Help - Search - Members - Calendar
Full Version: მატრიცა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Crow
როგორ ფიქრობთ , რა არის კარგი საშუალება იმისათვის რომ სრულყოფილად გააცნობიერო საკუთარი, ინდივიდუალური მატრიცა, და დააღწიო მისგან თავი რადგან შეიმეცნო რეალური სამყარო და იპოვო "მე", რომელიც ათას გარემოებას გაემიჯნა და ნიღაბს შეესისხლხორცა smile.gif
tikoroma
ინდივიდუალური მატრიცა რას ნიშნავს
Mechanical Sheep
tikoroma
ალბათ ის რეალობა, რომელიც შეგვიქმნეს.

Crow
გაცნობიერებისთვის ბევრი რამეა კარგი. თვითდაკვირვება უნიკალურია. თვითდაკვირვების შემდეგ გამიჯვნა საკუთარი და სხვების სურვილების საკუთარ თავში. არჩევა და გაყოლა თUმცა ეს ყველაფერი მდგომარეობაა, რომლის შენარჩუნებაც ჭირს, რადგან ყოველი დღე ახალი დასაწყისია. ათას გარემოებაგამიჯნული პროტესტისძალით აღვსილი პიროვნების ძალა საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. თუმცა გაცნობიერებას ვერ მიაღწევს, თუ მასში ერთი წამით მაინც იქნება ბოროტი სურვილები. ნიღაბს მოიხსნი და შეიძლება თავადაც ვერ მიიღო საკუთარი თავი. ასეთIა განაჩენი. როცა მიიღებ რეალობას ისეთს, როგორიც არის, გაიხსნება ის შენსწინაშე. ეს არის ერთერთI საიდუმლო იმ მატრიცის, რომელშიც ვცხოვრობთ. ყველაფერი ასეა. ძალა არაფერს არ უნდა დაატანო. ყველაფერი თAვისით ხდება. ჩვენი ძალის დემონსტრაცია კი პირიქით, აიძUლებს მატრიცას, რომ ჩვენთვის ეს ეგრეთწოდებული ,,ინდივიდუალური მატრიცა'' შეგვიქმნას, რომ დაგანახოს ბევრი რამ.

ასეა ეს.
jarmen
Crow
ძალიან ლამაზი სიტყვებითაა დაწერილი. სავარაუდოდ საკუთარი რეალური მეს გაცნობიერებაზე საუბრობ. სიტყვა კარგი ზოგადი ცნებაა და ფარდობითი, არ ვიიც რამდენად კარგი საშუალება შენთვის მაგრამ პატანჯალის აქვს ერთი საშუალება აღწერილი, ეს აღწერა არის პატანჯალის კუთვნილი პრაქტიკიდან; პოულობ სახემწიფოს რომელსაც სამართლიანი მმართველი მართავს, ამ სახელმწიფოში პოულობ წმინდა მთას, ამ წმინდა მთაზე წმინდა ხეს, ამ წმინდა ხის ქვეშ აფენ ისეთ ბალახებს რასაც გველი არ ეკარება, ამ ბალახზე აფენ ანტილოპას ტყავს ნისტისგან თავდასაცავად, ტყავზე მაუდის ნაჭერს და ჯდები სამედიტაციოდ სამი თვით და ასე სანამ არ მიაღწევ. მეორე მაგალითია ბუდას მაგალითი, პრინციპი იგივეა ზიხარ და წლობით მედიტირებ, არის მაჰადევას მაგალითიც, ესეც ხანგრძლივი პრაქტიკაა.
მაქვს კითხვა, რაში გჭირდება ეს, გაცნობიერებული გაქვს? თუ კი გთხოვ აგვიხსნა ჩვენც.
tikoroma
tty_
ციტატა(tty @ 26th November 2018 - 03:09 PM) *
ალბათ ის რეალობა, რომელიც შეგვიქმნეს.

მე მგონი პირადულზე საუბრობს smile.gif
jarmen
თიკო, მემგონი კი, ტრენდული თემაა საზოგადოებაში ნიღბები, და კიდევ შაბლონები, უფრო ღრმად სცადა გაგება და ამან მოიყვანა ალბათ ეს ადამიანი ამ ფორუმამდე.
elli
არაინდივიდუალური მატრიცა რაა?
Crow
ყველა საკუთარ მატრიცაში ცხოვრობს და რაღაც აზროფორმებს (ეგრეგორებს) მიედ-მოედება. უმეტესობა ასეა დამეთანხმებით , თუმცა ჩემი ბრალია , არასწორად დავსვი შეკითხვა. ალბათ უფრო გამოცდილება მაინტერესებდა იმ ადამიანების , რომლებმაც დააღწიეს ილუზიას თავი და რეალურად აღიქვამენ სამყაროს, რომლებიც გარემოებებს მართავენ და არა გარემოება მართავს მათ.
Crow
რეალური მეს გაცნობიერებაზე ვსაუბრობ , პირადული არაფერი )
jarmen
დიას მშვენიერი მიზანია, ამისთვის წლობით პრაქტიკობენ და თქვენ რა მეთოდებს იყენებთ?
Crow
ციტატა(jarmen @ Dec 5 2018, 12:43 PM) *
დიას მშვენიერი მიზანია, ამისთვის წლობით პრაქტიკობენ და თქვენ რა მეთოდებს იყენებთ?

