Help - Search - Members - Calendar
Full Version: politika :)
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2
lasharela
მოკლედ გინდა ასე გინდა ისე...მაინტერესებს ვედური ცოდნის და პოლიტიკის გადაკვეთის წერტილები smile.gif

ისე მაინტერესებს, არჩევნების წინა დღეს მთელმა ქვეყანამ გახშირებული სუნთქვით რომ ისუნთქოს განსჭვრეტს რა მოუვა ქვეყანას ამა თუ იმ კანდიდატის არჩევის შემთხვევაში?

იქნებ თქვენ ცადოთ ან ჰიპნოზი, ან ტრანსი და მოყვეთ რას დაინახავთsmile.gif

მარა ისე თუ ტრანსი წინა ცხოვრების დასანახად გამოიყენება მომავლის დასანახავადაც ივარგებს ალბათ???? huh.gif

ალბათ ყველა მიხვდა რომ უბრალოდ მაინტერესებ და მინდა პოლიტიკაზე ვისაუბროთ (შეიძლება ეს თავისუფალ განყოფილებაში უნდა გამეხსნა და ზეტს ვთხოვ გადაიტანოს, უბრალოდ ეგ განყოფილება მომწონს smile.gif )

ისე ძაან შორსაც რო არ წავიდეთ თემისგან, წინასაარჩევნოდ იმდენი საშუალებით ხდება ხალხზე ზეგავლენა რომ დარწმუნებულივარ ფსიქიკისთვის ეს სერიოზული ტრამვაა რიგითი ადამიანისთვის. ამდენი კონტრასტი და ამდენი კონტრარგუმენტი...
Perl
აქ აკლია , მკიდია ეს კანდიდატები, მაგრამ ქვეყნის მომავალი არა.
TeO
5–ში არჩევნებზე ნაკლებად ვიფიქრებ, რადგან დაბადების დღე მაქვს და ეგ უფრო მაღელვებს და მაინტერესებს! smile.gif))))
lasharela
ციტატა(TeO @ Dec 26 2007, 04:19 PM) *
5–ში არჩევნებზე ნაკლებად ვიფიქრებ, რადგან დაბადების დღე მაქვს და ეგ უფრო მაღელვებს და მაინტერესებს! smile.gif))))

გილოცავ წინასწარ და ღმერთმა ქნას რომ მშვიდობა იყოს შენს დაბადების დღეზე smile.gif

ჩემი კიდე ერთი დაკვირვება ის არის რომ ეზოთერიზმის მიმდევრები ინდიფერენტულები არიან პოლიტიკის მიმართ და ეს ძალიან კარგია....

პოლიტიკა ნამდვილად სიბინძურეა და ალბათ გუნება განწყობილების გაფუჭების და გონების გაბინძურების გარდა არაფერს აკეთებს...

მაგრამ მემგონი ხანდახან სიბინძურეშიც ღირს ხელის დასვრა თუ ეს საჭიროა... (გინახავთ სადმე რომ თუნდაც ბუნებას, რომელიც ასე გვიყვარს ისე მოვუაროთ რომ ხელი არ დავისვაროთ?) მემგონი ასეა ჩვენი ქვეყანაც...ხანდახან ღირს ამ სიბინძურეშიც ქექვა და გარკვევა...
old_man
ციტატა
ჩემი კიდე ერთი დაკვირვება ის არის რომ ეზოთერიზმის მიმდევრები ინდიფერენტულები არიან პოლიტიკის მიმართ და ეს ძალიან კარგია....

ძალიან ცდებით ბატონო ლაშარელა, მე პოლიტიკაში აქტიურად ვარ ჩართული ბოლო რამდენიმე წელია wink.gif
ჩემი პოლიტკური მრწამსი კი შეგიძლიათ ამოიკითხოთ ჩემს ბოლო სურათზე ფორუმელთა ფოტოების განყოფილებაში))))
lasharela
ციტატა(old_man @ Dec 27 2007, 02:16 PM) *
ძალიან ცდებით ბატონო ლაშარელა, მე პოლიტიკაში აქტიურად ვარ ჩართული ბოლო რამდენიმე წელია wink.gif
ჩემი პოლიტკური მრწამსი კი შეგიძლიათ ამოიკითხოთ ჩემს ბოლო სურათზე ფორუმელთა ფოტოების განყოფილებაში))))

გამონაკლისი ადასტურებს კანონზომიერებას wink.gif

P.S. რომელი ბატონი მე მნახე, ერთი უბრალო გლეხის კაცივარ smile.gif
Zet
მე მიშას ვაძლევ ხმას smile.gif
lasharela
ციტატა(Zet @ Dec 27 2007, 05:39 PM) *
მე მიშას ვაძლევ ხმას smile.gif

