Help - Search - Members - Calendar
Full Version: Semen Retention(სექსუალური ენერგია)
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3
ichi
გამარჯობა, დედამიწაზე ელვის სისრაფით გავრცელდა პორნოგრაფია.

1)64% of young people, ages 13–24, actively seek out pornography weekly or more often/ 64% 13-24 წლის ადამიანების ყოველკვირა ან უფრო ხშირად უყურებს პორნოს.

2)88% of scenes in porn films contain acts of physical aggression, and 49% of scenes contain verbal aggression./88%პორნოგრაფიისა შეიცავს აგრესიას

3)9 out of 10 boys are exposed to pornography before the age of 18./10დან 9 ბიჭს ნანახი აქვს პორნო 18 წლამდე.

4)6 out of 10 girls are exposed to pornography before the age of 18./10 დან 6 გოგოს ნანახი აქვს პორნო 18 წლამდე.

5)71% of teens hide online behavior from their parents./71% ადამიანებისა მალავს ინტერნეტის კონტენტს მშობლებისგან

6)64% of college men and 18% of college women spend time online for Internet sex every week. 64% ბიჭებისა და 18% გოგოებისა კოლეჯში ატარებს დროს ვირტ. სექსით ყოველ კვირა.

და კიდევ ძალიან ბევრის ტატისტიკაა. მოკლედ პორნო გახდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი, საბედნიეროდ ჩემი აღარ არის და მინდა ვისაუბრო ამაზე და შემდეგ გადავალ თემაზე.

არსებობს მოძრაობა ნო ფაპ, რომელიც ათიათასობით ადამიანს აერთიანებს და ეს მოძრაობა ამბობს რომ სპერმის დანთხევა ყოველდღე ან ხშირად იწვევს ძალიან ბევრ ცუდ სიმპტომს მამაკაცებში.
ყველაზე ცუდი არის დეპრესია/საკუთარ თავში დაურწმუნებლობა/სოციალური პანიკა/სისუსტე და სხვა უამრავი ცუდი სიმპტომი რომელიც ართულებს ცხოვრებას, თუნდაც 1 თვე თავშეკავება გიბრუნებს ხალისსსაც ენერგიასაც და როგორც დიდი უმრავლესობა ამბობს საერთოდ სხვა ადამიანი ხარ.

შემდეგ შემტხვევით წავაწყდი ძველ ინდურ ნაწერებს, სადაც იგივეზეა საუბარი(უფრო რთულ ფორმებში). რომ თავშეკავება არის აუცილებელი და ხშირი დანთხევა(რა ბანძI სიტყვაა მარა სხვა ვერ მოვარგე :დ) იწვევს უამრავ პრობლემას.

ჩემი აზრი და გამოცდილება, ესეიგი ადამიანისა ვისაც პორნოსთანაც ქონდა კავშირი და სხვადასხვა გოგოებთან, მინდა ვთქვა რომ აბსოლუტურად ვეთანხმები ინდურ წყაროებს და ხშირი სექსი და დანთხევა იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას. მთავარ მამოძრავებელ ენერგიას აქრობს მამაკაცში, ხდები ინერტული და სუსტი. ხოლო როცა ტავს იკავებ თუნდაც 1 თვე, საერთოდ სხვანაირი ხარ, მეტი ენერგია/ქარიზმა/ძალა და ყურადღება საპირისპირო სქესიდან, გეგონება თაფლი გისვია ისე იქცევიან რიგ შემთხვევებში და არაერთხელ მიგრძვნია როცა აი საერთოდ სხვაგან ზიხარ შენთვის და უცებ მოდის რამოდენიმე გოგო ჯდებიან შორი ახლოს და ყურებას იწყებენ, მე მგონია ფერამონებიც და საერთოდ აურა გეცვლება.

მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხზე და გამოცდილება? არ მაინტერესებს სხვისი, მაინტერესებს უშუალოდ თქვენი.

პორნოგრაფია რომ ახალი ნარკოტიკია და ანადგურებს ადამიანს ეს ჩემთვის ფაქტია. ამაზეც დაწერეთ 1-2 სიტყვა.

პს: თემა არ არის რელიგიური.
ano
კი არის პორნოები ინტერნეტში
დაეტი “ინფო“ აქვთ ახალ თაობას ამხრივ

ენერგია კი იკარგება და იფიტება ადამიანი

არანაკლები ენერგია იკარგება დაძაბულობის და სტრესის დროს
ichi
ჩემი გამოცდილებით გაცილებით მეტი, აი ზეციდან რომ ჩამოგაგდონ მიწაზე )))

მოკლედ პორნო ხომ კატასტროფაა და ხშირი სექსიც იგივე მგონია, ნუ არსებობს სხვადასხვა ტექნიკები რომ არ 'გაასხა' მაგრამ მე არ ვფლობ ))))))

ხოდა ვინმე არის აქ ამ საკითხების სპეცი?

ჩემი აზრით ეგ სექსუალური ენერგია ადამინმა უნდა გამოიყენოს სხვა სფეროებში და არა უნიტაზში ან პრეზერვატივში გაუშვას.

ზოგი საერთოდ წერს რომ მხოლოდ ბავშვის ჩასახვის დროს უნდა გქონდეს პოლუცია და სხვა დროს აბსოლუტური თავშეკავებაა სწორი.
earth
სექსი ბუნებრივი მოვლენაა და ვფიქრობ არც მთლიანად აკრძალვა და არც პორნოში გადავარდნაა სწორი.
მე შუალედური მდგომარეობა მიმაჩნა სწორად. სხვადასხვა სწავლებები ამბობენ, თუ თავს შეიკავებ უფრო მეტი ენერგია გექნებაო... ქრისტიანულშიც გვხვდება ბერობა, განდეილობა, უარის თქმა. ალბათ ამ ყველაფერს აქვს აქვს საფუძველი. მაგრამ არის როცა სექსის სრული შეკავება იწვევს მენალქოლიას.
ეს ასეა არა მარტო ადამიანებში არამედ ცხოველებშიც. ცხოველებმა იციან სექსის დრო. ეს არის სრული თავისუფლება. ადამიანებს კი რატომღაც დაკარგული გვაქვს ზომა. მართლაც საშინელებაა ასე გადავარდნა პორნოში.
ისე თუ აირჩევდა კაცი, ისევ თავის შეკავება ჯობია, ვიდრე პირიქით. მჯერა დღევანდელი ადამიანის უმრავლესობა მართლაც აღვირახსნილობაშია და მათ დაკარგული აქვთ ძალა, მათ დაკარგული აქვთ ენერგია და ცხოვრების შინაარსი. დაზომბებულებივით არიან სამწუხაროდ...
მაგრამ არვიცი მთლიანად აკრძალვაც თუ არის სწორი. მე ვფიქრობ ადამიანმა სექსი მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს უნდა დაუკავშიროს. როცა სიყვარულს გრძნობ, მაშინ სექსი ენერგიით გავსებს. ასეთი დღეები მართლაც ბევრი არ შეიძლება იყოს ცხოვრებაში. აი ასეთის მომხრე ვარ, იშვიათის და სიყვარულით გამთბარის.
INVICTUS
https://www.youtube.com/watch?v=vZ2E6nHI2RQ

brevalo
ჩემი აზრი ასეთია:

ყველაზე კარგ ვარიანტში სექსუალური ენერგია საჭიროა ავიდეს ზედა ჩაკრებში. მაგრამ ვინც ამ ტექნიკას ვერ ფლობს, შეკავებას და სექსუალური ენერგიის დათრგუნვას ჯობია თავი დაიკმაყოფილოს ან სექსით ან მასტურბაციით. თორე სექსუალური ენერგიის შეკავება და დათრგუნვა უფრო ცუდია, რომელსაც ცუდი გვერდითი მოვლენები ახლავს (აგრესია, ნევროზი, უძილობა, "აზაბოჩენი" აზრები, და შინაგანი სიმშვიდის დაკარგვა).

earth
INVICTUS
მშვენიერი ლექციაა.
ichi
brevalo
QUOTE(brevalo @ 16th May 2018 - 11:37 PM) *
მაგრამ ვინც ამ ტექნიკას ვერ ფლობს, შეკავებას და სექსუალური ენერგიის დათრგუნვას ჯობია თავი დაიკმაყოფილოს

მემგონი დათრგუნვასა და გამოყენებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა და არც ხდება დათრგუნვა, იმიტომ რომ არ გინდა სექსი ასე ნაურა, მე მგონია სექსზე საერთოდ არ უნდა იფიქროს ადამინმა ფანტაზიებში. თუ გიყვარს ადამიანი ეს ავტომატურად მოხდება.

აი პორნოგრაფია კიდე ჩემი აზრით სრული საწამლავია, მოიძიეთ ინტერნეტში ინფორმაცია. სრული ზომბირება ხდება!
ichi
INVICTUS
შეგიძლია მოკლედ ჩამოაყალიბო რაზე საუბრობს მაგნო? გურჯიევზე მოსმენილი მაქვს მისი ლექცია, კარგი ადამიანია.
ichi
earth
QUOTE(earth @ 16th May 2018 - 06:02 PM) *
როცა სიყვარულს გრძნობ, მაშინ სექსი ენერგიით გავსებს

არ ვიცი, შეიძლება ეგრეა. უბრალოდ პოლუცია იწვევს სისუსტეს მამაკაცში და ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი.
ბევრჯერ გამიგია ენერგიების გაცვლაზე მამაკაცსა და ქალს შორის, ალბათ ამაზე საუბრობთ.
Aum
რა თქმა უნდა ფსიქიკისთვის ცუდია პორნოების ყურება , მაგრამ ყველაზე უარესია როცა შენი თვალებით და შენი სექსუალური ენერგიით სხვა უყურებს.. როცა შენ სექსუალურ ენერგიას სხვა იყენებს სხვა დროსა ადგილას. ამას ხომ სექსუალური ენერგი ვამპირი ქვია , თავი როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა ამისგან?
INVICTUS
ichi
QUOTE(blue_velvet @ 17th May 2018 - 08:59 AM) *
პოლუცია



პოლუცია სხვა რამეა.

ეგ არის ძილში ორგაზმი დასრულებული ფორმით. (ასე მახსოვს smile.gif)
brevalo
ichi
QUOTE(blue_velvet @ 17th May 2018 - 08:55 AM) *
მემგონი დათრგუნვასა და გამოყენებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა და არც ხდება დათრგუნვა, იმიტომ რომ არ გინდა სექსი ასე ნაურა, მე მგონია სექსზე საერთოდ არ უნდა იფიქროს ადამინმა ფანტაზიებში. თუ გიყვარს ადამიანი ეს ავტომატურად მოხდება.



რა თქმა უნდა, გამოყენებასა და დათრგუნვას შორის დიდი სხვაობაა. მაგრამ ახალგაზრდა ადამიანისთვის და მითუმეტეს იმისთვის, ვინც არ არის გარკვეული ადამიანის ცნობიერებაში და მისი განვითარების გზებში, მისთვის სექსუალური ენერგიის გამოყენება სწორი მიმართულებით ძალიან რთულია. იმისთვისაც კი რთულია ვინც ასე თუ ისე დახელოვნებული და გათვითცნობიერებულია ამ საკითხებში. არის ერთი ძალიან კარგი ფილმი "სამსარა". მოქმედება ტიბეტში ხდება. ერთი ახალგაზრდა ბიჭი ღრმა მედიტაციაში სიბნელეში იმყოფებოდა დაახლობით 3 წლის განმავლობაში. იქიდან რომ გამოიყვანეს ნელ-ნელა დაუწყო ქალებს კოჭებში ყურება, ღამით უნებლიე პოლუცია ჰქონდა და შემდეგ წავა მონასტრიდან და ერთი გოგო შეუყვარდება და მასთან სექსით დაკავდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ სექსუალური ენერგია ძალიან რთული სამართავია და მასზე სრულიად უარის თქმა უკიდურესად რთულია, მითუმეტეს ახალგაზრდისთვის. ალბათ ზომიერად და გონის დატანებით მისი დახარჯვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.
ichi
Aum
QUOTE(Aum @ 17th May 2018 - 10:01 AM) *
მაგრამ ყველაზე უარესია როცა შენი თვალებით და შენი სექსუალური ენერგიით სხვა უყურებს.

ეს რას ნიშნავს ვერ მივხვდი, იქნებ ახსნათ სხვა როგორ უყურებს?

INVICTUS
გადავამოწმე და მართალი ხარ.

brevalo
QUOTE(brevalo @ 17th May 2018 - 01:50 PM) *
ამიტომ ვფიქრობ, რომ სექსუალური ენერგია ძალიან რთული სამართავია და მასზე სრულიად უარის თქმა უკიდურესად რთულია, მითუმეტეს ახალგაზრდისთვის. ალბათ ზომიერად და გონის დატანებით მისი დახარჯვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტ

გეთანხმები. მე როგორც ვაცნობიერებ ეს ენერგია არის უძლიერესი და წამყვანი მამაკაცებში.
ერთIცაა, მქონია მომენტები ზუსტად რომ თრგუნავ სექსუალურ ენერგიას სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მქონია მდგომარეობა როცა არ თრგუნავ, ანუ შეიძლება ისეთ მომენტშიც მოყვე, დაუშვათ მკერდი დაგადო ვიღაცამ თავზე და რაღაც საოცრებაში ხარ და ასე ვთქვათ ცივად უყურო ყველაფერს, არ ვიცი რამდენად გასაგებად ვწერ.
ერთ მომენტში შეიძლება მოკლე კაბამაც იმოქმედოს და მეორე მომენტში შეიძლება შიშველმა ქალმაც არ იმოქმედოს, ესეიგი ამას ვაკონტროლებთ ჩვენ.
Aum
ichi
QUOTE(blue_velvet @ 17th May 2018 - 03:08 PM) *
ეს რას ნიშნავს ვერ მივხვდი, იქნებ ახსნათ სხვა როგორ უყურებს?



