დასავლური და აღმოსავლური ფილოსოფია მუდამ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან რადიკალურად. რატომ? აზიურ და ეგვიპტურ მისტიკურ ფილოსოფიაში იყო და არის მისტიკური ხელდასმა და "გურუ-პარამპარა", დასავლურში ანუ ევროპულში კი ეს არ ყოფილა არასოდეს. გურუ-პარამპარა ნიშნავს იმას რომ აზიური და ეგვიპტური მისტიკური ფილოსოფია იყო დაღმავალი ანუ ის ფილოსოფია დაფუძნებული იყო ტრიმურტის და ტრიდევის ღმერთებზე, ტრიმურტის და ტრიდევის ღმერთები ეცხადებოდნენ მიწიერ ბრძენებს და ამცნობდნენ ჭეშმარიტებას ანუ ფილოსოფიურ სიბრძნეს. ეს იყო გამოცხადების ფილოსოფია. ეს ფილოსოფია მოდის ზეციური ღმერთებიდან. გურუ-პარამპარა ესაა საიდუმლო მისტიკური ფილოსოფიური სიბრძნის გადაცემის ხაზი. მაგალითად არის შივას პარამპარა, არის ლაკშმის პარამპარა, არის კუმარების პარამპარა, არის ბრაჰმას პარამპარა, არის კალის პარამპარა და ა.შ. არის მონისტური, დუალისტური და მონისტურ-დუალისტური სკოლები და ყველა მათგანი დააფუძნეს ტრიმურტის და ტრიდევის ღმერთებმა ან ბოდჰისატვებმა. ანუ ესაა ფილოსოფიური ცოდნა რომელიც ზეციურმა დევებმა გადასცეს უფრო დაბლა მდგომ სულებს და ადამიანებს. ესაა ფილოსოფია მომდინარე ზეციდან. ცხადია ინდოეთში და ტიბეტში იყო ფილოსოფიური დისპუტები და კამათი, მაგრამ ყველაფერი მაინც ეფუძნებოდა მუდამ გურუ-პარამპარას. რაც შეეხება ხელდასმას, ეს ნიშნავს რომ კონკრეტულ გურუს ანუ მოძღვარს კონკრეტული იშტა-დევატასგან ანუ ღვთაებისგან მიღებული აქვს კურთხევა და სიბრძნე, რომელსაც ის გადასცემს მოწაფეს. ეს არასოდეს ყოფილა ევროპაში. ეგვიპტეში იყო, აზიაში იყო... წარმართულ ევროპაში და ქრისტიანულ ევროპაში პრაქტიკულად არ არსებობდა ასეთი რამ. ევროპელი ხელდასმის, წმინდა წერილის ავტორიტეტის და გურუ-პარამპარას გარეშე ცდილობს "შეიცნოს" სულიერი, ქვემოდან ზემოთ, პრიმიტიული გონებით. ევროპელი "ფილოსოფოსი" არ განეკუთვნება არცერთ სულიერ ტრადიციას, ყოველ შემთხვევაში ასე იყო და არის 1700 წლიდან. ევროპელს არ აქვს არც ხელდასმა და არც პარამპარა, აზიელს აქვს. აი განსხვავება. თუმცა დასავლეთშიც იყვნენ ოკულტისტები, მაგალითად ელიფას ლევი და ჯორდანო ბრუნო...