Help - Search - Members - Calendar
Full Version: რა არის სიყვარულის პრაქტიკა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები > სიყვარულის პრაქტიკა
nancho41
ამიხსენით რა ვინმემ რას ნიშნავს სიყვარულის პრაქტიკა. ინტერნეტში ვეძებე და ვერაფერი ვერ ვიპოვე.
old_man
ჩამოწერე ყველა ადამიანი, ვინც გაწყენინა, გაგაბრაზა, უსამართლოდ მოგექცა. ვის მიმართაც წყენა და ნეგატიური ემოციები დღემდე მოგყვება.
წარმოიდგინე ის სიტუაცია, როცა ეს მოხდა. თავიდან გაიარე ცნობიერად, ისე რომ უარყოფითი ემოციები აღარ გამოიწვიოს. გაუგზავნე მას სიყვარული, შემდეგნაირად: იმეორე გონებაში - მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, და შეიგრძენი მართლა სიყვარულის გრძნობა იმ ადამიანის მიმართ. ეს უნდა იყოს არა მექანიკურად არამედ მთელი გულით და სულით. აკეთე რეგულარულად, სანამ იმ ადამიანის გახსენებისას უარყოფითი გრძნობები არ გაგიქრება.
არსებობს ჰოპონოპონოს სიყვარულის პრაქტიკა. გონებაში იმეორებ: I love you, I am sorry, please forgive me, thank you. სულ რომ ამას ატრიალებ გონებაში, განსაკუთრებით ნეგატიური ადამიანების მიმართ, ძალზედ ეფექტურია
როდესაც აღმოჩნდები რამე კონფლიქტურ სიტუაციაში, ვინმე უხეშად გელაპარაკება ან შეურაცხყოფას გაყენებს, არ დაკარგო კონტროლი შენს ფიქრებზე და ემოციებზე, იგივეთი არ უპასუხო. წარმოიდგინე რომ ის არის პატარა ბავშვი, რომელიც უბრალოდ ვერ ხვდება რაღაცეებს და მასაც გაუგზავნე სიყვარული გონებაში
jarmen
ვფიქრობ როდესაც საქმე მსგავს პრაქტიკას ეხება ყველაზე სწორი გზა მდგომარეობაზე გადის, სიყვარულის მდგონარეობის გარეშე მექანიკური პრაქტიკა არ იქნება ისეთი ეფექტური. მაშინ როდესაც სიყვარულის მდგონარეობაში ყოფნა უჯვე ინტენსიური პრაქტიკაა.
ano
თავიდან ალბათ ხშირად იფიქრებ სიყვარულზე, მერე ვიღაცაზე რომ გაბრაზდები დაუკვირდები რატო გაბრაზდი და გადაგიყვარდა, მერე შეძლებ თუ არა აპატიო, მიუტევო იმის გამო რომ გაგაბრაზა... თუ ვერა არ გამოვა.

