Help - Search - Members - Calendar
Full Version: ქართული პოეზია, ლიტერატურა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > გამონათქვამების კუთხე
Pages: 1, 2
lasharela
ეს ნამდვილად არაა პარალელი მეგრეს ნაწარმოებებს და ვაჟას შორის...(ხელი მომტყდეს რომე ს გავაკეთო)

უბრალოდ, თეოს საინტერესო მინაწერიაქვს ფორუმზე ნოდარ დუმბაძის რომანიდან და გადავწყვიტე ასეთი თემა გამეხსნა. ჩვენი საყვარელი ადგილები, ჩვენთვის საყვარელი ნაწარმოებებიდან....

ამ ნაწყვეტს კი კონკრეტულად ზეტმა რომ წაიკითხოს ბოლომდე იმიტომ ვდებ smile.gif ფორუმზე მაინც წაიკითხოს იქნებ smile.gif



როცა კი გაზაფხულდება,
გამოიღვიძებს ქვეყანა:
სილაღე, სიმხიარულე
დასეირნობენ ყველგანა,
გაჩნდება ჩირთი, ყვავილნი
ეკონებიან მწვანესა,
მინდია გაფაციცებით
სულ მიმოივლის მთა-ველსა.
ყველა მცენარეს და მღილსა
ის ეგებება სალმითა,
ბუნებაც “ვაშას” უძახის
მდიდრად მორთულის ალმითა.
ყვავილნი ყელ-გადაგდებით,
დახატულები კალმითა,
“მინდიას გაუმარჯოსო”,
ერთხმად ასტეხენ ჟიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ,
ბუნება იწყებს ბიბინსა,
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
“მე ვარო ამის წამალი”;
სხვა გაიძახის - “იმისა;”
მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს,
ჯერ ზედ ნამი აქვთ დილისა.
თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა:
ოღონდ ეწამლონ სნეულთა,
სიცოცხლით გაფუფუნებულს
არად აგდებენ სხეულთა:
სალხინოდ ჰსახვენ, კაცთ სარგოდ,
ძვალ-ხორცთა ჩამორღვეულთა.
ყვავილთ ეს ზნე სჭირთ და ხეებს
თურმე მოუვათ ტირილი;
მარტოკა მინდიას ესმის
მათი კვნესა და ჩივილი.
ამისგან მისი ცხოვრება
ძალიან დაცარულია:
მივიდა ხესთან ცულითა,
სთქვა: “უნდა მოვჭრა ესაო!”
შემოჰკრავს ცულსა და ამ დროს
ხის შამოესმის კვნესაო:
“ნუ მომკლავ, ჩემო მინდიავ,
ნუ დამიბნელებ მზესაო,
უიარაღო რომა ვარ,
მიტომ მიბრიყვებ ხესაო?!..”
დაუდუნდება მკლავები,
შტერად გაჰხედნებს ზეცასა.
სხვა ხეს მიჰმართავს, ის უფრო
მეტად დაიწყებს კვნესასა.
ხელცარიელი წამოვა,
ვერ მოიყოლებს შეშასა,
და რომ ღველფზედა არ გაჰქრეს
ცეცხლი, აანთებს თივასა
ან ჩალას, გამხმარს ჯოყრებსა,
თან მიაშველებს წივასა;
თუ სად ხმელს წიწკრებს იპოვნის,
არც დაიწუნებს იმასა.
მაინც ღმერთს ჰმადლობს, მაინცა,
საღამოსა და დილასა.
სხვებსაც მას ურჩევს: “კაცებო,
მოდით, ნუ ჰშვრებით ცოდვასა;
ნუ მასჭრით ხესა, დავჯერდეთ
ჯოყრებს, ხმელს წიწკრებს ცოტასა.”
არავინ უსმენს, არქმევენ
ამგვარს მის რჩევას ბოდვასა.
- “ღმერთს ჩვენთვის გაუჩენაო
სარგოდა, მოსახმარადა!”
და დღესაც არავინ ჰზოგავს
ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა.

ვაჟა ფშაველა – გველის მჭამელი http://www.lib.ge/body_text.php?1825
old_man
სხვათაშორის, გველის მჭამელი ყველა ფორუმელს უნდა ჰქონდეს წაკითხული, რადგან დიდი ეზოთერული სიბრძნე დევს შიგ. მინდია რომ გველის ხორცს შეჭამს და ცხოველების, მცენარეების ენას გაიგებს, ჩვენებურად იმას ნიშნავს, რომ პრასვიტლონნი გახდა და ცნობირების მაღალ დონეზე ავიდა. სიყვარულის ჩაკრები გაეხსნა. შეიძლება ვთქვათ რომ მინდია არის ბოლო კატეგორიის სული, იისფერი ხო?
ზეტ, შე უსირცხვილო მეგრეს და ნიუტონს რომ ეცი ჯერ ვაჟა არ უნდა წაგეკითხა? biggrin.gif
old_man
აი ჩვენთვის საინტერესო მომენტები ბოლდში:


ზიზღით ქურდულად შეჭამა
და ამ დროს მოწყალეს თვალით
ტყვეს გადმოხედა ზეცამა:
ახალად სული ჩაედგა,
ახალი ხორცი აისხა;
გულის ხედვა და თვალების,
როგორც ბრმას და ყრუვს, გაეხსნა.

ესმის დღეიდან ყოველი,
რასაც ფრინველნი გალობენ,
ან მცენარენი, ცხოველნი,
როდის ილხენენ, წვალობენ.
რაც კი რამ დაუბადია
უფალს სულიერ-უსულო,
ყველასაც თურმე ენა აქვს,
არა ყოფილა ურჯულო.
ამას ჰგრძნობს, უკვირს თითონაც
ტყვეს თვის ბუნების ცვალება.
შეიგნო, ჭამა გველისა
ქაჯთაგან იყო ზმანება.
სიბრძნე აჩვენეს გველადა,
lasharela
ციტატა(old_man @ Dec 27 2007, 03:42 PM) *
სხვათაშორის, გველის მჭამელი ყველა ფორუმელს უნდა ჰქონდეს წაკითხული, რადგან დიდი ეზოთერული სიბრძნე დევს შიგ. მინდია რომ გველის ხორცს შეჭამს და ცხოველების, მცენარეების ენას გაიგებს, ჩვენებურად იმას ნიშნავს, რომ პრასვიტლონნი გახდა და ცნობირების მაღალ დონეზე ავიდა. სიყვარულის ჩაკრები გაეხსნა. შეიძლება ვთქვათ რომ მინდია არის ბოლო კატეგორიის სული, იისფერი ხო?
ზეტ, შე უსირცხვილო მეგრეს და ნიუტონს რომ ეცი ჯერ ვაჟა არ უნდა წაგეკითხა? biggrin.gif


შენ კი გაიხარე...მეც მაგას არ ვეუბნები – სანამ მეგრეს და ოშოს გააფანატებ ჯერ ვაჟა და რუსთაველი კაგრად გავაანალიზოთქო...

