Help - Search - Members - Calendar
Full Version: td.........
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები > ფსიქომოდულაციის ოთახი
Pages: 1, 2
td.........
JC_cupidgirl.gif ვიწყებ...
რომ ვთქვა, რამე ფსიქოლოგიური პრობლემები მაწუხებს თქო მოგატყუებთ, თუმცა საინტერესოა, საკუთარი ოთახის ქონა ფორუმზე...
დავწერ ხოლმე რაღაცეებს, სიზმრებს, აზრებს, ჩანახატებს...


ახლა, ერთი პრობლემა მაქვს მხოლოდ, სტატია მაქვს დასასრულებელი, რომელიც ჯერ არ დამიწყია და რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი! biggrin.gif
tikoroma
უნდა დაიწყო, ცხადია
td.........
რა უნდა დავიწყო არ ვიცი, თუმცა კარგია, რაღაც კუთხე, რომ გაქვს ადამიანს.. მოხვალ , დაჯდები, მოეშვები... ფიქრებსაც კი საკიდზე დაკიდებ , ქურთუკის გვერდით. ყავა... ამ სითხის გარეშე ვერ წარმომიდგენია განმარტოვება, პრინციპში კამპანიაში ყოფნაც..მოკლედ დაჯდები და მოეშვები. ნელ-ნელა პროგრამა გადაგიყვანს უფრო რელაქს-რეჟიმში და რეალობის სურათი გაიცრიცება, გახდება ბუნდოვანი, როგორც ფოტოზე უკანა ფონი. ფიქრები კი დატოვე შემოსასვლელში ჩამოკიდული, მაგრამ მათი თვისებაა მუდამ შლეიფივით თან გდევდეს. თითქოს თავისთვის არიან, ირევიან მომაბეზრებელი ქინქლასავით, სინათლეზე მოფრენილივით.
ხანდახან არის ისეთი დრო, როდესაც ყველაფრით კმაყოფილი ხარ,რატომ ვერ ხვდები- არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიედინება, მცირე რყევებით. მაგრამ არაფერში ემოციას აღარ დებ, არაფერში რაც გარეთაა. თითქოს ყველაფერს რაც ხდება, მიმდინარეობს, ისახება და ხორციელდება, ვლინდება ან ილევა-ღიმილით უყურებ, უღიმი... და ხარ მშვიდად.. თან ზოგჯერ ფიქრობ,რომ ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა, მაგრამ თავს ძალას ვერ ატან. ყველაფერი რისკენაც ისწრაფოდი სასაცილო ხდება, უმნიშვნელო, უაზრო... სადღაც შორს, ძალიან ჩუმად გესმის ჩურჩული: მემზადე, ახალი სივრცე მზადდება, ახალი სცენარი, მოემზადე...
tikoroma
ახალი სცენარი მსახიობებს უხარიათ მხოლოდ laugh.gif
ano
ციტატა(td......... @ Dec 2 2018, 05:57 PM) *
რა უნდა დავიწყო არ ვიცი, თუმცა კარგია, რაღაც კუთხე, რომ გაქვს ადამიანს.. მოხვალ , დაჯდები, მოეშვები... ფიქრებსაც კი საკიდზე დაკიდებ
... სადღაც შორს, ძალიან ჩუმად გესმის ჩურჩული: მემზადე, ახალი სივრცე მზადდება, ახალი სცენარი, მოემზადე...


კარგია
welcomeani.gif
td.........
მომენატრეთ!

