Help - Search - Members - Calendar
Full Version: შტაინერის ლექციებიდან
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები > ანთროპოსოფია
Pages: 1, 2, 3, 4
old_man
ამ თემაში დავდებ შტაინერის ლექციებიდან გარკვეულ მონაკვეთებს, რაც მნიშვნელოვნად ჩავთვალე. შედარებით მცირეს, რომ შეძლოთ წაკითხვა და კარგად აღქმა.
ამჯერად ვდებ წიგნიდან "ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე". გვ. 91-93.
შეგვიძლია ამონარიდები განვიხილოთ, ან დაფიქისირდეთ მაინც, რომ ვიცოდე, რომ ვიღაც კითხულობს .

"თეორიული მატერიალიზმის გაფურჩქვნის ხანაში, იყო ასეთი აზრიც, რომ ადამიანები, რომელთაც არ სურთ საიქიო ცხოვრების ხელაღებით უარყოფა და მზად არიან დათმობაზე წავიდნენ და აღიარონ იგი, ასეთნაირად სჯიან: რა აუცილებლობას წარმოადგენს მიწიერი ცხოვრების პერიოდშივე ჩავეძიოთ იმას, რაც თავისთავად გაირკვევა გარდაცვალების შემდეგ. მოვა დრო და გავიგებთ კიდეც არსებობს თუ არა საიქიო ცხოვრება და რა შეიძლება მან შეგვძინოს. ერთი შეხედვით ამგვარი მსჯელობა სავსებით ლოგიკურია და მისაღები, მაგრამ რეალურად, მთლიანად ეწინააღმდეგება ფაქტებს, რომლებიც სულიერი კვლევის შედეგად ცხადდება, ანუ იმ ფაქტებს, რომელთაც ადგილი აქვთ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის.
გაივლის რა სიკვდილის კარიბჭეს, ადამიანი უმაღლეს იერარქიათა სხვადასხვა ძალებთან და არსებებთან ამყარებს ურთიერთობას. შემდგომ, დედამიწაზე კვლავ დაბადებისას, იგი მთელი თავისი სხეულებრიობისა და ასევე, მთელი თავისი ბედის თვითაღმდგგენელად გვევლინება. დიახ, გარკვეულ ფარგლებში ადამიანი მთელ თავის სხეულს - ტვინის ხვეულების ჩათვლით - წარმოქმნის და აშენებს იმ ძალთა მეშვეობით, რომლებიც სულიერი სამყაროდან ფიზიკურ ყოფიერებაში შემოსვლისას მოაქვს თან. ფიზიკური არსებობისას მთელი ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენი ფიზიკური სხეულის ფორმები, რომელთა მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია კონტაქტი დავამყაროთ გარე სამყაროსთან, ვიყოთ ქმედითი, ვიაზროვნოთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ შევესაბამებით ფიზიკურ ყოფიერებას, როდესაც სულიერი სამყაროდან მოგვაქვს სათანადო ძალები, რომლებიც შესაძლებლობას გვანიჭებს ავაშენოთ ისეთი სხეული, ფიზიკური სამყაროს ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებს. ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიეახლოს შესაბამის სულიერ არსებებს, რომლებიც დაამწყალობებენ მას, შთაუნერგავენ მომავალი ფიზიკური არსებობისთვის საჭირო ძალებს. გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის, ერთ შემთხვევაში ადამიანი ისე ჩაუვლის ამ არსებებს, რომ შეიცნობს და გააცნაურებს კიდეც მათი ხასიათის ნიშანდობლიობებს. ამ დროს მას საშუალება ეძლევა აღიქვას, ან თუნდაც იხილოს ის, რაც ამ არსებებს ძალუძთ მიმადლონ მას და რაც აუცილებელია მომავალი მიწიერი ცხოვრებისათვის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა ისე ჩაუაროს მათ, რომ ვერ კი შენიშნოს ისინი, ვერ აღიქვას ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ძალები, რაც მან უმაღლეს იერარქიათა არსთაგან უნდა მიიღოს, რადგანაც სულიერ სამყაროში, სულიერების თვალსაზრისით იგი წყვდიადითაა მოცული.

არჩევანს წინდაწინვე განსაზღვრავს ადამიანის ადრინდელი მიწიერი ცხოვრების ნიშანდობლიობანი. სახელდობრ, ის, ვინც უკანასკნელ მიწიერ ცხოვრებაში გულგრილად ეკიდებოდა ზეგრძნობადი სამყაროს მოვლენათა შემეცნებისთვის აუცილებელ აზრებს და იდეებს, გარდაცვალებასა და დაბადებას შორის ცხოვრების მოვლენებს წყვდიადით მოცული განლევს. მან რომ შეიცნოს სულიერი არსებანი, გაიგოს თუ რას უბოძებენ ისინი მას მომავალი მიწიერი ცხოვრებისთვის, ამისათვის აუცილებელია სულიერი სინათლე, მაგრამ ზეგრძნობად სამყაროში ამ სულიერ ნათელს ვერ მივიღებთ, იგი აქ დედამიწაზე ცხოვრებისას უნდა მოვიპოვოთ, რათა შემდგომში გავივლით რა სიკვდილის კარიბჭეს, ჩვენი იდეები და ცნებები სულიერ სამყაროში, სულიერ ყოფიერებაში შევიტანოთ. აქედან ცხადდება, თუ რაოდენ მცდარია ის აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ, სულიერ სამყაროში, მაშინაც კი, თუკი ადამიანმა მიწიერი ცხოვრების პერიოდში უგულვებელყო სათანადო მომზადება, ყოველივე თავისთავად მოგვემადლება. ყველა სამყაროს თავისი საკუთარი მისია აკისრია და ვერც ერთ სხვა სამყაროში ვერ მიიღებს ადამიანი იმას, რაც ფიზიკურ სხეულებრიობაში მიწიერი ცხოვრების დროს უნდა მიიღოს".
Merlin
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1584

http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry61668

ეს ორი თემაც ამ განყოფილებას ეკუთვნის (თუ შეგიძლიათ დაამატეთ).



-- tty --
მადლობა. გადმოვიტანე
ano
აუცილებლად წავიკითხავ სულ ვაპირებ შტაინერს გადავხედო, მადლობა
Merlin
ანთროპოსოფია და რუსთაველი!

"ჩვეულებრივ, ფიზიკური და ეთერული სხეულებისაგან თავისუფალი ადამიანი დაძინებიდან გამოღვიძებამდე ცხოვრობს წყვდიადში, რადგანაც სულიერი სამყარო, რომელიც მას ამ დროს გარემოიცავს, მისი მზერისაგან დაფარულია. ეს წყვდიადი თანდათან ღრმავდება, აღწევს გარკვეულ ზღვარს და გათენებისკენ ასევე თანდათან ინქვრევა; ამ დროს ადამიანიც იღვიძებს. გარკვეულ მომენტში ის, ასე ვთქვათ, თავის უკიდურეს, ერთგვარ უმაღლეს საფეხურს აღწევს. სულიერი წყვდიადის ეს უმაღლესი საფეხური შეიძლება შევადაროთ იმას, რასაც მიწიერ სამყაროში შუაღამეს უწოდებენ. როგორც ფიზიკური სიბნელე, სავსებით ბუნებრივად, თავის უკიდურეს ზღვარს შუაღამისას აღწევს, შემდეგ კი ნელ-ნელა კლებულობს, ასევე სულიერ წყვდიადსაც გააჩნია თავისი უმაღლესი საფეხური - შუაღამე.

ნათელხილვის გარკვეულ საფეხურზე, სწორედ იმ დროს, როდესაც დანარჩენი ადამიანებისათვის წყვდიადი ღრმავდება, მოწაფეები სტიქიის სულებს ხედავენ; იგივე ხდება წყვდიადის განქრობის დროსაც. იუფლებს რა ნათელხილვის ყველაზე დაბალ საფეხურს, ადამიანი ჯერ სტიქიათა ღმერთების განცდას ეძლევა; შემდეგ, როდესაც მას სურს განიცადოს უმაღლესი სულიერი მომენტი - “შუაღამე”, იგი ჯერ ისევ წყვდიადშია, და მხოლოდ რაღაც დროის შემდეგ ჩნდება სინათლე. მაგრამ თუ იგი აღწევს ნათელხილვის გარკვეულ საფეხურს, ეს შუაღამე უფრო და უფრო მეტად ნათდება, მეტი სინათლე შემოდის მასში, და მაშინ, სწორედ შუაღამის ჟამს, ადამიანი აღწევს უმაღლეს წერტილს (ეს ის დროა, რომელიც ნორმალურ ცხოვრებაში ყველაზე მკვეთრად მიჯნავს ადამიანს ღვთაებრივ-სულიერი სამყაროსაგან, ყველაზე ღრმად ძირავს ილუზიაში - მაიაში). ამ დროს ადამიანი ღვთაებრივ-სულიერ არსებათა ჭვრეტის განცდას ეძლევა, ... სტიქიათა არსებების მიღმა ხედავს მაღალ სულიერ სამყაროს, სულიერ მზეს, მსგავსად იმისა, როგორც ფიზიკური თვალი აღიქვამს ფიზიკურ მზეს; ადამიანი მიისწრაფვის სულიერი მზისკენ, ე.ი. უმაღლეს ღვთაებრივ-სულიერ არსებებისკენ. ნათელმხილველი ამ არსებებამდე აღწევს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანებისათვის სულიერი სამყარო უშორეს სიღრმეებშია დანთქმული. ... ეს არსებები კი ისეთივე მიმართებაში არიან სტიქიის ღმერთებთან, როგორც მზე - ფიზიკურ დედამიწასთან. ადამიანი მზის უმაღლეს შემოქმედ ღმერთებს განიცდის. ტექნიკურად ამას შუაღამის მზის ხილვის მომენტი ჰქვია.''

რ. შტაინერი - "აღმოსავლეთი დასავლეთის შუქჭრილში" - II ლექცია


''ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა,
მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.''

რუსთაველი


''რუსთაველის და რუდოლფ შტაინერის აზროვნების საოცარი თანხვედრა. როგორი მისტერიული სიბრძნე აქვს რუსთაველს გადმოცემული მარტო ამ ერთ სტროფში, რომლის გაგებაც ანთროპოსოფიის გარეშე შეუძლებელია. მხოლოდ ამ სტროფით ამტკიცებს რუსთაველი იმას, რომ მისტერიების ხელდასხმულია.
შტაინერი ამბობს, ხელდასხმული ნათელხილვის დაბალ საფეხურზე სტიქიათა მიღმა მდგარ სულიერ არსებებს წვდება და მერე მაღლდება "შუაღამის მზის" - ანუ მზის უმაღლესი სულიერი არსებების ხილვამდე. რუსთაველიც - ჯერ ოთხ სტიქიას, ცეცხლს, წყალს, მიწას და ჰაერს ასახელებს, შემდეგ ნათელხილვის ამაღლებას ხატოვნად იმით გადმოსცემს, ღმერთს ასაფრენად ფრთებს შესთხოვს, და ამ ყველაფერს აგვირგვინებს მიწიერი თვალსაზრისით სრულიად გაუგებარი სიტყვებით: დღისით გასაგებია, მაგრამ ღამით მზის ხილვა რანაირად შეიძლება?... ''ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა" - შუაღამის მზის ხილვის მისტერიაა გადმოცემული!’’

