Help - Search - Members - Calendar
Full Version: სულიერი მასწავლებელი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Pages: 1, 2
nancho41
მჭირდება სულიერი მასწავლებელი. ვინმე ვერ დამეხმარებით?
earth
nancho41
იცი, მგონი შენ ჯობია აირჩიო შენი მასწავლებელი შენს ცხოვრების გზაზე. აქ შეიძლება ყველამ მიგითითოთ ის მასწავლებელი ვინც ჩვენ გვყავს და შენთვის არ იყოს... აქ ყველას თავისი მასწავლებელი ჰყავს ალბათ არჩეული და როგორც ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისაგან ასევე გვყავს სხვადასხვა მასწავლებლები.

პირვე რიგში ის უნდა გაიგო რა სახის ცოდნა გაკლია და რისი სწავლა გინდა, გაიგო რისი სწავლა იწვევს შენში სიხარულს. მერე შესაბამის ლიტერატურას წაიკითხავ და აირჩევ მასწავლებელს. რაც ძალიან გინდა ის მოდის შენთან, მთავარია ირწმუნო smile.gif
nancho41
ერთ წელიწადში აშრამში ვაპირებ წასვლას სადაც არის გურუ და იქნებ ის გახდეს ჩემი მასწავლებელი. სულიერად მიჭირს. ძალიან უპერსპექტივო ცხოვრება მაქვს. ნეტავ მიშველის?
earth
ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მალე გაპოვნინოს შენი მასწავლებელი, ის ვისაც შენი გული ეძებს.

ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის პოვნა.
ერთაოზი
გასაუბრებაა საჭირო
Maha Kali
QUOTE(ერთაოზი @ Aug 27 2018, 10:12 PM) *
გასაუბრებაა საჭირო

სად შეიძლება რომ გაგესაუბროთ. ფეისბუქს მეტყვით?
brevalo
არის ალტერნატივაც. მასწავლებელი შეიძლება იყოს წიგნები. უბრალოდ ისეთი ავტორის ან ავტორების მოძებნაა საჭირო, რომელიც შენს ბუნებასთან ახლოსაა.
earth
brevalo
QUOTE(brevalo @ 28th August 2018 - 02:53 PM) *
არის ალტერნატივაც. მასწავლებელი შეიძლება იყოს წიგნები. უბრალოდ ისეთი ავტორის ან ავტორების მოძებნაა საჭირო, რომელიც შენს ბუნებასთან ახლოსაა.

good.gif
ერთაოზი
ძლიერი წიგნია სათარგმნი რუსულიდან ძალიან ადვილად გასაგებ "ენაზეა" პრაკტიკოსებისათვის რომლებსაც მთავარზე და ყოველგვარი მიკიბულ-მოკიბული და დოგმატური სტერეოტიპების გარეშე ლაკონურადაა დაწერილი, ძალიან დაეხმარება.
საჭიროა ხარისხიანად თარგმნა დიდი არაა 120 ფ. თუ შეძლებს ვინმე და ნაწილნაწილ თანდათან ფორუმზე დადებას ბევრს გამოადგება და "ინდოეთში" აღარ იქნება საჭირო ძებნა რაღაც გაურკვევლის.
თუ სრულფასოვნად ფლობთ რუსულად წაიკითხეთ მოძებნეთ ინტერნეტში არის ქვია "Кто Ты?" ავტორი Евгений Фроликов.
Maha Kali
"ინდოეთში"აღარ იქნება საჭირო ძევნა რაღაც გაურკვევლის?
დაფიქრდი იქნებ გაურკვეველი იმიტომაა რომ შენ ვერ აღიქვამ მაგ ინფორმაციას? რაც მაგათ აქვთ ინფორმაცია, მაგდენი არსად არაა.
earth
ერთაოზი
ყველა ქვეყნისაგან შეიძლება სწავლა, ასევე ყველაზე უმნიშვნელო ადამიანისაგანაც შეიძლება რამის სწავლა. მთავარია დავინახოთ, დავინახოთ.
toresi9
ჩემი აზრით უმჯობესია ადამიანი თავად იყოს საკუთარი თავისთვის სულიერი მასწავლებელი თავად ასწონ დასწონო რა არის
სწორი და რა არასწორი რა არის კარგი და ცუდი შეიძლება ამ შემთხვევაში მაინც ასცდეს გზას ბევრი რამ არასწორად გაიგოს თუმცა
მეორე შემთხვევაშიც არანაკლები რისკია რომ ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს ჩემი აზრით მეორე უფრო სახიფათოა .
earth
მთელი ჩვენი ცხოვრება სწავლაა, ყველას გვყავს მასწავლებელი. ცხოვრების გზაზე ალბათ იცვლებიან ჩვენი მასწავლებლები. უმასწავლებლოდ ძნელია და ალბათ არც არსებობს ადამიანი, ვისაც არ ჰყავს მასწავლებელი. უბრალოდ ხშირად არ აღვიქვამთ, რომ ესა თუ ის პიროვნება ჩვენი მასწავლებელია.
ჩვენს მასწავლებლებს ხშირად გავუგზავნოთ მადლიერების გრძნობა. ეს საკმარისია თუ ამას გავაკეთებთ თუნდაც ქვეცნობიერად.
toresi9
QUOTE(earth @ Aug 29 2018, 04:44 PM) *
მთელი ჩვენი ცხოვრება სწავლაა, ყველას გვყავს მასწავლებელი. ცხოვრების გზაზე ალბათ იცვლებიან ჩვენი მასწავლებლები. უმასწავლებლოდ ძნელია და ალბათ არც არსებობს ადამიანი, ვისაც არ ჰყავს მასწავლებელი. უბრალოდ ხშირად არ აღვიქვამთ, რომ ესა თუ ის პიროვნება ჩვენი მასწავლებელია.
ჩვენს მასწავლებლებს ხშირად გავუგზავნოთ მადლიერების გრძნობა. ეს საკმარისია თუ ამას გავაკეთებთ თუნდაც ქვეცნობიერად.

