Help - Search - Members - Calendar
Full Version: პოლიტიკა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4, 5
Zet
როდესაც ღმერთმა შექმნა ეს დიდი სამყარო თავის მილიარდობით გალაკტიკების ჩათვლით, მისი თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო გამოეკვლია დუალურობა.
ამიტომ ძირითადი იურიდიული თამაშის წესი "კეთილ ნებაზე" დააფუძნა, ანუ არსებებს აქვთ უფლება ითამაშონ იმ თამაშის წესებით რაც მათ სურთ. საბოლოოდ სამყაროში ჩამოყალიბდა ორი მიმართულება ერთი "კლანური" მმართველობის სისტემას (ნეგატიური) და მეორე გარკვეულ წესებზე დაწყრდნობილი "დემოკრატიული" (პოზიტიური). კლანური სისტემაში შედიან სამყაროები და უამრავი რასები რომელსაც ცვენ ნეგატიურ არსებათ მოვიხსენიებთ (რეპტილიები, დრაკონები და სხვა) რომლის ძირითად თამაშის წესებს ადგენს არსება (დემონი/დემონები).
ხოლო პოზიტიურ მხარეს წარმოადგენს უამრავი რასა სხვდასხვა სინათლის არსებები, გალაკტიკური კონფედერაცია და ასეშემდეგ. ამ სასტავს ხემძღვანელობს ღმერთი. მინდა ავღნიშნო სიტყვა ნეგატიური გამოიყენება პირობითად, ნეგატიური სამყარო სულაც არ თვლის რომ ნეგატიურია. უბრალოდ მათ განვიტარების სხვა გზა აირჩიეს და მათ ამის უფლება ჰქონდათ.

დედამიწაზე არის შექმნილი ამ დიდი სამყაროების სისტემის მინი ანალოგი, ეს არის იმისთვის რომ დამწყებმა სულებმა (იმ სამყაროსტვის ჩვენ ყველა დამწყებები ვართ) გაეცნონ ამ ორ სისტემას, და შემდგომ აირჩიონ თუ რა გზით უნდათ თავისი სულის განვიტარება. კლანური მმართველობის და ფასეულობების მქონე ქვეყნები დღეს წარმოადგენენ რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა. რაც რათმაუნდა არ ნიშნავს რომ იქ ნეგატიური ხალხი ცხოვრობს, ეს პოლიტიკურ ჭრილში განიხილება მხოლოდ. ხოლო პოზიტიურ მხარეს წარმოადგენს დემოკრატიული მხარე როგორც ამერიკა ევროპა და სხვა. ორივე სისტემას რათქმაუნდა აქვს თავის მინუსებიც და პლუსებიც. თუმცა რომელი სისტემა უფრო მოგწონთ და გიზიდავთ ეს უკვე თქვენი პირადი არჩევანია. (ნუ ეს ყველაფერი ჩემი აზრით და ხედვით, ბევრი ალაბათ არ დამეთანხმება)

ხოდა რატომ ვილაპარაკე ამდენი ხვალ არის არჩევნები, სადაც წარმოდგენილი იქნება ანალოგიური ორი მხარე ანუ ყველა პარტია მაინც ან ერთ მხარეს წარმოადგენს ან მეორე მხარეს, ერთი არის რუსეთი ინეტერესების გამტარი "კლანური" და მეორე "დემოკრატიული". რომელი მხარე რომელს წარმოადგენს მაგას არ დავწერ ალბათ თქვენთითონაც მიხვდებით და თან არ მინდა თავზე მოგახვიოთ რამე, ეს უბრალოდ ჩემი აზრია და შეიძლება მცდარიც იყოს რაც დავწერე. წარმატებულ არჩევანს გისურვებთ wink.gif

პს. აგი ნაციონალი ყოფილა!!! hilarioustu8.gif
old_man
მე წინააღმდეგი ვარ აქ რაიმე მინიშნებების და პოლიტიკური სიმპათიების გაჟღერების :დ
ვინმე გულწრფელი სულიერი მძებნელი შემოვა წაიკითხავს და გულგატეხილი იფიქრებს: აქაც პოლიტიკა და აგიტაციაო biggrin.gif
ისე არჩევნებზე ყოველთვის დავდივარ
ერთხელ ვიტროლავე კიდეც და ხმა მივეცი მიხეილ-გელა სალუაშვილს თუ გახსოვთ ასეთი )
Zet
მე ისე შევფუთე რომ ვითომ პოლიტიკა არარის biggrin.gif


ეგ სალუაშვილი ოცნებაზე კიდევ უარესი არარის? biggrin.gif
old_man
Zet
QUOTE(ZipCode @ 30th October 2020 - 09:29 PM) *
ეგ სალუაშვილი ოცნებაზე კიდევ უარესი არარის?

ოცნებას ჯობდა) მგონი აღარ მონაწილეობს არჩევნებში
პატრიოტულ-ბიბლიურ-მისტიკურს აწვებოდა :დ
David Monny
აუცილებლად მივდივარ და ხმას ვაძლევ „სტრატეგია აღმაშენებელს“, ყველას ვურჩევ არ შემოხაზოს რუსეთის კაცი ივანიშვილი, ანუ 41 და ფსევდო პატრიოტები 8
დანარჩენი ვისაც გინდათ იმას მიეცით პრო-დასალვლურ პარტიებს
David Monny
პოლიტიკა ყველგანაა და მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
ძველ საბერძნეთში, ათენში, პოლიტეს ნიშნავდა ათენის 17000 მოქალაქეს, რომლებიც ხმას აძლევდნენ, ხოლო
იდიოტეს, ერქვა იმათ, ვინც არაფერშ მონაწილეობას არ იღებდა.
ხვალ უნდა დასრულდეს ჭაობი და სტაგნაცია, რუსეთის მსახრავი ხელი.
ano
საინტერესო თემაა,
ღმერთების შესახებ ერთი ვიდეო ვნახე მაგ თეორიაზე და სიმართლეა, სამყარო შექმნა უმაღლესმა გონმა, რომელიც იყო სარკული ზედა და ქვედა წრე, მაღალვიბრაციულ სამყაროებს ისინი მართავდნენ, მერე მოხდა რაღაც ზუსტად ვერ ვიხსენებ დაბალგანზომილებაში დახმარება დასჭირდათ და მოვიდნენ მესამე წრის ღმერთები ესენი არიან იეჰოვა, სატანა და ლუციფერი მგონი 4 ღმერთია ზუსტად შემადგენლობა არ მახსოვს, მაგრამ მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის რომ ითხოვენ მსხვერპლშეწირვებს, რეპტილოიდები, დემონები, ასტრალური პარაზიტები და ა.შ რაც არსებობს ყველანი ამ მესამე წრის ღმერთების ქვეშევრდომები არიან,
ახლა ის ეპოქა, დრო სრულდება რაც მათ მიეცათ და მოდიან პირველი წრის ღმერთები.
რაც შეეხება დემოკრატიას ესეც ამათი გაუკუღმართებულია, ხმის მიცემა რიტუალია, თუ ისინი რაიმე სახის ბოროტებას ჩაიდენენ კარმა გადანაწილდება ხალხზე რადგან თავისი ხმა მისცეს და უფლება რომ იბატონონ მათზე,
მოქმედებს კოლექტიური კარმა და ზოგჯერ სხვისი ცოდვები ჩვენ მოგვეკითხება,
ასევე ამ მესამე წრის ღმერთების ეპოქაში მოქმედებს ზღვის კანონი რაც ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ გაფრთხილების გარეშე რაიმე სახის კონფლიქტი წამოიწყონ, ასევე რაიმე საკითხზე თუ ხალხმა საკუთარი აზრი არ დააფიქსირა ითვლება რომ ისინი თანახმა არიან და ნებას აძლევენ მთავრობას ნებისმიერი ბოროტების ჩადენისათვის.
რაც შეეხება პოლიტიკოსებს მათი მარიონეტები არიან, თითქმის ყველა პოლიტიკოსმა იცის რეალური მმართველი ვინც არის.