მეც ვთვილ რომ ამას ეზოთერიკას დავარქმევთ თუ რამე სხვას ვაჟა ბევრ სიბრძნეს ამბობს და აყალიბებს ამ მიმართულებით.

old_man
იგივე შეიძლება ითქვას ალუდა ქეთელაურზეც. აქაც ის მომენტებია რაც გველისმჭამელში. ვერ გაუგია რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა რელიგიის მიმდევარია, ყველა ხომ ადამიანია.
ალუდა ქეთელაურიდან ეს ამონარიდი ეძღვნება ფანატიკოს ქრისტიანებს:

”ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?! ”
lasharela
ციტატა(old_man @ Dec 27 2007, 04:48 PM) *
იგივე შეიძლება ითქვას ალუდა ქეთელაურზეც. აქაც ის მომენტებია რაც გველისმჭამელში. ვერ გაუგია რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა რელიგიის მიმდევარია, ყველა ხომ ადამიანია.
ალუდა ქეთელაურიდან ეს ამონარიდი ეძღვნება ფანატიკოს ქრისტიანებს:

”ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?! ”


შენ მუსლიმანურ ქვეყნებში უნდა იცხოვრო ერთი ორი კვირა smile.gif
ფანატიკოსები იქარიან თუ არიან... ქრისტიანობა საკმაოდ შემწყნარებელია სხვა რელიგიების მიმართ...აი მუსლიმი კი ოოოო....სისხლი სისხლის წინ და ჯიჰადი და ა.შ.
ასე რომ ფანატიკოსობაზე ეს შედარება გამოდგება.
TeO
გაიხარე ლაშარელა! ეს რა კარგი თემა გაგიხსნია!:) ახლა ვნახე და ძალიან მომეწონა!!!!!

ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა!!!!!!!! ფშავში რომ ვარ სულ მინდა მისი ლექსებით ვილაპარაკო,.. ერთ რამეს დავუკვირდი, რომ იმ ფშავურ ბუნებაში ჟღერს მისი პოეზია!!!
lasharela
ციტატა(TeO @ Jan 3 2008, 05:45 PM) *
გაიხარე ლაშარელა! ეს რა კარგი თემა გაგიხსნია!:) ახლა ვნახე და ძალიან მომეწონა!!!!!

ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა!!!!!!!! ფშავში რომ ვარ სულ მინდა მისი ლექსებით ვილაპარაკო,.. ერთ რამეს დავუკვირდი, რომ იმ ფშავურ ბუნებაში ჟღერს მისი პოეზია!!!


ისევე როგორც ზღვაზე აჭარული ხაჭაპური, სვანეთში კუბდარი, კახეთში მწვადი ასევე არის ფშაველას ლექსები ალბათ ფშავში...რათქმაუნდა იქ უფრო მაგარი იქნება მისი წაკითხვა smile.gif

თუ მოგეწონა თემა, მოდი რა დაყარე შენი საყვარელი ამონარიდები ქართული ნაწარმოებებიდან...

აი ჩემი საყვარელი ციტატა ერთერთი (ზოგადად დუმბაძე საყვარელი მწერალი)

„როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით...
(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...“
TeO
ვინ არის კაცი?

ვაჟა ფშაველა

კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.
კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიუტობას არ გასწევს.
კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.
კაცი ის არის, ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.
გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.
კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, _
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.

TeO
ვაჟა ჩემთვის მისტიკოსი პოეტი და შემოქმედია! უფრო ღრმად, რომ ჩაუკვირდეთ მის შემოქმედებას ყველაფერს თვალნათლივ დაინახავთ.. ქვემოთ მოყვანილ სიმღერაში (რომელიც ჩემთვის პოეტის გულახდილი აღსარებაა) კარგად ჩანს თუ რა დიდი სული იყო ჩამოსული ქვეყნად ჩვენს დასახმარებლად და რა დიდი და მძიმე მისია იტვირთა მან...

მთას ვიყავ
(სიმღერა)

მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა.
საკეთილდღეო ქვეყნისა
მედვა სულად და გულადა:
სიცოცხლე, მისთვის სიკვდილი
მქონდა მეორე რჯულადა.
ეხლა თავ-თავქვე მოვდივარ,
ხევში მიმელის ბნელია,
თან მიმდევს ფიქრი მწუხარე,
გულის, გონების მწველია.
მაღლიდამ დაბლა ჩამოსვლა,
ვაჰმე, რა მეტად ძნელია!
წამლობას ვეღარ გამიწევს
ეხლა ცრემლები ცხელია,
რად მოვალ, თავქვე რად მოვალ,
ჩემს თავს რად ვიხდი ტიალად?
იმ მთას თავს რისთვის ვანებებ,
თუნდ ვიქცე ტანჯვის ფიალად?!

TeO
ძალიან მიყვარს მიხეილ ჯავახიშვილის "თეთრი საყელო" და პატარა ფრაგმენტებს დავდებ ქვემოთ..
არ ვიცი ზუსტად რამ მომაჯადოვა,..ალბათ იმ მთის სამყარომ, რომელიც ჩემთვის ახლობელია... მიყვარს ხევსურეთი -ძალიან ლამაზი მხრეა და სანამ მას ჩემი თვალით ვნახავდი, მანამდე "თეთრმა საყელომ" შემაყვარა!..
ამ ნაწარმოებში აღწერილია მთაში შემორჩენილი სისუფთავის პატარა კუნძული,.. რომელიც უკვე სამწუხაროდ თითქმის აღარ არსებობს,.. გადნა, გაიცრიცა და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ დათვლილ დროში გაქრება! (რაც ჩემთვის ძალზედ სამწუხაროა sad.gif ცივილიზაციამ შეაბიჯა მთაში... და ნაბიჯ-ნაბიჯ აუკუღმართებს სიწმინდეს. ხალხი შეიცვალა - თანამედროვე ხევსური ის ხევსური აღარ არის! ახლა ვაჟკაცობად ეთვლებად ის თუ ვინ უფრო ბევრს დალევს..)
ამ ფრაგმენტში მინდა დაგანახოთ ის, როდესაც ქალი ქალობდა და ვაჟი ვაჟობდა..


"- ხათუთი, ტირილი გიყვარს?

ხათუთა იცინის:

- ტირილ რა საყვარელი ას?

- უკანასკნელად როდის იტირე?

ჩემი წაწალი თითებზე ანგარიშობს:

- სამ წელიწად იქნების.

- ხათუთი, იცი რა არის ცოლ-ქმარის თანასწორობა?

- მწ! არ ვი. რაი ას, გამაგებინიდი.