მაგრამ ამის დაწერაც სისულელეა ჩემის მხრივ იმიტომ რომ მეც არ ვიცი რა არის ეს სიყვარული არ განვიცდი
old_man
აქ კი დავწერე სიყვარულის პრაქტიკა... შედეგად გიქრება ბრაზი, სიძულვილი, მართლა შემოდის სიყვარული, მეც გამიკეთებია და მუშაობს... მაგრამ
ხანდახან ხელოვნურობის განცდა მეუფლებოდა და მეუფლება. აბა, მოვემზადოთ, ჩავრთოთ პოზიტიური აზროვნება, მივიღოთ პოზა, დავიწყოთ მედიტაცია, შემოვუშვათ სიყვარული, გავუგზავნოთ სიყვარული, ჩტოტა ნიტო )
მერე მივხვდი რატომაც. კარგად არ იყო გაცნობიერებული საიდან ან რატომ უნდა გაჩენილიყო ეს სიყვარული.
მერე მივხვდი როცა ქრისტეს სიტყვები გავიაზრე ღრმად: შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი
ჩვენი თავი ყველას გვიყვარს, ამიტომ ვბრაზდებით როცა გვიტევენ, გვავიწროებენ. მაგრამ ამ დროს თავს აღვიქვამთ განცალკევებულად
რაღაც მომენტში თუ გქონიათ, ყველას გექნებოდათ ალბათ როცა გიზრუნიათ საყვარელ ადამიანზე, მისი გაჭირვება გულთან მიგიტანიათ, მაგ დროს ხომ ვაკეთებთ მისთვის რაღაცას ისე, როგორც საკუთარი თავისთვის?
ჰოდა, მაშინ ვართ ნამდვილი სიყვარულის მდგომარეობაში, ჩვენს სამშვინველს ვავრცობთ იმ ადამიანზე... ჩნდება ერთიანობის განცდა. მაგრამ უმეტესობისთვის ეს რჩება ოჯახის, მეგობრების დონეზე
შემდეგი საფეხურია როცა ეს გადაგვაქვს ჩვენთვის უცნობ ადამიანებზე. შეიძლება ეს იყოს არა უცნობ ადამიანებზე, არამედ მთელ ბუნებაზე, სამყაროზე. რაღაც მომენტში ხვდები რომ შენც ის სხვა ადამიანი ხარ. ერთი დიდი ცნობიერება გაფანტული უამრავ ნაწილად. თუ ერთხელ მაინც გიგრძვნიათ გაიხსენებთ, უბრალოდ მერე როგორც წესი გვავიწყდება. იმიტომ რომ თავს ისევ და ისევ აღვიქვამთ განცალკევებულად, საკუთარ თავს ვაიგივებთ ჩვენს ფიქრებთან, ემოციებთან და მათგან გამომდინარე რეაქციებთან...
ადამიანური ცნობიერების ამ კუთხით წარმართვა არის ნამდვილი სიყვარულის პრაქტიკა. ის მდგომარეობა, რაც დავწერე, უნდა შენარჩუნდეს მაქსიმალურად დიდხანს, გაივრცოს და მოიცვას მთელი ჩვენი არსი, ისე რომ აღარ შეიცვალოს არანაირ სიტუაციაში
ვიცი აქ ჩნდება პროტესტი, მე არ ვარ ის საზიზღარი კაცი, მე არ მინდა ის ბოროტი ადამიანი ვიყო. მაგრამ ისე უნდა შეხედო რომ რეალურად შენ ხარ ის, ოღონდ შენი ცნობიერება მასში არის განვითარების სხვა დონეზე
როგორც დედა მოთმინებით და გაგებით უყურებს პატარა ბავშვის ჭირვეულობას
chemikerin
QUOTE(old_man @ 23rd September 2020 - 03:35 PM) *
აქ კი დავწერე სიყვარულის პრაქტიკა... შედეგად გიქრება ბრაზი, სიძულვილი, მართლა შემოდის სიყვარული, მეც გამიკეთებია და მუშაობს... მაგრამ
ხანდახან ხელოვნურობის განცდა მეუფლებოდა და მეუფლება. აბა, მოვემზადოთ, ჩავრთოთ პოზიტიური აზროვნება, მივიღოთ პოზა, დავიწყოთ მედიტაცია, შემოვუშვათ სიყვარული, გავუგზავნოთ სიყვარული, ჩტოტა ნიტო )
მერე მივხვდი რატომაც. კარგად არ იყო გაცნობიერებული საიდან ან რატომ უნდა გაჩენილიყო ეს სიყვარული.
მერე მივხვდი როცა ქრისტეს სიტყვები გავიაზრე ღრმად: შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი
ჩვენი თავი ყველას გვიყვარს, ამიტომ ვბრაზდებით როცა გვიტევენ, გვავიწროებენ. მაგრამ ამ დროს თავს აღვიქვამთ განცალკევებულად
რაღაც მომენტში თუ გქონიათ, ყველას გექნებოდათ ალბათ როცა გიზრუნიათ საყვარელ ადამიანზე, მისი გაჭირვება გულთან მიგიტანიათ, მაგ დროს ხომ ვაკეთებთ მისთვის რაღაცას ისე, როგორც საკუთარი თავისთვის?


