Help - Search - Members - Calendar
Full Version: elli
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები > ფსიქომოდულაციის ოთახი
elli
მეც მომინდა ჩემი ოთახი იყოს აქ...
ხხანდახან ვფიქრობ, რომ სახლში სადაც ვცხოვრობ იქაც კი არ არის ჩემი ოთახი, არც ამ მიწაზეა ჩემი ადგილი და შემთხვევით მოვხვდი დედამიწაზე. ვერ ვიტყვი არ მომეწონა მეთქი, ვერც იმას ვიტყვი რომ გადავირიე აქ ყოფნით მეთქი, ჩემი სურვილის გათვალისწინება თუ აქვთ იმათ გადაწყვეტილი ამაზე უარესს ადგილზე არ ვინატრებდი ყოფნას (ხომ მაქვს უცნაური და ყველასგან განსხვავებული სურვილი JC_cupidgirl.gif JC_cupidgirl.gif), მაგრამ უკეთესზე არ ვიტყვი უარს.
მიყვარხართ და ძალიან მიყვარხართ ყველანი
tikoroma
elli
l_daisy.gif
წარმატებები შენი სურვილების ასრულებაში
earth
elli
kiss1.gif wub.gif l_daisy.gif

აუცილებლობაა გქონდეს შენი ოთახი, მე არ შემიძლია სხვაგვარად, როცა განვმარტოვდები, მაშინაა, რომ ვივსები ენერგიით.
elli
ისეთი უცნაური სიზმარი ვნახე წუხელ, მთელი დღეა მინდა მოვყვე და ვერ მივიცალე. მოკლედ:
სადღაც ავტობანზე ვიყავი მანქანით(მართვის მოწმობა არ მაქვს, მართვა არ ვიცი ცხადში), ირმების ჯოგმა გადამირბინა. ძალიან ბევრნი იყვნენ და ზუსტად ისეთები რუსულ მულტფილმებში რომ იყვნენ და მოვხვდი ჩვეულებრივ ზღაპარში. ირმები ოქროსები იყვნენ, სასწაულებს ჩადიოდნენ, მელაპარაკებოდნენ და თან ის ირმებიც მე ვიყავი, პერიოდულად, რომელიმე ერთი კი არა ყველა ერთად ვიყავი. ანუ, ერთი საერთო გონი ქონდა ამ ირმებს და ის გონი ვიყავი მე.
მერე ისევ მე გავხდი, ირმები ირმები. ოღონდ ხელებს მილოკავდნენ და რაღაცას მუდმივად მეუბნებოდნენ. ვიცოდი, რომ უნდა დამემახსოვებინა, მაგრამ არაფერი არ გამომყვა ცხადში. სასწაული შეგრძნება იყო, ალბათ ეს არის ბედნიერების შეგრძნება
earth
elli
ძალიან ლამაზი სიზმარია, კარგი ქენი რომ დაწერე. რას ნიშნავს ამას ალბათ მარტო შენ ახსნი. მიიღე კარგის მაცნედ ეს სიზმარი.

ასეთი სიზმრები კარგია რომ ჩაიწერო სადმე, გახსენი ერთი რვეული, ან ბლოკნოტი და იწერე ასეთი სიზმრები. ისე ამბობენ ყველა სიზმრის ჩაწერას, მაგრამ მე ზოგიერთი სიზმრის ჩაწერის აზრი ვერ გამოვიტანე. ასეთი კი აუცილებლად უნდა დაიწეროს და რაც მეტ დეტალებს აღიდგენ მით უკეთესი.
tikoroma
elli
ტოტემთან ურთიერთობას ჰგავს
elli
ორი კვირაა ჭიშკარს არ გავცილებივარ, დღეს ვიყავი მარკეტში, თავი მართლა ფილმის გმირი მეგონა. ნიღბიანები, დამცავფარებიანი, ხელთმანებიანები, სპეცტანსახმლიანები... მარკეტის შესასვლელში უზარმაზარი რიგი, დგახარ რიგში და ადამიანად აღარ გრძნობ თავს, თითქოს უკვე გადაწყვიტეს სადღაც, რომ უნდა იყო ამ ფილმის მტავარი პერსონაჟი, ისე, რომ უკვე დაწერილი და შექმნილი როლის ტექსტი, ისიც უკვე შექმნილი, მაინც შენ დაწერო..
დავითრგუნე მეთქი არა, უფრო დაფიქრდი...
რა, ღამურა, რის პანგოლინი... არც შეთქმულების თეორიების მჯერა, მაგრამ თამაშ-თამაშით მივედით აქამდე... ჰოდა, ესეც დასრულდება... აუცილებლად დასრულდება და რაღა მე უნდა შევსწრებდი ამ დასასრულს... თუმცა დასასრულამდე ჯერ კიდევ დროა....
ano
თბილისშია მასეთი ამბები?
elli
ano
ციტატა(*ANO* @ 15th April 2020 - 10:35 PM) *
თბილისშია მასეთი ამბები?

