starscream QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM)
შენ ვერ ხვდები მე რას ვლაპარაკობ
ძალიან კარგად ვხვდები და მაგაშია პრობლემა.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM)
არანაირი კონსპირაციული თეორია ეს არ არის ეგ შენ გგონია ეგრე სტალინი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და გურჯიევთან ძალიან ახლოს იყო ჰიტლერი თავის მხრიდან სხვა ოკულტისტებთან მათ შორის ერთ ერთი ქართველიც იყო.
ჰო, ეგრე გგონია ახლა, რომ ვიღაცეებს რაღაცეები გონიათ. მეც მასე ვიყავი. ვიზიარებ გულწრფელად. მე არ ვაპირებ სტალინის გამპრავებელთან რაიმე კონსტრუქციულ დიალოგში შევიდე, რადგან ეს შეუძლებლად მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ ეს გამოჩნდება მალე, მაგრამ ადამიანები კითხულობენ ამას და საჭიროდ მიმაჩნია რომ გიპასუხო. ვიცოდი, რომ უსაზღვრო კამათში გადახვიდოდი, ამიტომ აქვე დავადგენ საზღვრებს მე თვითონ.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM)
და შენზე მეტი ცოდნა ქონდათ სტალინსაც და ჰიტლერსაც.
აშკარად მაგრად გაგიჭირდა მსჯელობაში, რადგან სტალინს და ჰიტლერს მადარებ ცოდნით, მაგრამ რადგან შენი პათოსი უკვე დიქტატურის და ძალადობის საზღვრებსაც ცდება, ვფიქრობ დროული იქნება შეგახსენო, რომ უნდა დაკონკრეტდე. რა იცოდა ჩემზე მეტი? მაგ. მე ვიცი სამყაროს წარმოშობის ინფლაციური თეორია, რომელიც სტალინმა არ იცოდა, რადგან უკვე ჩაძაღლებული იყო, რდესაც ეგ თეორია დაიწერა. სტალინმა არ იცოდა და არც ჰიტლერმა, რას ნიშნავს მიკროტალღური ღუმელი და უამრავ რამეს ჩამოვთვლი, რაც მე ვიცი და სტალინმა და ჰიტლერმა არ იცოდა. ამიტომ ეს უსუსური შედარების პროვოკაცია წყალში ჩაგივარდა.
გურჯიევს რაც შეეხება, ეგ ის გურჯიევი იყო მერე ჰიტლერს სვასტიკის სიმბოლო რომ ჩამოუტანა ტიბეტიდან, ჯიბეში სტალინი. საერთოდ მინდა გითხრა, რომ არ ტეხავს სტალინი რომ მოგწონს და დიქტატურა და ძალადობა, უბრალოდ ამის აღიარების არ უნდა გრცხვენოდეს.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM)
და იმას რასაც აკეთებდნენ ანუ ხოცავდნენ ხალხს იმიტომ კი არ აკეთებდნენ რომ ხალხს შიშისგან სიყვარული შექმნოდათ არამედ ემართად ეფექტურად ხალხი რათა თავის ქვეყნის ნაციონალური ინტერესები შეესრულებინათ.
წინადადებას რომ იწყებ ადამიანი "ანუ ხოცავდნენ ხალხს იმიტომ კი არ აკეთებდნენ" და შემდეგ აპრავებ ამას, უკვე თავად ხარ ძალადობის, დიქტატს, ტირანიის აგიტატორი.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM)
.არ უნდა ქონდეთ კვოტირება ხელოვნურია ზუსტად რატო უნდა ქონდეთ კვოტირება საერთოდ რატო იყო სააკაშვილის დროს ქალები მინისტრები და პარლამენტში 3 კურსელი სტუდენტი გოგოები პარლამენტარები? რატოა ბესელკა,ინაშვილი,კიდე ეგეთები და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი? რა დამსახურებისთვის?
მაპატიე მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია უკვე. მოგიწოდებ, შეწყვიტო ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდა. თან იმ დროს, როდესაც სხვებისკენ იშვერ ხელს და ფაშისტებს ეძახი. ხოდა ეს თემა ეხება რომ შიში არ შეიქს სიყვარულს, რომ სტალინის დიქტატურა ქმნიდა სტოქჰოლმის სინდრომს და არა სიყვარულს. ეს გასაგებია ხომ? თუ ესეც არ გესმის?