ენერგო ვამპირიზმია ეგეთი, შეიძლება სულაც შენ ენერგიაზე(ზოგადად ვამბობ) დაჯდნენ და ისე იცხოვრონ. სხვის სექსში მიგაღებინონ მონაწილეობა.

შენი სხეულის ნაწილები ენერგიულ დონეზე სხვასთან გადაიტანონ. შეუძლიათ მთლიანი ადამიანი თითებზე მიიბან და ისე მართონ.
earth
ichi
შენ გააკეთე ისე როგორც შენ გრძნობ, ის გზაა სწორი რომელი გზაც სიხარულს გაძლევს. დააკვირდი შენს გრძნობებს და თუ ბედნიერი ხარ ასე,– ასე იყავი. ალბათ ესაა შენი გზაც და ბევრმა შეიძლება რომელიმე ინკარნაციაში გავიარეთ კიდეც ან შემდეგში გავივლით მაგ გზას. ეს ცხოვრებები გამოცდილებებია და ალბათ მაგ გამოცდილების მისაღებად ხარ.

ალბათ იგივე უნდა ითქვას ზედმეტად პორნოში გადავარდნილ ადამიანზეც, მან იმ ცხოვრებაში ის გამოცდილება აირჩია.


კიდევ ერთი, ეს თემა შენზე ichi შეიძლება არ მოქმედებდეს ამ ეტაპზე სასურველად, როცა რამე გზას ირჩევ და ყველა, თითქმის ყველა გეუბნება სხვას,– შეიძლება ხელი შეგეშალოს შენს გადაწყვეტილებაში. ამიტომ როცა მოისურვებ ამ თემის დახურვას მითხარი და დავხურავ.
old_man
სპერმა არის ფსიქიკური ენერგიის ორგანიზმში თხევადი სახით გამოვლინება. ვინც ფლანგავს ამ ენერგიას ხშირად და უკონტროლოდ, ძალიან ხშირად არის გამოფიტული როგორც სულიერად ისე ფიზიკურად, სულერთია ეს სექსით იქნება თუ მასტურბაციით. შემდეგ როცა ეს ფლანგვა უკვე კრიტიკულ ზღვარს სცდება, ირთვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ორგანიზმი მიდის განადგურებისკენ. თუ ეს საკითხები გაინტერესებთ აუცილებლად წაიკითხეთ მანტეკ ჩიას წიგნები. მას უწერია, რომ მხოლოდ ერთხელ აქვს ეაკულაცია მოხდენილი და ისიც შვილის ჩასახვის მიზნით. მას სექსზე უარი არ უთქვამს, უბრალოდ არ ახდენდა სპერმის გამოყოფას და აქტის დროს სექსუალურ ენერგიას წევდა მაღლა. მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის, ორგანიზმი მომზადებული უნდა იყოს, გახსნილი უნდა იყოს ენერგეტიკული არხები, ეს უფრო იოგურ პრაქტიკებთან არის კავშირში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მოუმზადებლად დაიწყებთ, დაუშვათ შეძლებთ სპერმის არ გამოყოფას, მაგრამ სექსუალურ ენერგიას მაღლა ვერ აწევთ, რადგან არხები არაა გახსნილი. ამ შემთხვევაში მიიღებთ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, მაგალითად პროსტატის ადენომას.
მაგრამ როცა სექსი ხდება არა მხოლოდ ინსტინქტის დაკმაყოფილების და ენერგიის გამონთავისუფლების მიზნით, ანუ ასე ვთქვათ ხდება სიყვარულის დროს, ამ დროს მიმდინარეობს ენერგო მიმოცვლა ქალსა და კაცს შორის მაღალ ვიბრაციებზე და არ ხდება ენერგიის კარგვა. იმ ასპექტში, რომ ასეთ დროს ინი და იანი ივსებიან ერთმანეთით და სამყაროს ჰარმონიას უერთდებიან.
ეს ძალიან ვრცელი საკითხებია. ასევე, თუ ადამიანი წლები ასკეტურად ცხოვრობს და აგროვებს სექსუალურ ენერგიას, ეხსნება სხვადასხვა ფსიქიკური უნარი, მაგ: ნათელხილვის უნარი. მაგრამ ეს საერო ცხოვრებაში რთულია, თუ აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხოვრობ. ჯერ ერთი ყველა გამღიზიანებელი უნდა ამოიღო ცხოვრებიდან. ეს ეხება არა მხოლოდ ლტოლვას საპირისპირო სქესის მიმართ, არამედ საკვებსაც: ხორცი, ყავა, ალკოჰოლი, შაქარი, ცხარე და მლაშე საკვები... და კიდევ ბევრი რამ. მოკლედ მკაცრი ასკეტური ცხოვრება. თუ არადა, რომელიმე გამაღიზიანებელი გააქტიურდება და შეიძლება სექსი არ გქონდეს, მაგრამ ღამე ძილში მოგივიდეს სპერმის უნებლიე გამოყოფა ე.წ. პოლუცია.
ზუსტად არ ვიცი ეს ყველაფერი ქალის შემთხვევაში როგორც არის, მას სხვა ფიზიოლოგია აქვს და რატომღაც ამ საკითხებში უფრო მეტად კაცზეა მახვილდება ყურადღება...
brevalo
old_man


ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც ეხლა არის 91 წლის. ადრე მაგარი ქალების მოყვარული იყო. ჯანმრთელობის მხრივ 91 წლის კვალობაზე ძალიან ყოჩაღად გრძნობს თავს, თუ ფიზიკურად, თუ გონებრივად. სულ ვაკვირდები ხოლმე ამ ადამიანს, რა არის მასში საინტერესო და ერთ რამეს მივაგენი: უარყოფით ემოციებს მომენტალურად ერიდება და ანეიტრალებს, აქვს საკმაოდ ძლიერი კონცენტრაციის უნარი და შეუძლია რომ ამ უარყოფითი ამბიდან ტვინი დადებითზე გადართოს, ასევე მოხუცობისგან გამოწვეული სიზარმაცის მიუხედავად თავს სულ აძალებს რომ წავიდეს სამსახურში. ქალებზე რომ მიყვებოდა მითხრა ერთი საინტერესო დეტალი: "ვინმესთან თუ ვიყავი მთელი არსებით მიყვარდა და არასოდეს ვუყურებდი ისე რომ გყავდა და მოიცილეო. პატივს ვცემდი და როცა მასთან ერთად ვიყავი მთელი არსებით მიყვარდა".

ასეთი ადამიანი ალბათ ბევრია დედამიწაზე და ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ სპერმის დაცლა ცუდი მოვლენა არ არის ორგანიზმისთვის. გააჩნია რა ემოციით და ვისთან გაქვს სექსი. როდესაც ისეთ ადამიანთან გაქვს სექსი, რომელიც ძალიან გიყვარს და ყველანაირად გსიამოვნებს მასთან ყოფნა, პირიქით მარგი ქმედების კოეფიციენტი იზრდება და მასთან ზომიერად სექსი სასარგებლოცაა.