საკუთარი თავის სწავლაში გავატარე დიდი დრო . ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ რომ როგორც ჩვენს ორგანიზმს გააჩნია დნმ ასევე ვართ ჩვენც სამყაროს დნმ და სამყაროა ჩვენში-ჩვენ ვართ სამყარო. რაც რაიმე არსებობს , რაზეც ოდესმე ვინმეს გაუფიქრია , ყველაფერი ინფორმაციულად ერთმანეთის არაცნობიერში დევს , როგორც ინსტიქტი ცნობიერში და შეგიძლია გახსნა. პრაქტიკით მხოლიდ ვმედიტირებდი და დაახლოებით ორ ასტრალურ არსებასთან მქონდა "შემეცნებითი დიალოგი" , დანარჩენი ყველაფერი თავისთავად მოდიოდა და მოდის კიდევ.. თქვენ როგორ ფიქრობთ რა იქნება ეფექტური ამ თემასთან დაკავშირებით ან რას ფიქრობთ ზოგადად მატრიცა რა არის? სად დავბოდიალობთ წლები ? ..
jarmen
არ ვიცი რა გითხრა ტკბილო. მე სხვავრაღაც ვიკითხე მაგრამ სხვა კითხვისთვის დამაკმაყოფილრბელი პასუხი მოვიდა. ფსიქიკა როგორ გაქვს ან ახლა და ამ რეალობაში ყოფნის აღქმა? რაც თქვი დნმ ზე და იმაზე რომ სამყაროს ნაწილები ვართ ზუსტად ამას ქადაგებს ეზოთერიკა, და ზუსტად იმის საფუძველზე რომ რახ სამყაროშია ის შენშიცაა, უარს ამბობს გარედან ზედმეტი რაღაცების მიღებაზე, ეზოთერიზმი აროს ძიება საკუთარ თავში, როგორც ახსენეთ მედიტაცია, დჰიანა, გაცნობიერება...
Crow
ციტატა(jarmen @ Dec 5 2018, 01:05 PM) *
არ ვიცი რა გითხრა ტკბილო. მე სხვავრაღაც ვიკითხე მაგრამ სხვა კითხვისთვის დამაკმაყოფილრბელი პასუხი მოვიდა. ფსიქიკა როგორ გაქვს ან ახლა და ამ რეალობაში ყოფნის აღქმა? რაც თქვი დნმ ზე და იმაზე რომ სამყაროს ნაწილები ვართ ზუსტად ამას ქადაგებს ეზოთერიზმი, და ზუსტად იმის საფუძველზე რომ რახ სამყაროშია ის შენშიცაა, უარს ამბობს გარედან ზედმეტი რაღაცების მიღებაზე, ეზოთერიზმი აროს ძიება საკუთარ თავში, როგორც ახსენეთ მედიტაცია, დჰიანა, ფიქრი...

თქვენ იკითხეთ რა მეთოდებით ვპრაქტიკობ ამაზე და გიპასუხეთ რა დამეხმარა ამ თემაში წინსვლაზე მოკლე მიმოხილვით. ფსიქიკა საკმაოდ კარგად მაქვს. რეალობის აღქმას რაც შეეხება ვერ გიპასუხებთ რადგან ჯერ არვიცი რას ნიშნავს ხედავდე რეალობას , ამიტომ დავსვი შეკითხვა რომ ეს მაინტერესებდა.
jarmen
ცუდი გაგებით არ მიკითხავს ფსიქიკაზე, ამ სფეროში სასწორზე ფსიქიკა იდება და გავრცელებული ამბავია ფსიქიკური გადაცდომები(არასწორი აღქმები).
Crow
ციტატა(jarmen @ Dec 5 2018, 01:36 PM) *
ცუდი გაგებით არ მიკითხავს ფსიქიკაზე, ამ სფეროში სასწორზე ფსიქიკა იდება და გავრცელებული ამბავია ფსიქიკური გადაცდომები(არასწორი აღქმები).

დიახ, გეთანხმები, ვიცი რომ ცუდად არ გითქვამთ ... ნორმალურად მივიღე და მივხვდი რატომაც იკითხეთ.
Mechanical Sheep
QUOTE(Crow @ Dec 5 2018, 01:01 PM) *
საკუთარი თავის სწავლაში გავატარე დიდი დრო . ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ რომ როგორც ჩვენს ორგანიზმს გააჩნია დნმ ასევე ვართ ჩვენც სამყაროს დნმ და სამყაროა ჩვენში-ჩვენ ვართ სამყარო. რაც რაიმე არსებობს , რაზეც ოდესმე ვინმეს გაუფიქრია , ყველაფერი ინფორმაციულად ერთმანეთის არაცნობიერში დევს , როგორც ინსტიქტი ცნობიერში და შეგიძლია გახსნა. პრაქტიკით მხოლიდ ვმედიტირებდი და დაახლოებით ორ ასტრალურ არსებასთან მქონდა "შემეცნებითი დიალოგი" , დანარჩენი ყველაფერი თავისთავად მოდიოდა და მოდის კიდევ.. თქვენ როგორ ფიქრობთ რა იქნება ეფექტური ამ თემასთან დაკავშირებით ან რას ფიქრობთ ზოგადად მატრიცა რა არის? სად დავბოდიალობთ წლები ? ..

მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ არაცნობიერი არის ისეთი რაღაცები, რასაც საკუთარი თავი გვიმალავს და მხოლოდ ისეთები, რაც გადაგვხდომია და გამოგვიხატავს ძლიერი ემოცია ჩვენდაუნებურად, როგორიცაა შიში, სიყვარული, შური. რასაც შენ ამბობ, ეს არის კოლექტიური ქვეცნობიერი. მას ცოტათი სახეშეცვლილი ფორმით ქვია აკაშა. რაც ყველაზე ცნობილი და მარტივი მეთოდი არსებობს არის არქეტიპების დახმარებით წარმოდგენის მიღება. კოლექტიურ ქვეცნობიერში არის შეგრძნებები, ადამიანამდე არსებული არსების და მის შემდეგ მყოფის გამოცდილებები. თანდათან ეს ყველაფერი ბრუნავს და სულ ეს არის. გაცნობიერება ამ მხრივ ნიშნიავს იმას, რომ შენ იაზრებ, რომ ხარ დიდი ციკლის ნაწილი, რომელი ყოველთვის იყო, არის და იქნება. ჭეშმარიტია ის როგორც ფიქრობ ამ შემთხვევაში. არ აქვს აზრი ფილოსოფიურ დილემას, თუ მიხვალ იმ დასკვნამდე რომ რაღაც შეიძ₾ება გაქრეს და შეიძლებოდა საერთოდ არც ვყოფილიყავით. მთავარი აქეტიპებია და ის თუ რა სახით შთააგონებ თავს. როცა ტალღებს დააყენებ და შეუერთდები გაცნობიერებულად, მიდიხარ, მაგრამ ამავდროულად მოდიან შენთანაც სირთულეები, ცდუნებები და ა.შ. მედიტაცია კარგია ჰო. ასტრალური არსებების რამე გამეგებათქო ვერ გეტყვი, თუმცა მე ამას მირჩევნია ვუწოდო სახება, და არა არსება, რადგან ის ჩემშია და ჩემგან გადმოდის, რომელიც არ არის ჩემი ნაწილი და რომელსაც შეუძლია ყველა შეეხოს, როგორც შთაგონებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ხატვას მუხლებამდე წყალში ვერ ისწავლი. დავბოდიალობთ, ვბრუნავთ, მაგრამ ერთ ადგილზე არ ვდგავართ მაინც და მაინც სადღაც ხდება სვლა ისეთი, რომელიც არ ყოფილა. ამას ყველანი ვგრძნობთ ერთდროულად, თუმცა ცოტა თუ აღვიქვამთ, რომ რაღაც შეიცვალა მატრიცაში.
Crow
ციტატა(tty_ @ Dec 5 2018, 02:06 PM) *

ჰო ... ამას ვამბობ მეც ფაქტობრივად.
jarmen
ზუსტად რა არის მატრიცას რასაც ეძახით მაგაზე პასუხი არ გვაქვს არცერთს, არის თეორიები, ზოგი მტკიცებით ფორმაში გამოთქვამს ზოგიც გზას იტოვებს და თეორიად ნათლავს მაგრამ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ შემხმედრია, და სიმართლე გითხრათ არც აქვს ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა, ჩვენ ვიცით რომ არის რაღაც კანონები რაც მუშაობს ამ "მატრიცაში" არის კიდევ სხვებიც რაც არ ვიცით, ფაქტია ჩვენ ვცხოვრობთ აქ და შესაბამისად ვალდბეულები ვართ აქაურ კანონებს დავემორჩილოთ, ვისწავალოთ და ჰარმონიაში მოვიდეთ. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის შავი ხვრელი ან ვინ შექმნა დნმ მაგრამ არ ჯობია რამე რეალურზე, ხელძესაზებზე ად ამ რრალობაში პრაქტიკულზრ ვისაუბროთ?
აკაშა კოლექტიური ცნიბიერია მაგრამ სამყარო მეტად ფართოა იმისათვის რომ აკაშა ამ ფონზე რაიმე ანგარიშგასაწეად მივიაზროთ, თვითონ აკაშა თუ სწორად მახსოვს ინდუიზმში მეხუთე ელემენტის პიროვნული გამოხატულება იყო, შეიძლება ეს არის ენერგო ინფორმაციული ვრლი, ფაქტია რომ ყვრლას შენც მეც და ჩრმს მეზობელსაც გვაქვს საკუთარი ენერგო ინფორმაციული ველი, ენერგია ატარებს ინფორმაციას და ასევე აქვს ამ პლანეტასაც, მაგრამ ჩვენ ვემორჩილებიტ თუ ინდივიდუალურად გარდავქმნით ამ ველს ეს არის მნიშვნელოვანი.
toresi9
პირველ რიგში საკუთარი თავის მაქსიმალურად ხშირი გაცნობიერება
როდესაც საკუთარ თავს გაიაზრებ გააცნობიერებ მიხვდები რომ პირადად შენ ხარ თანდათან ბრბოს მოსწყდები და ცხოვრებას გაუყვები არა ინსტქიტურად არამედ გააზრებულად თანდათან თავს მოხვეული რაც გაქვს დაიწყებს მსხვრევას და წინა პლანზე წამოვა ის რაც ჭეშმარიტია შენში .
Crow
ციტატა(toresi9 @ Jan 9 2021, 12:14 AM) *
პირველ რიგში საკუთარი თავის მაქსიმალურად ხშირი გაცნობიერება
როდესაც საკუთარ თავს გაიაზრებ გააცნობიერებ მიხვდები რომ პირადად შენ ხარ თანდათან ბრბოს მოსწყდები და ცხოვრებას გაუყვები არა ინსტქიტურად არამედ გააზრებულად თანდათან თავს მოხვეული რაც გაქვს დაიწყებს მსხვრევას და წინა პლანზე წამოვა ის რაც ჭეშმარიტია შენში .

