Help - Search - Members - Calendar
Full Version: ტანტრა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები > მედიტაცია
nancho41
მე მინდა ტანტრისტულ აშრამში წასვლა და წინასწარ მინდა ინფორმაცია მქონდეს ტანტრაზე.
Merlin
თუ ტანტრაში სექსუალურ პრაქტიკებს გულისხმობთ, მინდა გითხრათ, რომ როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს მოწოდებული, ასეთი ფორმის ტანტრა წმინდად შავ მაგიური პრაქტიკაა.

თუ ტანტრაში ვაჯრაიანა ბუდიზმს გულისხმობთ ეგ სხვა ამბავია.
nancho41
სექსუალურ პრაქტიკებს არ ვგულისხმობ მაგრამ რატომ არის მაგია?
Merlin
მაგიას არაფერი უჭირს, მარტო მაგია კი არა, შავი მაგიაა.

ყველაზე მარტივი პასუხი ასეთია: შავი მაგიის უამრავი მიმართულება იყენებს სექსუალური პრაქტიკების ამა თუ იმ ფორმას: დაწყებული ტანტრისტული სექსით, დამთავრებული სქესობირივი რიტუალებით. მეორეს მხრივ კი ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი აღმოსავლეთში თუ დასავლეთში ორიდან ერთ-ერთს ურჩევს ადამიანებს: ან ოჯახი და ჯანსაღი ზომიერი სქესობრივი ცხოვრება ქმარსა და ცოლს შორს, ან ცელიბატობა.

რეალურად სექსის ფუნქცია გამრავლებაა და შესაბამისად იდეალურ შემთხვევაში შვილის გაჩენისთვის უნდა იქნას გამოყენებული. თუმცა ყველა მასწავლებელმა იცის რომ ასკეტურად ცხოვრება ურთულესია და ამიტომ არათუ დასაშვებად არამედ უმრავლეს შემთხვევაში რეკომენდირებულადაც კი მიაჩნიათ ოჯახური ცხოვრება.

ამიტომ ნებისმიერ სახის სქესობრივი აქტივობა, რომელიც სულიერ პრაქტიკად ცხადდება და გულისხმობს სექსის არაბუნებრივ ფორმებს, მიეკუთვნება შავ მაგიას და აქტიურად გამოიყენება მარცხენა ხელის გზის ადეპტების მიერ. ან მათ მიერ ვისაც სურს რომ ხალხი შეიყვანოს შეცდომაში. ან მათ მიერ ვისაც ესმის სექსუალური ენერგიის მნიშვენლობა, მაგრამ თავს ვერ იკავს და ამ გზით ცდილობს თან სექსი ჰქონდეს და თან ენერგია არ დაკარგოს, რასაც კიდევ უფრო ცუდ შედეგებამდე მიჰყავს ვიდრე უბრალოდ ენერგიის დაკარგვაა.
nancho41
მე მგონი თქვენ ტანტრის მოწინააღმდეგე ხართ და ტანტრისტულ სექსში ცული არაფერია.
Merlin
მე გითხარით რატომაც ვარ მოწინააღდეგე. შემიძლია კიდევ უფრო განვავრცო ეს თემა და უფრო მეტი მიზეზები გითხრათ რატომაც. თქვენი კი პასუხად უბრალოდ მეუბნებით, რომ ტანტრისტულ სექსში ცუდი არაფერია. კარგით, მე რომ გკითხოთ, რა იცით რომ ტანტრისტულ სექსში ცუდი არაფერია რას მიპასუხებთ?

აი მაგალითად თეოსოფისტების შეხედულება ტანტრისტულ პრაქტიკებზე:

''''There is another area in which many people today are unwittingly running headlong into the abyss of black magic and that is the realm of sexual tantric practices.

Since tantra, like other forms of black magic, has been cleverly whitewashed by its leading proponents, many naïve Westerners have developed the idea that sexual tantra is an integral part of ancient Eastern religions such as Hinduism. They are thus often surprised to learn that it is viewed with distaste and even disgust by the vast majority of Hindus and that it is not in any way representative of that noble religion.

Again, there is nothing inherently wrong with two people seeking sexual union but when it is performed with the attempt and aim of utilising the sexual forces and/or fluids for “spiritual” purposes it becomes black magic pure and simple.

This type of practice, according to HPB, “is the most terrible of Karmic Sins.” Any type of “sexual magic” is automatically black magic.''''

https://blavatskytheosophy.com/the-whitewas...of-black-magic/
nancho41
აქ მე მგონი წერია რომ თავად ტანტრაა შავი მაგია. არადა როგორც ვიცი ბევრი რელიგიის ნაწილია.
ერთაოზი
მაგაზე პასუხს ტყუილად ელოდები ყველა სტანდარტები გონების ჩარჩოებია. თუ ახლოსაა შენთან ეს რეიკები, ენეგიების კუნდალინი-მუნდალინი ჩაკრები და მაკრები და სექსის დროს ამ ენერგიით კუნდალინის სახასრარამდე აყვანა და სამადხი და ამდაგვარი თემა -რატომაც არა! თუ არა და მერლინი მართალს გირჩევს "შპილი-ვილი" გამოვა. ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია და თუ მაინდამაინც სურვილი და მისკენ გადართული ყურადღება არ მოგასვენებს სხვაა. რა თქმა უნდა თუ კარგად გაქვს გააზრებული რატომ მაინდამაინც ტანტრა და რისთვის გინდა საერთოდ ტანტრა.რა მიზანი გაქვს.ამ კითხვებზე თვითონ გასცემ პასუხს.
საერთოდ ნებისმიერი სახის ინტერესი სანამ რაღაც მის აღმძვრელ ობიექტს ან გრძობას არ გამოცდი, განიცდი, შეეხები პირადათ, ისე არ ჩამოგცილდება,
Merlin
მართალი ხართ, ბევრი რელიგიური სექტის ნაწილი ნამდვილადაა სექსუალური ტანტრა, და ამის შესახებ შესანიშნავად მოეხსენებათ მაგ სიტყვების დამწერებს და მაგაზე ცალკე სტატიაცაა დაწერილი (ინგლისურად, შემიძლია დავლინკო). მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ისევე როგორც კათოლიკები რასაც აკეთებდნენ და ნაწილობრივ ახლაც აკეთებენ სრული საპირისპირო იყო ქრისტიანობისა, ან მაგალითად იეჰოვას მოწმეების მსოფლმხედველობაა აცდენილი ქრისტეანობას, ასეთი რამე ხდება აღმოსავლეთში იქ უამრავი სექტაა, უამრავი სკოლა, და თუ არ იცი რასთან გაქვს საქმე სულ ადვილად შეიძლება ბუდას და ლაო ძის სახელით მათი სწავლების სრულიად საპირისპირო პრაქტიკები გასწავლონ. მარტო დასავლეთში არაა აქვს რელიგიური სწავლებების დამახინჯებას ადგილი. თუკი კათოლიკეები აწამდებდნენ და წვავდნენ ხალხს ქრისტეს სახელით, რაღა გასაკვირია რომ იმ ბუდას სახელით რომელიც იმას ასწავლიდა, რომ არასწორ სურვილებს ტანჯვისკენ მივყავართ, და რომ ასეთი სურვილების დაძლევა საბოლოვო თავისუფლების ერთადერთი გზაა, აი ამ ბუდას ან თუმდაც შივას სახელით მოდიან და იმას გასწავლიან თუ რამდენად სულიერი რამაა სინამდვილეში სექსი.

თუ ქრისტეს სიტყვები რამედ ფასობს თქვენთვის, სახარებაში გარკვევით წერია რომ თუ კაცი ქალს გულის თქმით შეხედავს მრუშობს. და ასევე წერია რომ თუ ქმარი ცოლს გაუშვებს ღალატის მიზეზის გარეშე - მრუშობს. და გასაგები მცნება - არა იმრუშოთ. ეს იმას ნიშნავს რომ ქრისტეანობისთვის ისევე როგორც სხვა დიდი რელიგია (ისლამს თუ არ ჩავთვლით, როემლიც ოთხი ცოლის ყოლის უფლებას აძლევს) ორი გზას სთავაზობს არჩევანისთვის ადამიანს: ოჯახური ცხოვრება ერთ საყვარელ ადამიანთან, ან სქესობირივ სიწმინდე. თუმცა თავად ადამიანს რა თქმა უნდა აქვს უფლება ისე მოიქცეს როგორც მას უნდა, ან როგორც მას მიაჩია სწორად.


'''თუ ახლოსაა შენთან -რატომაც არა!''

იმიტომაც არა რომ სულიერების სფერო არ არის სუბიექტური, რომ რაც გინდა ის აკეთო, მთავარია შენ მოგწონდეს. მიუხედავად იმისა რომ ადამიანების სრული უმრავლესობა ცდილობს სულიერება სუბიექტურობამდე ჩამოახარისხოს, ოკულტიზმის ამოსავალი წერტილი და საძირკველი ის შეხედულებაა, რომ ობიექტური სულიერი შემეცნება შესაძლებელია. შესაბამისად ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიც მაგალითად ისაა, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ სუბიექტური ვერ იქნება, თუმდაც იმიტომ რომ ყველა დიდ მასწავლებელი ამ საკითხზე ძალიან ადვილად თანხმდება. ეზოთერიკა არ არის ის სფერო სადაც ყველაფერი სწორია რაც ცალკეულ ადამიანს მოესურვება და სადაც ისე შეგიძლია ჭრა და კერო როგორც შენ გინდა, თეორიაშიც და პრაქტიკაში.

ეს შეხედულება ალბათ იმითაა განპირობებული რომ ეზოთერიკის სფეროში განსაკუთრებით მეოცე საუკუნიდან ისეთი ქაოსი დატრიალდა, რომ ყველა სრულიად ურთიერთგამომრიცხავ რამეებს ასწავლის, და ყველა თავს აძლევს უფლებას ილაპარაკოს ის რაც თვითონ მოესურვება. ამის შედეგი არის ტოტალური ქაოსი, გაუგებრობა და დაბნეულობა. და ადამიანებს ისეთი დასკვნები გამოაქვთ, რომ ამ სრულიად ურთიერთგამომრიცხავი მსოფლმხედველობიდან სინამდვილეში ყვეაფერი სწორია, უბრალოდ გონება ქმნის წინააღდეგობებს და ამ ''სტანდარტები გონების ჩარჩოები''-ისგან უნდა განვთავისუფლდეთ, რომ ჭეშმარიტება ვიპოვოთ, ან რამე ასეთი... ეს იმიტომ ხდება რომ ხალხს ვერ წარმოუდგენია რომ ეზოთერიკაში რაცაა ხელმისაწვდომი იმ გურუებს, მასწავლებლების, სწავლებების და მიმდინარეობების 99.99% უბრალოდ სიცრუეა.