მე არ ვამბობ, რომ სექსი ყველასთვის აუცილებელია. ეს ადამიანის არჩევანია. ვიღაცის ცხოვრების არჩევანია რომ სულიერად გაიზარდოს სექსის გარეშე, ვიღაცას კი - სექსი ქონით. ზომიერი სექსი კი არა მგონია სულიერ ზრდას ხელს უშლიდეს.
ichi
earth
მდლბ არ მინდა დახურვა ჯერჯერობით)

old_man
QUOTE(old_man @ 17th May 2018 - 08:29 PM) *
სპერმა არის ფსიქიკური ენერგიის ორგანიზმში თხევადი სახით გამოვლინება

ნამდვილად, ამას ვგრძნობ რომ ცლები რაღაც ენერგიისგან, ფაქტია რომ ასეა. უამრავი უარყოფითი მოზდევს ასე ვთქვათ, დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, ხალხთან ურთიერთობის თავიდანა ცილება და ა.შ.

QUOTE(old_man @ 17th May 2018 - 08:29 PM) *
მას უწერია, რომ მხოლოდ ერთხელ აქვს ეაკულაცია მოხდენილი და ისიც შვილის ჩასახვის მიზნით.

სნაიპერი ყოფილა ტიპი, ეგრე არ ვიცი რამდენად შესაძლებელია biggrin.gif

QUOTE(old_man @ 17th May 2018 - 08:29 PM) *
მიმდინარეობს ენერგო მიმოცვლა ქალსა და კაცს შორის მაღალ ვიბრაციებზე და არ ხდება ენერგიის კარგვა.

ამას ვგრძნობ, რომ სიმართლეა, იმიტომ რომ მქონდა მსგავსი გამოცდილება.

QUOTE(old_man @ 17th May 2018 - 08:29 PM) *
ხორცი, ყავა, ალკოჰოლი, შაქარი, ცხარე და მლაშე საკვები...

ყავა და ჩაი ამოღებული ამქვს საერთოდ.
ცხარეც
ალკოჰოლს არ ვსვავ
ხორცს ვჭამ.

სხვათა შორის რამდენი პოლუცია მქონდა, დავაკვირდი რატომ მქონდა და ჩემი აზრით ან ფანტაზიების ბრალია წინა დღის, ან ძილის წინ მქონდა ნაჭამი საჭმელი.


QUOTE(old_man @ 17th May 2018 - 08:29 PM) *
შეიძლება სექსი არ გქონდეს, მაგრამ ღამე ძილში მოგივიდეს სპერმის უნებლიე გამოყოფა ე.წ. პოლუცია.

სხვათა შორის ბევრჯერ წამიკითხავს და გამიგონია რომ ეს ორგანიზმის ბუნებრივი პროცესია.

მე მაინც ვფიქრობ რომ არ არის საჭირო ამხელა ასკეტიზმი. უბრალოდ პორნოგრაფია აბსოლუტურად უნდა ამოიღო და გქონდეს ურთიერთობა ადამიანთან ვინც გიყვარს. მასტურბაციაც ამოსაღებია ჩემი აზრით არ არის ბუნებრივი და ფაქტიურად ენერგიას უნიტაზში უშვებ. ეს არის ჩემი მიდგომა ამ ეტაპზე, თავად რას ფიქრობთ?
დავამატებდი რომ ამმაკაცისთვის ამ საკითხს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემი აზრით.

brevalo
QUOTE(brevalo @ 17th May 2018 - 10:06 PM) *
ვინმესთან თუ ვიყავი მთელი არსებით მიყვარდა და არასოდეს ვუყურებდი ისე რომ გყავდა და მოიცილეო. პატივს ვცემდი და როცა მასთან ერთად ვიყავი მთელი არსებით მიყვარდა".

მაგარი კაცი ყოფილა, სამწუხაროდ იგივეს თქმა არ შემიძლია : ((((

QUOTE(brevalo @ 17th May 2018 - 10:06 PM) *
ასეთი ადამიანი ალბათ ბევრია დედამიწაზე და ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ სპერმის დაცლა ცუდი მოვლენა არ არის ორგანიზმისთვის. გააჩნია რა ემოციით და ვისთან გაქვს სექსი. როდესაც ისეთ ადამიანთან გაქვს სექსი, რომელიც ძალიან გიყვარს და ყველანაირად გსიამოვნებს მასთან ყოფნა, პირიქით მარგი ქმედების კოეფიციენტი იზრდება და მასთან ზომიერად სექსი სასარგებლოცაა.

მეც ეს ეჭვი მაქვს. არ ვიცი.

QUOTE(brevalo @ 17th May 2018 - 10:06 PM) *
მე არ ვამბობ, რომ სექსი ყველასთვის აუცილებელია

სექსი რა არის საერთოდ ამ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი. ცხოველები კავდებიან სექსით როცა მრავლდებიან ხო? მეტი დანიშნულება მათთვის სექს არ აქვს და ჩვენ მემგონი ძალიან გავუთამამდით ამ საკითხს.
ჩემთვის საინტერესო დისკუსი წამოიჭრა.
old_man
QUOTE(blue_velvet @ 18th May 2018 - 08:17 AM) *
უბრალოდ პორნოგრაფია აბსოლუტურად უნდა ამოიღო და გქონდეს ურთიერთობა ადამიანთან ვინც გიყვარს. მასტურბაციაც ამოსაღებია ჩემი აზრით არ არის ბუნებრივი და ფაქტიურად ენერგიას უნიტაზში უშვებ. ეს არის ჩემი მიდგომა ამ ეტაპზე, თავად რას ფიქრობთ?

გეთანხმები სრულად )
eternity
სუნთქვა მაინც შეიძლება ისე ამ პლანეტაზე, რომ უფასო იყოს?.
earth
eternity
QUOTE(sororgor @ 2nd June 2018 - 06:49 AM) *
სუნთქვა მაინც შეიძლება ისე ამ პლანეტაზე, რომ უფასო იყოს?.