მე ვაგებინებ: ქმარი რომ შინ იჯდეს და ცოლი კი გარეთ დადიოდეს. ქმარი ფულს შოულობდეს, ცოლი კი ჰფლანგავდეს. ქმარი უნჯობდეს, ცოლი კი არშიყობდეს. ქმარს არ ეცალოს, ცოლი კი ოჯახს ყოველ დღე სტუმრებით უვსებდეს და ქმარს სტუმრის შერჩევასაც არ ეკითხებოდეს. პაპიროსს სწევდეს, ორ ოთახსაც ვერ ალაგებდეს, საჭმელს ვერ ამზადებდეს, დახეულს ვერ აკერებდეს და დილით-დილამდე ჩაგკირკიტებდეს: „ფული მოიტა, ფული! დავაი, დავაი!!”

ხათუთა ხითხითებს.

- სად არიან ეგეთა ცოლები?

- ქალაქში, ხათუთი, ქალაქში, ასეთი ცოლებით გაივსო ქალაქი.

- დასანგრევია ას ქალაქი, დასანგრევ! სხვებიც უბნობივ: ქალაქელ ქალმ სირცხვილ აღარ იცისავ. წელიწადჩი სამჯერ გათხოვდებისაა. აღარც შვილი ეყოლებისავ.

- ხათუთი, შენ რომ გათხოვდე და დაორსულდე, მუცელს წაიხდენ?

- აბაიმე, ვაჟიკავ, რა საკითხავი ას - უკვირს თუთას.

- მეშვიდეჯერ რომ დაორსულდე, ან მეათეჯერ?

- რამდენსაც გავუძლებ, იმთვენი მეყოლების. დიაცი ამისთვი ას გაჩენილი...'

***
"კმარა! ყოველივე ცხადია! ჰოი, ბედნიერო უბადრუკებავ! დღეც დავკარგეთ და თვეც. დრო წაიშალა, დრო! აღარც სივრცისა მესმის. სადა ვარ? სადა ვცხოვრობ? საით არის ტფილისი, ბაქო, ევროპა? არ ვიცი, აღარ ვიცი. ყველაფერი ამერია.

არც მინდა ვიცოდე. წიფლის ქვეშ ხათუთა მიცდის. იქვე მის მკლავებში განცხრომა სჯობია პოლიტგანათლებასაც, კალენდარსაც და ევროპულ ინტრიგებსაც..."
TeO
ილია მართალის (ჭავჭავაძის) შემოქმედება ძალიან მიყვარს! უდავოდ დიდი სული იყო, აკი წმინდანადაც აღიარეს!
რა ძლიერია მისი "ლოცვა"!..

ლოცვა

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!

მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...

არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”


17 ივლისი, 1858 წ.

ტიარლევო
TeO
(უსულდგმულო ცხოვრება)...
ილია ჭავჭავაძე

უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია,
იგი მიწის ყოფილა —
რასაც ბოლო ჰქონია!

ცხოვრებას აცისკროვნებს
სული, საქმით მეტყველი,
და ის უბოლო არის,
ვით სულის შთამბერველი.

ნეტა ვინც კარგის საქმით
აღნიშნავს თავის დროსა!
ის აქავ ეწაფება
უკვდავების წყაროსა!..

1860 წ. პეტერბურგი.
TeO
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ
გოდერძი ჩოხელი

"...და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!"


TeO
„ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს“, -ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩაფიქრებული იწყებს და ვამჩნევ, იცვლება - თვალები ისე ეშმაკურად აღარ უციმციმებს, სულ სხვა კაცია ჩემს წინ, რაღაცნაირად ღრმად მოწყენილი, დაფიქრებული, ჩემს მიღმა იყურება, და რაღაც უცნაურ ამბავს მიყვება, წარმოგიდგენიათ? - გომბეშოზე. თურმე გომბეშო უმოძრაო მწერს ვერა ხედავს, და მხოლოდ მაშინ შენიშნავს, თვალწინ თუ ჩაუფრენს და მაშინვე გადასანსლავს, და თუ შორიახლოს მწერი არაა, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს, და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს. და თურმე ასე იმიტომაა, ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივადა აქვს მოწყობილი…

- ადამიანი კი, - ამბობს, - ადამიანის ტვინი პირიქითაა, თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა და არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება, და რიგში დგომა რა ისეთი გაჭირვება და დროის დაკარგვაა - იდექი და იფიქრე შენთვის, ფიქრს ვინ დაგიშლის… ძალაუნებურად ყოველთვის გაიგებ ან დაინახავ რაიმეს, თუ არა გჯერათ, თვალები დახუჭეთ, ასე… რაიმეს თუ გრძნობთ?..

„ცოლ-შვილი თუ მყავს? არა, არა მყავს, საცოლე კი, გაგიხარია, მყავდა. მაგრამ მე იმის შემდეგ ცოლს ვეღარ მოვიყვან, ისე კი, რა დაგიმალოთ და ქალებში კი დავდივარ ხანდახან, ორგანიზმი მაინც თავისას ითხოვს, ცოლის მომყვანი კი... არა, აღარ ვარ. გინდა, გიამბო? ყველაფერს გეტყვით - ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა... ვისზედაც უნდოდა, იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე - იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და, მოკლედ, ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არა, არაა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან - თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას... ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა... „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა... „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე...“

"კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"
გურამ დოჩანაშვილი
TeO
ძალიან მიყვარს დუმბაძის ნაწარმოები, იმიტომ რომ იუმორითაა განმსჭვალული და თან ამავდროულად სევდაც გეუფლება... შ ე ს ა ნ ი შ ნ ა ვ ი ა ! ! !


"ჩვენ მთელი მსოფლიოს ადამიანები.ფაქტიურად ერთ ენაზე ვლაპარაკობთ მაგრამ ერთმანეთის ყურისგდება არ ვიცით და ამიტომ არ გვესმის ერთმანეთის."

"კუკარაჩა"

"ადამიანი ფრესკა არ არის რომ ერთ სიბრტყეში უყურო.ადამიანი,როგორც ქანდაკებას ასე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო,რომლიდანაც უკეთ იმზირება."

"თეთრი ბაირაღები"



"...ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული:თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ,რამეთუ იმ სხვის გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ქვეყანაზე"

"მარადისობის კანონი"

TeO
ილია ჭავ ჭავაძე

* * *
ამოვიკითხავთ წიგნებიდამ რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. ქვეყანაზე ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქო ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს.

* * *
არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.
TeO
“თეთრი საყელო” მიხეილ ჯავახიშვილი

“ქალაქი ჯურხას უწმინდურივით სძულს და ეზიზღება. იტყვის ხოლმე:
- ჩვენ ჭუჭყი გარედან გვაცხია, ქალაქელს კი შიგნით აქვ. სრუ მუდამ იმას გონობენ, ვინ მოვატყუვავ, ჩვენ ჯანსაღნი დომნი ორთ, თქვენ კი დამპალნი ეშმანი ხართ და სულიც და ხორციც დამპალი გაქვთ.”

