Help - Search - Members - Calendar
Full Version: მედიტაციის მცდელობა და ასევე რამოდენიმე შეკითხვა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები > მედიტაცია
mik
მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გუშინ Hemi-Sync Guided meditation ჩავრთე და მივყევი ასევთქვათ ინსტრუქციას, მოვდუნდი , დავარეგულირე სუნთწვა მოკლედ გავაკეთე ყველაფერი რასაც ხმა მეუბნებოდა , 2-3 მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ამის შემდეგ ასეთი რამ დამემართა რაღაც მომენტში დავინახე თეტრი ვარსკვლავივით, ნაპერწკალივით , კაშკაშა რაღაც წამიერად და გული ამიჩქარდა და თან როგორ ვერ წარმოიდგენთ) თან რაღაცნაირი გრძნობა ბედნიერების თან შიშის აი ისეთი ვერ ავღწერ და ნელნელა დარეგილურდა . ნუ არამგონია რამე გამომდვლოდა იდეაში მაგრამ ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ ეს რა იყო? თქვენც გქონიათ მსგავსი შეგრძნება ? იქნებ თან მოყვეთ თქვენი პირველი მედიტაციის შესახებ, ასევე გვირჩიოთ “ჩაინიკებს” რას “ახმართ” მედიტაციას ? საუნდს და ა.შ ასევე გადავიკიტხე ბევრი რაღაცეები მაგრამ კონკრეტულდ პასუხი იმაზე თუ რა საშიშროებასთამ შეიძლება იყოს დაკავსირებული მედიტაცია ვერ წავიკითხე. ანუ საშიშია ? და აბსოლიტურად ახლად დაინტერესებულ ადამიანს ამ სფეროთი , თან ენით ვერ გადმოვცემ რა დონეზე “ჩამითრია” მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ ) რას მირჩევთ რისი კითხვა დავიწყო ან რომელი აუდიოწიგნის მოსმენა ოშო -ცნობიერება ? მადლობა წინასწარ მემგონი ჩემს გარდა ბევრ ახალბედას დააინტერესებს ზუსტად იგივე საკიტხები
David Monny
mik
რამდენი წლის ხარ?
mik
26
David Monny
mik მე რჩევებს არ ვიძლევი, გაგიზიარებ ჩემს აზრს.

როგორც მოგეხსენება, ეს არის ეზოთერული ცოდნის ფორუმი. ეს ფორუმი აერთიანებს ქართველ ინდივიდებს, რომლებიც არიან დაინტერესებულები ეზოთერული ცოდნით. შეგნებულად არ ვამბობე ეზოთერიკებს, რადგან ზოგი არ თვლის თავს ეზოთერიკოსად, მიუხედავად იმისა, რომ ეზოთერულ ცოდნას ფლობს. მაგ: მე. არიან ეზოთერიკოსები, რომლებიც ამ საიტზე არ არიან დარეგისტრირებულნი, მაგრამ ასეთები ცოტაა.
ზოგადად ეზოთერია არის სულიერი ცოდნის, პრაქტიკის და შემეცნების ის საშუალება, რომელიც ორთოდოქსული რელიგიების მიერ პირდაპირ ვიტყვი, რომ დაგმობილია. არიან კომფესიები, რომლებიც მეტად ლიბერალურად არიან განწყობილნი ეზოთერული მიდგომებისადმი და მას აპოლოგეტიკაში იყენებენ, მაგრამ ორთდოქსული კომფესიები პირდაპირ გმობენ და ერესად აცხადებენ ნებისმიერ ეზოთერულ მიდგომას. ასე რომ, თავიდენვე მზად უნდა იყო, რომ ეს არ არის ფართოდ გავრცელებული რელიგიურ კონფესიებში დაცული დოგმატიკის ნაწილი, არამედ არის თუნდაც იგივე რელიგიებში გამოყენებული ლიტერატურული წყაროების ალტერნატიური გააზრება და ანალიზი. ასევე ეზოთერული ცოდნა არ იზღუდავს თავს კანონიკით და აპოკრიფულ წყაროებსაც იყენებს შესწავლის პროცესში.
ეზოთერიკაში თავს იყრის მთელი მსოფლიოს რელიგიურ-სულიერი წყაროები. არა რომელიმე ქვეყნის ან ტრადიციის, არამედ ეს არის ადგილი სადაც აღმოსავლური ფილოსოფია ერწყმის დასავლურს და ა.შ.
ახლა კი რა კავშირი შეიძლება ქონდეს ამ ცოდნას ცალკეულ ინდივიდებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ეზოთერიკას აქვს ფართო სპექტრი, მიზანშეწონილი იქნება მიმართულების გამორკვევა. ამიტომ კარგია გააცნობიერო რა გინდა. გინდა რომ სუპერ შესაძლებლობები განივითარო, გქონდეს განვითარებული ინტუიცია, ხედავდე სულებს, ხედავდე უხილავ არსებებს თუ რა გინდა? თუ გინდა შეიცნო საკუთარი თავი? ამის გამორკვევა უმნიშვნელოვანესია. ჩემი აზრით, ადამიანმა უნდა დაიწყოს საკუთარი თავის შეცნობა. ჯერ უნდა გაიგოს თუ ვინ არის ის და ამის მერე გაიგოს სხვა რაღაცეები.


