Help - Search - Members - Calendar
Full Version: "გნოზისი, ანუ ანგელოზის გული"
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა
chemikerin
რადგან ეს წიგნი ძალიან მომეწონა, იყოს ცალკე თემა smile.gif

http://magma.ge/library/833-imma-gnosis

pdf ვერსია თუ გინდათ ფეისბუკ ჯგუფში დევს:
https://www.facebook.com/groups/1677070965925493/

თუ წაგიკითხავთ ვინმეს, მაინტერესებს თქვენი აზრი. წიგნი არის ავტორის პირადი გამოცდილება, სულიერ იერარქიასთან დამოწაფება. სიზმართხილვის (და არამარტო) მეშვეობით გაკვეთილების მიღება.
ano
საინტერესო ჩანს იქნებ ჩავუჯდე
ano
მადლობა რომ დადე, ჯგუფშიც გაწევრიანდით, გაოცებული ვარ ჯერ ამ დონის და ასე დალაგებული ინფორმაცია არ შემხვედრია
wub.gif

chemikerin
მართლაც ძალიან კარგად არის ახსნილი ბევრი რამ smile.gif
Zet
ძალიან მაგარია wub.gif
ano
პოსტი -144 -

მათემატიკოსები ალბათ ამ ჩემს დაწერილს სკეპტიკურად შეხედავენ, მაგრამ მე რასაც ვხვდები, სამყაროში არსებობს ერთგვარი სიმეტრია, რომელიც გამოიხატება რიცხვებში და მათი კანონზომიერი განმეორებადობით შექმნილ გეომეტრიაში. ამიტომ ზოგი რიცხვი, ჯიუტად მეორდება, როგორც ბუნებაში, დაწყებული კოსმოსური სიდიდეებით და დამთავრებული ცოცხალი არსებების სხეულის ფორმებით, ასევე სხვადასხვა რელიგიების ტაძრულ არქიტექტურაში და რიტუალებში. აქვე შეინიშნება ის, რასაც მიქაელი ეძახის „ცდომილებას იდეალურიდან“, ანუ გადახრა ამ აბსოლუტური სიმეტრიებიდან, რის წყალობითაც ეს რეალობა ასრულებს არაიდეალურიდან იდეალურისკენ განვითარების „სკოლის“ როლს, მასში ინკარნირებული სულებისთვის.

ფრაქტალური ალგორითმები, საკრალური რიცხვები და გეომეტრია. ნაწილი 1-ლი.