გისურვებთ ყველას წინსვლას!
td.........
სულ დამვიწყებია ჩემი სივრცე რომ მაქვს.. რა კარგია!
მოვედი და დამხვდა სიცარიელე... ახლა ვეცდები ცოტა შევავსო smile.gif
2019 წელს ასტროლოგიური ციკლი სრულდება და ახალი იწყებაო, გვამცნობენ ასტროლოგები, რატომღაც მომწონს ეს ფაქტი. ნამდვილად ვგრძნობ ამას, რომ რაღაც სრულდება და ახალის მოლოდინში ვარ. ერთი ფორუმელი მეკითხებოდა გუშინ, სიახლე ყოველთვის კარგი ხომ არ არისო? და მივხვდი რომ სიახლე ყოველთვის მაინც უფრო კარგია ვიდრე ცუდი, გააჩნია დამოკიდებულებას... ადამიანის ყველაზე დიდი უბედურება შიშია. ვგულისხმობ, მატერიალურ სამყაროში არსებობისას, შიში წარმოშობს უკუსვლის სურვილს და აქ და ახლა მდგომარეობაში გაჩერებას შეუძლებელს ხდის, რადგან გობება ამ დროს ეჭიდება წარსულს და მის ანალიზს იწყებს და წარმოქმნის მომავლის მრავალ სცენარს, რომელიც შეიძლება განვითარდეს... ეს ყველაფერი დიდი ტყუილია, ჩვენი გონების თამაშები, რომელიც ცნობიერებას ბინდავს და გვახვევს უფრო ღრმა ილუზიაში...
აქედან გამომდინარე ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც შიშის გარეშე შევხედავთ, საბოლოოდ ჩვენი გაცნობიერებაში გვეხმარება...
earth
td.........
good.gif
ბედნიერ ახალ წელს გისურვებ!!! confetti.gif
td.........
earth
მადლობა, შენც ბედნიერ და სიხარულით სავსე წელს გისურვებ 😊
td.........
გილოცავთ ახალ წელს ფორუმელებო! რარაც არ მომწონს თქვენი აქტიურობა და ახლა ვფიქრობ რა შელოცვა გამოვიყენო, რომ მოგაგროვოთ აქ და მოგაწეპოთ აქაურობას! :დ
ano
მეც გილოცავთ confetti.gif

გეთანხმები შემოდით ერთი ორი სიტყვა დაწერეთ არ დაიზაროთ rolleyes.gif
td.........
ახალ წელს შევეგებე დროებით უმუშევარი.. უცნაური გრძნობაა. თან გაბრაზებული ვარ, თან ვფიქრობ აღარ დავბრუნდე ძველ სამსახურში, თან ჩემთვის კომფორტული პირობებია და თუ ისევ ჩემი პროფესიით დარჩენას ავარჩევ სხვაგან წასვლა უაზრობაა.. მივენდე ბედს და შემთხვევას, რა იცი რა ხდება?!
earth
იყავი დღეს ბედნიერი როგორც ხარ, სადაც ხარ და ხვალ თავისით გამოჩნდება რა ქნა smile.gif
td.........
earth სხვა რა გზაა?! 😂😁
td.........
მატრიცა თავის სიუჟეტს აწვება... ეს შესაძლო რეალობები,სადაც ხვდები განწყობის მხედვით, სრული იდიოტიზმია. ყველა რეალობა ასეთია,განსხვავენები არის, მაგრამ არსი ერთია. კარცერი, ციხე, საგიჟეთი, ფერმა..რაც გინდათ დაარქვით. ერთი სიტყვით ხორცსაკეპი მანქანაა, სადაც, სანამ.ბოლომდე არ დაიფქვები ვერ გააღწევ... smile.gif მშვიდობიან ღამეს გისურვებთ! wink.gif
td.........
შამანურ ტალღაზე გავყავდი ბოლო პერიოდია მატრიცას, სიზმრებიც შესაბამისი იყო.. დღეს ახალი ტალღა დაიწყო და მინდა გავყვე, ვნახოთ სად მიმიყვანს... იმედია ბოლომდე გავალ ამ ქვიზს! smile.gif

earth
td.........
მთელი გულით გისურვებ წარმატებებს შინაგანი ძიების გზაზე l_daisy.gif
tikoroma
წარმატებები
td.........
მადლობები smile.gif
td.........
ფბ-ზე დაიწერა დღევანდელი თარიღი 2.02.2020
მქონდა შეთავაზება ჩაგვეტარებია საერთო მედიტაცი.. არ ვიცი ვინმემ იმედიტირეთ თუ არა.. 2:02 2.2.2020 პატარა მედიტაცია გავაკეთე და სამყაროს ბევრი სიყვარული გავიგზავნე... ყველას გისურვებთ სიყვარულს და სიხარულს.
earth
wub.gif smile.gif

მაშინ დღეს საღამოს 20:20 წუთზეც შეიძლება მედიტაციის დაგეგმა.
ისე, ასეთი მედიტაციების დაგეგმა, ერთობლივ საკითხებზე უნდა იყოს ჩვენი მთავარი საქმე.
td.........
earth
დღესაც 20:02 დან 20: 20 მდე შესანიშნავი დროა.
გაზაფხულის დადგომის დღეა და შესაბამისად, სინათლის, სიკეთის და სიყვარულის მედიტაცია მთელი სამყაროსკენ მიმართული, შესანიშნავი იქნება 😊
earth
wub.gif
tikoroma
11:01 AM და ყველაფერი რიგზეაა
td.........
Om Namah Shivaya
earth
birthday.gif
td.........
earth
მადლობააა ❤
td.........
22:11
td.........
დამატებითი განზომილება- სივრცე-სამყაროები.