ჯანსაღი ველურობა განათლებულ გადაგვარებას სჯობია.

p.s. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარს ეს ნაწარმოებიsmile.gif
lasha
bednieri var aseti bumberazi winaprebis shvili rom var:

ilia - shubli saqartvelosi
baratashvili - azrta mpyrobeli
akaki - guli da orteosi
vaja - xmachanchqerdaushrobeli
da didi shota mati mshobeli.

qartvelebo aset saunjes movla da patronoba unda!!!
TeO
ციტატა(lasha @ Feb 12 2008, 07:17 PM) *
bednieri var aseti bumberazi winaprebis shvili rom var

qartvelebo aset saunjes movla da patronoba unda!!!

welcomeani.gif ჩემო კარგო ძალიან მიხარია რომ ბედნიერი ხარ და ამაყობ დიდი ქართველებით!
ეს კარგია...მაგრამ შენ თუ აკეთებ რამეს შენი სამშობლოსთვის?
..მარტო წერა და კითხვა რომ არ შველის საქმეს? (დიდი ხანია ამით ვარ დაკავებული wink.gif )
მიყვარხარkiss1.gif (უფრო ბევრი დაპოსტე პლზ Laie_61.gif )
blanca
ყველა ერს ბევრი საამაყო აქვას. ამიტომ ტავმდაბლობა უფრო დაგვსვნდებოდა ქარტველებს ფსუტი ტავტავივიტ ტავის ქანქარს biggrin.gif
ვის ეჯიბრებიტ ფრანგს? ეგვიპტლს? გერმანე;ს? იტალიელს? ვის ვის?
Uma
და ვინ ეჯიბრება ვის ვერ გავივე? რამე დაიწერა ამის შესახებ? კაცი ამაყობს ქართული მწერლებით, ფრიად მისასალმებელია, აბა რით უნდა იამაყოს ქართული პოეზიის თემაში ბაირონის ჩაილდ გაროლდით?
Anna
შედარებები მომეწონა ძალიან wub.gif wub.gif



აღმოსავალი სიყვარულია, დასავალი – გონება.

აღმოსავალი მიამიტია და ბრძენი, დასავალი კი – მწიფე და ცნობიერი.

აღმოსავალი ქმნაა, დასავლეთი – ჭვრეტა/ფიქრი.

აღმოსავალი მთლიანობაა, დასავალი კი – განკერძოება.

აღმოსავალი პიროვნული ერთობაა, დასავალი კი – ატომიზირებული ინდივიდუალობა.

აღმოსავალი სულიერებაა, დასავალი – ზნეობა.

აღმოსავალი ცხოვრებაა, დასავალი კი – ცოდნა სიცოცხლეზე.

აღმოსავალი უსაზვღროების სისავსეა, დასავალი კი – უსასრულობის ნაწილი.

აღმოსავალი ზრდილობაა, დასავალი – თავაზიანობა.

აღმოსავალი მარტოობაშიც მეგობრობაა, დასავალი – მარტოსულობაში ჩაფლვა.

აღმოსავალი დინამიური უძრაობაა, დასავალი – სტატიური მოძრაობა.

აღმოსავალი შინაგანი სიმდიდრეა, დასავლეთი – გარეგნული ბარაქა.

აღმოსავალი არსებობის გულისგულში მყოფობს, დასავალი – საწყისს მოწყვეტილი მოგზაურობაა.

აღმოსავალი სიცოცხლის განგებაა, დასავალი – აჩრდილადმქცევი ბედისწერა.

აღმოსავალი ემპათიაა, დასავალი – მზერა.

აღმოსავალი ცოცხლად აფერადებული გრძნობების ფუგაა, დასავალი კი – აზროვნებითი სიმფონია.

აღმოსავალი გულისმიერი სითბოა, დასავალი – რაციონალური სიცივე.

აღმოსავალი უდაბნოშიც უკვდავების ოაზისია, დასავალი კი – სიცოცხლითსავსე ბუნების ხენეში გაუდაბნოება.

აღმოსავალი ზეციური წვიმაა, ზეგარდამონაწყალობევი მანანა, დასავალი კი – ციური წყალობისაგან დამოუკიდებლობა.

აღმოსავალი მზიურ პლაზმურობას შერწყმული ხალიბური ფოლადის სიმტკიცეა, დასავალი – ხისტი ელასტიურობა.

აღმოსავალი ედემია, დასავალი კი – სამოთხეგანვარდნილი უძღებობა.

აღმოსავალი გათავისუფლებული პრომეთეა, დასავალი – ეპიმეთეური დაქვემდებარება.

აღმოსავალია Fides, დასავალი – Ratio.

აღმოსავალი მაცოცხლებელი გამოცდილებაა, დასავალი – ტექნიკური პრაქსისი.

აღმოსავალი თვითონ ენაა, დასავალი კი – გრამატიკა.

აღმოსავალი თვითონ ყოფიერებაა, დასავალი კი – მეთოდი ყოფიერების შესახებ.

აღმოსავლის რაობა საყვარელ ადამიანთან ერთად სიცოცხლის პოეზიის შემოქმედებას მიაგავს, დასავლისა კი – სატრფოსაგან მოშორებით მასზე ლექსის წერას.

აღმოსავლეთი შიგნით მყოფობაა, დასავლეთი კი – გარეშემოვლა.

აღმოსავალი ყველაფერია, დასავალი – რაღაც.

აღმოსავალი შერწყმაა, დასავალი – დაცალცალკევება.

აღმოსავალი პარადოქსების ერთიანობაა, დასავალი კი – ორ, ან მრავალპოლუსიანი სინამდვილე.

აღმოსავალი ცე-ცხლ-ია (გრიგოლ რობაქიძის მიერ სიცო-ცხლ-ესთან ნიშანდობლივად დაკავშირებული), დასავალი კი – შუქია.

აღმოსავალი გარდაცვალება და აღდგომაა, დასავალი – შემეცნება.

აღმოსავალი მარადიულობაა, დასავალი კი – წესრიგი.

აღმოსავალი შეგრძნებაა, გათავისება, დასავალი – მოწონება.

აღმოსავალი ცხოვრებადქცეული, გაცოცხლებული ხელოვნებაა, დასავალი კი – ხელოვნება ხელოვნებისათვის.

აღმოსავალი შემოქმედებაა, დასავალი – მეცნიერება (პოლ ფოიერაბენდის მიერ მითითებული თეორიული პრაქსისის გაგებით).

აღმოსავალი მიზნის ყოველდღიური განხორციელებაა, დასავალი კი – მიზნისკენ სწრაფვა.

აღმოსავალი სრულქმნაა, დასავალი კი – პროგრესი.

აღმოსავალსა და დასავალს შორის ხიდად ოდენ ლოგოსის, სიტყვის სამეფოა გადებული.

