Help - Search - Members - Calendar
Full Version: კორონა 2020
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6
tikoroma
სალამი ძვირფასებო
მუდმივად გვაფრთხილებენ, რომ საშიში არაფერია, მარტივად გადასატანი ვირუსია და სანერვიულო არ გვაქვს. ამის მიუხედავად მსოფლიოში ტარდება უპრეცენდენტო ზომები მის შესაჩერებლად.ასევე საქართველოშიც.
ე.ი. სჯობს დავფიქრდეთ და მოვერიდოთ.

რაც შეეხება საქართველოს
ამბობენ, რომ ორშაბათიდან კარანტინი გამოცხადდება და სამსახურები დაიკეტება, ტრანსპორტი გაჩერდება და ა.შ. ვარაუდობენ, შუქის, გაზის მიწოდების შეფერხებებს.
ბავშვებიანებმა მაინც სჯობს საკვები და რაღაცეები მოვიმარაგოთ. ორშაბათსვე გაქრება მაღაზიიდან რაღაცეები, თუკი გამართლდა.
მოხუცებს წამლები შეუძინეთ და გაუფრთხილდით <3

ახლა, 25 ინფიციირებულის ფონზე ძაან ზღაპრად მეჩვენება ასეთი ცნობები
მაგრამ ეგებ აფეთქებას ელიან, იქნებ მოქალაქეები დააბრუნონ ევროპიდან და მათ გამო.
არ ვიცი.
თქვენც გამოთქვით აზრი

უცხო ქვეყნებში მყოფმა გაგვაცანით სიტუაცია და მოგვიყევით თქვენი გამოცდილება

წარმატებები ჩვენ.

პ.ს. 2012-ის გადამკიდე დიდი ხანია გასაქცევად სოფელში საცხოვრებლად ვემზადებით. biggrin.gif biggrin.gif ბოლოს და ბოლოს, გამოგვადგება ეს მზადება თუ არა?! biggrin.gif
old_man
მე უფრო მაინტერესებს ნატიფ დონეზე რამ გამოიწვია ამ ვირუსის გაჩენა და არის თუ არა ეს რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებების წერტილი კაცობრიობის განვითარებაში.
არის ეს წმენდა, არასწორი განვითარების შედეგი და დაგროვილი უარყოფითი ენერგიის მატერიალიზება, თუ სხვა რამ.. ამ კუთხითაც განვავიტაროთ თემა
tikoroma
კი ბატონო
სამყარო რას ფიქრობს არ ვიცი
მე ვფიქრობ მსოფლიო მმართველებშ ფინანსების გადანაწილებისთვის არის
ცვლილებებია ხოლმე საჭირო ამისათვის
ან ომი, ან ბიოლოგიური ომი
td.........
არ მგონია ასე რადიკალურად გაქრეს ყველაფერი. შვეიცარიაში გუშინ რიგ ქალაქებში ცარიელი დახლები და უსაშველო რიგები იყო მაღაზიებში. ახლობელმა გამომიგზავნა ფოტოები. ქმარი შოკშია ომი დაიწყოო...ეს გამოწვეულია ევროპელების ასე თუ ისე მოწყობილ ცხოვრებას შეჩვეულობით. ჩვენი ხალხი მიჩვეულია მუდმივ კრიზისში ცხოვრებას და ამიტომ უფრო მარტივადვგადავიტანთ. პროდუქტების გაქრობა ხალხის პანიკითაა გამოწვეული. ძაანაც რომ მომინდეს ახლა მარაგებს ვერც გავაკეთებ, მაგრამ სხვა შემთხვევაშიც არ ვარ პანიკის მომხრე... ნატიფ დონეზე საშინელი ენერგიაა გარეთ. ზუსტად ამის გამოა ასე დარეკლამირებული ეს ვირუსი, რომელიც მომავალში, ცოტა შესუსტებული სახით, ჩვეუკებრივ სეზონურ გრიოად დარჩება ჩვენთან.
რაც შეეხება ვირუსის გავრწცელებას. პირველი მიზეზი-დიდი რაოდენობით უარყოდითი ემოციების გენერირება.
მეორე მიზეზი- ფინანსური და ეკონომიური პლატფოემების გადათამაშება.
მესამე მიზეზი- მასების ფსიქოლოვიურად დაჭერა. გვერდითი ეფექტი- დაავადებული, ასაკიანი და სუსტი ადამიანების მარტივად მოცილება. ამასთანავე ახალი ვაქცინების გასაღების ახალი ბაზარი და ფინანსების მოზიდვის ახალი წყარო.
მოკლედ ეს ჯერ არაა საგანგაშო.. გაფრთხილებაა.
გირჩევთ ემოციებს არ აყვეთ, რაც ძირითადი დანიშნულებაა ამ ვირუსის. რაც შეიძლება მეტი უარყოფითი ემოციის აკუმულირება მოახდინოს.
tikoroma
ახლა რა პანიკაა
მართლა თუ ჩაკეტეს, მერე ნახე D