კაცობრიობამ შექმნა ეს განზომილება, რომელსაც გარკვეულ შემთხვევაში მესამეს ვეძახით.
თუ როგორ შექმნა, ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ. შემოქმედები ახლა აქ არ ცხოვრობენ, მაგრამ წვდომა თავის ქმნილებასთან აქვთ.
დღეს აქ მყოფი სულები, ადამიანები ისე გაერთვნენმიწიერი, ხორციელი სიამეებით, რომდაავიწყდათ ილუზიის შესახებ, რომელშიც იმყოფებიან და რეალობად ჩაანაცვლეს ცნობიერებაში ეს ინფორმაცია.
ერთეულები ვინც იღვიძებს და იხსენებს, რომ ილუზორულ სამყაროშია, გადიან აქედან და როცა უნდათ ბრუნდებიან, ან ბრუნდებიან სხვების მისახედად, ან გასაღვიძებლად, ან კიდევ სხვა მიზნებით.
რელიგიები კიდევ დამატებითი სამყაროებია და "სიკვდილის" -გადასვლის შემდეგ ამ დამატებით შექმნილ სამყაროში გადააქვთ ცნობიერება და ვინც საერთოდ ვეღარ იღვიძებს იქ რჩება, სანამ გარედან არ დაეხმარებიან ან არ დაიშლება ენერგიის ნაწილაკებად, ფრაგმენტებათ.
ამ განზომილებაში მყოფი ყ ელა არსება სულია. ნებისმიერი ფორმის, მინერალიდან დაწყებული, ადამიანამდე და ასტრალურ არსებებამდე. დაბალ და საშუალო ასტრალურ შრეებში ძირითადად რელიგიურ მახეებში, სულის ფრაგმენტებად , ან ენერგიის ნაწილაკებად დაშლილი სულებია. იქ რჩებიან, სანამ მათი აღდგენის დრო მოვა. ეს დრო ციკლურია. ყოველი ახალი ბრუნის შემდეგ , დაბალი ასტრალურიშრეები ერთიანდება და ახალ ვიბრაციაზე გადადის და მთლიანდება. ასევე მაღლდება ამ, მესამე განზომილებაში მყოფი გამოღვიძებული სულები.
დამატებითი სამყაროების შექმნა, რეინკარნაციის კიდევ ცოტახნით გადავადების მცდელობისთვის ხდება ხოლმე, რომ " დაისვენოს" სულმა დაბადების ციკლისგან, მაგრამ ზოგი ივიწყებს , რომ მის მიერ შექმნილ , ან მის მიერ მოწონებულ სამყაროშია და იჯერებს მის რეალობას და იჭედება იქ. ასეთი სამყაროების შესაქმნელად სავარჯიშოდ საუკეთესო არის გაცნობიერებული სიზმართხილვის პრაქტიკა და მეფიტაციის პრაქტიკები. ასევე მაგიის გარკვეული პრაქტიკებიდა რელიგიებში აქტიური ჩართვა. ხშირად მახეში ებმებიან შემოქმედებითი პოტენციალის ადამიანები, მხატვრები, მუსიკოსები,მწერლები, მეცნიერები...
სიზმართხილვის პრაქტიკა და მედიტაცია, ასევე აუცილებელია სიფხიზლის განვითარებისთვის, რომ სულმა ისწავლოს ყველა თავისი მექანიზმების გამოყენება, თავის დანიშნულების " გახსენება" და მისი შესრულება.
ano
ძალიან საინტერესოა
tikoroma
td......... კარგი ახსნაა
nancho41
mec minda meditacia. vinme damexmaret ra.
td.........
სამყაროს აგებულება
მატერიალური სამყარო/ები
როგორც ხშირად გამოისახება დედამიწის მაგნიტური ველი, რომელიც მბრუნავი ბლითის-ბუბლიკის ფორმა აქვს, მსგავსი სტრუქტურით შეიძლება წარმოვიდგინოთ მატერიალური სამყაროები და მათი განზომილებები. ეს სქემა რა თქმა უნდა პირობითია, რადგან სამყაროს მატერია, გარდა ჩვენეული გაგებით, მყარი მატერიისა, განსახვავებულიცაა, უფრო ნატიფი და განსხვავებული სტრუქტურის, რომელიც უფრო ზუსტი წარმოდგენისთვის შეიძლება ავღწეროთ როგორც სინათლის სხივი, ან ენერგეტიკული ნაკადით შექმნილი ქსოვილი.
