Help - Search - Members - Calendar
Full Version: ანი ბეზანტი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
ano
ადრე ვთარგმნე ანი ბეზანტის ასტრალური შრეები
ახლა ვერ ვაგნებ
ანი ბეზანტი –  ასტრალური შრეების აღწერა

ფორუმზე ვერ ვნახე ბლოგზე კი არის

ფორუმელებმა თქვეს რაიმე კარგი რომ გადავთარგმნოთო და ოლდმენმა მართლაც კარგი თემა შეარჩია

მაშინ ეს ისე ვთარგმნე და არ მჯეროდა, ახლა ისეთ ჩენელინგებს ვუყურებ სხვადასხვა ავტორებისას მერე ვადარებ აბა თუ ემთხვევა და უფრო და უფრო ვრწმუნდები, ეს სიმართლეა,

ყველაფერი არსებობს ვიღაცას ჯერა თუ არ ჯერა
old_man
QUOTE(*ANO* @ 29th September 2019 - 02:22 AM) *
მაშინ ეს ისე ვთარგმნე და არ მჯეროდა, ახლა ისეთ ჩენელინგებს ვუყურებ სხვადასხვა ავტორებისას მერე ვადარებ აბა თუ ემთხვევა და უფრო და უფრო ვრწმუნდები, ეს სიმართლეა,

ყველაფერი არსებობს ვიღაცას ჯერა თუ არ ჯერა

მოვძებნი.
ეს თემა ასტრალური შრეები მართლა ძალიან საინტერესოა, მე წაკითხული მაქვს ბევრი ინფორმაცია ამ თემაზე და ბევრი თანხვედრაა სხვადასხვა წყაროებში. განსაკუთრებით ამ საკითხში თეოსოფიურ და ანტროფოსოფიულ სკოლებს ვენდობი. რელიგიურ ლიტერატურაშიც არის ინფორმაცია, იგივე ქრისტიანულში, მაგრამ იქაური აღწერებში არ შეიმჩნევა ის ღრმა შემეცნებითი ინტერესი რაც თეოსოფებსა და სულისმეცნიერების მიმდინარეობას ახასიათებს. კარგი იქნება თუ ერთად მოვუყრით თავს ამ ინფორმაციას
ano
ჩენელინგებს ვუყურე, გარდაცვლილ სულებთან დიალოგი
უმეტესობა განსაწმენდელში (პირველი საფეხური) ხვდება, ამას განაპირობებს ის ფერი რაც აქვს სულს,
უმეტესობას აკიდებული ყავს არსებები რომლებიც ენერგიას ართმევენ, განსაკუთრებით ემოციურად გაუწონასწორებელ ადამიანებს მარიონეტივით ათამაშებენ,

კიბოზე ყოველთვის მაინტერესებდა, აქამდე მეგონა რომ ამ დაავადების შემდეგ ადამიანი განსაწმენდელში არ მოხვდებოდა, მაგრამ მაინც იქ ხვდებიან, კიბო არის თვითგანადგურების პროგრამა რომელიც ადამიანის სხეულმა ჩართო, რადგან ხედავს რომ აზრი აღარ აქვს, სხვა გზა არაა.
ჩაკრები ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით
კიბო პირიქით მარხნივ ანუ საპირისპირო მხარეს, ყველა დესტრუქციული ენერგია ტრიალობს უკუღმა.

განსაწმენდელში ყოფნის დრო ინდივიდუალურია, ისეც ხდება რომ ზოგი განსაწმენდელსაც არ ექვემდებარება, სუი გადის შავ ხვრელში, გადაწყვეტილების თანახმად სული იყოფა ნაწილებად და შემდეგ ინკარნაციაში მოვა ცხოველის, მცენარის, ან ფრინველის სახით, (ეს ზოგადი აზრი რაც გამოვიტანე.

განსაწმენდელის გავლის შემდეგ სული ნელნელა ადის მაღალ საფეხურზე, ისეც ხდება რომ გაიჭედება რომელიმე საფეხურზე და ვეღარ ვითარდება, ან შესაძლოა ისევ განსაწმენდელში დააბრუნონ.
jarmen
ისე რომ დავაკვირდეთ საათის ისარი, ერთი მხრიდან სწორად ტრიალებს მეორე მხრიდან უკუღმა. რა საინტერესოა, საიდან გაჩნდა ეს მოსაზრება რომ საათის ისრის მიმართულებაა დადებითი და უკუღმა უარყოფითი? 😂
ano
ციტატა(jarmen @ Oct 3 2019, 04:15 PM) *
ისე რომ დავაკვირდეთ საათის ისარი, ერთი მხრიდან სწორად ტრიალებს მეორე მხრიდან უკუღმა. რა საინტერესოა, საიდან გაჩნდა ეს მოსაზრება რომ საათის ისრის მიმართულებაა დადებითი და უკუღმა უარყოფითი? 😂


ასე დამკვიდრდა გამოთქმა, თუმცა სხვაგვარადაც შეიძლება ითქვას მაგ: მარჯვენა +, მარცხენა -...

რაც სიმბოლოებშიც გამოიყენება, მაგ: ჰიტლერი იყენებდა სვასტიკას რომელიც იყო მარცხენა მიმართულებით, გამიზნულად თუ გაუაზრებლად,

ვინც ხატავს და იყენებს სიმბოლოებს ვთქვათ ბორჯღალოს დააკვირდეს მის მიმართულებას, რადგან ქვეცნობიერზე მოქმედებს.

