Help - Search - Members - Calendar
Full Version: რა არის სიკვდილი?
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Aum

თურმე ბავშობიდან სხვა ადამიანებში ვკვდები, ვაყოლებ მიცვალებულებს ხან კბილს ხან ხელს და ა.შ. სამოთხეშიც ვყოფილვარ თურმე და ვნატრობ მაგ დროს , ახლა ჯოჯოხეთში ან ჯოჯოხეთზე უარესია რომ მოგკლავენ და არ გასაფლავებენ არც გწვავენ.

რამდენიმე თვის თუ წლის წინ საღამოს სოფელში 200 მეტრშია სასაფლაო და წავედი იმათი საფლავი უნდა მენახა ვინც მელაპარაკებოდა თან აუდია ჩანაწერებს ვაკეთებ, რომ მივედი პაპაჩემის საფლავთან და როგორც მეუბნებიან პაპაჩემის ადგილას მე მომკლეს, გამოვიდა ლურჯი გველი და ხმა გავიგე აჰა ესაა შენი გველიო, მერე მარჯვენა მხრიდან ხმა შემომესმა გამომყევია და თითქოს მიწა გაიხსნა. მოკლედ სატანაც ნანახი მყავს თხის თავიანი ბაფომეტი. ვიცი აგ ჩემი მტრებიც კითხულობენ მოკლედ არ მეშინია სიკვდილის ბევრჯერ მომკლეს არც ვწუწუნებ უბრალოდ ყველაზე ცუდი ისაა სიკვდილის შემდეგ ვიღაცის რომელიმე ორგანო რომ იქნები.

Mechanical Sheep
Aum
სალამი.
შენი ყველა პოსტი წავიკითხე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ყოველ ჯერზე, რომ იმის გარდა, რომ ხარ მგრძნობიარე შენივე ფიქრების და შინაგანი დიალოგის მიმართ, ამავდროულად ხარ მარტოსული და უამრავი რამე არ გაქვს გაცნობიერებული, რაც საჭიროა პიროვნულობის ჩამოსაყალიბებლად. რასაც ამბობ, ეს ფიქრები არის ქაოსი. იმედი მაქვს სერიოზულად მიიღებ ჩემს ნაწერს.

შენ არ ხარ მარტო. ამ ფორუმზე უამრავი პიროვნებაა, რომლებსაც უამრავი პრაქტიკის მდგოამრეობა გაგვივლია და არ არის რთული გასაგები ის რასაც შენ ამბობ. არანაირი უცნაური ამაში არ არის. ყველაფერი ის რასაც შენ ეძახი დიალოგს და სახეებს რომლებზეც ამბობ, რომ ნახე, არათუ შენი წარმოსახვის ნაწილია, არამედ ისინი შენზე ახდენენ გავლენას. საერთოდ წარმოსახვა ყველაფერია და ეს არ ნიშნავს იმას რომ რაიმე არ არსებობს მაგათგან. უბრალოდ ყველაფერს ზღვარს შენვე უწესებ. თუ ფიქრობ რომ ხარ ხელშესახები გახდები კიდეც შენივე წარმოსახვითი სამყაროსთვის რადგან შენვე განაგებ წესებს შენივე თავში.

როგორც გავიგე აკეთებდი პრაქტიკებს და ამან შინაგანი დიალოგი ბევრად გაგიძლიერა. შინაგანი დიალოგის გაძლიერება კარგია, თუმცა ცუდია როცა გააქვს ფობიები და სტრესულ მდგომარეობაში ხარ. როცა დეპრესია გაქვს ყველაფერი ცდილობს რომ გაჯობოს და რომ დამარცხდე იმაში, რაშიც გინდა რომ გაიმარჯვო. მხოლოდ სადღაც 1% ია იმ ნაწილისა, რომელიც გამხნევებს და შენც ამას ებღაუჭები.

