Help - Search - Members - Calendar
Full Version: ტანტრა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
nancho41
რა იცით ტანტრაზე იმის გარდა რომ სექსთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები აქვს?
nancho41
დიდი პატივისცემით გთხოვთ რამე ისეთი დამიწეროთ რაც ქართულენოვან საიტებზე არ არის.
nancho41
მოკლედ ის მაინტერესებს ტანტრა რაზეა. ვიცი რომ მარტო სექსზე არ არის. სათაური არასწორად მიწერია.
jarmen
კალაგიას(შამბალას) სწავლებაში, არის სამი ძირითადი გამოვლინება, მანტრა(ბგერა/სიტყვა), იანტრა(ფორმა) და ტანტრა(მატერიალური გამოვლინება). სამივე ასპექტი ერთად ქმნის სრულყოფილებას. ძალიან გავს ქრისტიანულ სამებას, მამას(აზრი, ფორმა), ძე("სიტყვა ღმრთისა") და სული წმინდა(მატერიალური გამოვლინება).
არც მანტრა არც იანტრა და არც ტანტრა არ არსებობს დამოუკიდებლად, და ამასთან მაინც სამი სხვა და სხვა ნაწილია ერთის. არიან ტანტრისტები, ეს უკვე ერთ ერთი ინდუისტური სწავლების განხრაა რომელიც თავის მხრივ კიდევ იტოტება.
გეთანხმებით ტანტრა მხოლოდ სექსი არ არის, ეს დამახინჯებული აღქმა ოშოს დამსახურებაა.

და კითხვა. რატომ დაინტერესდით ამ საკითხით?
nancho41
რატო არა. მაგიაც არისო ტანტრასთან დაკავშირებული და რა ვიცი საინტერესოა.
jarmen
შეიძლება ტანტრავიყოს დაკავშირებული მაგიასთან და არა პირიქით. აქ არის ხოლმე ერთი იუზერი კალი ტანტრა რაღაც აწერია, ის უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდის, მგონი თარგმნის კიდეც ტანტრისტულ ტექსტებს. თან მამრობითი სქესისაა wink.gif
nancho41
მადლობა. ისე სექსუალურ პარტნიორს არ ვეძებ. biggrin.gif
nancho41
http://absolutelyfreelevan.blogspot.com/20...ost_19.html?m=1

გადახედეთ ამას. ძალიან საინტერესოა.
jarmen
მართლაც საინტერესოა, მაჰაბჰარატას ნაწილი ვიცი და ალბათ ეგ ნაწილი არ შემხვედრია, ვედური ლიტერატურის ის ნაწილი რასაც ვეცნობი არ ეხება რელიგიურ სექსს დიდად, ერთადერთი მახსოვს ბჰაგავადგიტას ეპიზოდი კრიშნა ხსნის არასასურველი შთამომავლობის წარმოშობის მიზეზებს.
მოკლედ საკითხი საინტერესოა, თუმცა ჩემი ხაზი სხვა განხრითაა და ვერ მივცემ შეფასებას ტანტრისტებს. სექსი კარგია წმინდა სექსი მთლად უკეთესი იქნება ალბათ ^^
nancho41
ვედურ ლიტერატურაში კონკრეტულად რას გულისხმობთ? ვედური ანუ ინდუისტური?
jarmen
ვედური კულტურა, კი დღევანდელი ინდუიზმი. ძალიან ჭრელი კულტურაა, თვითონ ინდოეთშიც განსხვავებულია ხალხი, ენები, ტრადიციები. ასევე განსხვავდება ის ლიტერატურები რომლებსაც საკრალურად თვლიან. ეს ლიტერატურები თავია მხრივ განსხვავდებიან შექმნის თარიღებით ავტორებით, იდეოლოგიით...
nancho41
ქართულად არის რამე ნათარგმნი? რამე ლიტერატურა მირჩიეთ რა.
jarmen
რჩევის სახით არა მაგრამ ინფორნაციულ დონეზე გეტყვით რომ, ინტერნეტშიც იძებნება ნაწილი ქართულად. გაცილებით მეტი რუსულად. ვაიშნავური ლიტერატურის ნაწილი სანკირტანას მოძრაობის აშრამშიც აქვთ ავჭალაში კაჭარავას ქუჩაზე. თუმცა მეეჭვება უშუალოდ ტანტრისტული ლიტერატურა დიდი მოცულობით იპოვოთ მშობლიურად :/
nancho41
ქართულის გარდა ინგლისურიც ვიცი საკმაოდ კარგად და რამე ლინკს ვერ გამომიგზავნით? თბილისში კიდევ სად იცით აშრამები? კარგი იქნება თუ ფორუმის შეკრებას რომელიმეში ჩავატარებთ ან უბრალოდ გავივლით რომელიმეში.
jarmen
აშრამი ერთი ვიცი მხოლოდ ვაიშნავური, ავჭალაში. კიდევ იყო რაღაც შეკრებებიც ააბურთალოზე ისიც ვაიშნავური. დანარჩენი ინდური ხაზი არ არის არსად აქ. რაც სეეხება ფორუმის შეკრებას აშრამში, ნაკლებად სავარაუდოა. ძირითადად ბუნებაში ან პარკებში ვიკრიბებით.
nancho41
წინამძღვრიშვილის 72 ნომერში არის კიდევ ერთი. რამე ტანტრისტული ლიტერატურა მიმითითეთ რა.
jarmen
წლები მაქვს მაგ უბანში გატარებული და არასდროს გამიგია აშრამზე. იოგას ასწავლიან როგორც ვიცი.
nancho41
იოგასაც ასწავლიან და არაბულ ცეკვებსაც მაგრამ გურუ ჩამოდის ხოლმე და აშრამია მე რამდენადაც ვიცი. იმ გურუს ლექციაზე დანასწრები ვარ.
jarmen
ძალიან კარგი ^^
saltatus lubar რომ აწერია იცნობ? კალის ხაზით არის იქნებ დაგეხმაროს
nancho41
ვიცნობდი ადრე.
torcki
ისე საქართველოში გვყვავს ტანტრის მცოდნე? რამდენადაც ვიცი ენერგეტიკულად აძლიერებს ადამიანს.
nancho41
არ ვიცი. თუ გვყავს დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. საიდან იცი ეგ? სად წაიკითხე? რამე ლიტერატურა მიმითითე რა.
torcki
QUOTE(nancho41 @ Sep 11 2019, 08:30 PM) *
არ ვიცი. თუ გვყავს დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. საიდან იცი ეგ? სად წაიკითხე? რამე ლიტერატურა მიმითითე რა.

