Help - Search - Members - Calendar
Full Version: ano
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები > ფსიქომოდულაციის ოთახი
Pages: 1, 2, 3, 4
ano
მოგესალმებით ყველას

ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის.
იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად,

მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება.
tikoroma
welcomeani.gif
earth
ano
l_daisy.gif
ano
შინაგანი დიალოგი, შინაგანი კონფლიქტი, ყველაზე რთული, საშინელი რამ, საშინლად მტანჯველი ომი ჩემს შიგნით, ომი რომელსაც ვერ ვასრულებ. მუდმივი პრობლემა და უამრავი შინაგანი ხმა თუ აზრი ოპოზიცია და პოზიცია, რომლებიც ერთმანეთს ვერ უმტკიცებენ საკუთარ სიმერთლეს, ჭეშმარიტებას, რომ აი ასე უნდა მოიქცე იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადათწესია, ჩვენი რელიგია კულტურა ასეთია, ასე უნდა მოიქცე და საზოგადოებაში მიღებული იქნები, მეორე ხმა, მაგრამ მე ასე არ მინდა ვიცი რომ მიუღებელია ბევრისთვის რასაც ვაპირებ მაგრამ მე ასე მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ვაითუ ვერ გავუძელ საზოგადოებრივ აზრს ვაი თუ მართალი არიან, ასეც და ისეც რაც არ უნდა ვქნა, მაინც ვერ ვგრძნობ ბედნიერებას, თუნდაც აქამდე ხომ ისე ვიცხოვრე როგორც ჩემს გარემოს სურდა და რა ხეირი?
თუნდაც ახლა საზოგადოებისათვის მიუღებელი ნაბიჯი რომლის გადადგმასაც ვაპირებ, მაგასაც რა ხეირი ექნება, ამაოა ყოველივე, არც ისე არც ასე არაფერი. გადაწყვეტილების მიღებამდე ისევ შინაგანი კონფლიქტი, საინტერესოა რომელი მხარე გაიმარჯვებს, რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს ვიცი რომ არცერთი არაა მნიშვნელოვანი, ტვინში კი საოცარი ქაოსია, როგორც უმეთაურო სახელმწიფოში უამრავი სულელი ამბიციური ეგოისტი. უამრავი სულელური იდეა, არაფრის მომცემი სამუშაოს კეთება და საოცრად დაღლილი სხული, რომელსაც უამრავი საქმის გაკეთებას ავალებენ ეს პატარპატარა ეგოისტური სურვილები.

earth
მემგონი ეგ ბრძოლები ყველას გვაქვს. რამდენი რამეა ამ საზოგადოებაში რაც არ არის ჩვენი და საზოგადოებრივი აზრის გამო ხარ მიჯაჭვული.
კარგი იქნებოდა შეძლებისდაგვარად მივყვეთ შინაგან ხმას, რომ ვიგრძნოთ შინაგანად სიხარული და არ გვენაღვლებოდეს ვინ რას იტყვის. რაც უფრო ჩაკეტილი საზოგადოებაა მით ძნელია ეს, რაც უფრო თავისუფალია საზოგადოება, მით ადვილია.

ერთ პატარა მაგალითს ვიტყი ჩემი იგივე მდგომარეობიდან, რასაც შენ აღწერ. მე როგორც ქართველი მინდოდა ყოველთვის(წარსულში) კარგი ჩაცმული ვყოფილიყავი და ა.შ. ჩემი ქმარი ბერძენია და ჩაცმა საერთოდ არ აინტერესებს, არ უნდა რა, რაც ყველაზე თავისუფალია ის უნდა რომ ეცვას, მე ამ ბოლო დროს მივედი მაგ დასკვნამდე, რომ არ უნდა ყარო ფული ტანსაცმელში, უბრალოდ გეცვას პრაქტიკულად რაც გსიამოვნებს, მაგრამ ვერ გადავედი საზოგადოებრივი აზრის იქით, მაინც ვიყიდი ჩავიცმევ, ხალხი რას იტყვის biggrin.gif
ano
სწორად მიმიხვდი რასაც ვგულისხმობდი.
თან აქვე აღვნიშნავ რომ ეს ადამიანები იმიტომ გიშლიან რაღაც არ გააკეთო რომ ეს მათ ეგოს ურტყამს, მათ "ქართველობას" ვართმევ ქართველისათვის მიუღებელია, და არა იმიტომ რომ ჩემზე გული შესტკივათ, ეს უბრალოდ მათ ეგოს ძალიან ურტყამს.
ამდენი წლის მერე ხედავ რომ არანაირი სიყვარული და თანადგომა, და მაინც უნდა ვიზრუნო რომ არ ვაწყენიო ვინმეს.
აი ვაანალიზებ ვფიქრობ და ვხვდები რომ უნდა დავიკიდე ბევრი აზრი და იდეოლოგია და ეს საკმაოდ მძიმე დასამარცხებელია,
ეს საზოგადოებრივი აზრი რომ ქართველები ერთადერთები ვართ, რასიზმში გადასული ყველას მიმართ სიძულვილი რა უბედურებაა, ეს რაუბედურება ჭირს ამ საზოგადოებას? ეს ამხელა სიძულვილი განსხვავებული აზრის, რელიგიის, თუ ეროვნების მიუღებლობა,
არანაირი ტოლერანტობა და გაგება,
ისე კარგიცაა ამდენი ემიგრანტი რომ არის საქართველოდან წასული, იქნებ საზოგადოებრივი აზრი მიხვდეს, რომ ასე არ შეიძლება და სხვებიც ადამიანები არიან, სხვებსაც გული აქვთ და გრძნობები.