ტექსტი აღებულია ფეისბუქის ჯგუფიდან https://www.facebook.com/groups/130899027547867/
old_man
ვდებ შემდეგ მონაკვეთს. ამჯერად წიგნიდან: "იდუმალთმეტყველების კარიბჭესთან" გვ.55-56.
ეს მონაკვეთი ეხება: მომზადება ახალი დაბადებისთვის, სხეულის შექმნა, მშობლების მოძებნა, სხვადასხვა საშიშროება

... როგორ მუშაობენ ძალები, რომ ადამიანი ახალ ინკარნაციაში შემოიყვანონ? როგორც ვნახეთ, დაახლოებით ათასი წელი გადის სიკვდილსა და ხელახალ დაბადებას შორის. ამ პერიოდში სამშვინველი მწიფდება იმისთვის, რომ კვლავ დაადგეს ახალი დაბადების გზას. ნათელმხილველისთვის უაღესად საინტერესოა ასტრალური სამყაროს კვლევა. აქ მას შეუძლია დააკვირდეს მფრინავ, დაშლა დაწყებულ ასტრალურ გვამებს. საკუთარ დაბალ ინსტინქტებზე ნამუშევარი განვითარებული ადამიანის ასტრალური გვამი სწრაფად იშლება. დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ მიდრეკილებებსა და ვნებებს თავისუფლად ეძლეოდნენ, დაშლა ნელა ხდება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უკან მოტოვებულმა ასტრალურმა გვამმა ვერ მოასწროს დაშლა იმ დროისთვის, როცა მისი თავდაპირველი მატარებელი არსება მიემართება ახალი დაბადებიკენ. ეს კი იწვევს მძიმე ბედისწერას. ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანი განსაკუთრებულ გარემოებათა გამო მალე განსხეულდეს და თავის ძველ ასტრალურ გვამს შეხვდეს. ამ უკანასკნელს დიდი ლტოლვა აქვს მისკენ და მის ახალ ასტრალურ სხეულში შედის. მართალია, ადამიანი ახალ ასტრალურ სხეულს იქმნის, მაგრამ მასთან დაკავშირებულია ძველიც და იგი ორივეს მთელი სიცოცხლე ატარებს. ძველი ასტრალური სხეული როგორც მეორე „მე“ თავს იჩენს კოშმარულ სიზმრებსა და ხილვებში, აწვალებს და ტანჯავს მას.
ჩანასახმა ძველი ასტრალური სხეული კი არ უნდა მოძებნოს, არამედ არადიფერენცირებული ასტრალური სხეულისგან უნდა შექმნას ასტრალური სხეული, ასე რომ ეს პროცესი თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ახალი ასტრალური სხეულის ფორმა და ფერი განვლილი ცხოვრების ძალებზეა დამოკიდებული. ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. რატომ მოძრაობენ ეს ადამიანური ჩანასახები ასეთი სისწრაფით? იმიტომ, რომ უნდა მოძებნონ მშობელთა წყვილი, რომელიც ხასიათითა და ოჯახური დამოკიდებულებით ადამიანური ჩანასახის შესაბამისი იქნება. სისწრაფე შესაძლებელს ხდის, რომ მშობელთა ასეთი წყვილი მოიძებნოს. ადამიანის ჩანასახი ამ მომენტში შეიძლება აქ იყოს, მეორე წუთს კი სხვა კონტინენტზე აღმოჩნდეს.
რაც შემდეგ ხდება, ამაში ადამიანს დახმარება სჭირდება. მაღალი არსებები ლიპიკასები ადამიანურ ჩანასახს წყვილისკენ წარმართავენ, ხოლო მაჰარაჯასები აფორმირებენ ეთერულ სხეულს ასტრალური ფორმისა და გარეგნულ ფიზიკურ სხეულში მშობლების მიერ შეტანილი წვლილის შესაბამისად. განაყოფიერების აქტის დროს ვნებაში, რომელიც ამ დროს მშობლების მხრიდან ვითარდება, ნათელმხილველს შეუძლია ასევე დაინახოს ასტრალური მატერიაც. ამიტომ ბავშვის ვნებიანობა განისაზღვრება მშობელთა წყვილის ვნების ინტენსივობით, რომელიც განაყოფიერების აქტის დროს განვითარდა.
შესაძლებელია ყოველთვის ვერ მოხერხდეს ისეთი მშობლების პოვნა, რომელიც ადამიანის ჩანასახისთვის სრულიად შესატყვისი იქნება. ხერხდება მხოლოდ ყველაზე უფრო შესაფერისის პოვნა. ასევე ძნელია ფიზიკური სხეულის ისე აგება, რომ სრულიად შეესაბამებოდეს ეთერულ სხეულს. სრული ჰარმონია ვერასოდეს მიიღწევა. აქედან იღებს სათავეს სამშვინველსა და სხეულს შორის გახლეჩილობა.
უშუალოდ განსხეულების წინ ხდება ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც გარდაცვალების მომენტის ასეთივე მოვლენის პარალელურია. როგორც უშუალოდ გარდაცვალების შემდეგ წარდგება სამშვინველის წინაშე მთელი განვლილი ცხოვრება პანორამის სახით, ზუსტად ასევე უშუალოდ განსხეულების წინ ჭვრეტენ მთელ მომავალ ცხოვრებას. ეს უდიდესი მნიშვნელობის მომენტია. ისეც ხდება, რომ ადამიანები, რომელთაც წინა ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანეს და მძიმე ცხოვრება გაიარეს, ახალი მიმართებებისა და ბედისწერების ხილვისას შოკში ვარდებიან და სამშვინველის სრულ განსხეულებას აბრკოლებენ ისე, რომ სხეულში სამშვინველის მხოლოდ ნაწილი შედის. ამგვარი შოკის შედეგად იბადებიან იდიოტები, ან ეპილეპტიკები.
old_man
თუ კონკრეტულად რამე საკითხმა დაგაინტერესათ, გავშალოთ მსჯელობა
ან გაინტერესებთ რაიმე თემა თუ როგორ ხსნის რუდოლფ შტაინერი, დაწერეთ აუცილებლად და შევეცდები მოვიძიო
ასევე მინდა გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვება. ეს ისეთი საკითხებია, რაც მარტო წასაკითხად და იმის სათქმელად - უი რა საინტერესოა, არ ღირს. უნდა ვეცადოთ, რომ კარგად დავამუშავოთ და ცნობიერად გავიაზროთ. ეს შეცვლის მთელ თქვენს მსოფლმხედველობას, ცხოვრების აღქმას, ამ და მომავალ ცხოვრებასაც.
ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და მიდგომები კარმის და რეინკარნაციის ფენომენის (თუმცა მანამდე ამაზე ბევრი რამე მქონდა წაკითხული, მაგრამ არა გაცნობიერებული და მიღებული) გაცნობიერებამ. ჩემი ცხოვრება, სამყაროს აღქმა, ნაბიჯები და ურთიერთობა სხვა ადამიანებთან აღარასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც მანამდე იყო, სანამ ამას მივიღებდი და გავაცნობიერებდი (სხვათა შორის, რამდენიმე დღის შემდეგ ეს წავიკითხე შტაინერთან სადაც ზუსტად ამას ამბობს კარმასა და რეინკარნაციაზე. შევეცდები მოვიძიო).
მოკლედ ველი თქვენგან აქტიურობას
tikoroma
ციტატა(old_man @ 6th November 2018 - 10:36 PM) *
ჩვენ მხოლოდ მაშინ შევესაბამებით ფიზიკურ ყოფიერებას, როდესაც სულიერი სამყაროდან მოგვაქვს სათანადო ძალები, რომლებიც შესაძლებლობას გვანიჭებს ავაშენოთ ისეთი სხეული, ფიზიკური სამყაროს ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებს.

ეს უკვე ხსნის რატომ იბადებიან გონებრივად შეზღუდული ადამიანები, ან სხვადასხვა დაავადებებით.

მომეჩვენა რომ კარმა არაფერ შუაშია და ცნობიერების სიხშირეზე უფროა დამოკიდებული, იმ უმაღლეს ძალებს აღვიქვავთ თუ ვერა, ვისგანაც ძალებს მივიღებდით
Guest
მე მეგონა ფილოსოფიური წიგნები ექნებოდა. განაგრძე ოლდ
Merlin
ვფიქრობ კარმას მაინც განმსაზღვრელი ადგილი უჭირავს, როცა დაავადებებზეა ლაპარაკი. გონებირივ შეზღუდულობას რაც შეეხება, ამის შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც ეწერა, რომ ადამიანები როდესაც სხეულში შემოსვლისას ხედავენ იმას თუ რისი გავლა მოუწევთ, ვერ უძლებენ და სამშვინველი სანახევროდ შემოდის სხეულში, რაც გარეგრნულად როგორც გონებრივი ჩამორჩენილობა ისე მჟღავნდება. ანუ აქაც კარმას უჭირავს მთავარი ადგილი, იმიტომ რომ ის ცუდი გამოცდილება რისი გავლაც ასე ძალიან არ უნდა სხეულში შემომავალს, ისევ და ისევ წარსულში დაშვებული შეცდომებითაა განპირობებული.

Merlin
'''მე მეგონა ფილოსოფიური წიგნები ექნებოდა. განაგრძე ოლდ'''

ფილოსოფიური წიგნებიც აქვს, მაგრამ ანთროპოსოფია პირველ რიგში ოკულტური ქრისტიანობაა და სხვა ყველაფერი, რასაც ის მოიცავს სულიერი სამყაროების უშუალო შემეცნების ნაყოფებია.
Merlin
" სულიერი იდეები მიწიერ ცხოვრებაშიც მაცოცხლებელ ძალებად გვევლინება, მაგრამ ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხდება მოწმე იმისა, რომ ხსენებული ძალები, რომლებიც სულისმეცნიერების მეშვეობით მიწიერი ცხოვრების დროს შემოდის მაშინ, მაორგანიზებელ, მაცოცხლებელ, გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს მისი არსების იმ ნაწილზე, რომელსაც იგი სულიერ სამყაროში ხელახალ განსხეულებამდე ინარჩუნებს."

"ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე" - IV ლექცია
Merlin
"თქვენი ნიჭი და უნარები არამიწიერი წარმოშობისაა. ისინი კოსმოსიდან მომდინარეობს. რა მიმართებაც გაქვთ კოსმოსთან, სწორედ ისეთია თქვენი ტალანტი და ნიჭი, ისეთია თქვენი სიკეთე, ანდა თქვენი მიდრეკილება სიკეთისა თუ ბოროტებისადმი."

