Help - Search - Members - Calendar
Full Version: ვაკანსია უცხო ენების მცოდნეთათვის(ინგლისური+რუსული)
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
ichi
პირველ რიგში დავწერ, რომ ამ ფორუმზე არ შემხვედრია მსგავსი თემა, ამიტომ თავისუფალ განყოფილებაში ვწერ. მე თავად დავიწყე ამ კომპანიაში მუშაობა ძალიან შემთხვევით და ძალიან კმაყოფილი ვარ.
კომპანისს საიტი: https://www.majorel.com/
გამარჯობა,

ვეძებთ კადრებს სხვადასხვა პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში.
ძირითადად Call Center-ის აგენტებს.
კომპანია უწევს Outsourcing მომსახურებას ისეთ დიდ კლიენტებს როგორებიც არიან Booking.com-ი, Opel-ი, Condor-ი, Microsoft-ი, Lufthansa და მრავალი სხვა.
ეს არ არის გაყიდვების სფერო, თქვენ არ ურეკავთ კლიეტებს, ისინი თავად მოგმართავენ თქვენ.


პოზიცია - კლიენტთა მომსახურების წარმომადგენელი.

მოკლე აღწერა - გირეკავენ ჩვენი კლიეტების მომხმარებლები, რომლებსაც სხვადასხვა არხზე (მეილი, ჩეთი, ზარი) პასუხობთ და ეხმარებით არსებული პრობლემის მოგვარებაში. (მაგალითად Booking-ის შემთხვევაში ჯავშნის გაუქმებაში, სასტუმროსთან დაკავშირებაში, გადახდის საკითხებში და ა. შ.)

მოთხოვნა - აუცილებელი პირობაა უცხო ენის ფლობა მინიმუმ B2 დონეზე.

ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული გვაქ შემდეგ ენებზე -


1. გერმანულ - ინგლისური
2. რუსულ - ინგლისური


ოფისები - საქართველოში გვაქვს სამი ოფისი, პირველი ჭავჭავაძეზე პიქსელის შენობაში, მეორე ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, მესამე მაისიდან იხსნება გალერეა თბილისში.

ანაზღაურება - გამოსაცდელ პერიოდში (6 თვე) სასტარტო ხელფასია 900 ლარი GROSS + 10% ბონუსი. ხელზე გამოგივათ დაახლოებით 800 ლარი და მეტი. გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გეცვლებათ სტატუსი და ხდებით Junior Agent, იზრდება თქვენი ხელფასი და ბონუსი 15%-მდე. ერთი წლის შემდეგ ასევე ავტომატურად გადადიხართ Senior-ის სტატუსზე, იმატებს ხელფასი და ბონუსი ადის 20%ზე.
მარტის ბოლოს იგეგმება ხელფასების ყოველწლიური მატება შესაბამისად სასტარტო 900 ლარი იზრდება.
კომპანია მუდმივად იზრდება შესაბამისად სისტემატურად გვაქვს შიდა ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციაზე.

სამუშაო დროები - ამჟამად კომპანიაში ოპერირებს 5 სხვადასხვა პროექტი, სხვადასხვა სამუშაო დროით. არცერთი პროექტი არ არის 24 საათიანი. ყველაზე გვიან სამუშაო დრო შესაძლებელია დამთავრეს 01:00-ზე. მუშაობთ სმენებში. ორი კვირით ადრე ცნობილია თქვენი ცხრილი. შეგიძლიათ იმუშავოთ 4, 5, 6, 7, ან 8 საათი. სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით, სმენების გადანაწილება ხდება სალექციო საათების შესაბამისად.

ტრენინგი - შერჩევის შემთხვევაში საწყის ეტაპზე გადიხართ 2 ან 3 (დამოკიდებული პროექტზე) კვირიან ტრენინგს რომელიც ანაზღაურებადია და გერიცხებათ თქვენი სტანდარტული ხელფასი. ტრენინგის ხანგრძლივობა დღეში 8 საათია, დამოუკიდებლად იმისა რამდენ საათს იმუშავებთ მომავალში.

დამატებითი ინფორმაცია - თუ სმენას 9 საათზე ან გვიან ამთავრებთ მოგემსახურებათ ტაქსი თბილისის და რუსთავის მასშტაბით (გვყავს ასევე თანამშრომლები მცხეთიდან და თბილისის შემოგარენიდან, რომლებიც ასევე სარგებლობენ ამ სერვისით)
კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულის და მისი ოჯახის წევრების დაზღვევას. ამ ეტაპზე ვსარგებლობთ Imedi L-ის 5 ვარსკვლავიანი დაზღვევით. ქორწინების და ბავშვის ყოლის შემთხვევაში გთავაზობთ ერთჯერად სახელფასო დანამატს. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მიიღებთ საახალწლო დანამატს რაც შეადგენს თქვენი ხელფასის 50%-ს.
პროექტის შესაბამისად შეიძლება მოგიწიოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების დღეებში მუშაობა. ამ შემთხვევაში იმ დღეს მიიღებთ ორმაგ ხელფასს და დამატებით დასვენების დღეს.

ახლა ჩემს თავზე დავწერ, ეს ჩემი მეხუთე სამსახურია და მსგავსი გარემო და დამოკიდებულება არსად არ მინახავს საქართველოში, არათუ მიმუშავია, არც მინახავს.

თუ ვინმე მოიფიქრებთ მომწერეთ თქვენი ცვ მეილზე და დაგეხმარებით.
fade2mind@gmail.com<<
დამისვით კითხვები თუ რაიმე დაგაინტერესებთ.
INVICTUS
მშვენიერი შემოთავაზებაა
Mechanical Sheep
ოჰო ამხელა ფუმფულა ანაზღაურება რაშია? შენზე არ მინდა ვიტყვი ამას მჯერა რასაც ამბობ მაგრამ იმდენად იდეალური შემოთავაზებაა რომ სპამს გავს. რამდენი ხანია მუშაობ
ichi
QUOTE(tty @ 11th June 2019 - 02:35 PM) *
ოჰო ამხელა ფუმფულა ანაზღაურება რაშია?

კლიენტის დახმარებაში.
QUOTE(tty @ 11th June 2019 - 02:35 PM) *
მაგრამ იმდენად იდეალური შემოთავაზებაა რომ სპამს გავს. რამდენი ხანია მუშაობ

იდეალურია საქართველოს ჭრილიდან როცა შევხედავთ, ევროპისთვის ჩვეულებრივი ვაკანსიაა.
ეს კომპანია არის გერმანული, შესაბამისად სტანდარტებიც გერმანულია.
მე დავიწყე მუშაობა 2 თვის წინ. გამატარეს ტრეინინგი 3 კვირიანი და დავიწყეთ მუშაობა. ტრეინინგი ანაზღაურდება ისევე, როგორც სამუშაო დრო(იგივე ხელფასი).
გარემო არის ძალიან მეგობრული, შენობა კეთილმოწყობილი(მიკროღუმელებ
, დიდი სამზარეულო, game room და ა.შ.).
დაინტერესებულებმა მომწერეთ ჩემს მეილზე თქვენი სვ. fade2mind@gmail.com.



starscream
ichi
კარგი ვაკანსიია ისე ბევრი ზარები შემოგდის როცა მუშაობ?
ichi
starscream
გააჩნია დღეს, გააჩნია რამდენი ადამიანი მუშაობს ოფისში მაგ დღეს.
მე ვიტყოდი მსუბუქი სამუშაოა. წყნარად ზიხარ კარგ გარემოში და საუბრობ კლიენტებთან. +დაწინაურების ბევრი კარგი საშუალებაა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.