რახან ეზოთერიკის სფეროში ერთი ''დიდი'' მასწავლებელი მეორესას ეწინააღდეგება ხალხს ის დასკვნა გამოაქვს, რომ ლოგიკა სულიერებასთან მიმართებაში არაადეკვატურია და როცა სულიერებას ვეხებით გვერძე უნდა გადავდოთ ჩვენი აზროვნება და შევძლოთ ორი ურთიერთგამომრიცხავ მსოფლმხედველობა შევათანხმოთ იმ ერთადერთის გაუქმებით რასაც შეუძლია რომ ეს წინააღდეგობა დაგვანახვოს და ეს არის ლოგიკა. რეალურად კი ისეთი სურათია რომ ამდენი წინააღდეგობები იმითაა განპირობებული, რომ ამ ეზოთერული ავტორებისა და მასწავლებლების სწავლების უდიდესი ნაწილი უბრალოდ სიცრუეა. ჭეშმარიტი მასწავლებელი ძალიან იშვიათია.
Merlin
და ამ ჭეშმარიტ მასწავლებელთან მისვლის ერთ-ერთი გზა წინააღდეგობებზე ყურადღების გამახვილება და მკაცრად ლოგიკური კრიტიკული აზროვნების კულტივირებაა.
Merlin
აი მაგალითად: ბლავატსკაიას უწერია, რომ ნებისმიერი სახის სექსუალური პრაქტიკები ''სულიერი'' მიზნებისთვის არის შავი მაგია. მეორეს მხრივ ჩვენ მაგალითად გვაქვს ოშო, რომელიც ტანტრისტულ პრაქტიკებს ძალიან უწევს რეკომენდაციას, იმდენადაც კი, რომ ამ პრაქტიკების სკოლაში სწავლების აუცილებლობაზეც კი ლაპარაკობს. აი აქედან არის ერთი გამოსავალი: ან ოშოა ცრუ მასწავლებელი ან ბლავატსკაია.

კიდევ ერთი მაგალითი: უამრავი ადმაიანია, რომელიც ფიქრობს რომ კრიშნამურტიც და ოშოც გასხივოსნებული მასწავლებლები იყვნენ. რეალობი ისეთია, რომ ოშო ტანტრისტულ სექსს ასწავლიდა ხალხს, კრიშნამურტი კი ასეთ პრაქტიკების წინააღდეგი იყო და ფიქრობდა, რომ (ჩემი სიტყვებით, რომ გადმოგცეთ) სულიერებასთან არაფერი კავშირი არა აქვს, იმდენად რამდენადაც მისი აზრით სწორი სულიერი გზა მაღალმორალურ ცხოვრებას გულისხმობდა პირველ რიგში და ნებისმიერი სხეულებრივი პრაქტიკა თუმდაც ეს ხათხა იოგას ვარჯიში იყოს ადამიანს ვერანაირად ვერ მიიყვანს ''განსხივოსნებამდე''.