კიბატონო სწავლაა მთელი ჩვენი ცხოვრება მუდმივად რაღაცას ვსწავლობთ მაგრამ საუკეთესო მასწავლებელი მაინც ცხოვრებაა ჩემი აზრით .
ერთაოზი
Несогласие с мнением духовного учителя можно выражать, но всегда знать при этом, что ученик также выражает мнения и знания, соответствующие его ступени, в то время, как духовный учитель поставлен таковым Самим Богом, а значит, ближе к Истине. Но если в итоге человек не удовлетворен ответом, напутствием, доводами духовного учителя или не видит, как его наставления можно практически реализовать или применить к себе и своей ситуации, видит невозможность в ввиду обстоятельств точно следовать указаниям духовного учителя, то в этой ситуации следует лучше всего поблагодарить духовного учителя и обратиться к Богу в себе. Внутренняя медитация – есть разговор непосредственно с Богом. И через этот путь Бог может дать или другой выбор или утвердить слова учителя в сердце и дать желание все же им последовать. Также надо знать, что уровни разных духовных учителей разные. Сердце и ум каждого верующего Бог располагает именно к тому духовному учителю, который больше ему подходит по качествам, опыту, совершенным духовным знаниям. Однако совместимость духовного учителя и ученика никогда не бывает абсолютной. Через каждого духовного учителя наставляет Сам Бог и не может дать то, что духовный учитель еще не готов взять, что ни есть его убеждение, но в полном соответствии с его ступенью и уровнем духовного багажа, включая духовную практику. В любом случае духовный учитель стоит выше своего ученика на данный период и ему есть, что сказать и чему научить, ибо иначе Бог не поставил бы одного духовным учителем, как проводника Мнения Бога на Земле, а другого – его учеником.
Что можно сказать через одного духовного учителя не всегда можно с тем же результатом сказать через другого, поэтому разные духовные учителя имеют достаточно ограниченное число учеников и последователей, ибо многие вначале привлекающиеся, со временем отходят по своим причинам. Если мнения учителя не стало универсальным и ученик не почерпнул для себя ответы на все вопросы, то он Милостью Бога выносит то, что и причиталось ему из этой связи Богом и может обратиться к другому духовному учителю. Но надо знать и то, что иногда не принятое мнение духовного учителя сегодня, не есть вина духовного учителя и не свидетельствует о его ограниченности, есть результат ступени понимания его ученика. Иногда смысл сказанного, глубина и точность постигается человеком и через десятки лет.
jarmen
sulieri swavlebis migeba gindat tu atestatis?
nancho41
QUOTE(jarmen @ Sep 2 2018, 09:33 PM) *
sulieri swavlebis migeba gindat tu atestatis?

სულიერი სწავლების. ატესტატი უკვე მაქვს.
ერთაოზი
შენი ეხლანდელი წარმოდგენა შენზე(ვისაც ატესტატი აქვს) ასეთია რომ შენ მენ ხარ სხეული რომელსაც აქვს უკვდავი სული. ხომ ასეა?! ხოდა ესაა ყველა ცდომილებების თავი.იმას რაღაც საზღვარი არა აქვს(ძალიან დიდს) - აიგივებ(ყველა ასეა უბრალოდ თავს იტყუებენ რომ საკმაოდ აქვთ ეს ფაქტი გამჯდარი)მხოლოდ პირად სხეულთან და მასთან დაკავშირებულ ისტორიას(რომ შენ ხარ ადამიანი შენ შემთხვევაში ქალი(კაცის სხეული რომ გქონდეს ტანტრას სხვა რაკურსით შეხედავდი) რომელიც დაიბადა პლანეტა დედამიწაზე, მის არასრულ(ფრაგმენტირებულ) ხედვასთან და კვნესი როცა რამე არ მოსწონს.
უმაღლესი სწავლების პრინციპია-მთელი ყურადღების გადართვა უკან სათავისკენ ერთიანისკენ ამას ეძახიან გამოღვიძებას საკუთარი ილუზორული პერსონაჟი-სგან სადაც მე-სთან დაკავშირებული ყველა პირადი ჩარჩოები ქრება და ავტომატურად(მაგალითად როგორც ყუთიდან ამოღებული ნათურის შუქი მთელ ოთახს ავტომატურად მოედება ზუსტად ასევეა ცნობირებას(სულს,ყურადღებას პირად მეს გარეშე) სხივისებური თვისება აქვს აქედანაა ეპითეტები:სული-წმინდა(სუფთა-აღქმა), ნათელი, სპეტაკი, შეუბღალავი და ასე უსასრულოდ.
jarmen
მეც მასწავლეთ, ვინ იქნება ჩემი მასწვალებელი, ვინ აიღებს ჩემს დარტყმებს საკუთარ თავზე, ვინ იქნება პასუხისმგებელი ჩემი საქციელებისთვის, ხართ ვინმე ასეთი თუ სულიერი მასწაცლევლობა ის თუ გგონიათ რომ აუდიო წიგნები ჩაუყაროთ ჩატაი და წიგნები ათხოვოთ?
ამ პოსტის ავტორს ვეკითხები, რატომ თვლის რომ იმსახურებს სულიერი სწცალების მიღებას, ან რომელი სწავლება უნდა, იქნებ ჯერ მარივად იმის გაგებით დაგეწყო რა არის სული, მერე რა არის სულიერება მერე გაიგებდი სწავლების მნიშვნელობას და გეცოდინებოდა რასაც ითხოვ. მაინც წარმატებებს გისურვებ...
nancho41
ჩემი აზრით მაგას დამსახურება არ უნდა ისე კი თუ უნდა გეტყვით რომ ამ ყველაფერზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და თან საკმაოდ ადვილად ვსწავლობ. სწავლება კი ნებისმიერი განსაკუთრებით კი
ტანტრა მაინტერესებს.
nancho41
თან თუ დაუკვირდით მე დახმარება ვითხოვე. ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე სულიერად ძალიან მიჭირს.
jarmen
კარგად წავიკითხე რაც წერია მაგრამ ესეთი დროებითი მასწავლებლობის რა გითხრა, არავინ ნორმალური პრადვინუტი ტიპი ვისაც ეს ცოდნა აქვს და შეუძლია სეავლება არ შემოგახტება პოსტიდან, შენით მოძებნე, ენერგეტიკულად. თუ ადამიანი აულიერად განვითარებულია ძლიერი და განსხვავებული ენერგია აქვს, ისე ბევრია ვისაც წანაკითხია აქვს ათტომრულები მაგრამ რავიცი...
Merlin
'''''რთ წელიწადში აშრამში ვაპირებ წასვლას სადაც არის გურუ და იქნებ ის გახდეს ჩემი მასწავლებელი. სულიერად მიჭირს. ძალიან უპერსპექტივო ცხოვრება მაქვს. ნეტავ მიშველის?''''

თუ ნებას მომცემთ ჩემს აზრს გეტყვით. დღეს დედამიწაზე არის ათასობით და მილიონობით ადამიანი ვინც საკუთარ თავს გურუს ან სულიერ მასწავლებელს უწოდებს და სრულიად დასაბუთებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ მასწავლებლებიდან 0.0001 პროცენტიც კი არ არის ნამდვილი მასწავლებელი. შესაბამისად ალალ ბედზე, რომელიღაც გურუს აშკრამში წასვლა ნიშნავს, რომ თქვენ 0.0001% შანსი გაქვთ, რომ გაგიმართლოთ და ნამდვილ მასწავლებელს მიაგნოთ. რეალური სულიერი მასწავლებელი მხოლოდ ისაა ვინც საკუთარი პირადი გამოცდილებით აღწევს სულიერ შემეცნებას, ანუ შეუძლია სულიერი სამყაროების აღქმა, ასეთ ადამიანს ეწოდება ხელდასხმული. ხელდასხმულები დედამიწაზე ძალიან ცოტანი არიან და მათი დიდი უმრავლესობა ფარულ საქმიანობას ეწევა. ის ერთეულები ვისი მისიაც სულიერი ცოდნის ღიად გამოტანაა კაცობრიობის მასწავლებლები არიან და მათი პირადი მოსწავლეობა უკვე ძალიან დიდი მიღწევაა თავის თავად. ამდენად, ჩემი აზრით, სანამ ცოცხალი მასწავლებლის მოძებნაზე და პირად მოსწავლეობაზე სერიოზულად მიდგება ლაპარაკი, ადამიანმა უნდა ისწავლოს ჯერ, რაღაც სიმაღლეს მიაღწიოს იმ მემკვიდრეობის დახმარებით, რომელსაც დიადი ხელდასხმულები გადასცემენ კაცობრიობას.