მომხრე ვარ ხალხთა შორის სიყვარულის, ტოლერანტობის, გაგების, მიღების, თანაგრძნობის, ერთიანობის, მიუხედავად ეროვნებისა, რელიგიისა, ორიენტაციისა, აზროვნებისა, მსოფლმხედველობისა, წარსულისა..

და კიდევ ვფიქრობ სკოლებში სასწავლო პროგრამა გადაიხედოს და მომავალ თაობებს ერთაშორის სიყვარული და ტოლერანტობა ისწავლებოდეს, ლიტერატურის სასწავლო მასალა გადაიხედოს, არ ვიფიქრებდი ამას თუ ვიტყოდი და აკაკის ბევრი თხზულება ხალხთა შირის სიძულვილს თესავს, თუნდაც ვიცი რომ ბევრი აფანატებს შედეგი სავალალოა,

მე ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვებრძვი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის არსებობას ვერ უგულვებელვყოფ ფაქტი სახეზეა.

ვუსურვებ საკუთარ თავს სიძლიერეს, რომ ეს ყოველივე გადავხარშო
old_man
ano
ყველა უბედურება მოდის არაჯანსაღი ეგოდან. ადამიანები, ოჯახის წევრები, ახლობლები ტანჯავენ საკუთარ თავს და ერთმანეთს სწორედ ეგოს გამო.
არადა, ხადახან ვფიქრობ, რომ რა ბედნიერი იქნებოდა ყველა, რომ მოიშორონ სტერეოტიპები, კომპლექსები და მისცენ ერთმანეთს ცხოვრებით დატკბობის საშუალება.
ერის ეგო კიდევ სხვა თემაა. ამიტომაცაა ასეთი შეუწყნარებლობა და აგრესია.
შინაგან ჭიდილში და საზოგადოებასთან ამ საკითხებზე ბრძოლაში რომ ატარებ დიდ დროს, სამწუხაროდ იმ შემოქმედებისთვის და იმ ენერგიის რეალიზაციისთვის დრო ცოტა გრჩება, რისთვისაც დაიბადე. სხვებიც არ დაბადებულან სხვების საწვალებლად, მაგრამ ცრუ მეს ტყვეობაში უჭირთ ამის გახსენება და გაცნობიერება.
ano
კი მართალია გეთანხმები ყველაფერში,
ერთი მომენტი ხშირად მაფიქრებს წლების წინ მეც ასე ვიქცეოდი, ისე შეუგნებლად განვიკითხავდი ხოლმე ადამიანს, ასე კი არა ისე უნდა მოიქცესთქო, ვინმე რამეს რო მომიყვებოდა იმწუთას ჭკუას დავარიგებდი ასე არ ქნა ისე ქენითქო, ანუ რჩევებს ვიძლეოდი იქედან გამომდინარე ჩემმამშობელმა რაც მასწავლა, იმას კიდე მისმა მშობელმა და ასე თაობიდან თაობა და ზოგადი აზრი მაგრამ არა ჩემი პირადი, ასევე მე არ ვითვალისწინებდი რომ მოსაუბრე დგას დილემის წინაშე და ეს მისი ბედი და მისი გადასაწყვეტია, მე კი ასე უარო რჩევებს ვეუბნები, რამდენჯერ ჩავერიე უხეშად სხვების ცხოვრებაში, ისე რომ არანაირი შეგნება არ მქონდა, ახლა კი ვფიქრობ რომ ეს ჩემი "დახმარებები" უაზრობა იყო, ახლა კი ცხოვრბამ მე შემახვედრა ისეი გამოცდები და იმდენი შინნაგანი კონფლიქტები რომ ვხვდები, იმ ადამიანებს ვისაც მე "ვარიგებდი" მეტად შეგნებულნი აღმოჩნდნენ, ცხოვრებამ გამომატარა ის გზა საიდანაც ვხედავ სად დავუშვი შეცდომები, და ახლა სად უშვებენ სხვებიც იმავე შეცდომებს, ეს გა არ არის უმტკივნეულო, უამრავ დარტყმებს იღებს ჩემი ეგო,
ასე რომ შევხედო რომ ეს მტკივნეულია ეგოსათვის და არაფერი არაა აქ გარდა ცხოვრებისეული გაკვეთილისა კი, მაგრამ გვერდიდან ვერ ვუყურებ ჩემს თავს ძან როლებში ვარ შეჭრილი,

ეს შინაგანი კონფლიქტი ისეთი ძლიერია ჩემში რომ ძალიან მინდა აზრზე მოვიიდე, აქედან გამოვიდე და გავერიდო, რომ გამოვიდე ამ ფიქრების ქაოსიდან. ყველაზე მეტად ვიდრე როდესმე მინდა გამოვიდე და ვუყურო ცხოვრებას როგორც საინტერესო სიზმარს ან ფილმს.