არადა დავირუსებულები დასეირნობენ აქეთ-იქით
td.........
ორშაბათიდან ცოტა გამკაცრდება ზომები, მაგრამ მთლად იზოლაციაში არ ვიქნებით . საზღვრები ჩაიკეტა ახლო მეზობლებთანაც
earth
ვირუსი როგორც ამბობენ ძალიან ადვილად ვრცელდება. საბერძნეთში დაიკეტა თითქმის ყველაფერი, გარდა მარკეტების, აფთიაქების, ბანკების... ამბობენ რომ ყველაფერი დაიკეტება.

earth
არც საბერძნეთში იყო ბევრი, მაგრამ ბოლო ორ დღეში უცებ გაიზარდა რიცხვი.
ბავშვების მშობლებს ბავშვებზე არ უნდა გეშინოდეთ ისე, როგორც თქვენზე.
საშიში ასაკი 50 წელს იწყება(ჩემს ასაკზეა ლაპარაკი biggrin.gif )ურო პატარებს როგორც ვიცი არ უნდა შეეშინდეთ, პრობლემა იმაშია ახალგაზრდას შეიძლება ჰქონდეს ვირუსი და დიდს ისე გადადოს, რომ არც იცოდეს დამნაშავე რომ არის.
ყველაზე მწარე რაც ამ ვირუსმა მოიტანა, უნდა დავშორდეთ ერთმანეთს და არ ვაკოცოთ არავის, აღარ ჩავეხუტოთ არავის, თორემ შეიძლება გვონდეს, არ ვიცოდეთ და გადავდოთ.
საშინელი მდგომარეობაა სუპერ მარკეტებში გაქრა სპირტიანი ხსნარი. 65%-ზე მეტი შემცველობის უნდა იყოს რომ გააკეთო დეზინფექცია.
earth
გეომეტრიული პროგრესიით ვრცელდება sad.gif
earth
ახლა იმას გეტყვით რომ მეც დავიჯერე თავიდან ხალხის ლაპარაკი, რომ შექმნილი ვირუსია, მაგრამ ვფიქრობ არაა შექმნილი ვირუსი და კლიმატური ცვლილებებით არის გამოწვეული.
ეს ფიქრი მომეცა, როცა „შავი ჭირის“ეპიდემიის ისტორია წავიკითხე: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%...%83%A0%E1%83%98
„როგორც ჩანს, გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეული იყო მცირე გამყინვარების პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად შეიჭრა ევროპაში[⇨]. “

როგორ გავს მოვლენები, სასწაულად. თუ წაიკითხავთ...
მაშინ შავი ვირთხა იყო და რწყილი დაავადების გადამტანი. ახლა ღამურა და ვინ იცის...
earth
„შავი ჭირის პირველი შემთხვევა ევროპაში 1347 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. 12 იტალიური გემი შავ ზღვაში მოგზაურობიდან ბრუნდებოდა და და სიცილიის პორტ მესინაში შემოვიდა. თორმეტივე გემის ეკიპაჟი და მგზავრები გემბანზევე დაიხოცნენ.“

ეს მაინც? ახლაც ხომ პირველი იტალიაში გავრცელდა.
ბევრი უცნაური დამთხვევა.
earth
ხო, პანიკა არ შეიძლება, ამით ჩვენი ჩაკრები იხსნება და არ გვაქვს ბუნებრივი დაცვა, მაგრამ ცოდნა აუცილებელია. უცოდინრობით ბევრ შეცდომას ვუშვებთ. არ მიეკაროთ ადამიანებს ორ მეტრამდე მანძილზე, ხელები მუდმივად დაიბანეთ და მოერიდეთ სახეზე ხელის შეხებას. შეეცადეთ არ იყოთ ხალხმრავალ ადგილებში, გაუფრთხილდით დიდი ასაკის ხალხს, მოერიდეთ, ნუ მიუახლოვდებით.