მეც გავიცნობდი და სიამოვნებით დავიწყებდი კიდეც მეცადინეობას, ლიტერატურა ბევრია, ოშოც ზალიან კარგად წერს, მე იოგაზე დავდიდოდი წლები და იქიდან ვიცი რომ ტანტრა მწვერვალია, მერე ციგუნი და მანტეკ ჩიას აქვს კარგი წიგნები სექსუაურ ენერგეტიკაზე, რომ სექსი იმაზე მეტია ვიდრე ფიზიკური კონტაქტი, როგორ უნდა აიტანო ენერგია ზევით, მაგრამ მაგას გურუ სჭირდება მარტო წიგნებით არ გამოვა სამწუხაროდ
jarmen
QUOTE(torcki @ Sep 12 2019, 07:16 PM) *
ტანტრა მწვერვალია

ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, რით გაამყარებდით?

QUOTE(torcki @ Sep 12 2019, 07:16 PM) *
მაგრამ მაგას გურუ სჭირდება მარტო წიგნებით არ გამოვა სამწუხაროდ

გეთანხმები, თეორიალუ ცოდნა არაა საკმარისი, ნაკითხობაზე მეტია საჭირო.
torcki
QUOTE(jarmen @ Sep 14 2019, 12:43 PM) *
ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, რით გაამყარებდით?
გეთანხმები, თეორიალუ ცოდნა არაა საკმარისი, ნაკითხობაზე მეტია საჭირო.

სექსუალური ენერგია საციცოხლო ენრგიაა და როდესც ტანტრის სპეციალსტთან ხარ ის თავის ენერგიას გადმოგცემს რაც გეხმარება ენერჰეტიკული ბლოკებისაგან განთავისუფლებაში. ტანტრა არაა მარტო სექსი, ენერგიის გაცვლაა, უბრლაოდ ჩვენტან ყველაფერი დაამახინჯეს. იცით ვინმე საქართველოში მცოდნე?
jarmen
QUOTE(torcki @ Sep 15 2019, 08:09 PM) *
სექსუალური ენერგია საციცოხლო ენრგიაა და როდესც ტანტრის სპეციალსტთან ხარ ის თავის ენერგიას გადმოგცემს რაც გეხმარება ენერჰეტიკული ბლოკებისაგან განთავისუფლებაში. ტანტრა არაა მარტო სექსი, ენერგიის გაცვლაა, უბრლაოდ ჩვენტან ყველაფერი დაამახინჯეს. იცით ვინმე საქართველოში მცოდნე?