თუ წარმოვიდგენთ ამ მბრუნავ ტორუსს, მრავალშრიან ობიექტად, მიახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენი მატერიალური სამყაროს აგებულება. მატერია, და მასთან ერთად სამყაროს სურათიც, იმის მიხედვით თუ საით ვითარდება, იცვლის გამოსახულების სიმკვეთრეს და შესაბამისად მატერიის სიმკვრივეს. რაც უფრო მაღალვიბრაციულია სამყარო, უფრო გაბლარული, მკრთალია გამოსახულება და უფრო ნატიფია მატერია, ამასთანავე მეტად ენერგომზოგია მასში არსებობა და მეტ ენერგიას ფლობს ყოველი სული. რაც უფრო დაბალვიბრაციულია სამყარო, მით უფრო მკვეთრია გამოსახულება, მკვრივი მატერია და ენერგოხარჯიანი არსებობა სამყაროში, ხოლო სულის ენერგია მწირი. შესაძლებელია სრული გასვლა ჩვენი სამყაროდან სივრცეში. სამყაროები ერთმენათზეა დადებული და გადაედინება ერთი მეორეში, თუმცა ამავე დროს გამოყოფილია ე.წ. ძალის ველის ტიხრით, თუმცა ეს ახსნა პირობითია. შესაძლებელია ამ ტიხრებში გადაადგილება. ზოგიერთი ასეთი მოგზაური ეძახის ამას ასტრალურ მოგზაურობას და გასვლებს ან სხეულის მიღმა გამოცდილებას. მაგრამ ეს ასრის უახლოესი განზომილებები, ასევე დაბალვიბრაციული, როგორც ჩვენი "მესამე განზომილება". ჩვენი განზომილების გარდა არის უფრო დაბალი 5 და უფრო მაღალი 6, სულ 12 სამყარო-განზომილება.
ეს ინფორმაცია ეხება მატერიალურ სამყაროებს და არ ეხება სივრცეს სადაც არსებობს და განთავსებულია ჩვენი სამყარო. რომ წარმოიდგინოთ საახალწლო ნაძვის ხე და მასზე ჩამოკიდებული ერთი ბურთულა. თუმცა ხესთან შედარება უადგილოა, რადგან სამყარო მუდმივმოქმედი, ცვალებადი და მოძრავია და არა სტატიკური, ისევე, როგორც მასში განთავსებული სამყაროები.
td.........
27.07.21
სამყარო სავსეა პატარა კაუჭეით, რომელზეც ეხმევი ან შემთხვევით ედები, უფრო სწორად ჩვენ მიერ აღქმადი სამყაროა ასე მოწყობილი... გარდასული მოგონებები, საგვარეულო ადათები, ჩვენ მიერ დადგენილი წესები, ჩვენი სურვილები, მიზნები, ემოციები, მისწრაფებები, საზოგადოებების დადგენილი ნორმები... ყველაფერი რაც ქმნის მიჯაჭვულობას. ემოციები და განცდები ყველაზე დიდი მახეებია... ყველა სურვილი და ის შედეგი, რაც ამ სურვილების რეალიზებით მოდის , გვიჭერს. აბდაუბდათ აღიქმება ეს ყველაფერი. როგორ არ უნდა ჰქონდეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილთაგანიდან?! უნდა ჰქონდეს, სხვანაირად რთულია , შეუძლებელია, გაგრიყავენ, ვერ მიგიღებენ...
ზოგჯერ ეს მახეები თაობიდან თაობებს გადაეცემა და ყველაზე ფასეულ და მნიშვნელოვან ასპექტებად აღიქმება ადამიანებში...ამის დანახვაც არ არის საშველი, თუკი მაგრად ხარ გაბმული და ყოველი შეტოკება, შეწინააღმდეგება უარესად გხლართავს ამ სისტემებში.
td.........
ყველა დროში იყო მოლოდინი სიახლისა. ისეთი სახელებით მოიხსენიება ეს მოვლენა, როგორცაა "ბოლო ჟამი", "წარღვნა", "აპოკალიპსი", "სამყაროს დასასრული", "დიდი ღამე"და სხვა, ყველა ეს ფაქტი რეალურად არის ეპოქალური გადასვლის, გადატვირთვის, ან თუნდაც ახალი შლუზის გავლის მომენტი ამ სამყაროში. 1960-იანი წლებიდან გააქტიურდა კვლავ მსგავსი გადასვლის და ბოლო ჟამის მოლოდინზე საუბარი. რეალურად დიდ გადასვლას წინ ყოველთვის მიუძღვის ესე ვთქვათ სავარჯიშო, მოსათელი გადასვლა, რეპეტიცია. გასული საუკუნის შუა წლებიდან ეს მზადება დაიწყო. 1980-იანებში, 2000-იანის დასაწყისში , 2008 და 2012 წლის ჩათვლით, პატარა საფეხურები გავიარეთ.
2018-19 წლებში კვლავ პატარა მოთელვის შემდეგ 2020-24 წლების დიდი რეპეტიცია სამყაროს ახალ ეპოქაში შესასვლელად. ჩატარდა და მიმდინარეობს მესამე განზომილების სრული გაციფრულება და 2050 დან საუკუნის ბოლომდე იქნება სრული გადასვლა.
30.10.21
td.........
ციტატა(td......... @ 30th October 2021 - 02:02 PM) *
2020-24 წლების დიდი რეპეტიცია სამყაროს ახალ ეპოქაში შესასვლელად. ჩატარდა და მიმდინარეობს მესამე განზომილების სრული გაციფრულება და 2050 დან საუკუნის ბოლომდე იქნება სრული გადასვლა.