ეზოთერიკები ვირჩევთ მიშას? smile.gif გაუმარჯვია და ეგაა... smile.gif

Alpha
მე მკიდიას ვაზლევ ხმას, ერთადერთი რეალური კანდიდატი ეგაა biggrin.gif
Uma
ბიულეტენში თუ იქნება იმის შესაძლებლობა რომ ყველა გადავხაზო, ამას გავაკეტებ. ვიცი რომ მიშა მოიგებს, თან ამ კანდიდატებიდან დიდი არჩევანი არც არის. უბრალოდ არ მინდა მერე რომ არგუმენტი ქონდეს და თავში აუვარდეს, რომ 100% მოსახლეობამ ხმა დამიჭირაო. თუ არ იქნება ეგ გრაფა, მაშინ როგორც რუსები ამბობენ - იზ ხუდშიხ ზოლ ვიბერუ ნაიმენშეე...
Zet
ბოლო მონაცემებით მთლიანობაში 58% აძლევს ხმას მიშას,

ქალაქის ცენტრალურ უბნებში განსაკუთრებით ვაკეში პროცენტულად უფრომეტი აძლევს ლევანს...
რაც უფრო ვშორდებიტ ცენტრს - მიშას...

მე ჩემ უბან ვაკეზე უფრო კარგი წარმოდგენა მქონდა smile.gif
Zet
Uma
მოკლედ უყურე ეხლა ინგას გადაცემას, და უბანძესი ოპოზიზცია გვყავს, გული მერევა!!!!!!!!!!!!! ალბათ მიშას მივცემ ხმას...
Uma
სალომემ ჩემ თვალში შელახა ქალი პოლიტიკის იმიჯი იმენო როგორც ცნება, მე შემრცხვა სალომეს მაგივრად. და საერთოდ როგორ უნდა მისცე კანდიდატს ხმა, რომლის სავარუდო პრემიერს არანაერი თუნდაც საერთო წარმოდგენა არ გააჩნია არც ეკონომიკურ, არც სოციალურ პოლიტიკაზე. და ერთად ერთი ლოზუნგი აქვს - ძირს მიშა და ეგ არის სულ????
Mirabella
ყველას გადავხაზავ....

P.s. ვერ ვიტან მიშას...
Alpha
და რა მაინტერესებს, სარიშვილი რატომ არ არის ამ გამოკითხვაში? აქაც ძირავთ არა?! biggrin.gif
lasharela
ალფა – სარიშვილი ჩაძირულია უკვე...

უმა – გეთანხმები აბსოლუტურად... ამ ხელისუფლებას ის მოუვიდა რომ "მე ვარ და ჩემი ნაბადიო".

ზეტ– ვაკე და ცენტრი იმიტო არ აძლევს მიშას რომ შენ წარმოიდინე და მარტივად ხვდება რაარის იაფფასიანი ფიარი და რა არა. უბედურება იმაშია რომ მიშას მეთოდები იმდენად გამაღიზიანებელია პირადად ჩემთვის რომ მზად ვარ დათოს მივცე ხმა. თუნდაც იმიტო რო კიდე 90% არ გაიმარჯვოს და არ თქვას მე ვარ და ჩემი ნაბადიო. გცემეთ, მოგწამლეთ და "დარია თუ ავდარია მიშა მაგარიაო"...

ავდარი იყო აშკარად.მართლა როგორ მოახერხა 4 წელიწადში 97 % რეიტინგის ასე დაწევა...

კიდე საყურადღებოა რომ რეალური მაჩვენებლებით მიშა ვერ იგებს – ყოველ შემთხვევაში პირველ ტურში და ეს ფაქტია – პირადად ჩემთვის სამწუხარო. რადგან ვიცი რომ გაყალბდება. მერე ვიცი რომ ხალხი გამოვა... მერე ისიც ვიცი რომ ამას კარგი არაფერი მოყვება.

მე კიდე გუშინ ვუყურე იგივე გადაცემას და მივხვდი რომ ვერვიტან ამერიკულ იაფასიან ფიარს...

57 გააწყვეტინეს პრეზიდენტს სიტყვა ტაშით და 3 წამოუდგნენ ფეხზე. (ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლას სენატში სწორედ მსგავსი სტატისტიკა მოსდევს ხოლმე მეორე დღეს მასმედიაში)

ბევრი უსამართლობა დაგროვდა ქვეყანაში. იმედი მაქვს რომ თუ მიშა მშვიდობით დარჩება, ის შეძლებ რომ ბოლო 4 წელი იმისთვის გამოიყენოს რომ კარგი სახელი დატოვოს და თუნდაც იგივე ლადოს გადაუბაროს ხელისუფლება რომელიც დარწმუნებულივარ ათასჯერ მეტის გამკეთებელია.

