Help - Search - Members - Calendar
Full Version: კინემატოგრაფია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ხელოვნება
David Monny
ანდრეი ტარკოვსკი
საბჭოთა კაცი, რომელიც სინამდვილეში იყო თავისუფლების, რელიგიის და რწმენის კაცი.
როგორ „გაძვრა“ ის საბჭოთა ცენზორში?
როგორ გააძვრინა „სტალკერი“?

ანდრეი ტარკოვსკი პრაქტიკულად ფუძემდებელია Slow cinema-სი, ანუ ნელი კინოსი.
შეუძლებელია „სტალკერს“ უყურო და მედიტაციურ მდგომარეობაში არ გადახვიდე პირველივე კადრებიდან.
დაივიწყეთ რა უყურებთ, კარგია, ცუდია, ისეთია, ასეთია, უბრალოდ თავად ოპერატორი
და ოპერირების პროცესი მხოლოდ არის ხელოვნების ნიმუში. ის ცოცხალია, თქვენ მას აუცილებლად იგრძნობთ.
ფილმებში, ძირითადად, ვიდეოკამერა არ უნდა იგრძნობოდეს, აქ კი ცოცხალი რაკურსია,
ის თქვენს შენელებულ გონებასთან ერთად მოძრაობს ნელა.
ეს ტექნიკა პირდაპირ კავშირშია აღმოსავლური სწავლებების პრაქტიკებთან, რომლებიც
გონების შენელებისკენაა მიმართული. როდესაც ფიქრებს ფიქრის პროცესი ნელდება, ადრე თუ გვიან
დგება სამადჰის მდგომარეობა.
აი, წარმოიდგინეთ, ამდენს ვწერ და ჯერ სიტყვა არ მითქვამს სცენარზე, სიუჟეტზე, შინაარსზე და ა.შ.
ანუ იმაზე, თუ რაზეა ფილმი, რას გვიგზავნის რეჟისორი.

ეს ცალკე ფილოსოფიაა. ტარკოვსკის გზავნილები თითქმის ყველა ფილოსოფიურია. მას არ შეეძლო
გადაეღო ჩვეულებრივი ფილმი. ყველა ფილმი არის სენტენციებით, პარადიგმებით სავსე. ღმერთზე,
მატერიალიზმზე, ათეიზმზე ფუნდამენტურ პრობლემებზე და რაც მთავარია
ამ ყველაფრის ცენტრში დგას „მე“. ადამიანის მენტალური პროექციის კომპლექსური წარმონაქმნი.
ყველაფერი: ვიდეოკამერაც, ფილოსოფიაც, შთაგონებაც, სცენარიც, ყველაფერი ტრიალებს „მეს“ ირგვლივ.

ამ მხრივ საოცრებაა მისი ბოლო ფილმი „მსხვერპლშეწირვა“. აბსურდიზმის და რელიგიურობის ჭიდილი.

რას ფიქრობთ თქვენ? ვისაუბროთ, განვიხილოთ, შევადაროთ, სხვა რეჟისორებს.
ano
რა საინტერესოა ეს ფილმია?

https://youtu.be/TGRDYpCmMcM

მოგვიანებით ჩავუჯდები
David Monny
ano
დიახ
td.........
გირჩევთ

https://www.youtube.com/watch?v=83ClbRPRDXU
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.