ასევე ხმის მიცემას რაც შეეხება თუ არ წახვალთ მაინც გამოიყენებენ თქვენს ხმას, ამიტომ ჯობია წასვლა და ან ყველას გადახაზვა ან ის რომელსაც ენდობი და რომელიც გაბედავს კორონას წინააღმდეგ წასვლას ე.ი გლობალურ მმართველს არ ემორჩილება და ხალხის სამსახურშია, ესეც ჩემი აზრით.

ხვალ სავსემთვარეობაა, მნიშვნელოვანი დღეა, თან სამწუხაროდ ნეგატიური.

იმედი მაქვს საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რომელიც დააღწევს თავს ბოროტებას, და გამოჩნდება პოლიტიკოსი რომელიც ხმას ამოიღებს.

არ ვიცი ვინები მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ ცნობილი პიროვნებებიდან გამოჩნდებიან ნელნელა ადამიანები, რომლებიც მასებზე გავლენა აქვთ, და მათ უკვე ზურგს გაუმაგრებს ნათელი ძალები, ისინი უკვე რეალურად ერევიან პოლიტიკაში.

ასე თუ ისე ეს პოლიტიკოსები მაინც მარიონეტები არიან, ხალხი უნდა მიხვდეს რომ პასუხისმგებლები ისინიც არიან და მოსთხოვონ პასუხი ყველა შეუსრულებელ დაპირებაზე.

ამ მთავრობის უსუსურობას ნიშნავს რომ განუკითხაობაა ქვეყანაში, ის რომ კრიმინალი მატულობს, ის რომ ბანკი გაძარცვეს და ვერაფერი მოიმოქმედეს, სამარცხვინოა.

ელემენტარული წესრიგის ვერ დამყარებისათვის პასუხი უნდა მოეკითხოთ.

როცა მსგავსი ბოროტება ხდება და გადაყავთ ხუმრობაში და ნახევარი საქართველო იცინის, ენერგეტიკულად ეს გამოიყურება ისე როგორც ამ ქმედების მოწონება და მხარდაჭერა.

ისევ მასების ზომბირება და კომედიის ჟანრის ბოროტი გამოყენება, რადგან ადამიანის ფსიქოლოგია მიდრეკილია პოზიტივისკენ და ილუზორულად იმსუბუქებს დროებით ყოფას.
chemikerin
QUOTE(old_man @ 30th October 2020 - 08:32 PM) *
მე წინააღმდეგი ვარ აქ რაიმე მინიშნებების და პოლიტიკური სიმპათიების გაჟღერების :დ


რატომ? ეზოთრიკისთვის მოქმედება არავის აუკრძალავს, შესაბამისად ეზოთერიკი ვერ იტყვის რომ "ეს მას არ ეხება" biggrin.gif ეზოთერიკობა არ ნიშნავს გულგრილობას biggrin.gif biggrin.gif

ნეტა ქოცებმა ვერ აიღონ უმრავლესობა biggrin.gif biggrin.gif
elli
ციტატა(old_man @ 30th October 2020 - 08:32 PM) *

ციტატა(old_man @ 30th October 2020 - 08:32 PM) *
ერთხელ ვიტროლავე კიდეც და ხმა მივეცი მიხეილ-გელა სალუაშვილს თუ გახსოვთ ასეთი )

43 იყო სიაში, მეც ხმა სალუაშვილს მივეცი
old_man
დღეს თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციაზე გავისეირნე
ძლივს ავწიე წელი, ბებერ ძვლებს ჭახაჭუხი გაჰქონდა
რომ მივედი, ჟრუანტელმა დამიარა, ვარდების რევოლუციის ნოსტალგია მომაწვა, თვალწინ გამიელვა იმ დღეებმა...
მაგრამ შემდეგ
ჩემი ასაკი გამახსენდა babu.gif
და წამოვედი სახლში...

kos.gif
chemikerin
რეები ხდებოდა უბნებზე, ესეთი არჩევნები მგონი არასდროს არ ყოფილა biggrin.gif biggrin.gif
chemikerin
როგორ გგონიათ ამ კორონას გამო იქნება აქტიურობა არჩევნებზე?
ასფალტი
chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 26th August 2021 - 09:49 PM) *
როგორ გგონიათ ამ კორონას გამო იქნება აქტიურობა არჩევნებზე?



იქნება, ხალხი ძალიან მოწადინებულია ცვლილებებისაკენ
ჰაერზე არ ვლაპარაკობ, მაქვს კონტაქტი ამომრჩევლებთან gathering.gif
chemikerin
ასფალტი

ჰმმ.. არ ვიცი, ბევრი ვინც არის და იყო ცვლილებისკენ მოწადინებული, დავიღალეთ არჩევნებზე ტყუილად ჩანჩალითო unsure.gif
old_man
უკრაინის საზღვრებთან კარგა ხანია რუსეთის დიდი ძალებია კონცენტრირებული, არა მგონია ამას მხოლოდ შესაშინებლად აკეთებდნენ.
ორი წლის ფარგლებში რუსეთ-უკრაინის დიდი ომი გარდაუვალი მგონია. მომწიფებულია უკვე
td.........
საბჭოთა კავშირი იყო რუსეთის იმპერიის გაგრძელება, შეიცვალა ტახტის მემკვიდრე ლენინით. მისი სიკვდილის სემდეგ მემკვიდრეობა სხვა ბელადმა გადაიბარა.. იმპერია არ დანგრეულა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს საკითხი არსად გამქრალა. 2024 წლისთვის პუტინმა დაანონსა იმპერიის აღდგენა... ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს, ესაა და ეს.
რაც შეეხება მიშას ფულის მიცემაზე უკრაინის გადასატრიალებლად, ძალიან მეცინება... smile.gif
ano
ციტატა(old_man @ Dec 7 2021, 01:16 PM) *
უკრაინის საზღვრებთან კარგა ხანია რუსეთის დიდი ძალებია კონცენტრირებული, არა მგონია ამას მხოლოდ შესაშინებლად აკეთებდნენ.
ორი წლის ფარგლებში რუსეთ-უკრაინის დიდი ომი გარდაუვალი მგონია. მომწიფებულია უკვე


ერთი ძველი ვიდეო მინდა გავიხსენო, მოკლედ 2008 წლის ომამდე ვიდეოა რუსული პოლიტიკური ანალიტიკური, სადაც საუბრობენ რომ, ნატო აპირებს საქართველო და უკრაინა მიიღონ ნატოში, მაშინ უკრაინის თემა არც ტრიალებდა, შემდეგი გეგმა არის, რომ საქართველო დაიბრუნებს აფხაზეთს და ერთობლივი ძალებით დაესხმებიან რუსეთს, უკრაინიდან საქართველოდან და რადგან ნატოს წევრი ქვეყნები არიან მთელი ნატოს მხარდაჭერით დააქუცმაცებენ რუსეთს, საქართველო გაიფართოებს ტერიტორიებს ასევე სოჩასაც საქართველოს დაუბრუნებენო, მერე იყო რუკა ნაჩვენები დაწილებად დაშლილი რუსეთის. ..