აქაც იგივე სურათია, ფუნდამენტურ საკითხზე არის ორი განსვხვაებული და ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება. აქედან კი ერთი გზაა: ან ოშოზე ვამბობთ რომ განსხივოსნებულია ან ბლავატსკაიაზე და კრიშნამურტიზე. და რადგანაც კრიშნამურტი და ბლავატსკაია ამ შემთხვევაში სრულ ჰარმოანიაში იმყოფებიან ბუდას და ქრისტეს სწავლებასთან, ამდენად დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია...
ერთაოზი
სად წაიყვავან სადაურსა სად აღუფხვრი საით ძირსაო შოთა ამბობს თუ ჩაეძიები", რომ საერთოდ მთელ მატერიალურ სამყაროში რაც არ უნდა მოხდეს შენ ჭეშმარიტ ბუნებაზე არ არის ზემოქმედების არანაირი შანსი, იმიტომ რომ არამატერიალური იყო, ახლაც არამატერიალურია და არასდროს არ იცვლება, მიუხედავად ეგოს (გამრუდებულად) წარმოდგენისა რასაც იწვევს თავის გაიგივება კონკრეტულ სხეულთან რომელშიც ბავშვობაში ეხვევა სოციუმის კონცეფციაში რომ "შენ ხარ მხოლოდ ეს სხეული რომელიც იცვლება, კვდება, და რაღაც მოდელს გვიხატავს სამყაროს ქმნილებაზე. განა გვქონდა შანსი ეჭვი შეგეტანა იმაში რომ რასაც მშობლები, სკოლა და მთელი მატერიალური სამყარო გიჩიჩინებს? რა თქმა უნდა არა.
მაგრამ ცირკი ისა რომ ინტელექტუალურ დონეზე ბევრს ესმის "სულის" ჯონცეფცია მაგრამ პირველივე რაიმე მახვილი ფიქრი გვაგდებს "უკან ინდივიდუალური კონცეფციის ხრამში. უმეტესობა მთავარი სულიერი პრაქტიკების არსია ყველა ეგოს მოქმედებაზე დაკვირვება (კონტროლი) დისტანცირებულად თუ როგორ იყენებს ფარად გარე სამყაროდან მიღებულ, იგივე ეგოს მიერვე დახატული ირიბი მსოფლმხედველობით ჩამოყალიბებულ რა თქმა უნდა ირიბ წარმოდგენებს, სოციუმისგან "ხელოვნურად შექმნილ სტერეოტიპებს.
earth
Merlin
ძალიან საინტერესოა შენი მსჯელობები, მომეწონა ამ თემის ამ კუთხით განხილვა და ვფიქრობ, რომ სრულიად მართალი დაწერე.
Merlin
მადლობაsmile.gif)
nancho41
დევადასი, გამოქვეყნებულია ჟურნალ ფლეიბოიში
დევადასი _ სექსი უფლის სამსახურში
`მეძავთან დაწოლა კეთილშობილური საქციელია და ყველა ცოდვისაგან გვიხსნის”
(ძვველი ინდური სატაძრო ჰიმნიდან)
ღვთაებრივი, რელიგიური, რიტუალური ანუ სატაძრო სექსი ჩვენი პატარა პლანეტის ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, ანტარქტიდის გარდა. ევროპელები ყველაზე უფრო კარგად ანტიკური ხანის ხმელთაშუაზღვისპირულ, შუმერულ, ფინიკიურ და ბიბილინურ სატაძრო სექსს იცნობენ, მაგრამ ინდოეთში, ოკეანიის კუნძულებსა და ზოგიერთი ტომის ამერიკელ ინდიელებში ეს ინსტიტუტი ბოლო დრომდე შემორჩა. მაგალითად ინდოეთში, მიუხედავად ინდირა განდის მთავრობის უდიდესი ზეწოლისა, სატაძრო სექსი (რაც სიტყვიდანაც ჩანს), წმინდა რელიგიურ ხასიათს ატარებდა და ახლაც ატარებს.
სატაძრო სექსის პროპაგანდას უმთავრესი ადგილი უჭირავს უძველეს ინდურ წმინდა წიგნებში, პურანებში (სანსკრიტულად `მითები ძველ დროებებზე”). ეს ენციკლოპედიური ნაშრომი ჰინდური თქმულებებისა და მითების მთავარ წყაროს წარმოადგენს. ძველი ინდოეთის უდიდეს ეპოსში, `მაჰაბჰარტაში” დიდი პატივისცემით მოიხსენიებიან დევა-ვეშიები (`ღვრთაებრივი მეძავები”). ნაშრომში `ვიშნუ სიმჰიტამია” აღნიშნულია, რომ მეძავთან შეხვედრა ბედნიერების მომტანია. კიდევ ერთი წმინდა წიგნი, `მატსია ჰურანა” ამტკიცებს: `თუ ვეშიას შეხვდები, მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში ბედნიერი და მომგებიანი იქნება”.
მიუხედავად ვითომ გაევროპელებული ინდოეთის მთავრობის მიერ წამოწყებული `ანტიპროსტიტუციული” კომპანიისა, ადგილობრივ ხალხებში წმინდა დევადასები (სანსკრიტზე `ღვთის მსახურები”) ახლაც კი დიდი პატივისცემით სარგებლობენ. მაგალითად ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში იმ თიხაში, საიდანაც დიდი ქალღმერთის, დურგას (სანსკრიტულად `რთულად მისაღწევი~) გამოქანდაკებას აპირებენ, აუცილებლად ურევენ `ბოზის” სახლის ზღურბლიდან აღებულ მიწას.
თუმცა ინდირა განდის მცდელობას უკვალოდ არ ჩაუვლია _ მანამდე ეს ყველაფერი უფრო მასობრივ ხასიათს ატარებდა. სანდალების ტომის ყველა გოგონა სატაძრო სექსის სკოლას გადიოდა, ხოლო ტამილელი მკერავების ყველა ოჯახში ერთ-ერთი გოგონა პატარაობიდანვე ემზადებოდა წმინდა მეძავეობისათვის. განთქმული ინდოელი `ბაიადერკები” (არაბული ტერმინია) ანუ დევა-დასები ამ ქვეყნის ყველა დიდ და მომცრო ტაძარში მოღვაწეობდნენ. მათ ღმერთის ცოლებად თვლიდნენ და ახლაც თვლიან, თუმცა უფრო `ნაკლები მასშტაბით”. ბაიადერკები უზადო სილამაზის მოცეკვავეებსა და კურტიზან ქალებს ეწოდებოდათ. ისინი თავს უმთავრესად სიყვარულის ღმერთის, კამას ტაძრებში იყრიდნენ (გაგახსენდათ `კამა-სუტრა”? _ სიტყვა კამა სიყვარულს, ვნებას ნიშნავს). დევადასები გოპების _ უფალ კრიშნას საყვარელი მწყემსი ქალების, და აგრეთვე ქალღმერთ ლაკშმის ინკარნაციებად ითვლებიან დედამიწაზე. ლაკშმი სანსკრიტზე ბედნიერებას ნიშნავს. ეს ქალღმერთი ინდუიზმში გამარჯვებისა და ბედნიერების სიმბოლოა. ის მჭიდროდაა დაკავშირებული ეროტიკასთან, რადგანაც სიყვარულის ღმერთ კამას დედაა. მისი ღვთაებრივი ატრიბუტია პადმა ანუ მცენარე ლიტოსი – აღმოსავლეთში საშოს სიმბოლო. ბერძნული აფროდიტასა და რომაული ვენერას მსგავსად, ლაკშმიც სამყაროს შექმნისას `ზღვის ქაფიდან” წარმოიშვა.
ამ ლირიული გადახვევის შემდეგ ისევ დევადასების თემას დაუბრუნდეთ. ტაძრების ქურუმები ხშირად გოგონებს ღარიბი მშობლებისგან ყიდულობდნენ, მაგრამ უმეტესად ღვთისმოსავ მამებსა და დედებს ქალიშვილები ტაძრებში ადრეული ასაკიდანვე თვითონვე მიჰყავდათ, რადგანაც მიაჩნდათ, რომ ამით მათი შვილები პირდაპირ `სამოთხის ბილეთს” იღებდნენ. დევადასების დიდი ნაწილი საუკეთესო და უმდიდრესი ოჯახებიდან იყო გამოსული _ `ოჯახიშვილობას~ ვერაფრით დაუწუნებდით.
სპეციალურ სატაძრო სკოლებში ასკეტურად მცხოვრები გოგონები თავიანთი სპეციფიური მოვალეობების შესრულებას სწავლობდნენ. მათ აქ ასწავლიდნენ საკულტო რიტუალების შესრულებას, ცეკვას, სიმღერას, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, დახვეწილ მანერებს და აგრეთვე სიყვარულის ხელოვნებას. ასეთი განათლება მათ მაღალ რეპუტაციას უზრუნველყოფდა.
პირველი მენსტრუალური ციკლის შემდეგ ტარდებოდა დევადასად `კურთხევის~ რიტუალი, რომელის დროსაც მომავალი `უფლის მეუღლე~ დეიდშობილა უნდა ყოფილიყო.
სიდიდითა და სილამაზით განთქმულ სომნატის ტაძარში, VIII-XVII საუკუნეებში მუდმივად 500-ზე მეტი დევადისი ირიცხებოდა. მათ ტაძარში წესრიგის დაცვაც ევალებოდათ, მაგრამ დევადასის მთავარი მოწოდება სხვადასხვა ცერემონიების დროს რელიგიური შინაარსის ცეკვებისა და სიმღერების შესრულება იყო. მათ მოვალეობაში შედიოდა აგრეთვე სექსუალური კონტაქტი ქურუმებთან და იქ ჩასულ მორწმუნეებთან, უმთავრესად ტანტრისტ იოგებთან. მაგრამ დევადასებზე და სექსზე საუბრისას არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, ამ `სექსით მადიდებელთა~, ან უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, `სექსმადიდებელთა~ ცნობიერება ჩვენი ცნობიერებისგან ძალიან განსხვავდება და ამიტომ ჩვენი `მერკებით~ მათი განსჯა-განკითხვა, რბილად რომ ვთქვათ, დიდი სიბრიყვე იქნებოდა. აქ პირველ რიგში ისაა გასათვალისწინებელი, რომ დევადასისთვის სექსში აბსოლუტურად, წარმოიდგინეთ აბსოლუტურად არაფერია ცუდი, ბილწი, უარყოფითი; სექსი მათი რელიგიის განუყოფელი ნაწილია _ ქალური და მამაკაცური ენერგიების გაცვლის და გაერთიანების, გარესამყაროსთან ჰარმონიის დამყარების ყველაზე საიმედო საშუალება. მათთვის, ისევე როგორც მრავალი სხვა აზიელისთვის, სექსი ლოცვაა და არა გარყვნილება. და კიდევ: `კლიენტის~ მომსახურებით დევადასი თვით უფალს ემსახურება, რადგან მისი რწმენით ღმერთი ყველაშია და ყველა ღმერთია... ღმერთს ემსახურება ისიც, ვინც დევადასისთან ურთიერთობს.
დევადასისთან სექსი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, მაგალითად მეოცე საუკუნის დასაწყისში, ვიღაც ნიზამიმ ქალაქ ჰაიდარაბადიდან, ერთ დევადასის სამი დღის მანძილზე 1000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. მიუხედავად ამისა, თვითონ დევადასი თავის მოვალეობას უანგაროდ ასრულებდა _ მასთან ურთიერთობაში გადახდილი ფული ტაძარს ხმარდებოდა.
დევადასის სექსუალური შესაძლებლობების შესახებ საინტერესო მასალას გვაწვდის XIXს. ბოლოსა და მე-XX საუკუნის დასაწყისის ცნობილი ინგლისელი მოგზაური ალენ როსი. იგი ასეთ ისტორიას გვიყვება: `მოცეკვავე ფეხშიშველი შემოვიდა, იგი დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა, ლამაზი, გამოცდილი და ამავე დროს ბავშვური სახით. მას აბრეშუმის გამჭირვალე სარი (კაბა) ემოსა; ხელები და ფეხები შიშველი ჰქონდა, თავზეც არაფერი ეხურა. მან ცეკვა მუსიკის თანხლების გარეშე დაიწყო. ყოველი მისი გამოხედვიდან და მოძრაობიდან ვნებიანობა გამოსჭვიოდა”. სტუმარი ეროტიკულმა ჰიპნოზმა შეიპყრო. მოცეკვავის ნელი, მომაჯადოვებელი და ექსტაზის მომგვრელი ცეკვა სექსუალურობის ყველა სპექტრს ასხივებდა. ცეკვა რამდენიმე საათს გარძელდა. შემდეგ ქალმა დახვეწილი მოძრაობით ტანსაცმელი შემოიძარცვა და სტუმარს ლოგინისკენ მიუთითა. მისი იონი (საშო) და ალენის ლინგამი (ფალოსი) ერთმანეთს შეერწყნენ. ქალი სექსუალური აქტის დროს მუდმივად მინიპულირებდა მენჯის კუნთებით და თან ბზუილის მაგვარ ბგერებს გამოსცემდა. ცნობილია, რომ ხმის ასეთ ტემბრს ტრანსის გამოწვევა შეუძლია. მოვუსმინოთ მოგზაურს: `უეცრად ვიგრძენი, თითქოს ტვინი ამიფეთქდა და სხვა განზომილებაში გადავინაცვლე. ოთახის კედლები დადნა. ჩემი სხეულის ყოველმა უჯრედმა ზეადამიანური ექსტაზი განიცადა. მთელს ცხოვრებას მივცემ, ოღონდაც ის ერთი წამი კიდევ განმეორდეს!~.
საინტერესოა, რომ დევადასები ინდუისტები კი არა, უმთავრესად ტანტრისტები არიან. ტანტრა ექსპერიმენტულ მეთოდს წარმოადგენს, მისი მიზანი ადამიანის მიერ საკუთარი ფარული და გაუცნობიერებელი შესაძლებლობების განვითარებაა. ტანტრა უარყოფს სულიერსა და ფიზიკურს შორის წინააღმდეგობის არსებობას, სწორედ ამიტომ სექსს ამ მოძღვრებაში უმთავრესი ადგილი უჭირავს. ტანტრისტული სკოლები ისტორიულად არა მხოლოდ მხარს უჭერენ დევადასების მონაწილეობას სექსში, არამედ იმის კლასიფიკაციასაც კი ახდენენ, თუ ქალის რომელი ფსიქოფიზიკური ტიპია ოპტიმალური ამა თუ იმ რიტუალის შესასრულებლად. მაგალითად ფასიანი `პროსტიტუციის” განსაკუთრებულ რიტუალს, რომელსაც კუმარი-პუჯა (`ქალიშვილის თაყვანისცემა”) ეწოდება, ახალგაზრდა გოგონები ასრულებენ. ეს რიტუალი დეფლორაციით (ქალიშვილობის დაკარგვით) მთავრდება. ტრაქტატ `ნილა ტანტრაში” აღნიშნულია, რომ დეფლორაციის შემდეგ კუმარის მამაკაცმა ფული და ძვირფასეულობა უნდა მიართვას. ამას გარდა, თუკი გოგონა დევადასი არ გახდა, იგი ვალდებულია მომავალში მის დაქორწინებაზეც იზრუნოს.
დევადასისთან დაკავშირებით ევროპელები ზოგჯერ ტერმინ `სატაძრო პროსტიტუციასაც~ იყენებენ, თუმცა ეს სიტყვა ლათინური წარმომავლობისაა და აზრობრივად სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე დევადასის (`ღმერთების მსახური”).
სიტყვა დევა-დასი თავისთავად უფალთანაა დაკავშირებული, უფრო კონკრეტულად კი ქალღმერთებთან და `პროსტიტუციულ” კონტექტში მისი მოხსენიება უბრალოდ აბსურდია. დევადასის საქმიანობა სხეულით ვაჭრობა კი არ არის, არამედ რელიგიური ვალის აღსრულება.
არათუ დევადასისთან, არამედ სექსთან უშუალოდ დაკავშირებულ სიტყვებსა თუ ჟესტებსაც კი ინდოეთში უარყოფითი, ბინძური ქვეტექსტი არა აქვს. ავიღოთ თუნდაც ჩვენში ასე ფართოდ გავრცელებული გინება `შენი (ან ჩემი) დედის მუტელს შევეცი”. ინდოეთში ეს ტერმინი ისტორიულად უცხო და გაუგებარია არა მხოლოდ ტანტრისტისათვის, არამედ უკანასკნელი პლებეისთვისაც კი. იქაური ტაძრები, მაგალითად კჰაჯუ-რაჰუ, სექსუალური სცენებითა და სიმბოლოებით არის დახუნძლული, რაც ჩვენი წელთაღრიცხვის ევროპისთვის სრულიად უცხოა. აქ საქმე არც ისე რთულადაა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. ყველაფრის მიზეზი მარტივია: ერთი კულტურა სექსს ნორმალურად თვლიდა და ღვთაებრივ რანგშიც კი აიყვანა, მეორემ კი ეშმაკისეულად შერაცხა და ჩაახშო. ჩახშობილი სექსუალური ენერგია ათასგვარ უკუღმართობად ტრანსფორმირდება და გამოსასვლელს ეძებს. ამიტომაა, რომ ზოგი ქვეყანა ბილწსიტყვაობას მიაქვს, ზოგან კი გინება საერთოდ არ არსებობს.
იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ორგანული და ბუნებრივია დევადასის ფენომენი ინდური კულტურისთვის, ერთ მოკლე, მაგრამ ტევად ინფორმაციას მოგაწვდით: ის, რომ ინდური სიმღერისა და ცეკვის მრავალათასწლოვანმა, ურთულესმა და უნიკალურმა ტრადიციებმა ჩვენს დრომდე მოაღწია, პირველ რიგში სწორედ დევადასების დამსახურებაა.
ინდოეთში `სატაძრო პროსტიტუციის~ მოსპობას ჯერ კიდევ ინგლისელი კოლონიზატორები ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. დღესდღეობით ის აკრძალულია და მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ბოლო მოუღოს დევადასის ტრადიციას, თუმცა მისი ეს მიზანი, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით მაინც მიუღწეველი რჩება. აქამდე მხოლოდ ის მოახერხეს, რომ აღარ ტარდება დევადასად `კურთხევის~ სახალხო ცერემონიები. ამ რიტუალს ახლა მალულად, `იატაკქვეშეთში~ ატარებენ. მიუხედავად ამისა, `ღვთის მეუღლეთა~ რიგებს ყოველწლიურად 15 ათასამდე ინდოელი გოგონა ემატება.
nancho41
ამაზე რაღას იტყვით?
Merlin
smile.gif)))