მაპატიე, მაგრამ ვერ გავიგე...
starscream
18 წლამდე სპერმა არ დამიკარგავს არც სექსი არ მქონია და არც პორნოსთვის მიყურებია არც მასტურბაცია მაგრად ვიყავი ეზოთერიკაში გადაგდებული ყველაზე ძლიერი შედეგები სულიერების მხრივ მაგ დროს მქონდა მერე სიგარეტის მოწევა და დალევა და ყველაფერი დავიწყე ფსიქოტროპული წამლები პლანი და ასე შემდეგ.ყველაფერი გავსინჯე რა. რაზეც ხელი მიმიწვდებოდა მერე დავიკიდე ეხლა თავიდან ვიწყებ სექსუალური ენერგიის მოტვინიერებას და 10 დღეზე მეტს ვერ ვქაჩავ laugh.gif ხო კიდე რა მინდოდა მეთქვა მთავარი სექსისგან თავის შეკავება კი არაა არამედ ღამი პოლუციების შეკავება ანუ სპერმის უნებლიე გამოყოფის როელზეც ადამიანს ძალა არ ააქვს ამას კიდე აზრების სიწმინდე უნდა ანუ სექსუალუად არ უნდა იფიქრო და ნეგატიურად პლიუს სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაცია რაც რთულია და ასე თვეებში არ ხდება ეს საქმე.
starscream
ტრაქტატებიდან კი რაც მაქვს წანაკითხი 100 დღე უნდა თავის შეკავება რომ მთელი სექსუალური ენერგია დაიბრუნო და პლიუს ყოველდღე 3 საათი მედიტაცია და ახალ სულიერ სხეულს გააკეთებ კონცენტრაციასაც გააჩნია რა წერტილზე გააკეთებ ჭიპზე თუ გააკეთებ სხვა ძალებს მოგცემს მესამე თვალზე თუ გააკეთებ სხვა ძალებს და ასე შემდეგ.მტავარია რომ რაიმე სახით სპერმა არ დაკარგო
Maha Kali
starscream მაპატიეთ აქაც რომ გეჩრებით მაგრამ, ცოტა ვადაგასული ინფორმაციის სუნი მცემს :დდ.
ხო მასტურბაცია არ არის კარგი. მაგრამ სექსი არ ნიშნავს რომ სექსუალური ენერგია დაკარგო, სწორი პარტნიორის შერჩევით, პირიქით მოიმატებთ სჰექსუალურ ენერგიას. და საერთოდაც ენერგია არის ენერგია, არ აქვს მნიშვნელობა ეს მამაკაცური ენერგიაა თუ ქალური, თუ სექსუალური, მთავარია ბევრი ენერგია არ დაკარგო თორემ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს სექსუალური ენერგია იქნება თუ სხვა. 😉
ichi
Maha Kali
QUOTE(Kalika @ 4th June 2018 - 11:17 PM) *
ხო მასტურბაცია არ არის კარგი. მაგრამ სექსი არ ნიშნავს რომ სექსუალური ენერგია დაკარგო, სწორი პარტნიორის შერჩევით, პირიქით მოიმატებთ სჰექსუალურ ენერგიას.

საიდან აქვთ ეს ინფორმაცია? ენერგია რომ ენერგიაა გეთანხმები, მაგრამ მამაკაცში სექსუალური ენერგია არის წამყვანი, მე ჩემს თავშ ასე ვგრძნობ.

starscream
QUOTE(starscream @ 2nd June 2018 - 04:43 PM) *
მთავარი სექსისგან თავის შეკავება კი არაა არამედ ღამი პოლუციების შეკავება ანუ სპერმის უნებლიე გამოყოფის

ბევრგან წერია რომ ეს ბუნებრივი პროცესია, ანუ როდესაც სპერმა აღწევს გარკვეულ რაოდენობას ორგანიზმში(ივსება) ორგანიზმი ბუნებრივად უშვებს 'ზედმეტს'.
სექსი რა არის კიდე ეს ცალკე საკითხია, ის რასაც დღეს სექს ეძახიან მემგონი ენერგიისგან დამცლელი და მექანიკური მოვლენაა.
ძალიან რთული საკითხია და სხვაზე რამიეს გადაუმოწმებელად დაჯერება არასწორი მგონია.
პორნოგრაფია და მასტურბაცია კიდევ ერთ რამეს ემსახურება, ეს არის სიამოვნების მიღება და ენერგიისგან დაცლა, თავი რომ დავანებოთ პორნოს შედეგებს ტვინზე და საერთოდ ადამიანზე.

თავშეკავება არ ნიშნავს იამს რომ ყოველ მეორე ქალს თვალი გააყოლო და ამ დროს თავს იკავებდე, თავშეკავება ნიშნავს არც კი გაივლო თავში, ოღონდ არა მექანიკურად (ძალდატანებით) არამედ ბუნებრივად. დღეს მთელ მსოფლიოში სექსი არის პედესტალზე და ტველგან გხვდება ნუდ ფოტოები, ეს არ არის პრობლემა იმიტომ რომ გარკვეულ დონეზე მგონია რომ რეაქცია არ გაქვს, გიზიდავს ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ რაც უახლოვდები და გიყვარს. ეს მგონია ბუნებრივი და არა ტიპი რომ 10 ქალს დაზდევს და ენერგიას ჰაერში ისვრის.
starscream
ichi
21 საუკვნეში ადამიანებს ერთადერთი მაგიური და სასწაული რაც დარჩათ არის სექსი და შესაბამისად ამუქებენ ყველაფერს უწევენ პოპულარიზაციას და მეცნიერები ამბობენ თუ არ ეწევი მასტურბაციას პროსტატის კიბო გაგიჩნდება და ასე შემდეგ იგივე მეცნიერებს რომ გადაუხადო სხვა რამეს იტყვიან რო ყავა კაია ან რამე ვინც მეტს გადაუხდის იმას დაასკვნიან. ასევე პროპაგანდას უწევენ ხალხის და რასების არევას ეს ორივე რამე ერთ რამეს ემსახურება რო ადამიანები დაჩლუნგდნენ უკეთესად მართონ მერე ადამიანის მასები. დღეს დღეისობით საქართველოში ქალების მცხოვრები უმეტესობა ბოდიშით და ბრაკია საყოფაცხოვრებო ნივთების და მატერიალურის გარდა არაფერი არ აინტერესებს და ამ ადამიანებისგან სექსის დროს რა ენერგია უნდა აიღო? საერთოდ რაზეა ლაპარაკი. არანაირ ბუნებრივად არ უშვებს ზედმეტს ორგანიზმში ტავად ხდება სპერმის აბსორბაცია გამოშვება არის გამოშვება თუ პოლუციის დროს დაკარგავ სპერმას დაკარგულია და ვსიო და აზრების მოფრთხილება იმიტომ გჭირდება რომ თუ სექსუალურ აზრებს იფიქრებ დღის განმალობაში ღამე როცა კონტროლი არ გაქვს ძილში დაეცემი და სპერმას დაკარგავ. ერთი 2 კვირა რომ შეიკავო სპერმა ნახავ შენ თვითონ და ვინც საერთოდ მინიმუმ 100 დღეს შეიკავებს და არც პოლუციის დროს დაკარგავს პლიუს დღეში 3 საათი იმედიტირებს ის დაიბრუნებს ყველა სექსუალურ ენერგიას რაც ცხოვრებაში დაკარგა პლიუს შობს სხვა სხეულს რომელშიც ცნობიერების გადატანა შეეძლება და სხეულს გარეთ გასვლა როცა უნდა მაშინ და ფხიზელიც თუ არის მაშინაც.
eternity
მესამე დღე ვუძლებ და უკვე ვამაყობ ამითაც კი. იმიტომ რომ ორი კვირაა ყოველ დღე დაუნძრევლად ვერ ვძლებდი.
რაც მოვწიფდი ჩემი გაძლების რეკორდი არდანძრევის ორ ორი კვირაა მაქსიმუმ, ეგეც სულ 3 ჯერ თუ განმეორებულა.
მოტივაცია არ მქონდა აქამდე მაგრამ უკვე ლოგინიდან ადგომაც კი მეზარება მთელი დღეები ვწევარ იმდენად გამოვიფიტე.
პრინციპში კარგიც არის ასე რომ მოხდა, თორემ ვერ დავინახავდი რამდენად ცუდია ნძრევა.
გარდა იმისა რომ ცუდია არც ღირს ენერგიის დაკარგვად იმდენად სასიამოვნო არაა.
earth
ichi
QUOTE(blue_velvet @ 5th June 2018 - 12:28 PM) *
თავშეკავება არ ნიშნავს იამს რომ ყოველ მეორე ქალს თვალი გააყოლო და ამ დროს თავს იკავებდე, თავშეკავება ნიშნავს არც კი გაივლო თავში, ოღონდ არა მექანიკურად (ძალდატანებით) არამედ ბუნებრივად. დღეს მთელ მსოფლიოში სექსი არის პედესტალზე და ტველგან გხვდება ნუდ ფოტოები, ეს არ არის პრობლემა იმიტომ რომ გარკვეულ დონეზე მგონია რომ რეაქცია არ გაქვს, გიზიდავს ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ რაც უახლოვდები და გიყვარს. ეს მგონია ბუნებრივი და არა ტიპი რომ 10 ქალს დაზდევს და ენერგიას ჰაერში ისვრის.