მაგალითად მე სულ ორ ავტორს ვიცნობ ჩვენს ეპოქაში ვინც კაცობრიობას ღირებული სულიერი სწავლება გადასცა, ესენი არიან ელენა ბლავატსკაია და რუდოლფ შტაინერი. პირველმა მათგანმა კაცობრიობას აღმოსავლეთის ხელდასხმულების სიბრძე გაუმჟღავნა. ბლავატსკაიას ყავდა ორი მასწავლებელი: მაჰატმა მორია და მაჰატმა კუტჰუმი. ამ ორ დიდ ადეპტს ელენა პეტროვნას გარდა მისი სხვა მეგობრებიც ხვდებოდნენ. მაგრამ შენთვის საყურადღებო ფაქტი შეიძლება იყოს ის, რომ ბლავატსკაიას საზოგადოებაში იყო ვინმე დამოდარ მალავანკარი, რომელსაც წერილი მოუვიდა მაჰატმებისგან, რომლებმაც დამოდარი როგორც წინ წასული მოსწავლე მათთან ერთად საცხოვრებლად მიიწვიეს თავიანთ ტაძარში, და დამოდარიც წავიდა მათთან ერთად საცხოვრებლად და სასწავლებლად. მაგრამ მეორე საყურადღებო ფაქტი ისაა, რომ ის უკვე საკმაოდ წინ წასული მოსწავლე იყო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ წიგნებში საკმარისი ცოდნაა იმისათვის, რომ ადამიანმა ცოცხალი მასწავლებლის გარეშე შეძლოს გარკვეული სიმაღლისთვის მიღწევა, და თუ ადამიანი გარკვეულ სიმაღლეზე ავა მასწავლებლებთან ურთიერთობის პერსპექტივაც მაშინ გაჩნდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასწავლებლებმა, რომლებიც კაცობრიობის ევოლუციის გაძღოლით არიან დაკავებულები დამწყები აიყვანონ პირად მოსწავლედ და ანი და ბანიდან დააწყებინონ, მაშინ როდესაც კოლოსალური ცოდნაა უკვე გადმოცემული, რომელსაც უბრალოდ წაკითხვა, სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება სჭირდება.

რაც შეეხება რუდოლფ შტაინერს, ბლავატსკაიასგან განსხვავებით ის დასავლურ ოკულტიზმზე აკეთებს კონცენტრაციას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღმოსავლური სიბრძე წარსულის ცოდნაა, ის აღარ ვითარდება და რაც დროს გადის და ადამიანის ცნობიერება იცვლება მით უფრო და უფრო ნაკლებად აქტუალური ხდება თანამედროვე ადამიანისთვის.

მაგრამ ისევ კონკრეტულად თქვენს შემთხვევას რომ დავუბრუნდეთ: სიმართლის გარკვევა და ჭეშმარიტების შემეცნება პირველი ნაბიჯია სულიერი კეთილდღეობისათვის, ამიტომ პირველი ნაბიჯები სწორი სულიერი შემეცნებისკენ უნდა გადაიდგას. მაგრამ თუ თქვენი მდგომარეობა ისეთია, რომ ისე ცუდად გრძნობთ თავს, რომ შემეცნებისთვის საჭირო ძალისხმევის გაწევა გიჭირთ, მე შემიძლია გირჩიოთ გარკვეული პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც დროებით შეგიმსუბუქებენ მდგომარეობას, საიმისოდ, რომ შემდეგ უკეთესი შინაგანი მდგომარეობით შეძლოთ სწორ სულიერ შემეცნებაზე ზრუნვა.
earth
Merlin
საუკეთესო პასუხია!!!
იმედია nancho41 დააკონკრეტებ ზუსტად რა დახმარება გინდა და შევეცდებით ყველა აქ დაგეხმაროთ.
ისედაც Merlin -მა გითხრა და მოგცემს პრაქტიკებს.
Merlin
earth - მადლობაsmile.gif))
jarmen
merlin
ბარდონის წიგნებზე რად იტყვი ან კასტადენტანზე?
შეიძლება სულიერი განცითარება მოგვცენ?
Merlin
ბარდონის წიგნებთან მქონია შეხება, დავიწყე კითხვა რამდენჯერმე მაგრამ იმდენად არ მომეწონა, რომ დავანებე თავი. ვრცლად ვერ გეტყვი, იმიტომ რომ აღარ ჩავძიებივარ, მაგრამ ერთიანობაში რაც წავიკითხე იმ მცირედიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ ეგეთ ოკულტურ წიგნებს მიაქვს ქვეყანა. როგორც მახსოვს კარლ პრახტის მსგავსი რაღაცეები იყო მაგის ''ინიციაციაში''. ძალიან მექანიკურობა, ზედაპირულობა და შეიძლება ითქვას სისუტეც კი იგრძნობოდა. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილებებია, როგორც გითხარით კარგად არ ჩავძიებივარ, რომ ფაქტებიდან ვილაპარაკო.