ცოტაოდენ მოძიებული ინფორმაცია და ანალიზი
ინდუიზმის კულტები, რელიგიური რიტუალები და წარმოადგენები სამყაროს მოწყობაზე ტრიალებენ ამ რიცხვის გარშემო. თითქოს მთელი სისტემაა არ რიცხვზე აგებული. მაგალითად ინდუიზმში: რამდენჯერ უნდა შემოუარო ალტარს? 108-ჯერ.
რამდენი პოზაა ინდურ ცეკვაში, რომელიც ნატია შასტრაშია აღწერილი და ცნობილია რომ ინდური ცეკვების პოზებისაც საკრალური მნიშვნელობა აქვს? - 108.
რამდენნაირი ტალა (რითმი, საზომი) არსებობს ინდურ კლასიკურ მუსიკაში? – 108
რამდენი დამხმარე ჰყავს უფალ შივას? – 108
რამდენი საკრალური ტაძარია უფალი ვიშნუსთვის აგებული? – 108.
კამბოჯის, ინდური და სხვა ქვეყნების ტაძრები შენდებოდა ამ რიცხვის გათვალისწინებით.
ტიპიური თანამედროვე ახსნა, თუ რატომ იყო ეს რიცხვი ასე ინტენსიურად გამოყენებული ინდუიზმში და საერთოდ ძველი ცივილიზაციების მიერ, არის ვითომდა შემთხვევითობა და ინდოელების შემთხვევითი „ჩაციკვლა“ ამ რიცხვზე. სინამდვილეში, როგორც ჩანს 108 არის სიცოცხლის არსებობისთვის ერთ-ერთი ბაზალური რიცხვი. ის ბუნებაში და ცოცხალ ორგანიზმებშიც ვლინდება. მაგალითად ინდუისტურ პრაქტიკებში (ტანტრულ ინდუიზმში) რეკომენირებულია, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა დღის 12 საათის განმავლობაში (მზის აქტივობის პერიოდში) უნდა ისუნთქოს 10800-ჯერ და იგივე რაოდენობა მთვარის აქტივობის 12 საათის განმავლობაში.
ქალის ფეხმძიმობის პერიოდია 28X10 ანუ 280 დღე. ძაღლების და კატების ორსულობა 28X2=56 დღე. შეიძლება იყოს 48-64 დღე, მაგრამ საშუალოდ 56-ია და დაკავშირებულია მთვარესთან. მთვარე არის რეპროდუქციის განმსაზღვრელი მთავარი ციური სხეული. ქალებს ციკლი როცა ერღვეოდათ, ძველი ინდუისტური მედიცინით მათ უნიშნავდნენ მთვარის შუქზე ჯდომას გარკვეულ დღეებში, რომ მთვარის ზეგავლენამ დაარეგულიროს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.
მთვარე რომ გაქრეს: 1. ადამიანები ფსიქიურად შეიშლებიან; 2. დედამიწის ღერძის დახრილობა შეიცვლება და აღარ გვექნება წელიწადის დროები, როგორიც გვაქვს, ეს ვიცით იქიდან გამომდინარე რომ მერკურის და ვენერას არ აქვთ მთვარე. მათ არა აქვთ წელიწადის დროები. პოლუსები გახდება ბოლომდე გაყინული, ექვატორი ბოლომდე გაუდაბნოებული, გვექნება 6 თვე დღე და 6 თვე ღამე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მთვარე იყოს ზუსტად ამ კონკრეტულ დისტანციაზე და ამ კონკრეტული ზომის.
მთვარე რომ იყოს უფრო ახლოს და რიცხვი 108 მნიშვნელოვნად დაირღვეს, დედამიწას წალეკავს ცუნამები, რადგან მთვარე დედამიწის ოკეანეების მიმოქცევაზე ზემოქმედებს. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სხეულის 70% წყალია, ჩვენზეც იმოქმედებს მთვარის სიახლოვე.
თუ მთვარე დაშორდება დედამიწას (მაგ 10%-ით), დედამიწის ღერძის დახრილობა აღარ იქნება მუდმივი და ღერძი იტრიალებს და შეიცვლის კუთხეს. ამით კლიმატური ზონები კატასატროფულად დაირღვევა. მაგალითად, ასე ხდება მარსზე, ამიტომაა რომ მარსი ამდენად „ქანაობს“. მისი მთვარეები არასაკმარისია, რომ ღერძის დახრილობა დააფიქსიროს.
სიდხარები (ინდოეთში) ეთაყვანებიან უცნაურ ხუთკუთხა ლინგამს. ლინგამი არის შიას სიმბოლო, რომელსაც თვლება რომ ფალოსური ფორმა აქვს. მაგრამ ეს ლინგამი ხუთკუთხაა. ვინაიდან შივასთან რიცხვი 108 ხშირადაა დაკავშირებული, არაა გასაკვირი ხუთკუთხედი ლინგამი, რადგან მისი კუთხეები 108 გრადუსია. ამიტომ პენტაგონალური სტრუქტურები ითვლებიან სრულყოფილების სიმბოლოდ.
ეხლა განვიხილოთ უფრო დეტალურად რიცხვი 108 და გამოიკვეთება საინტერესო კანონზომიერებები.
11 X 22 X 33= 108
108 ინდუიზმში ითვლება ღვთაებრივ რიცხვად.
ოქროს კვეთას და 108-ს კავშირი:
2 sin X (108/2) = φ (ოქროს კვეთა)
ეს რიცხვი გამოყენებულია უმრავლესობა ინდური ტაძრების მშენებლობებში. ანტიკური სტრუქტურების დიზაინი იყო აგებული ამ რიცხვის გარშემო.
ინდური ასტროლოგიის კუთხით რიცხვი 108 შეგვიძლია ასე განვიხილოთ: 12 X 9 = 108
12 (რაასი, ანუ ზოდიაქო) X 9 (გრაჰა, ანუ დედამიწაზე ზეგავლენის ზეგავლენის მომხდენელი ფაქტორები)
12-იც და 9-ც ითვლება საკრალურ რიცხვად.
განვიხილოთ ჯერ რიცხვი 9. დავიწყოთ იმით რომ 108 არის 1+0+8=9.
ბჰაგავატ გიტაში არის 18 თავი (1+8=9).
არსებობს 9 პურნა (ინდუისტური წმინდა ტექსტები). წმინდა ტექსტები ხშირად ეფუძნება რიცხვ 9-ს. თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ რიცხვების შემადგენელი ციფრების ასე უბრალოდ მიმატებას, მაგრამ აშკარაა რომ იკვეთება გარკვეული კანონზომიერება, თუნდაც ეს კანონზომიერება არ იყოს ჩვენთვის ჩვეული არითმეტიკის და ალგებრის ლოგიკით.
მაგალითად შევხედოთ 9-ის გამრავლების ტაბულას:

ფოტო 1.