აღმოსავლეთი და დასავლეთი გეოკულტურული სისრულით ერთმანეთს მხოლოდ კავკასიაში ხვდება.

დღესამომდე არ მომხდარა მათი ქორწილი, რაც ოდენ ერთისა და მეორის ურთიერთცნობით დაიწყება და ორივეს გასულიერებით თუ იქნება შესაძლებელი. პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ მიმართულებით ქრისტე-მაცხოვარმა გადადგა, როცა მოახდინა ორთავეს სულიერ განზომილებაში მისტიური შეხვედრა. მანამდე ეს თვით ალექსანდრე მაკედონელმაც ვერ შესძლო, რომელიც ძალით შეეცადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერწყმას. ზემოთქმული ეკუთვნის აღმოსავლისა და დასავლის სულიერი გეოგრაფიის განზომილებას.

კავკასიელ ხალხებს თავიანთი მრავალათასწლოვანი არსებობის განმავლობაში გააჩნდათ და გააჩნიათ უნიკალური შესაძლებლობა, იტვირთონ ამ მისიის განხორციელების საკაცობრიო მნიშვნელობის საქმე. საამისოდ უმთავრესია თავის-უფლება, რომლის საფუძველსაც, პირველ რიგში, წარმოადგენს საკუთარი იდენტურობის ღრმად შეცნობა და მხოლოდ მოცემული რეგიონისათვის დამახასიათებელი გეოკულტურული მოწოდების სისრულეში მოყვანა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შერკინებისაგან წარმოქმნილი კავკასიური ჯოჯოხეთის ერთჯერ და სამუდამოდ გადაძალვა, შეწყვეტა და მთელი კაცობრიობისათვის მზეგრძელ დღესასწაულად გადაქცევა დედამიწის ამ ნაწილს ისევ თაურ ედემად აქცევს.

ქრისტე-მაცხოვრის მიერ საფუძველდებული აღმოსავლისა და დასავლის სულიერი ქორწილის ტრადიციის ბრწყინვალე გაგრძელებას წარმოადგენდა გელათის აკადემიის იდეალი, სადაც მეორე იერუსალიმისა და კიდევ უფრო ამაღლებული სხვა ათენის ურთიერთზიარების პირმშოდ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” მოგვევლინა. ეს კი საპასუხისმგებლო და ხელისხელსაგოგმანებელი მემკვიდრეობაა.

კავკასიელებმა რომ შევძლოთ ზემოთხსენებული ღვთიური სასწაულის მოხდენა, უპირველესად, ჩვენი და კავკასიელი ხალხების გულები სიყვარულითსავსე მზედ უნდა ავიბრიალოთ. სიყვარული კი სრულია და საკუთარ თავში უამრავი განძის დამტევია.

საქართველოს სულიერი მისიაც სხვა არაფერია, თუ არა ამ საკაცობრიო ზეიმისაკენ მოწოდება.

კ. ვეკუა
Atman
სადღაა დასავლეთი და აღმოსავლეთი - ერთმანეთში აიდღვიბა და აირია ყველაფერი sad.gif
Anna
გლობალიზაცია Atman, გლობალიზაცია! wink.gif

ერთის მხრივ ცუდია, მართლა აიდღვიბა ყველაფერი ერთმანეთში და თვითმყოფადობა დაკარგა, მაგრამ მეორეს მხრივ წარმოიდგინე, რომ არა გლობალიზაცია რამდენი რამ არ გვეცოდინებოდა tender.gif unsure.gif
priad ubralo
Vewinaagmdegebi-agmosavlets!
Vemxrobi - dasavlets!
Vewinaagmdegebi-krishnamurts!
Vemxrobi-haidegers!
Vewinaagmdegebi-simartives!
Vemxrobi-sirtules!
Vewinaagmdegebi-koleqtivizms!
Vemxrobi-individualizms!
Vewinaagmdegebi-simshvides!
Vemxrobi-simdzafres!
Vewinaagmdegebi-sigijes!
Vemxrobi-amboxs!
Vewinaagmdegebi-revolucias!
Venxrobi-evolucias!
Vewinaagmdegebi-budas!
Vemxrobi-markiz de sads!
Vewinaagmdegebi-religias!
Vemxrobi-tviton chems tavs!
Vewinaagmdegebi-gastrologias lol.gif
Vemxrobi-astronomias!


Existence
Vewinaagmdegebi-budas! ეს გასაგებია შენ ხო სირთულე გიყვარს biggrin.gif

Vewinaagmdegebi-krishnamurts! რაში გვითხარი ...ისე უბრალოოდ ? biggrin.gif
priad ubralo
QUOTE
რაში გვითხარი ... ?

უპირველს ყოვლისა იმაში, რომ კრიშნამურტი ცდილობს მეცნიერული გონის - რელიგიურ ცნობიერებასთან დაკავშირებას! აქ დგება მისი საერთოდ აზროვნების საკითხი ეჭვქვეშ! რადგან თუ ვინმე აცხადებს, რომ რელიგია ოდესმე დაუახლოვდება-მეცნიერებას ის მარაზმშია!
რელიგიის სფერო ეს არის ის რომელსაც მეცნიერებასთან არაფერი საერთო არა აქვს! რადგან რელიგია ორგანულად გამოეყოფა მეცნიერებას! კრიშნამურტისეული ხედვა კი არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი რელიგიური დოგმისგან. ისე კი თითოეული ადამიანი თავისი ნებით წყვეტს ამა თუ იმ პიროვნების აზროვნების-უნარიანობას თუ უუნარობას? ია ტაკ დუმაიუ.....
Existence იმედია შენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე wink.gif
Existence
priad ubralo

QUOTE(priad ubralo @ 20th February 2011 - 04:58 PM) *
კრიშნამურტისეული ხედვა კი არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი რელიგიური დოგმისგან.


რა დოგმაზე მელაპარაკები, კაიფობ..? ინდივიდუალის Осознанность ი და გაცნობიერებული მოქმედება არის ერთადერთი რასაც ეგ კაცი სულ ლაპარაკობს და ერთადერთი რასაც ეწინააღმდეგება კლიშეებით დაპროგრამებული ბიო რობოტებია
Первая и последняя свобода თუ წაიკითხე რელიგიური დოგმა სად იგრძენი ერთი მითხარი .

QUOTE(priad ubralo @ 20th February 2011 - 04:58 PM) *
რადგან თუ ვინმე აცხადებს, რომ რელიგია ოდესმე დაუახლოვდება-მეცნიერებას ის მარაზმშია!