(აქამდე სად იყო – გიორგი არველაძე რო იქნება ეკონომიკური განვითარების მინისტრი არ უნდა შეგრცხვეს????)
lasharela
ეს ლინკი მათვის ვისაც არ ჯერა რომ მიშა აგებს რეალურად.
რამდენიმე სერიოზული გამოკითხვაც ჩატარდა - იგივე შედეგი.
ყუთები დაიდგა ქალაქის რამდენიმე უბანში (უნივერსიტეტთან მეტროებთან და ა.შ.) იგივე შედეგი

ინტერნეტი - http://vote.info.ge/ იგივე შედეგი...

მიშა აგებს და ამიტომაც არის რომ შემოირბინა მთელი საქართველო და კანალიზაციის ლუქებზეც კი ნომერი 5 დააწერა.

წინასწარ მაჩვენებლებით 500 მილიონი დაიხარჯა წინა საარჩევნო კამპანიაზე(ბიუჯეტიდან რათქმაუნდა არ გახარჯულა - ბიზნეს დაეწერა)..

მარტო შაკირა დაჯდა 7 მილიონი ოფიციალური მაჩვენებლებით. მაგრამ მიშას კი არ ჩამოუყვანია შაკირა (მართალია იმ დღეს 5 ნომრიანი ქუდებს და შაფრებს არიგებდნენ) არამედ სასტუმრო ჰაიატმა - რომელიც ჯერ შენდება და რომლის საძირკველიც არაა ჩაყრილი (ეტყობა ნებაყოფლობით უღიდათ 7 მილიონი ფიარი და რისი მეც ვერ გავიგე)...

ნუ ეგ ყველაფერი იმეცდია ვიცით და ვიცით კიდეც ყველამ... სამწუხარო ის არის რომ ნორმალური ოპოზიციური ძალა არ ჩანს. (რომც გამოჩნდეს ასეთი ძალა უკან ვინმე თუ არ დაუდგა ვერ გაქაჩავს.)

მიშას სიტყვები კი იმედია ყველამ დაიჯერა გუშინ რომ ჩემს უკან მხოლოდ ქართველი ხალხი იდგაო. (რომელმაც ტურმე დააფიანნსა კმარა და უამრავი სხვა აქცია ნოემბირს რევოლუციისას)

ასე რომ ძალა თუ გამოჩნდება რომელიც არ იქნება "ღარიბი" აქ ყოველთვის იქნება ვიღაცის ინტერესები გათვალისწინებული...

ოკ დავიჯერებ, მაგრამ მიშა არჩევნებში რომ მაინც გაიმარჯვებს გაყალბებული იქნება აუცილებლად, არა?
ისე მინდა იცოდეთ, რომ თეორიულად შესაძლებელია ჰა-ჰა მაქსიმუმ 2-3%-ის გაყალბება არჩევნებზე (ექსპერტა შეფასებით).
რაო ვაკე არ აძლევს მიშას ხმასო? რა მე და ზეტი არა ვართ საკმარისი თუ?))))))
Alpha
QUOTE
ინტერნეტი - http://vote.info.ge/ იგივე შედეგი...

ეს სტატისტიკა მხოლოდ იმას აჩვენებს რომ ხალხის საშუალო და საშუალოზე მაღალი ფენა გრეციხას უჭერს მხარს smile.gif
old_man
ძაან მაინტერესებს ერთი ხმა გრეჩიხას ვინ მისცა? ჰაააა გამოტყდით biggrin.gif
Zet
ყველას თავისი აზრი აქვს მარა
თქვენი ლოგიკა მაინც მაოცებს smile.gif

დავიწყოთ თავიდან, სხვადასხვა ადამიანებს აქვს სხვადასხვა პროფესია
მაგალითად ლეონარდო დავინჩი იყო მხატვარი, მისი შემოქმედება ოყო უმაგრესი, მე პირადად მისი ჩანახატებზე ვაფანატებდი თავის დროზე...
მე ლეონარდო დავინჩის არ ვიცნობდი პირადად, ეჭვი მაქვს რომ არც თქვენ, არვიცი როგორი პიროვნება იყო, შეიძლება მძიმე ხასიათი ქონდა ან ფირიქით, ამბობენ გალუბოი იყო, ან შეიძლება არც იყო, არვიცი კაი ორატორი იყო და კარგად ლაპარაკობდა სცენაზე თუ არა, ცxვირს როგორ იწმeნდავდა ეგეც არ ვიცი მაგრამ ამას ააქვს მნიშვნელობა??? ის თავის საქმეს მაგრა აკეთებდა და ამაზე ფაკტები მეტყველებს!! ანუ შედეგი!!

ადამიანი როცა იღებს გადაწყვეტილებას ვის უნდა მისცეს ხმა პირველ რიგში უნდა დაფიქრდეს რომელი კანდიდატი იქნება საუკეთესო ქვეყნის განვითარებისთვის მისი აზრით!!! რა მნიშვნელობა აქვს, მიშას პიარ მენეჯერს რა უდებვს თავში, ან მიშამ ის სიტყვა გადაბრუნებულათ თქვა თუ იქ გრამატიკული შეცდომა მოუვიდა, თუ ბუკლეტზე ხუთიანი დიდად ეწერა...