"ხელოვანი, თუნდაც არაცნობიერად, შემოქმედებით იმპულსს სულიერი სამყაროდან იღებს. მის შემოქმედებაში ირეკლება სულიერი სამყარო."
"რათა ავითვისოთ ის, რაც ზესამყაროებიდან მოედინება, აუცილებელია ბეჯითი, გულმოდგინე სწავლა და სერიოზული ინტიმური თვითჩაღრმავება."

"ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე" XI, I, I ლექციებიდან.
Merlin
ეხლა რასაც დავწერ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ჩვენი დროის ეზოთერულ სწავლებებში ხშირად შეხვდებით იმ ცნობას, რომ ფიზიკური სიკვდილი არაბუნებრივია და ადამიანი არ უნდა კვდებოდეს და რომ ფიზიკური უკვდავება ეს სულიერი განვითარების უმაღლესი მიღწევაა. ეხლა ვნახოთ რა აქვს სათქმელი რუდოლფ შტაინერს ფიზიკურ სიკვდილთან დაკავშირდებით. ადამიანის შემადგენლობის წევრებიდან, გარდაცვალების შემდეგ, ჩვეულებრივ შემთხვევაში, ფიზიკური, ეთერული და ასტრალური სხეულები იშლება და ხელახლა დაბადებისას ახლიდან იქმნება, ერთი ინკარნაციიდან მეორეში ადამიანს გადაყვება მისი უკვდავი წევრები: სამშვინველი და ''მე'', თუმცა არსებობს მთელი რიგი სწავლებები, რომლებიც ამ დაშლის პროცესის გაჩერებას უსახავენ მიზნად ადამიანს. ვნახოთ იმ უამრავ მიზეზთაგან ერთ-ერთი, თუ რატომაა გარდაცვალება და ხელახლა დაბადება ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი პროცესი:

"ზრდასრული ადამიანი თავის "მე" შეგნებას მოძრავ , ქმედით მდგომარეობაში ინარჩუნებს იმის მეშვეობით, რომ ეჯახება რა თავის მშვინვიერ ბუნებას, შინაგანად ერთვის მას, ანუ მთელი დღის განმავლობაში შინაგანადაა მასში ჩართული. ჩვენს "მე" შეგნებას აღანთებს ფიზიკური სხეულის უკუქმედება, მისი ერთგვარი წინააღმდეგობა. აღნიშნული შეჯახება, როგორც საერთოდ ყოველგვარი შეჯახება, იწვევს დაზიანებას, ერთგვარ უმნიშვნელო ნგრევას ჩვენს ორგანიზმში. ფიზიკურ სხეულთან ამგვარი შეჯახებისა და მისი თანდათანობითი ნგრევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა "მე" სრული შეგნების განვითარება. ამ ნგრევის საბოლოო შედეგი კი გახლავთ ის, რაც ფიზიკურ სამყაროში სიკვდილს იწვევს."

''"მე"-შეგნებას ჩვენ იმის წყალობით ვინარჩუნებთ, რომ ვანგრევთ ფიზიკურ, ეთერულ და ასტრალურ სხეულებს. მაგრამ ადამიანს თავისი "მე"-ს დანგრევაც შეუძლია."

"ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე" II ლექცია
tikoroma
დღეს ხელდასხმის საფეხურებზე წავიკითხე
საინტერესოა laugh.gif
old_man
tikoroma
გაგვიზიარე
სიცილის სმაილიკი იმას ნიშნავს, რომ რაღაც გეცნო, ჰო? )
tikoroma
ოკულტური დამწერლობა გაეცნობა განდობილსო რომ წერია, ოდინი გამახსენდა - პაპაჩემი laugh.gif biggrin.gif
elli
old_man
ამ წიგნის: ,,ცხოვრება გარდაცვალებიდან დაბადებამდე" pdf ხომ არ გაქვს შემთხვევით
Merlin
ქართულად არა, რუსულად, ინგლისურად და გერმანულად უხვადაა. ეს წიგნი კონკრეტული ჯგუფის გაკეთებულია და მცირე ტირაჟითაა დაბეჭდილი, და მხოლოდ მათგანვე შეიძლება ყიდვა, ისევე როგორც წიგნისა ''იოანეს სახარება სამ დანარჩენ, განსაკუთრებით, ლუკას სახარებასთან მიმართებაში''. თუმცა ავღნიშნავ, რომ არც ერთი წიგნი არ გამოდგება დამწყებთათვის, თავიდან ''იდუმალთმეტყველების ნარკვევის'' წაკითხვა იქნება ყველაზე ლოგიკური (და სასურველია არა ქართულად).
old_man
elli
QUOTE(elli @ 12th November 2018 - 08:01 AM) *
ამ წიგნის: ,,ცხოვრება გარდაცვალებიდან დაბადებამდე" pdf ხომ არ გაქვს შემთხვევით

არა. მე თვითონ ავკრიფე
old_man
"იდუმალთმეტყველების კარიბჭესთან". გვ. 72. 1906 წლის 6 აგვისტოს, შტუტგარტში წაკითხული ლექციიდან

"ჩვენ დროში გავრცელებულია ერთი ისეთი დაავადება, რომლის შესახებ ასი წლის წინ თითქმის არაფერი იცოდნენ. საქმე იმაში კი არ არის, რომ არ იცოდნენ, არამედ ის ნამდვილად არ იყო გავრცელებული. ეს არის ნევროზული მდგომარეობა. ეს ავადმყოფობა მე-18 საუკუნის მატერიალისტური მსოფლმხედველობის შედეგია. მატერიალისტური აზროვნებითი ჩვევა რომ არ განვითარებულიყო, ნევროზიც არასდროს წარმოიქნებოდა. ოკულტურმა მასწავლებელმა იცის, მატერიალიზმი კიდევ რამდენიმე ათასწლეულს რომ გაგრძელებულიყო, მას ხალხის ჯანმრთელობაზე დამანგრეველი გავლენა ექნებოდა. ამ მატერიალისტურ აზროვნებით ჩვევებს თუ არ გააკონტროლებდნენ, მაშინ ადამიანები არა მხოლოდ ნერვიულები იქნებოდნენ, არამედ ბავშვები კონვულსიაში დაიბადებოდნენ და გარემოს აღქმა მათ ავადმყოფურ ტკივილებს მიაყენებდა. განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდებოდა სულიერი (ფსიქიკური) დაავადებები. საფრთხე სწორედ ეს იყო: სულიერი დაავადებების ეპიდემია. მომავლის ეს სამყაროსეული სურათი იყო მიზეზი იმისა, რომ ოკულტურმა წარმმართველებმა, კაცობრიობის სიბრძნის მაისტერებმა აუცილებლად მიიჩნიეს მთელს კაცობრიობაში რაღაც ჩაეღვარათ სპირიტუალური სიბრძნიდან. მხოლოდ ასეთ სპირიტუალურ მსოფლმხედველობას შეუძლია მომავალ კაცობრიობას ჯანმრთელობის კარგი საფუძველი მისცეს. თქვენ ხედავთ, რომ ანთროპოსოფია არის მოძრაობა, რომელიც ამოდის კაცობრიობის სიღრმისეული მოთხოვნილებებიდან".
old_man
"იდუმალთმეტყველების კარიბჭესთან". გვ. 44-45

ასტრალური სხეულის, ასტრალური სხეულის ცნობიერების და ასევე ჩაკრების შესახებ

"როცა ადამიანს სძინავს, მისი ასტრალური სხეული გამოსულია ფიზიკური და ეთერული სხეულებიდან და მას ცნობიერება აღარ აქვს, მაგრამ იმდენ ხანს, რამდენიც ასტრალურ სხეულს თავისი ჩვეული ფუნქციის შესასრულებლად სჭირდება, კერძოდ ასწორებს და ჰარმონიაში მოჰყავს დაღლილი და არაქათგამოცლილი ფიზიკური სხეული. როცა ადამიანი კვდება, ასტრალურმა სხეულმა ეს მოღვაწეობა უკვე აღარ უნდა შეასრულოს და რა ზომითაც თავისუფლდება იგი ფიზიკური სხეულისაგან, ზუსტად იმ ზომით იღვიძებს მასში ცნობიერება. მისი ცნობიერება დღის ცხოვრების განმავლობაში დაბნელებული და შეზღუდული იყო სხეულის ფიზიკური ძალით და ღამით მას სჭირდებოდა ამ ფიზიკურ სხეულზე მუშაობა. გარდაცვალების შემდეგ ასტრალურ სხეულში ძალები თავისუფლდება და მყისიერად თავს იჩენს სრულიად განსაზღვრული ორგანოები. ეს ორგანოებია ლოტოსის შვიდი ყვავილი, ჩაკრები. ლოტოსის ყვავილების ამოძრავებისთანავე ადამიანი იწყებს ასტრალურ სამყაროში აღქმას. ფიზიკურ და ასტრალურ ორგანოებს შორის სხვაობა ის არის, რომ ფიზიკური გრძნობის ორგანოები პასიურია. ისინი აღიქვამენ ყველა გავლენას გარედან. თვალი, ყური და ა.შ. მშვიდ მდგომარეობაში არიან, სანამ მათ არ შესთავაზებენ რაიმეს - სინათლეს, ბგერებს და ა.შ. ამის საპირისპიროდ სულიერი ორგანოები აქტიურია, ისინი თავად ეკვრიან ობიექტს. ამდენად ეს ქმედითობა იღვიძებს მაშინ, როცა ასტრალური სხეულის ძალები სხვა რამისთვის არ გამოიყენება".
თანამედროვე, ჩვეულებრივი ადამიანის ასტრალური ორგანოები ოდნავაა გამოხატული, მაგრამ ნათელმხილველთან და მედიუმური ტრსანსის მდგომარეობაში მყოფთან ისინი ცხადად იკვეთება ცოცხალ, მანათობელ ფერებში და მოძრაობენ".

(ჩემთვის ეს მონაკვეთი საინტერესო იყო იმით, რომ გამახსენდა გაცნობიერებული სიზმრების პრაქტიკა, რომელსაც ვაკეთებდი რაღაც პერიოდი და ხშირად გამომდიოდა. კერძოდ, გაცნობიერებული სიზმრების ტექნიკა გამოდის ძილის მეორე ნახევარში, როცა ასტრალურმა სხეულმა უკვე საკმაოდ იმუშავა დაღლილი სხეულის აღსადგენად და შემდეგ გაღვიძებისას და ხელახლა დაძინებისას უკვე ცნობიერებას იძენდა. ის ცნობიერება რაც გაცნობიერებულ სიზმრებში მოდის არის საკუთარი თავის გაცნობიერება ასტრალურ სხეულში. შეგრძნება ისეთია საკუთარი თავის როგორც დღის მანძილზე ფიზიკურ სხეულში)
Merlin
'''' ის ცნობიერება რაც გაცნობიერებულ სიზმრებში მოდის არის საკუთარი თავის გაცნობიერება ასტრალურ სხეულში. შეგრძნება ისეთია საკუთარი თავის როგორც დღის მანძილზე ფიზიკურ სხეულში''''

ვერ დაგეთანხმები. სიზრმის გაცნობიერება არ არის ცნობიერების გადატანა ასტრალურ სხეულში, არამედ არის ასტრალური სხეულისა და ''მე''-ს დაყოვნება ეთერულ სხეულში, ანუ ცნობიერების ეთერულში გადატანა. (იმ პერიოდში, როდესაც ასტრალური სხეული და ''მე'' გამოსულები არიან ფიზიკური სხეულიდან, მაგრამ ჯერ კიდევ ეთერულში არიან შეყოვნებულები, ეს ის დროა, როდესაც ადამიანი სიზმრებს ხედავს). ცნობიერი სიზმარი რომ ასტრალურ სხეულში ცნობიერების გადატანა იყოს, ასეთი ადამიანი სულიერი სამყაროების წინაშე დადგებოდა, მაგრამ ეს ასე არ ხდება, სულიერი სამყაროს ნაცვლად ადამიანი ისევ მატერიალური სამყაროს მსგავს რეალობაში ხვდება, რომელიც ძირითადად იმით განსხვავდება ჩვენი რეალობისგან, რომ იქ ფიზიკის კანონები არ მუშაობს, ან სხვანაირად მუშაობს, და რეალობა სწრაფად იცვლება.