რელიგიაში და რელიგიურ გონში გაჩნია შენ რას გულისხმობ , წვერებიანი ბაბუა რო ზის ცაში რომელმაც შექმნა ყველაფერი 7 დღეში
ეგეთი გონი და მეცნიერება ვერასოდეს ვერ დაახლოვდებიან გეთანხმები , რელიგიური გონია ისიც ვინც მატერიალურის გარდა უფრო ნატიფ რეალობებზე და ცნობიერებებზე საუბრობს და იმ კანონზომიერებებზე რომელიც უბრალოდ არ შეგვიცნია და რომელიც ახდენს გავლენას ჩვენს რეალობაზე ისე რო შეიძლება აზრზეც არ ვიყოთ , ჯერ მარტო კოზირევის ნაშრომები ნახე ან ტესლა როდესაც infinite universal energy შესახებ საუბრობდა და წაიკითხე სულიერი ოსტატების შეხედულებები მრავალ განზომილებიანი სამყაროს შესახებ

სხვათაშორის ტესლა რასაც , ამოუწურავ ენერგიის წყაროს ეძახდა ,სულიერი ოსტატები ეთერულ პლანს ეძახიან და ტესლამდე საუკუნებით ადრე იყო ცნობილი რომ ეს მხოლოდ მატერიალურ რეალლობასთ ყველაზე ახლო მდგარია ტონკი ენერგიაა

QUOTE(priad ubralo @ 20th February 2011 - 04:58 PM) *
რადგან რელიგია ორგანულად გამოეყოფა მეცნიერებას!


არის გრაკვეული დონე რომელამდეც შეიძლება მეცნიერება დაუახლოვდეს სულიერ სფეროს და თუ უფრო ზუსტად გაინტერესებ
სულიერი პრაქტიკოსისგან ნახე http://www.klex.ru/9s

მე არ გეუბნები ყველაფერს რაც აქ წაიკითხავ ენდე და იწამე თქო იმიტომ რომ როგორც გატყობ არანაირი სულიერი გამოცდილება (Experience) არ გაქვს უბრალოდ
ცოტა უფრო გახსნილი იყავი იმ სფეროსთვის რომელსაც ესე ერთი ხელის მოსმით უარყოფ და მარტო დოგმები არ არის სულიერება .
priad ubralo
Existence
QUOTE
სხვათაშორის ტესლა რასაც , ამოუწურავ ენერგიის წყაროს ეძახდა ,სულიერი ოსტატები ეთერულ პლანს ეძახიან და ტესლამდე საუკუნებით ადრე იყო ცნობილი რომ ეს მხოლოდ მატერიალურ რეალლობასთ ყველაზე ახლო მდგარია ტონკი ენერგიაა
კი, გასაგებია. თუმცა ეთერის კონცეფცია შეცვალეს და შემოიტანეს ენერგეტიკული ვაკუუმის ცნება. რაც შეეხება "ამოუწურავ ენერგიის", ტესლას მხედველობაში ქონდა სწორედ ეს ენერგეტიკული ვაკუუმის კონცეფცია.....თუმცა მართლაც ძნელია განსაჯო ის თუ სინამდვილეში რას გულისხმობდა ნიკოლო ტესლა ამოუწურავ ენერგიაში?!

QUOTE
არის გრაკვეული დონე რომელამდეც შეიძლება მეცნიერება დაუახლოვდეს სულიერ სფეროს

არ დაუჯერო არა!!! smile.gif "სულიერი პრაქტიკოსები" სინამდვილეში გაგებაში არ არიან რა ხდება .უბრალოდ, რაღაცა მომენტში გაარტყავენ ხოლმე შემთხვევით და მერე ცდილობენ ამას რაიმე რელიგიური ახსნა მოუგონონ. მეცნიერებაში კი იმიტომ ერევიან, რომ თავიანთი უმწეობა დაფარონ.
mata
priad ubralo
შენ რა კანტივით მოგდის. ისიც ამბობდა რომ ნივთი თავისთავად არსებობს, მაგრამ ის შეუმეცნებელია, მარა თვითონ ამ ნივთებთან შეხება არასოდეს არ ქონია. როგორ შეიძლება რაღაცაზე იძახო, რომ შეუმეცნებელია რასთანაც ცხოვრებაში შეხება არ გქონია. ამიტომაც მერე ჰეგელმა უთხრა:
იმანუელ ძმაო, შენ წყალში ჩაუსვლელად ცურვის სწავლა მოგდომებია. შენ რა იცი რომ ნივთი თავისთავად შეუმეცნებელია, შენ თუ ეს იცი ე.ი. შეგიმეცნებია უკვე იგი, გინახია, გაგისინჯია და დაგიდგენია, რომ ისჩვენთვის შეუმეცნებელია.

ციტატა(priad ubralo @ 21st February 2011 - 01:53 PM) *
"სულიერი პრაქტიკოსები" სინამდვილეში გაგებაში არ არიან რა ხდება
ანუ რასთანაც პირადად შეხება არ გქონია და რაშიც საკუთარი გამოცდილებით არ ხარ დარწმუნებული, იმაზე შორიდან საუბარი და შეფასებები (სხვისი ლაპარაკის ხარჯზე) გულუბრყვილობაა ჩემი აზრით
Existence
priad ubralo

რისი თქმაც მინდოდა mata -ამ დაწერა უკვე smile.gif

უბრალოდ ამის გაგონებაც თუ არ გინდა --> http://www.klex.ru/9s , კრიშნამურტის წიგნი რო ვთქვი ზევით Первая и последняя свобода წაიკითხე გთხოვ და მასზე მკრეხელობას მოეშვი biggrin.gif
priad ubralo
mata
ნუ, არა გვინდა კანტის და ჰეგელის კრიტიკოსთა ციტირებები, სხავადასხვა იდიოტური ინტერპრეტაციების სახით წარმოჩენა...

QUOTE
ანუ რასთანაც პირადად შეხება არ გქონია და რაშიც საკუთარი გამოცდილებით არ ხარ...
...რასთანაც შეხება არ მქონია და არ ვიცი, იმას ნამდვილად არ ვამბობ....
მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ "სულიერი პრაქტიკოსებს" (თუ გნებავთ ”გურუებს” )არაფერი არ ესაქმებათ მეცნიერებასთან და კარგი იქნებოდა თუ ერთ ადგილს დააყენებდნენ!!.....მიხედონ თავიანთ - ”სულიერ პრაქტიკებს” wink.gif
Existence
QUOTE
უბრალოდ ამის გაგონებაც თუ არ გინდა --> http://www.klex.ru/9s , წაიკითხე გთხოვ და მასზე მკრეხელობას მოეშვი

რაის მკრეხელობა? თხოვნა რა საჭიროა... ამის წაკითხვის შემდეგ კრიშნამურტი ლამის კოპერნიკი გახდა ჩემს თვალში!...ოღონდ უკნიდან! lol.gif lol.gif lol.gif
mata
priad ubralo