ამის წაკითხვისას სახარების სიტყვები გამახსენდა: „არიან საჭურისნი, რომელნიც დედის მუცლიდან ასე იშვნენ; და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; და არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის“ მათ.19,12.
earth
starscream
QUOTE(starscream @ 5th June 2018 - 12:51 PM) *
მეცნიერებს რომ გადაუხადო სხვა რამეს იტყვიან რო ყავა კაია ან რამე ვინც მეტს გადაუხდის იმას დაასკვნიან.

მართალი ხარ, თუმცა მეცნიერება საკმაოდ წინ წასულია, სამწუხაროდ ხშირად ხდება მოვლენების დამახინჯება ზოგჯერ არა მათი შეცდომით, არამედ რაღაც კომერციული თვალსაზრისით.
starscream

ეხლანდელი მეცნიერების უმეტესობა არის მოსყიდული ირმა შენც იცი თუ ვინმე ნამდვილი მეცნიერ გამომგონებელი გამოერია იშორებენ. მაფიაა ყველაგან მედიცინით დამტავრებული საჭმლით დასრულებული ფული გადაუხადე და იმასაც გეტყვიან რო პლანის ხშირი მოწევა კარგია ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ. რაღაც არ გამიგონია რომ ქრისტიანი ბერები და და ბუდისტ ინდუისტები პროსტატის კიბოთი მომკვდარიყვნენ =D სექსუალური ენერგია საშუალებას მაძლევდა რომ ღამეში 4-5 გაცნობიერებული სიზმარი მქონოდა ან ასტრალში ვყოფილიყავი ან კარგად მემედიტირა სექსუალური ენერგიის შეკავების გარეშე ყველაფერი წყლის ნაყვაა რიტუალებიც მაგიაც მედიტაციაც და ასე შემდეგ.
brevalo
starscream
QUOTE(starscream @ 5th June 2018 - 07:59 PM) *
სექსუალური ენერგიის შეკავების გარეშე ყველაფერი წყლის ნაყვაა რიტუალებიც მაგიაც მედიტაციაც და ასე შემდეგ.



სწორედ მანდ არის სირთულე. როგორ უნდა იყოს ადამიანის გონება რომ სექსუალური ენერგია შეიკავოს ისე, რომ მის ფსიქიკას და ნერვებს სტრესი არ დაადგეს? კი ბატონო, მედიტაცია რაღაც პერიოდი გაცნობიერებინებს ამ ენერგიას, მაგრამ შემდეგ ისევ მოდის შეტევა, რომლის შეკავება ძალიან რთულია biggrin.gif
starscream
brevalo
ხო რას იზამ რთულია ძალიან
earth
მე ვფიქრობ რომ ინდივიდუალურია... ზოგს გააჩნია ისეთი დიდი სექსუალური ენერგია, რომ მის შეკავებას არ საჭიროებს. ამიტომ მთავარი არაა მივყვეთ რომელიმე სტერეოტიპებს, არამედ მოვუსმინოთ ჩვენ შინაგან მეს. როდის ვართ კარგად, როდის ვგრძნობთ თავს ბედნიერად. დავაკვირდეთ გრძნობებს. ახლა 18 წლის ბავშვი როცა მხოლოდ ახლა იწყებს სექსუალურ ცხოვრებას ვერ გაანალიზებს რა არის მისთვის კარგი. მაგრამ შემდგომში ადამიანი როგორც კი დაღვინდება, შესძლებს მიხვდეს რა არის მისთვის კარგი და რა არის ცუდი.
დააკვირდით თქვენს გრძნობებს. როდის ხართ ძალიან კარგად? როდის გრძნობთ ენერგიას? როდის დაფრინავთ? როდის გიხარიათ? აი მაშინ ხართ სწორ გზაზე.
brevalo
earth


QUOTE(earth @ 5th June 2018 - 09:53 PM) *
მე ვფიქრობ რომ ინდივიდუალურია... ზოგს გააჩნია ისეთი დიდი სექსუალური ენერგია, რომ მის შეკავებას არ საჭიროებს. ამიტომ მთავარი არაა მივყვეთ რომელიმე სტერეოტიპებს, არამედ მოვუსმინოთ ჩვენ შინაგან მეს. როდის ვართ კარგად, როდის ვგრძნობთ თავს ბედნიერად. დავაკვირდეთ გრძნობებს. ახლა 18 წლის ბავშვი როცა მხოლოდ ახლა იწყებს სექსუალურ ცხოვრებას ვერ გაანალიზებს რა არის მისთვის კარგი. მაგრამ შემდგომში ადამიანი როგორც კი დაღვინდება, შესძლებს მიხვდეს რა არის მისთვის კარგი და რა არის ცუდი.
დააკვირდით თქვენს გრძნობებს. როდის ხართ ძალიან კარგად? როდის გრძნობთ ენერგიას? როდის დაფრინავთ? როდის გიხარიათ? აი მაშინ ხართ სწორ გზაზე.