პირველ რიგში სტატია სადაცააა გამოქვეყნებული ეგაა საინტერესო. ანუ ფლეიბოის ჟურნალისტის დაწერილ სტატიასთან გვაქვს საქმე სავარაუდოდ. უკვე კარგია...smile.gif)) ეს იმაზე მეტყველებს რომ სტატიაში უამრავი მიზანმიმართულ ფაქტების დამახინჯებას უნდა ველოდოთ...

შავი მაგია ძველ ინდოეთზე კიდევ უფრო ძველია, ატლანტიდის ეპოქაში უკვე არსებობდა შავი მაგია (თუ კიდევ უფრო უკან არა), ამდენად ის, რომ ტანტრისტული სექსი ახალი მოვლენა არაა ეს თავისთავად ცხადია. ინდუიზმშიც, ბუდიზმშიც და ასევე სხვა აღმოსავლურ სწავლებებშიც უამრავი მიმდინარეობა, სექტა და სკოლაა. მათი უმრავლესობა სრულიად ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიდის... სატაძრო სექსიც რათქმა უნდა არც ისე იშვიათი მოვლენაა ქრისტეშობამდელ სამყაროში. მაგრამ რას გვაძლევს ეს ყველაფერი რეალურად, რას ვიგებთ აქედან? მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ არსებობდა ძველ სამყაროში რელიგიები, რელიგიური ტრადიციები და სკოლები რომლებიც რიტუალურ ან ტანტრულ სექსს დასაშვებად მიიჩნევდა. მაგრამ ეს ფაქტი არანაირად არ გვაძლევს იმ კითხვაზე პასუხს სწორია თუ არა ასეთი პრაქტიკა.

ამ სტატიაში ძირითადად ინდოეთზე იყო ლაპარაკი. იდოეთში კიდე ერთდროულად იმდენი რამე ხდება, და ინდუიზმი იმდენად ჭრელია, რომ ერთ კონკრეტულ მაგალითს ვერ ავიღებთ და ვერ განვაზოგადებთ და ვერ ვიტყვით, რომ ამას ამბობს ინდური სულიერება. მაგალითად არა ძალადობის პრინციპი ბევრი იდური მიმდინარეობისთვის ამოსავალი წერტილია, მაშინ როდესაც რომელიღაც ინდური კულტის დღესასწაულზე რამოდენიმე ათას ძროხას აჭრიან თავს. ერთნი სრულ სქესობრივ სიწმინდეს ქადაგებენ და დანარჩენები სქესობრივი სიამოვნებებისკენ მოუწოდებენ ხალხს. ავიღოთ თუმდაც ქრისტეანობა - ანთროპოსოფიისტებიც ქრისტეანებად მიიჩნევენ თავს და იეზუიტებიც, რომ ჰკითხო ორივე ქრისტეანია, მაგრამ მათი მსოფლხმედველობა სრული საპირისპიროა. ორივე ქრისტეანობა ვერ იქნება, ერთი სწორია და მეორე არასწორი. იგივეა ინდუიზმშიც და ბუდიზმშიც, არსებობს სწავლება, რომელსაც ბუდა ასწავლიდა და ნებისმიერ რამ რაც მის რეალურ მესიჯს ეწინააღდეგება უკვე აღარაა ბუდზმი. ინდუიზმს რაც შეეხება, ეს რელიგია იმდენად ჭრელია, რომ ნამდვილ ინდუიზმზე და ცრუ ინდუიზმზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებთ. მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ინდუიზმის ზოგი მიმართულება სწორ სულიერებას სთავაზობს ადმიანებს ზოგი კი შავ მაგიას, თეთრ სახვევში.

ზოგადად ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ბევრი ისეთი რამ რაც უტყუარ ჭეშმარიტებად გვეჩვენებოდა სიცრუე შეიძლება აღმოჩნდეს. პოპულარული და გავრცელებული არაფერს წყვეტს ჭეშმარიტებასა და სიცრუესთან მიმართებაში. სულიერი სამყარო სავსეა სულიერი არსებებით, ამ არსებების დიდი ნაწილი სწორი ევოლუციის არსებები არიან, და მათ უნდათ ადამიანები იმ მიმართულებით წაიყვანონ რა მიმართულებითაც ადამიანი უნდა მიდიოდნენ. მაგრამ არიან ასევე დეგრედირებული არსებები, რომლებიც კაცობრიობას ან მატერიის ჯურღმულებისკენ ექაჩებიან ან დამახინჯებული ფორმის სულიერებას სთავაზობენ. ამ ტიპის გადაგვარებული სულიერი არსებების გავლენა ძალიან დიდი დედამიწაზე და რელიგიების და სულიერი სწავლებების დიდი ნაწილის უკან ისინი დგანან. ამდენად ის ფაქტი, რომ ძველ დროში სატაძრო სექსი და ტანტრისტული პრაქტიკები იყო გავრცელებული, მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების ძველ ფესვებზე მეტყველებს.
Merlin
კაცობრიობა ლემურიის ეპოქაში სექსმა დასცა და ''ადამი და ევა სამოთხის ბაღიდან გააძევეს, იმის გამო რომ აკრძალული ხილი იგემა'' მომავალში სექსზე გამარჯვებით უნდა დაუბრუნდეს ადამიანი ღვთაებრივ მდგომარეობას.

''''ერთი კულტურა სექსს ნორმალურად თვლიდა და ღვთაებრივ რანგშიც კი აიყვანა, მეორემ კი ეშმაკისეულად შერაცხა და ჩაახშო. ჩახშობილი სექსუალური ენერგია ათასგვარ უკუღმართობად ტრანსფორმირდება და გამოსასვლელს ეძებს. ამიტომაა, რომ ზოგი ქვეყანა ბილწსიტყვაობას მიაქვს, ზოგან კი გინება საერთოდ არ არსებობს.''''

სექსუალურ ცენტრში ადამიანის ცხოველური ინსტინქტებია თავმოტრილი, ადეპტმა ქვედა ცენტრები უნდა გააჩუმოს და ენერგია უნდა აამაღლოს ზემოთა ცენტრებამდე. ჩახშობა, რომ უფრო ცუდია ვიდრე ენერგიის დაკარგვა, ამიტომაა ზემოთ რაც მეწერა, რომ ბევრი სულიერი სწავლება ოჯახში ცხოვრებას უწევს რეკომენდაციას მათთვის ვინც ასკეტიზმისთვის მზად არაა.
დათო.
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 11:20 AM) *
აი მაგალითად: ბლავატსკაიას უწერია, რომ ნებისმიერი სახის სექსუალური პრაქტიკები ''სულიერი'' მიზნებისთვის არის შავი მაგია. მეორეს მხრივ ჩვენ მაგალითად გვაქვს ოშო, რომელიც ტანტრისტულ პრაქტიკებს ძალიან უწევს რეკომენდაციას, იმდენადაც კი, რომ ამ პრაქტიკების სკოლაში სწავლების აუცილებლობაზეც კი ლაპარაკობს. აი აქედან არის ერთი გამოსავალი: ან ოშოა ცრუ მასწავლებელი ან ბლავატსკაია.

კიდევ ერთი მაგალითი: უამრავი ადმაიანია, რომელიც ფიქრობს რომ კრიშნამურტიც და ოშოც გასხივოსნებული მასწავლებლები იყვნენ. რეალობი ისეთია, რომ ოშო ტანტრისტულ სექსს ასწავლიდა ხალხს, კრიშნამურტი კი ასეთ პრაქტიკების წინააღდეგი იყო და ფიქრობდა, რომ (ჩემი სიტყვებით, რომ გადმოგცეთ) სულიერებასთან არაფერი კავშირი არა აქვს, იმდენად რამდენადაც მისი აზრით სწორი სულიერი გზა მაღალმორალურ ცხოვრებას გულისხმობდა პირველ რიგში და ნებისმიერი სხეულებრივი პრაქტიკა თუმდაც ეს ხათხა იოგას ვარჯიში იყოს ადამიანს ვერანაირად ვერ მიიყვანს ''განსხივოსნებამდე''.