შესაძლებელია რომ ადამიანმა თქვას მაგალითად რომ მე არ მომწონს ის მიმართულება რაც მიშამ აიღო, "არ მომწონს ის რეფორმები რომელიც მან ჩაატარა ქვეყანაში, აი გრეჩიხა რო ყოფილიყო დგეს უკვე ბევრად წინ წასულები ვიქნებოდით" აი ეს ფოზიცია გასაგებია ესეეგი ადამიანი ფიქრობს რომ გრეჩიხა უფრო კარგად გაუძღვება ქვეყანას, მაშინ მან ნამდვილად უნდა შემოხაზოს პირველი ნომერი...

სინამდვილეში შევარდნაძის მერე გრეჩიხა რო მოსულიყო არანაერი ცვლილება არ მოხვდებოდა ქვეყანაში და არც ეხლა შეიცვლება რამე გრეჩიხას მოსვლის შემთხვევაში...

და ვინც ვერ ხედავს ცვლილებებს რომელიც მიშას დროს მოხვდა ის ვერანაერ ცვლილებას ვერ დაინახავს ვერასდროს..)))

გარედან კრიტიკა არის ყველაზე ადვილია....
lasharela
მე არ მითქვამს რო ცვლიელბას ვერ ვხედავ. მე ვთქვი რომ ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯის გამო არასახალბიერო პოზიციაში ჩაიგდეს თავი და არ გინდა ეხლა ხალხი მაინც უმადურია და არაფერს დააფასებდაო.

როცა აგებ გზას და ვიღაცას უკლავ შვილს დამიჯერე ეს არაა შეღავათი. (და კიდე ვერ ვიტან რა ამ გზებს რო გაიძახიან და შუქს...ოკ მადლობა, კარგია მოგვწონს...)

მე პირადად არაფერი მაქვს სასაყვედურო მაგრამ უბრალოდ ის მშიერი ხალხი ცოტა ადრე უნდა გახსენებოდა. უბრალოდ მის შეცომებზე ვსაუბრობ...

რაც შეეხება იმას რა უდევს მის მოადგილეს თავშიო – ვერანაირად ვერ დაგეთანხმები ზეტ.... პრეზიდენტი მენეჯერია. მენეჯერის ფუქნციაა სწორად დააკომპლექტოს კადრები და სწორად მართოს ისინი. ასე რო რომელიმე მის დაქვემდებარებულს თავში არაფერი არ უდევს ეს მისი შეცდომაა აუცილებლად და როგორც მენეჯერს მინუსი.

არც ის არგუმენტი მომწონს სად რა თქვა სულერთიაო – როცა პრეზიდენტიხარ გარკვეული ეთიკის ნორმები მოგეთხოვება. ჩარეცხილები – არც ვიცი ვის უწოდა და თუნდაც ღირსი ყოფილიყო, ხო ნახე როგორი ფიარი აუგორეს ამ სიტყვაზე?

მოკლედ არც არაფერს ვამბობ...არც კარგს არც ცუდს... უბრალოდ ვამბობ სად დაუშვეს შეცდომა და ამაზე პირველ რიგში მისი მომხრეები უნდა საუბრობნენ (არა წინასაარჩევნოდ და არა ქვედა ფენებში, არამედ ზემოთ და მაშინ როცა შეცდომა არის დაშვებული)

ცუდი ის იყო რომ ესენი შეცდომებს არ აღიარებდნენ, ეკიდათ, კომპრომისი მე ამათგან არ დამინახავს არასოდეს... თუნდაც მიტინგის პირველსავე დღეს გამოსულიყო და ეთქვა ჩემო ტკბილო ხალხო თქვენ თუ არჩევნები გაღელვებთ ასე გადმოვიტან ბაზარი არაა და წადით ეხლა სახლშიო – 7 იანვარი დიდი ალბათობით აცილებული იქნებოდა...

მიმშას შეცდომებს რაც შეეხება

– რუსეთან არასწორი პოლიტიკა. შოუდ ქცეული ჯაშუშების დაჭერა. (არცერთ ქვეყანაში ასეთი პრეცენდენტი არ მომხდარა რომ მსოფლიოს წინაშე ერთმა ქვეყანა ასე მიაფარჩაკოს. პასუხიც ადეკვატური იყო)
– დევინილების გამოყრა... (ფორმა უნდა შეერჩია მინიმუმ და ეზრუნა იმ ხალხზე)
– გირგვლიანის, რობაქიძის და სხვების მკვლელობები – რასაც არავინ და არაფერი შეეწირა...
– სასამართლოს სრული დეგრადაცია – ქვედა დონეზე მაინც უნდა მიეცა დამოუკიდებლობა, რაც ნამდვილად ვიცი რომ არიყო ასე
– ბოიკოტი ტელევიზიასთან – აი ეს რა ქაჯობაა ვინც ამას ამიხსნის საღოლ მას... რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში გინახავთ ასეთი პრეცენდენტი.