2018 დან 2040 წლის ბოლომდე იქნება უამრავი საილუსტრაციო მაგალითი ამისთვის. შეიქმნება ტექნოლოგიები, დაიწერება სახელმძღვანელოები, როგორც სამეცნიერო, ისე მხატვრულ ლიტერატურის სახით. მოხდება მეცნიერებასა და ხელოვნებაში ამ თემების ხმამაღლა გაჟღერება. ამისთვის აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება და კრიტიკული აზროვნების და სილიერი ხედვის მაქსიამლური ჩართვა, იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ახალი სცენარის ჩატვირთვა. სცენარის ხარვეზის გარეშე მოიღება და დამუშავება იმისთვისაა, რომ ოქორს ხანაში, ახალ ეპოქაში, რეალობაში, საფეხურზე-როგორც გინდათ დაარქვით, გადასვლა და შემდეგ იქ ყოფნა მაქსიმალურად კომფორტული, მეგობრული და ორგანული იყოს სულისთვის. ამაზეა დამოკიდებული ყოველი სულის შემდეგი ცხოვრება, თავის ინკარნაციებით.
30.10.21
chemikerin
QUOTE(td......... @ 30th October 2021 - 02:13 PM) *
ჩატარდა და მიმდინარეობს მესამე განზომილების სრული გაციფრულება