good.gif ძალიან სწორი მსჯელობაა, გეთანხმები.
chemikerin
მართალია biggrin.gif
მოწყენილი შალვა ნათელაშვილი არ მინახავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
chemikerin
ალბათ საქმე იმაშია, რომ როცა ხელოვნურად ცდილობს ადამიანი გამოიწვიოს რაღაც გრძნობა, მაინც ძალადობს საკუთარ სისტემაზე.. ჩემი აზრით, საჭიროა ხანდახან ადამიანმა გულწრფელად აღიაროს თავისი მოწონება/არ მოწონებები, და რაც არ მოსწონს იმ სიტუაციას გაეცალოს, და არა თავს დააძალოს რომ მოეწონოს. შანსი არ არის ყველას ყველაფერი მოწონდეს. მაშინ რაღა აზრი აქვს ინდივიდუალობას.
past
QUOTE(nancho41 @ Sep 18 2020, 05:26 PM) *
ამიხსენით რა ვინმემ რას ნიშნავს სიყვარულის პრაქტიკა. ინტერნეტში ვეძებე და ვერაფერი ვერ ვიპოვე.


ჩემი აზრით ესეა, შენს კარმას წვავ მაგ პრაქტიკის დროს, იგივეა რაც შენს ხასიათს იცვლი, ანუ ძირითადად რომ ყველა მოსეს პრინციპზე ვართ, თვალი თვალის წინ და ამის გადაკეთებას აკეთებ ქრისტეს პრინციპზე. შეტევას რომ შეტევით აღარ უპასუხო. მეორე ისაა რომ თუ გაქვს წარსულში რამე მოვლენები ვიღაც ადამიანებთან რაც ხინჯად გაქვს ჩარჩენილი გულში და ხანდახან უბრუნდები ხოლმე (აი ეს როგორ გამიკეთა, არ ვისმახურებდი და ა.შ.) ამისგან თავისუფლდები. ნელ-ნელა მეტი შვება შემოდის რომ გონებაში ბრძოლებს აღარ აწარმოებ, მათ პატიობ როცა სიყვარულს უგზავნი. იმდენს უგზავნი ერთს რომ მერე შინაგანად ხვდები რომ იმ პრობლემურმა მომენტმა თითქოს გაიტანა და აღარაა. ასევე მიმღებლობას გიზრდის.
past
QUOTE(chemikerin @ Nov 5 2020, 12:13 PM) *
ალბათ საქმე იმაშია, რომ როცა ხელოვნურად ცდილობს ადამიანი გამოიწვიოს რაღაც გრძნობა, მაინც ძალადობს საკუთარ სისტემაზე.. ჩემი აზრით, საჭიროა ხანდახან ადამიანმა გულწრფელად აღიაროს თავისი მოწონება/არ მოწონებები, და რაც არ მოსწონს იმ სიტუაციას გაეცალოს, და არა თავს დააძალოს რომ მოეწონოს. შანსი არ არის ყველას ყველაფერი მოწონდეს. მაშინ რაღა აზრი აქვს ინდივიდუალობას.


მე ვფიქრობ რომ მოწონებაზე კი არაა, ამდენი უბედურებაა გარშემო და მოსაწონი ნაღდად არაა რაც ამ პლანეტაზე ხდება, მაგრამ იღებ, ანუ არ უტევ იმ აგრესორებს. ანუ იმათ დამატებულ აგრესიას ამ პლანეტაზე შენსას კიდევ არ ამატებ. ოღონდ ეს მიმღებლობა არ ნიშნავს უმოქმედობას, შენ შენ საქმეს აკეთებ და ნათელი ძალებისავით მოქმედებ.
chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 5th November 2020 - 12:05 PM) *
მართალია
მოწყენილი შალვა ნათელაშვილი არ მინახავს


ეს აქ რატო დამიწერია? biggrin.gif აშკარად თემა ამერია biggrin.gif

ან პოლიტიკის თემა წაიშალა და აქ გადმოვიდა პოსტი?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.