საბერძნეთში ამბობენ მაისში ან ივნისში დამთავრდებაო... ეს იმიტომ რომ ვიტამინი დ გაიზრდებაო. მზის გამო.



tikoroma
ვისაც სჯერა, რომ მსოფლიოს მმართველები ხელოვნურად აწყობენ რაღაცეებს, ეგ დამთხვევებიც ხელოვნური ჰგონიათ. სპეციალურად რომ ამთხვევენ.
შეიძლება წარმოუდგენლად სჩანს, რომ ამდენი ხალხი როგორ უნდა მართოს რამდენიმე ადამიანმაო, მაგრამ ადამიანების გონება სხვა საზრუნავითაა დაკავებული და გარე ფაქტორებს - რეკლამებს და სხვა მართულ ინფორმაციებს იოლად ემორჩილება.
მათ შორის ამ დამთხვევებს - ისტორიულს, ასტროლოგიურს, ჭორ-მარტლას.
tikoroma
ხო, პანიკაზე რა გითხრა. მომზადებულები ვიყოთ <3
ano
როგორ ხართ? rolleyes.gif
მე თურქეთში ვარ ორი დღეა ახალი ამბები არ მიყურებია
ბოლოს როგორს ვიცი ხუთამდეა დაინფიცირებული, საქართველოსთან სარფის საზღვარი იკეტება, საჰაერო ღიაა

აქ ოჯახებში ადეკოლონს იყენებენ, საერთოდ ასეთი ტრადიციაა სტუმარი რო მოვა ყველას სათითაოდ კოლონიას ასხამ ხელებზე,

დღეს ბაზარში ვიყავი მიუხედავად რომ ამ ქალაქში ვირუსი არაა ხალხი ერთმანეთს ხელს აღარ ართმევს მისალმებისას, უბრალოდ გულზე მიიდებენ ხელს და ასე ესალმებიან,

რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას ვფიქრობ დაიკლებს და პრეპარატი შეიქმნება
ano
რაც შეეხება 2020 წელს ვფიქრობ და ვგრძნობ რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი, მაქვს ბევრი უცნაური სიზმარი როგორიც ადრე არ მქონია, თან იმის ფონზე რომ არანაირ პრაქტიკების არ ვაკეთებ, ვგრძნობ რომ ჩემი დამხმარე სული მელაპარაკება, გუშინ ღამე გამეღვიძა და ავდექი ვგრძნობ ფიქრის სახით როგორ შემოდის სიტყვები, მე ვარ, ეს მე ვარ, ვინ ვარ მე? რატომ ვარ აქ, ისეთი არაფერია, ზედმეტად ნუ შეიჭერი როლში, ყველაფერი გაცილებით მარტივია, შენ არ ხარ დედაშენი, შენ არ ხარ შენი და, შენ არ ხარ შენი ქმარი, შენ არ ხარ სხვა, მე _ აი მთავარი რასაც უნდა დაკვირვება. მე რას გეუბნება, გახსოვს პირველად როდის იგრძენი? ხო მაშინ ხუთი წლისაც არ ვიქნებოდი, ვიცი მე მე ვარ და არ ვარ ჩემი და, ან დეიდაშვილი ან დეიდა ან ვინმე სხვა, მე მე ვარ, მაშინ სიტყვებით ვერ გადმოვცემდი რა სისულელეა ან ეს რა აღმოჩენა კია მაშინ ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა როცა ამდენი სწავლება არსებობს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვინ ვარ მე, რაოდენ მნიშვნელოვანია "შეიცანი თავი შენი"