აქაც იგივე სურათია, ფუნდამენტურ საკითხზე არის ორი განსვხვაებული და ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება. აქედან კი ერთი გზაა: ან ოშოზე ვამბობთ რომ განსხივოსნებულია ან ბლავატსკაიაზე და კრიშნამურტიზე. და რადგანაც კრიშნამურტი და ბლავატსკაია ამ შემთხვევაში სრულ ჰარმოანიაში იმყოფებიან ბუდას და ქრისტეს სწავლებასთან, ამდენად დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია...

მართალია, არის რაღაცები, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, არამართებულია, თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით, თუკი რაიმე არამართებულობაა, უპირველესად, უტოპიური იდეის ჩამოყალიბებაა, რომ გინდა თუ არა, მაინცდამაინც ეს გზაა მართებული, არა სხვა.
ყველა ადამიანი ეგზისტენციალურია, განურჩევლად, თავისი დოზით, აქედან გამომდინარე, ის ფლობ ემპირიულობას, რომლის შემთხვევაში, შეიძლება, გამოდგეს ის, რაც მეორის შემთხვევაში არ გამოდგება და პირიქით.. ვიღაც ირჩევს აბსტინენციას, გარკვეული დროით, ვიღაც პერმანენტულად, ცხოვრების ბოლომდის, ვიღაც კი, საერთოდ, აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას ეწევა და ეს, თავის მხრივ, არ მეტყველებს იმაზე, რომ რომელიმე მათგანი ერთმნიშვნელოვნად მართებულია და სხვა დასაგმობი, რამდენადაც ახლოს არ უნდა იყოს რომელიმე რელიგიის სისტემასთან.
საერთოდ, ეს არგუმენტი, მე თუ მკითხავთ, რომ რაღაც დებულება, ვთქვათ, პირობითად, ახლოს არის ქრისტიანობასთან და შესაბამისად, მართებულია, წმინდა ავტორიტეტულია.
Merlin
რა თქმა უნდა ყველას თავისი არჩევანი აქვს და ამ არჩევანსაც აქვს მიზეზები. აქ იმაზე არაა ლაპარაკი, რომ ესაა სწორი და გინდა თუ არ გინდა ეგ უნდა აკეთო. აქ ლაპარაკია იმის დადგენაზე რა არის მართებული და რა არ არის სულიერი თვალსაზრისით. რაიმესკენ მოწოდებას ჩემი მხრიდან არ ჰქონია ადგილი. მაგრამ თუ ეზოთერულ ფორუმზე ვწერთ ეს თავისთავად უნდა ნიშნავდეს იმას რომ გვაინტერესებს რა არის სწორი და რა არასწორი. რა თქმა უნდა არის მრავალი საკითხი, მაგალითად კვება, სექსუალური ცხოვრება, საქმიანობის ესა თუ ის სფერო, რომელიც ძალიან ინდივიდუალურია და მაგალითად ვინმესთვის თუ მკაცრი მარხვაა საჭირო და ცხოვრელური პროდუქტისგან მაქსიმალური თავშეკავება, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც პირიქით შეიძლება იყოს. ასეა სექსშიც, ზოგისთვის სექსის აკრძალვა ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს, ვიღაცა კიდე გადაარჩინოს მაგრამ არსებობს იდეალური მდგომარეობები, რომლისკენაც ადამიანი უნდა ესწრაფვოს. ეს იდეალები ობიექტურად არსებობს დამოუკიდებლად ადამიანის კონკრეტული მდგომარეობისა, და ამ ინდეალებს ადამიანი სასურველია რომ ესწრაფვოდეს. იმის და მიუხედავად რომ კაცობრიობის არსებულ მდგომარეობაში ურთულესია თუმდაც ერთ პარტნიორთან ყოფნა მთელი ცხოვრება, თუმდაც იმიტომ, რომ ძნელია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარებას შეძლებს ადამიანი დაწყებული ახალგაზრდობიდან გარდაცვალებით დამთავრებული, მაგრამ ის რომ ერთ ადამიანს ერთი უნდა ყავდეს და იმას უტრიალოს მთელი ცხოვრება, ან კიდევ უფრო მაღალ იდეალურ შემთხვევაში საერთოდ გადალახოს სქესობირივი სურვილები არის ის იდეალები, რომლებიც უცვლელად დგას და ადამიანი საიდანაც არ უნდა იწყებდეს ამ იდეალების მიღწევას უნდა ესწრაფოდეს. ამ იდეალებზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი და არა იმაზე ვის შეუძლია ასე ცხოვრება და ვის არა.

''''მე თუ მკითხავთ, რომ რაღაც დებულება, ვთქვათ, პირობითად, ახლოს არის ქრისტიანობასთან და შესაბამისად, მართებულია, წმინდა ავტორიტეტულია.''''

ახლა ქრისტეანობის თემასაც შეგვიძლია შევეხოთ. ავტორიტეტულობა არაფერ შუაშია, არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება და ოკულტიზმ-ეზოთერიკის სფერო ამ ჭეშმარიტებების დადგენაა. ადამიანს არ შეუძლია ჰაერიდან მიიღოს რაიმე, იმიტომ რომ თავად ადამიანი ქმნილებაა, მასზე უფრო მაღალი არსებების შემოქმედება, ყველაფერი რაც ადამიანს გააჩნია მასზე უფრო მაღლა მდგარი სულიერი არსებების მიერ აქვს ნაბოძები. ამდენად ადამიანმა უნდა შეიმეცნოს ჭეშმარიტება და იქცეს დამოუკიდებელ თავისუფალ არსებად. მაგრამ სანამ მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება უკიდურესადაა შეზღუდული თავის მოტყუება იქნებოდა იმის ფიქრი, რომ მას შეუძლია ჭეშმარიტება შეიმეცნოს მასწავლებლის გარეშე. ყველა სფეროში რასაც ადამიანი ხელს ჰკიდებს მას მასწავლბელი გააჩნია, ლაპარაკს მშობლები ასწავლიან, წერა კითხვას სკოლაში სწავლობს და ასე შემდეგ. გამონაკლისი ვერც სულიერება ვერ იქნება. ადამიანს არ გააჩნია ბუნებრივად სულიერი ხედვის უნარი. შესაბამისად მანდ უნდა ისწავლოს იმათგან ვინც ეს უნარები მოიპოვა. დიდი რელიგიის დამაარსებლები სწორედ ან ასეთი ადამიანები იყვნენ ან კიდევ თავად იყვნენ სულიერი არსებები, რომლებიც განსხეულებაში ჩამოვიდნენ. მაგალითად ბუდდჰა ხელდასხმულია, ადამიანი, რომელმაც სულიერი სამყაროები შეიმეცნა, მეორეს მხრივ ქრისტე სულიერი სამყაროს მკვიდრი არსებაა, სამების სიმაღლეზე მყოფი, რომელიც პირველ საუკუნეში განსხეულდა დედამიწაზე. მისმა უშუალო მოსწავლეებმა დაწერეს ტექსტები, რომელიც ახალი აღთქმის წიგნადაა ერთად შეკრებილი. ამ წიგნში არის პირველადი ცნობები ქრისტეს რაბოსა და მისი სწავლების შესახებ. ამდენად თუ ვინმე არის დაინტერესებული სულიერებით ახალი აღთქმა და განსაკუთრებით სახარებები სულიერი ძიებისთვის აუცილებელი წიგნებია.

ხელდასხმულები საუბრობენ ქრისტეზე, როგორც სამების მეორე ჰიპოსტასზე, რომელიც უსასრულოდ უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის ბუდა. ნებისმიერი ანგელოზი ნებისმიერ ადამიანზე უფრო მაღალაა თავისი განვითარებით, ქრისტე და ანგელოზთა ცხრა იერარქიაზე უფრო მაღლა დგას. ეს ყველაფერი რელიგიური რწმენა არ არის მხოლოდ და მხოლოდ, ამას ასწავლიან დიდი ოკულტისტები და ჭეშმარიტი ეზოთერიკის მასწავლებლები და ასწავლიან იმიტომ, რომ ხედავენ და იციან.
დათო.
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 08:50 PM) *
რა თქმა უნდა არის მრავალი საკითხი, მაგალითად კვება, სექსუალური ცხოვრება, საქმიანობის ესა თუ ის სფერო, რომელიც ძალიან ინდივიდუალურია და მაგალითად ვინმესთვის თუ მკაცრი მარხვაა საჭირო და ცხოვრელური პროდუქტისგან მაქსიმალური თავშეკავება, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც პირიქით შეიძლება იყოს. ასეა სექსშიც, ზოგისთვის სექსის აკრძალვა ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს

ამასვე ვამბობ მეც და რატომღაც, იმგვარად მომეჩვენა, თითქოსდა, ამის ამბივალენტურს, კონტრასტულს იძახდი.
კიდევ ერთხელ, თვალნათლივ გადავხედე შენ პოსტს და აშკარაა, ამ სიტყვებზე დაყრდნობით – „აქედან კი ერთი გზაა: ან ოშოზე ვამბობთ რომ განსხივოსნებულია ან ბლავატსკაიაზე და კრიშნამურტიზე. და რადგანაც კრიშნამურტი და ბლავატსკაია ამ შემთხვევაში სრულ ჰარმოანიაში იმყოფებიან ბუდას და ქრისტეს სწავლებასთან, ამდენად დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია...“, ცდილობ, რომ ერთი, მართებული ნიმუში გამოყვანო, რომლის მიმართაც, მეორე მცდარია.
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 08:50 PM) *
მაგრამ არსებობს იდეალური მდგომარეობები, რომლისკენაც ადამიანი უნდა ესწრაფვოს. ეს იდეალები ობიექტურად არსებობს დამოუკიდებლად ადამიანის კონკრეტული მდგომარეობისა, და ამ ინდეალებს ადამიანი სასურველია რომ ესწრაფვოდეს.