აი კასტანედას რაც შეეხება, მაგაზე უკვე ვრცლად შემიძლია ვილაპარაკო, აი აქ

http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...mp;#entry124370

ამ პოსტის შემდეგ: '''''Merlin ექსტრასენსთა ბრძოლას უყურებდი? ,,მერლინ კარო'' ექსტრასენსი თუ იცი?'''' რაც მიწერია ისინი წაიკითხეთ, და თუ კიდევ იქნება რამე სათქმელი, შეგვიძლია კიდევ უფრო მეტად განვავრცოთ ეს საკითხი.
jarmen
ისევ შოუ ეზოთერიზმამდე და გაპიარებულ გურუებამდე მივდივართ. ექსტრადენსთა ბრძოლაზე ნებისმიერ სენსორულ ადამიანს აქვს აზრი, თუ გრძნობ ენერგიას მოხვდები რომ იშვიათადაა ვინმე რეალური ხალით ეგ არის ჩვეულებრივი შოუ. ბლავაცკაია ჩემი შეხედულებით და იმ ინფორმაციებით და გამოცდილებით რაც ბლავაცკაიასეულ იერარქებთან ურთიერთობით მივიღე, საკმაოდ სხვაგანაა, იმას არ ლსოააკობს ეაც რეალურადაა, ორი ადი არას რომ ძალების მქონე ადამიანია, მაგრამ რეალურად ბლავაცკაიამ შექმნა იერარქების კოქტეილი, თანამედეოვე შეხედულებებს მოარგო მისტიციხმი და ამით შექმნს მშვენიერი ენერგიის არხი ასტრალურ პჯანზე თავის შესაბარჩუნებლად, ასე ვფქვათ რელიგია შექმნა. შტაინერს უფრო მეტ პატივს ვცემ როგორც პროფესიონალს, შეიძლება არ იყო ისეთი ქარიზნატული როგორც რერიხი და კროული მაგრამ, შტაინერიდ პაქტიკები და ინგორმაციები არის მაქსიმალურად რაციონალური და უსაფრთხო, აძლევს ადამიანს საშუალებას რაღაც დონემდე განვითარდეს საფრთხეებიდ მინიმუმამდე შემცირებით. მე არ ვიცი რა მიზანი გაქვთ როცა ეეკომენდაციებს უწევთ ამ ავტორებს მაგრამ ყვრლაზრ ბნელი, მართლმადიდებლური მიმართულებაც კი ვერ ასცდა ცოცხალი მოძღვარის აუცილებლობას, ქრისტეს შემდგომ იქაც კი არიან ცოცხალი მამაოები დ ამოძღვრები ვინც პირადად ესაუბრებიან მრევლს, სამწყსოს, სულიერ მოსწავლეებს(ის სხვა საკითხია რამდენად სწორად აკეთებენ), ეს იმას არ გამორიცხავს რომ ადამიანმა სწავლება მიიღოს ზედა ასტრალურ შრეებშიც მაგრამ ქრისტესაც მოუწია გამატერიალება რომ ფამხდარიყო მოძღვარი და მიეცა სწავლება ებრაელებისათვის. თქვენ კი საუბრობთ წიგნებზე და თეორიებზე, წიგნი და თეპრია ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს სულიერ გურუს, იმიტომ რომ მისტიციზმი არ რის მათენატიკა, აქ სხვა სირთულეებია, წიგნში წაკითხულს ყველა სხვა და სხვა ნაირად იგებს, მისტიციზმში კი სწორი გაგება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, კაცი შვილმა არ იცის ადამიანი როგორ გაიგებს წიგნსი დაწერილ თეორიას, მასე ახალია აღთქმაც მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო გაგებით შეიძლება გავშიფროთ მაგრამ ვერ გავიგებთ რისი თქმა დ აგადმოცემა სურდა იესოს რეალურად.
ამ ყველაფრის გათვალისწიბებით, მემგონია რომ უკეთესია იქნება პირადი პრაქტიკების და რეალური გამოცდილების გაზიარება. მე ვიცი რომ თქვენ ასწავლიდით ვარჯიშებს და გქონდათ დახურული ჯგუფი სადაც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ აძლებდით ხუთი ტიბეტელის ვრჯიშების ტექსტს და გარკვეულ თეორიულ მასალას.
Merlin
''''ისევ შოუ ეზოთერიზმამდე და გაპიარებულ გურუებამდე მივდივართ. ექსტრადენსთა ბრძოლაზე ნებისმიერ სენსორულ ადამიანს აქვს აზრი, თუ გრძნობ ენერგიას მოხვდები რომ იშვიათადაა ვინმე რეალური ხალით ეგ არის ჩვეულებრივი შოუ.'''

მე არაფერი მითქვამს ექსტრასენსთა ბრძოლაზე, ეგ ვიღაც სხვამ მკითხა, მე უბრალოდ გითხარით მაგის ქვემოთ რაც წერია ეგ წაიკითხეთ მეთქიsmile.gif)))))

'''იმ ინფორმაციებით და გამოცდილებით რაც ბლავაცკაიასეულ იერარქებთან ურთიერთობით მივიღე'''

შეიძლება გკითხოთ როგორ მიიღეთ? რას გულისხმობთ? რა მეთოდებით მიიღეთ? ან კონკრეტულად რა იერარქიაზე არის ლაპარაკი?

''''რეალურად ბლავაცკაიამ შექმნა იერარქების კოქტეილი, თანამედეოვე შეხედულებებს მოარგო მისტიციხმი და ამით შექმნს მშვენიერი ენერგიის არხი ასტრალურ პჯანზე თავის შესაბარჩუნებლად'''

ამ ყველაფერს რის საფუძველზე ლაპარაკობთ? ანუ რა არის ამ დასკვნების გამოტანის საყრდენი?

''''შეიძლება არ იყო ისეთი ქარიზნატული როგორც რერიხი და კროული''''

ქარიზმატულობა არაფერ შუაშია, სცენაზე ხომ არ გამოდის? საკუთარი პიროვნებისადმი ყურადღების მიბყრობა ნამდვილად არაა ჭეშმარიტი მასწავლებლის მიზანი.

რერიხი ცრუ მასწავლებელი იყო. კროული კიდევ შავი მაგი. შემიძლია ფაქტებით დავასაბუთო რასაც ახლა ვამბობ.

''''მე არ ვიცი რა მიზანი გაქვთ როცა ეეკომენდაციებს უწევთ ამ ავტორებს'''

მიზანი ძალიან მარტივი და ადამიანურია, უბრალოდ ვწერ იმას რაც ვიცი, იმ იმედით, რომ ვინმეს შეიძლება გამოადგეს. განა ყველანი იმ მიზნით არ ვართ აქ შემოსულები, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ რაც მოგვეპოვება?smile.gif)))

''' მართლმადიდებლური მიმართულებაც კი ვერ ასცდა ცოცხალი მოძღვარის აუცილებლობას, ქრისტეს შემდგომ იქაც კი არიან ცოცხალი მამაოები დ ამოძღვრები ვინც პირადად ესაუბრებიან მრევლს, სამწყსოს, სულიერ მოსწავლეებს''''

ეგეთი სულიერი მოძღვრები, როგორიც ჩვენი მღვდლები არიან გინდ ყოფილან გინდ არა. ცუდს უფრო მეტს აკეთებენ ვიდრე კარგს. ქარხანასავით უშვებს ყოველწლიურად სასულიერო სემინარია მღვდლებს და სულიერი მწყემს, და შედეგი რა არის ამის? მე ჭეშმარიტ მასწავლებელზე მაქვს ლაპარაკი და არა ზოგადად ნებისმიერზე ვინც შეიძლება რამე გასწავლოს, და ჭეშმარიტი მასწავლებელი მხოლოდ სწორი გზით ხელდასხმულია, და ასეთები დედამიწაზე ერთეული ადამიანები არიან.

'''' ეს იმას არ გამორიცხავს რომ ადამიანმა სწავლება მიიღოს ზედა ასტრალურ შრეებშიც ''''

ვერავითარი ზედა ასტრალური შრეებიდან ვერ მიიღებს ადამიანი სწავლებას, თუ თავმდაბლობა არ გამოიჩინა და ჯერ რაც წიგნებში წერია ის არ ისწავლა კარგად, ამისათვის კი პირველ რიგში ის უნდა გაარკვიოს ადამიანმა, რა ისწავლოს, თორემ წიგნები ბევრია... ''ზედა ასტრალურ შრეებში'' რა უნდა ადამიანს, თუ ჯერ ამ რეალობაში ვერ გაარჩია სწორი და არასწორი? ეს დაახლოებით იგივეა დღე, რომ მხედველობა გიჭირდეს და კუნაპეტ ღამეში მოინდომო გზამკვლევობა.