რამდენი კატასტროფა მოხდა რამდენი რამე გვახსენებს რომ ყველაფერი აქ წარმავალია რომ დრო მიდის და დროა დავფიქრდეთ რა არის ყველაზე მთავარი, ვინ ვარ "მე"
td.........
ano
გარდამავალი დროა, კი... არჩევანის დროა
elli
როგორ ხართ?
კორონას შიშით ვეღარ დამოხველებიაპო, მამაჩემი მეჩხუბა დღეს. ასაკოვანია, 81 წლის და მეშინია.
რა ვიცი, მთალად კლიმატის ცვლილებების ამბავს ვერ ვიჟერებ. აინშტაინის არ იყოს, მესამე მსოფლიო ომს ნუ მკითხვათ და მეოთხე კი ვიცი ჯოხებით და ქვებით იქნებაო, და ესეც ერთერთი ვარიანტის ჟურნალი მგონია. ადრე, ჩემ ბავშვობაში, რომ ფილმებს ჟურნალი ქონდათ წინ... რარაცის რეპტიცია, ან სულად გენერალური რეპეტიცია. ქათმის გრიპი - მამლის წელში, ღორის გრიპი - ღორის წელში, ვირთხის გრიპი - ვირთხის წელში, მომავალშ ხარის წელია და ხარის გრიპი შემოვარდება აურზაურით.
რაც ეს აჟიოტჟია ატეხილი იმის მერე ვიძახი, რასაც ამბობენ იმას მეტ ნაკლებად შევეგუე, რასაც არ ამბობენ და ასაიდუმლოევებენ იმის შიში უფრო მაქვს.
ან კიდე იმხელა თურქეთსა და რუსეთში თუ ცალეკეული შემთხვევებია, ესეც მეტნაკლებად მაფიქებს, მოკლედ მომკალით და მაინც ხელოვნური მგონია ეს ვირუსი და არ იქნება ბოლო, კიდევ გამოჩნდება
tikoroma
elli
გავავრცელებ ფეისზე შენს მიგნებას :დ ცხოვეური გრიპები ასწორებს
earth

elli
QUOTE(elli @ 15th March 2020 - 08:54 PM) *
კორონას შიშით ვეღარ დამოხველებიაპო, მამაჩემი მეჩხუბა დღეს.

biggrin.gif
მართალია, არადა ყველაში მშვენივრად ჩაიდო ქვეცნობიერი შიში.

რაღაც წავიკითხე, ჰოლანდიაში შეიძლება მალე წამალი მიიღონო...
elli
tikoroma
რაფერ გიპოვო ფეისბუქზე?
tikoroma
elli
თიკო ტაკიძე
earth
საბერძნეთში ეკლესიები დაიკეტა.
earth
მედალის მეორე მხარი,–დროებით სახლში ჯდომა და ენერგიით გავსება. გაკეთება იმისა, რასაც ვერ ვასწრებდით სამუშაოს გამო.
დავისვენოთ და ვილოცოთ მათთვის, ვინც იძულებულია ამ დღეებში იმუშაოს.


გვქონდეს იმედი და რწმენა, რომ ახლოსაა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.

გავაკეთოთ ვიზუალიზაცია, რომ მალე წამალი იქნება და იქნება ძალიან ადვილად, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ადვილი gul.gif

გიგზავნით სიყვარულს, რწმენით, იმედით და სიყვარულით გევლოთ. სიყვარული გადაგვარჩენს. give_rose.gif
elli
რაღაც სხვა მოცემულობა მოიტანა ამ ვირუსმმა. ადამანებს ეშინიათ, ოღონდ ფიქრი და ანალიზი ისწავლეს. ბრმად აღარ ენდობიან, მესია მოვა და გადაგვარჩნს. თან ალტერნატიული მოქმედების პლატფორმები მონიახა, მე მასწავლებელი ვარ და ერთკვირიანი ფიქრის მერე მოვნახე დისტანციური სწავლის ფორმა. მამაჩემს ეზოდან არ ვიშვებ და მშვიდად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. ადამიანებმა გაითავისეს პასუხისმგებლობები. მიხვდნენ რას ნიშნავს სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
მოკლედ, მართლა ორი მხარე აქვს მედალს და კორონამაც მოიტანა დიდი პოზიტივიც.
კორონამ მოიტანა თუ დედამიწამ თავად გვასწავლა ჭკუა, სიყვარული რომ შეგვძლებია ფაქტია
earth
elli wub.gif
სწორედ, აი რაც დაწერე ასე უნდა ვწეროთ ახლა. gul.gif
earth
დღეს სტატისტიკური რაღაც მოვისმინე, რომელ ქვეყნებშიც ეს ვირუსი გავრცელდა მეტად არის ამ პერიოდში 4-11 გრადუსი და 49-79 % ნესტიანობა.