სულიერ პრაქტიკოსებს შორისაც არის იერარქია. ყველა ვისაც სულიერი პრაქტიკოსი ჰქვია საკითხავია როგორია და რა მიზნით ეწევა თავის პრაქტიკას. ასე რომ არ მიკვირს თუ რომელიმეს ღირსეულად არ თვლი
ღირსეულები მართლაც ცოტაა

kate
QUOTE(old_man @ Dec 27 2007, 08:48 AM) *
იგივე შეიძლება ითქვას ალუდა ქეთელაურზეც. აქაც ის მომენტებია რაც გველისმჭამელში. ვერ გაუგია რა მნიშვნელობა აქვს ვინ რა რელიგიის მიმდევარია, ყველა ხომ ადამიანია.
ალუდა ქეთელაურიდან ეს ამონარიდი ეძღვნება ფანატიკოს ქრისტიანებს:

”ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,
მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?! ”

ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი ნაწყვეტია, არსად არც ერთ ავტორთან არ მინახავს ასე ლამაზად ჩამოყალიბებული ეს აზრი.
kate
"........და ერთხელ როცა ჟამთა კიბიდან
ალბათ ყველანი ერთად მოვწყდებით
ადგება ერთი შერეკილი და
კაცობრიობას იხსნის ოცნებით".
მორის ფოცხიშვილი "შერეკილები"
kate
ადამიანი უფრო მეტია ვიდრე გონია,
მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი,
და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობაში და სიძულვილში...
შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი
ან რატომ უნდა გეძინოს კარგად როცა მე ვცურავ სისხლის გუბეში........
ოთარ ჭილაძე
kate
მე არ მინდოდა სიცოცხლე არც სიკვდილი, მე რაღაც სხვა მსურდა...
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ დედამიწაზე და აღარ ვიცი როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან რომელსაც ეწოდება მიწა.
არა ს ი ც ო ც ხ ლ ე არა ს ი კ ვ დ ი ლ ი არამედ რაღაც სხვა
ტერენტი გრანელი
kate
ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე მისი სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს უჭირს მისი ტარება, ამიტომაც უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს...... მე შენი ვატარო, შენ სხვისი... და ასე დაუსრულებლად
ნოდარ დუმბაძე "მარადისობის კანონი"
priad ubralo
QUOTE
ნოდარ დუმბაძე "მარადისობის კანონი"


მისი ერთ-ერთი უბანძესი ნაწარმოებია. sad.gif ჩემი აზრით -რა საკვირველია.
kate
QUOTE(priad ubralo @ Feb 23 2011, 06:34 AM) *
მისი ერთ-ერთი უბანძესი ნაწარმოებია. sad.gif ჩემი აზრით -რა საკვირველია.

უნდა გაითვალისწინო როდის დაწერა და წაიკითხო ხაზებს შორის, ჩემი აზრით რა საკვირველია
priad ubralo
QUOTE
და წაიკითხო ხაზებს შორის

biggrin.gif გამეცინა, სასაცილოა, ალბათ, არა?!
მზეონა
თემის ნახევარი გასაწმენდია, ნეტა რომელ მოდერს ვთხოვო?
თაია
priad ubralo
ციტატა(priad ubralo @ 23rd February 2011 - 02:34 PM) *
მისი ერთ-ერთი უბანძესი ნაწარმოებია. ჩემი აზრით -რა საკვირველია.


კარგია, რომ დაამატე, ჩემი აზრითო...

და ვინც სხვანაირად ვფიქრობთ, - გაგვატარეთ! smile.gif
sky
. . დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა.
ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!... ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო... აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია? . . .
მზეონა
არა-ჩვეულებრივი სიტყვებია!.. <3 ჰჰ გულში ჩამწვდომი, ლამის ყოველ დღე გვჭირდება ამის შეხსენება, გვავიწყდება..
tamriko_faso
მე ძალიან მიყვარს ჩემი
შვილები, ძალიან, იმასაც ვცდილობ ყველა მიყვარდეს, სხეულს სულ რომ ამკუწონ არ დავიშურებ არც ერთი წუთით, მარტო ჩემი შვილებისთვის კი არა ყველა პატარა ბავშვისთვის, მაგრამ სულს ეშმაკს ვერავის გულისთვის ვერ მივცემ. ვერა. არამგონია ეს სწორი იყოს.
MinD
ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა,
ხულო შუახევ ქედიდანა,
დედო დვრინით დამემღერა,
დიდიგოროზი მთები თანა,
მთები! - ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვაოდა,
კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული,
გორით-გორზე გადეყვანა,
ვარჯანისთან, ნაჯვარისთან,
დაჯვარული მთები წვანან,
მთებში ჩუმად დაქვითინებს,
ჩემი დიდი ნენეს ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული,
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე,
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზღველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს,
უსაპნავდნენ ყელში კანაფს,
ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ,
ვარდიქედზე ეკლის კარავს,
ეივახ! ამის შემხედვარე,
ნამსხვანიდან გაველ განა,
მთებს ტყეები ბანალივით
აბურძგლოდა უბიდანა,
ღელე-ღურდან დავეძებდი,
კანკალებდა ხელში დანა,
გამჩენელო, სხვა რა მექნა,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
თეთრათები ვთიბე განა,
ხამიყელზე ხაოღერი,
ბალახები შემრჩა თანა,
მთაპერანგა გადავმუხლე,
გზაბაწარამ დამახანა,
ხინოს თავში თაფლი ვხილე,
ჩოლოქის პირს ვმარგლე ყანა,
ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,
გულგუნდა და თვალმარყვალა,
ღმერთმა რაფერ გადმომხედა,
ღმერთმა რაფერ გამახარა,
- გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, -
ჩემებურა ვკადრე მარა,
გოგო რაცხამ დააფეთა,
გოგო ვინცხამ გადამალა,
თოხი ტარზე დაყუდებულს
ცამ სიცილი დამაყარა,
შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,
ვერ წამიხვალ განდაგანა,
ეგ ლიზღობა ეგ ლირწობა
კმარა-მეთქი, უკვე კმარა!
ჩემი სისხლი სიყვარულით,
ო, რა ხანი არ დამთვრალა,
მეყო! მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა,
ყელზე შემომეფართქალა,
ვაზის ლერწი ლოფორთქანა,
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება,
შატბერდი და შორი ბანა,
იქ სანთლები ჩემი სისხო,
ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან,
მეყო ჟამმა ჟანგნაფლეთმა,
რაც დამფლა და რაც დამგმანა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის,
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ,
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე რომ ამფერი
აჭარელი გყავდა განა!!!
elli
MinD
ზურაბ გორგილაძე ძალიან მიყვარს

http://www.youtube.com/watch?v=Qq2KBYTGQCs

http://www.youtube.com/watch?v=mFiOdSCBJBk

ეს ლექსებიც ძალიან მიყვარს. ეს რაც შეეეხება აჭარას.

აი ამ ლექსის მეტი რომ არაფერი დაეწერა ვაჟას მაინც უდიდესი პოეტი იქნებოდა (ჩემი აზრთ)
\

რამ შემქმნა ადამიანად?