უამრავჯერ გამიცნობიერება სიზმარი, ან გნებავთ სხეულიდანაც გამიტანია ცნობიერება, მაგრამ ყველა ეს შემთხვევა არის მხოლოდ ფიზიკურიდან ეთერულში ცნობიერების გადატანა, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი, და კარგად გავრცელებული პრაქტიკების გამოყენებით როდესაც ხდება ეს, მატერიალური აღქმაც მიგყვება თან, რის შედეგადაც ეთერულსაც ვერ აღიქვავ, ჩემი აზრით, თავისთავადი სახით, არამედ უბრალოდ იმყოფები ეთერულ სხეულში, მაგრამ სამყაროს ისევ ფიზიკური სხეულისათვის დამახასიათებელი აღქმით აღიქვავ.

ასტრალურ - სულიერ სამყაროში ადამიანი მაშინ გადადის, როდესაც მკვდარი, უსიზმრო ძილით სძინავს, ეს ის დროა როდესაც ასტრალური სხეული და ''მე'' ეთერული სხეულიდანაც არიან გამოსულები, და ეს მდგომარეობა იმდენად შორსაა ჩვენი ცნობიერებისგან, რომ სიზმრის მდგომარეობისგან განსხვავებით, სრულიად მიუწვდომელია ჩვეულებრივი ადამიანის ცნობიერებისათვის. ამდენად სწორი ნათელხილვა, სწორი სხეულიდან გასვლა, სწორედ ამ მკვდარი ძილის ფაზაში გულისხმობს ცნობიერების შეტანას და არა სიზმრიანი ძილის ფაზაში (იმიტომ, რომ ამ დროს ასტრალური სხეული და ''მე'' ჯერ კიდევ ეთერულ სხეულში არიან). ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ ცნობიერება ასტრალურ სხეულში გადავიტანოთ, ამისათვის საჭიროა, რომ მკვდარი ძილის ფაზის გაცნობიერება შეძლოს ადამიანმა და არა სიზმრებისა. ამ შემთხვევაში ის სულიერი სამყაროს არსებების წინაშე დადგება (ელემენტალები, ანგელოზები, მთავარანგელოზები და ასე შემდეგ), და არა ფიზიკის კანონებ შეცვლილი მატერიალური სამყაროს წინაშე, რომელიც არ არის და არც შეიძლება იყოს სულიერი სამყარო.

(ამის უკეთ გასაგებად შეგიძლია წაიკითხოთ ''იდუმალთმეტყველების ნარკვევის'' მესამე თავი ''ძილი და სიკვდილი'')
starscream
Merlin
გეთანხმები ზუსტად მაგის დაწერა მინდოდა ამდენი წლებია მაგას ვამტკიცებ რო კასტანედას პრაქტიკას თუ ავიღებთ მილიონჯერ უნდა გააცნობიერო სიზმარი და მერე მეორე კარზე უნდა გადახვიდე მანდ იწყება რეალური სამყაროს აღქმა და ეგეც არ არის ასტრალი და მეორე კარზე რო მიხვალ ეგრევე დაგხვდებიან არაორგანული არსებები იმიტო რო მაგათი მოგონილია ეგ პრაქტიკა. ადამიანებს ვისაც ასწავლიან უცებ ასტრალში გასვლას 3 დღეში და ასე შემდეგ გონიათ რო სადმე გადიან სინამდვილეში გონება აკეთებს ვითომ სხეულიდან გასვლის მოდლირებას და ისევ სიზმარში არიან უბრალოდ გაცნობიერებულ სიზმარში თუ შენ რაღაც სცენის დროს აცნობიერებ აქ თავიდანვე გადიხარ და საწოლში ხარ მაგრამ მაინც სიზმარში. მეც ყოვეთვის მიკვირდა ფიზკურ სხეულს რო ვტოვებდი და გადმოვგორდებოდი ფიზიკური სხეულიდან ჯერ სიბნელეს ვხვედავდი და მერე იწყებდა ჩემი გონება ჩემი ოთახსი დახატვას ვითომ რეალურად სხეულს გარეთ ვიყავი სინამდვილეში კი ისევ გაცნობიერებულ სიზმარში ხარ. ეგ არის გონება ატყუებს ადამიანს და ხატავს ყველაფერს თუ ადამიანს უნდა მართლა განავითაროს ასტრალური ხედვის ორგანოები ან შტაინერის სავარჯიშოები უნდა აკეთოს ან დღეში რამოდენიმე საათი იჯდეს და უნდა იმედიტიროს მაგრად და დაგროვილი ენერგია აამუშავებს ჩაკრებს. რეალურად დააკვირდით ადამიანი ასტრალში ნამდვილი გასვლით დიდ ინფორმაციასთან წვდომას იღებს ყველა ეს ავტორები ვითომ ასტრალში გასვლას რო ასწავლიან ისინი რო ნამდვილად გადიოდნენ ასტრალში შეეძლებოდათ აკაშის ბიბლიოთეკაში ბევრი რამის წაკითხვა,წარსული და მომავლის ხედვა რეალური ისტორიის დაწერა ახალი პრაქტიკების შემოტანა და ასე შემდეგ იმიტო რო ყველა სერიოზული სისტემა იოგა და ცი გუნი მიმართულია იმისკენ რო ადამიანს ასწავლოს სხეულიდან გასვლა ჯერ დაბალ სამყაროში და მერე მაღალ სამყაროებში ნამდვილი პრაქტიკა იწყება როცა ნამდვილად გადიხარ ასტრალურ სამყაროში. ამას კიდე რო მიაღწიო რამოდენიმე წელი და ცხოვრების წესის აზრების გრძნობებსი რავი ყველაფრის შსეცვლა ჭირდება. ისე არავინ არათუ აკაშის ქრონიკების წაკითხვამდე ასტრალში არ მიგიშვებენ =D
Merlin
..............
tikoroma
ციტატა(old_man @ 7th November 2018 - 04:24 PM) *
ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და მიდგომები კარმის და რეინკარნაციის ფენომენი

ამ თემის გაშლა შეგვიძლია?
მე არ ვიღებ რეინკარნაციის პოპულისტურ ვერსიას და რამე ახალი მჭირდება
old_man
tikoroma
რას ნიშნავს არ იღებ რეინკარნაციის პოპულისტურ ვერსიას? და თუ ეს არაა თავსმოხვეული არამედ სულის მეხსიერებიდანაა ამოღებული?
tikoroma
პოპულისტურია მაგ. წინა ცხოვრებაში ღარიბი თუ იყავი, დღეს მდიდარი ხარ და ასეთი მარტივი გაგება. არ მჯერა, რომ ასე პირდაპირ პროპორციულია
old_man
ეგეთი გაგება რა თქმა უნდა პოპულისტური და პრიმიტიულია. კარმული სიტუაციები და ცხოვრებისეული პირობები გაცილებით ღრმად იქსოვება
tikoroma
შევთანხმდით უცბათ ;დ
old_man
"ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე", გვ. 96-97

"როდესაც ნათელმხილველი ზეგრძნობად სამყაროს ჭვრეტს, იგი იმ სამშვინველებსაც აღიქვამს, რომლებიც განსაზღვრული დროის მანძილზე გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე გარკვეულ ძალებს მსახურებენ - იმ ძალებს, რომელთაც ჩვენ მზარდი, ჯანსაღი და ნაყოფიერი მიწიერი ცხოვრების მეუფეებად ვსახავთ. ეს სამშვინველები რაღაც პერიოდის განმავლობაში სულიერ არსებებთან ერთად რუდუნებენ უკეთილშობილესი მისიის აღსასრულებლად - ისინი ყოველნაირად ცდილობენ გარდამოუვლინონ ფიზიკურ სამყაროს ის ძალები და იმპულსები, რომლებიც მიწიერ არსებობას გააჯანსაღებს და წინსვლისა და გამარჯვებისკენ წარმართავს. მაგრამ შესაძლოა გარკვეულ გარემოებათა გამო ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ავადმყოფობათა და მრავალ სხვა უბედურებათა მომავლინებელ ძალთა მსახურადაც იქცეს. მართალია, სასიცოცხლო პროცესები სულიერ ძალთა და არსებათა წარმმართველობით რეგულირდება, მაგრამ ამ პროცესებში ადამიანიც თანამონაწილეობს და თუკი აქ, დედამიწაზე გარკვეული მიმართებით სათანადოდ მომზადდება და განვითარდება, იგი უზენაეს ნეტარებას ეზიარება - იგი ღირსყოფილიქმნება სულიერ არსებებთან ერთობლივი თანაქმედებით დედამიწაზე სასიცოცხლო ძალები შთამოღვაროს. რით იმსახურებს ადამიანი ამ უდიდეს მისიაში თანამონაწილეობას?
ნათელმხილველური დაკვირვება ცხადყოფს, რომ ადამიანი მიწიერი ცხოვრების მანძილზე თავის ქმედებას და აზროვნებას ორი, ერთმანეთისგან განსხავავებული მიმართებით ავითარებს. ერთია მისი მოღვაწეობის გარეგნული ფორმა - გარეგნული ქმედება და აზროვნება. მეორე - სამშვინველის შინაგანი მისწრაფებებით იმპულსირება. მისთვის ნიშნეულია ენთუზიამზი, გულისმიერი ჩართვა და უშუალო დაინტერესება. ეს ისეთი მოღვაწეობაა, რომლისადმი ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ მისი სამშვინველი განაწყობს. დიახ, ეს არის სამშვინველის ერთგვარი განწყობა - იაზროვნოს და იმოქმედოს არა მოვალეობის, არამედ სიყვარულის, შინაგანი მისწრაფებების ძალით. ამგვარი განწყობა სამშვინველს ამზადებს, რათა იგი გარდაცვალების შემდეგ სიჯანსაღისა და განმკურნავ ძალთა მსახურად იქცეს, ზესამყაროებიდან ზრდისა და ნაყოფიერების იმპულსები გარდამოავლინოს და იმ ნეტარებას ეზიაროს, ამგვარი რუდუნების წყალობით რომ ისადგურებს მასში."
Merlin
"იოანეს სახარების პირველი სიტყვები მართლაც აბათილებს ყოველგვარ განმარტებას გარდა ერთისა – იესო ნაზარეველში, რომელიც ჩვენი ერის დასაწყისში ცხოვრობდა, უმაღლესი ღირსების სულიერი არსი განსხეულდა. იოანეს სახარების ავტორს, რომელსაც მთელი თავისი არსიდან უნდა ელეპარაკა იესოზე, აუცილებლად უნდა დაწყო იმით, რასაც იგი ,,სიტყვას’’, ანუ ,,ლოგოსს’’ უწოდებს. მას უნდა ეთქვა: ,,დასაწყისში იყო სიტყვა და ყოველივე მის მიერ, ანუ ,,ლოგოსის მიერ შეიქმნა’’ (იოანე 1-1,3) – აღვიქვათ ეს სიტყვები მისი სრული მნიშვნელობით და დავინახავთ, რომ იოანეს სახარების ავტორი მთელი თავისი შინაგანი მოწოდებით ,,ლოგოსს’’ უწოდებს სამყაროს იმ დასაბამიერ საწყისს, იმ უმაღლესს, რომელთან ამაღლება ხელეწიფება ადამიანს. მან უნდა აღიაროს: ,,ყოველივე ამ პირველსათავე ლოგოსიდან შეიქმნა’’ (იოანე 1-3). შემდეგ იგი ამბობს: ..და სიტყვა ხორციელ იქმნა და დაიმკვიდრა ჩვენს შორის’’ (იოანე 1-14). ე.ი. თქვენ იხილეთ იგი, როდესაც თქვენ შორის იყო და კიდევაც შეგწევთ უნარი გაუგოთ მას, თუკი ირწმუნებთ, რომ მასში ცხოვრობდა იგივე პრინციპი, რომლიდანაც აღმოცენდნენ მცენარეები, ცხოველები, ადამიანები და ყოველივე, რასაც კი ადამიანის მზერა შემოწერს. ამრიგად, თუკი ხელოვნურ გამარტებებს ავირიდებთ, ჩვენ უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ იოანეს სახარების თანახმად, უმაღლესი არსი ერთხელ განსხეულდა ხორციელად. "