მერე იყო პოლიტოლოგების მიმოხილვები, ზოგი ამბობდა რომ რუსეთს პარანოია აქვს და ასეთ სცენარებს თვითონ იგონებს, ამ პარანოია გამო იწვევს ამერიკის შეშინებას და იძულებულს ხდის ყველას რომ იყვნენ საომარ მზადყოფნაში, რეალურად კი უბრალოდ ართმანეთის შიშის გამო რომ რომელიმემ ომი არ დაიწყოს დასწრებაზე არიან, არადა არცერთი მხარე მოგებული არ დარჩება.

მოკლედ დაახლოებით ასეთია სიტუაცია.

რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას რადგან მისთვის ეს აღიქმება როგორც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული სამხედრო ნაბიჯი.
ano
ციტატა(td......... @ Dec 7 2021, 10:52 PM) *
საბჭოთა კავშირი იყო რუსეთის იმპერიის გაგრძელება, შეიცვალა ტახტის მემკვიდრე ლენინით. მისი სიკვდილის სემდეგ მემკვიდრეობა სხვა ბელადმა გადაიბარა.. იმპერია არ დანგრეულა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს საკითხი არსად გამქრალა. 2024 წლისთვის პუტინმა დაანონსა იმპერიის აღდგენა... ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს, ესაა და ეს.
რაც შეეხება მიშას ფულის მიცემაზე უკრაინის გადასატრიალებლად, ძალიან მეცინება... smile.gif


იმპერიალისტური იდეებით არიან შეპყრობილი, ძალიან ამბიციები აწუხებთ.

მიშას რაც შეეხება არ გამოვრიცხავ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ძალიან შეშინებული გამოიქცა საქართველოში, პანიკა აშკარად ეტყობოდა, ბევრი შეცდომები დაუშვა, ჯერ ის ტრაილერში ჩაწერილი სელფ ვიდეო და რაღაც სულელური საუბარი რომ გაიტაცეს, მერე ის რომ ლიზაზე დაქორწინდა, უყვარს და გვთხოვს პატივი ვცეთ.. თან საქართველოში მოდის და პოლიტიკაში ერევა, ანუ სრულიად მოულოდნელი, აბსურდული ნაბიჯები, აშკარად ტვინი აქვს არეული, ოღონდ ვერ ვხვდები რა იდეოლოგიას ემსახურება საერთოდ.
td.........
ციტატა(*ANO* @ 8th December 2021 - 01:40 AM) *
ძალიან შეშინებული გამოიქცა საქართველოში, პანიკა აშკარად ეტყობოდა, ბევრი შეცდომები დაუშვა, ჯერ ის ტრაილერში ჩაწერილი სელფ ვიდეო და რაღაც სულელური საუბარი რომ გაიტაცეს, მერე ის რომ ლიზაზე დაქორწინდა, უყვარს და გვთხოვს პატივი ვცეთ.. თან საქართველოში მოდის და პოლიტიკაში ერევა, ანუ სრულიად მოულოდნელი, აბსურდული ნაბიჯები, აშკარად ტვინი აქვს არეული, ოღონდ ვერ ვხვდები რა იდეოლოგიას ემსახურება საერთოდ.


ესეიგი რაც ჩაფიქრებულია სწორად მიდის, თუ ასე აღიქვამს ამ ყველაფერს ხალხი smile.gif
ano
მაინც რაც არ უნდა იყოს არ მინდა ცუდი ვიფიქრო,
ჯერჯერობით რასაც ვფიქრობ არის ის რომ ომი არ მინდა, 90_იანებიდან მოყოლებული, სოხუმის ომი, გაჭირვება, უამრავი საკუთარ კერას მოწყვეტილი ნათესავები, მერე ეს მოულოდნელი აგვისტოს ომი, ისევ ათასი უბედურება, მოკლედ თუ საკუთარი აზრის გამოთქმას რამეს შეცვლა შეუძლია შეწყვიტონ ომობანა.

არ ვიცი პირველი რომელი მხარე დაიწყებს, რა ხდება, რა ვითარებაა, ვინ ორმაგი ჯაშუში და გამყიდველი, ვის რა ეგო ამოძრავებს, უბრალოდ დაფიქრდნენ რამდენ ადამიანს აუბედურებენ, რამდენ ცოდვას იღებენ თავის თავზე
ano
რა ხდება ომის დროს? პირველ რიგში იქმნება კონფლიქტის ზონა, შემდეგ იარაღის ყიდვა გაყიდვა, ბიუჯეტიდან (ხალხის ფულით, ხალხის ნებართვით) ბიუჯეტის დაცარიელება, ვინ მდიდრდება? იარაღის გამყიდველი რომელმაც კლიენტი "იშოვა".
შემდეგი ეტაპი ადამიანთა მსხვერპლი და წავიდა ორგანოებით ვაჭრობა.
შემდეგ მიწების გადანაწილება, უამრავი ლტოლვილი და უსახლკაროდ დარჩენილი გაუბედურებული ადამიანი.
წლების განმავლობაში ფინანსური კრიზისი.

რაც ზუსტად ვიცი ხალხო ჩვენს სასიკეთოდ არასდროს ომი არ იქნება, ისევ ის ერთეულები გამდიდრდებიან ისევ ჩვენს ხარჯზე.
დააფიქსირეთ ყველგან საკუთარი აზრი რომ ომის წინააღმდეგი ხართ, დაწერეთ ფურცელზე რომ მატრიცაში კონკრეტულად დაფიქსირდეს თქვენი აზრი, რომ ომი არ არის თქვენი ნება და სცენარის ასე განვითარების მომხრე არ ხართ, დაწერეთ ფურცელზე რომ გინდათ მშვიდობა ქვეყნებსა და ხალხს შორის, რომ ჩვენ ხალხმა გადავწყვიტეთ ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრება, ასევე რესურსების ხალხის სასიკეთოდ გამოყენება.
ჩვენ დედამიწელებს შეგვიძლია ერთად თანაცხოვრება ომის გარეშე, და გამოსავლის პოვნა ისე რომ გაირკვეს რეალური მიზეზი და მოხდეს ქონების სამართლიანი გადანაწილება ეგოიზმის გარეშე
ano
სამწუხაროა რომ მშვიდობიანად ვერ გადაწყდა უკრაინის პრობლემა,
ძალიან ცუდი, არ ვიცი რა კრიზისი გველოდება,
საქართველომ არ უნდა ჩაერიოს, ჩვენ საკმაოდ მწარე გაკვეთილი გამოვიარეთ, ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარია ორივე მხარემ იცოდა რაც მოხდებოდა, ანუ ევროპულ ამერიკული და რუსეთის პოლიტიკა რასაც უკრაინა ემსხვერპლა.