მგონი იწყება

td.........
chemikerin
კი, 2020-21 პანდემიაც 1-2 კლასის პროგრამაა. წერა-კითხვა გვასწავლეს, ახალი საფეხური იქნება მალე. ცოტახანი კიდე გვავარჯიშებენ smile.gif ახალ წლამდე , კიდევ რამდენიმე ხმამაღალი მესიჯი იქნება ამ თემაზე.
ano
საინტერესოა, ახალი ვალუტა რა შეიძლება იყოს?
იდეაში ციფრული, მაგრამ უკვე არსებული ბიტკოინი თუ რამე ახალი?
რამდენად სტაბილური ან სანდო შეიძლება იყოს?

td.........
ano
ბიტკოინს ათამაშებენ რაღაც პერიოდი და ბოლოს ჩამოიქცევა, სავარაუდოდ ჯერ ჩინური ციფრული ფული დაამხობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს ახლა ნებისმიერი ფულადი ექვივალენტი, სრულოად შეიცვლება, ისივე როგორც მთელი ფინანსური და ბიზნეს პლატფორმები. ახლა რთულია აღსაწერად, რადგან ამ სახით აქტივებს ჯერ არ უარსებია. სხვადასხვა მატერიალური მატარებლები დაკარგავს აქტუალურობას და ფასს, შესაბამისად შეიცვლება ღირებულებები, შეიცვლება დროის ათვლის სისტემაც.
ano
ციტატა(td......... @ Nov 4 2021, 12:59 AM) *
ano
ბიტკოინს ათამაშებენ რაღაც პერიოდი და ბოლოს ჩამოიქცევა, სავარაუდოდ ჯერ ჩინური ციფრული ფული დაამხობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს ახლა ნებისმიერი ფულადი ექვივალენტი, სრულოად შეიცვლება, ისივე როგორც მთელი ფინანსური და ბიზნეს პლატფორმები. ახლა რთულია აღსაწერად, რადგან ამ სახით აქტივებს ჯერ არ უარსებია. სხვადასხვა მატერიალური მატარებლები დაკარგავს აქტუალურობას და ფასს, შესაბამისად შეიცვლება ღირებულებები, შეიცვლება დროის ათვლის სისტემაც.