რავიცი რამდენი ჩამოვთვალო...
გრეჩიხა კი არ უნდა ხალხს...უბრალოდ ძალიან არ უნდა მიშა. ასეთი მიდგომა ცალსახად ცუდია და გეთანხმებით. უბრალოდ კიდე ერთხელ ვამბობ აქამდე არ უნდა მიეყვანა და ამ დოზით...

ინტერნეტ გამოკითხვას თავი რო დავანებოთ უკვე დავწერე რომ უკრაინულმა და რომელიღაც უცხოურმა კანტორებმა გააკეთეს კვლევები და ლევანი ლიდერობს. ყუთები დაიდგა მეტროებთანთქო – არამგონია რომ ეს საშუალო ფენა იყოს და მითუმეტეს მაღალი.

მიტინგებზეც ეს გაჭირვებული ხალხი იყო რო დაუჩეხეს თავები...

არჩევნების გაყალბება მეტი პროცენტით არ შეიძლება???? შენ ხო მიშას უჭერ მხარს, მაშინ მითხარი როგორ გააყალბა შევარდნაძემ წინა არჩევნები ამხელა პროცენტით? (ანუ რაღაცნაირად მაინც შეიძლება თუ მოინდომებ...არ მითხრა ეხლა მაშინ სხვა დრო იყოო. ეხლაც სხვანაირად მოიფიქრებენ გაყალბების გზას თუ მოუნდათ)
lasharela
ამ ერთ ციდა ფორუმზეც კი 40% აქვს რაც იმას ნიშნავს რომ პირველ ტურში ვერ იმარჯვებს smile.gif

მოკლედ მშვიდობა იყოს რა ოღონდ და იყოს მიშა... პროფილაკტიკისთვის კი მგონი ყველა დამეთანხმება ნოემბრის მოვლენები არამარტო ამ ხელისუფლებისთვის, მომდევნო ხელისუფლებებისთვისაც კარგი გაკვეთილი და პროფილაკტიკა იყო...

ზეტ –გარედან კრიტიკა არის ყველაზე ადვილია....

მართალიხარ ხო იცი...სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო მარა ამ მთავრობას ზუსტად შიდა კრიტიკა აკლდათ და თვითკრიტიკა რაც შენივე ლოგიკით რთული არის...

Zet
TeO
ციტატა(lasharela @ Dec 27 2007, 12:43 PM) *
გილოცავ წინასწარ და ღმერთმა ქნას რომ მშვიდობა იყოს შენს დაბადების დღეზე smile.gif
ჩემი კიდე ერთი დაკვირვება ის არის რომ ეზოთერიზმის მიმდევრები ინდიფერენტულები არიან პოლიტიკის მიმართ და ეს ძალიან კარგია....

პოლიტიკა ნამდვილად სიბინძურეა და ალბათ გუნება განწყობილების გაფუჭების და გონების გაბინძურების გარდა არაფერს აკეთებს...

მაგრამ მემგონი ხანდახან სიბინძურეშიც ღირს ხელის დასვრა თუ ეს საჭიროა... (გინახავთ სადმე რომ თუნდაც ბუნებას, რომელიც ასე გვიყვარს ისე მოვუაროთ რომ ხელი არ დავისვაროთ?) მემგონი ასეა ჩვენი ქვეყანაც...ხანდახან ღირს ამ სიბინძურეშიც ქექვა და გარკვევა...

მადლობა lasharela kiss1.gif , ღმერთმა ქნას მშვიდობით ჩაიაროს არჩევნებმა! Laie_61.gif
san
რა ვქნა მაგრამ პოლიტიკა და არჩევნები არ მაინტერესებს.

))
Zet
სააკასვილმა გაიმარჯვა!!!! smile.gif გადავრჩით გრეჩიხასsmile.gif
Mirabella
ციტატა(old_man @ Dec 28 2007, 07:00 PM) *
ძაან მაინტერესებს ერთი ხმა გრეჩიხას ვინ მისცა? ჰაააა გამოტყდით biggrin.gif

ME
Zet
smile.gif მირაბელა ძაან მაგარ სმაილებს დებ ხოლმე smile.gif
Zet
ფორუმზე შესვენებაა გამოცხადებული?, ბოლო ერთი კვირაა? smile.gif ))))
Uma
კარგი რა გრეჩიხას ხმა როგორ მიეცი))) dash2.gif მიშაზე არ ვგიჟდები, მაგრამ გრეჩიხა რომ აერჩიათ მართლა ვიფიქრებდი იმაზე, რომ საქართველოდან წავსულიყავი...
lasharela
ციტატა(Uma @ Jan 7 2008, 11:16 PM) *
კარგი რა გრეჩიხას ხმა როგორ მიეცი))) dash2.gif მიშაზე არ ვგიჟდები, მაგრამ გრეჩიხა რომ აერჩიათ მართლა ვიფიქრებდი იმაზე, რომ საქართველოდან წავსულიყავი...