რატომ არ მოვედ წვიმადა,

რომ ვყოფილიყავი მუდამა

ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,

მიწაზე გადმოსაგდებად

ცვარად ან თოვლად ცივადა?

არ გამწირავდა პატრონი

ასე ოხრად და ტივლადა!


ცაშივე ამიტაცებდა,

თან მატარებდა შვილადა.



ასე არ დამჭირდებოდა

სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.

მზის მოტრფიალე ვივლიდი

სიკვდილის გამაწბილადა;

მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი

მე მექნებოდა წილადა.


გავიხარებდი, მთა-ბარსა

ოდეს ვნახავდი მწვანედა,

მორწყულსა ჩემის ოფლითა,

ყვავილებს შიგნით, გარეთა.

გადავუშლიდი გულ-მკერდსა

დღისით მზეს, ღამით მთვარესა.

სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი

მომაკვდავ არე-მარესა.


თოვლად ქცეულსა გულშია

ცეცხლად იმედი მრჩებოდა,

რომ ისევ ჩემი სიკვდილი

სიცოცხლედ გადიქცეოდა

და განახლებულ ბუნებას

ყელ-ყურზე მოეხვეოდა.


და დათო მაღრაძის აი ეს ლექსი
"სეკუნდანტები დუელის დროს არ ამთქნარებენ"


"თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
აქვე შევსრულდი სამოცდათოთხმეტის...
რა ლამაზი იყავი ბიჭო..." (ამოჩხაპნილი ვარძიაში, მონასტრის კედელზე)



...და ფრთების ცახცახში თრთოდა სიდონია, ელვა სტრიქონია თმაში გალამბული,
ეს ღამე კაეშნის ცასთან მიმქონია და წარსულს მისტირის ლომის ნატერფალი.
თავლაში ტირიან ულაყი ცხენები, ავად იმზირება ავაზის მწვანე თვალი.
სამარეს ნატრობენ დაყრილი ცხედრები და კივის ჩამშრალი ლომის ნატერფალი.
აღარც ნაღვლიანი მეურმის სიმღერა...გზებზე სიკვდილია, გზებზე სიცილია.
ყელი მოიღერა მეძავმა მიგერამ და საფლავს გაიყოლა ღამის იდილია.

ილოცავს,
ილოცავს მწუხრისას სიდონია,
დაო ბედისწერა კარზეა მომდგარი,
ღმერთო რაც შეგცოდე შენდობა მითხოვია,
გულში მჭირს სიყვარული
გულში მჭირს ხონთქარი.

მუხლები სტკენია ლოცვით სიდონიას,
ორი თეთრი მტრედი მიწას მიაცვითა.
შეხმიანებია ზეცის სიმფონიას
სული, გაქროლილი ლოცვის წიაღიდან.

მუხლები სტკენია ლოცვით სიდონიას...
ფიქრში გადამქრალი ახალუხებია,
დაო, ბედისწერა კარზე მოგდგომია
მწუხრისას ილოცვიდე, რა დროს მუხლებია.

ცაში წაგყოლია სევდა კაი ყმისა,
ამ ლექსსაც სასთუმლად გაგატანს პოეტი,
დაო, ილოცვიდე, გული გაისისხლა
და ბნელში ლოცვასავით დასტვენს კაპოეტი.

მთვარევ შობისაო,
თარეშობისაო,
მოგისაკლისეო,
როგორც ეკლესია
უუდაბნოეთის.

ახალ წელს ელიან ვეება ჯიხვის რქები,
წელზე აღარ სწვდება აზნაურს ქამარი.
დაო სათნოების, ალბათ მიმიხვდები?...
წყურვილთ იღრჩობა პირღია სამარე.

ცრემლი ქართველისთვის ნაცნობი ხილია,
ლომობის ბეჭედი დაიკრეს გავაზე,
ტყე წიწამურისკენ გამოთოფილია
და ელოდებიან თავად ჭავჭავაძეს.

მხრისთავთა ცახცახში ფრთონავს სიდონია,
ავად იმზირება ავაზის მწვანე თვალი,
ელვა - გახლართული თმაში სტრიქონია,
ჩაბღავის ნაპრალებს ლომის ნატერფალი.

დაო, ილოცვიდე გული დაისისხლა,
ცაში წაგყოლია სევდა კაი ყრმისა,
ამ ლექსაც სასთუმლად გაგატანს პოეტი
და ბნელში ალილოს დასტვენს კაპოეტი.

მთვარე შობისაო,
თარეშობისაო.
მოგისაკლისეო, როგორც ეკლესია უუდაბნოეთის.

სასანთლეებში ჩაგუბდა ცრემლი,
გასროლილია სიტყვა ლიტონი,
ქარში იხრება რტოები ტყემლის,
ოო... დაო სიდონი...

ლეკური ნაბდებით და
თუშური ქუდებით
თვლემას მისცემიან
მთანი პირქუშები.

ჩემი ბედისწერა თურმე დუელია, ვამბობ აღსარებას ბრძოლის წინა ღამეს,
ეს ეპისკოპოსი იქნებ რუელია? მამაო დავთმე სულის სიანკარე.
ლხინი გაუმართავთ სულით ხეიბარებს, ეს ღამე კაეშნის ცასთან მიმქონია,
დაო, შემიცოდე, დაო, შემიბრალე...დაო სათნოების, დაო სიდონია...
ცაში წაგყოლია სევდა კაი ყმისა, ამ ლექსსაც გაგატანს ჭაბუკი პოეტი,
დაო, ილოცვიდე გული დაისისხლა და ბნელში ალილოს დასტვენს კაპოეტი:

მთვარევ შობისაო,
თარეშობისაო,
მოგისაკლისეო,
როგორც ეკლესია უუდაბნოეთის.

ჩემი ბედისწერა თურმე დუელია,
ნეტართა მოელის ზეცაი მეშვიდე,
ეს ეპისკოპოსი იქნებ რუელია?...
გზებზე სიმშვიდეა,
გზებზე სიწყნარეა...

ლომის ნატერფალი ვერავინ წაშალა,
თავლაში ცხენები ჭიხვინით დაღალეს,
და ბედის სასწორზე გადადის გზა-შარა,
მე, მგლების არჩივი ჩავძახი ამ ღამეს,
მიეცი უკუნო, შენი ნაფლეთი ჩემ ცოლს თავშალად!!! ...

გზებზე სიმშვიდეა...............


marissa
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
ამოზიდული დიდგორსა,
შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იქამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ გვერდით იდოსა,
ამოვყვე,ქშენით ამოვძოვ
სასხლით დაღვარულ მინდორსა.
მოყვარეს მოყვრის მივუზღო,
მტერმა კი სამტრო ზიდოსა.
მერე ჩამიქრეს ნათელი,
მზე წითლად დამებინდოსა...
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა.

ტარიელ ხარხეალაური
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.