აგროვებენ უარყოფით ენერგიას უბრალოდ, ომები ეს არის ადამიანთა მსხვერპლშეწირვის გრანდიოზული ცერემონია.

ano
ხალხი უნდა გამოვიდეს მასობრივად ქუჩებში მშვიდობის მოთხოვნით, მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით რუსეთის დიდ ქალაქებში
აი ეს იქნებოდა ყველაზე კარგი პასუხი ომის წინააღმდეგ
ano
ეს ომი უნდა გაჩერდეს, ძალიან დიდ ფინანსურ კრიზისში ჩააგდებს მთელს მსოფლიოს.
ერდოღანის რეალურად უნდოდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, კიევში იყო წასული მერე პუტინს უნდა შეხვედროდა მაგრამ კორონა დადასტურდა და სამწუხაროდ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა. როგორც პოლიტიკოსს ვფიქრობ რომ ერდოღანს შეუძლია ამ მოლაპარაკებების ჩატარება იმიტომ რომ არის ნეიტრალური და არ არის დაინტერესებული არც უკრაინის არც რუსეთის განადგურებით. ასევე როგორც ნატოს წევრი ქვეყანას არ მგონია აწყობდეს ამ ომის გაღრმავება
უნდა მოხდეს კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარება.

მოკლედ სულ ერთია ვინ როგორ რანაირად, უნდა შეწყდეს სისხლისღვრა
Zet
ანო, ძალიან არის გაჯერებული შენი პოსტები რუსული პროპაგანდით,
ეხლა ყველა ბლოკავს ყველაფერს რუსულს, ჩვენც არუნდა ჩამოვრჩეთ და აქაც ყველანაირი რუსულ/ეზოთერული პროპაგანდა დაიბლოკება და წაიშლება.
ano
მე რუსული პროპაგანდისტი არ ვარ, იმ შედეგებს ვხედავ რაც ომს მოყვება.
რატომ დავწერე რომ საქართველო არ უნდა ჩაერიოს? იმიტომ რომ ჯერ ევროპამ უნდა გვიჩვენოს მაგალითი და ისევ იოლად გაძვრომა არ მოინდომოს რაც გაგვიკეთეს 2008 ში.

ano
ახლა რომ ევროპამ და ამერიკამ არაფერი არ გააკეთოს რუსეთი მინიმუმ უკრაინას მთლიანად წაიღებს, და საქართველომ თავი რომ შეაკლას ვერაფერსაც ვერ შეცვლის რეალურად რომ ვთქვათ,
შემდეგ ყველას ზედ მიაყოლებს ვინც ხმას ამოიღებს ნატოს ხსენებაზე.

გულით ვისურვებდი რომ ეს ომი შეჩერებულიყო, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი სურვილია რადგან ვხედავ რა დიდი ტრაგედიაა თითოეული უკრაინელისათვის და არა მარტო.

Zet
შენ ისე მოგაქვს გეგონება ორივე მხარეა დამნაშავე. პუტინს თავის მოსვლის დღიდანვე დაპყრობა უნდა და ეს მხოლოდ მიზეზი იყო რომ ვითომ ნატოში გაერთიანებას მოყვა ეს. ყველაფერი აქვს დაგეგმილი და ასტოლოგიურ რიცხვებსაც კი ამთხვევს.
და სააკაშვილი რომ არა თავის დროზე საქართველო უკვე დაპყრობილი ექნებოდა, ეხლა მაინც დაიპყრობს უკრაინაში თუ გამოუვა, უკვე ამზადებს ჯარს. ცხონვალში ჩამოაყენა ჯარი.
Zet
"აი ეს ტყუილები ყველაფერი გამჟღავნდება, ასევე ის თუ როგორ მოატყუეს ხალხი 91 წელს კავშირის დაშლით, როგორ გაქურდეს, და აგრძელებენ ხალხის ძარცვას...."

აი მაგალითი რუსული პროპაგანდის რომელსაც შენ დებ და რომელიც იწერება რუსეთის სპეც სამსახურების ოფისებში.
Zet
"რაც შეეხება დემოკრატიას ესეც ამათი გაუკუღმართებულია, ხმის მიცემა რიტუალია, თუ ისინი რაიმე სახის ბოროტებას ჩაიდენენ კარმა გადანაწილდება ხალხზე რადგან თავისი ხმა მისცეს და უფლება რომ იბატონონ მათზე,
მოქმედებს კოლექტიური კარმა და ზოგჯერ სხვისი ცოდვები ჩვენ მოგვეკითხება"

აქაც კარგად არის ეზოთერიკა შეზავებული რუსულ ნარატივში, დემოკრატიის წინააღმდეგ. და ეგეთი პასაჟები გაქვს ყველგან.

მალე ჩენელინგი იქნება ალბათ პუტინთან. თუ რა ცუდია ევროპა, ამერიკა და დემოკრატია, და როგორი რეპტილიების ბუდეა :დ
Zet
QUOTE(*ANO* @ 8th December 2021 - 01:40 AM) *
მიშას რაც შეეხება არ გამოვრიცხავ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ძალიან შეშინებული გამოიქცა საქართველოში, პანიკა აშკარად ეტყობოდა
აი ესეც რუსული პროპაგანდაა, და ამის უკან არდევს ლოგიკა. უკრაინიდან გამოიქცა საქართველოში სადაც იცოდა რომ ციხეში ჩასვავდნენ, და თან შეშინებული. ამას მარტო პუტინისტი თუ დაიჯერებს. და ამით არის აჭრელებული რუსული პრესა. ეგეთ ალოგიკურ რაღაცეებს იჯერებს ხალხი.
ano
მიშაზე კონტექსტიდან ამოღებული ფრაგმენტი გაქვს, მაგის წინ მიწერია რუსეთზე ეს
ციტატა(ano @ Dec 8 2021, 02:40 AM) *
იმპერიალისტური იდეებით არიან შეპყრობილი, ძალიან ამბიციები აწუხებთ.

მიშას რაც შეეხება არ გამოვრიცხავ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ძალიან შეშინებული გამოიქცა საქართველოში, პანიკა აშკარად ეტყობოდა, ბევრი შეცდომები დაუშვა, ჯერ ის ტრაილერში ჩაწერილი სელფ ვიდეო და რაღაც სულელური საუბარი რომ გაიტაცეს, მერე ის რომ ლიზაზე დაქორწინდა, უყვარს და გვთხოვს პატივი ვცეთ.. თან საქართველოში მოდის და პოლიტიკაში ერევა, ანუ სრულიად მოულოდნელი, აბსურდული ნაბიჯები, აშკარად ტვინი აქვს არეული, ოღონდ ვერ ვხვდები რა იდეოლოგიას ემსახურება საერთოდ.