როგორც ხედავთ გამრავლების ტოლობებში, პასუხების სვეტში პირველი რიცხვები (წითლად) მატულობენ ზევიდან ქვევით, ხოლო მეორე ციფრები (ლურჯი) ქვევიდან ზევით. გარდა ამისა ყველა ამ ნამრავლების შემადგენელ ციფრთა ჯამი 9-აა. რა რიცხვიც არ უნდა გაამრავლო ცხრაზე, შემადგენელი ციფრების ჯამი იქნება 9. მაგ 9 X 15= 135; 1+3+5=9.
იგივე ხდება გეომეტრიულ ფიგურებში. მაგალითად სამკუთხედების კუთხეები ჯამი 180 გრადუსია. 180; 1+8+0=9. ოთხკუთხედების კუთხეების ჯამი 360 გრადუსია. 360; 3+6=9. და ას. შ. ხუთკუთხედის კუთხეთა ჯამია 540 გრადუსი. 540; 5+4+0=9.
იგივე ეხება წრესაც. 360 გრადუსი; 3+6+0=9;
მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონზომიერება იკვეთება 10-ობრივი ათვლის სისტემისთვის, ფაქტია, რომ სახეზეა სიმეტრიის და ჰარმონიის კანონზომიერება, რომელსაც უძველესი მშენებლები იყენებდნენ თავის არქიტექტურაში.
ასევე, გულისცემა დაფუძნებულია ამ რიცხვებზე. ჯანმრთელი ადამიანის გულისცემა არის 72. თუ უფრო ნელია, გადადის ბრადიკარდიაში, თუ უფრო სწრაფია ტახიკარდიაში. ეს არის მაგალითი, თუ როგორაა 9 დაკავშირებული ადამიანის სხეულთან.
ეხლა განვიხილოთ რიცხვი 12.
1 ფუტში (feet) 12 ინჩია. დრო იზომება 12-ობრივ სისტემაში. 12 თვე, 12 საათი დღეში და ღამეში. მთვარე დედამიწის გარშემო წელიწადში 12 ბრუნს აკეთებს. რატომ აიღეს ფუტის გასაზომად მაინც და მაინც 12 ინჩი და არა 10, როცა 10 იქნებოდა უფრო მარტივი ფუტიდან ინჩებზე და პირიქით გადასაყვანად? რატომ ვამბობთ ხოლმე ეხლა 15.00 საათია, რაც მოიაზრებს 12+3 საათს? იმიტომ რომ 12-ობრივი ათვლა არის უძველესი ათვლის სისტემის პრინციპი, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური მარტიცის გეომეტრიასა და პრინციპებთან.
დრო დაკავშირებულია 12 რიცხვთან. 60 წუთი ერთ საათში. 60 : 12 = 5
12 დაკავშირებულია ადამიანის სხეულთან. 12 ნეკანი, 12 კრანიალური ნერვი, თორმეტგოჯა ნაწლავი და სხვ.
მაგალითად, მოზარდის სექსუალური მომწიფება იწყება 12 წლიდან. 12 წლისთვის მოზარდი კარგავს ყველა სარძევე კბილს. 12-იდან შედიან ახალ ასაკში. იმის გამო, რომ სხეულიც კი ექვემდებარება 12-ობრივ სისტემას, ისევე როგორც ციური სხეულების მოძრაობა, ეს ათვლის სისტემა იყო გამოყენებული ძველად.
ყველა ცოცხალი უჯრედი და ორგანული ნივთიერება ეფუძნება ნახშირბადს, რომლის ატომური წინაა 12.
სულ 144 (12 X 12) ჩაკრაა და 72 000 (12 X 6000) ნადი, ანუ ენერგეტიკული არხი ორგანიზმში. რიცხვები 72, 108, 360, 216, 234 ყველა 12 რიცხვის წარმოებულია და საკრალურ რიცხვებად მოიაზრება. ეხლა შეხედეთ ეკრანების რეზოლუციას: 720p - hd, 1080p - fhd, 1440p - qhd , 2160p - 4k ,4320p- 8k. შემთხვევითობაა? თუ იმიტომაა არჩეული, რომ სწორედ ასეთი რეზოლუციებია ოპტიმალური გამოსახულების მისაღებად.
72 გულისცემა (რომელიც ინდურ მედიცინაში იდეალურ ნორმად მიიჩნევა) ასევე 12 რიცხვის წარმოებულია (6 X 12 = 72). გულის ჩაკრაში ითვლება რომ 12 ფურცელია. იესოს ყავდა 12 მოსწავლე. იუდეველური ტომების რაოდენობა იყო 12.

ფოტო 2.

ჯვარს აქვს 12 კუთხე, ამიტომ ჯვარი რეალურად არის 12-ის სიმბოლო და გაცილებით ძველია ვიდრე ქრისტიანობა.
ხომ გვახოვს 12 დაკავშირებულია 108-სთან რადგან 9 X 12 = 108.
„ანგელოზის გულის“ პირველ წიგნში საუბარია იმაზე, რომ 12-ობრივი 9 ციკლი უნდა გაიაროს ადამიანმა ანუ 108 წელი შეუსრულდეს, იმისთვის რომ ოპტიმალური სიცოცხლის დრო შეასრულოს. მეათე 12-ობრივ ციკლზე (120 წელი) ადრე სასურველია რომ არ გარდაიცვალოს."

ნაწყვეტი წიგნიდან "ანგელზის გული. წიგნი მე-2". იმმა
ano
იმმას ნებართვით დავდე ვინც რიცხვებს ხედავს იქნებ ეს ინფორმაცია გამოადგეს

ano
აუდიო წიგნად ჩაწერეს მადლობა ამ ნაშრომისათვის
rolleyes.gif
https://youtu.be/sfiAigpwnO8
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.