ასე რომ ვფიქრობ შეიძლება ამინდმა მალე გვიშველოს, შემდეგ კი მეცნიერებიც იპოვიან წამალს.
elli
სავარაუდოდ ეს კი გაივლის, თუ მართლა ჰიბრიდული ომი არ არის და დედამიწის გზავნილია. აი, თუ ხელოვნურადაა შექმნილი და დედამიწისაც ერთად, მაშინ კიდევ უფრო მეტი ყურადღება და სიყვარული გვმართებს
earth
მინდა მადლობა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველაფერს აკეთებს რომ იხსნას ხალხი ამ კრიზისიდან.
ჩემი მადლიერება ექიმებს, რადგან ისინი თავს საფრთხეში იგდებენ ადამიანებისათვის. მადლიერება მინდა ვუთხრა ყველა თანამშრომელს, ვინც წესრიგს ამყარებს, რადგან ამ პერიოდში ბევრი ადამიანი არღვევს კანონს და ზოგჯერ შეგნებულად აკეთებს.
მინდა მადლობა მოვუხადო ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკოსებს, რომლებიც არაფერს იშურებენ, რომ ქვეყანა იხნან.
მე საბერძნეთში ვარ და ძალიან მადლობელი ვარ ამ პერიოდში მთავრობის ზომებით, რადგან არ ვრცელდება ვირუსი ასე. მიუხედავად ეკონომიური კრიზისისა ყველაფერს აკეთებენ ადამიანთა სიცოცხლე იხსნან.
tikoroma
elli
პმ მოგწერე
შენ დაამიმატე ფეისზე?
earth
უცნაური სტატია წავიკითხე... იტალიაში წყალიც გასუფთავდა და ჰაერიც ნაკლები აზოტი და ნახშიროჟანგი ჩანსო. ეს იმიტომ, რომ ხალხი სახლშიაო. ეს სტატია საფიქრალს აჩენს.
elli
ციტატა(tikoroma @ Mar 18 2020, 08:34 PM) *
elli
პმ მოგწერე
შენ დაამიმატე ფეისზე?

დიახ, მემ
elli
ციტატა(earth @ Mar 19 2020, 03:45 PM) *
უცნაური სტატია წავიკითხე... იტალიაში წყალიც გასუფთავდა და ჰაერიც ნაკლები აზოტი და ნახშიროჟანგი ჩანსო. ეს იმიტომ, რომ ხალხი სახლშიაო. ეს სტატია საფიქრალს აჩენს.

მარტო იტალიაში კი არა, დედამიწამ ამოისუნთქაო ნასას მიმოხილვას ვუსმნედი დღეს. ამ შეზღუდვებმა და აკრძალვებმა ჰაერი მთლიანად გაწმიდა და 70%-ით დედამიწამ ამოისუნთქაო.
elli
https://1tv.ge/news/socialur-qselshi-vrceld...ebi-gamochndnen


https://www.youtube.com/watch?v=55NOGeiKX2g
ესეც ლინკები და ფაქტები, იმისა რომ დედამიწამ მართლა მოგვაჯანჯღარა, თან საკმაოდ მკაცრად
ano
ჯული პოს ახალი ძალიანსაინტერესო ვიდეო საკმაოდ ინფორმაციუილი