მიშაზე სხვა რამეებიც მაქვს აქ დაწერილი და სრულიად ობიექტური ვარ, ბევრი კარგიც გაუკეთებია საქართველოსათვის მაგენიც მიწერია არ ვკარგავ, მაგრამ პოლიტიკოსს ცხელ გულზე გადაწყვეტილებები არ ეპატიება, მას ქვეყნის ბედი აბარია.
მეორეს მხრივ კარგია რომ წამოვიდა უკრაინიდან და ამ ომის პროვოცირება მას არ დაბრალდა, 2008 ში ყველამ მას შეახოცა ხელი,
კარგია რომ საქართველო მთლიანად არ დავკარგეთ.

რაც შეეხება ცინიზმს რომ პუტინზე ჩენელინგს გადავთარგმნი... ამის პასუხია ის რომ, არვიცი რა დავარქვა ადამიანები ხშირად ხვდებიან ქანქარების გავლენაში და წონასწორობას კარგავენ, არაობიექტური აღიქვამ, მე ფორუმს გულწრფელად ბევრი პოსტი ვუთარგმნე, ვაჩუქე, მხოლოდ სუფთა ზრახვებით.


ano
ციტატა(Zet @ Feb 26 2022, 03:47 AM) *
შენ ისე მოგაქვს გეგონება ორივე მხარეა დამნაშავე. პუტინს თავის მოსვლის დღიდანვე დაპყრობა უნდა და ეს მხოლოდ მიზეზი იყო რომ ვითომ ნატოში გაერთიანებას მოყვა ეს. ყველაფერი აქვს დაგეგმილი და ასტოლოგიურ რიცხვებსაც კი ამთხვევს.
და სააკაშვილი რომ არა თავის დროზე საქართველო უკვე დაპყრობილი ექნებოდა, ეხლა მაინც დაიპყრობს უკრაინაში თუ გამოუვა, უკვე ამზადებს ჯარს. ცხონვალში ჩამოაყენა ჯარი.


ამ თარიღთან დაკავშირებით მეც მიწერია რომ იგივე სცენარია რაც იყო 2008.08 რიცხვებს იყენებენ.
ჩინეთსაც აცადეს ოლიმპიადის დამთავრება და დაიწყეს

ორივე მხარეს ვადანაშაულებ ანუ რუსეთს და ევროპა ამერიკის პოლიტიკას კი, მაგრამ არა უკრაინას და საქართველოს
ano
ციტატა(Zet @ Feb 26 2022, 03:54 AM) *
"აი ეს ტყუილები ყველაფერი გამჟღავნდება, ასევე ის თუ როგორ მოატყუეს ხალხი 91 წელს კავშირის დაშლით, როგორ გაქურდეს, და აგრძელებენ ხალხის ძარცვას...."

აი მაგალითი რუსული პროპაგანდის რომელსაც შენ დებ და რომელიც იწერება რუსეთის სპეც სამსახურების ოფისებში.


აქ რა წერია საერთოდ ვერ გავიგე ეს ჩემი ტექსტი არ არის, ან დააციტირე სად ნახე რომ მსგავსი რამ როდესმე დამეწეროს.

თუ იმას ამბობ რომ მიწერია 91 წლიდან გაჭირვებულად ვცხოვრობთ, დაგავიწყდა ალბათ პურს ტალონებით რომ ვყიდულობდით, რუსული პროპაგანდა რა შუაშია?



ano
რეალურად შეხედეთ მოვლენებს, ცივი გონებით, ნუ აყვებით ემოციებს ცხელ გულზე, გააანალიზეთ რა მოყვება რაიმე ნაბიჯს,

1. მე ვამბობ რომ უნდა მოხდეს ხალხის ქუჩებში გამოსვლა და მშვიდობის მოთხოვნა, ომის შეწყვეტა, განსაკუთრებით რუსეთის დიდ ქალაქებში, და ნუ აურევთ ერთმანეთში ძალიან გთხოვთ ჩვენი სახელმწიფოს გადატრიალების და ქაოსში გახვევის აბსურდში.

2. ევროპამ და ამერიკამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, უნდა დაწესდეს რუსეთს ისეთი ეკონომიკური სანქციები რომ სერიოზული ფინანსური დარტყმა მიაყენონ რაც გამოიწვევს ბუნებრივად რუსეთში შიდა პროტესტებს რომ რუსეთს აღარ ქონდეს სხვებთან ომის თავი და თავის პრობლემებს მიხედოს.

საქართველომ არ უნდა აიღოს ზედმეტი თავის თავზე, რომ ისევ ჩვენ არ შეგვახოცონ ხელები!
Zet
QUOTE(*ANO* @ 26th February 2022 - 05:13 AM) *
ორივე მხარეს ვადანაშაულებ ანუ რუსეთს და ევროპა ამერიკის პოლიტიკას კი, მაგრამ არა უკრაინას და საქართველოს
ორივეს მხარე არ არის დამნაშავე, დამნაშავე მხოლოდ რუსეთის მხარეა wink.gif

ცხელ გულზე არ ვამბობ, და ვიცი ამდენი დამხახურება რომ გაქვს ფორმზე, უბრალოდ გადაივსო ფორუმი რუსული პროპაგანდით და ამას ხალხი კითხულობს გუგლში ვარდება როცა რაღაც სიტყვას წერენ, და რატო უნდა იყოს ეს ფორუმი რუსული პროპაგანდის გამტარებელი. შენ ხვალ ან ზეგ თვალები აგეხილება და მიხვდები. მაგრამ სხვები შეიზლება ჩაითრიო რეპტილია პროპაგანდაში და რუსეთის პროპაგანდაში რაც ერთია ფაქტობრივად.
chemikerin
მეჩვენება რო დასავლეთი ცოტა ზოზინებს. უფრო სწრაფი მოქმედებაა უკრაინის დასახმარებლად საჭირო........
ano
ფორუმის დაბადების დღეზე ვთარგმნე ერთი უკრაინელი გოგოს ტაროს გაშლა, იქ საუბარი იყო რომ უკრაინაში დიდი ცვლილებები დაიწყება, რა თქმა უნდა უკრაინას მოუწევს თავიდან მძიმე გამოცდა, მაგრამ ცვლილებების ქარი დაწყებულია.

ახლა მთელი მსოფლიო უნდა დადგეს უკრაინის მხარეს, და დაანახონ ერთიანობის ძალა, უკრაინა ევროპული სახელმწიფოა.

ძალიან სერიოზული სანქციები რუსეთს, ცოტა ხანს ყველამ უნდა გაიჭირვოს და გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, რუსეთის იმპერიალისტური იდეოლოგია უნდა დაინგრეს.
რუსეთის ყველაზე დიდ ქალაქებში დაიწყოს მასობრივი პროტესტები, გააშუქოს მსოფლიო მასმედიებმა რუსეთში მიმდინარე მოვლენები და ყველა ადამიანის უფლების დარღვევა, როდესაც მშვიდობიან აქციაზე მყოფებს აპატიმრებენ, ძალიან აქტიურად დაიწყოს სახალხო უფლება დამცველების ჩარევა, ხალხი არ იმსახურებს ამ გაჭირვებაში ცხოვრებას, ყველამ ერთიანად უნდა მოითხოვოს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, დედამიწაზე დიქტატორების ადგილი არ არის, რუსეთის ქონებას მარტო პუტინი და მისი გარემოცვა არ უნდა ჭამდეს.
დრო დადგა მთელი მსოფლიო დადგეს ერთად და მთელს მსოფლიოში მოითხოვოს მშვიდობა.
შეწყდეს ძმათა მკვლელი ომი.