კი , მართალი ხარ <3
toresi9
QUOTE(Crow @ Jan 9 2021, 02:01 PM) *
კი , მართალი ხარ <3

თავად რა ხერხებს მიმართავ?
toresi9
მე ერთი უცნაური ვარჯიში მაქვს მოკლედ დროთ განვმალობაში ჩამომიყალიბდა როგორც კი ხელის თითებს გავამოძრავებ თუკი ინსიტიქტური ვარ და მექანიკური
გოენბა მშინვე მაღვიძებს და ვაცნობიერებ მეტნაკლებად საკუთრ თავს შეიძლება დიდი არაფერია ვარჯიში ეს ყველაფერი მაგრამ კარგია იმ მხრივ რომ დროთა განვმალობაში
იმდენად მიეჩვევი რომ ძალაინ რთული გახდება დიდი ხნით მექანიკურობა და თავის დავიწყება .
Crow
ციტატა(toresi9 @ Jan 9 2021, 11:31 PM) *
თავად რა ხერხებს მიმართავ?

უბრალოდ ვაკვირდები ჩემს ფიქრებს, ფიქრიდან გამომდინარე ჩემს ქცევას, ვაკვირდები ჩემს ეგოისტურ მოთხოვნილებებს (მესამე ტიპის პოზიციიდან), ჩემს სხეულსა და გონებას ზოგადად, გარეგანი მანიფესტაციების მოქმედებას ჩემზე და შემდგომ ჩემს "პასუხს გამღიზიანებელზე" და უკვე აქედან გამომდინარე მაქვს ხოლმე მწირი თუმცა შედარებით ჩემი რეალური სახე. ვხვდები რომელია ნიღაბი და რომელია ჩემი რეალური სახე, თუმცა რათქმაუნდა ეს რთული პროცესია რადგან აზრებს აზრებითვე აკვირდები და მოკლედ.. თქვენც იცით ეს.. მიმაჩნია რომ მატრიცას ჩვენ ვქმნით და არა ის რომ ჩვენ მატრიცაში მოვხვდით. როდესაც რეალური ვარ მე პირადად და ალბათ თქვენც, ყველაფერი ორიგინალ სახეს იღებს, თუმცა როდესაც არ ვარ რეალჰრი და ჩემი თვალებიდან იხედება ჩემი გონება და არა რეალური საწყისი, ყველაფერს, თითოეულ საგანს, ადამიანებს აქვთ "Fake" სახე. შესაბამისად როგორც მე ვიჩითები ფეიკი ასევე სხვასაც ფეიკად წარმოვუჩენ თავს და მას არ აქვს ჩემზე რეალური წარმოდგენა, გააჩნია მხოლოდ ასოციაცია ჩემზე ისეთი როგორიც მე მინდოდა რომ დამეტოვებინა და უკვე ისიც მატრიცაში ხვდება ჩემგან გამომდინარე.. თუმცა თუკი ის რეალურია, გააცნობიერებს რომ მე არ ვარ რეალური და ასე...
brevalo
მატრიციდან თავის დაღწევა საკმაოდ ბევრი შემადგენელი ნაწილის გაცნობიერებას მოითხოვს, ანუ საკმაოდ კომპლექსური სამუშაოა. რა არის მატრიციდან თავის დაღწევა? მარტიციდან თავის დაღწევა ნიშნავს ეგრეგორებისგან ფიზიკური, ემოციური და მენტალური დამოუკიდებლობის მოპოვებას. ანუ თქვენ წყვეტთ ენერგომიმოცვლას ყველა გარეშე ადამიანთან, ადამიანებთან, ადამიანთა ჯგუფთან, ასევე ეგრეგორებისგან შექმნილ იდეებთან. შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოვცე თუ როგორ არის შესაძლებელი ამის გაკეთება: საჭიროა ჯერ საკუთარი "მე"-ს მოძლიერება, პერმანენტული მედიტაციები. მედიტაცია დაგეხმარებათ დამკვირვებელის თვისებების გაჩენაში. ჩვეულ რეჟიმში ყოფნისას საჭიროა მუდამ ფხიზლად ყოფნა და შეძლებისდაგვარად მუდამ საკუთარ "მე"-ზე დაკვირვება. მაგალითად, როდესაც ვუყურებთ ახობელ ადამიანს პირველ რიგში ვაცნობიერებთ საკუთარ "მე"-ს, საკუთარ თავს და საკუთარი "მე"-დან ვუყურებთ ახლობელ ადამიანს. ამით ვინარჩუნებთ საკუთარი თავის სიმტკიცეს.
როდესაც ნელნელა რაღაც დოზით აღარ იქნებით ენერგომიმოცვლაში სხვა ადამიანებთან და ენერგომინოცვლაში იქნებით ბუნებასთან, ამას ქვეცნობიერად აუცილებლად შეატყობენ აგენტი სმიტები ანუ გარეშე ადამიანები. ამიტომ აუცილებლად იქნება პროვოკაცია. ერთი მწარე რეალობა მინდა გითხრათ, რომ აგენტი სმიტები შეიძლება იყვნენ თქვენი ოჯახის წევრები და ყველაზე საყვარელი ადამიანები. ამიტომ პირველ რიგში მაგათგან უნდა ველოდოთ პროვოკაციებს. პროვოკაციებში იგულისხმება სინდისზე აგდება, შენს სისუსტეებზე შეტევის მიტანა და სხვა. ანუ როდესაც გრძნობენ რომ სხვა ენერგიის მატარებელი ხარ, ისინი აუცილებლად შეეცდებიან რომ ისევ თავისიანი გაგხადონ. პროვოკაციაზე აგრესიით არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუპასუხოთ, რადგან ეს ნიშნავს რომ ისევ მატრიცაში ვიწყებთ დაბრუნებას ანუ მათ თამაშს ვთამაშობთ. პროვოკაციის დროს საჭიროა ჩვენი "მე" არ დავკარგოთ, გავაცნობიეროთ რომ ისინი მატრიცას ეკუთვნიან, გავაცნობიეროთ რომ ეს პროვოკაცია გარდაუვალი აუცილებლობა იყო და რაც მთავარია სიყვარულით, გულით და სიმშვიდით მივუდგეთ მათ. დავინახოთ მათი კარგი თვისებები, დავინახოთ ისინი როგორც პოტენციური მატრიციდან გამომსვლელი ობიექტები, თუმცა ამავე დროს ვუყუროთ მათ როგორც მატრიცის შემადგენელ ნაწილებს.
Crow
ციტატა(brevalo @ Jan 13 2021, 03:23 PM) *