კორონა ვირუსის შესახებ

მოკლედ ის არ გადადის ჰაერიდან, არ არის ისეთი საშიში, მიზანი არის მსოფლიო პანიკის შექმნა,
იდეაში იყო გაცილებით მასშტაბური დასნეულება მაგრამ ვირუსმა გეგმაზე ადრე გაჟონა ლაბორატორიიდან, ამ ვირუსის მოქმედებას აძლიერებს სპეციალური დანადგარები, რომლების დამონტაჟებესაც ჩინეთი ყველგან გეგმავდა, ამიტომ არის რომ ყველაზე მეტი დაინფიცირება არის ევროპის ქვეყნებში, მაგრამ არ აფის აფრიკაში და დაბალგანვითარებულქვეყნებში..
.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა არის ის რომ ამ ვირუსზე შესამოწმებლად თუ მიხვალთ შესაძლოა პირიქით დაგაინფიცირონ,
და თუ გრიპის ნიშნები გაქვთ მიიღეთ იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებები

დანარჩენ მნიშვნელოვან მომენტებს მერე გავაგრძელებ
tikoroma
არაა გამორიცხული ეგ ყველაფერი
ხელოვნურად მოახდინეს
ეს ცხადია და დეტალებს მაინც არავინ გაგვიმხელს
მთავარია, თავი შევინარჩუნოთ
მორალურად.
earth
არაფერი არაა გამორიცხული, ყველა ვერსიას შეიძლება ერწმუნო. მაგრამ ყველაზე სწორი პასუხი მოგეცემათ, თუ მოუსმენთ გულს.
დააკვირდით თქვენს გრძნობას, როცა ამბობთ ვიღაცამ შექმნა. აქ პასუხისმგებლობა გეხსნებათ ყველას და გეძლევათ სიძულვილი, რომელიც თქვენთვისაა ცუდი.

მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი კლიმატური ცვლილებებით მოხდა. აქ მე ერთი პაწია ნაპერწკალი ვცდილობ რაც შეიძლება გავუფრთხილდე დედამიწას. ვცდილობ შევამცირო მისი დაბინძურება. ვცდილობ სიყვარული გავუგზავნო მთელ დედამიწას. ვზივარ სახლში და ვლოცულობ.
ვოცნებობ იყოს ეს ყველაფერი გაკვეთილი და დავინახოთ რომ სასწრაფოდ საშველია დედამიწა. ვოცნებობ, რომ რადიკალურად შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, რომ გადარჩეს მთელი დედამიწა და მისი ცოცხალი ყველა არსება.
ano
სხვადასხვა ჩენელინგები მაქვს მოსმენილი, მაგრამ საერთო ჯამში ყველა ერთი და იგივეს ამბობს, ყველა ვირუსი, ბაქტერია, და ის რაც ადამიანებს აავადებს ხელოვნურად არის შექმნილი, თავიდან არ იყო ისინი,
თუმცა უმაღლესი გონის ნებართვის გარეშე არაფერი მომხდარა, ზუსტად ახლა რომელი ვირუსი თუ ბაქტერია რატომ შეიქმნა არ მახსოვს,
ერთერთი ჩენელინგიდან ასე მახსოვს შემქმნელებმა შექმნეს ადამიანები, შემდეგ რაღაც მიზეზის გამო სხვადასხვა ვირუსებს უშვდბდნენ
Zet
რუსული ვიდეოებიძირითადათ რუსული პროპაგანდის ნაწილია ხოლმე. რომ ყველაფერი ამერიკას და დემოკრატიულ სამყაროს დააბრალოს :დ
კორონა ვირუსი სხვებზე უარესი ვირუსი არარის უბრალოდ სხვებზე უფრო მალე ვრცელდება და მაგიტოა პანიკა ატეხილი.
იტალიასაც ეგრე ეგონა რომ უბრალოდ ვირუსია და მეტი არაფერი და შედეგი კარგად ვიცით.
tikoroma
არ გაამართლა "სოფელში გაქცევამ" ზოგისთვის.
sad.gif
მარნეული-ბოლნისი ჩაკეტეს მიმოსვლა
earth
ეჰ, მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. sad.gif
starscream
საქმე ისაა რომ არავინ იცის ჯერ გამოგონილია თუ არა ჩვეულებრივი ვირუსი რომ იყოს ამხელა ეკონომიკურ დანაკარგებზე არ წავიდოდა ამხელა ქვეყანა თუ შეამჩნევთ სახელმწიფოები როგორ პანიკაშია და იყვნენ თავიდანვე. მათ უფრო მეტი იციან უბრალოდ არ ამბობენ მერკელმა თქვა კიდევაც რომ მოსახლეობის 70 90% მოიხდის ვირუსსო. აქ სხვა ფაქტორია აქ ხდება სოციალური ინჟინერია და ადამიანებზე და ქვეყნებზე დაკვირვება ვინ როგორ მოიქცევა. მე მწამს რომ დედამიწის ტექნოლოგიური განვითარება ფერხდება ხელოვნურად გამოგონებები იმალება დიდი ხანია სერიოზული გამრღვევი გამოგონებები არ ყოფილა. ადრე როცა გლობალიზაცია არ იყო ვერ აკონტროლებდნენ მეცნიერებს და გამოგონებებს ეხლა ყველა სერიოზული მეცნიერები ყავთ და ჩუმად ამუშავებენ შემდეგ კი ეს ტექნოლოგიები შემოაქვთ სამოქალაქო სექტორში ოღონდ ათწლეულების მერე. კორონა ვირუსი იქნება გამართლება იმისი თუ რა სისტემაც გვქონდა ეს სისტემა ეკონომიკური მიდიოდა არსად. ეხლა ისევ ახალ სისტემას გამოიგონებენ რომელსაც ხალხს შეტენიან როგორც პროგრესულს და სამაგიეროდ ისინი ხალხის მართვის უფრო ტონკ მეთოდებზე გადავლენ. არცაა გამორიცხული რომ ეკონომიკა ისე დაზარალდეს მსოფლიო ქვეყნების რომ ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილებები დაიწყოს და შესაბამისად ომები. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი. მე არ მჯერა იმის როცა პირველი ხრახნიანი საბრძოლო თვითფრინავს იყენებდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს და მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გერმანელები უკვე რეაქტიულ ძრავიან თვითფრინავები ქონდათ და მის მერე აგერ 80 წელია იგივე ტექნოლოგიებს ვიყენებთ თუ გინდა იარაღებს გაუმჯობესდა კი ყველაფერი მაგრამ გარღვევა არ ყოფილა. მაგათმა მოატყუნ საკუთარი თავები. !!!
earth
როგორც აიწევს ტემპერატურა ამ ვირუსს ძალა ეკარგება, რადგან არ იქნება გადამდები. კარგია რომ გაზაფხულია და მალე დათბება. შემოდომამდე კი იმედია წამალიც იპოვონ.
earth
უფრო სწორედ ნაკლებად იქნება გადადება.
td.........
ჯანჯაფილს მიეძალეთ
earth
1981 წელში წიგნი დაწერილა ფანტასტიკური ჟანრის, რაც ზუსტად აღწერსო ამ მდგომარეობას, თუ გაგიგიათ. ვიცი რომ წიგნში აღწერილი ყოფილა ვირუსი, რომელიც შექმნეს, რომ დედამიწის მოსახლეობა გაეწყვიტათ. არ ვიცი წიგნი როგორ მთავრდება, მარტო სტატიიდან ვიცი რაღაც, რაც აქ დაიწერა და დღეს დაიდო ფბ-ზეც ელ წიგნებში საქართველოში.
td.........
ჯანჯაფილს მიეძალეთ
earth
ჯანჯაფილი ერთხელ გავსინჯე და არ მომეწონა...
რა იცი ამაზე?
td.........
პირველი ის, რომ იმუნიტეტს ამაღლებს და ყველანაირი ანთებითი პროცესისდროს კარგია, აქვს ანტისეპტიკური და ანტიპარაზიტული მოქმედება. შეიცავს ვიტამინებს და მიკროელემენტებს. ასევე ანტივირუსული მოქმედება ა1ვს. ამას წინათ მოვისმინე ერთი ვაიშნავი გურუს ლექცია, რომელუც თავს დებდა რომ ჯანჯაფილის მოხმარება დაგიცავთ კორონასგანაცო.. ორინციპში არაა გამორიცხული.
tikoroma
ცოტა ალერგიულია. ასევე ცოტა კუჭსაც მატკიებს
ამიტომ მცირე დოზებით ვიღებ
ცოტა ჯანჯაფილს და ლიმონს ვაწურავ ცივ წყალში და ვსვამ როგორც ლიმონათს :დ
ან ცხელ ჩაიში ვყრი.


This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.