გრეჩიხა ხო გარდამავალი მთავრობა იყო...არ უნდოდა მაგ კაცს დარჩენა...გრეჩიხაზე ხმის მიცემა ნიშნავდა მიშაზე ხმის არ მიცემას – ეგ იყო და ეგ....

დავიღალეთ დავიღალეთ...არ გვინდა პოლიტიკა მარა რასვიზამთ დემოკრატიის დუღილში არის ჩვენი ქვეყანა და დრო ჭირდება რომ ეს ყველაფერი დაწყნარდეს და დაილექოს...

უცებ არაფერი არ ხდება – ვერ ხდება....

მე ვთვლი რომ უფრო კარგი იქნებოდა მიშას გარეშე მაგრამ როგორც არის – მთავარია მშვიდობით, არეულობის გარეშე... ასეც იყოს ნეტა...ჩემი მოლოდინი პირველი ტურის გაყალბებაზე გამართლდა...მთელი საქართველო წააგო – სამეგრელოდან, ზემო აფხაზეთიდან და სამცხე ჯავახეთიდან მოაგროვეს ხმები...

ვწუხვარ მარა როგორც ველოდი ხვალ ან ზეგ გრანდიოზული მიტინგები იქნება... სამწუხაროდ... sad.gif
Uma
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები როცა იყო და ბუშმა ხელმეორედ რომ მოიგო, ამომრჩევლების 80% ფიქრობდა, რომ ბუში დაუნია, მაგრამ ხმას აძლევდნენ რადგან თვლიდნენ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ბუში და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა უფრო მისაღები იყო იმ ეტაპზე ქვეყნისთვის. კი გვაღიზიანებს ეგ მიშა და შეცდომები დაუშვა, მაგრამ ჩემი აზრით რეალური მოწინააღმდეგე არ ყავდა. გაჩეჩილაძეს ამ არასერიოზული პრინციპით (ოღონც მიშა გადადგეს და ხმა მე მომეცით) რომ მოეგო უსამართლობა იქნებოდა და ზიანს მიაყენებდა საქართველოს, იმიტომ რომ ეგ არასწორი მიდგომაა. ჩემი აზრით ოპოზიციას უფრო სათანადო კანდიდატურა უნდა წარედგინა ...
Zet
QUOTE(Uma @ Jan 8 2008, 06:56 PM) *

ია ეს მესმის clap2.gif

მარა ისე მე 7 ნოემბერს შეცდომათ არ ვთვლი, ნუ ეს ჩემი აზრია, ალბათ ეგრე არავინ არ ფიქრობსsmile.gif
old_man
ოუ იეს! ხომ გაიმარჯვა მიშამ ახლა რაღას იტყვით? tongue.gif
Zet
გადავრჩით გრეჩიხას!!!
old_man
ვსიო რადგან ახლა თავი ქუდში გვაქვს შეგვიძლია დავიწყოთ ამ ფორუმზე ოპოზიციონერებისთვის პასუხის მოთხოვნა biggrin.gif
lasharela
აი რამდენიც მიშას არ გაუმარჯვია რა... smile.gif

ამერიკაში დებილი პრეზიდენტი კარგი მაგალითი ვერაა იმიტომრომ იქ ზუსტად ისისტემაა ისე აწყობილი რომ მაიმუნი რო დასვა პრეზიდენტად ქვეყანა უნაკლოდ და შეუფერხებლად ისაზრდოვებს....

ჩვენთან კი პრეზიდენტზეა ყველაფერი ჩამოკიდებული...
Zet
იყო ესეთ პრეზიდენტი ადრე სახელად ზვიად გამსახურდია, პირველი რაც გააკეთა თავის პრეზიდენტობის დაწყებიდანვე დაიწყო ომი აფხაზეთთან, ოსეთთან და კიდე აპირებდა საქართველოს სამხრეთ რეგიონთან სადაც სომეხები და აზერბაჯანელები ცხოვრობდნენ... საბედნიეროდ საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი დროზე მიხვდა რა უბედურებასთან ქონდა საქმე და სამოქალაქო ომიც დაიწყო, დროზე რო არ მოეშთოთ ზვიად გამსახურდი საქართველოს რუსეთი გადაუვლიდა როგორც ტარაკანს... ზვიად გამსახურდიამ კომფლიკტების გაჩაღების გარდა მთელი საქართველოს მაშტაბით სხვა არაფერი არ გაუკეთებია,
ატვორტკა ან პლასკაგუბცი რო დაეყენებინათ პრეზიდენტად იმისგან უფრო ნაკლები ზარალი იქნებოდა ვიდრე ამ კაცისგან....
ჩვენ დღემდე ვერ გამოვსულვართ იმ მდგომარეობიდან რაც ამ კაცმა მოახერხა საქართველოში, გამსახურდიამ თავის ამბიციებს გადააყოლა მთელი ქვეყანა...