თუ მთელი მსოფლიო ერთად დადგება ყველა პრობლემა ძალიან მალე გამოსწორდება, რუსეთისთვის და რუსი ხალხისათვის უნდა გაიღოს ევროპის კარი, უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობა.
დიქტატურა უნდა მოშორდეს, ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება თუ გამოიჩენთ მტკიცე ერთობას
old_man
ეს ყველაფერი მალე არ მორჩება
პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი, რეალობას ვეღარ აღიქვამს, შეიძლება ბირთვული ომიც დაიწყოს,
კარგია რომ ყველამ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.ჩვენ კი ვიცოდით ისედაც.
Zet
QUOTE(*ANO* @ 26th February 2022 - 05:21 AM) *
აქ რა წერია საერთოდ ვერ გავიგე ეს ჩემი ტექსტი არ არის, ან დააციტირე სად ნახე რომ მსგავსი რამ როდესმე დამეწეროს.

თუ იმას ამბობ რომ მიწერია 91 წლიდან გაჭირვებულად ვცხოვრობთ, დაგავიწყდა ალბათ პურს ტალონებით რომ ვყიდულობდით, რუსული პროპაგანდა რა შუაშია?
აქ არის ესესერის აღდგენაზე ლაპარაკი, სინანული რომ რუსეთი დაიშალა. ეს შენი ნათარგმნია და ესეთი რუსული პროპაგანდა არის შენს უმეტეს ტექსტებში, მთლიანად სტატიები კარგია რათქმაუნდა მაგრამ როგორც დამატებით ფრაზები ჩადებულია ყველგან. ეგ არის პროპაგანდა როცა იღებენ ტექსტს და მერე პატარ პატარა წინადადებებს ამატებენ. ამ სტატიების მიზანია, ჯერ მკითხველის ნდობა მოიპოვონ და მერე შეიძლება უბრალოდ ერთი წინადადება იყოს, მაგრამ ის წინადადება უკვე ნდობა მოპოვებულ მკითხველის ქვეცნობიერში ადვილად ჯდება. შენ ამას რათქმაუნდა ძალით კი არ აკეთბ ეგ არც გამიელვია თავში, ეს შენდაუნებურად ხდება, შენ კარგის მეტი არაფერი რომ არ გსურს ეგ ისედაც გასაგებია smile.gif
ano
მე ირიბად არაფერს ვწერ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო, და აღარ უნდა აღდგეს, თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება, მე პუტინის პოლიტიკას მივიჩნევ ტირანიად მას აქვს განდიდების მანია.

რაც შეეხება 90 იან წლებს, მგონია რომ ყველაზე დიდი საფასური საქართველომ გადაიხადა და ევროპამ და ამერიკამ არ დაუფასა იმ პერიოდში, სამართლიანობისათვის მოვითხოვ ყველამ გაისარჯოს ისევე როგორც საქართველომ გაისარჯა.
აი მითხარით როგორ უნდა იყოს ეს რუსული პროპაგანდა, მე ვითხოვ რომ ყველამ თანაბრად შეიწუხოს თავი, მეტი არაფერი.

ახლა კი გამოფხიზლდა დავით ევროპა ამერიკა მაგრამ ჩვენ 30 წელია ვითმენთ, ლოგიკურად მეშინია რომ ისევ მიგვატოვებენ როგოც ადრე, ამიტომ გადადგან თვითონ პირველი ნაბიჯი, დააზუსტოთ რუსეთი რომ რეალური სახე მიეცეს ჩვენს ბრძოლას, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები აუცილებლად,
მე ველოდები რომ სოხუმს ისევ დავიბრუნებთ, მაგრამ ცივი გონებით, ისე რომ შეცდომები არ დავუშვათ.

რაც შეეხება მიშას ადამიანურად ვწუხვარ რომ ამ მდგომარეობაშია, თმები სულ გათეთრებული აქვს ნერვიულობით განა ვერ ვხედავ, კიდევ მივცემდი შანსს საქართველოს მეთაურობის მაგრამ მაშინებს მისი ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა.
ცილს არ ვწამებ არაფერში, უბრალოდ მისი ალოგიკური საქციელები მაბნევს.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, უბრალოდ პრაგმატულად აზროვნებს, არ აწუხებს ზედმეტი ამბიციები, და ფიქრობს რომ ქვეყანას არ აქვს შესაფერისი ფინანსური შესაძლებლობები.

გასაგებია დიდი გულის ვართ ქართველები, ძალიან კარგი, მაგრამ ძველ შეცდომებისაგან მგონი ცოტა უფრო წინდახედულება გვმართებს
ano
მეგობრებო ყველაფერის ზედმეტად გამოფენა არ შეიძლება, მე ძალიან დიდ ენერგეტიკულ დარტყმებს ვგრძნობ, იმის გამო რომ პოლიტიკურ პოსტებს ვწერ,

1. ძალიან მიხარია რომ საქართველო ასეთ თანადგომას უჩვენებს უკრაინას, ქართველი ხალხი ნამდვილად გმირია.
2. ჩვენი მთავრობა ეხმარება უკრაინას და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
3. ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, აუცილებლად სოხუმს ❤️

ყველაფერთან ერთად უნდა გავაცნობიეროთ, ომი მიმდინარეობს უამრავი ლტოლვილი იქნება ვინც სახლკარის გარეშე დარჩა და თავშესაფარი დასჭირდებათ.
ყველაფერს თავისი დრო აქვს მოითმინეთ ყველას კარმული წელი აქვს, დამსჯელი წელი არის მოსული, ყველაფერი ძალიან სამართლიანად გადაწყდება, მაგრამ არა ერთ_ორ დღეში
earth
old_man
QUOTE(old_man @ 27th February 2022 - 09:29 PM) *
ეს ყველაფერი მალე არ მორჩება
პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი, რეალობას ვეღარ აღიქვამს, შეიძლება ბირთვული ომიც დაიწყოს,
კარგია რომ ყველამ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.ჩვენ კი ვიცოდით ისედაც.

აი ამის დაწერას ვაპირებდი და დაგიწერია უკვე... ასე რომ +1
ამდენი წლები რაც საქართველოში ხდება, ვერავინ ხედავდა(ვითომ ვერ ხედავდნენ), არ ედარდებათ პაწუა ქვეყანა... აი უკრაინა კი სჭირდებათ.

პუტინს მაგრად აწვებიან და ეს უფრო საშიშს ხდის ურჩხულს. თუმცა მისი ბოლო დამარცხება იქნება, მაგრამ არვიცი რა ფასად.
და კიდევ ვიტყვი,–კარგია რომ მსოფლიომ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.
ano
ევროპამ ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა, მისი საუკეთესო მოკავშირე საქართველო რუსეთის მეძავად აქცია, 2008 წლის ომის შემდეგ სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოვხვდით, იმის მაგივრად რომ ჩვენ დაგვხმარებოდნენ რუსეთთან მილიარდობით ევროს გაგზავნას აგრძელებდნენ, წლები მონსტრს კვებავდნენ.
ქუთაისის საუკეთესო არტილერია რომელმაც 12 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო ოსეთში აი ის სამხედრო ნაწილი დაშალეს და ის დამსახურება საბუთებში არ ჩაიწერეს, შემდეგ სამუშაოებისა დაითხოვეს ეს ხალხი, მადლობის მაგივრად პანღური.