ძალიან საინტერესოა, ლოგიკით ვარაუდობ, თუ არის რაიმე წყარო?
დაახლოებით მეც მასე ვვარაუდობ სხვადასხვა წყაროებიდან ანალიზით
td.........
ano
არა, ჩემი ანალიზი არ არის, უბრალოდ მომდის ხოლმე ინფო... წყარო არ ვიცი ზუსტად რა დავარქვა, რომ გასაგები იყოს ყველასთვის. გარკვეულ მდგომარეობაში ყოფნისას მოდის ინფორმაციის სახით, ეს არაა ფიქრები, რადგან ფიქრების პარალელური მზა ტექსტია, რომელსაც ვიწერ, ან ვიმახსოვრებ და შემდეგ ვიწერ.
td.........
ადამიანი დუალური სამყაროში დაბადებამდე ეჩვევა შეზღუდულ მდგომარეობაში ყოფნას. ეს სამყარო მის ფიზიკურ გამოვლინებაში მოთავსებულია მჭიდრო საზღვრებში. ადამიანის ან ნებისმიერი სხვა არსების ჩასახვისთანავე, მატერიის უჯრედები მოთავსებულია რაღაც საზრვრულ გარემოში, დაბადების პროცესში გარკვეული დროის განმავლობაში ნაყოვი თავით თავსდება დედის მენჯის ძვალში და შემდეგ გადის მისთვის შეუსაბამოდ ვიწყო გასასვლელს. ეს შემზადებაა იმისთვის, რომ შემდგომი შებოჭილობა ადამიანისთვის არ იყოს შემაწუხებელი და უცხო.
ასევეა ადამიანის ცნობიერებაც ამ სამყაროში. არსებობს ზღვარი რომელსაც დუალურ სამყაროში არსებული გონება ვერ ცდება. ყველა მოვლენა და საგანი, ყველკაფერი რაც არსებობს დუალურ სამყაროში წარმოადგენს გარკვეული რაოდენობის პატერნებს. რაც არის საწყისი ნაკრები მასზე მეტი ვერ იქნება. ამიტომ სამყაროს აღწერა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება ის პატერნები რასაც შეიძლება შევადაროთ რაიმე რის აღწერასაც ვაპირებთ. ზოგჯერ ადამიანებს ეუფლება განცდა, რომ არ ყოფნის სიყტყვა ან ემოცია რაიმეს გადმოსაცემად. ეს მართალია. ეს მდგომარეობა სულიერი განცდაა, იმ მომენტის, როდესაც დუალურ სამყაროში მოხვედრილი სული იწყებს გამოღვიძებას.
ფიზიკური სხეულის და გონებისგან განსხვავებით, სული უსაზღვროა და უსასრულო. ყველამ იცის ეს თეორიულად და ცოტას განუცდია ეს პრაქტიკულად. ამაში ადამიანს უშლის შიში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანი ისწრაფვის დახურული სივრცისკენ, საზღვრებში დარჩენისკენ, ჩარჩოში მოთავსებისკენ. ამაზე მეტყველაბს ყველა სისტემა რაც შექმნა ადამინმა. ჩვენ ვსაზღვრავთ ჩვენ ეზოებს, სახლებს ვავლებთ ღობეს, ვსაზღვრავთ ჩვენ პირად სივრცეს. გვეშინია პირადი სივრცის დაკარგვის.
to be continued...
td.........
ენერგეტიკული ვამპირიზმი არის ადამიანის ბუნებრივი გამოვლინების დამახინჯებული ფორმა. ანუ, ენერგეტიკულ არხებშია გარკვეული საკეტები, რის გამოც ენერგიის ნაკადის ფუნქცია დარღვეულად მიმდინარეობს და აზიანებს ადამიანის რეალიზების მომენტის დადგომას.
შესაძლებელია ბევრი, ან ერთეული ადამიანისგან ენერგიის მიღება, ისევე, როგორც ჩვენ თავისუფლად ვმონაწილეობთ ენერგეტიკულ მიმოცვლაში სამყაროს მასშტაბით. მაგალითად სისხლძარღვების დაზიანება აფერხებს სისხლის მიმოქცევას ადამიანის მყარ სხეულში, რის გამოც ის შეიძლება დაიღუპოს.
როდესაც არხები ღიაა და გახსნილია, ადამიანების მიერ ენერგიის მიღება და გაცემა ბუნებრივად მიმდინარეობს. მაგალითად როდესაც ადამიანთან გიხარიათ და გსიამოვნებთ ურთიერთობა. როდესაც ვიღაცასთან ურთიერთობა გაღიზიანებთ და იწვევს თქვენში აგრესიას, სიძულვილს, ან რაიმე სხვა ნეგატიურ ემოციას, შესაძლებელია მიმღებში ან გამცემში არის გარკვეული არსებობდეს კვანძები ენერგეტიკულ არხებში ამ სულთან მიმართებაში. ყველა სული დაკავშირებულია ერთმანეთთან და რომელიღაც დროის მონაკვეთზე ერთმანეთთან იკვეთება. თუ ასეა უნდა მივმართოთ გახსნის პრაქტიკებს. როცა არხები ნორმალურად ფუნქციონირებს ორ, ან რამდენიმე სულის მყარ სხეულებში და ყველა სხეული ჯანსაღია, ან მეტ-ნაკლებად ჯანსაღია, მაგრამ გამოჯანმრთელებისკენ მიდის, მაშინ ხდება ენერგიის მიღება ფუძის ჩაკრიდან და გადადის ყველა ენერგეტიკული ცენტრის გავლით, გადის თხემის არხში და იფრქვევა მთელი სამყაროს მიმართულებით და გამსჭვალვით, რაც დადებითად და სინათლის მომტანად მოქმედებს სამყაროს მდგომარეობაზე და მის ადგილმდებარეობაზე უმაღლეს სამყაროში. ასე არის სული, როცა იმყოფება ბუნებაში, საყვარელ არსებებთან მისთვის პოზიტიურ ადგილებში და მდგომარეობაში, რადგან აქ მიმოცვლა დარღვეული არაა. თუ რომელირაც კავშირში დარღვევაა ვითარდება ფობია.
ამიტომ ადამიანების განვიტარებისთვის და ცნობიერი საფეხურის შესაცვლელად კარგია, თუ ვეცდებით იმის აღქმას რაზეც ვისაუბრეთ მაღლა. თუ ნებისმიერ მდგომარეობაში მივიღებთ ჩვენს თავს მარტივად, დაშვების მეთოდით, მიღებით, და ვიტყვით ეს სული ნებისმიერ მომენტში შეიძლება რეალიზდეს. ის რომ მის გამო ნეგატიურ სკალაზე გადავდივარ, ის შესაძლებელია ამავე დროს რეალიზდეს. მისი ნეგატიურობის მიზეზი მხოლოდ მისი კარმაა, მისი გზა. ეს არაა დამოკიდებული სულის ხარისხზე, ყველა სული თანაბარი მდგომარეობის და ჟღერადობისაა. ის რასაც ადამიანები უწოდებენ დაბალ სიმკვრივეს ან დაბალ ვიბრაციას , ან დაბალ ასტრალს, არის მხოლოდ სული, რომელიც თავის კარმას ასრულებს. ესაა მთელი 4 D სამყაროს ბინადარი სული, სხვადასხვა სხეულში. დაბალი ასტრალური შრეებიდან დაწყებული, მინერალებიდან, ცხოველებსა და ადამიანებამდე, მაღალი ასტრალური სულების დამთავრებით, ერთი სამყაროს ბინადარნი არიან.
სწორი გზაა რეალიზებისკენ, მყარი მატერიიდან ნატიფისკენ, ან ნატიფიდან მყარისკენ სწრაფვა და გაერთიანება, გაერთიანებაზე სამყაროებთან, ყველა სულის მიღებით.
გაერთიანებაა საბოლოო მიზანი ახალი გამოწვევის წინ, ვიდრე სრულ გაერთიანებამდე. შემდეგ იქნება დიდი დაბადება და ისევ ახალი თამაშები.
6.12.21-6.3.3
td.........
ვისაც გესმით რუსული საინტერესო გადაცემაა. დროის საიდუმლო, სამყაროს მოძრაობის მიზეზები და მეცნიერების და სულიერი სწავლების კვეთა სამყაროს ამოხსნის გზაზე..