ღმერთო ნეტა რატო დამჭირდა ასე რომ შემეტოპა ამ ჯოჯოხეთურ მდგომაეობაში,

ერთ დღესაც ბედნიერს გამეცინება ამ ჩემს პოსტებზე,
ძლიერი შინაგანი რწმენა მაქვს რომ რაღაც მნიშვნელოვანი სულ ახლოსაა და ვერ ვიჭერ უყურადღებობის გამო
earth
ano
QUOTE(*ANO* @ 29th April 2018 - 01:55 PM) *
ისე კარგიცაა ამდენი ემიგრანტი რომ არის საქართველოდან წასული, იქნებ საზოგადოებრივი აზრი მიხვდეს, რომ ასე არ შეიძლება და სხვებიც ადამიანები არიან, სხვებსაც გული აქვთ და გრძნობები.

მართალია, შენს ტყავზე რომ გამოცდი რასიზმს მერე უფრო სწორად მოიქცევი... ყველგანაა რასიზმი, მაგრამ ჩვენთან ამ ბოლო დროს არ მესმის კარგი ამბები. მე რომ წავედი საქართველოდან მაშინ არ იყო ასე ...
QUOTE(*ANO* @ 29th April 2018 - 01:55 PM) *
აკაკის ბევრი თხზულება ხალხთა შირის სიძულვილს თესავს

შეგიძლია მითხრა კონკრეტულად, რომელ თხზულებაზეა ლაპარაკი? მე ამდენი წლის მერე ცოტა არ იყოს დამავიწყდა კიდეც რაღაცეები...
earth
ano
QUOTE(*ANO* @ 29th April 2018 - 09:10 PM) *
ერთ დღესაც ბედნიერს გამეცინება ამ ჩემს პოსტებზე,
ძლიერი შინაგანი რწმენა მაქვს რომ რაღაც მნიშვნელოვანი სულ ახლოსაა და ვერ ვიჭერ უყურადღებობის გამო

ანო ყველაფერი კარგად ინება!!!

საქართველოშიც ყველაფრის შეცვლა შეიძლება, არიან ბევრი ადამიანები საქართველოში სწორი შეხედულებებითა და საქციელით. მთელი ამ ფორუმის ჩემი მეგობრები სწორად მოაზროვნეები არიან. ალბათ ბევრი სხვაცაა სწორედ მოაზროვნე. ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება საქართველოსათვის თუ მოვინდომებთ და თუ მართლა გვინდა რომ რამე შეიცვალოს. ჩვენ კარგად გვესმის წარმოდგენის ძალა, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად პრაქტიკები და წარმოვიდგინოთ უკეთესი საქართველო.

ano
აკაკი ისე მაგალითად მოვიყვანე, და მასეთები იმ ეპოქაში სხვებიც იყვნენ, "ქართველობას" რომ ქადაგებდნენ,
მე ინფორმაციას აღვიქვამ ემოციურ პლანზე, მაგ ადამიანებს არ ვიცი რა დონეზე ქონდათ სულიერება, თუმცა მაღალი ინტელექტით ბევრი ფანატი ყავთ, ზოგადად ემოციურ პლანზე ავიღოთ ბაშიაჩუკი, რას იწვევს გრძნონენით, მაღალ ეროვნულ "სულისკვეთებას", და ცხოველური განვითარების ფსიქოტიპებში სიძულვილს უცხო ერისადმი და ავიწყდებათ რომ ეს ისტორიული ნაწარმოებია და აზროვნებით ჩარჩნენ წარსულში, ცხოვრება მიედინება ახალი გამოწვევებით ახალი რეალობით, გონება კი დაბოღმილი გაიჭედა სადღაც წარსულში და რეალობას ვეღარ აღიქვამენ, პლიუს აკაკის ნაწარმოებებს ახასიათებს მაღალი ემოციური გრძნობების აფორიაქება, ამ ემოციურ ფონზე კი ადამიანთა უმეტესობა საღ აზრს ვერ ინარჩუნებს, პირადი გამოცდილებით ვამბობ რომ მე მაგ ნაწარმოებმა დამიტოვა იმ დამპყრობელთა სიძულვილი. სიძულვილი კი არაა კარგი მასწავლებელი. დრო იცვლება, რეალობის აღქმა ვერ ხერხდება,
რაც შეიძლება მოკლედ შევეცადე იმ ემოციური ინფორმაციის სიტყვებად აღწერას რაც ბევრს აზრადაც შეიძლება არ მოდის, თუმცა ქვეცნობიერში ეს ყველას აქვს და ის მუშაობს, გაუცნობიერებლად.
ano
ციტატა(earth @ Apr 29 2018, 10:33 PM) *
ano

ანო ყველაფერი კარგად ინება!!!

საქართველოშიც ყველაფრის შეცვლა შეიძლება, არიან ბევრი ადამიანები საქართველოში სწორი შეხედულებებითა და საქციელით. მთელი ამ ფორუმის ჩემი მეგობრები სწორად მოაზროვნეები არიან. ალბათ ბევრი სხვაცაა სწორედ მოაზროვნე. ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება საქართველოსათვის თუ მოვინდომებთ და თუ მართლა გვინდა რომ რამე შეიცვალოს. ჩვენ კარგად გვესმის წარმოდგენის ძალა, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად პრაქტიკები და წარმოვიდგინოთ უკეთესი საქართველო.