იმ ღირებულებებიდან გამომდინარე, რაც გამაჩნია, მე, როგორც ერთი, რიგითი ადამიანი, ვერ დაგეთანხმები.
ჩემთვის, არ არსებობს იდეალური მდგომარეობა, თუ აქ უშვალოდ ჩემი პოტენციური მდგომარეობის თანდასწრება არ არის განხილული.
ანუ, მეტად სკრუპულოზურად რომ ვთქვა, მე პრეტენზია არ მაქვს, რომ იდეალურ მდგომარეობას ვფლობ, უბრალოდ, მე ვისახავ მიზანს, გავხდე იმაზე მეტი, ვიდრე ვარ და არანაირ ჩემ გარეშე, დამოუკიდებელ იდეალს არ მოვუხმობ, – რამდენადაც ვთქვი, ეს მხოლოდ ჩემი ხედვაა. –
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 08:50 PM) *
იმის და მიუხედავად რომ კაცობრიობის არსებულ მდგომარეობაში ურთულესია თუმდაც ერთ პარტნიორთან ყოფნა მთელი ცხოვრება, თუმდაც იმიტომ, რომ ძნელია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარებას შეძლებს ადამიანი დაწყებული ახალგაზრდობიდან გარდაცვალებით დამთავრებული, მაგრამ ის რომ ერთ ადამიანს ერთი უნდა ყავდეს და იმას უტრიალოს მთელი ცხოვრება,

ეს იმას ჰგავს, ერთი შემთხვევიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველაფერი ისწავლო, – რაზეც დამეთანხმებით, ალბათ, რომ შეუძლებელია ყოველმხრივ, – ასევე, ადამიანებს, რომლებთანაც ამა თუ იმ დროით, ესა თუ ის ურთიერთობა გვაქვს, თავისი დატვირთა აქვს, რომელიც უნდა აღასრულოს.
ხოლო ის ფაქტი, რომ როდესაც ერთ ადამიანთან ხარ ურთიერთობაში, მისით საზრდოებდე, კმაყოფილდებოდე და უბრალოდ, სხვისი მოთხოვნილება არ იყოს შენში, სრულებით ადეკვატური.
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 08:50 PM) *
ან კიდევ უფრო მაღალ იდეალურ შემთხვევაში საერთოდ გადალახოს სქესობირივი სურვილები არის ის იდეალები, რომლებიც უცვლელად დგას და ადამიანი საიდანაც არ უნდა იწყებდეს ამ იდეალების მიღწევას უნდა ესწრაფოდეს

სექსუალური სურვილის გაქრობა თავის თავში არანაირ ღირებულებას არ შეიცავს, პირიქით, ფუნდამენტალურად ტრაგედიული ფაქტია და საერთოდაც, არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას, თუკი ვინმეს სურს. აი, თუ გაქრობის მაგიერ, სუბლიმაციაზე ვსაუბრობთ, აქ კი, მართლაც, დიდ ძალისხმევასთან გვაქვს საქმე.
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 08:50 PM) *
იმიტომ რომ თავად ადამიანი ქმნილებაა, მასზე უფრო მაღალი არსებების შემოქმედება, ყველაფერი რაც ადამიანს გააჩნია მასზე უფრო მაღლა მდგარი სულიერი არსებების მიერ აქვს ნაბოძები.

უკაცრავად, ამას საიდან, რაზე დაყრდნობით, ამბობ?
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 08:50 PM) *
მაგრამ სანამ მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება უკიდურესადაა შეზღუდული თავის მოტყუება იქნებოდა იმის ფიქრი, რომ მას შეუძლია ჭეშმარიტება შეიმეცნოს მასწავლებლის გარეშე. ყველა სფეროში რასაც ადამიანი ხელს ჰკიდებს მას მასწავლბელი გააჩნია, ლაპარაკს მშობლები ასწავლიან, წერა კითხვას სკოლაში სწავლობს და ასე შემდეგ. გამონაკლისი ვერც სულიერება ვერ იქნება. ადამიანს არ გააჩნია ბუნებრივად სულიერი ხედვის უნარი.

ის, რაც თავისთავად, მისგან დამოუკიდებლივ თუ მისი მცდელობის შედეგად, არ არის უშუალოდ ადამიანში მოცემული, ვერანაირი გარეშე ობიექტი ვერ იქონიებს გავლენას, რაც არ უნდა კოლოსალური ტიპისა იყოს. თუ ხედვის უნარი არ გამაჩნია, რაც არ უნდა დამანახო, მის არსს იოტისოდენა დონეზეც ვერ ჩავწვდები.
Merlin
'''', ცდილობ, რომ ერთი, მართებული ნიმუში გამოყვანო, რომლის მიმართაც, მეორე მცდარია. '''' მე არ მითქვამს, რომ ყველაფერი სუბიექტური და ინდივიდუალურია. მე ვთქვი რომ არის რაღაც საკითხები რაშიც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო და კონკრეტულად ვერ გადაუწყვიტავ ყველას ერთიანად ვინ რა ჭამოს და რამდენჯერ ჰქონდეს სექსი, მაგრამ არის უკვე ისეთ საკითხებში თუ ზოგადად რა რა არის, რა არის სწორი ცოდნა, სწორი თეორია, სწორი სწორი გზა, სწორი მიზანი, სწორი პრაქტიკა, სწორი შემეცნება, სწორი აზრი და ასე შემდეგ ობიექტურობა სასიცოცლოდ აუცილებელია. ამ ორს შორის განსხვავება ძალიან მარტივია - ერთი ეხება იმის დადგენას თუ ობიექტურად რა არის ჭეშმარიტი: მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექსის ფუნქცია გამრავლებაა. ეს არის ჭეშმარიტი დებულება. ამდენად იდეალურ შემთხვევაში ადამიანი სექსს უნდა იყენებდეს შვილის ჩასახვისთვის. მაგრამ იმის გამო, რომ იდეალური მდგომარეობისგან კაცობრიობა ძალიან არის დაცილებული, არის ოჯახური ცხოვრების რეკომენდაცია ნორმალური ცოლ-ქმრული ურთიერთობებით. ის საკითხი, უკვე თუ ვის რამდენად შეუძლია ამ იდეალებს მიუახლოვდეს, რა ტემპებით და როგორ არის უკვე ის სფერო სადაც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. თორემ ურთიერთგამომრიცხავი სულიერი სწავლებებიდან ორივე ჭეშმარიტი შეიძლება იყოს მეთქი ეს მე არ მითქვამს.

'''სევე, ადამიანებს, რომლებთანაც ამა თუ იმ დროით, ესა თუ ის ურთიერთობა გვაქვს, თავისი დატვირთა აქვს, რომელიც უნდა აღასრულოს.''' თუ ადამიანი მაქსიმუმს აკეთებს თავისი შესაძლებლობებისა, რომ სწორად იცხოვროს და მაინც მოუწევს არაერთ ადამიანთან ჰქონდეს ურთიერთობა ცხოვრების მანძილზე, ეს მისი პირადი კარმაა. ანუ კარმულად უამრავ განსხვავებულ მდგომარეობაში უწევთ ადამიანებს მოხვედრა, მაგრამ ეს კონკრეტული ადამიანის პირადი ხარვეზია, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გამოსწორდეს კარმის გამოსყიდვის გზით.

'''თუ გაქრობის მაგიერ, სუბლიმაციაზე ვსაუბრობთ, აქ კი, მართლაც, დიდ ძალისხმევასთან გვაქვს საქმე''' გადალახვაში რა თქმა უნდა მაგას ვგულისხმობ. ისე კი საინტერესოა, ადვილად შეიძლება სურვილის გაქრობაო, ამაში რას გულისხმობთ.

'''უკაცრავად, ამას საიდან, რაზე დაყრდნობით, ამბობ?'''
ოკულტური სწავლებებიდან. ანთროპოსოფია, თეოსოფია, კაბალა... ამის შესახებ რელიგიურ ტექსტებში უამრავი რამე წერია. და არა მარტო რელიგიურში.

''''ის, რაც თავისთავად, მისგან დამოუკიდებლივ თუ მისი მცდელობის შედეგად, არ არის უშუალოდ ადამიანში მოცემული, ვერანაირი გარეშე ობიექტი ვერ იქონიებს გავლენას, რაც არ უნდა კოლოსალური ტიპისა იყოს. თუ ხედვის უნარი არ გამაჩნია, რაც არ უნდა დამანახო, მის არსს იოტისოდენა დონეზეც ვერ ჩავწვდები.'''