100% good.gif

თუმცა როდესაც სექსუალური ენერგია მოგეძალება და მის გამოდევნას საჭიროებ, არადა იცი რომ თუ გამოდევნი რაღაცეების თავიდან მიღწება მოგიწევს. აი აქ არის დილემა smile.gif
earth
კიდევ ერთი მომენტი,– მინდა მოვყვანო ჩვენი დიდი წინაპრის სიტყვები ამ თემაში, „მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.“ ეს აუცილებლადაა გასათვალისწინებელი, რადგან მხოლოდ გულთან ერთად შეგიძლია იყო ბედნიერი, მარტო ხორციელი არასოდეს მოგიტანს ფრენის შეგძნებას.
earth
brevalo
QUOTE(brevalo @ 5th June 2018 - 11:14 PM) *
თუმცა როდესაც სექსუალური ენერგია მოგეძალება და მის გამოდევნას საჭიროებ, არადა იცი რომ თუ გამოდევნი რაღაცეების თავიდან მიღწება მოგიწევს. აი აქ არის დილემა

ალბათ... ალბათ ასეა, დარწმუნებით ვერ გიპასუხებ... მაგრამ ერთი რამე ვიცი დარწმუნებით,–როდესაც რაღაცას იმეორებ, როდესაც ხელახლა იწყებ რამის მიღწევას, მაშინ გელოდება დიდი წარმატება. ცოტა უხეშ შედარებას მოვიყვან,–თესლი ჯერ ლპება მიწაში და მერე იზრდება მცენარე და იფურჩქნება. ანუ არის აღმასვლის და დაღმასვლის მომენტები.
brevalo
earth


ძალიან მომწონს შენი აზრები. ნამდვილად საგულისხმოა smile.gif


P.S. ამასობაში კარგად შეგვაჭანჭყარა მიწისძვრამ biggrin.gif
დათო.
დიდი ხანია, რაც აქ შემოვსულვარ.
საკითხი, მართლაც, რომ საინტერესოა, მაგრამ მეტ-ნაკლებად იმგვარი ტერმინოლოგიით არის განხილული, სრულიად სხვა სივრცეში მეგონა თავი.
მართალია, თქვენი არჩევანია, თუ რას, როგორ, რანაირად გამოიყენებთ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ შედარებით, ადეკვატურად ვისაუბროთ.
რაც შეეხება უშუალოდ საკითხს, პორნოგრაფია, ისევე, როგორც ალკოჰოლი, თამბაქო – ლეგალური ნარკოტიკია, ხოლო, მეტწილ შემთხვევაში, ლეგალური მეტი ზიანის მომცემია ყოველმხრივ, ვიდრე არალეგალური.
მასიურად, ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ისევე ჩვეულ ტონად იგრძნობა უყურებდე პორნოგრაფიას და არ არის გათვიცნობიერებული, თუ რისი ზიანის მომტანია.
იწვევს სოციოფობიას, მიზანტროპობას და ეს შემიძლია, საკუთარი, გარდასული ემპირიულობით გითხრათ. აგრეთვე, ნებისყოფას ისეთ ანულირებას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვალებით კონტაქტი აღარ ძალგიძს, არც ერთი წამით. ასევე, ისედაც მექანიკურს კიდევ უფრო მექანიკურს გხდის და ასე, შემიძლია, დაუსრულებლივ რომ განვაგრძო. თანაც, როგორც გითხარით, ამ ყველაფერს კუთვნილი გამოცდილებით გეუბნებით, რომელიც მქონდა პორნოგრაფიიდან გამომდინარე, დიდი ხნის წინ.
ახლა მასტურბაციასთან დაკავშირებით, – მასზე, წინანდელისგან განსხვავებით, ცალსახად, ვერ ვიტყვი, რომ უარყოფითი მოვლენაა, თუმცა ვერც დადებითი. ერთი მხრივ, გარკვეულ დონეზე, იწვევს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქიკურ დისბალანს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამასთან ერთად, აუცილებელი პირობაა, რომ სექსუალურობის მხრივ, ემპირიულობა შეიძინო და გაიგო, რა, როგორ მოგწონს, რამეთუ მოგეხსენებათ, ჩვენი ეგზისტენციალიზმის ამბავი, რამდენად განვსხვავდებით თითოულ დეტალში და მით უფრო, იმგვარ კარდინალურ საკითხში, როგორიცაა ცალკე აღებულ ჭრილში, ამ შემთხვევაში, ინტიმურ. გარკვეულწილად იგი თვით სექსზე, კოიტუსზე თვალნათლივ მეტყველების უნარი გააჩნია, ამ თვალსაზრისით. ამასთან, მასტურბაციას აქვს უნარი, გარკვეულ ეტაბამდე, სექსუალური ენერგია რომ გავავითაროთ მისით, – ესეც, ასევე, საკუთარი გამოცდილებით. –
თვით სექსზე, სუბლიმაციაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას – აქ გაიჟღერა ვერსიამ, თითქოს და, სექსი და მასტურბაცია ერთია, ვინაიდან ეაკულაცია ორივე შემთხვევაში მიიღწევა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არსობრივად, იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენადაც წერილობითი სახე და ვერბალური თქმული. ორივე, ერთი შეხედვით, ერთი და იმავეა, მაგრამ, მერწმუნეთ, მიუხედავად ერთი შეხედვით ერთგვარობისა, აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაა. ხოლო ის, თუ რა ოდენობით უნდა დავკავდეთ, ყოველი ადამიანისათვის ინდივიდუალურია, იმის და მიხედვით, როგორი ტიპის ლიბიდო გააჩნია და ამასთან, რამდენად ავითარებს, იცავს მას. პირადად მე, გარკველი ხანი, ყოველდღიურად, თანაც რამდენიმეჯერ მქონია და ვერ გეტყვით, რომ რაიმეს ვუჩიოდი, პირიქით.
დაბოლოს, სუბლიმაცია – ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად საჭიროა, ისევ და ისევ თვით სექსუალური ენერგიის გავითარებისთვის, სხვა თუ არაფერი. თავიდან, როგორც წესი, ურთულესია, შემდგომ გრადაციულად, ვარირება ეცემა და თითქმის აღარ გაწუხებს.
jarmen
ძალიან კონცეპტუალური საკითხია, არ შეიძლება გავხადოთ ის ეუფემური.
tikoroma
jarmen
შემიძლია ვივარაუდო, რა დაწერე laugh.gif biggrin.gif
old_man
მე იმაზე ვფიქრობდი რა საცოდავი ცივილიზაციაა ჩვენი, რომ ეს ცოდნა სადღაც მიკარგული და დავიწყებულია. ადამიანმა სადღაც აღმოსავლურ იოგურ ლიტერატურაში უნდა იქექოს, რომ სექსუალურ ენერგიაზე წარმოდგენა შეიქმნას და გააცნობიეროს, მერე კიდევ საკუთარ თავზე დაკვირვებას თუ მოიფიქრებს. არადა ეს ენერგიაა შემოქმედების, მთების ამოძრავების, სამყაროების შექმნის... როგორც ფუნჯი მხატვრისთვის, როგორც ფრთები ჩიტისთვის...(ხომ ლამაზად ვთქვი? :დ) ჰოდა, დამანაღვლიანა ამ საკითხმა
brevalo
old_man
QUOTE(old_man @ 7th June 2018 - 09:23 PM) *
მე იმაზე ვფიქრობდი რა საცოდავი ცივილიზაციაა ჩვენი, რომ ეს ცოდნა სადღაც მიკარგული და დავიწყებულია. ადამიანმა სადღაც აღმოსავლურ იოგურ ლიტერატურაში უნდა იქექოს, რომ სექსუალურ ენერგიაზე წარმოდგენა შეიქმნას და გააცნობიეროს, მერე კიდევ საკუთარ თავზე დაკვირვებას თუ მოიფიქრებს. არადა ეს ენერგიაა შემოქმედების, მთების ამოძრავების, სამყაროების შექმნის... როგორც ფუნჯი მხატვრისთვის, როგორც ფრთები ჩიტისთვის...(ხომ ლამაზად ვთქვი? :დ) ჰოდა, დამანაღვლიანა ამ საკითხმა