ეს ისე სიტყვას მოყვა,

ანი ბეზანტის მერე დავწერ მოკლედ


jarmen
სადგურუს ლექციების თარგმნა არ გინდათ?
ano
მე ბევრი რამე მინდა მარა ნებისყოფა არ მყოფნის,
პ.ს ანი ბეზანტზე თუ იცით საინტერესო რამე აზრი გამოთქვას ვინმემ
jarmen
წავიკითხე ბლოგზე რაცაა, კლასიკურ თროსოფიური ხაზთანაა ახლოს. რომ გითხრა გული არ მიმივიდა, იყო ადგილები სადაც ისეთი რაღაცები გაისროლა რასაც არ გაისვრიდა სხვა პრაქტიკოსი. სავარაუდოდ ეს ქალი მედიუმი იყო და თავის თეორიებს კრავს, რაღაც ჩარჩოებში უშვებს ამ ყველაფერს და ვფიქრობ ამძაფრებს რაღაცებს. თან ბევრ რაღაცასაც აკლებს.
ano
ციტატა(jarmen @ Oct 9 2019, 03:25 PM) *
წავიკითხე ბლოგზე რაცაა, კლასიკურ თროსოფიური ხაზთანაა ახლოს. რომ გითხრა გული არ მიმივიდა, იყო ადგილები სადაც ისეთი რაღაცები გაისროლა რასაც არ გაისვრიდა სხვა პრაქტიკოსი. სავარაუდოდ ეს ქალი მედიუმი იყო და თავის თეორიებს კრავს, რაღაც ჩარჩოებში უშვებს ამ ყველაფერს და ვფიქრობ ამძაფრებს რაღაცებს. თან ბევრ რაღაცასაც აკლებს.


საინტერესოა და ჩაგეკითხები რა არის ის რაღაცეები რასაც სხვა არ იტყოდა.

კი აქ ყველაფერი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული ასტრალურ სამყაროზე
ano
მეც ვიტყვი ჩემ აზრს რა ვიდეოებსაც გადავხედე,
იმ ეპოქაში ქალთა უფლებები ილახებოდა, ითვლებოდა მეუღლის საკუთრებად, იგივე ბედი ერგო მას, მის გამოქვეყნებულ მოთხრობებში მისი მეუღლე იღებდა ჰონორარს,
ამ სოციალური უთანასწორობის გამო ჩამოუყალიბდა პროტესტი და მებრძოლი ხასიათი, მას იტაცებდა ეზოთერული ცოდნა, შექმნა რამოდენიმე მასონური ლოჟა, შემდეგ გადავიდა ინდოეთში საცხოვრებლად რადგან მის სულიერ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებდა,
იყო თეოლოგიური სკოლის ხელმძღვანელი,
მათ ჰქონდათ მრავალ პლანიანი ხედვა, იმ პერიოდისთვის ფიქრობდნენ რომ მესია მოვიდოდა და შესაბამის კანდიდატად მიიჩნიეს ჯუდუ კრიშნამურტი, აიყვანეს მფარველობაში და ასწავლიდნენ ... მაგრამ კრიშნამურტიმ უარი განაცხადა მესიობაზე,
მოკლედ რაც გავიხსენე თუ სწორად ჩამოვაყალიბე.
jarmen
კი ზუსტად მაგ სკოლის ხედვა ეტყობა. ახლოსაა ბლავაცკისთან კროულთან შტაინერთან რერიხთან.
td.........
jarmen
სადგურუს ლექციები მართლა კარგია. მწონდა ეგ აზრი მეთარგმნა, მაგრამ დრო უნდა და არ მაქვს...არადა ძალიან კარგი იქნებოდა
Merlin
ანი ბეზანტს რაც შეეხება, მისი ნაწერები, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად. მანამდე ის უნდა ითქვას, რომ თავად ბეზატი დიდი ვერაფერი ოკულტისტი ვერ იყო (თუ საერთოდ იყო ესეც საკითხავია). ამიტომ მისი თავდაპირველი შრომები არის ბლავატსკაიას ნაწერებზე დაყრდნობილი, და მეტნაკლებად შეიძლება გარკვეულ ღირებულებას ატარებდეს (ბლავატსკაიას წყალობით). მაგრამ შემდეგ ანი ბეზანტი შავი მაგისა და ცრუ-მასწავლებლის ლედბიტერის გავლენის ქვეშ მოექცა, და ამის შემდეგ მავნებლობის მეტი არაფერი გაუკეთებია, როგორც წიგნების წერის ასევე ყველა იმ ღონისძიების თვალსაზრისით რასაც აკეთებდა, განსაკუთრებით ჯიდუ კრიშნამურტის გარშემო მომხდარ ამბებთან დაკავშირებით.

სწორედ ბეზანტის სისუსტყემ და პიროვნულმა ამბიციებმა მისცა ლედბიტერს იმისი საშუალება, რომ თეოსოფისტური სწავლება გაემრუდებინა და ამ გზით ფაქტიურად თითქმის წყალში ჩაეყარა ბლავატსკაიას შრომა. ანი ბეზანტმა ბლავატსკაიას საიდუმლო დოქტრინაში რამოდენიმე ათასი ჩასწორება შეიტანა იმის და მიხედვით, თუ რა აწყობდათ და მას და ლედბიტერს, და დაუმატა მესამე ტომი, რომელიც რეალურად ბლავატსკაიას შავი ფურცლებიდან არის ხელოვნურად შეთითხნილი. დღეს საიდუმლო დოქტრინას სამტომეული გამოცემები რაცაა, სწორედ ბეზანტის ნაყალბევს წარმოადგენს. თარგმანებიც სამწუხაროდ მეტწილად ამ გამოცემიდანაა გაკეთებული.

მოკლედ ერთიანობაში საკმაოდ ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს მისი "მოღვაწეობა".
Merlin
,
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.