ცოტა გასამართია ეს გრამატიკულად. ახლიდან დაწერეთ ეგ რომ შევძლო ზუსტად პასუხის გაცემა. მაგრამ როგორც გავიგე ჯერ ისეც გიპასუხებთ: სულიერი ხედვის პოტენციალი რა თქმა უნდა ყველა ადამიანშია მოცემული. უფრო მეტიც წარსულში ყველა ადამიანი ბუნებრივად აღიქვავდა სულიერ სამყაროებს, მაგრამ სამაგრიეროდ მატერიალურ სამყაროს ვერ ხედავდა ისე მკაფიოდ, როგორც ახლა ხედავს. მაგალითად ლემურიის ეპოქაში მატერიალურ სამყაროს ბუნდოვანი სიზმარივით აღვიქვავდით, ატლანტიდის ეპოქაში სულიერი სამყაროების ხედვა და მატერიისა გათანაბრდა. შემდეგ ეპოქებში კიდევ უფრო მატერიაში დაეშვა ადამიანი, ქრისტეშობამდელი ევოლუცია მატერიის ათვისების ევოლუციაა, ანუ ძველი ეპოქებიდან რა აქეთკენ მოვდივართ, მით უფრო და უფრო კარგავდა კაცობრიობა სულიერ სამყაროებთან კავშირს, სამაგიეროდ მით უფრო და უფრო მკაფიოდ აღიქვავდა და ითვისებდა მატერიალურ სამყაროს. ეს პროცესი იქამდე გაგრძელდა მანამ სანამ ბერძნული ეპოქა რომაულში არ გადავიდა. რომის ეპოქაში დააბიჯა ადამიანმა ბოლომდე მატერიაში და გამოეთიშა სულიერ სამყაროებს. ეს იმიტომ იყო საჭირო, რომ ადამიანს დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოეპოვებინა სულიერი სამყაროებიდან მომდინარე ინსპირაციისგან, და ამავდროულად კოლექტიური სამშვინველის ნაცვლად ინდივიდუალური ჩამოეყალიბებინა, ქცეულიყო პიროვნებად. ეს მოვლა ძალიან ნათლად ჩანს კულტურულ მემვიდრეობაში. მაგალითად ბერძენისთვის კაცი იმდენად ფასობდა, რამდენადაც პოლისისთვის იყო სასარგებლო, რომის კულტურ ეპოქაში მოხდა პირველად ადამიანის, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის ღირებულების შეგრძნების ჩამოყალიბება. აქედან - რომაული სამართალი, რომელიც დღემდე გამოიყენება. და ყველაზე მნიშვნელოვანი - როგორც კი ადამიანი მთლიანად გამოეთიშა სულიერ სამყაროებსა და კოლექტური სამშვინველს და პიროვნული დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ დროს ხდება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - ძე ღმერთის ინკარნაცია დედამიწაზე, ღმერთის განკაცება, როგორც კოსმიური მისტერია, რომელმაც კაცობრიობას უკან დასაბრუნებელი ძალა მიანიჭა. ქრისტეს განსხეულება, რომ არა კაცობრიობა უკუნ სიბნელეში ჩაიკარგებოდა და სულიერი აღმასვლის არანაირი შესაძლებლობა არ ექნებოდა.
დათო.
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 11:08 PM) *
'''', ცდილობ, რომ ერთი, მართებული ნიმუში გამოყვანო, რომლის მიმართაც, მეორე მცდარია. '''' მე არ მითქვამს, რომ ყველაფერი სუბიექტური და ინდივიდუალურია. მე ვთქვი რომ არის რაღაც საკითხები რაშიც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო და კონკრეტულად ვერ გადაუწყვიტავ ყველას ერთიანად ვინ რა ჭამოს და რამდენჯერ ჰქონდეს სექსი, მაგრამ არის უკვე ისეთ საკითხებში თუ ზოგადად რა რა არის, რა არის სწორი ცოდნა, სწორი თეორია, სწორი სწორი გზა, სწორი მიზანი, სწორი პრაქტიკა, სწორი შემეცნება, სწორი აზრი და ასე შემდეგ ობიექტურობა სასიცოცლოდ აუცილებელია. ამ ორს შორის განსხვავება ძალიან მარტივია - ერთი ეხება იმის დადგენას თუ ობიექტურად რა არის ჭეშმარიტი: მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექსის ფუნქცია გამრავლებაა. ეს არის ჭეშმარიტი დებულება. ამდენად იდეალურ შემთხვევაში ადამიანი სექსს უნდა იყენებდეს შვილის ჩასახვისთვის. მაგრამ იმის გამო, რომ იდეალური მდგომარეობისგან კაცობრიობა ძალიან არის დაცილებული, არის ოჯახური ცხოვრების რეკომენდაცია ნორმალური ცოლ-ქმრული ურთიერთობებით. ის საკითხი, უკვე თუ ვის რამდენად შეუძლია ამ იდეალებს მიუახლოვდეს, რა ტემპებით და როგორ არის უკვე ის სფერო სადაც ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. თორემ ურთიერთგამომრიცხავი სულიერი სწავლებებიდან ორივე ჭეშმარიტი შეიძლება იყოს მეთქი ეს მე არ მითქვამს.

ანუ, საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, შენ, სუბიექტური ადამიანი, განსაზღვრავ ობიექტურ ჭეშმარიტებას და გვეუბნები, რომ სექსის ფუნქცია გამრალებაა, პლუს იდეალურ შემთხვევაში, იგი უნდა გამოვიყენოთ ჩასახვისთვის. აგრეთვე, გვეუბნები, აქედან გამომდინარე, ნათლად, რამდენადაც სხვა რამ არ უნდა იძახო – „აქაც იგივე სურათია, ფუნდამენტურ საკითხზე არის ორი განსვხვაებული და ურთიერთგამომრიცხავი შეხედულება. აქედან კი ერთი გზაა: ან ოშოზე ვამბობთ რომ განსხივოსნებულია ან ბლავატსკაიაზე და კრიშნამურტიზე. და რადგანაც კრიშნამურტი და ბლავატსკაია ამ შემთხვევაში სრულ ჰარმოანიაში იმყოფებიან ბუდას და ქრისტეს სწავლებასთან, ამდენად დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია...“, რომ მხოლოდ, ერთ-ერთი შეიძლება იყოს, ცალსახად, მართებული, შესაბამისად, მეორე – მცდარი.
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 11:08 PM) *
ისე კი საინტერესოა, ადვილად შეიძლება სურვილის გაქრობაო, ამაში რას გულისხმობთ.

იმას, რომ ზოგადად, სექსუალური ენერგია ძალზე მგრძნობიარეა, მაშასადამე, როგორც მისი გააქტიურება, ამაღლება, ისევე დამდაბლება, ლამის გაქრობის პირას მიჰყვანა არცთუ ისე ძნელად არის შესაძლებელი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ამას მხოლოდ ყოველდღიური ჩვევები განსაზღვრავს და ამას, თავის მხრივ, მხოლოდ თამბაქოს სისტემური, ჭარბი დოზით მოხმარება ეყოფა.
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 11:08 PM) *
ოკულტური სწავლებებიდან. ანთროპოსოფია, თეოსოფია, კაბალა... ამის შესახებ რელიგიურ ტექსტებში უამრავი რამე წერია. და არა მარტო რელიგიურში.

ეს ისედაც ცხადი იყო, უბრალოდ, მინდოდა, რომ უშუალოდ თავად გეთქვა. ჩემთვის, ცოდნა, რომელიც არ არის ემპირიულობაზე დაყრდნობით, არ არის ცოდნა.
მხოლოდ ის, რომ სადღაც, რაღაც წერია, ჩემთვის პირადად, საერთოდ, არაფერია.
QUOTE(Merlin @ Aug 31 2018, 11:08 PM) *
ცოტა გასამართია ეს გრამატიკულად. ცოტა გასამართია ეს გრამატიკულად. ახლიდან დაწერეთ ეგ რომ შევძლო ზუსტად პასუხის გაცემა

სრულ პასუხისგებლობას ვიღებ, რომ გრამატიკის თითოეული ასპექტით, აღნიშნული წინადადება მართებულია.
ასე რომ, არაფრის ახლიდან დაწერას არ ვაპირებ, თუ რამე ვერ გაიგე, ეგ უკვე შენი პრობლემაა.

P.S. მე პირადად, აქ ვაჩერებ დისკუსიას. ბუნებრივია, შეგიძლია, ამის მერე, რამდენიც გინდა, იმდენი დაწერო, უბრალოდ, ჩემგან პასუხს აღარ მოელოდო.
Merlin
გრამატიკა:

''''ის, რაც თავისთავად, მისგან დამოუკიდებლივ თუ მისი მცდელობის შედეგად, არ არის უშუალოდ ადამიანში მოცემული, ვერანაირი გარეშე ობიექტი ვერ იქონიებს გავლენას,'''

ის - ამის ნაცვლად უნდა ეწეროს იმაზე. ჩართულ წინადადებებს თუ ამოვაცლით (რაც მძიმეებითაა გამოყოფილი) გამოდის ეს: ის ვერანაირი გარეშე ობიექტი ვერ იქონიებს გავლენას. რაც ნამდვილად არაა გამართული. როცა ასეთი რთულ წინადადებასთან გვაქვს საქმე პირველი სიტყვა ჩართულ წინადადებას კი არა ბოლოს უნდა ებმოდეს გრამატიკული ფორმით.

გარდა ამისა აზრობრივადაც არასწორია, უბრალოდ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რადიოტალღებს ნამდვილად ვერ ხედავთ, მაგრამ არამგონია ფიზიკას თუ შეისწავლით (თუ უკვე არ იცით) რადიოტალღების რაობის გაგება გაგიჭირდეთ. ადამიანს რაციონალური აზროვნების უნარი იმიტომ აქვს, რომ ისეთი რამეების წვდომაც შეუძლია რაც მის აღქმაში უშუალოდ არ არის მოცემული.

მე თქვენთვის გრამატიკაში შენიშვნების მოცემის სურვილი არანაირად არ მქონდა, უბრალოდ მინდოდა რომ ზუსტად გამეგო რისი თქმა გინდოდათ.

'''თავის მხრივ, მხოლოდ თამბაქოს სისტემური, ჭარბი დოზით მოხმარება ეყოფა.''' თამბაქოს მოხმარება ასუსტებს სექსუალურ სურვილებს, მე რამდენადაც ვიცი მაგრამ ეს ნამდვილად არ ეყოფა ადამიანთა სრული უმრავლესობის შემთხვევაში.

''''ჩემთვის, ცოდნა, რომელიც არ არის ემპირიულობაზე დაყრდნობით, არ არის ცოდნა.
მხოლოდ ის, რომ სადღაც, რაღაც წერია, ჩემთვის პირადად, საერთოდ, არაფერია.'''' თქვენ რას ელოდებით, რომ ხელდასხმული, რომელსაც იმისი აღქმის უნარი აქვს როგორ აფორმირებენ იერარქიული არსებები ადამიანს სულიერ სამყაროში და შემდეგ მატერიაში უშვებენ, ეზოთერიკ.ჯი-ზე შემოვა და პოსტების წერას დაიწყებს? მე მაქვს არც თუ ისე მცირე ოკულტური გამოცდილება, განსაკუთრებით სხეულიდან გასვლაში, და ამდენად თუ იმას ფიქრობთ, რომ თეორეტიკოსობას ვარ დაჯერებული ძალიან ცდებით, მაგრამ რა სირთულის საკითხზე ვლაპარაკობთ ესეც ხომ უნდა გავითვალისწინოთ. იერარქიული არსებებისა და მათი ქმედებების წვდომის უნარი დედამიწაზე ალბათ სულ რამოდენიმე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, ოკულტიზმის მოსწავლე დასაწყისისათვის იმას აკეთებს, რომ ადგენს რომელი მასწავლებლის მიერ დატოვებულ სწავლებაში ეძებოს ჭეშმარიტება და რომლისაში არა. ჯერ თეორიულად არკვევს სად რა არის და შემდეგ გადადის პრაქტიკაზე. პირუკუ მიდგომა დამღუპველია, იმიტომ, რომ უამრავი მიმართულებების პრაქტიკებია ხელმისაწვდომი და ბრმად თუ რაც მოგხვდა ხელში ან რაც მოგეწონა იმ გზას დაადგა ისე, რომ გარკვეული არ გაქვს სწორია თუ არასწორი აუცილებლად ცუდ შედეგებამდე მივა ნებისმიერი. მაშინაც კი თუ ალალ ბედზე სწორი პრაქტიკა მოხვდა ხელში, ჯერ თეორიის სწავლაა საჭირო ამ შემთხვევაშიც იმიტომ, რომ თუ თეორია არ იცის ბოლომდე არც ის ეცოდინება, რომ პრაქტიკა სწორია. გარდა ამისა ზუსტადაც რომ იცოდეს - მაინც ჯერ თეორიული შემეცნებაა საჭირო, რადგან ისეთ სფეროში აბიჯებს ადამიანი, რომელიც მისთვის სრულიად უცხოა და სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე დამღუპველი საფრთხეებია, ისეთი დამღუპველი, რომ ფიზიკური სიკვდილი გართობაა იმასთან შედარებით. მე ვმდგარვარ ასეთი საფრთხის წინაშე პრაქტიკულად, და წაკითხულს რომ თავი დავანებოთ, პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ლაპარაკი.