ეხლა მსოფლიო პოლიტიკას შევეხები, აგერ ყარაბაღი დაიბრუნა აზერბაიჯანმა, თურქეთი დაეხმარა, რუსეთმა ხმა არ ამოიღო მისი მოკავშირე სომხები გაყიდა, ევროპას ისევ ძინავს და არ არკვევს ვინ რა მოლაპარაკებებს მართავს.

თურქეთი გერმანიის ერთ დროს საუკეთესო მოკავშირე, რამდენი წელია ახვერებთ ევროკავშირში მიღებაზე, მაგრამ როგორც ყოველთვის ლაპარაკობთ და არაფერს აკეთებთ, ღალატია ეს, თქვენს მოკავშირე თურქეთს წლებია უამრავ სანქციებს უწესებთ, ლირა გაანადგურეთ.
სირიის კონფლიქტშიც მოატყუეთ და იყენებთ, უამრავი ლტოლვილი შეუსიეთ, ჩვენ დაგეხმარებით რამდენიმე მილიონ ევროს ვერ აღირსეთ, სამაგიეროდ რუსულ ოლიგარქებთან ვაჭრობა კარგად იცოდით.

როდის უნდა გამოფხიზლდეთ, უკრაინას ვკარგავთ, რატომ არ აგზავნით ჯარებს, რატომ არ უდგახართ გვერდით, გადადგით ნაბიჯი დაგვანახეთ რომ ისევ შუა გზაზე არ მიგვატოვებთ რუსეთის ხახაში,
თუ არ გამოფხიზლდით ჯერ უკრაინას აიღებს, შემდეგ ჩვენ და თქვენც მოგადგებათ.
თქვენი მოკავშირე თურქეთი თუ არ დააფასეთ მალე ესეც რუსეთის მოკავშირე გახდება სხვა გზას არ უტოვებთ.
zeppelin
ano
QUOTE(*ANO* @ 28th February 2022 - 07:04 AM) *
ლოგიკურად მეშინია რომ ისევ მიგვატოვებენ როგოც ადრე

მიტოვებული ხარ ისედაც. 2008 წელმა დაამტკიცა ეგ. უკრაინასაც მიცეს იარაღი მაგრამ მეტი არაფერი. რეალურად რუსეთის სამხედრო პოტენციალი გაცილებით დიდია. რუსეთთან კიდევ პირდაპირ ომში არავინ ჩაერთვება. პუტინი არის წამსვლელი ატომურ იარაღზე.

ერთი რაშიც დაგვერხმარება დასავლეთი იქნება ჰუმანიტარული დახმარება და შეიძლება ლტოლვილების მიღება. მორჩა
Zet
მიტოვება რას ნიშნავს? smile.gif ვინმეს ვალიაქვს ჩვენთან? ვინც რამეს გვეხმარება ეს არის მათი კეთილი ნება და დიდი მადლიერები უნდა ვიყოთ, ამერიკას პრობლემა რომ შეემთხვას რა ქართველები გავარდებიან დასახმარებლად? ამერიკისთვის და ევროპისთვის საქართველო არის როგორც ჩვენთვის ერთი აფრიკული ქვეყანა მეტი არაფერი. როგორც ჩვენ არ ვიცით აფრიკის რომელიღაც ქვეყანა, ისე არიცოდნენ ამერიკელებმა საქართველოს არსებობა. სააკასვილის დამსახურებაა რომ ვიღაცამ რაღაც გაიგო საქართველოზე საერთოდ.
საქართველო არის ქვეყანა რომელსაც ისიც კი ვერ გაურკვევია, რა ფასეულობები უნდა და ხმას აძლევს რუსეთის ოლიგარქს, რომელიც ჩაძირავს ქვეყანას და რუსეთს შუერთებს.
ეგეც რუსული ნარატივია რომ აი ამერიკა ხომ არ დაგეხმარებათ... გეგონება რუსეთი გეხმარება და ამერიკა არა. ასევე იგივე რუსული პროპაგანდაა რომ ვითომ ამერიკას რაღაც ინტერესებიაქ და მაგიტომ გეხმარება.
რათქმაუნდა კარგია რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტად დაეხმარონ, მაგრამ ეგ მაგათი ვალი არ არის.
და მეორესერთი ადამიანური რესურსით თუ დაეხმარება ევროპა უკრაინას, პუტინს ააქვს მილიონჯერ ნათქვამი რომ ეგრევე ატომურ იარაღს გამოიყენებს, და სად არის გარანტია რომ არ გამოიყენებს, და მთელი პლანეტა საფრთხის ქვეშ იქნება, უკრაინის ომი ტკბილი მოგონება შეიძლება გახდეს იმასთან სედარებით რაც შეიძლება დატრიალდეს.
აქ ერთადერთი გამოსავალი რუსეთის ეკონომიკა ჩაძირონ ბოლომდე და ეგ პროცესი დაწყებულია მაგრამ უფრო მეტია გასაკეთბელი.
და საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდონ უკრაინას და მემგონი მაგას უკვე რაღაცდოზით მიაწოდებენ გუშინ წავიკითხე.

ევროპამ რუსეთი იმიტომ გააბლატავა რომ როდესაც შენთვითონ ცუდის გამკეთებელი არ ხარ გგონია რომ სხვაც არასდროს ცუდს არ გააკეთებს, ანუ მიამიტი ხარ. მაგიტომ არის რომ ძლივს გაიაზრეს რაც ხდება.

ჩემი აზრით უკრაინა ყველაზე უფრო იმსახურებენ კარგად ცხოვრებას და ალბათ ბოლოს მიიღბს კიდეც. რამდენი იბრძოლა უკრაინელმა ხალხმა. ჩვენ არ გვიბრძვია ფაქტიურად სააკაშვილმა იბრძოლა ჩვენს მაგივრად და ქვეყანა ააშენა. და ეგეც არ დავაფასეთ და რავიცი რა მომავალი უნდა ქონდეს საქართველოს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელეთ, თუ რუსეთი არ დაიშლება, საქართველოს მომავალი ეგრე აეწყობა, საქართველო გაივსება რუსებით და ბოლოს შუერთდება რუსეთს. ყოველშემთხვევაში ივანიშვილს და პუტინს ასეთი გეგმა აქვს და რაივიცი აბა.
ano
ორივე მხარეს გადავხედე ინფორმაციებს, ეს ალტინფო არც ვიცოდი რა იყო.

მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემს ანალიზს დავწერ

1. რუსეთზე მინდა ვთქვა, მთელი რუსეთი "გამოჟირინოვსკებულია", რა არის ჟირინოვსკის იდეოლოგია: ომი, ომი და ომი... სიძულვილი, ყველა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდება, უკრაინის ნაწილებად დაშლა, საქართველოს დანაკუწება: სამეგრელოს მისცემს აფხაზეთს, აღმოსავლეთ საქართველოს გაუყოფს აზერბაიჯანს და სომხეთს... ასევე გაიხსნება გზა თურქეთზე ბატონობისათვის კავკასიიდან იმის წყალობით რომ კავკასიის ქვეყნებს ერთმანეთს გადაკიდებს, ანუ სომხეთს დაუპირისპირდება აზერბაიჯანს, ასევე საქართველოშიც მათ მიმართ მტრობას.
ევროპაზე ამბობენ რომ მათი გაზში გადახდილი ევროებით იომებენ და ვერც ვერავინ გაუბედავს წინააღმდეგობას, რადგან ძალიან ბევრი რესურსები აქვთ და ყველა ქვეყანა მათ რესურსებზეა დამოკიდებული, ნავთობი, გაზი, ურანი, ქიმიური ნივთიერებები რითაც აწარმოებენ თანამედროვე ჩიპებს...

2. რუსეთში უნდა გაიაროთ, ხალხს დაელაპარაკოთ და მიხვდეთ რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, ვინც ხმას იღებს აპატიმრებენ, მიმდინარეობს მუდმივი ინფორმაციული პროგრამირება.

ახალი დაწყებული იყო ომი გადავრთე რუსულ საინფორმაციო არხზე, აჩვენებენ როგორ ბრწყინვალედ ასპარეზობენ ოლიმპიადაზე რომ ყველაზე მაგრები არიან, ყველას ჯობიან, ყველაზე მეტი მედლები აქვთ, თან დიქტორი როგორი ტემბრით ლაპარაკობს როგორც კომუნისტების დროს იცოდნენ გამოთქმით ლაპარაკი, მუდმივად აქვთ კომუნისტური განწყობა,
( ბარემ ჟირინოვსკის ქადაგებასაც გავიხსენებ "ჩვენ ყველას უნდა ვაჯობოთ სპორტში, რეკორდები დავამყაროთ, თუნდაც დოპინგები დაგვჭირდეს")

თურქეთს ახლა ჰგონია რომ რუსეთი მისი მოკავშირეა, ამიტომ თანამშრომლობს, მაგრამ მინდა თურქეთს ვუთხრა რომ რუსეთს თვალი აქვს დადგმული თურქულ კურორტებზე, ყველაფერი დროის ამბავია ჯერჯერობით უძრავი ქონების შესყიდვებს დაიწყებენ მერე მიწების მითვისებასაც, იმიტომ რომ ბუნებით გაუმაძღრები არიან, დარწმუნებული იყავით რომ გულზე სკდებიან მისი რომ არ არის ეგ კურორტები.

რატომ არ უნდა ჩაერიოს ვინმე ცხელ ომში? იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაგედიაა ადამიანური მსხვერპლი. (ეს ჩემი აზრია)

რუსეთი მხოლოდ შიგნიდან უნდა გატყდეს, მხოლოდ სწორი ინფორმაციით, მათ ვერ გაიგეს რომ დედამიწა ყველასია და არა მარტო მათი, ეს ერთი ორგანიზმია, თქვენ ვერ განიკვეტებიტ, უბრალოდ სწორი აზროვნება და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა ისწავლოთ, არავიზე უკეთესები არ ხართ.

უნდა დადოთ ფაქტები ვიდეოები ფოტოები რუსულ საინფორმაციოებში თუ რა დღეში ჩააგდეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა განსაკუთრებით ბავშვები იქნებ გამოიღვიძონ და მიხვდნენ რომ ბოროტებას სჩადიან
old_man
ამ ყველაფერზე ვფიქრობდი ცოტა ხნის სულ სხვა კუთხით. როგორც ეგოების ან ეგრეგორების დაპირისპირება
როგორც ადამიანს აქვს ეგო და ცხოვრობს ამ ეგოში მეტწილად (ფიქრები, ემოციები, მოგონებები, უპირატესობის შეგრძნება ან კომპლექსები, ისტორია, მიკუთვნებულობა-რელიგია, რასა, სოციალური კლასი და ა.შ.) ასევეა ქვეყნების ეგო და ურთიერთობა მათ შორის. ერთი ეგო ცდილობს სხვაზე დომინირებას, თავის სიმართლის დამტკიცებას და ასე იქმნება ნებისმიერი კონფლიქტი იქნება ეს ოჯახში, სამსახურში თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ასეა ახლა რუსეთის შემთხვევაში, რომლის ცრუ ეგოს პოზიციას პუტინი გამოხატავს, რომ მე ვარ ველიკაია ძერჟავა, მე ვარ მართალი და სხვებმა უნდა დამიჯერონ.
ყოველი ეგო სულ იმისთვის იბრძვის რომ თავი გადაირჩინოს, დაიცვას და გაფართოვდეს. მას სჭირდება საპირისპირო ფიქრი სხვაზე და ეს სხვები ხშირ შემთხვევაში აღიქმებიან როგორც მტრად ან საფრთხედ.
სულიერი თვალთახედვით ეს ყველაფერი არის დიდი გაუცნობიერებულობა. აქედან გამომდინარე კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ არსებობს ცუდი/ბოროტი ადამიანი ან ქვეყანა და კარგი/კეთილი ადამიანი ან ქვეყანა, ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის გაცნობიერულობის დონეებამდე. ანუ გაუცნობიერებულობა ადამიანურ ენაზე = ბოროტებას. რასაც ახლა ვხედავთ.
earth
პუტინი მართლაც ძალიან საშიშია მთელი დედამიწის მოსახლეობისათვის. ეს დარწმუნებული ვარ კარგად იციან თავისმა მოკავშირეებმაც. ეს არის ფსიქოპათი, რომელსაც არაფერი ესმის. მარტო იმუქრება.
ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ვინმემ თვითშიგნით გაყიდოს და მერე მას შესაბამისი მსჯავრი დაედოს. ეს გაყიდვა კი არ იქნება, არამედ ლოგიკური მოქმედება.
დარწმუნებული ვარ ამაზე მუშაობენ და იმედია აგვაცდინონ ამ გზით მესამე მსოფლიო ომი.
მე ვფიქრობ ისევ რუსი შესძლებს მის დამარცხებას. ვფიქრობ არსებობენ სწორად მოაზროვნე რუსები ამ ეტაპზე. ამას წინათ 700 000 რუსი დაიჭირა ერთ დღეში, რადგან მიტინგი მოუწყეს.
earth
ჰიტლერიც არანორმალური იყო, ფსიქიურად დაავადებული... მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოს ამ ქცევას, რასაც ასეთი ადამიანები სჩადიან.
ამ ეპოქაში ნუთუ მთელი მსოფლიო ვერ შესძლებს ერთი არანორმალურის გაჩერებას?

თუმცა არის ერთი საშიშროება, რომ სხვებსაც აწყობს ეს ამბები, რომ დედამიწა ძალიან დიდი საშიშროებების წინაშეა... ეკოლოგიური მდგომარეობა უკვე გასცდა ყოველგვარ ზღვარს, უკვე დედამიწის შველა სავალალოა, ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ უკვე ყველაფერი გვიანია.
იქნებ გეგმაცაა მოსახლეობის განადგურება და შემცირება, ატომური ომები, ბიოლოგიური ომები (ვინ იცის იქნებ კორონოვირუსიც ბიოლოგიური ომის სახეობა იყო).
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.