კი შეიძლება შეცვლა, და ისიც ვიცი რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს, ვიცი რომ ამ ფორუმზე და ფორუმელებს ეს პრობლემა არ აქვთ,
მაგრამ მე მაქვს და პლიუს დაემატა ამ ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტები, რომლებზეც ფეისბუკზე ბევრი ისევ იგივეს მღეროდა რომ ქართველობას გვართმევენ, ფერადკანიანებზე იყო მაგრამ ეს ისე აიტაცა საზოგადოებამ და ისე უჭერდნენ მხარს ერთმანეთს რომ ასეთი რაღაცეების წაქეზება სახიფათოა, ქართველ მამაკაცთა ფსიქიკა ძალიან ფეთქებადია, (არ ვამბობ ამ ფორუმელებზე) უბრალოდ საშუალო არითმეტიკული მომყავს, და მათ არ ჭირდებათ კიდევ ცეცხლზე ნავთის დასხმა.
ამ ცხოველური ფეთქებად საშიში ბუნებისათვის წითელი ნაჭრის ფრიალი არაა საჭირო, საზოგადოება უნდა მიხვდეს რომ ყველა ადამიანია, ყველამ ნერვები მოთოკოს და პატივი სცეს სხვათა უფლებებს.
INVICTUS
ano
არ შეგეზაროს წაიკითხე. smile.gif

http://planet-today.ru/novosti/obshchestvo...ealnost-ili-mif

earth
ცოდნის დაბალი დონეა და ეკლესიაც თავის ეგრეგორში აქცევს მაგ ადამიანებს. ეკლესიის ეგრეგორი სიყვარულის ეგრეგორი უნდა იყოს წესით მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იგრძნობა, რადგან სიძულვილია ხალხში.
ano
ციტატა(INVICTUS @ Apr 30 2018, 05:13 PM) *
ano
არ შეგეზაროს წაიკითხე. smile.gif

http://planet-today.ru/novosti/obshchestvo...ealnost-ili-mif


წავიკითხე, ზოგადი მიმოხილვაა, და ის რომ ეზოთერიის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ყველას სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სპეცეფექტები, კი მართალია, მეც ეს მიმართულება არა უფრო სისტემის მუშაობა მაინტერესებს, საკუთარი თავი გარემო, ურთიერთკავშირები, განთავისუფლების გზები ამ გავლენებიდან, ამჟამად კი ფაქტი არის ის რომ ეს კავშირები და გავლენები მოქმედებს.

რაც შეეხება იმას ცხოვრების რა ეტაპებზე აინტერესებთ ადამიანებს ეზოთერიკა, ეს არის მწვავე სიტუაციები და კრიზისები, როგორც პირად ასევე საერთო სოციალურ პოლიტიკური გაჭედვების ეტაპები, ესეც მართალია ზოგადად ასეა....

საერთო ჯამში ეს არის ტაროლოგი და იწვევს მოსწავლეებს ტაროს შესასწავლად. რაც შეეხება ტაროს არ ვიცნობ ამ სისტემას და ვერც კარგს ვიტყვი რამეს ვერც ცუდს, მაგები იყენებენ საკუთარი მისიის გასახსენებლადო გამიგია, წინა ირკანაციების გასახსენებლად და გზის გასაგრძელებლად, მაგრამ მე პირადად ტაროსთან შეხება არ მქონია, აზრს ვერ გამოვთქვამ.
ano
ციტატა(earth @ Apr 30 2018, 05:17 PM) *
ცოდნის დაბალი დონეა და ეკლესიაც თავის ეგრეგორში აქცევს მაგ ადამიანებს. ეკლესიის ეგრეგორი სიყვარულის ეგრეგორი უნდა იყოს წესით მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იგრძნობა, რადგან სიძულვილია ხალხში.


არ ვიცი ეგრეგორია ალბათ რომ ასე მარიენეტებივით არიან და აზროვნება არ აქვთ, საკუთარი აზრი არავის არ გააჩნია თითქმის, ერთი იტყვის და იმეორებენ ერთიდაიგივეს. ესაა საზოგადოებრივი აზრის შიში თუ რა დავარქვა კოლექტიური აზროვნება. ეკლესია ასწავლის სხვა რამეს აკეთებენ სხვა რამეს სიტყვები და საქმეები არ შეესაბამება ერთმანეთს.

ეს ადამიანების განკითხვაა, და საკუთარ თავს სულ იმას ვუმეორებ კი არადა შიგნიდან ყვირის რაღაც სანამ ვინმეს რამეს ვეტყოდე "ნუ განიკითხავ" აი ეს ხმა მუდმივად ყვირის ჩემში, და ერთვება ემპათია რომ სანამ ადამიანს რამეს ვეტყოდე მის ადგილას დავაყენო ჩემი თავი, მაქ კი უფლება მას რამე დავუშალო, მაქვს უფლება შევზღუდო მისი თავისუფალი ნება?
იმდენი დარტყმები მომაყენა ცხოვრებამ რომ ეს ხმა მუდმივად ყვირის ჩემში რომ მარტო ჩემი, მე, მარტო მე ასე მინდა არ არის. ეს არის უკუკავშირი, მივაყენებ ვინმეს ზიანს, მეც ცხოვრებისეული გარემოებები ანალოგიურ სიტუაციაში მაგდებს, საკმაოდ რთული სისტემაა.
INVICTUS
ano
QUOTE(*ANO* @ 30th April 2018 - 08:09 PM) *
იმდენი დარტყმები მომაყენა ცხოვრებამ