რ. შტაინერი - "იოანეს სახარება" GA 103 - ლექცია I
Merlin
" სულისმეცნიერება [ანთროპოსოფია] იოანეს სახარებაში აღწერილ სულიერ სამყაროთა ცოდნას თავისი არსიდან გვაწვდის... სულისმეცნიერება თავის არსში იმასვე ატარებს, რაც იოანეს სახარებაშია შთაბეჭდილი."

რ. შტაინერი - "იოანეს სახარება" GA 103 - ლექცია I
Merlin
"ადამიანები კი თანდათან უფრო და უფრო მეტად ცდილობენ, შეძლებისამებრ, ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენების დონემდა დაიყვანონ ყოველივე ის, რაც ისტორიულად მოხდა. მათ აბნევს ისეთი მაღალი არსების წარმოჩენა, როგორიცაა იოანეს სახარებისეული ქრისტე, ამიტომ ისინი ლაპარაკობენ მასზე, როგორც იესოს - “უბრალო ნაზარეველი ადამიანის” აპოთეოზე, რომელიც მათ ასე მოსწონთ, იმიტომ რომ შეუძლიათ თქვან: ჩვენ ხომ ადრეც გვყავდა სოკრატე და სხვა დიდი ადამიანები. ქრისტე გამოირჩევა მათგან, მაგრამ ახსენებენ რა "უბრალო ნაზარეველ ადამიანს", ისინი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანის მასშტაბით უდგებიან მას. მსგავსი აზრები ,,უბრალო ნაზარეველ ადამიანზე’’, რომელიც დღეს მრავალრიცხოვან თეოლოგიურ თხზულებებში და ასევე თეოლოგიურ აკადემიურ ნაშრომებში, ე.წ. ზეგანათლებულ თეოლოგიაში ხდება, მატერიალისტური აზროვნების შედეგია, ბოლო საუკუნეებში რომ ჩამოყალიბდა და მხოლოდ ფიზიკურ-გრძნობად სამყაროს არსებობას რომ მიიჩნევს შესაძლებლად, - მხოლოდ მას ანიჭებს მნიშვნელობას.

მატერიალიზმი თავდაპირველად რელიგიურ ცხოვრებაში გაიჟონა. კაცობრიობის სულიერი განვითარებისთვის იგი ბევრად უფრო ნაკლებ საზიანოა მეცნიერულ-საბუნებისმეტყველო ფაქტების სფეროში, ვიდრე იქ, სადაც რელიგიურ წარმოდგენებსა და იდუმალებების გაგებას ეხება."

რ. შტაინერი - "იოანეს სახარება" GA 103 - ლექცია I
Merlin
იესო ქრისტეს ნება-სურვილია ადამიანის ცნობიერებაში აღძრას და ამოზიდოს მასში დაუნჯებული ღვთაებრივ-სულიერი ბირთვის შეგნება, ანუ შეგნება იმისა, რომ ადამიანის სამშვინველში, როგორც ღვთაებრივი ნაპერწკალი, ცხოვრობს ღმერთი და რომ ყოველი ადამიანი საკუთარ არსებაში ღვთაებრივს ატარებს. ქრისტე ამას ხაზგასმით აღნიშნავს, როდესაც ამბობს: "თქვენ ღმერთები ხართ! (იოანე 10-34). იგივე გამონათქვამი სხვა არსებასაც ეკუთვნის: ლუციფერმა კაცობრიობის განვითარების დასაწყისში თქვა: "თქვენ ღმერთების თანაგვარი იქნებით"... ამრიგად, ორი არსება ერთსა და იგივე სიტყვებს წარმოთქვამს. ბიბლიაც და სახარებაც გვაუწყებს, რომ ლუციფერის ამ გამონათქვამს ადამიანისთვის არავითარი მადლი და კურთხევა არ მოაქვს, ხოლო ქრისტეს მიერ წარმოთქმული იგივე სიტყვები უზენაესი კურთხევისა და წყალობის მომნიჭებელია. აქ იფარება საოცარი საიდუმლო: ის რაც ლუციფერმა საცდურად მიუგდო კაცბრიობას, ქრისტემ გვიბოძა, როგორც სიბრძნის უმაღლესი შინაარსი. აქ არსებითია ის, თუ ვისგან წარმოსდგება ზემოხსენებული აზრი. "

რ. შტაინერი - "ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე" - ლექცია II
Merlin
ეს სულ მცირე იმას ნიშნავს, რომ ის სულიერი სწავლებები რომლებიც მოედინება ერთის მხრივ ლუციფერისგან და მეორეს მხრივ ქრისტესგან, გარეგნული ფორმით შეიძლება ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს, არც ლუციფერი არაა ისეთი შინაარსების წინააღდეგი, როგორიცაა სიყვარული, სულიერება, მორალი, მშვენიერება, სიბრძნე, სინათლე, გასხივოსნება, განღრმრთობა და ასე შემდეგ. მაგრამ მათ შორის არსებით განსხვავებებს ვიპოვით, თუ ჩვენ სიღრმისეულად ჩავეძიებით ერთსაც და მეორესაც. ამდენად ზედაპირული შეფასებები, რომ ეს მასწავლებელი სიყვარულს, სიკეთეს, მსახურებას და გასხივოსნებას ქადაგებს და რა შეიძლება ამაში ცუდი იყოს? - ვერ გაგვიყვანს სამშვიდობოზე. მხოლოდ სწავლების შინაგანი არსის სიღრმისეული გაცნობიერებით შეიძლება, რომ ადამიანში ჭეშმარიტი მასწავლებელი ამოვიცნოთ. გარეგნული შეფასებები, რომლებიც დაიყვანება ისეთ ფრაზებზე, როგორიცაა - პოზიტიურ რამეებს ასწავლის, ან თუმდაც მისი პრაქტიკები მუშაობს, აუცილებლად შეგვიყვანს შეცდომაში. ამიტომაც ეწოდება ლუციფერს მაცდური, და ამიტომაც ვლოცულობთ ასე: ...და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში... (საცდურში) (ინგლისურად ასეა: ''and lead us not into temptation''). საცდური კი რქიანი და კუდიანი ურჩხულის სახით კი არ ვლინდება, არამედ ყველაზე უფრო ნატიფი და ბრწყინვალე ფორმებით იმოსება. და ისევ ქრისტეს სიტყვებით დავასრულებ: 23. ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში“.
elli
ძალიან დაღლილიც, რომ შემოვიდე ვიცი ეს თემა მაინც დამხვდება, მადლობა თქვენ
Mechanical Sheep
elli
მეც რამდენიხანია მადლობის თქმა მინდა ;დ .

Merlin
old_man

bigarmhug.gif l_sunny.gif
Merlin
რის მადლობა... მადლობა თქვენ პირიქითsmile.gif
Merlin
https://www.youtube.com/watch?v=hWAbM1iIDj4

https://www.youtube.com/watch?v=5B-BnwMV9M4

https://www.youtube.com/watch?v=SNPmk2xmS6g

https://www.youtube.com/watch?v=9hAjAfELKN4

ეს გახლავთ ანთროპოსოფიულად გაგებული ქრისტიანობის შესავალი ლექციები, თუ სწორად მახსოვს ეს ციკლი ოცამდე ლექციისგან შედგება და ეტაპობრივად დაიდება. ლექციებს კითხულობს სულიკო ავჟანდაძე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე ადამიანია ანთროპოსოფიის და მით უმეტეს ქრისტოლოგიის სფეროში.
Merlin
" ის რასაც ქვია ჭეშმარიტი და ნამდვილი, კაცობრიობას მუდმივად ახალ და ახალ ფორმებში უნდა მიეწოდებოდეს; და ვინაიდან კაცობრიობის მოთხოვნები ეპოქალური წინმავლობის კვალდაკვალ მუდმივად იცვლება, ჩვენი დროებაც, გარკვეული თვალსაზრისით, ასევე საჭიროებს მიწიერი კაცობრიობის განვითარების ამ უდიადესი მოვლენის - ქრისტეს მოვლენის ახალ მაუწყებლობას. ანთროპოსოფიას სურს იყოს ეს მაუწყებლობა...
ქრისტეს მისტერიის ანთროპოსოფიული მაუწყებლობა, არც ჩვენთვის და არც ზოგადად, თავისი შინაარსით არ წარმოადგენს რაღაც ახალს. მაგრამ ფორმის თვალსაზრისით მაინც არის რაღაც ახალი."

რ. შტაინერი - "იოანეს სახარება სამ დანარჩენ, განსაკუთრებით, ლუკას სახარებასთან მიმართებაში" - ლექცია I
Merlin
ფილონ ალექსანდრიელი (ძვ.წ.აღ 20 წ - ახ.წ.აღ 50 წ) ებრაელი ფილოსოფოსი - ძე ღმერთის შესახებ.