მომეწონა როგორც იმსჯელე :3
toresi9
QUOTE(Crow @ Jan 13 2021, 10:05 AM) *

საკუთარ თავს ვერ ვაცნობიერებთ ელემნტარული რაღაცეების კეთებაც კი არ შეგვიძლია ისე როგორც
ჩვენ გვსურს ჭეშმარიტად გამუდმებით 1000- რაღაცასთან ვიგივდებით და კიდევ რომ ვუფიქრდები აზროვნება არის შეძენილი თAვიდან რომ ვიბადებით მეეჭვება ფიქრების ზღვა გვქონდეს თავში
ჩვენი ჭეშმარიტი ნაწილი ჩვენი უზენაესი მე ზუსტადაც რომ ჩვენი შინაგანი თანდაყოლილი ხმაა
აბა დაუკვირდი საკუთარ თავს რამდენჯერ ყოფილა შენს ცხოვრებაში მომენტი როდესაც აი მთელი გულით და სულით რაღაც გგონებია მაგრამ ასე არ მოქცეულხარ შინაგანი ხმისთვის კიარა შინაგანი გულისთქმისთვის არამედ ფიქრებისთვის პრაგმატული აზრებისთვის დაგიჯერებია თავად მოვიმწყვიდეთ საკუთარი თავი გალიაში თავად დავაწესეთ ჩარჩოები და ნორმები დავკარგეთ რეალობა და მოვექეცით ილუზიის ტყვეობაში დავკარგეთ თავისუფალი ნება და გადავიქეცით დაპროგრამებულ ზომბირებულ არსებებად ადამიანებს ვაკვირდები და დღეს უკვე ყველა ერთმანეთს ჰგავს ის ინდივიდუალურობადა ღვთაებრივი ნაწილი რაც ღვთისგან ებოძად დაფარული და დაკარგულია .
toresi9
QUOTE(brevalo @ Jan 13 2021, 03:23 PM) *

დიახ პირველი და ყველაზე მთავარი ნაბიჯი სწორედ ეგაა საკუთარი თავის გაცნობიერება შენი მესი
რომ შენ ხარ რათა აღარ გაიგივდე ათას უაზრობასთან და არ მოექცე ბრბოს ტყვეობაში .