მართალი ხარ მეგობარო, მართლაც არასახარბიელო სიტუაციაა, მაგრამ ხომ იცი სამყაროს მიზეზ-შედეგობრიობის კანონი. დღეს რომ ასე ვართ ჩვენი შორეული წინაპრების გამო მოხდა ეს ყველაფერი. საინტერესოა რა მოხდა და რამ განაპირობა, რომ კაცობრიობამ ძალიან დიდი ნაწილი სიბრძნისა დაკარგა.
ichi
ერთია ენერგიის არ გაფლანგვა ჰაერში და მეორეა მისი სწორად გამოყენება. თუ არასწორად იყენებ ენერგიას ეს იგივე გაფლანგვაა.

ichi
ანუ ისმის კითხვა რაში უნდა დაიხარჯოს ენერგია?
დაწერეთ თქვენი აზრი...

სექსუალური ენერგია მამაკაცში ჩემი აზრით ყველაზე ძლიერია და მეორე, ის ყოველთვის ცოცხალია, იმატებს და ვიბრირებს , ანუ საკმარისია არ გავფლანგოთ რომ დაფროვდეს ავტომატურად, სად უნდა წავიყვანოთ ცნობიერად ეს წმინდა ენერგია?

ფიქრებით ხდება თU არა ენერგიის დაკარგვა? პასუხია კი

კონფლიქტით სხვა ადამიანებთან?(განსჯა სხვისი ან ვინმეს მიბაძვა) აქაც ხდება კარგვა.

ხოდა სად არ ხდება ეს არის უპირველესი კითხვა, სად უნდა გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება?

როგორ ხდება გადატანა ყოველდღიური პრობლემებიდან?

ფაქტია: გვჭირდება ფული და შესაბამისად სამსახური, როგორ უნდა იფუნქციონირო ამ სამყაროში??old_man
old_man
ichi
QUOTE(blue_velvet @ 8th June 2018 - 11:38 AM) *
ანუ საკმარისია არ გავფლანგოთ რომ დაფროვდეს ავტომატურად, სად უნდა წავიყვანოთ ცნობიერად ეს წმინდა ენერგია?

უნდა ვიცხოვროთ მაღალი ცნობიერებით და შესაბამისად ვხარჯოთ ყველა სახის ენერგია რაც ჩვენშია, საკუთარი თავის, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის, პლანეტის სასიკეთოდ და ევოლუციისთვის. შეიძლება ეს ძალიან ზოგადად და ბანალურ ლოზუნგად ჟღერს, ))) მაგრამ მე ასე მაქვს გაცნობიერებული.
უნდა მოვახერხოთ ჩვენი უმაღლესი მე-თი ვიცხოროთ და არა ცრუ მე-თი, თუ ამას შევძლებთ სექსუალური ენერგიაც ცხოვრების ყველა სფეროში სათანადოდ რეალიზდება. არამარტო სექსში, თუნდაც სექსში, ოღონდ როცა პარტნიორთან გაქვს მაღალვიბრაციული კავშირი, კავშირი მენტალურად, კავშირი ასტრალურად... და არა სექსი მხოლოდ ენერგიის გამოსათავისუფლებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში სექსუალური ენერგია უმიზნოდ იკარგება.
QUOTE
ხოდა სად არ ხდება ეს არის უპირველესი კითხვა, სად უნდა გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება?

როგორ ხდება გადატანა ყოველდღიური პრობლემებიდან?

ფაქტია: გვჭირდება ფული და შესაბამისად სამსახური, როგორ უნდა იფუნქციონირო ამ სამყაროში?

ჩემი აზრით გადატანა არც უნდა მოხდეს. უბრალოდ არ უნდა ჩავიციკლოთ არც პრობლემებზე, არც მიღწევებზე, არც მატერიალურზე და არც სულიერზე. და არ მოხდება ენერგიის კარგვა. პრობლემები როგორც გამოცდა, რომელიც უნდა ამოვხსნათ. ყოველდღიურ რუტინას და პრობლემებს ვერ გავექცევით, ამ პლანეტაზე ეს გაკვეთილები გვაქვს ახლა. მთავარია რა დონეზე ავწევთ ცნობიერებას. ტრაგედია, უბედურება, კონფლიქტები, დამცირება თუ სხვა რამე ცნობიერების სხვადასხვა დონიდან სხვადასხვაგვარად აღიქმება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მაღალი ცნობიერებიდან შევხედოთ ამ ყველაფერს. მაგრამ ეს არ ნიშნავს გავხდეთ ფეხებზე მკიდია ტიპები ან ასკეტები, რომლებიც სოციუმის პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, გაურბიან მას და სულიერებაში ეძებენ ხსნას. უნდა ვისწრაფოდეთ მივაღწიოთ მყარ სულიერ ბალანსს.
ichi
old_man
QUOTE(old_man @ 8th June 2018 - 05:01 PM) *
საკუთარი თავის, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის, პლანეტის სასიკეთოდ და ევოლუციისთვის.

ჩემი აზრით უნდა იცხოვრო ისე რომ ჰარმონიული იყო და ბედნიერი, at the end o the day შენ მარტო ხარ შენს თავთან და მანდ თU კარგად ხარ, უკვე ყველაფერთან კარგად ხარ. თუ ადამანი ცრუა ან ილუზიაში ის ვერ იქნება ჰარმონიულად და კარგად. ეს მგონია ყველაზე კარგი საზომი. აქ და ახლა ცხოვრება მუდმივად.
earth
ichi
QUOTE(blue_velvet @ 11th June 2018 - 11:53 AM) *
ქ და ახლა ცხოვრება მუდმივად

good.gif
უნდა შევეცადოთ, რომ ვისწავლოთ ასეთი ცხოვრება, აქ და ახლა და არასოდეს ვინმეს ზიანი.
ichi
QUOTE(Jarmen @ 6th June 2018 - 10:45 PM) *
ძალიან კონცეპტუალური საკითხია, არ შეიძლება გავხადოთ ის ეუფემური.

ვერ მივხვდი........

საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია....
INVICTUS
სექსუალური ენერგია რატომ უნდა გარდაქმნა და დახარჯო მაგ: კალიგრაფიაზე ან სირბილზე ან მედიტაციაზე?

სექსუალური ენერგია არის სექსუალური ენერგია და უნდა დახარჯო სექსზე.

აი, ხატვის მუზა რომ მეწვევა მე და ის გარდავქმნა და სექსზე გავხარჯო, არ ვიქნები ადექვატური biggrin.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.