mik
დიდი მადლობა მეგობარო, ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარირომ მომავალში რა გეგმებიც არ უნდა გქონდეს ამ განხროთ სისულელე იქნება მათზე ლაპრაკი მანამ სანამ საკუთარ თავს არ შეიცნობ, ამის შემდეგ შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობიგ თავსაყირადადგეს ყველაფერი . ასე რომ ზუსტად ეგ მაინტერესებს ეგ ლიტერარურა თუ რჩევერი რაც საკუტარი თავის შეცნობაში დამეხმარება . და ასევე თუნდაც მცირედ ზოგად ინფორმაციას (საწყისისთვის) მომცემს ეზოთერიკაზე . მადლობა
David Monny
mik
QUOTE(mikmik @ 19th October 2018 - 09:24 PM) *
ეგ მაინტერესებს ეგ ლიტერარურა თუ რჩევერი რაც საკუტარი თავის შეცნობაში დამეხმარება


შემიძლია გაგიზიარო პირადი გამოცდილება და ერთი და იგივე რომ არ ვწერო ბევრჯერ, უკვე დაწერლ ჩემს თემაში რომელსაც ქვია "სამადჰი" და "სამადჰი2", შეგიძლია გაეცნო ლიტერატურასაც რომელიც ამ გზაზე დაგეხმარება და ამავე დროს ეს თემა ინტერაქტიულია და კითხვებზე პასუხში უფრო მკაფიოდ ჩანს სასარგებლო ინფორმაცია. მე მიზანშეწონილად მიმაჩნია ატმა-ვიჩარას პრაქტიკა, რომელიც რამანა მაჰარშის მიერ არის შემუშავებული და საკუტარი თავის შეცნობის პრაქტიკაა. ასეთივე პრაქტიკა აქვს ნისარგადატა მაჰარაჯს. ყოველგვარი პოზების და სირბილის და ხტომების და ყირაზე დგომის გარეშე. თუ ასეთი რამით დაინტერესდები, შეგიძლია გაეცნო ოშოს პრაქტიკებს, მაგრამ თუ გინდა, რომ არ აიბლანდო ინფორმაციის ქსელში და პირდაპირ, შუამავლების გარეშე შეიცნო საკუთარი თავი, ამისთვის ატმა-ვიჩარა დაგეხმარება. სამწუხაროდ რამანა მაჰარშის და ნისარგადატა მაჰარაჯის ლიტერატურა, ანუ წიგნები არ არის თარგმნილი ქართულ ენაზე. (გაცილებით კომერციულია ქართველი გამომცემლებისთვის ოშოს თარგმნა, ვიდრე მათი). ეს წიგნები არის ინგლისურ და რუსულ ენებზე. ეს არ არის მონოლოგები ან ლექციები. ეს წიგნები, ორივე არის კითხვა პასუხის, ძველ ბერძნულ სტილში, დიალოგების სტილში შედგენილი.
სხვა სახის ლიტერატურა და სხვა სახის პრაქტიკების შესახებ სხვები დაგეხმარებიან და დარწმუნებული ვარ რომ ეს ფორუმი სწორედ ის ადგილია სადაც ასეთ ადამიანებს ნახავ.
mik
გაიხარე დავით , ძალიან მსიამოვნებს ამ ფორუმზე ყოფნა ზუსტად იმიტომ რომ შენნაირად სხვებსაც არ ეზარებათ არც პასუხი და რაც მთავარია ამომწურავი ) ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას არც ინგლისურ და არც რუსულ ენაზე ლიტერატურის კითხვა ასე რომ გადავხედავ ჯერ შენს თემებს და მერე “ჩავუჯდები” . გაიხარე
David Monny
mik
QUOTE(mikmik @ 19th October 2018 - 10:34 PM) *
ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას არც ინგლისურ და არც რუსულ ენაზე ლიტერატურის კითხვა

იდეალურია! მე მაქვს ორივე წიგნი. ზოგადად წიგნები მილიონია, მაგრამ საკუთარი ტავის შეცნობისთვის ჩემი აზრით ეს წიგნები საკმარისია, რადგან აქ უღრმესი წიაღსვლაა საკუტარ თავში, რომლის იქითაც არარაფერია. ეს არის ატმანიც და ბრაჰმანიც, აბსოლუტიც და ღმერთიც, რეალობაც და პირველსაწყისიც.
რამანა მაჰარშის Who am I?
ნისარგადატა მაჰარაჯის I am That

PDF ფორმატია ორივე წიგნი და შეგიძლია ჩამოტვირთო, მოცულობითაც პატარაა.
David Monny
სურათი ვერ ავტვირთე და ამ ლინკზე შეგიძ₾ია ნახო ეს სქემა
ეს არის რამანა მაჰარშის მიერ შედგენილი სქემა, რომელიც ასახავს აბსოლუტს, პირველსაწყისს, ანუ იმას, რასაც ყველა მაძებარი ეძებს. ნუმერაციას განვმარტავ ქართულად:

1. ლამპარი - აბსოლუტი , ჭეშმარიტი მე, ღმერთი, ჭეშმარიტება.
2. კარი - ძილი
3. ზღურბლი - თავდაპირველი სუბსტანცია
4. შიდა კედელი - კაზუალური სხეული (კარმული, მიზეზ შედეგობრივი სხეული)
5. სარკე - აჰამკარა (ეგო, ცრუ მე, კონტროლიორი, მკეთებელი)
6. ფანჯრები - 5 შეგრძნების ორგანო
7. შიდა პალატა, კამერა - ღრმა ძილი, რომელშიც ჩნდება კარმული სხეული
8. შუა პალატა, კამერა - სიზმრებიანი ძილი, სადაც ჩნდება ნატიფი სხეული. (პრანა, ცი, ცისარტყელას სხეული)
9. გარე სტოა - ღვიძილის მდგომარეობა, სადაც მოქმედებს ფიზიკური სხეული.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.