ციტატა(toresi9 @ Jan 14 2021, 10:56 PM) *
საკუთარ თავს ვერ ვაცნობიერებთ ელემნტარული რაღაცეების კეთებაც კი არ შეგვიძლია ისე როგორც
ჩვენ გვსურს ჭეშმარიტად გამუდმებით 1000- რაღაცასთან ვიგივდებით და კიდევ რომ ვუფიქრდები აზროვნება არის შეძენილი თAვიდან რომ ვიბადებით მეეჭვება ფიქრების ზღვა გვქონდეს თავში
ჩვენი ჭეშმარიტი ნაწილი ჩვენი უზენაესი მე ზუსტადაც რომ ჩვენი შინაგანი თანდაყოლილი ხმაა
აბა დაუკვირდი საკუთარ თავს რამდენჯერ ყოფილა შენს ცხოვრებაში მომენტი როდესაც აი მთელი გულით და სულით რაღაც გგონებია მაგრამ ასე არ მოქცეულხარ შინაგანი ხმისთვის კიარა შინაგანი გულისთქმისთვის არამედ ფიქრებისთვის პრაგმატული აზრებისთვის დაგიჯერებია თავად მოვიმწყვიდეთ საკუთარი თავი გალიაში თავად დავაწესეთ ჩარჩოები და ნორმები დავკარგეთ რეალობა და მოვექეცით ილუზიის ტყვეობაში დავკარგეთ თავისუფალი ნება და გადავიქეცით დაპროგრამებულ ზომბირებულ არსებებად ადამიანებს ვაკვირდები და დღეს უკვე ყველა ერთმანეთს ჰგავს ის ინდივიდუალურობადა ღვთაებრივი ნაწილი რაც ღვთისგან ებოძად დაფარული და დაკარგულია .

ინდივიდუალურობა რა არის? როდესაც განსხვავდები სხვა ინდივიდებისაგან არა? ნებისმიერ ასპექტში.. ჩემი აზრით ინდივიდუალურობა ეგოდან გამომდინარეობს იმიტომ რომ განსხვავებულად გსურს იდენტიფიცირდე სამყაროში და ასე წარადგენ თავს. მაგრამ თუკი შევხედავთ, ყველანი ერთნი ვართ, ერთმანეთის ნაწილები, რაღაც ღვთიურობიდან ან თუნდაც მისი ოპოზიციურობიდან ან ამ ღვთიურობის და მისი ოპოზიციურობის შერწყმის მომენტის დროს სადაც დუალურობა არ არსებობს , აი მაგ სფეროდან გამოყოფილები ვართ. ის რაც ბრბოში არ მოგვწონს ზუსტად რომ ჩვენს თავში დევს . ერთმანეთის სარკეები ვართ და ნელნელა ვსწავლობთ ამ ყველაფერს. ფიქრებს რაც შეეხება , ფიქრებია ზუსტად ჩვენი ენერგიის დაკარგვის მიზეზი რადგან თითო ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისას რამდენი ფიქრიც გვაქვს იმდენი იმ მიმართულებით მივმართავთ და ენერგიაც რათქმაუნდა მიყვება მიმართულებისამებრ. ჩვენი პრობლემა ყველაზე დიდი, არის ის რომ გარეთ ვეძებთ ჭეშმარიტებას და ათას ოკულტურ მაგიურ თუ ეზოთერულ ჭრილებში ათას ილუზიებს განვიხილავთ და თავს ვიპროგრამებთ ხან როგორ და ხან როგორ, არადა საერთოდ წამორდგენა არ გვაქვს ეს საიდან მოდის. ტვინს შეუძლია იმხელა პროექციის შექმნა რომ შეგრძნებებშიც გაატარებს, გეგონება რეალური და მიყვები ... როდესაც გარეგანი მანიფესტაციები ვეღარ შეძლებს ჩვენზე ზემოქმედებას და არ ვიქნებით ასოციაციური აზროვნების მსხვერპლნი , აი შემდგომ იძენენ ფეიკი საგნები თუ არსებები ნამდვილ სახეს რადგან შენც ნამდვილი ხდები...
toresi9
QUOTE(Crow @ Jan 20 2021, 11:40 AM) *

ორ ასტრალურ არსებასთან მქონდა "შემეცნებითი დიალოგი"
ამას როგორ ახერხებ ?
brevalo
მატრიცაში დაკავების ყველაზე და მასში გაბრუების ყველაზე გავრცელებული მეთოდია ახლო ადამიანების კეთილგანწყობა.
მაგალითად, ძმაკაცი გირეკავს და გეუბნება: "ბიჭები ვიკრიბებით აქა და აქ საქეიფოთ ან გასართობად და წამოდი, მაგარ დროს გავაკარებთ". მიდიხარ მათთან და გრძნობ კეთილგანწყობას, სითბოს. ერთად იცინით, საერთო ემოციებს განიცდით. ანუ ძალაუნებურად საერთო ქვაბში იწყებ ხარშვას. ერთი შეხედვით ამაში შენთვის ცუდი არაფერია. მაგრამ თუ ადამიანს უნდა მატრიცადან ამოძრომა, მისთვის მსგავსი სიტუაციები არასასარგებლოდ მოქმედებს, რადგან ამ დროს აღარ ხარ დამკვირვებელი. შენც ერთ-ერთი მათთაგანი ხდები.
მისგან (მატრიცასგან) თავის დაღწევის ალბათ ბევრი ხერხი არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ხერხია, რომ ჯერ ადამიანი დროებით უნდა გაუცხოვდეს ხალხისგან. ცნობიერება ასე თუ ისე განავითაროს, მოაძლიეროს და შემდეგ როცა თავს იგრძნობს მყარად გამოჩნდეს ხალხში. ამის შემდეგ თუ სადმე ხალხმრავლობაშ მოხვდება ის უკვე დამკვირვებლის თვალით დაუწყებს მათ ყურებას და აღაც შეუერთდება მათ რიგებს. ის იქნება მათ შორის, მაგრამ იქნება მარტო და ცალკე. მისი გარშემომყოფები მიხვდებიან რომ ეს ადამიანი აღარ არის ის რაც ადრე იყო და რომ რაღაც სჭირს, მაგრამ ვერ მიხვდებიან რაშია საქმე.