რაც აუცილებლად გაგაძლიერებდა, გაძლიერებას დათმენა მოაქვს, დათმენას კი მეტი ცოდნა.
earth
ano
QUOTE(*ANO* @ 30th April 2018 - 09:09 PM) *
"ნუ განიკითხავ"

მართალი ხარ ანო, მაგ ადამიანებს ეგ გზა აქვთ გასავლელი, ჩვენ ალბათ გავიარეთ წინა ცხოვრებაში. ალბათ კი არა,–თითქმის დარწმუნებული ვარ, რაღაც მაგეთით ვიყავი დაკავებული რომელიღაც წინა ცხოვრებაში. ანბერი ან მღვდელი ვიყავი, უფრო მგონია ბერი ვიყავი. ასეა, ადამიანმა ყველაფერი უნდა ისწავლოს, ადამიანმა კი არა და ჩვენმა დიდმა მემ. ასე რომ „ნუ გაიკითხავ“, მართლაც შეესაბამება ამ სიტუაციას. ნუ განიკითხავ და გიყვარდეს მხოლოდ როგორიც არის...

INVICTUS
QUOTE(INVICTUS @ 30th April 2018 - 11:12 PM) *
რაც აუცილებლად გაგაძლიერებდა,

good.gif
ano
არა უშავს ეს ყოველივე იმიტომ ხდება რომ მე ჭკუა ვისწავლო, მთავარია მეც არ ავყვე ემოციებს ამ დროს ყველა რომ გაგიჟებულია.



INVICTUS
ძალიან კარგია მედიტაცია ყოველგვარი სიხარულის თუ გასაჭირის ჟამს, რათა გავაანალიზოთ ამ გრძნობების რაობა და წარმავლობა. ძნელია დაჯდე და იმედიტირო როცა ძალიან რაიმე გიხარია ან გიჭირს მაგრამ თუ შეძლებ გაცილებით უკეთ გაანალიზებ რა ხდება ჩვენს თავს.
ano
ახლა სხვა ჩემს დაკვირვებას მინდა ჩავუღრმავდე და გავაანალიზო,
ესეიგი 2004 წელს დავიწყე ჩანაწერების კეთება, საკუთარ თავს დავუწერე ის რაც მე უნდა შემეცვალა, რასაც არ ვაკეთებდი სიზარმაცის გამო, და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, ეს იყო რამოდენიმე პუნქტი, მაგალითად დილას ადრე ადგომა, პირის დაბანა თავის მიხედვა ნუ ელემენტარული თავის მიხედვა მოწესრიგების პროცედურები დაუზარებლად, და ასევე მნიშვნელოვნად მივიჩნიე რასაც ვიტყვი უნდა გავაკეთო და რაც გასაკეთებელია გავაკეთო, არანაირი საქმის გადადება, ასევე დაწყებული საქმის დამთავრება თუნდაც სულ უმნიშვნელო ყოფილიყო, პირველ რიგში დავიწყე სახლის დალაგებით, და გადავყარე ძალიან ბევრი ნივთი.

მაგრამ მნიშვნელოვანი პუნქტი აქ იყო ლოცვა გულით და დიდი რწმენა არა იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება არამედ დიდი რწმენა რომ მე შევძლებ შევიცვალო და შევცვალო ჩემი გარემო, ეს ხდებოდა ეტაპობრივად არა ისე რომ გავიღვიძე და უკვე ყველაფერი შეიცვალა, არამედ ყოველდღე ტონუსში და რწმენით, სანამ რამეს დავიწყებდი, ვკითხულობდი ბიბლიის რომელიმე გვერდს იგავნს ან სახარებას. ვლოცულობდი ღმერთს ჩემთვის სწორი გზა ეჩვენებინა რომ გამერჩია სიმართლე, როგორ მოვქცეულიყავი რომ აეცილებია შეცდომით გამოწვეული განსაცდელები, მე ბავშვობიდან ვლოცულობდი, და ბავშვობაში ბევრად უფრო გულმხურვალედ ვაკეთებდი ამას, ახლა რამოდენიმე წელია არ მილოცია და ვფიქრობ ლოცვა ერთერთი უძლიერესი რამაა საკუთარი გამოცდილებით ვამბობ ამას.