და რაც ყველაზე მთავარია ხალხს ის მაინც უყვარს!!!!!!!! და საკაშვილი კიდე ეზიზღებათ!!!!!!
გამსახურდია რომელსაც ერთი ბუტკა არ აუშენებია ნგრევის მეტი ზიზღის და მტრობის დანერგვის მეტი არაფერი არუკეთებია, და ეს ადამიანი არის გამოცხადებული ქვეყნის გმირი!!!! და სააკაშვილი რომელსაც ჭაობიდან გამოყავს ეს ჩამპალი ქვეყანა, ეს ხალხს არ მოწონს...

იმედია არავის არაფერი არ გეწყინათ ეს ყველაფერი გამწვავებული ფორმით მარა კაი გულით დავწერე smile.gif
old_man
ციტატა
იყო ესეთ პრეზიდენტი ადრე სახელად ზვიად გამსახურდია, პირველი რაც გააკეთა თავის პრეზიდენტობის დაწყებიდანვე დაიწყო ომი აფხაზეთთან

ნწუ. ედიკამ დაიწყო ომი აფხაზეთში 92-ის აგვისტოში. ზვიადი მაგ დროს უკვე გაძევებული იყო.
სხვა ბევრი შეცდომა ჰქონდა აფხაზეთს მაინც ნუ დავაბრალებთ. აი კრწანისში ერთი ბაბუ რომ ბუდობს იმას მოვკითხოთ wink.gif

Mirabella
Zet
Uma

ვერ გიტანთ biggrin.gif biggrin.gif

Uma
QUOTE(lasharela @ Jan 11 2008, 11:54 AM) *
აი რამდენიც მიშას არ გაუმარჯვია რა... smile.gif
ამერიკაში დებილი პრეზიდენტი კარგი მაგალითი ვერაა იმიტომრომ იქ ზუსტად ისისტემაა ისე აწყობილი რომ მაიმუნი რო დასვა პრეზიდენტად ქვეყანა უნაკლოდ და შეუფერხებლად ისაზრდოვებს....

ჩვენთან კი პრეზიდენტზეა ყველაფერი ჩამოკიდებული...

მე ვიგულისხმე ხალხის დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ანუ რით ხელმძღვანელობენ არჩევანს რომ აკეთებენ. რანაერი ხალხიც არის იქ (ჩვენ კი ვიძახით ამერიკელები გონივრულად განუვითრებელი ხალხი არისო მაგრამ მაინც...), ისეთი სისტემა შექმნეს. აი ჩვენ კი ასეთი სისტემა შევქმენით, რას იზამ, უნდა შეეგუო...
Zet
QUOTE(old_man @ Jan 11 2008, 02:23 PM) *
ნწუ. ედიკამ დაიწყო ომი აფხაზეთში 92-ის აგვისტოში. ზვიადი მაგ დროს უკვე გაძევებული იყო.
სხვა ბევრი შეცდომა ჰქონდა აფხაზეთს მაინც ნუ დავაბრალებთ. აი კრწანისში ერთი ბაბუ რომ ბუდობს იმას მოვკითხოთ wink.gif

გამსახურდიამ დაიწყო კომფლიკტები იმით რომ გააუქმა ჯერ ოსეთის ავტონომია, მერე აფხაზეთსაც მიდგა ... ანუ ოსები საერთოდ ვინარიანო, ეს აფხაზებიც საერთოდ ვის დაეკარგნენო, არადა ნუ დაგავიწყდებათ რომ აფხაზეთი აფხაზეთს იმიტომ ქვია რომ აფხაზების სამშობლოა, ამით დაიწყო ყველაფერი! ეს მერე მოყვა ამას ომი შევარდნაძის დროს, მარა ომს საფუძველი გამსახურდიამ და მისმა იდეოლოგიამ ჩაუყარა...
მე ეს პერიოდი გავლილიმაქვს და მახსოვს smile.gif

QUOTE(Mirabella @ Jan 11 2008, 02:27 PM) *
Zet
Uma

ვერ გიტანთ biggrin.gif biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Zet
QUOTE(Uma @ Jan 11 2008, 03:03 PM) *
მე ვიგულისხმე ხალხის დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ანუ რით ხელმძღვანელობენ არჩევანს რომ აკეთებენ. რანაერი ხალხიც არის იქ (ჩვენ კი ვიძახით ამერიკელები გონივრულად განუვითრებელი ხალხი არისო მაგრამ მაინც...), ისეთი სისტემა შექმნეს. აი ჩვენ კი ასეთი სისტემა შევქმენით, რას იზამ, უნდა შეეგუო...

