Help - Search - Members - Calendar
Full Version: როგორ დავეხმარო?
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > დახმარების ოთახი
Dioana
მოკლედ რჩევა მჭირდება, მაინტერესებს რა ემართება სულს სუიციდის შემდეგ? როგორ დავეხმარო?
old_man
ოკულტურ ლიტერატურაში არის აღწერილი სულის მდგომარეობა სუიციდის შემთხვევაში. ის რჩება გაურკვეველი დროით დედამიწაზე დაბალ ასტრალურ შრეებში და იქ არის შიშის, გაურკვევლობის, სევდის, სასოწარკვეთის მდგომარეობაში. მომდევნო ინკარნაციამდე.
მე ვფიქრობ დახმარება შეიძლება მისი საყვარელი ადამიანების (ვისთანაც ძლიერი ემოციური კავშირი ჰქონდა) მხრიდან რეგულარულად სიყვარულის გაგზავნით და გამხნევებით, იქნება ეს ლოცვის თუ ფიქრის ფორმით. ან პირდაპირი კონტაქტის დამყარებით სიზმრებში თუკი ადამიანს აქვს გაცნობიერებული სიზმრების გამოცდილება. ოღონდ ეს უნდა იყოს არა ტირილით და სევდა-მონატრებით, არამედ პოზიტიური განწყობით, იმისთვის რომ სული კიდევ უფრო არ დამძიმდეს, როცა აქედან მიუვა ეს იმპულსები
jarmen
შენი გულიდან ილოცე, შენი სიტყვებით. თუ ვინმე რელიგიური მფარველი გყავს იმას სთხოვე, კაი იქნება თუ რეალური ძალების და კონტაქტის მქონე სასულიერო პირს ჩაატარებინებ მიცვალებულის გაცილებია რიტუალს.
INVICTUS
პრაქტიკოსი ფსიქოლოგი არის აქ ვინმე?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.