ამ ბოლო დროს ორი წელია მავნე ჩვევა მაქვს საკუთარ თავს ვაყენებ ზიანს, ფიზიკურად ვიმახინჯებ, ეს რაღაც არანორმალურია ვიცი, და სულ ვცდილობ ამ მავნე ჩვევას გადავეჩვიო, და ვერანაირად, ფურცელზეც დავწერე რომ დღეიდან ვსო ამას აღარ ვიზამ მაგრამ მაინც იგივე, ახლა ერთი კვირაა ვილოცე რომ ეს მავნე ჩვევა დავძლიო, და რამდენჯერაც ხელი გამექცევა საკუთარი თავის დასამახინჯებლად მახსენდება სიღრმისეულ მთელი სხეულის მეხსიერების დონეზე რომ ეს არ უნდა გავაკეთო, მთელი ჩემი სხეულისათვის გასაგები გახდა რომ ეს მავნე ჩვევა გადალახულია და აღარ ვაკეთებ, ასე რომ ვასკვნი ლოცვა ესმის არა მარტო ტვინს არამედ მთელს სხეულს მთლიანად, და იცვლები და პროგრამდები არა მარტო ტვინის დონეზე არამედ მთელი სხეულის დონეზე.
earth
ano
ლოცვას მართლაც დიდი ძალა აქვს, გულიდან გამოსული სიტყვა, ფიქრი, ლოცვა, ყოველთვის იწვევს შედეგს. მეც გამოვცადე ეგ ძალა.
tikoroma
მეც მიცდია, ყველა მოქმედებას ვიწერდი. თავის მოვლა, საოჯახო საქმე, პრაქტიკები... მარა ეგეც მომბეზრდა ;დ
ano
ნაბიჯ ნაბიჯ არ ვიწერდი პირველი რაც დავწერე ეს იყო გამოსასწორებელი გეგმა, სიზარმაციდან საკუთარი თავის გამოყვანის,
გზადაგზა კი პატარ პატარა მიზნები, მიზნამდე მისაღწევი ინსტრუქციები თავისთავად ჩნდებოდა,
დავაკვირდი როცა გაქვს მიზანი, ჩნდება ენერგიაც და საშუალებების მის მისაღწევად,
დაღლის და მობეზრების ეტაპიც საკმაოდ მქონდა ესაა შემაფერხებელი, როგორც ვთქვად სადღაც გზას ადგახარ და საწვავი რომ გამოგელევა თუ რა ვიცი რას შევადარო.
როგორც ადრე ახლაც ვეტყოდი ჩემს თავს რომ ვძლიო სიზარმაცეს და დავისახო მიზნები და კვლავაც წარმოვისახო ჰიპერეალისტური ლამაზი ოცნებები. რადგან ვიცი რომ ფიქრები და ლამაზი ოცნებები რეალიზდება,
ano
რა ჯობია არ ვიცი მარტო ყოფნა თუ ვინმესთან თანაცხოვრება,
იქნებ ეს მიტოა რთული რომ მანამდე თავისუფალი ვიყავი რაც მომინდებოდა როცა მომინდებოდა ვაკეთებდი ახლა კი სხვისი ინტერესების გათვალისწინებაც მიწევს.
თითქოს პრობლემებიც მომემატა,
ის ანდაზასავით რაღაც მახსენდება რომ გაიგო გათხოვება არ ღირს ამისთვის უნდა გათხოვდეო.

დრო რო გადის გადავხედავ ხოლმე წარსულს და რამდენ რამეს ვნანობ რაც არ გავაკეთე,
ახლა კი ვფიქრობ ახლანდელ დროზე რო გავა წლები რას ვინანებ, ნეტავ რა არის რისი გაკეთებაც შემიძლია და არ ვაკეთებ?
სხვების შეცვლა გამოსწორებას კი თავი უნდა დავანებო, როცა საკუთარ თავზე საკმაოდ ბევრი სამუშაო მაქვს
earth
ano
QUOTE(*ANO* @ 19th July 2018 - 08:34 PM) *
რა ჯობია არ ვიცი მარტო ყოფნა თუ ვინმესთან თანაცხოვრება

ალბათ გააჩნია თვითოეული ადამიანის აზრს ამ ცხოვრებაზე. რა მისია გვაქვს, რისთვის დავიბადეთ ამ ინკარნაციაში. ზოგის მისიაა ბევრი შვილების აღზრდა, ზოგის კი სიმარტოვით ცხოვრება.
ano
არ ვიცი უბრალოდ ძალიან დიდხანს მარტო ვიყავი, ახლა კი ვცხოვრობ ადამიანთან, რომელსაც დიდ დროს ვუთმობ
მის აზრებს და ემოციებს უსიტყვოდ ვხვდები, მას მძიმე წარსული აქვს რაც მის ხასიათზეც აისახება,
ისიც ჩემს ფიქრებს და გრძნობებს უსიტყვოდ ხვდება, ძალიან მგრძნობიარე ადამიანია,
ორივეს წარსული გვექაჩება, „ძველი ცოდვები“ თავს გვახსენებენ,
ერთადერთი რამაც ვინმესთან თანაცხოვრება ამატანიოს ეს არის სიყვარული გაგება და პატივისცემა,
ვცდილობ მეტი სიყვარული გამოვიმუშაო რომ მეტი გაგებით მოვეკიდო მის ხასიათს,
რაც შეეხება ემოციებს, ის ზღვასავით მღელვარეა, ასეთ რადიკალურ ემოციურობას რომ ვხედავ ვხვდები როგორი ხელისშემშლელია ბედნიერად ცხოვრებაში,
earth
არასოდეს მოიძებნება ორი ადამიანი, რომ ყველაფერში 100%-ით შეეწყონ ერთმანეთს.
ერთად ცხოვრება იმითაა კარგი, რომ გინდა ადამიანს ახლოს გყავდეს ის ადამიანი, რომელიც დაახლოებით მაინც გგავს, რომ რაღაცეებში მაინც გაქვთ ერთნაირი შეხედულობა. მარტოობა ძალიან კარგია, მაგრამ ასაკში რომ შედის ადამიანი, მაშინ უნდა ვიღაცა ჰყავდეს, რომ არ იყოს მარტოდ...