თეორიულად ჭეშმარიტების დადგენა პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ ადამიანმა პრაქტიკულად შეაბიჯოს სულიერ სამყაროში.
nancho41
არ მესმის ტანტრას წინააღმდეგი რატო ხართ?
brevalo
Merlin


ტანტრისტულ სექსზე შავი მაგიის იარლიყის მიწეპება საკმაოდ ხმამაღალი განცხადება მგონია. ალბათ ჯერ საჭიროა განვმარტოთ შავი მაგია რა არის. შავი მაგია არის ინფორმაციული არხი და კავშირი "ბნელ სამყაროსთან" რისი საშუალებითაც მაგი აზიანებს ან ანადგურებს ამა თუ იმ ობიექტს.
ტანტრისტული სექსი შეიძლება ჩავთვალოთ სულიერი განვითარებისთვის არაეფექტურ გზად, მაგრამ მას რომ შავი მაგია ვუწოდოთ არ მიმაჩნია სწორად.
Merlin
სექსი არის გამრავლების საშუალება, ეს არის პირველი რაც ადამიანმა უნდა გაიგოს. სახარებაში წერია, რომ თუ ქალს გულისთქმით შეხედავს ადამიანი, მრუშობს. ასევე წერია, რომ არიან ისეთები ვინც ცათა სასუფევლისთვის თავი დაისაჭურისა. ბუდა ამბობს, რომ სურვილებს (არასწორ სურვილებს) ადამიანი ტანჯვისკენ მიჰყავს. კიდევ თავის მოსწავლეს აუბნება, რომ ქალის საშოში შეყოფას ჯობდა ქვეწარმავალში შეეყო. ბუდას სწავლებაში უამრავი რამე წერია იმის შესახებ, რომ სქესობირივ სიამოვნებას ტანჯვისკენ მიჰყავს ადამიანი. ადამისა და ევას ისტორია კაცობრიობის ისტროიას ასახავს ლემურიის ეპოქაში, როდესაც ადამიანი სულიერად დაიცა და იქიდან იღებს სათავეს სქესობირივი ცოდვა.

ნებისმიერი სწორი სულიერი ტრადიცია ასწავლის იმას, რომ ადამიანი უნდა შინაგანად გამთლიანდეს თავის მეორე საწყისთან. ამას ეწოდება ალქიმიური ქროწინება, რაც შინაგანი კაცისა და ქალის გაერთიანებას გულისხმობს. დიაფრაგმის ქვედა ცენტრებში ადამიანის ცხოველური ბუნებაა თავმოტრილი და რაც მეტად ანთებს ადამიანი სექსუალურ ცენტრს (მეორე ჩაკრა ქვემოდან) მით უფრო მეტად ემსგავსება ცხოველს. ქვედა ცენტრებიდან ენერგიამ უნდა გადაინაცვლოს დიაფრაგმის ზემოთ, ესაა სწორი სულიერი განვითარების ერთ-ერთი მანიშნებელი, ეს კი შეუძლებელია თუ ადამიანმა ქვევითა ცენტრები არ დაადუმა.

ეს ყველაფერი ადეპტების საქმეა, მაგრამ ადეპტობამდე ადამიანი ემზადება მრავალი ინკარნაციის განმავლობაში და ამ მოსამზადებელ პერიოდში, სანამ ის მზად არაა სექსუალური სურვილეის გასალახავად, დაშვებულია ოჯახის ყოლა და ნორმალური ურთიერთობა.

ტანტრისტული პრაქტიკებითაც შეიძლება ენერგიის ზემოთ აყვანა, მაგრამ ამ დროს ენერგია არასწორი მიმართულებით გადაადგილდება და იწვევს მძიმე შედეგებს. მით უმეტეს, რომ ქვედა ცენტრები უარესად აგზნებული ხდება და სულ უფრო და უფრო სექსზე ორიენტირებული ხდება ადამიანი.

სექსის დანიშნულება გამრავლებაა, ანუ ის ფუნქცია რაც ადამიანს ცხოველებთან აქვს საერთო. როდესაც ადამიანი ცდილობს მასში არსებული ცხოველური რამენაირად სულიერზეც გაავრცელოს, ესაა ის რასაც შავი მაგები აკეთებენ. შავი მაგიის განმარტებაზე შეგვიძლია ვწეროთ მარა ეს არსობრივიდან ყურადღებას გადაგვატანინებს.

მითხარით, რომელი ნამდვილი მასწავლებელი იცით, გინდაც ძველები, ვინც ტანტრისტული სექსის მომხრე იყო და თუ გინდა ამ მიმართულებით გავაგრძელოთ ლაპარაკი. მე ვინც ვიცი ისეთი ვისაც რამე სიტყვა ეთქმის ინდუიზმზე, მაგალითად ვივეკანანდა, ყველანი სქესობრივი სიწმინდის მომხრეები იყვნენ.

კიდევ რა გითხრათ, აი მაგალითად ზევით ინგლისურად დავწერე ბლავატსკაია რას ფიქრობდა ტანტრაზე: ამბობდა რომ შავი მაგიის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა, რომელიც უმძიმეს კარმას ქმნის. მისი მასწავლებლები მაჰატმა მორია და მაჰატმა კუტჰუმი ადამიანს ცხოველზე უარესს ეძახდნენ, იმიტომ, რომ ცხოველი სექსს მხოლოდ გამრავლებისთვის მიმართავს, ადამიანი კი მათზე უფრო მეტად ავლენს ცხოველურ ბუნებას.

რუდოლფ შტაინერი წერდა, რომ სექსუალური მაგიაში დედამიწაზე ყველაზე უფრო დიდი ბოროტების მატარებელი არსებები მონაწილეობენ. მეოცე საუკუნიდან დაწყებული სექსუალური რევოლუცია ამ არსებების ჩართვის შედეგია კაცობრიობის ევოლუციაში, ეპოქალური ცვლილებებიდან გამომდინარე. ამ არსებებს ანთროპოსოფიაში ასურები ეწოდებათ და უფრო დიდი ბოროტების მატარებლები არიან ვიდრე ლუციფერისა და არიმანის (სატანას) დაქვემდებარებაში მყოფი დაცემული სულები.
Merlin
ყველაზე მარტივად, რომ გითხრათ, უამრავი შავმაგიური ორდენი არსებობს, რომელშიც ტანტრისტულ პრაქტიკებს ფართო გამოყენება აქვს, და მე არ ვიცი, არცერთი ნორმალური მასწავლებელი, ზნეობასთან რომ პრობლემები არ ჰქონდეს, და ტანტრაზე რაიმე კარგს ამბობდეს.
brevalo
Merlin


აბსოლუტურად გეთანხმები. ძალიან კარგად ჩამოაყალიბე ყველაფერი. მხოლოდ ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები... მე ვფიქრობ, რომ ტანტრული სექსი არის ცნობიერების განვითარების არასწორი მეთოდი, თორემ ის რომ შავ მაგიას მივაკუთვნოთ არ მიმაჩნია სწორად.
Merlin
'''' ტანტრული სექსი არის ცნობიერების განვითარების არასწორი მეთოდი, თორემ ის რომ შავ მაგიას მივაკუთვნოთ არ მიმაჩნია სწორად.''''

მე უფრო ვიტყოდი, რომ ცნობიერების დეგრადირების ოკულტური მეთოდია. და ის რაც ოკულტური მეთოდია, და ცნობიერების დეგრადირებას იწვევს არის შავი მაგია. მაგრამ ტერმინოლოგიაზე დიდი აზრი არ აქვს ლაპარაკს. მთავარია, რომ იმაზე შევთხანხმდით, რომ სექსუალური პრაქტიკები არასწორია.
jajala
QUOTE(nancho41 @ Sep 7 2018, 07:30 AM) *
არ მესმის ტანტრას წინააღმდეგი რატო ხართ?


nancho41 - ისეთ ადგილზე არ უნდა შეხვიდე საიდანაც არ იცი როგორ გამოხვიდე.
nancho41
რას გულისხმობ. როგორც ვიცი ტანტრა ბევრ რელიგიაშია.
jarmen
ტანტრა მარტო სექსია? იქნებ ტყნაურია? biggrin.gif
ადრე ვნახე BBC ზე რო ტაბტრა ყოგილს ფიზიკური მანიფესტი, როგორც სული წმინდა, მე კიდევ ეს ტანტრა ტოცვა მრსმის სულიერებით გაპრავებული სექსუალური ფანტაზიები მახსენდება ^^
Maha Kali
18+ საიტებზე, ბევრი ტანტრისტული პრაქტიკაა.
პს. სახლში არ სცადოთ უფროსების მეთვალყურეობის გარეშე. 😂😂
earth
biggrin.gif
Aum


ადრე ტანტრას მივსდევდი ანუ ქალთან არე მივდიოდი არც ვმასტურბირებდი და ვიღაცამ გამიგო ეს და ჩემი დაცლა დაიწყეს ქალიც შემოიყვანეს ჩემში და ისიც მცლიდა წყვილადაც მცლიდნენ. ასანებს რომ ვაკეთებდი ხმა მეუბნებოდა ფეხი არაა გაქ , ხელი არაა გაქ, ღვიძლი, გული და ა.შ. თავს ვერ ვიცავ სექსუალური ენერგო ვამპირებისგან.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.