თითქოს ადვილად აღვწერე ეს ყველაფერი, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი ენერგია.
David Monny
brevalo
QUOTE(brevalo @ 22nd January 2021 - 11:02 PM) *
რადგან ამ დროს აღარ ხარ დამკვირვებელი.

მგონი ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამაზე.
სწორედაც, რომ სასარგებლოა ეგეთ შეკრებები, რო დარწმუნდე დამკვირვებლის არარსებობაში.
არავითარი დამკვირვებელი არ არსებობს.
მატრიცის ყველაზე დიდი ტყუილი დამკვირვებელია.
თუ გაინტერესებს დეტალები შემიძლია გავშალო კიდევ ერთხელ.
brevalo
QUOTE(David Monny @ Jan 26 2021, 01:20 PM) *
brevalo

მგონი ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამაზე.
სწორედაც, რომ სასარგებლოა ეგეთ შეკრებები, რო დარწმუნდე დამკვირვებლის არარსებობაში.
არავითარი დამკვირვებელი არ არსებობს.
მატრიცის ყველაზე დიდი ტყუილი დამკვირვებელია.
თუ გაინტერესებს დეტალები შემიძლია გავშალო კიდევ ერთხელ.

ვხვდები რასაც ამბობ, მაგრამ მაქამდე რომ მივიდეს ადამიანი ჯერ უნდა იყოს დამკვირვებელი და ცენტრი უნდა ჰქონდეს, მაგრამ შემდეგ უკვე ეგ ყველაფერი ქრება. პირდაპირ მოუმზადებელზე ტურიაში ვერ გადაეშვება ადამიანი. ჯერ რაღაცეები უნდა გაიაროს რომ მაქამდე მივიდეს.
David Monny
brevalo
QUOTE(brevalo @ 29th January 2021 - 04:56 PM) *
ვხვდები რასაც ამბობ, მაგრამ მაქამდე რომ მივიდეს ადამიანი ჯერ უნდა იყოს დამკვირვებელი და ცენტრი უნდა ჰქონდეს

რა ძნელია გესმოდეს, მაგრამ არ განიცდიდე არა? ეს გავს თაფლით სავსე ქილა ლოკო
გარედან, ხედავ, ფერს აღიქვამ, ფორმასაც, მაგრამ გემოს ვერ გრძნობ.
QUOTE(brevalo @ 29th January 2021 - 04:56 PM) *
პირდაპირ მოუმზადებელზე ტურიაში ვერ გადაეშვება ადამიანი.

ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე რომ გადავეშვი, მაგას თუ მომზადება ჰქვია, მაშინ მაგაზე ადვილი არაფერია, თუმცა გეთანხმები, საჭიროა მონდომება, დიდი ძალიან, უშველებელი.
QUOTE(brevalo @ 29th January 2021 - 04:56 PM) *
ჯერ რაღაცეები უნდა გაიაროს რომ მაქამდე მივიდეს.

ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მთავარზე ვაკეთოთ აქცენტი.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი იჭედება დამკვირვებელში, უამრავი.

შენთან ყველაფერი გარკვეულია უკვე. ყველაფერი თავის ადგილზეა.
Crow
სანამ ყოვლისმცოდნეების როლში ვართ, დასკვნები გვაქვს რაღაცებზე გაკეთებული და გაცვეთილი გამოცდილებით ვმოძრაობთ, დამკვირვებელი და მატრიცა კიარა ჭიანჭველა უფრო ბუნებრივია ვიდრე ჩვენ. სანამ სწორი სიტყვების შერჩევას ვეცდებით და სურათებს შევუქმნით ერთმანეთს სამყაროზე თუ ჩვენს გარშემო ადამიანებს ჩვენს თავზე , ყველაფერი ფეიკია. და აზრი არ აქვს ამ შეთხვევაშიც ამაზე საუბარს ჩემი აზრით.
toresi9
QUOTE(Crow @ Feb 5 2021, 12:05 PM) *

გეთანხმები ყოვლისმცოდნის როლში ყოფნა ცუდია პირველი რაშიც უნდა გამოვუტყდეთ საკუთარ თავს ის არის რომ რეალურად არაფერიც არ ვიცით ადამიანებს უბრალოდ თეორიები გვაქვს რომელთა უმეტესობაც როგორც წესი მცდარი გამოდგება ხოლმე ......
brevalo
QUOTE(Crow @ Feb 5 2021, 12:05 PM) *
სანამ ყოვლისმცოდნეების როლში ვართ, დასკვნები გვაქვს რაღაცებზე გაკეთებული და გაცვეთილი გამოცდილებით ვმოძრაობთ, დამკვირვებელი და მატრიცა კიარა ჭიანჭველა უფრო ბუნებრივია ვიდრე ჩვენ. სანამ სწორი სიტყვების შერჩევას ვეცდებით და სურათებს შევუქმნით ერთმანეთს სამყაროზე თუ ჩვენს გარშემო ადამიანებს ჩვენს თავზე , ყველაფერი ფეიკია. და აზრი არ აქვს ამ შეთხვევაშიც ამაზე საუბარს ჩემი აზრით.