მთავარი ფორმულა ორი ადამიანი რომ შეეწყონ ერთმანეთს გარდა ცნობილი მრავალჯერ გამეორებული ფრაზებისა, სიყვარული, გაგება და სხვა არის ის რომ შენთან მყოფი ადამიანი არ შეზღუდო, თავისუფლება მისცე, თავისი ჰობით დაკავდეს და ხელი არ შეუშალო, რაღაც მომენტში სიმარტოვე უნდოდეს და ნება მისცე. ეს ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ჩემი ქმარი იყო რომ ეს პირობა წამიყენა biggrin.gif თავიდან არ მომეწონა, ქართველი ქალის ეჭვიანობა ხომ იცით biggrin.gif ახლა მივხვდი... ახლა მივხვდი რამდენადაა აუცილებელი ერთად ცხოვრებისას შევინარჩუნოთ ჩვენი კუთხე, ჩვენი დრო ჩვენს თავს დავუთმოთ.
ano
მართალი ხარ გაიხარე
კი შეზღუდვასთან დაკავშირებით გვაქ პრობლემა, მე მიყვარს ყველაფრის კონტროლი, ასე არა ისე, ყველაფერში ვერევი და ჩემ ჭკუაზე მინდა რო ვატარო, ასე მითხრა ასე მგონია რომ მახრჩობო, თავისუფლება მომეცი მე როგორც მინდა ისე მოვიქცეო,
რეალურად პრობლემა არაა ეგ მოგვარებადია, პირობა მივეცი რომ აღარ დავახრჩობ.
ვხვდები რომ ადამიანი ჩემნაირი ვერ გახდება და უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის
earth
ano
მარტო შენ არა ხარ მასე. ამაში ქალებს ხშირად გვადანაშაულებენ.
ano
მადლობა გაიხარე smile.gif
earth
ano
bigarmhug.gif kiss1.gif
INVICTUS
ano
QUOTE(*ANO* @ 24th July 2018 - 12:52 AM) *
მე მიყვარს ყველაფრის კონტროლი

QUOTE(*ANO* @ 24th July 2018 - 12:52 AM) *
ვხვდები რომ ადამიანი ჩემნაირი ვერ გახდება და უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის

QUOTE(*ANO* @ 24th July 2018 - 12:52 AM) *
შეზღუდვასთან დაკავშირებით გვაქ პრობლემა,


ჩემს თავს ვხედავ Laie_10.gif
ano
მოგონებები ფრაგმენტებად მირბიან ტვინში.
ბავშვობის მოგონებები და თამაშები თავს მახსენებენ.
დროა ალბათ ჩავუჯდე გადახედვის პრაქტიკას
ano
2018.11.18
33 ის გავხდი
კიდევ ერთი წელი შემომემატა
ისევ მაინტერესებს ვინ ვარ რატო ვარ სად ვარ
ვულოცავ ჩემს თავს დაბ დღეს

happy.gif uraa.gif
tikoroma
გილოცავ
ქრისტეს ასაკია ხო?
რაღაც ახალს აღმოაჩენ და შეაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს
old_man
ანო გილოცავ, გისურვებ ამ ასაკიდან შემეცნების ახალი ეტაპი დაიწყოს შენს ცხოვრებაში და რაც მთავარია არასოდეს შეწყვიტო ძებნა babu.gif
td.........
ano
გილოცავ, ანო! ბევრი სინათლე და სიხარული მოეტანოს შენთვის ცხოვრებას. smile.gif 33-იო , რომ დაწერე გამიკვირდა სულ მეგონა, რომ 20-22 წლის გოგო ხარ smile.gif
INVICTUS
გილოცავ.


uraa.gif uraaa.gif birthday.gif
ano
ციტატა(tikoroma @ Nov 18 2018, 02:55 PM) *
გილოცავ
ქრისტეს ასაკია ხო?
რაღაც ახალს აღმოაჩენ და შეაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს

მააშ ქრისტეს ასაკში ვარ დროა მივდგე მოვდგე რაღაც გავაკეთო,
შესაძლოა ეს გარდამავალი ასაკია
დავაკვირდები სიბრძნე თუ შემემატება
ano
ციტატა(old_man @ Nov 18 2018, 11:46 PM) *
ანო გილოცავ, გისურვებ ამ ასაკიდან შემეცნების ახალი ეტაპი დაიწყოს შენს ცხოვრებაში და რაც მთავარია არასოდეს შეწყვიტო ძებნა babu.gif

მადლობა კეთილი სურვილებისათვის
atb_calendar.gif
ano
ციტატა(td......... @ Nov 19 2018, 12:02 AM) *
ano
გილოცავ, ანო! ბევრი სინათლე და სიხარული მოეტანოს შენთვის ცხოვრებას. smile.gif 33-იო , რომ დაწერე გამიკვირდა სულ მეგონა, რომ 20-22 წლის გოგო ხარ smile.gif

მადლობა JC_cupidgirl.gif
33 ,ის ვარ გამოვიანგარიშე და ასე გამოდის biggrin.gif
ano
ციტატა(INVICTUS @ Nov 19 2018, 11:19 AM) *
გილოცავ.
uraa.gif uraaa.gif birthday.gif