‘’ფილონის ღმერთი, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი, უცვლელი და უძრავი არსი პლატონის იდეათა სამყაროს მიღმაცაა, მაგრამ ამავე დროს ავსებს ყოველ ამქვეყნიურს, როგორც გაფორმებულ მატერიას. ამ ვითარების წარმოსადგენად იგი პლატონის ‘’ტიმაიოსის’’ სამკუთხედს იყენებს (დემიური, იდეები, მატერია), მაგრამ ღმერთის ტრანსცენდენტობისა და სიწმინდისათვის შეუძლებლად მიაჩნია, რომ იგი მატერიას უშუალოდ შეეხოს. ამ ფუნქციას ასრულებს ლოგოსი [ბერძ. ''სიტყვა''], როგორც იდეათა მთლიანობა და ღმერთის პირველშობილი ძე (ბიბლიის ასპექტით დანახული, როგორც ანგელოსთა ერთიანობა). ღმერთი მამობრივი მიზეზია, ლოგოსი მოსაშუალეა მასსა და სამყაროს შორის. მასში თეოლოგები ქრისტეს წინათგრძნობას დაინახავენ. ეს ლოგოსი, რომელსაც ფილონი ზოგჯერ მეორე ღმერთს უწოდებს, ქრისტესაგან იმით განსხვავდება, რომ არ სხეულდება. მაგრამ ანთროპომორფიზმის ნაშთი რჩება თავად ტრანსცენდენტურ ღმერთში, რომლის შესახებაც მხოლოდ ის შეიძლება ვიცოდეთ, რომ ის არის და არა ის, თუ რაა და როგორ არის. აღმოჩნდება, რომ ფილონისათვის ის თავისუფალი ნების მქონე პიროვნული ღმერთი რჩება, რომელიც სიბრაზისას ბოროტ ძალებს ქმნის, რომლის წყალობის გარეშე ვერავითარი მცდელობით ვერ მიუახლოვდება მას ადამიანი. ღმერთის განგების საყოველთაობის მიუხედავად, ადამიანის სული მისივე დანაშაულის გამო ექცევა სხეულში.’’

გურამ თევზაძე - ანტიკური ფილოსოფია (გვერდი 137-138).
Merlin
ფილონი არ ყოფილა ქრისტიეანი, ის იუდეველი ფილოსოფოსი იყო, რომელიც ძველი აღთქმისა და ანტიკური ფილოსოფიის შინაარსების გაერთიანებისთვის იღწვოდა. მაგრამ მის ფილოსოფიაში გაჩნდა ძე ღმერთის გაგება. მას ასევე უწოდებს მეორე ღმერთს, მსგავსაც ქრისტეანული სამების მეორე ჰიპოსტასისა. ძე ღმერთი, რომელიც ყველა იდეის, ყველა ანგელოზის მთლიანობას წარმოადგენს, ''მამისგან'' განსხვავებით უშუალოდაა დაკავშირებული მატერიალურ სამყაროსთან. ფილონი მას უწოდებს სიტყვას (ბერძ. ლოგოსი), ასევე იწოდება ის იოანეს სახარებაში, რომელიც ამბობს:

იოანეს სახარება - თავი პირველი

1 დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი.
2 ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.
3 ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
4 მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.
5 ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.
6 იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე.
7 ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან.
8 არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის.
9 იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად.
10 ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი.
11 თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს.
12 ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;
13 და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.
14 სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.
15 იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.
16 და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.
17 რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
18 ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.
Merlin
ანთროპოსოფიის შესავალი, ნაწილი I

სიტყვა ანთოპოსოფია წარმოშობილია ორი ბერძნული სიტყვის შეერთების შედეგად: ἄνθρωπος (anthropos = "ადამიანი") და σοφία (sophia = "სიბრძნე"). ეს ტერმინი მეოცე საუკუნემდეც არსებობდა, მაგრამ ჩვენთვის ის იმის წყალობითაა ცნობილი, რომ სწორედ ეს სიტყვა უწოდა რუდოლფ შტაინერმა იმ სწავლებას, რომლის გადაცემაც მან მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ანთროპოსოფია არის სწავლება, რომელიც დაფუძნებულია ნათელხილვის გზით მიღმიური, და ასევე მატერიალური, სამყაროების უშუალო შემეცნებაზე და რომელიც თავის თავში მოიცავს და აერთიანებს კაცობრიობის მოღვაწეობის ყველა ძირითად სფეროს. შესაბამისად ანთროპოსოფია პირველ რიგში ეზოთერული მეცნიერებაა, ეზოთერული არა იმ გაგებით, რომ ის დაფარულია და საიდუმლო, არამედ იმ გაგებით, რომ ის არის მეცნიერება დაფარულის შესახებ, და ამ იდუმალის შესახებ მოპოვებულ ცოდნას ეფუძნება შემდეგ უკვე ანთროპოსოფიის ყველა სხვა ცალკეული მიმართულება, იქნება ეს მედიცინა თუ სხვა.

სიტყვა ''ეზოთერული'' ბერძნული წარმომავლობისაა, და განიმარტება როგორც ''შინაგანი'': esoteric - From Ancient Greek ἐσωτερικός (esōterikós, “belonging to an inner circle”), from ἐσωτέρω (esōtérō, “further inside”), comparative of ἔσω (ésō, “within”), from ἐς (es), εἰς (eis, “into”) (esoteric originally referred to the secret teachings of Greek philosophers, versus public or exoteric ones). განსხვავებული ეტიმოლოგიური მნიშვნელობის მიუხედავად, შინაარსობრივად ამ ცნების იდენტურია ტერმინი ''ოკულტური'', რომელიც ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს ''დაფარულს'': occult - From Latin occultō (“hide, keep secret”).

ორივე ეს ტერმინი მიუთითებს ისეთი ტიპის ცოდნაზე, რომელიც მიიღწევა ადამიანში დამატებითი აღქმის ორგანოების გამოღვიძების მეთოდით, რომლითაც შესაძლებელი ხდება მატერიალური სამყაროს საზღვრების გადალახვა. ანუ ეს ორი სიტყვა მიუთითებს ისეთი რამის ცოდნაზე, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში დაფარულია ჩვენი გრძნობის ორგანოებისათვის, და ასეთი პირველ რიგში არის ის რეალობები, რომლებშიც ადამიანი იმყოფება ფიზიკურ დაბადებამდე და გარდაცვალების შემდეგ, ანუ ის რეალობები, რომელთაც ვუწოდებთ სულიერ სამყაროებს. (თუმცა სიმართლეა ისიც, რომ ასეთი ტიპის ცოდნა წარსულში და განსაკუტრებით დასავლეთში, იყო არა მხოლოდ ცოდნა დაფარულის შესახებ, არამედ თავად ეს ცოდნაც იყო გარკვეულწილად დაფარული და საიდუმლო, თუმცა ეს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა XIX საუკუნის ბოლო მესამედიდან, რაც ეპოქალური ცვლილებებით არის განპირობებული...).

ახლა ვთქვათ ის, თუ რითი განსხვავდება ანთროპოსოფია სულიერებასთან დაკავშირებული სხვა სწავლებებისგან. დოგმატური რელიგიისგან მას უპირველეს ყოვლისა განასხვავებს ის, რომ მას საფუძვლად უდევს სულიერი სამყაროების უშუალო აღქმა და შემეცნება და არა წმინდა წერილების ინტერპრეტაცია ლოგიკური თუ ტრადიციული შეხედულებებიდან გამომდინარე. ანუ ანთროპოსოფიული (ისევე როგორც ზოგადად ეზოთერული) მსოფლმხედველობა, რელიგიური ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული მსოფლხმედველობისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ცოდნას და არა რწმენას.

მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოსოფიაში ფილოსოფიას ძალიან დიდი ადგილი უკავია, ანთროპოსოფია არ არის ფილოსოფია. ფილოსოფია მთლიანად ემყარება ადამიანის ლოგიკური აზროვნების შესაძლებლობებს და წარმოადგენს ამ აზროვნების მოქმედების შედეგად მიებული დასკვნების ერთობლიობას. ხოლო ანთროპოსოფია, როგორც ეზოთერული სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანი როლს ასრულებს მასში, არ არის მხოლოდ ლოგიკური განსჯის შედეგად მოპოვებული ცოდნა, არამედ ის, პირველ რიგში გულისხმობს საკვლევი ობიექტის უშუალო შემოტანას აღქმაში. ანუ მაგალითად თუ ფილოსოფოსი მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ხდება მატერიალური სამყაროს მიღმა, ნათელმხილველი უშუალოდ აღიქვავს მიღმიერ რეალობებს და მისთვის ეს სამყაროები ისეთივე შემეცნების ობიექტი ხდება, როგორიც მატერიალური ობიექტებია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისათვის.

ალბათ ამის თქმა აღარ არის საჭირო, მაგრამ მაინც შეიძლება ხაზი გავუსვათ, რომ ანთროპოსოფია არც აკადემიური მეცნიერება არ არის. ის პირველ რიგში სულიერი სამყაროების შესწავლიითაა დაინტერესებული, და მატერიაზე ცოდნასაც სულიერების გავლით ღებულობს. ასევე განსხვავებულია მეთოდიც, რომელიც კვლევის იარაღად აღქმის განსხვავებული ფორმების განვითარებას გულისხმობს, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანმა თავის აღქმაში შემოიტანოს ის რაც ჩვეულებრივად მიუწვდომელია ადამიანის ხუთი გრძნობის ორგანოსათვის. თუმცა მეცნიერებასთან მას კვლევის პრინციპები ანათესავებს და კვლევის შედეგების გაცნობიერება ცხადლივი და კრიტიკული აზროვნების გზით. ამიტომაც ეწოდება მას სულის მეცნიერება.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სულის მეცინერებაში სულიერი სამყაროს კვლევები იმგვარი ფორმით არის გადმოცემული, რომ ამ კვლევების გზით მოპოვებული ცოდნა გასაგებია და გამოსაყენებელი იმ ადამიანების მიერ ვინც ჯერ არ ფლობს ნათელხილვის უნარს, და შესაბამისად უნარს ცდისეულად გადაამოწმოს მიღებული ცნობები. არამარტო გასაგებია, არამედ იმის წყალობით, რომ თითოეული ფაქტი სულიერი სამყაროების შესახებ ახსნილია უამრავი განსხვავებული კუთხით, მისადაგებულია იმ ფაქტებთან, რომლებიც ჩვენ მოგვეპოვება მატერიალური ცოდნის სფეროშიც, და რაც მთავარია იმდენადაა ლოგიკურად გამართული ყველაფერი, რომ გაგებასა და დაჯერებას შორის ზღვარი მინიმუმამდეა დაყვანილი. თითქმის ყველა მეტაფიზიკურ ცნობას მისადაგებული აქვს ის ფიზიკურიც, რომელშიც ეს მეტაფიზიკური არის ასახული, რითაც უწყვეტი და მტკიცე კავშირები ებმება მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის და გასაგები ხდება ერთის მხრივ ის თუ რა უხილავი პროცესები უდევს საფუძვლად ხილულ, მაგრამ ნაკლებად გაგებულ მოვლენებს, მეორეს მხრივ კი ვიგებთ იმას, თუ სად და როგორ ავლენენ საკუთარ თავს სულიერი ძალები ჩვენთვის ხილულ რეალობაში. ხოლო რაც შეეხება, ნათელმხილველის მიერ სულიერებასთან დაკავშირებული ფაქტების უშუალო ცდისეულ გადამოწმებას და იმ გზაზე გავლას, რომელიც ოდესღაც თავად რუდოლფ შტაინერმა თუ სხვა რომელიმე ხელდასხმულმა გაიარა, ამისათვის დატოვებული არის მთელი რიგი პრაქტიკები და მეთოდიკა, რომლითაც საკმარისად მომზადებულ ადამიანს შეუძლია გამოიმუშავოს ის უნარები, რომელი უნარების გამოყენებითაც შეიძლება მატერიალურსა და სულიერს შორის ზღვარის გადალახვა და მიღმიურის უშუალო აღქმა და შემეცნება.