''''ქრისტესაც მოუწია გამატერიალება რომ ფამხდარიყო მოძღვარი და მიეცა სწავლება ებრაელებისათვის'''

ქრისტეს დედამიწაზე განსხეულება გაცილებით უფრო მასშტაბურ მიზნებს ემსახურებოდა ვიდრე ებრაელებისთვის რაიმე სწავლების გადაცემაა. ნათელმხილველები ქრისტეს განსხეულებამდეც აღიქვავდნენ და მით უმეტეს იერარქიულ არსებებს, შესაბამისად უბრალოდ სწავლების გადაცემა ქრისტეს განსხეულების მიზანი ნამდვილად არ ყოფილა. სწავლების გადაცემას ისედაც მოახერხებდა განსხეულების გარეშე.


''''თქვენ კი საუბრობთ წიგნებზე და თეორიებზე, წიგნი და თეპრია ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს სულიერ გურუს'''
მართალი ხართ, წიგნები ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს სულიერ მასწავლებელს, მაგრამ ასეთი მასწავლებელი არ გვყავს, ხელდასხმულის პირადი მოსწავლეობა უკვე დიდი მიღწევაა, და ამ მიღწევისთვის ისევ წიგნებია საჭირო. რამდენიც არ უნდა იძახოს კაცმა გურუა საჭირო, გურუოო, აბა სადაა ჭეშმარიტი ''გურუ''? მანახეთ და მოგყვებითsmile.gif))


''''წიგნში წაკითხულს ყველა სხვა და სხვა ნაირად იგებს'''
მე ძველი წიგნების გაშიფვრაზე არაფერი მითქვამს, შტაინერმა 350-ზე მეტი ტომი დატოვა, და ეს სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ თუ აზროვნებას დაძაბავს ადამიანი და გულწრფელად შეუდგება სწავლას ყველაფერი ისე გაიგოს როგორც წერია.

''''ამ ყველაფრის გათვალისწიბებით, მემგონია რომ უკეთესია იქნება პირადი პრაქტიკების და რეალური გამოცდილების გაზიარება.'''
ამასაც ვაკეთებდი ამ ფორუმზე, მაგრამ ჭეშმარიტების შემეცნების გარეშე პრაქტიკების კეთებამ არ მიმიყვანა სასურველ შედეგებამდე, და ახლიდან მომიწია უშველებელი პოსტების წერა, იმისათვის, რომ როგორმე გამომესწორებინა ის შეცდომები, რომლებიც ცალმხრივად პრაქტიკების კეთებით დავუშვი. (ხომ იცი დათა თუთაშხია როგორც ამბობს: ვცადე ეგ მეე!:))))

'''''მე ვიცი რომ თქვენ ასწავლიდით ვარჯიშებს და გქონდათ დახურული ჯგუფი სადაც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ აძლებდით ხუთი ტიბეტელის ვრჯიშების ტექსტს და გარკვეულ თეორიულ მასალას.''''