შენი პოსტები გამოირჩევა პარველ პირში თხრობით. ეს ძალიან მწარე და უხეში აღწერაა და საშიშიცაა მინდა გითხრა იმათთვის ვინც წაიკითხავს. თუ გინდა რომ გაგვიზიარო და დაგეხმაროთ, ცოტა სხვა ფორმით მაინც ეცადე გაგვიზიარო და მოგვიყვე შენი ამბები. ჩვენ არ ვართ უცხოები და არ ვართ შენი მტრები. პირიქით, გვინდა რომ იყო ის ვინც ხარ და შენი შესაძლებობები მაქსიმალურად გამოიყენო. თუმცა გვინახავს სიტუაციები, სადაც ადამიანები ვერ უმკლავდებიან ცოდნას და ინფორმაციას. ამიტომ გეუბნები, შენ უკვე ნახევრად დამარცხებული ხარ. ნუ ეუბნები შენს თავს რომ სწორ დასკვნებს აკეთებ. საერთოდ არაფერი დაასკვნა საერთოდ არაფერს არ დაეთანხმო არ აყვე არ შეეპასუხო. იყავი მდინარე. იმედიტირე. იყავი მშვიდი. გიყვარდეს. ნუ ეძებ მტრებს და ნუ ითვლი მათ. ნუ იცავ თავს და ნუ დადიხარ სასაფლაოებზე და შეეშვი საერთოდ რიტუალებს, პრაქტიკებს და რაიმე ქმედებას რომელიც ფიზიკურ სამყაროს ცდება.

მაქსიმალურად ვერიდებოდი დამიწერა პასუხი, მაგრამ ვერ მოვითმინე. ყველანაირი კეთილგანწყობის მიუხედავად, თუ ამ პოსტის შემდეგ შექმნი საფრთხეს, დაიბლოკები. საფრთხე შენივე წარმოსახვიდან მოდის პირდაპირი დარტყებით. ნუ აკეთებ ამას. როგორც გითხარი ისე გააკეთე. ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, მაგრამ რამდენის გაზიარებაც შეგვიძ₾ია გიზიარებთ. არავინაა ვალდებული რაიმე წაიკითხოს ან პასუხი გაგცეს.

და საერთოდ, მოიწესრიგე ცხოვრების რითმი. პირველ რიგში იყავი ადამიანი, იყავი ბუნების შვილი, იყავი ცოცხალი და შემდეგ როცა ამას მოაწესრიგებ იყავი ვინც გინდა რომ იყო თუ ისევ მოგინდა. ბევრ ადამიანს დედამიწაზე უწევს ურთულეს სიტუაციებში ცხოვრება. არანაირად არხარ გამონაკლისი და გამორჩეული. მხოლოდ შენ არ ხედავ ეშმაკს და არ გელაპარაკება ეშმაკი. იცოდე, ყველაფერი რაც ხდება შენს თავშია და რაც შენს თავში ხდება, შენი ნების ქვეშაა.

ახლა წარმატებებს გისურვებ და ეცადე მომდევნო პოსტში სრულიად დალაგებულად და გაცნობიერებულად გამოიყენო ის ფრაზები, რომელსაც დააპირებ. ახლა კარგად იყავი.
jarmen
თქვენ იცით ბიჭებო :*
jarmen
აუმ შე რაღაცავ, იმდენან გაუგებარ რაღაცებს წერ რომ აღარც ვკითხულობ შენ პოსტებს, 2 კაცი რო გეუბნება ფეჩი ხარო ბოლი უნდა გამოუშვა, შენ კიდევ ენწრგო ვამპირი ხარ ხალხის თანაგრძნიბით და დადებითი დამოკიდებულებით ენერგიას ავამპირებ, მემსის გადარჩენა გინდა ნაგრამ ან სხვა გზა მონახე ან ისე გაგიკეთებ ყველგან ხაზი გადაგესმება...
tikoroma
jarmen
ციტატა(Jarmen @ 31st October 2018 - 02:48 PM) *
გინდა ნაგრამ ან სხვა გზა მონახე ან ისე გაგიკეთებ ყველგან ხაზი გადაგესმება...

რადგან მოდერატორი ვარ თავს უფლებას მივცემ მიგითითო: მუქარა არ არის დაშვებული ფორუმზე.
თუ წესებს არღვევს (ვამპირობს თუ რაც არი), მოგვმართე და შევუზღუდავთ პოსტვის საშუალებას.
გაფრთხილება გაქვს
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.