როგორც ვთქვით, ანთროპოსოფია არის ეზოთერული/ოკულტური სწავლება, შესაბამისად ისიც უნდა გავიგოთ, რა განასხვავებს მას სხვა ეზოთერული სწავლებებისგან, მაგალითად ბლავატსკაიას თეოსოფიისგან. ამ განსხვავების გასაგებად პირველ რიგში იმის თქმა არის საჭირო, რომ ანთროპოსოფია არის არამარტო ეზოთერიკა, არამედ ქრისტიანული ეზოთერიკა, და მისი უმთავრესი მისია სწორედ ის არის, რომ ადამიანს ქრისტეს და მისი დედამიწაზე აღსრულებული ქმედებების შემეცნება და ქრისტესთან დაახლოების შესაძლებლობა მოუტანოს. ამდენად ეზოთერიკა/ოკულტიზმის მრავალი სახის მიმდინარეობებისგან ის პირველ რიგში განსხვავდება იმით, რომ ანთროპოსოფია, ისევე როგორც სახარება და ორიათასწლოვანი ქრისტეანული ტრადიცია, ქრისტეს განსხეულებულ ღმერთად მიიჩნევს და არა განღმრთობილ ადამიანად (როგორც ამას მიიჩნევენ სხვა არაქრისტიანული რელიგიური თუ ეზოთერული მიმდინარეობების წარმომადგენლები, მათ შორის და განსაკუთრებით ინდური სწავლებებისა). ანთროპოსოფიული შემეცნება ქრისტეს ხედავს, როგორც ძე ღმერთს, სამყაროს შემოქმედსა და მის ცენტრს, რომელიც პირველ საუკუნეში მზიდან დაეშვა დედამიწაზე, აღასრულა კოსმიური მასშტაბის მისტერიები და ამ მისტერიების აღსრულების გზით, უშუალოდ დაუკავშირა თავისი თავი დედამიწასა და ადამიანებს, და მისი შემეცნება, მასთან დაახლოება და იმ დიადი მიზნების განხორციელება რასაც ის უსახავს კაცობრიობას, ადამიანის უმთავრეს მისიადაა მიჩნეული.

ამგვარი გაგებით ის სწავლება, რომელიც რუდოლფ შტაინერმა სულიერი სამყაროებიდან მოუტანა კაცობრიობას, ქრისტეანი ხელდასხმულების სწავლებისა და საქმის გაგრძელებაა, ხელდასხმულებისა, რომლებიც მის მსგავსად ასევე საკუთარი პირადი გამოცდილებით იმეცნებდნენ სულიერ სამყაროებს, და უშუალოდ არაა დაკავშირებული არცერთი ქრისტეანული ეკლესიისა თუ კონფესიის სწავლებასთან, ისევე როგორც არაა უშუალოდ დაკავშირებული აღმოსავლურ რელიგიებთან, იქნება ეს ინდუიზმი თუ ბუდიზმი.
Merlin
ანთროპოსოფიის შესავალი, ნაწილი II

რამოდენიმე ფაქტი რუდოლფ შტაინერის შესახებ, რომელიც ნაწილობრივ მაინც გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ღირს, რომ ადამიანი დაინტერესდეს მისი მემკვიდრეობის შესწავლით.

კაცობრიობის ისტორიაში იყვნენ ნიჭიერი ადამიანები, იყვნენ გენიოსებიც, რომელთაც კაცობრიობის განვითარებაში მნიშვნელოვანი დადებითი როლი შეასრულეს, და იყვნენ ზეგენიოსებიც, რომელთაც დაუჯერებელ სიმაღლეზე აიყვანეს ადამიანის შესაძლებლობები, და შეიძლება ისიც ითქვას, რომ მათი შემოქმედება საკმარისი მტკიცებულებაა ადამიანის ღვთაებრივი წარმომავლობისა. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა მრავალმხრივობა თუ შემოქმედების ზეადამიანური უნარი ამოუხსნელ ფენომენთა კატეგორიას შეიძლება განვაკუთვნოთ. ასეთი სიმაღლის შემოქმედებს განეკუთვნებიან მაგალითად რუსთაველი, ბეთჰოვენი და ლეონარდო. პირველი ორი თუ თავისი შემოქმედების სრულყოფილებით შეგვიძლია ზეგენიოსების კატეგორიას მივაკუთვნოთ, ლეონარდო შემოქმედების სრულყოფილებასთან ერთად თავისი გასაოცარი მრავალმხრივობის გამოც იმსახურებს კაცობრიობის ყველაზე დიად წარმომადგენელთა ნუსხაში ყოფნას.

სწორედ ამ შესავლის ფონზე შეგვიძლია ჩვენ მიმოვიხილოთ რუდოლფ შტაინერის მემკვიდრეობის მასშტაბები და ჩამოვიყალიბოთ აზრი იმის შესახებ, თუ რა როლს შეიძლება ასრულებდეს კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი შესაძლებლობების ადამიანი.

წინა ტექსტში ნათქვამი, იყო რომ ანთროპოსოფია თავის თავში მოიცავს კაცობრიობი მოღვაწეობის ყველა ძირითად სფეროს. მოდით ცოტა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, თუ რა იგულისხმება ამაში. შეიძლება ითქვას, რომ რუდოლფ შტაინერიმა არამარტო იცოდა და ერკვეოდა კაცობრიობის მოღვაწეობის ყველა სფეროში, არამედ თითოეული მათგანის სამომავლო განვითარების პერსპექტივები დაგვიტოვა, რომელიც დატეულია დაახლოებით სამას სამოცი ტომისგან შემდგარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში.

ჩამოვთვალოთ რა სფეროებზეა ლაპარაკი: რელიგია, ეზოთერიკა, მისტიციზმი, ოკულტიზმი, მითოლოგია, ფილოსოფია, მეცნიერება – ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მინერალოგია, გეოლოგია, ასტროლომია, ისტორია, ფილოლოგია, ლინგვისტიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტიკა, ეკონომიკა, ხელოვნებაში – მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა, ქანდაკება, არქიტექტურა, შემდეგ – მედიცინა, აგრონომია, პედაგოგიკა, საფინანსო და საბანკო საქმე, და არ არის გამორიცხული კიდევ მრავალი სხვა, რაც ჯერ არ შემხვედრია.

მან დაწყერა შემეცნების ახალი თეორია, ახალი სიტყვა თქვა ფილოსოფიაში, გადაჭრა კანტიანური პრობლემები, დაწერა მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებები, იყო არქიტექტორი და შექმნა არქიტექტურის ახალი სტილი, მისი აგებული ორივე გოეთეანუმი თანამედროვე არქიტექტურის შედევრებად ითვლება, მისი ხელმძღვანელობით მოიხატა პირველი გოეთეანუმი და მისივე მონაწილეობით შეიქმნა კაცობრიობის წარმომადგენლის ქანდაკება, დღესაც არის მხატვრებისა და არქიტექტორების ინსპირატორი, შექმნა მედიცინის ახალი სისტემა - ანთროპოსოფიული მედიცინა, აგრონომიის ახალი მეთოდიკა - ბიოდინამიური აგრონომია, დასახა სოციალური განვითარებისა და სახელმწიფო მოწყობის, ასევე ახალი საბანკო და საფინანსო სისტემის შექმნის გზები, შექმნა ხელოვნების საერთოდ ახალი დარგი – ევრითმია, რომელსაც ესთეტიკურთან ერთად სხვა დანიშნულებაც გააჩნია, შექმნა ახალი მეთოდები ბავშვის აღზრდასა და პედაგოგიკაში – ვალდორფის სკოლა, მისი ასტროლოგიური მემკვიდრეობის საფუძველზე შეიქმნა ასტროლოგიის ახალი დარგი – ასტროსოფია, ანთროპოსოფიის საფუძველზევე შეიქმნა კვლევის ახალი დარგი, რომელიც ბგერით ზემოქმედებას იკვლევს მატერიაზე - სიმატიკა, და რაც ხაზგასმითაა აღსანიშნავია, ეს ყველაფერი მუშაობს, ყველა ეს სიახლე ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, და აღიარებულია მოქმედ და პრაქტიკულ მეთოდებად.