https://youtu.be/lkyufJ26yZg
td.........
ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय
td.........
ძალიან რთულია ხანდახან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. როცა არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. როცა ზუსტად იცი, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დაბადებით გაგიხანგრძლივა დედამიწაზე ყოფნა. მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, ან გაქვს, მაგრამ თავს იმართლებ...

იმედია ფსიქიკა არ შემერყევა
old_man
td.........
მატერიალურ ყოფით საკითხებს გულისხმობ
თუ პასუხისმგებლობა სულიერ სფეროში?
beard.gif
chemikerin
ზოგადად რაღაც გადაწყვეტილების მიღება როცაა საჭირო და თან მნიშველოვან საკითხს ეხება, ჯობია არ აჩქარდე და დიდად ტვინი არ იჭყლიტო რა ჯობია, როგორ ჯობია.. და მერე გონება გამონახავს უკეთეს გადაწყვეტილებას..

არჩევანის გაკეთებისას, ვგრძნობ ხოლმე რომ ერთ-ერთი არჩევანი უფრო მეტ შინაგან სიმსუბუქეს იწვევს, მეორე - მამძიმებს.. მგონია რომ ეს ჩვენი შინაგანი ორიენტირია, რომელმაც ზუსტად იცის რა ჯობია. გრძნობებმა ტვინზე უფრო უკეთ იცის.. და ამ დროს ჯობია ყოველთვის ტვინის ნარატივს არ ავყვეთ ხოლმე... იმიტომ რომ ტვინი ძალიან ეშმაკურია რამეა, 1000 მიზეზს მოიფიქირებს ხოლმე, არადა გრძნობით გაკეთებული არჩევანი ბევრად უფრო მარტივია, არ ჭირდება თეორიებით გამყარება..
td.........
chemikerin
ესაა ინტუიცია. როგა ლოგიკის გარეშე იღებ ინფორმაციას, უფრო სწორად იღებ ინფოს და არ ამუშავებ ლოგიკის კოდებით.
რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა, მსგავსი ფაქტიურად სულ ხდება , ყოველ დღე.. სამსახურში მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ სახლში მაქვს ველოსიპედი, რომლითაც ჩემი შვილი აღარ სარგებლობს და კარგიიქნებოდა მე დამეწყო ველიკით სიარული- დროის ეკონომიის და მოხერხებულობის გამო. მერე მოვიდა განცდა, რომ ეს ქალაქის ლანდშავტიდან, ჩემი დაზიანებული მუხლიდან გამომდინარე ეს არ იქნებოდა უსაფრთხო ჩემთვის. ეს ინფო გავატარე ჩვეულებრივად და ვიფიქრე, მერე გადავწყვიტავ თქო, ჯერ ველიკიც უნდა შევამოწმო, რამდენიმე თვე უძრავად დგას გარაჟში თქო. სარამოს დეიდაშვილმა დამირეკა, მისი შვილი ველიკით საშინლად დაიმტვრა, გადარჩა, მაგრამ ბევრი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა. ჩემთვის ეს ყველაფერი მატრიცის ჩვეულებრივი მექანიზმია, ინფორმაციის გადაცემის საშუალება, ინტუიცია და ბევრი სხვა კომპონენტი რაც ისე ერთმანეთში გადაჯაჭვულ დაკავშირებული, რომ ხშირად ამის ახსნა მიჭირს. უბრალოდ ვიღებ როგორც რეალობას და ფაქტს.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.