მადლობა confetti.gif
elli
გილოცავ კარგო და ძალიან საინტერესო გოგო rose-178.gif rose-178.gif gul.gif uraa.gif uraaa.gif
ano
დღეს მძიმე დღე მქონდა

ერთი ტაროს არკანი თავისით მოვიდა ფიქრებით, ტაროში საერთოდ ვერ ვერკვევი, არასოდეს არ გამიშლია არ გაუშლიათ,

ძალიან მაინტერესენს რას უნდა ნიშნავდეს ტაროს 16 არკანი კოშკი

ინტერნეტში ასეთი განმარტება ვნახე:
16) კოშკი
უარის თქმა ყველაფერ მოძველებულზე, ახლის აგება და სიამაყის დამუშავება.
ეს ახალი გეგმები და მათი განხორციელებაა. როგორც კოშკს, ისე აგებ შენს რეალობას – ქვას ქვაზე ადებ. მთავარია მოთმინება და მცდელობა. უნდა გქონდეს მზა გეგმა, რომელსაც მიჰყვები — გარკვეული მოკლევადიანი მიზნები და ორიენტირები. ამ ეტაპზე ახალი თავისით არ მოდის, საჭიროა ძალისხმევა, აქტივობა. შედეგიც ამაზე იქნება დამოკიდებული. მთავარია ზედმეტმა სიამაყემ არ შეგიპყროს, სიამაყე და ამბიცია არც ისე ცუდია, ოღოდ ზომიერების დარღვევის გარეშე. უნდა იპოვნო ბალანსი ღირსების შეგრძნებასა და სიამაყეს შორის. ეს ნიშნავს — გაიგო შენი ღირსებები, მაგრამ არ დაიწყო მათი სხვებთან შედარება. შედარებები ყოველთვის მოიკოჭლებენ, ყველა ადამიანი განსხვავებულია და მათი შედარება დასაწყისშივე მცდარია. შედარება შეიძლება რომელიმე კონკრეტული პარამეტრის — ვინ უფრო სწრაფად დარბის, ვინ უფრო მაღლა ახტება … მაგრამ მთელი პიროვნების შედარება სხვა მისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ინდივიდთან, შეუძლებელია. არ არსებობენ უკეთესი და უარესი ადამიანები. არასწორი მიდგომაა თავი მიიჩნიო ვინმეზე უკეთესად ან უარესად. საკუთარი ღირებულების, უნიკალურობის შეგრძნება, მცდელობა თავად ააგო შემი ცხოვრება და დარჩე ღია სიახლეებისათვის — აი შენი ამოცანა დღეს
tikoroma
შეკრებაზე გავაშლევინე და მე ამომივიდა
მორიდებით მითხრა ძირეული ცვლილებებიო
მეც ეგ მინდა-მეთქი ვაჯახე
ჰოდა მალევე გავიგე რომ ფეხმზიმედ ვარ
წლები არ მიჩნდებოდა და მერე ასე უცბად მობრძანდა ჩემი ბაია
არადა არ უყვართ ეგ არკანი
ძველის ნგრევაო და რაღაცეები. შიშით უყურებენ
მახსოვს გურულმა რუნებით მითხრა იგივე - ძირეული ცვლილებები
აი როგორ ვერ წარმოვიდგენდი ორსულობას არ იცით.
ამიტო შეიძლება ბევრი ახსნაც ჰქონდეს
და სულ სხვა რამეში გამოიხატოს რასაც არ ელი
tikoroma
სიზმარივითაა
როცა ახდება მაშინ ხვდები, რომ აი თურმე რას ნიშნავდა ;დ
ano
ციტატა(tikoroma @ Dec 4 2018, 05:01 PM) *
შეკრებაზე გავაშლევინე და მე ამომივიდა
ჰოდა მალევე გავიგე რომ ფეხმზიმედ ვარ
წლები არ მიჩნდებოდა და მერე ასე უცბად მობრძანდა ჩემი ბაია
არადა არ უყვართ ეგ არკანი

მახსოვს გურულმა რუნებით მითხრა იგივე - ძირეული ცვლილებები
აი როგორ ვერ წარმოვიდგენდი ორსულობას არ იცით.
ამიტო შეიძლება ბევრი ახსნაც ჰქონდეს
და სულ სხვა რამეში გამოიხატოს რასაც არ ელი


ძალიან პოზიტიურად აგხდენია საოცრება გყავს
JC_cupidgirl.gif
tikoroma
დიდი მადლობა l_daisy.gif
ano
ახლა ფეისბუკზე ვიღაცამ კითხვა დასვა როგორ შეგიყვარდათ წიგნის კითხვაო,
და გამახსენდა ბავშვობაში პირველი პატარა წიგნი რომლითაც დავიწყე, ცნობისმოყვარეობის გამო,
ქუჩაში თამაშის დროს ერთმა გოგომ დიდი სიამაყით რომ განაცხადა წიგნის კითხვაზე მეტი დიდი სიამოვნება არ არსებობსო, ჰოდა ეს ვინ ჩემი ფეხებია მეც უნდა წავიკითხო ერთი წიგნი მეთქი,
ასე შევყევი, ზაფხულობით მარანში ღვინის ბოცების გარემოცვაში გავშლიდი „ლეჟანკას“ წამოვწვებოდი და თითქმის მთელი დღე ვკითხულობდი.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.