QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM)
ანუ რა გააკეთოს ადამიანმა, ასე ისედაც არაფერს ვაკეთებ და რატო ვერ შევძელი მეს განცდა,
„ლიჟბი“ რამე აკეთო არა? ეს იგივეა ჯანსაღი წესით ცხოვრება სიგარეტის მოწევით დაიწყო, რაღაც ხო უნდა აკეთო.
ეს ვითომ გურუები, არიან ნარკომანები, თავად უგუნურებმა, რა უნდა ასწავლონ ადამინებს, გარდა დამოკიდებულებისა.
ისინი ადამიანებს ხდიან დამოკიდებულს ე.წ.„მედიტაციაზე“, სინამდვილეში ახლოსაც კი არ გაუვლის ეს სიტყვა ნამდვილ მნიშნელობას.
უკვე მერამდენედ ვწერ ამას, შეუძლებელია პრაქტიკულად ამის დათვლა.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM)
ან უნდა არსებობდეს ადამიანი ვინც არაფერი არ იღონა და ბრახ უცებ მიხვდა ვინ არის,
არსებობდნენ ასეთი ადამიანებიც, მაგალითად რამანა მაჰარში, არაფერი არ უღონია და 16 წლის ასაკში გასხივოსნდა.
ბედმა გაუღმა, რომ მაგ ვიდეოში რომ „გურუა“ მსგავს იდიოტებს არ შეხვდა თავის ცხოვრებაში.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM)
ფაქტები აჩვენებს ვინც რა ძალისხმევას იჩენს შედეგიც იქ არის, თუნდაც შენი მაგალითი საკმაოდ აქტიური პრაქტიკოსი იყავი და სამადჰსაც ასე მიაღწიე,
დიახ, პრაქტიკა საჭიროა, მაგრამ სწორი. ვიყავი ე.წ. „მაძიებელი“ და ჯერ კიდევ 10 წლიდან ვაკეთებდი ოშს მედიტაციებს, უსპენსკის, გურჯიევის და ათას ნონსენსს, მაგრამ
უშედეგოდ. ხელს უწყობენ ისედაც ილუზიაში მყოფს, კიდევ უფრო ჩაგძირონ მასში. ეგოს საკვები მასალაა.
მხოლოდ მაშინ, როდესაც ვთქვი, რომ მეყო ეს ნონსენსი, მთელი გულით, მთელი არსებით მომინდა გამეგო ვინ ვარ, ისე, რომ მზად ვიყავი სიკვდილისთვისაც კი, აი, მხოლოდ მაშინ
დადგა სამადჰი და არა „მედიტაციის“ დროს. მედიტაცია, არის ატმავიჩარა, საკუთარი თავის გამოკვლევა. იმის გაცნობიერება, თუ ვინ მედიტირებს.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM)
ანუ რაღაც გზა არის ხომ,
არის, ატმავიჩარა და დეტალებში მაქვს აღწერილი, პრაქტიკა. დიდი ხანი არ ვწერდი, მაგრამ იმდენჯერ მკითხეს ბოლოს დავწერე.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM)
მეორე პრობლემა ის არის რომ ეს მედიტაცია რა არის ისიც ყველას თავგზას ურევს და რაღაც აბსტრაქტულია.
როდესაც მსგავსი იდიოტები საუბრობენ ნონსენსს და შენ უსმენ, ცხადია არის საფრთხე თავგზა აგებნეს.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM)
მაშ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? როგორ დააღწიოს თავი შინაგან დიალოგს და ტანჯვას?
შინაგანი დიალოგი სულ იქნება სანამ სხეული და გონება გაქვს. წადი, თავი მიარტყი კედელს და აღარ გექნება შნაგანი დიალოგი.
ვინ გითხრათ ეგ ნონსენსი, რომ შნაგანი დიალოგი უნდა გააჩეროთ ან ფიქრები უნდა გააჩეროთ? შაქტის თქვენ კი არა, შივა ვერ აჩერებს.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:22 AM)
ანუ მუდმივი დამკვირვებლის პრაქტიკა? ესაა მედიტაცია?
არა. ეგაა, რასაც ის და მსგავსი იდიოტები ამბობენ, ვიდეოში რომ იყო და მთელი ცხოვრება აკვირდებიან, აკვირდებიან, ცხოვრება კი ჩაუვლის ქორივით.
დამკვირვებლის მდგომარეობა საჭიროა, ოღონდ არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად.
დამკვირვებელი უნდა დაიბადოს და არა შეიქმნას.
ქალი ბავშვს ბადებს და არა ქმნის.
მაგრამ როდესაც დამკვირვებელი დაიბადება, არ უნდა დარჩე ამ მდგომარეობაში. მას მიზანი აქვს რატომაც იბადება, ბევრს კი საბოლოო გათავისუფლება ჰგონია ეს და წლებით, ზოგი კი
სიცოცხლის ბოლომდე რჩება ამ აზრზე და შედეგი არის ნული. ვერ გასხივოსნდები, სანამ რაიმეს აკვირდები, რადგან სინამდვილეშ არაფერია რასაც შეიძლება დააკვირდე. დამკვირვებელი, დაკვირვების ობიექტი და თავად დაკვირვების პროცესი, ერთი და იგივეა. აბა, ვინ ვის სად როგორ და რანაირად უნდა დააკირდეს?