მის ეზოთერულ სწავლებაში შეხვდებით, გარდა ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილისა, დედამიწისა და კაცობრიობის წარსულისა და მომავლის აღწერას პლანეტარული ინკარნაციების მასშტაბებით, ადამიანის, ცხოველების, მცენარეებისა და მინერალების წარმოშობისა და განვითარების ისტორიასა და მომავალს, სულიერი სამყაროებისა და მასში მყოფი არსებების შესახებ ცოდნას - ანგელოლოგიას, დეტალურ აღწერას ადამიანის გზისა გარდაცვალებიდან ხელახლა დაბადებამდე, ადამიანის არსების ღრმა და დეტალურ ცოდნას, კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი მოვლენებისა და ძვრების სულიერ საფუძვლებს, დიდი ადამიანების წარსული ინკარნაციების აღწერას და ინკრნაციებს შორის მომხდარ მოვლენებს, რაც იძლევა იმის გაგების საშუალებას, თუ რით იყო განპირობებული ამა თუ იმ ადამიანის შინაგანი სამყაროს წყობა და მისი ცხოვრების მსვლელობა. ასევე მოცემულია ხელდასხმის გზაზე დადგომისა და ნათელხილვაში შესვლის მეთოდიკა, რაც მოსწავლეს აყენებს იმ შესაძლებლობის წინაშე, რომ ადრე თუ გვიან პირადი გამოცდილების დონეზე დარწმუნდეს გადმოცემული ცოდნის ჭეშმარიტებაში თავისი ზეგრძნობადი უნარების განვითარების წყალობით. გარდა ამისა, აღსანიშნავია წინასწარმეტყველებები, რომლებიც ზუსტად ახდა მრავალი წლის შემდგომ, რისი კონკრეტული მაგალითების დასახელებაც შეიძლება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაფუძნებულია, ერთმანეთთან დაკავშირებულია და გაერთიანებულია ქრისტეანობის შემეცნების გარშემო, რომელმა შემეცნებამაც მისცა რუდოლფ შტაინერს შესაძლებლობა ეს ყველაფერი შემოეკრიბა ერთ ახალ სულიერ სწავლებაში, რომელსაც მან უწოდა ანთროპოსოფია.
Merlin
ესაა ბმულები იმ ტექსტებისა, რომელ ტექსტებშიც კარგად არის ნაჩვენები ის, თუ რა ხდება ეზოთერულ სწავლებებში მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მესამედიდან მოყოლებული. ამ წიგნებისა და სტატების გაცნობა ძალიან სასარგებლო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც სურს ფართო წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რა სულიერი ძალები მოქმედებენ ამა თუ იმ ეზოთერული სწავლების უკან და რა მიზნით. აქედან გამომდინარე შეძლებთ გარკვეული დასკვნები გააკეთოთ, გასაგები გახდება, რომ ეზოთერული სწავლებების ძალიან დიდი ნაწილი ბოროტებას ემსახურება, და ის, რომ ისეთი სიტყვების უკან, როგორიცაა სიყვარული, მსახურება, ალტრუიზმი, ქრისტეს ცნობიერება, გასხივოსნება, სულიერება, იერარქია, ამაღლება და სხვა, ნეგატიური ძალების მიერ კარგად დაგეგმილი მზაკვრული ჩანაფიქრი შეიძლება იდგეს.

1) Сергей Олегович Прокофьев - Восток в свете Запада

• Часть 1. Учение Агни Йоги в свете христианского эзотеризма;
• Часть 2. Учение Алисы Бейли в свете христианского эзотеризма;
• Часть 3. Зарождение Христианского Эзотеризма в 21 веке и противостоящие оккультные силы.

https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3591911

2) Blavatskytheosophy.com – Articles
https://blavatskytheosophy.com/articles/

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტატიები განყოფილებიდან:
PSEUDO-THEOSOPHY REVEALED.

ასევე შემდეგი სტატიები:
https://blavatskytheosophy.com/the-danger-a...of-channelling/
https://blavatskytheosophy.com/the-psychic-...-the-spiritual/
https://blavatskytheosophy.com/beware-of-the-star-rishis/
https://blavatskytheosophy.com/the-whitewas...of-black-magic/
https://blavatskytheosophy.com/a-comparison...-and-theosophy/
https://blavatskytheosophy.com/the-third-vo...ecret-doctrine/

3) Gerald Barbee Bryan - Psychic Dictatorship in America
http://www.orgonelab.org/PsychDict.pdf

4) Об источниках Учения Вознесённых Владык и Живой Этики
http://theprophets.narod.ru/Ob_istochnikah_AY_i_UVV.pdf

5) Valentin Tomberg - H.P. Blavatsky’s "Secret Doctrine" and Rudolf Steiner’s "Outline of Esoteric Science"
https://southerncrossreview.org/57/tomberg.htm
Merlin
1) ამ ტექსტებიდან პროკოფიევის ეს სამტომეული ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ სხვა ტექსტები რაც დავდე ამ სამტომეულში გადმოცემულზე დამატებით ინფორმაციებს წარმოადგენს. პროკოფიევი ანთროპოსოფიის მოსწავლე იყო და ამ პოზიციიდანაა დაწერილი მისი წიგნები.

2) ეს არის სტატიები იმ ადამიანებისა, ვინც ბლვატსკაიას თეოსოფიის ერთგული მოსწავლეები არიან და ამ საიტზე აქვთ განთავსებული ყველა საჭირო სტატია იმისათვის, რომ ადამიანს სწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს ბლავატსკაიას თეოსოფიაზე. ამის სამსახურად ძალიან დიდი ადგილი ეთმობა იმ სტატიებს, რომლებიც ცრუ თეოსოფიის გამოაშკარავების მიზნითაა დაწერილი. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბლავატსკაიას თეოსოფია და ანთროპოსოფია ბევრ ფუნდამენტურ საკითხში იდენტური შეხედულებების და მიუხედავად, მნიშვნელოვანწილად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან პირველი ქრისტიანობამდელ სიბრძნეს, განსაკუთრებით კი აღმოსავლურ სიბრძნეს წარმოადგენს, მეორე კი ეზოთერულ ქრისტიანულს, და ამდენად მათ შორის არის მრავალი სხვაობა, თუმცა კი ეს ორი სწავლება, იმის წყალობით, რომ ორივე რეალურ სულიერ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, ადვილად ერთიანდება იმ ცრუ სწავლებებთან დაპირისპირებაში, რომელთა სიცრუის გამოაშკარავებას ემსახურება ეს წიგნებისა და სტატიების კრებული.

3) ეს წიგნი ეძღვნება ეგრედ წოდებულ ამაღლებული მეუფეების სწავლების (ascended master teachings) ორიდან ერთ-ერთ დამაარსებელს, გაი ბალარდს Guy Ballard, მისი ცხოვრების მსვლელობასა და ''დიად ღვაწლს''.

ამ სწავლების მეორე დამაარსებელი გახლავთ Baird T. Spalding, მასზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.bairdtspalding.org/frequently-a...ird-t-spalding/

ეს სტატია ასევე ამ ორ ავტორთანაცაა დაკავშირებული, რადგან მათ თავიანთ სწავლებას მნიშვნელოვანწილად სწორედ New Thought movement-ის იდეები დაუდეს საფუძვლად. https://blavatskytheosophy.com/a-comparison...-and-theosophy/

4) ეს წიგნი დაწერილია რერიხების მიმდევართა მიერ, წიგნი ეძღვნება ელენა რერიხისა და ელიზაბედ კლერ ფროფეთის (ascended master teachings-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი) სწავლებებს შორის მნიშვნელოვან შეუსაბამობებს.

5) ამ სტატიიდან მოკლედ შეძლებთ გაიგოთ თუ რა მიმართებაა ბლავატსკაიას სწავლებასა და ანთროპოსოფიას შორის.
Merlin
''ჩვენი დროის დასავლურ კულტურაში გამოჩნდა ორი მრავლისმომცველი ნაშრომი, რომელიც მოიცავს მთელ ეზოთერულ მსოფლმხედველობას: ელენა ბლავატსკაიას ''საიდუმლო დოქტრინა'' და რუდოლფ შტაინერის ''იდუმალთმეტყველების ნარკვევი''.

ეს ორი ნაშრომი, შეიცავს მსოფლმხედველობის მეტნაკლებად სრულ სურათებს, რომელიც სრულიად უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. სიმართლე, რომელიც უნდა ვაღიაროთ, იმაში მდგომარეობს, რომ ვერცერთი კარგად ცნობილი თეოსოფისტური თუ კაბალისტური ნაშრომი მათ ვერ შეედრება ობიექტური ღირებულებით, რადგან ოკულტური ლიტერატურის არცერთი ნაშრომი არ სთავაზობს მკითხველს იმდენს, რამდენსაც - ისინი.''

ვალენტინ ტომბერგი

https://southerncrossreview.org/57/tomberg.htm


old_man
რუდოლფ შტაინერი დაავადებების შესახებ:

"თუ გვსურს, ინფორმირებული ვიყოთ ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაზე, უნდა დავფიქრდეთ, რამდენი რამ მოქმედებს აქ ერთდროულად, ავადმყოფობა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური კარმა, ავადმყოფობასთან მიმართებით არსებობს ასევე ხალხის კარმა.

სულიერ ცხოვრებაში თავისებური კავშირების საინტერესო მაგალითია ჰუნებისა და მონღოლური ტომების შემოსევა. აზიიდან დასავლეთისკენ მომთაბარე ეს მონღოლები ატლანტიდელთა შთამომავლები იყვნენ. იმ დროს, როცა ინდოელები, გერმანელები და სხვები ვითარდებოდნენ, მათი ძმები მონღოლები ერთ-ერთ საფეხურზე ჩამორჩნენ. ზუსტად ისე, როგორც ადამიანის განვითარების გზაზე მას გამოეყო ცხოველები, ასევე გამოეყოფიან დაბალგანვითარებული ხალხები და რასები მაღალგანვითარებულთ. ეს ხალხები, მონღოლები, იყვნენ ჩამორჩენილი ატლანტიდელები, რომლებმაც ფიზიკური დეგრადაცია განიცადეს. ასე დეგრადირებულ ადამიანთა ასტრალურ სხეულში ჩანს დიდი რაოდენობით ხრწნადი ასტრალური მატერია. მონღოლები დაეჯახნენ გერმანელებსა და სხვა შუა ევროპელ ხალხებს, რომელთაც შიში და ძრწოლა დაეუფლათ. შიში და ძრწოლა კი ასტრალური სხეულის თვისებებია. ამ თვისებებში ყვავის ასტრალური ხრწნადი ნივთიერებები. ასე დაინფიცირდა ევროპული ასტრალური სხეულები და ეს ინფექცია შემდგომ თაობებში გადავიდა ფიზიკურ სხეულზე, მაგრამ არა ინდივიდებზე, არამედ ხალხებზე. ეს იყო კეთრი, საშინელი დაავადება, რომელმაც შუა საუკუნეებში წარმოუდგენელი გაპარტახება გამოიწვია. ეს ავადმყოფობა არის ასტრალურ სხეულზე ზემოქმედების ფიზიკური შედეგი.

ამდენად, ხალხთა ავადმყოფობებს თავისი საფუძვლები აქვთ. ძველ დროებში ეს ჯერ კიდევ იცოდნენ და ბიბლიამ ის ასახა, როგორც ჭეშმარიტება, რომელსაც ხშირად მცდარად განმარტავენ: "მამების ცოდვები მესამე და მეოთხე თაობამდე გადადის". ვინაიდან ამაში იგულისხმება არა ერთმანეთის მომდევნო ინდივიდუალური ინკარნაციები, არამედ თაობები, გარკვეული სახის ხალხის კარმა. როგორც მრავალი ბიბლიური გამონათქვამები ესეც სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ.

ზემოთქმულიდან ჩანს, თუ როგორ ვლინდება ფიზიკურ ცხოვრებაში ის, რაც ადრე სულიერ ცხოვრებაში გრძნობებსა და ჩვევებში იყო. აქედან შესაძლებელია მივიღოთ ძალზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული დებულება: თუ ადამიანთა ჩვევებზე კეთილად ზრუნავენ, მაშინ აუმჯობესებენ არა მხოლოდ ზნეობრივ, არამედ მთელი თაობების, მთელი ხალხის ჯანმრთელ ცხოვრებას და პირიქით. სწორედ ეს იქცევა ხალხის კარმად".
ano
ძალიან საინტერესოა რომელი წიგნიდანაა,
old_man
ano
"იდუმალთმეტყველების კარიბჭესთან"
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.