აქ კიდევ სხვა მერლინიც იყო, იმაში გერევით აშკარად. მსგავსი არაფერი გამიკეთებია.
Merlin
...
jarmen
დრო არ მაქვს ვრცლად გიპასუხო ამიტომ მოკლედ გიპასუხებ შენს კითხვებზე. პირველ რიგსი იმას გეტყვი რომ ყველაფერს აქვს თავისი პასუხი, მემსის ხიბლში ხარ ამ ავტორების მიმართ დ აკრიტიკის თვალით არ უყურებ, ეგ არაფერი, ესეც ალბათ ერთგვარი ცხოვრებისეული ეტაპია, მე არ ვარ წინააღმდეგი რეალურად შევხვდეთ და პირადად ვისაუბროთ მისტიურ თემებზე, ვფიქრობ უფრო მოსახერხებელი იქნებოდა.
1.ექტსრასენსთა ბრძოლაზე უბრალოდ გამოვტოვებ როგორც გავიგე სხვას პასუხობდი...
2.ინფორმაციები რაც მივიღე იყო პირადი კონტაქტით და ურთიერთობით, ამასთან ჯონტაქტიორებთან ერთად უშუალო კონტაქტის დროს მიღებული ინფორმაციით, და ენერგიებით შემექმნა ის ბაზისი რაც საკმარისზე მეტია ვისაუბრო ამ თემაზე ასეთი კუთხით. რაც შეეხება სხვა წყაროებს, მე არ მაქვს წიგნები ბლავაცკაიაზე, უბრალოდ ინტერნეტში ვამოწმებდი ინფორმაციებს, რამდენად რეზონანსში ვიქნებოდი იმ ინფორმაციებთან.
3 თუ თქვენ გაქვთ ოდნავ მაინც ენერგიის შეგრხნება ხედვა ან ყნოსვა... ადვილად მიხვდებით რასაც ვამბობ, ჯერ ერთი ბლავაცკაიამ მთელი მსოფლიოდან ცნობილი ხალხი შეაგროვა და უწოდა იერარქია(რა მიზნით, საკუთარი თუ სხვისი გამტარობით ეს სხვა საკითხია) ყველაზე საინტერესო ისაა რომ ის პიროვნებები რეალურად არ საუბრობდნენ არც ბლავაცკაიასეულ ინფორმაციაზე და არც მსგავს იერარქიულ წყობაზე. მესმის ლამაზადაა დალაგებული, მაგრამ ნებისმიერ რეალურ კონტაქტიირს კითხეთ როგორი შეგრძნებები აქვთ როდესაც რეალური ძლიერი იერარქი გადის კონტაქტზე, უბრალოდ გვერდზე დგომაც კი რადიკალურად ცვლის ადამიანის ენერგეტიკას, ბლავაცკაიასეული იერარქები, ვფიქრობ რომ ფანტომისეულ დონეზე არსებობებ(ისევე როგორც საკუთარი ქრისტე შექმნა მართლმადიდებლობამ), ენერგია აქვთ მაგრამ ცოტა და სუსტი, ვფიქრობ ისინი რეალურად იკვებებიან ფანებისგან და ხელს უწყობენ ბლავაცკაიას და დაახლოებული წრის ასტრალურ პლანზე შენარჩუნებას, ასე ვთქვათ ეს არის ის შნური საიდანაც ასტრალური პლანი იკვებება მატერიალურიდან(უარეს შემთხვევაში სხვა სამყარო). ამას მე მეტად გასაგებად ვერ აგიხსნი უბრალოდ უნდა გეძნობდე ხედავდე ადარებდე და მიხვდები.
4.მესმის ინფორმაციის გაზიარებაა ეს ყველაფერი, მაგრამ ფორმაა ჩემი აზრით არასწორი, ადამიანს შეიძლება გააცნო ინფორმაცია მაგრამ მტკიცებით ფორმაში საუბარი მაშინ როდესაც საუბრისას უპირატესობა გაქვს, იწვევ ნდობას ხალხში და შენი სიტყვები მანიპულირებენ ნორცლჩ ცნობიერებას, არის გადმობირების მცდელობა. თან როდესაც ირიბად ყველა სხცა ავტორს ხაზს უსვამ.
5.მამაოებთან დაკავშირებით ვფიქრობ იგივეს ვსაუბრობთ, მაგრამ აქ ერთი დეტალი იყო რაც გამოგრჩათ/გამოტოვეთ, აქ მე ხაზს ვუსვამდი ცოცხალი(მატერიალური სხეულით მანიფესტირებული) მასწავლებლის როლს, მაგალითად მოვიყვანე ისეთი გამრუდებული სწავლება როგორიც მართლმადიდებლობაა და ვთქვი ის რომ ისინიც კი ვერ ასცდნენ ცოცხალი მოძღვრის და მასწავლებლის აუცილებლობას, მასე შეიძლება ნებისმიერმა აიღოს ხელში სახარება მაგრამ აიქ ყავთ რეალურიც და არარეალური მასწავლებლები რომლებიც ცდილობენ სწორად აღაქმევინონ და გაგებაში დაეხმარონ მოსწავლეებს იმ ტექსტების კითხვისას რაც ხელში უვარდებათ.
6.აი აქ სრული ქაოსია, მე ვერ ვხვდები თქვენ პრაქტიკოსი ბრძანდებით თუ ლიტერატურის მუშაკი, ბიბლუსი გაფინანსებთ თუ რატომ ხართ წიგნებზე ჩაციკლული? რა შუაშია წერა კითხვა სულიერებასთან? რამა კრიშნამ საკუთარი სახელის წერაც არ იცოდა და რა სულიერებაში ვერ იყო? იმიტომ რომ ბლავაცკაიას არ კითხულობდა ვერ ჯობდა?
7.ქრისტეს როლზე უამრავი თეორიები არსებობს და ვერც თქვენ დაამტკიცებთ რამეს ვერც მე ეს იქნება უბრალო ლაყაფი. ქრისტე მოვიყვანე მაგალითად, დარწმუნებული ვარ ბევრი იცით ამ თემაზე ისევე როგორც მე და ამის გამო ყურებიდან ბოლს არ გამოვუშვებ
მე მაინც იმ აზრზე ვარ რომ წიგნებში რაც არ უნდა ეწეროს მთავარია ადამიანმა გაიგოს სწორად.
8.დადეთ თქვენი პრაქტიკით მიღებული გამოცდილება, პრაქტიკიდან მოდის თეორია და არა პირიქით.
9.აი ეს ნამდვილად ვიცი ორი ადამიანისგან, უშუალოდ თქვენზე, მე პირადად არ მქონია შეხება მაგრამ ჩემი ინფორმაციით ასეა, ამაზეც არ ვაპირებ დავას.
მადლობა ყურადღებისთვის.
With best regards.
StopRussia wink.gif
brevalo
ეს სფერო არ არის მათემატიკა ან ფიზიკა ან ქიმია და ა.შ. ეს სფერო არ არის მხოლოდ ტვინის ლოგიკაზე და ანალიზზე დაფუძნებული. ის არის შეგრძნებითი. მხოლოდ დიდი გამოცდილების შედეგად მიდის ადამიანი რაღაც სიზუსტემდე. მაგრამ მაინც, ეზოთერიკა, ოკულტიზმი და მაგია არის შეგრძნებითი სფეროები. მე ვფიქრობ, რომ ადამიანს თუ აქვს რაღაც გამოცდილება დაგროვებული, მან უნდა დაიწყოს ყველანაირი ოკულტური ლიტერატურის კითხვა და ყველასგან რაღაც პატარა მარცვლები უნდა აიღოს. არ არის აუცილებელი რომ მთლიანად მიენდოს ამა თუ იმ ავტორს და მხოლოდ მისი ლიტერატურა იკითხოს. ეს არ მისცემს მას ფათო გაქანების ცოდნას. საჭიროა ყველაფრის წაკითხვა და ყველადან რაღაცის აღება. ისეთი რამის, რომელსაც გრძნობ რომ შენია და სასიკეთოდ წაადგება შენი ცნობიერების განვითარებას.
Merlin
'''მემსის ხიბლში''' ყოფნა არ ვიცი რას ნიშნავს, მგონი არაფერს.

''''კრიტიკის თვალით არ უყურებ, ეგ არაფერი, ესეც ალბათ ერთგვარი ცხოვრებისეული ეტაპია''''

თქვენ არანაირი საფუძველი არ გაქვთ იმის სათქმელად, რომ მე რაიმე კრიტიკულად არ ვუყურებ. ამის საფუძველი მე არ მომიცია.

'''''1.ექტსრასენსთა ბრძოლაზე უბრალოდ გამოვტოვებ როგორც გავიგე სხვას პასუხობდი...''''
სხვას კი არ ვპასუხობდი, ეგ სხვამ დაწერა. კასტანედას თემაში გადაგამისამართეთ, ლინკი დაგიდეთ სადაც მიწერია კასტანედას შესახებ რასაც ვფიქრობ, და ეგ ექსტრასენსთა ბრძოლა სადაც ახსენეს მაგის ქვემოთ წაიკითხეთ მეთქი. კასტანედას თემაში შედით მოკლედ... (მთავარი გვერდიდანაც ჩანს).

'''''2.ინფორმაციები რაც მივიღე იყო პირადი კონტაქტით და ურთიერთობით, ამასთან ჯონტაქტიორებთან ერთად უშუალო კონტაქტის დროს მიღებული ინფორმაციით, და ენერგიებით შემექმნა ის ბაზისი რაც საკმარისზე მეტია ვისაუბრო ამ თემაზე ასეთი კუთხით.''''

რა ფორმის კონტაქტზე გაქვთ ლაპარაკი? ენერგიებით როგორ შეგექმნათ წარმოდგენა ესეც საკმაოდ საინტერესოა. კონტაქტში და კონტაქტიორებში, მოდი გამოვიცნობ, მედიუმობას და ჩენელინგებს გულისხმობთ ხო?

''''''ბლავაცკაიამ მთელი მსოფლიოდან ცნობილი ხალხი შეაგროვა და უწოდა იერარქია''''' მე მგონია, რომ თქვენ ბლავატსკაიას შესახებ მეორადი წყაროებიდან გაქვთ ინფორმაცია, რასაც წერთ მის შესახებ ამაში არავითარი შინაარსი არაა. სავარაუდოდ როგორც ვხვდები ascended master teachings -ს და იქ მოცემულ იერარქიას გულისხმობთ, რომელიც სამწუხაროდ არაფერ შუაში არაა ბლავატსკაიასთან, გარდა იმისა, რომ ascended master teachings-ის იერარქიაში ნაძალადევად არის ჩასმული მორიას და კუტჰუმის სახელებიც, როგორიც ერთერთი ამაღლებული მასწავლებლებისა (რაც სრული სიცრუეა).

'''''მაგრამ ნებისმიერ რეალურ კონტაქტიირს კითხეთ როგორი შეგრძნებები აქვთ''''
მედიუმებს და ჩენელინგების პრაქტიკოსებს ეძახით კონტაქტიორებს?


