Help - Search - Members - Calendar
Full Version: კრიზისი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
tikoroma
როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა ძირეული ცვლილებები მსოფლიოში?
ძირითადად ყველა ელის ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ რა ფორმებს მოცავს ეს კრიზისი - სიძვირეს, უმუშევრობას, გასაგებია, მაგრამ დეტალების გათვლა თუ შეგვიძლია, რა სიმძიმის იქნება?
ტელევიზიით გუშინ უკვე გაიჟღერა შიმშილობის თემამ. კომპანიები აცხადებენ, რომ ვერ ამუშავებენ მიწას, პროდუქციას ვერ აწარმოებენ და მოსავალსაც არ ელიან.

ამ პირობებში, როცა საქართველოს არ შეუძლია მოსახლეობის გამოკვება ექსპორტის გარეშე, მძიმე დღეები დაუდგება ალბათ.

მეორე მხრივ, ოპტიმისტურ განცხადებებიც კეთდება.
თითქოს ჩინეთიდან გაიტანენ საწარმოებს მნიშვნელოვანი კომპანიები და აქ გვაქვს შანსი, ჩვენს ქვეყანაში მოვიზიდოთ ისინი. და ამ სცენარში, სქართველოს ეკონომიკა განვითარდება უფრო მეტად, ვიდრე აქამდე...


თქვენ როგორ გგონიათ?
tikoroma
თავიდან იძახდნენ, ჩინეთის ეკონომიკის დასაზარალებლად გაუშვეს ეს ვირუსიო.
ჩინეთიც ახცადებს ამერიკამ ჩაგვიდოო.
რეალურად, ევროპა უფრო დაზარალდა და ამერიკაც. ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ჩანს.
ევროპული კომპანიებიც ჩინეთს უჩივიანო.

ვის ვის ებრძვის, რა მეთოდებით
ამათ ჩვენი ბებია-ბაბუები უპატრონოები ხო არ ჰგონიათ?! l_training.gif
td.........
აურზაურში და ფასიანი ქაღალდების გაუფასურების ისტერიისას ჩინეთმა უამრავი აქ ია შეისყიდა, რისთვისაც საგანგებოდ გამოყო დიდი ფულადი სუბსიდიები.. მეეჭვება ჩინეთი დაზარალდეს ამ სიტუაციაში. ევროპს რომ ცუდად აქვს საქმე ფაქტია, თუნდაც ფსიქოლოგიურად, ძალიან დაითრგუნა ხალხი.. ამერიკაც მალე წამოიჩიტება. ჩვენ 90 იანებს გადავურჩით და არ მგონია ახლა ამოვწყდეთ, გაჭირვება და კრიზისი კი ასე უცებ არ გადაივლის. მცოდნე ექსპერტების გათვ,ით, რომლების გარდა ბაზრების და პოლიტიკის ანალიზისა, სხვა ხერხებსაც მიმართავენ, მაგალითად ფიბონაჩის ტალღების მიხედვით აპროგნოზებენ მომავლის სცენარებს, ვარაუდობენ, რომ კრიზისის პიკი 25 წლისთვის იქნება და ალბათ კაი ხანს გასტანს. ამასობაში კი სისტემაც დაიწყებს ცვლილებას, ეკონომიკის და ფინანსების მხრივ.
tikoroma
ეს ხანგრძლივი პროცესები არ მევასება რა
td.........
tikoroma
არც მე , მარა მოგვიწევს თუ გაღმა არ გავალთ
old_man
მე მგონია ეს იქნება ძირეული ცვლების ათვლის წერტილი. ჩამოიშლება ეკონომიკები, ინფლაცია, შიმშილი, შეიძლება ახალი სამხედრო კონფლიქტები...
ეს გაგრძელდება რამდენიმე წელი და დაიწყება ახალი სისტემების ჩამოყალიბება
tikoroma
ცვლილება საითკენ? ასე თუ ისე, ევროპის ნაწილი სოციალურად კარგ მდგომარეობაში ცხოვრობდა
სულ სხვაგან ჩანდა საფრთხე:
1. რასების შერევა
2. აზია-აფრიკის შეჭრა და ევროპელების იდენტობის დაკარგვა
და აი უცბად, ფინანსური კრიზისი
თუმცა რამდენად აქვთ ეგ დიდ ქვეყნებს საკითხავია
იტალია-ესპანეთი სახარბიელოდ ადრეც არ იყვნენ
ჩრდილოეთში რა ხდება
tikoroma
მე ვფიქრობ დარტყმა ჰუმანურ იდეოლოგიაზე მიდის
რა მესიჯები იყო?
ასაკოვნების მოვლა
შმმ პირების
დაავადებულების
სხვა ორიენტაციის
ბავშვების
ადამიანების
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს
თუნდაც მოჩვენებით, მაინც პრიორიტეტები იყო
და მგონი რომ ესე აღარ იქნება
td.........
როგორც ზემოთ დავწერე, 25 წლამდე ასე თუ ისე ვიჩანჩალებთ ძველი რეჟიმით, მცირე ცვლილებებით და დარტყმებით, ჯერ კქნება მოჩვენებითი ერთიანობის მომენტები, მაგრამ 25 წლიდან კრიზისი ისეთ მასშტაბებს მიიღებს რომ ეს გამოიწვევს არეულობებს რაც კონფლიქტებში გადაიზრდება. ბოლოს მოხდება ტოტალური გაერთიანება და კონტროლი, მავრამ ესეც არ იქნება ბოლო
td.........
ადამიანებს ჩამოერთმევა კერძომსაკუთრების და ქონების უფლება, აქედან გამომდინარე ბევრი ღირებულება გადაიხედება ადამიანებისთვის. პირველ რიგში დარტყმას მიიღებენ ასე თუ ისე მდიდარი და სტაბილურ ცხოვრებას შეჩვეული ადამიანები
tikoroma
ერთი და იგივე სცენარია რა biggrin.gif
tikoroma
აბა ცეცხლის წვიმა და მეტეორიო
td.........
ეგეც არ აგვცდება, ცეცხლი, მეტეორი, მიწისძვრები, წყალდიდობები ლაიტმოტივი იქნება სხვა სოციალური კრიზისის
tikoroma
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ვის როგორ "უჭირს"

სწორ ინფორმაციას ვერ იძლევიან გარდაცვლილებზე
ჯერ ერთი ტესტებს არ უკეთებენ ყველას, ვისაც სიცხე აქვს , დაინფიცირებულად ითვლება
გარდაცვლილებიც ასევე
იტალიაში თუ ყველა გარდაცვლილს, კორონასგან გარდაცვლილად აცხადებენ
გერმანიაში კონკრეტულად რაც ხდება სიკვდილის მიზეზი, იმას წერენო და არა ვირუსს
ასე ჩანს რომ იქ მეტი შემთხვე.ვბაა,სხვაგან ნაკლები
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.