კი ბატონო. აქ და არა მარტო აქ ადამიანები ცდილობენ თავიანთი გამოცდილებების და აზრების და შეგრძნებების გაზიარებას. მაგრამ ყველაფერი ფეიკია და აზრი არ აქვს ამაზე საუბარს ერთი გამონაკლისის გარდა (შეიძლება ვინმე მოვიდეს და თქვას რომ ყველაფერს აზრი აქვსო. კი აზრი აქვს რომ მიხვდე რომ შეცვალო მიდგომა თუ შენთვის არასწორ გზას ადგახარ). მთავარია თვითონ ადამიანის შიგნით ბირთვი, ნამდვილი "მე", რომელიც იღწვის განვითარებისკენ და არის თუ არა ის მზად რომ განვითარდეს. ხოლო თუ ადამიანის ის ყველაზე ღრმა ბირთვი მზად იქნება განვითარებისთვის, მაშინ დაიწყება რეალური ქმედებები და ასეთი ადამიანი ყოველთვის გამოძებნის გზას რომ განვითარდეს. თორე დანარჩენ შემთხვევაში კილომეტრიანი პოსტების წერა და ყავაზე ჭორაობა არაფერს მოგვცემს.

ერთი კარგი ფრაზა ჰქონდათ კომუნისტებს, რომელიც შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ აითვისა: "საქმე ლაპარაკის ნაცვლად". პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ ეს ფრაზა ძალიან საყურადღებოა. ჭეშმარიტებაზე ჭორაობას ჯობია რეალურად საქმე ვაკეთოთ. ხოლო ლაპარაკს აზრი აქვს მაშინ, როდესაც 10 ჯერ მეტ საქმეს აკეთებ, ვიდრე ლაპარაკობ და მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობ რომ მნიშვნელოვანი საკითხები გადაჭრა და არა ეზოთერიკაზე იჭორაო. ეგ იმას გავს მანქანა რომ "ხალასტოიში" გყავდეს, გაზს მიაჭირო, ძრავი აბღუილო და წინ ვერ წახვიდე. მოკლედ საქმე ლაპარაკის ნაცვლად smile.gif
Crow
ციტატა(brevalo @ Feb 5 2021, 02:42 PM) *

რეალურია ქმედება ჩემი აზრით მაშინ როდესაც ეგოს გარეშე რჩები, აცნობიერებ შენს არსს, იმას რაც სუნთქვის საშუალებას გაძლევს და შემდგომ უკვე უმოქმედობით ამოძრავებული იწყებ ქმედებას. ქმედებაში ვგულისხმობ ყველაფერს. დავითმა კარგად ახსნა ეგოს გარეშე და მოსუქებული ეგოს თანაობისას რა როგორ ხდება ... ვეთანხმები მას. ძალიან მწირი გამოცდილება მაქვს , და მხოლოდ იმას მივხვდი რომ ყველაფერი მარტივია , ჩვენი ასოციაციური აზროვნების გარეშე. მატრიცას რაც შეეხება ვფიქრობ რომ დედამიწა არ არის მატრიცა, ჩვენ ვაგდებთ ერთმანეთს მატრიცაში , ვუქმნით სურათებს ერთმანეთს და ერთმანეთის ხარჯზე "ვვითარდებით" თუკი ამას განვითარება ჰქვია. ვართულებთ ყველაფერს სამწუხაროდ , ასე ჩაგვიდეს ტვინში თავიდანვე და შემდგომ ჩვენივე ნებით ვიტენეთ 10000000 სისულელე... პარაზიტები ვართ სამწუხაროდ . ეგო რომ არ გვქონდეს დიდი ალბათობით ჰარმონია იქნებოდა და ბეტონის ჯუნგლებში და გამონაბოლქვის სუნთქვაში არ ამოვყწდებოდით, გაცვეთილ გამოცდილებებს არ გავუზიარებდით ერთმანეთს ( უხეშობაში არ ჩამომართვათ), მხოლოდ იმიტომ რომ ყოვლისმცოდნის როლი არ მოგვერგო.
ასფალტი
Crow
QUOTE(crow @ 25th November 2018 - 11:20 AM) *
როგორ ფიქრობთ , რა არის კარგი საშუალება იმისათვის რომ სრულყოფილად გააცნობიერო საკუთარი, ინდივიდუალური მატრიცა, და დააღწიო მისგან თავი

მე ვფიქრობ რომ თვითანალიზი და წინა ცხოვრებების გახსენება.
უფრო სწორად პირველი მოიცავს მეორეს,
ადამიანს თავისუფლად შეუძლია ამ ცხოვრებაში გაიხსენოს 2 ან 3 წინა ინკარნაციის ფრაგმენტები
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.