''''ამას მე მეტად გასაგებად ვერ აგიხსნი უბრალოდ უნდა გეძნობდე ხედავდე ადარებდე და მიხვდები.'''
სრული ქაოსია რაც დაწერეთ, ბლავატსკაიაზე დაახლოებითი წარმოდგენაც კი არ გაქვთ...

'''''4.მესმის ინფორმაციის გაზიარებაა ეს ყველაფერი, მაგრამ ფორმაა ჩემი აზრით არასწორი, ადამიანს შეიძლება გააცნო ინფორმაცია მაგრამ მტკიცებით ფორმაში საუბარი მაშინ როდესაც საუბრისას უპირატესობა გაქვს, იწვევ ნდობას ხალხში და შენი სიტყვები მანიპულირებენ ნორცლჩ ცნობიერებას, არის გადმობირების მცდელობა. თან როდესაც ირიბად ყველა სხცა ავტორს ხაზს უსვამ.''''

მე ვცდილობ რასაც ვწერ ფაქტობრივად დავასაბუთო და მრავალი არგუმენტი მოვიყვანო იმის დასამოწმებლად. მტკიცებით ფორმატში იმას ვლაპარაკობ რაზეც ვფიქრობ, რომ მტკიცედ ვიციsmile.gif)) რაც არ ვიცი იმაზე ან გაჩუმებული ვარ ან მოკრძალებულად გამოვხატავ საკუთარ სუბიექტურ პოზიციას, როგორ ეს მაგალითად ფრანც ბარდონის შემთხვევაში გავაკეთე. სხვა ატორებს ირიბად არ ვუსვამ ხაზს, პირდაპირ ვუსვამ ხაზს, ყოველ შემთხვევაში იმათ ვისაც მე ვიცნობ და ვიზეც შემიძლია არგუმენტების მოყვანა თუ რატომ ვუსვამ ხაზს. მე სხვათაშორის ბლავატსკაიას მიმდევარი არ ვარ, და არც შტაინერზე და ბლავატსკაიაზე არ ვარ ჩაციკლული, უბრალოდ, ჩვენს ეპოქაში მე სხვა რეალურ მასწავლებელს ვერ ვხედავ, ''მასწავლებელს'' კი ზოგადად უამრავს ვხედავ.

დანარჩენ საკითხებზე დავას აზრი არ აქვს...

მე მივყვებოდი პრაქტიკებს, და სერიოზული შედეგებიც მქონდა. მაგრამ ახლა აღარ მივყვები, იმიტომ, რომ შემეცნების გარეშე ოკულტური პრაქტიკები დამღუპველია. იმიტომ რომ იმის შანსი, რომ სწორი შემეცნების გარეშე პრაქტიკა იქნება სწორი არის თითქმის ნულის ტოლი. მე ვიცნობ ადამიანებს ვინც მთელი თავისი ცხოვრება პრაქტიკას მიუძღვნა, და მათ რომ ვუყურებ, ის შედეგები რაც მათ მიიღეს გმირული ძალისხმევის შედეგად საშინელებაა. არასწორად თუ მიადგი კიბე, რა სიმაღლეზეც არ უნდა ახვიდე წყალში გადაყრილი ძალისხმევაა. სწორად რომ მიადგა კიბე ამისთვის ჭეშმარიტება უნდა იპოვო.

''''აი ეს ნამდვილად ვიცი ორი ადამიანისგან, უშუალოდ თქვენზე, მე პირადად არ მქონია შეხება მაგრამ ჩემი ინფორმაციით ასეა, ამაზეც არ ვაპირებ დავას.''''
მე არ ვიცი თქვენ რა იცით, მაგრამ მე არც არანაირი დახურული ჯგუფი არ მქონია, არც ხუთი ტიბეტელის ვარჯიშები არ ვიცი, არ გამიკეთებია არასდროს, არც არაფერი მისწავლებია არავისთვის არასდროს ფულის სანაცვლოდ. გეუბნებით სხვა მერლინიც იყო მეთქი აქ წლების წინ, და იმ ადამიანებსაც ვიცნობ ვისაც ის ასწავლიდა. თუმცა ტიბეტურ ვარჯიშებს ასწავლიდა თუ არა ეს არ ვიცი.

Merlin
''''ეზოთერიკა, ოკულტიზმი და მაგია არის შეგრძნებითი სფეროები.''''

ოკულტიზმში გრძნობით სფეროს, ისევე როგორც ნების სფეროს ნამდვილად აქვს თავისი კუთვნილი ადგილი, მაგრამ ოკულტიზმი ცოდნის სფეროა. იქ სადაც ცოდნაზეა ლაპარაკი აზროვნება არის უმნიშვნელოვანესი. აზროვნება ერთადერთია სადაც ორ ადამიანს შეუძლია რაიმე ობიექტურზე შეთხანხმდნენ. გრძნობებში ობიექტურობის შანსი მხოლოდ აზროვნებაში ობიექტურობის უმაღლესი საფეხურის მიღწევის შემდეგაა შესაძლებელი. აზროვნებაზე უფრო მეტად გრძნობებზე ორიენტრებულობაა ის რაც ასეთ კატასტროფულ ქაოსს გვაძლევს ეზოთერიკის სფეროში, რომ ვისაც როგორ მოენებება ისე ჭრის და კერავს. აზროვნების სფეროში რგოორც მოგენებება ისე ვერ გაჭრი და ვერ გაკერავ და ამიტომაც უფრო რთულია.

პლატონის აკადემიას ეწერა - არაგეომეტრი აქ ნუ შემოვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვინც მზად არაა ობიექტურ ჭეშმარიტებას დაემორჩილოს იმისი ადგილი აქ არ არის. გრძნობები ყველას თავისი აქვს და ყველას თავის ნოტაზე ემღერება, როგორც მატერიალური მეცნიერება ვერ აყვება ცალკეული ადამიანების გრძნობებიდან ამოსულ ხუშტურებს, ისეა ოკულტიზმის სფეროც. 16.24. ''''მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე''''. ხედავთ რას ამბობს ქრისტე - ვისაც ჩემთან უნდა საკუთარ თავს უნდა განუდგეს პირველ რიგშიო, ეს იმას ნიშნავს, რომ პირადი შეხედულებები, გრძნობები, სურვილები, სიმპათია-ანტიპათიები უნდა დათმოს ადამიანმა და 8.32. ''''შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. ''' საკუთარი პირადული სურვილების სანაცვლოდ უნდა შეიმეცნოს ობიექტური ჭეშმარიტება, და როგორც ქრისტე გვეუბნება, ეს მოუტანს ადამიანს თავისუფლებას.

'''' საჭიროა ყველაფრის წაკითხვა და ყველადან რაღაცის აღება. ისეთი რამის, რომელსაც გრძნობ რომ შენია და სასიკეთოდ წაადგება შენი ცნობიერების განვითარებას.''''
მილიონობით წიგნია დაწერილი, ყველაფერს ვერ წაიკითხავ, ამ მილიონობით წიგნიდან მხოლოდ 0.001 პოროცენტია ღირებული. და ყველასგან, რომ რამე აიღოს ადამიანმა თავში ისეთი ჯოჯოხეთი დაუტრიალდება, რომ საგიჟეთში მოხვედრის სერიოზული კანდიდატი იქნება. გრძნობების მიხედვით არჩევანის გაკეთება ნიშნავს არათავისუფალ არჩევანს, მაგრამ აქ ამის ახსნა გაჭირდება...

