Help - Search - Members - Calendar
Full Version: კსენია მენშიკოვას სკოლა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
brevalo


როდესაც რუნებმა დამაინტერესა, youtube-ში ვეძებდი რამე საინტერესო ლექციებს რუნების შესახებ და შემთხვევით მივაგენი ამ ადამიანს. ჩავრთე და ისე გავიდა 1 საათი მის მოსმენაში, რომ მეგონა სულ რაღაც 10-15 წუთი მქონდა ჩართული. ძალიან საინტერესოდ და ჭკვიანურად ხსნის ყველაფერს.

ის მაგიც გახლავთ, ძალიან კარგად იცის რუნები, ვედური ტრადიციები, სტიქიების მაგიაში, კარგად არის გარკვეული სკანდინავიურ, დრუიდულ და კელტურ მითოლოგიაში, ასევე სლავურ მაგიაში. აქვს დაარსებული მენშიკოვას სკოლა "ცნობიერება", სადაც სხვადასხვა ფაკულტეტებად არის სწავლებები დაყოფილი. აქვს რამოდენიმე წიგნი გამოცემული, სადაც ასევე პრაქტიკული მასალაც არის მოცემული.

ეს მისი ჩენელია, საიდანაც უამრავი რამ გავიგე და ვისწავლე:

https://www.youtube.com/channel/UC_T5YHbOZG...rcuY-oYw/videos

ეს კი მისი ოფიციალური საიტია:
https://mk999.ru/


თუ გინდათ რომ სულ თავიდან დაიწყოთ მისი ლექციების მოსმენა ჩადით ჩენელის ვიდეოების სულ ბოლოში და პირველი ლექციებიდან დაიწყეთ მოსმენა. ძალიან დეტალურად და გასაგებად ხსნის ყველაფერს.

კსენია სხვადასხვა ქალაქებში ატარებს სემინარებს და ლექციებს. თბილისში რომ ჩამოსულიყო, დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი მის ლექციებს.

გადახედეთ მის ვიდეოებს და ველოდები თქვენს გამოხმაურებებს smile.gif
ano
კარგია ვუსმენ, მართლაც ფართე სპექტრს მოიცავს, არის დიდი ინფორმაცია და არ გაქვს იმის შეგრძნება რომ სულ ერთი და იგივეს იმეორებს, ეს არის ინფორმაციის წყარო, და არა ქადაგება,
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.