მაინც არ უსვანს ეს ხაზს ტანტრის იმაღლეს წერტილობას. შეგიძლიათ მითხრათ ერთი ენერგია რომელიც არაა სასიცოცხლო? რაც შეეხება ენერგეტიკულ ბლოკებს სხვა ენერგიებითაც იხსნება, თუნდაც ცის ენერგია, პრანული, ცეცხლოვანი, სული წმინდის და ასე შემდეგ. ტანტრა ქართული არაა, რადგან ინდუს ბრაჰმანებს ეკრძალებათ ნებბართვის გარეშე ქვეყნის დატოვება და არა ინდუსებზე ინიცირება, არც გამიგია ამ ხაზით ვინმე ყოფილიყოს აქ. თუმცა თეორიული ცოდნით არიან ვინც ეცნობიან ტანტრულ ლიტერატურას
torcki
QUOTE(jarmen @ Sep 15 2019, 10:15 PM) *

ესე ყველას თავისი აზრი გააჩნია, ისე ზოგადად ვთვლი რომ საქართველოში პროფესიონალი ტანტრისტი კი არა იოგი არ მეგულება, ლიტერატურას მეც ვეცნობი მაგრამ არაა საკმარისი
jarmen
საქართველოში, არ არის იოგი თავისი რეალური გაგებით, არ არის ტანტრისტი, არ არის რუნოლოგი, არ არის ქართველი ვუდუისტი (არის აფრიკელი), არ არისასტროლოგი, ადრე იყო და იმედია ცოცხალია რეალური ტაროლოგი რომელიც გვყავდა.
torcki
QUOTE(jarmen @ Sep 16 2019, 03:00 PM) *
საქართველოში, არ არის იოგი თავისი რეალური გაგებით, არ არის ტანტრისტი, არ არის რუნოლოგი, არ არის ქართველი ვუდუისტი (არის აფრიკელი), არ არისასტროლოგი, ადრე იყო და იმედია ცოცხალია რეალური ტაროლოგი რომელიც გვყავდა.

ასტროლოგები მეტ ნაკლებად არიან, თუნდაც ჯონდო ტუხაშვილი და ლია ბარათაშვილი, აი ტაროლოგი კი მე ევრ ვნახე ნორმალური, ყველაფერი უკუღმა ამიხდა. რიმელ ტაროლგს გულისხმობთ? პირადში მომწერეთ თუ რამე, მართლა ზალიან მჭირდება პროფესიონალი
jarmen
ჯონდო ტუხაშვილი როგორც ვიცი ყველაზე კარგი ასტროლოგია საქართველოში, ლიასაც აქებენ მაგრამ გლობალური მასშტაბით ასტროლოგია კიდევ ახვაა. ასტროლოგი დეტალურ ინფორმაციებს იძლევიან. ტაროლოგიას რაც შეეხება მანტიკა არის მცირე ნაწილი ტაროლოგიის.
torcki
QUOTE(jarmen @ Sep 16 2019, 04:34 PM) *
ჯონდო ტუხაშვილი როგორც ვიცი ყველაზე კარგი ასტროლოგია საქართველოში, ლიასაც აქებენ მაგრამ გლობალური მასშტაბით ასტროლოგია კიდევ ახვაა. ასტროლოგი დეტალურ ინფორმაციებს იძლევიან. ტაროლოგიას რაც შეეხება მანტიკა არის მცირე ნაწილი ტაროლოგიის.

შეგიძლიათ მომცეთ იმ ტაროლოგის კოორდინატები?
jarmen
სამწუხაროდ არ შემიძლია. თუ ნამდვილად გჭირდებათ და გეკუთვნით იპოვით ვინმეს ვინც დაგეხმარებათ. წარმატებებს გისურვებთ.
torcki
QUOTE(jarmen @ Sep 16 2019, 06:21 PM) *
სამწუხაროდ არ შემიძლია. თუ ნამდვილად გჭირდებათ და გეკუთვნით იპოვით ვინმეს ვინც დაგეხმარებათ. წარმატებებს გისურვებთ.

მიზეზი? მეგონა ფორუმი ამისთვის იყო რომ ერთმანეთს დახმარებოდა ხალხი და გაეზიარებინა ცოდნა.
jarmen
კი ფორუმი ზუსტად მაგისთვისაა მაგრამ ვარჩევთ რა ცოდნა გავაზიაროთ. ასე ვთქვათ ნებისმიერი წევრის დისკრეციული უფლებაა გააზიაროს ის რაც სურს, ფორუმის წესების ფარგლებში. მითუმეტეს არაეთიკურია სხვა ადამიანების პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, შესაბამისად ვერ გაგიზიარებ ამ ინფოემაციას იმ ადამიანის თანხმობის გარეშე.
torcki
QUOTE(jarmen @ Sep 16 2019, 10:20 PM) *
კი ფორუმი ზუსტად მაგისთვისაა მაგრამ ვარჩევთ რა ცოდნა გავაზიაროთ. ასე ვთქვათ ნებისმიერი წევრის დისკრეციული უფლებაა გააზიაროს ის რაც სურს, ფორუმის წესების ფარგლებში. მითუმეტეს არაეთიკურია სხვა ადამიანების პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, შესაბამისად ვერ გაგიზიარებ ამ ინფოემაციას იმ ადამიანის თანხმობის გარეშე.

მაშინ კითხეთ იქნებ თანხმობას გაძლევთ
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.