ჭეშმარიტებას არ შეუძლია ურთიერთგამომრიცხავი ფორმების მიღება, ან ასეა სწორი და ან ისე. მეოცე საუკუნიდან მოყოლებული კიდე რაც იწერება არის ურთიერთგამომრიცხავი სწავლებების ქაოსი, ამ ქაოსთან გამკლავებისთვის საჭიროა მკაცრი ორიენტირები ცნობიერებაში, რის გარეშეც შანსი არაა ამ ქაოსიდან თავის დაღწევისა.
jarmen
.mokled merlin eseti mocemulobaa da ramdeni wignic ar unda waikitxo realoba ar sheicvleba, kamati tu ginda shegvidzlia ezoterul mistiur debatebshi gamovidet, shevxvdet da visaubrot saatobit, magram chemi citirebit da kontrpoziciebis mtkicrbisas uketesi argumentebi mootane, iqneb chvenc shevxedot sxva kutxit. Magram faqtia rom rogorc wignebshi weria xshorad rralobashi sxvanairadaa, mat shoris mistiur sferoshi, namdvilad ar maqvs arc dro da arc sutvili avxsna moswavlisa da maswavleblis roli mistikashi. Gitoveb chems nomers 595083800 momwere rom gipasuxo an dagireko da davgegmot shexvedra.
jarmen
Xo damatebit imas getyvi rom shentvis avtoritetuli wignis avtorebis citireba ar chaitvleba argumentad, es amtkicems imas rom sheni azro gamomdinareobs im avtorisgan an gavs. Argumenti tu ginda rom moiyvano mooyvane realobidan, magalitit an sxvagvaro chventvisac agsaqmeli saxit.
brevalo
Merlin
QUOTE(Merlin @ 5th September 2018 - 10:11 PM) *
მილიონობით წიგნია დაწერილი, ყველაფერს ვერ წაიკითხავ, ამ მილიონობით წიგნიდან მხოლოდ 0.001 პოროცენტია ღირებული. და ყველასგან, რომ რამე აიღოს ადამიანმა თავში ისეთი ჯოჯოხეთი დაუტრიალდება, რომ საგიჟეთში მოხვედრის სერიოზული კანდიდატი იქნება. გრძნობების მიხედვით არჩევანის გაკეთება ნიშნავს არათავისუფალ არჩევანს, მაგრამ აქ ამის ახსნა გაჭირდება...



რა თქმა უნდა ვგულისხმობ აღიარებულ და დიდ მოღვაწეებს ამ სფეროში. თორე ყველა წიგნის მოდება და წაკითხვა მართლა ქაოსს გამოიწვევს გონებაში
brevalo
Merlin
QUOTE(Merlin @ 5th September 2018 - 10:11 PM) *
ოკულტიზმი ცოდნის სფეროა. იქ სადაც ცოდნაზეა ლაპარაკი აზროვნება არის უმნიშვნელოვანესი.


გეთანხმები. მე ოკულტიზმის პრაქტიკული მხარე ვიგულისხმე
nancho41
ფსიქოტროპიული წამლების მიღება მიწევს. იქნებ სულიერი მასწავლებელი დამეხმაროს მეთქი რომ დავძლიო დეპრესია და არა მხოლოდ.
jarmen
nancho41

იქნებ იბრალოდ ფსიქოლოგიური დახმარება გჭირდება ან ენერგეტიკული მხარდაჭერა. იქნებ ამ რთული სიტუაციის გადალახვის შემდეგ სულიერებისადმი ინტერესი საერთოდ დაკარგო და მისტიკა აღარც დაგესიზმროს.
ჯერ ხომ არ ჯობია უბრალოდ მისტიური ადამიანი მოძწბნო ვისაც შეეძლება დაგეხმაროს და მერე გადაწყვიტო გინდა თუ არა სწავლა?
რას იტყვი?
Merlin
nancho41

ტანტრისტულ პრაქტიკებს თუ აკეთებ არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა მაგის პირველი სიმფტომია. გამიგია, რომ ტანტრისტული პრაქტიკების შემდეგ სხეულის დამორჩილებაც კი უძნელდებათ და მოუსვენარები ხდებიან.

ამას გარდა ნიკოტინს, ალკოჰოლს და კოფეინს თუ ამოიღებ მნიშვენლოვნად დააწყნარებს ფსიქიკას.
nancho41
მისტიკური ადამიანის მოძებნაში მინდა სწორედ დახმარება.
ტანტრისტულ პრაქტიკებს არ ვაკეთებ. კოფეინს, ნიკოტინს და ალკოჰოლს არ ვიღებ.
jajala
QUOTE(nancho41 @ Sep 7 2018, 07:28 AM) *
მისტიკური ადამიანის მოძებნაში მინდა სწორედ დახმარება.
ტანტრისტულ პრაქტიკებს არ ვაკეთებ. კოფეინს, ნიკოტინს და ალკოჰოლს არ ვიღებ.


nancho41, Merlin, jarmen, - ალბათ აქ დაწერილს სათანადოდ ვერ შეაფასებთ, მაგრამ სამივეს შემიძლია გითხრათ, რომ : - იმაზე დამოკიდებული ნუ იქნებით რაც თქვენზეა დამოკიდებული.
jarmen
QUOTE(nancho41 @ Sep 7 2018, 07:28 AM) *
მისტიკური ადამიანის მოძებნაში მინდა სწორედ დახმარება.
ტანტრისტულ პრაქტიკებს არ ვაკეთებ. კოფეინს, ნიკოტინს და ალკოჰოლს არ ვიღებ.


ენერგეტიკული წმენდები ან ენერგეტიკული მხარაჭერების მიღება გიცდია?
jarmen
nancho41

პირველ რიგში დიაგნოსტჯა გააკეთებინე ძლიერ მაგს ან ექსტრასენსს, ოღონდ ისეთს კარმულ დონეზე რო ხედავდეს. რადგან ცუდა და უპერსპექტიოდ ხარ ესე იგი სადღაც რაღაც გამოგრჩა და გაგეპარა.
jarmen
შემიძლუა დაგაკონრაქტო ერთს ნაგრრამ ჯერ შენი მობაცემრბი უნდა ვაჩვენო და მერე იტყვის მიგიღებს თუ არა
nancho41
არ მიცდია.
nancho41
პირადში მომწერე.
რიფრითი
QUOTE(nancho41 @ Aug 26 2018, 04:20 PM) *
მჭირდება სულიერი მასწავლებელი. ვინმე ვერ დამეხმარებით?

ვინმე სოფისტი ან ბუდისტი გჭირდება




nancho41
ხო ვერ მეტყვი სად შეიძლება მოვძებნო?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.