაროს მსგავსად ადამიანსაც აიძულებს გაიყოს უკიდურეს ორ ნაწილად. ორად გაყოფილი ადამიანი ვერასდროს ვერ გადავა მომავალ საფეხურზე, სანამ არ გააცნობიერებს რომ ეს ე.წ. პლიუს-მინუსები მისი საკუთარი ნაწილია.
mata
ElGeorgia
ციტატა(ElGeorgia @ 24th March 2010 - 01:44 AM) *
რატომ მაინც და მაინც 2-3?


ანუ მანდ საუბარია რომ სექსზე საერთოდ უარი უნდა თქვა. (როგორც გართობაზე, როგორც სიამოვნებაზე)
დღეს სექსის ფუნქცია ხომ სიამოვნების მიღებაა... არადა თურმე სულ სხვა მიზნით მოუნიჭებიათ ჩვენთვის ეგ უნარი.
გამრავლების მიზნით.

2-3 ში იგულისხმება, რომ 2-3 შვილს გააჩენს საშვალოდ 1 ადამიანი. შენ თუ 5 გინდა, ხუთი გყავდეს.
მთავარია სექსი თავისი დანიშნულებისამებრ გამოიყენო და 5-ივეჯერ გამრავლების მიზნით და არა ხორციელი სიამოვნების მიზნით.

მზეონა
QUOTE(Uma @ Dec 23 2007, 01:14 AM) *
აგნი welcomeani.gif ელ მორია ვინ არის - რეალური ისტორიული პერსონაჟი?

ელ მორიას ბიოგრაფია და მისი ცნობილი რეინკარნაციები >> http://sirius-ru.net/liki/moria.htm
პ.ს. ვინც არ იცის ეს ინფო დაგეხმარებათ wink.gif

ჯი-ნია-ნი
წიგნის ლინკი რომ დადოთ შეგიძლიათ? smile.gif
tikoroma
ჯი-ნია-ნი
http://www.link.ge/file/369636/elmoria.doc.htm
John Dee
ლინკი არ მუშაობს, თუ შეგიძლიათ განაახლეთ

Untitled_11
გამომიგზავნეთ, თუ გაქვთ ელექტრონული ვერსია smile.gif
მზეონა
QUOTE(John Dee @ 28th December 2011 - 10:15 PM) *
ლინკი არ მუშაობს, თუ შეგიძლიათ განაახლეთ

QUOTE(ანა @ 29th December 2011 - 12:10 AM) *
გამომიგზავნეთ, თუ გაქვთ ელექტრონული ვერსია

წიგნი შეგნებულად წავშალე, რადგან მთარგმნელმა ჩათვალა, რომ თარგმანში გაპარულია სერიოზული შეცდომები! ასე, რომ ჯობია აღარ წაიკითხოთ wink.gif
natuka
მზეონა
მე ვერ წავიკითხე ეს წიგნი. ყველა მცდელობაზე თავი მტკივდებოდა და გულისრევის შეგრძნება მქონდა.
მზეონა
natuka
შენი შინაგანი არ ტყუოდა, ამიტომ ძალაც აღარ დაატანო ხოლმე :* ეგრევე დაუჯერეო wink.gif
Untitled_11
მალავთ ხომ? ინგლისურად ან რუსლად ვერ მევიძიებ და ვერ წევიკითხავ თუუ რაფერაა მაი საქმე? biggrin.gif მევიძიებ და გეტვით ვისაც გენებოთ, იქნება მაი საცხა, მაიცა პაწა, მოვძებნი
natuka
მოგვიანებით ვნახავ თუ მაიქვს შენახული და თუ ასე გულით გინდა გამოგიგზავნი.
Untitled_11
მინდა, რაღაც ჰაგაკურეს გაგრძელება მგონია
Untitled_11
მაქვს უკვე! smile.gif მშვენიერია
John Dee
ანა
უცნაურია ჰაგაკურეს გაგრძელება როგორ?
John Dee
და თუ გაქვს გამიზიარე თუ წინააღმდეგი არ ხარ
John Dee
QUOTE(მზეონა @ Dec 29 2011, 12:35 PM) *
წიგნი შეგნებულად წავშალე, რადგან მთარგმნელმა ჩათვალა, რომ თარგმანში გაპარულია სერიოზული შეცდომები! ასე, რომ ჯობია აღარ წაიკითხოთ wink.gif

აჰა გასაგებია : (
Untitled_11
John Dee

ჰაგაკურესადმი ჩემი დამოკიდებულების, და ანუ.. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქცევის წესებზე და სულზე.. ეგრე გამოდის.