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM)
ხო აბა სპეციალურად ჩაიყვანა და გააწყვეტინა ნწ ნწ. განდონი იყო სტალინი მაგრამ გლობალურ დონეზე რაც გააკეთა და მსოფლიოს ნახევარი გადაარჩინა და თუ რამე შერჩა ცუდი და კარგის გარჩევა პოსტ საბჭოტა სივრცეში ადამიანებს სტალინის დამსახურებაა თორე ეხლა ისე ვიქნებოდით ტვინ გარეცხილები როგორც დასავლეთშია ხალხი ხოლო ტვინ გარეცხილი ვინც არ არის ვერაფერს ვერ ამბობს საწინააღმდეგოს რადგანაც დედას უტირებენ სამსახურიდან გააგდებენ და გაანადგურებენ რომ არ იყოს ტოლერანტული
არ ვფიქრობ რომ საერთოდ რაიმე კომენტარის ღირსია ეს წინადადება, ანუ ასეთი პათოსი, მაგრამ იმედი მაქვს ძალიან ცოტანიღა ხართ ვინც ასე ფიქრობთ. ასეთი მარაზმი და სიცრუე კაი ხანია არ გამიგია. ამას როგორ ამბობ, როცა ტვინის სარეცხი მანქანები პირდაპირ იქმნებოდა სტალინის დროს. ყველას ერთნაირად უნდა ეხატა. ყველას ერთნაირად უნდა ეწერა. მონანიება მაინც არ გაქვს შე დალოცვილო ნანახი? მაგრამ რა აზრი აქვს? დარწმუნებული ვარ ნანახი გაქვს, მაგრამ შენ მხოლოდ მედლის ერთი მხარის ყურება მოგწონს ჩემი აზრით, წინააღმდეგ შემთხგგვევაში ამ წინადადებას არ შეადგენდი.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM)
ხოდა კიდე ვიმეორებ სულ კიდიათ ფეხებზე ელიტებს ადამიანის უფლებები,ზანგები,მუსულმანები
,ქალები,ბავშვები სექსუალური უმცირესობები ღამე არ ძინავთ მაგაზე ფიქრით და იმიტომ ასპონსორებენ და მილიარდობით დოლარით რომ ძალიან უყვართ გეები,ზანგები,არაბები, ისლამი უბრალოდ იყენებენ მათ როგორც ინსტრუმენტს სოციალური ინჟინერიისათვის და თავისი სასურველი სოციუმის ჩამოსაყალიბებად რომლებსაც მერე ადვილად მართავენ.
ვინმე გამოგონილ ელიტებს კი არ კიდიათ ადამიანები, არამედ შენს ფავორიტ სტალინს ეკიდა, ჩალის ფასადაც არ ღირდა მისთვის ადამიანის სიცოცხლე. ჩალა უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან ცხენს გამოკვებამდა.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM)
ხოლო ალბათ ეხლა იმას ფიქრობ რომ რატო უყვართ სტალინი ეხლაც იმიტო უყვართ რომ სტალინი რო არ ყოფილიყო მეორე მსოფლიო ომს ვერ მოიგებდა საბჭოთა კავშირი
საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს მე რას ვფიქრობ. შენ ფიქრებში გეშლება. ეგ შენ ფიქრობ მაგას და სამწუხაროა, რომ მსგავსი პათსი უკვე მომისმენია და დღესაც ბევრს გონია რომ საბჭოთა კავშირმა მოიგო ომი. მოკავშირეები არავის არ აინტერესებს. სტალინი კაცო. მამაო სტალინი. წმიდა სტალინი.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM)
მე უკვე გითხარი რა იქნებოდა თუ სტალინი ვერ მოიგებდა მეორე მსოფლიო ომს. არ ვიცი რა განათლება აგქვს შენ მაგრამ ჩემი სპეციალობაა ეს და არანაირი კონსპირაციული თოერიები არ არის ისტორიული ფაქტებია ყველაფერი.
რადგან განათლებას გადაწვდი, ბარემ დააკონკრეტე რა "ეს". ტირანიის და დიქტატურის პროპაგანდაა შენი განათლება? რომე უნივერსიტეტში ასწავლიან? რამე გამომრჩა ამ წლების გამვალობაში? მე განთლებით ვარ ეკონომისტი და ინჟინერ გეოდეზისტი. ვარ ავტორი და მოყვარული ასტროფიზიკოსი. ჩემი განათლება საკმარისია იმისთვის, რომ გავარჩიო ძალადობის და დიქტატურის პროპაგანდა რეალური ფაქტებისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ უკანასკნელს პირველში ურევენ.
QUOTE(starscream @ 14th January 2019 - 01:26 PM)
მე მჯერა ესეთი რაღაცის ქალი უნდა იყოს ტავის ადგილას,
ერთი რა ადგილას უნდა იყოს აბა გაანათლე სრულიად ეზოთერიული საზოგადოება?
"ელიტები კიდე უნდა განადგურდნენ." quote ლიმიტი ამოიწურა და ბრჭყალებში ვსვამ შენს წინადადებას და ისე ვაციტირებ.
ელვის პრესლი?
ყველას თავის აზრი აქვს, ამაზე შევთანხმდით ხომ? ხოდა გავიგეთ, რომ მომხრე ხარ მკვლელობების, ძალადობის, დიქტატურის და ტირანიის, ახლა იქნებ გამონახო შენს თავში ტანაგრძნობა სხვა, მომავალი იუზერების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ დააპირებენ გამოხატონ საკუთარი აზრი. მე კი არ გიშლი წერას, მაგრამ უტრირება რომ არ გამოგივიდეს. თავშივე გეუბნები რომ გავიგე. ახლა სხვების აზრიც მოვისმინოთ.