ამერიკელები არიან გონივრულად განუვითარებლები???? ჰაჰაჰა, ეს ყველაფერს ცილდება უკვე smile.gif

ამერიკელების დონეზე რო ვიყოთ რაღა გვიჭირსsmile.gif))
ნებისმიერ სფეროში რო აიყვანო ათი ამერიკელი და ათი ქართველი ამერიკელი ჩახევს ქართველს ყოველთვის...
Uma
ნებისნიერში ვერა, მაგალითად ქურდობაში და აფერისტობაში ალბათ ვერ დაგვეწევიან...
Zet
QUOTE(Uma @ Jan 11 2008, 05:06 PM) *
ნებისნიერში ვერა, მაგალითად ქურდობაში და აფერისტობაში ალბათ ვერ დაგვეწევიან...

კი მაგაში უდაო ლიდერები ვართsmile.gif)))
lasharela
ციტატა(Uma @ Jan 11 2008, 03:03 PM) *
მე ვიგულისხმე ხალხის დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ანუ რით ხელმძღვანელობენ არჩევანს რომ აკეთებენ. რანაერი ხალხიც არის იქ (ჩვენ კი ვიძახით ამერიკელები გონივრულად განუვითრებელი ხალხი არისო მაგრამ მაინც...), ისეთი სისტემა შექმნეს. აი ჩვენ კი ასეთი სისტემა შევქმენით, რას იზამ, უნდა შეეგუო...

საინტერესო იცი რაარის...ხალხიც ამ შემთხვევაში კურსით და პოლიტიკით ხელმძღვანელობდა უმეტეს წილად...

1. არგუმენტი არ გვინდა მიშა (უშუალოდ პერსონა მიშა კი არ შეძულდა ასე ხალხს, ეს რეჟიმი შეძულდა სადაც თვლიან რომ უსამართლობაა. სასამართლო მართლაც დეგრადირებულია და ეს დემოკრატიისთვის დამღუპველია.)
2. არ გვინდა პრეზიდენტი. გვინდა პარლამენტი. ეს პატრიარქის ინიციატივაა და მე მომწონს...მგონი კონკურენცია პარტიებს შორის გააკეთებს თავის საქმეს...

მიშა იმან დაღუპა რომ რასაც უნდოდა იმას აკეთებდა და თან ეკიდა...

ზეტ – წარსულის შეცომებზე უნდა ვისწავლოთ მარა ეს ისტერიული შიში ზვიადის და შევარდნაძის დროში არ დავბრუნდეთო ესეც უსაფუძვლოა რა... საპარლამენტო მმართველობა არ ნიშნავს მანდამაინც ქაოსს...ეს თემაა რომელზეც უნდა ვიდაოთ... და მე ჩემი აზრიმაქვს შენ შენი... ამიტომაცაა არჩევნები.

ისე ერთი რამე...სანამ პრობლემა შენ არ შეგეხება მანამდე ვერ აღიქვამ სიტუაციის სიმძიმეს... მე ასე მგონია... იქ ხალხი გასაჭირმა გაიყვანა 7–დში და მათ არაკანონიერი არაფერი არ უქნიათ... კარგი პოლიტიკოსი დაშლიდა იმ აქციას წყლის და ჭავლის გარეშე...გარკვეულ კომპრომისებზე წასვლით და დათმობით....

არჩევნების შედეგებს კი კატეგორიულად არ ვეთანხმები... ზუსტად ვიცი მაგალითდ ჩემს რაიონში რა მოხდა... იმაშიც დარწმუნებულივარ რომ ჩემი რაიონი არ იქნებოდა განსაკუთრებული ამ მხრივ...და სხვაგანაც ამ დოზით ან უფრო ნაკლებით გაყალბდა...

თვითონ მიშას მომხრეებს არ ეგონათ თუ ამდენად ქონდა რეიტინგი დაკარგული.... ესაა უბედურება და ამას უნდა მიექცეს ყურადღება....

მე მიშას გაპრეზიდენტება არ მაღელვებს...ხალხში უსამართლობის განცდაა და უნდობლობა არჩევნების მიმართ...მეორე ტური საჭირო იყო აუცილებლად... მიშას კიდე ერთი შეცდომა...აი ნახავთ თუ არ იყო ეს შეცდომა 13–ში. (სამწუხაროდ... sad.gif )
Iron Butterfly
მე მიშიკოს მივეცი ჩემი ხმა smile.gif :*
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.