http://www.link.ge/file/371048/Elmorea.doc.html ინებეთ wink.gif
Untitled_11
QUOTE
წიგნი შეგნებულად წავშალე, რადგან მთარგმნელმა ჩათვალა, რომ თარგმანში გაპარულია სერიოზული შეცდომები! ასე, რომ ჯობია აღარ წაიკითხოთ


რა მნიშვნელობა აქვს შეცდომებს? ეს ხომ აქსიომა არაა, უბრალოდ წაიკითხავ და მიიღებ, შეცდომა იქნებ სწორია სინამდვილეში? smile.gif))) მე ვკითხულობ და მომწონს თან ვუსმენ Beauty and the Beast biggrin.gif biggrin.gif
მზეონა
QUOTE(ანა @ 29th December 2011 - 09:26 PM) *
რა მნიშვნელობა აქვს შეცდომებს? ეს ხომ აქსიომა არაა, უბრალოდ წაიკითხავ და მიიღებ, შეცდომა იქნებ სწორია სინამდვილეში? ))) მე ვკითხულობ და მომწონს თან ვუსმენ Beauty and the Beast

ანა არ ხარ მართალი, ეს ისეთი ლიტერატურა არ არის, რომ ჩაიკითხო რომანივით და ვითომც არაფერი, აქ ყოველ სწორად დასმულ მძიმეს და მითუმეტეს სწორად გადმოცემულ სიტყვას, აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს!
ეს პატარა შეცდომის გამო ვიღაცის მიერ ახირებული აკრძალვა კი არა, კეთილი სურვილია! (ანუ დობირიე პოჟელანია) smile.gif
Untitled_11
გასაგებია, დაე დავისაჯო რომ არ მოვუსმინე კეთილ რჩევას smile.gif მაგრამ მე გულს ვუჯერებ, გული კი მეუბნევა სწორედ ახლა უნდა წაიკითხო შენ ეს ანა და გაუზიარო სხვებსაცო.. smile.gif

Untitled_11
სულიწმიდა _ ეს ყველაფერია, ეს სინათლისა და სიყვარულის ჰარმონიული კავშირია. აქედან გამომდინარე: თუ გასცემ უანგაროდ, გულწრფელად, მთელი გულით, შენ მიიღებ ყველაფერს, ოღონდ შვიდჯერ მეტს და საუკეთესო ხარისხისას. ყველაფერი _ ეს ყველაფერია: საჭმელი, ფული, ველოსიპედი, კაბა და ა.შ. მაგრამ, ნუ გადავვარდებით უკიდურესობაში. ყველაფერი _ ეს კიდევ ენერგიაა. ის შეიძლება გასცე აზრობრივად, შეიძლება ფიზიკურ პლანზეც. ისე უნდა მოიქცე როგორც ამას სულიერი გული გიკარნახებს. იფიქრე! იფიქრე!
John Dee
QUOTE(ანა @ Dec 29 2011, 09:25 PM) *
John Dee

ჰაგაკურესადმი ჩემი დამოკიდებულების, და ანუ.. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქცევის წესებზე და სულზე.. ეგრე გამოდის.

http://www.link.ge/file/371048/Elmorea.doc.html ინებეთ wink.gif



განავრცე თუ არ გეზარება და არ შეგაწუხებს smile.gif
საინტერესო კავშირები მოგიძებნია და ძალიან მაინტერესებს
Untitled_11
ახლა დაღლილი ვარ, ხვალ მოგწერ პირად წერილში wink.gif
manana
ციტატა(Shou @ May 27 2009, 06:40 PM) *
ეს წიგნი წავიკითხე ადრე მაგრამ რაღაც უსიამოვნო გრძნობა დამიტოვა კატეგორიულმა ტონმა და ზოგადად ეკლესიებისათვის და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისათვის დამახასიათებელმა იმპერატიულმა მიდგომამ. საქმე იმაში არაა რას წერენ, არამედ იმაში თუ როგორ მაწვდიან ამას. მე პირადად ვერ მივიღე. ჩემთვის პირველი და ერთადერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი სიყვარულია რომელიც ჩემზე განვითარებული არსებისაგან უნდა მოდიოდეს, სხვა მხრივ განვითარებულად საერთოდ ვერ მივიჩნევ სულ რომ პლანეტებით ჟონგლიორობდეს მაშინაც კიsmile.gif




გეთანხმებით!
manana
ციტატა(მზეონა @ Apr 7 2011, 11:49 AM) *
ელ მორიას ბიოგრაფია და მისი ცნობილი რეინკარნაციები >> http://sirius-ru.net/liki/moria.htm
პ.ს. ვინც არ იცის ეს ინფო დაგეხმარებათ wink.gif




უდიდესი ენერგია მოდის მისი თვალებიდან
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.