Help - Search - Members - Calendar
Full Version: მისტიკური რეალობა და მატერიალისტები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
ტანტრა
იცით რატომ ემართებათ ისტერიკა და პანიკა ადამიანებს როცა ცხვირით ეჯახებიან სულიერ ანუ მისტიკურ რეალობას? იმიტომ რომ ისინი დაბადებიდანვე ცხოვრობენ ტყუილში და ილუზიებში, არ სჯერათ სიმართლე და ფიქრობენ რომ მისტიკა აბსურდია. როცა სჯერათ ათეიზმი და არ სჯერათ პანთეიზმი, მისტიკურ რეალობასთან შეჯახების შემდეგ ჭკუიდან იშლებიან და სისულელეებს აკეთებენ. ადამიანი რომელმაც იცის იოგა და ვედანტა, მისტიკურ სულებთან კონტაქტისას არ გაგიჟდება და სულიერ სიმშვიდეს არ დაკარგავს. გესმით? გიჟდება ის ვინც უვიცია, მცხოვრები ტყუილში.
old_man
QUOTE(მაჰაკალა @ 26th April 2018 - 08:44 PM) *
ადამიანი რომელმაც იცის იოგა და ვედანტა, მისტიკურ სულებთან კონტაქტისას არ გაგიჟდება და სულიერ სიმშვიდეს არ დაკარგავს. გესმით?

კი გვესმის.
გეთანხმები, მაგრამ იოგას და ვედანტას გარდა იმ სამყაროს რეალობისთვის სხვა გზებიც მოგამზადებს.
INVICTUS
პანტეიზმზე საინტერესოა სუბორდინაციის თემა მაგრა მაინტერესებს დაპოსტეთ
brevalo
მატერიალისტებს ყოველთვის აქვთ ძალიან კარგი დამცავი მექანიზმები. ამ მექანიზებს ჰქვიათ "მეცნიერება", "ჰალუცინაცია", "ფსიქოლოგიური ფაქტორი", "ილუზია", "დამთხვევა", "შემთხვევითობა". ამ მექანიზმებით ამართლებენ ყველა მისტიკურ მოვლენას და მდგომარეობას. მათთან კამათს უბრალოდ აზრი არ აქვს.

მატერიალისტს ესაუბრო მისტიკაზე, იგივეა რაც მუსიკალურად სრულიად უსმენოს რომ ესაუბრო ბახის ზეციურ პოლიფონიაზე, გასაგიჟებელ აკორდებზე და მის სიმშვენიერეზე. ის უბრალოდ ამას ვერ ხედავს და არ ესმის, ვერ აღიქვამს.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.