მე ოზურგეთში ვცხოვრობ და ალბათ თბილისშიც ეგრეა
elli
2023 წელიც მიილია... ერთი ძალიან კარგი მეგობარი მყავდა, ბაღიდან ერთად მოვდიოდით, სიმსივნით გარდაიცვალა 2000 წლის დეკემბერში. XXI საუკუნეზე ვდავობდით სულ, რა იქნებოდა, როგორი იქნებოდა, ვიქნებოდით თუ არა ჩვენ იქ. ეშინოდა ვერ მივაღწევთ იქამდეო, პატარები ვიყავით მაშინ. ძალიან პატარას დაუდგინდა სიმსივნე, მარჟვენა ფეხის ძვლისა ჰქინდა. პირველივე დღიდან იცოდა, ისე მაგრად იდგა, მეგონა ვერ მოერეოდა, მაგრამ ქვის ხანა იყო მაშინ, მარტო იმიტომ უნდა ვიცხოვროო, რომ 21-ეში ვიცხოვროო. 1999 წლიდან ახალი ისტერიკა დაიწყო მახსოვს, როდის დადგებოდა 21-ე საუკენე? 2000 წელს თუ 2001 წელს. ჰოდა 1999 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა. ეს სურვილიც არ უსრულდა.
მთელი საღამოა ვეჭორავები, გონებაში. ნეტა. რატომ უნდოდა ასე ძალიან უს მასხარათა საუკუნე? ამდენი თვალთმაქცი და სხვის ჭირზე მოსეირე, მგონი მსოფლიოს არ ახსოვს, არასდროს. ამდენი სისხლი, ომი, ბოროტება, ღვარძლი ნუთუ ოდესმე იყო დედამიწაზე?
ყველაზე ცუდი ისაა, რომ არაფერს უკეთესს არ ველოდები 2024-დან. მსოფლიო შეშლითა თავშესაფრად იქცა. შეშლილთა და კლეპტომანთა, ყველაფერს რომ იპარავენ.
როგორ მინდა რომ შევცდე. ღმერთო მართლა ვცდებოდე რა იქნება?!
earth
elli
QUOTE(elli @ 29th December 2023 - 01:37 AM) *
ღმერთო მართლა ვცდებოდე რა იქნება?!

სიხარულო gul.gif
ვიგრძენი შენი ღრმა ტკივილი, კარგია რომ დაწერე, ჯობდა დაგეწერა და დაგეწვა, რომ წაიღოს ამ წელმა ეს ძველი ტკივილი.
გეთანხმები არის საშინელი მდგომარეობა და ეს შეშლილი 21 საუკუნე მიგვაქანებს გაურკვეველი მიმართულებით და ყოველდღიურად ყლაპავს ახალ სულებს, ადამიანებს, რომელთაც მთლიანად დაკარგეს გრძნობა რომ არიან ადამიანები.
მაგრამ...
მინდა ვირწმუნო და მინდა მჯეროდეს, რომ მე არა ვარ მათთან, რომ მე არ ვარ მაგ გზაზე, რომ მე გავზრდი მთელი ძალით ღვთიურ ნაპერწკალს ჩემში და არ მივცემ საშუალებას მათსავით მაქციონ. ეს ერთგვარი შინაგანი ბრძოლა როცა გამარჯვებით დამთავრდება, გრძნობა იცვლება და სიყვარულით ივსები. მე მჯერა ნათელი მომავლის!!! მე მჯერა რომ დედამიწაზე არიან ბევრი ნათელი სულით სავსე ადამიანები და ისინი იბრძვიან შენსავით, ჩემსავით... ვილოცოთ, სიყვარულზე ვიფიქროთ, შევცვალოთ გრძნობები, უარყოფითი დავწეროთ და დავწვათ, ხოლო დადებითი დავსახოთ და ამ პროგრამაზე დავაპროგრამოთ ჩვენი შინაგანი კომპი.

elli
earth
ციტატა(earth @ 31st December 2023 - 09:31 AM) *
უარყოფითი დავწეროთ და დავწვათ, ხოლო დადებითი დავსახოთ და ამ პროგრამაზე დავაპროგრამოთ ჩვენი შინაგანი კომპი.

wub.gif wub.gif
td.........
<3<3<3
natka

[/quote]
elli
wub.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.