Help - Search - Members - Calendar
Full Version: განათლების სისტემა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
past
ადამიანის თხარმა / მისიას ასტროლოგია დაადგენს თუ ვინ მაგას ახლა არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ჩავთვალოთ რომ ვადგენთ და ამაზე ორიენტირებული განათლების სისტემაზე რას იტყვით? ზოგადი განათლებაც დარჩება, მაგრამ 1/3 დრო დაეთმობა თხარმას. ვიცი ეს რომ საზოგადოებას მოსდო ხალხი გამოვა ჰაქსლის საოცარ ახალ სამყაროსავით კასტებად უნდა დაგვყოო და ვიღაც მშობელი გამოვარდება ჩემმა შვილმა ჩემი პროფესია უნდა გააგრძელოსო და შენ არ გაქვს უფლება გადაუწყვიტოო (არადა თვითონ ძალადობს როცა უწყვიტავს). მაგრამ თქვენ ვინც იცით თხარმა / მისიის თემას რომ ინკარნაციამდე ირჩევ და იმაში გამოვლინდები საუკეთესოდ და დანარჩენში სამოსანი იქნები, თქვენ რას ფიქრობთ?
chemikerin
ჩემი აზრით, ვიღაცის ნათქვამის (მაგალითად ასტროლოგის) დაჯერებას, ჯობია ადამიანი თვითონ დაუახლოვდეს საკუთარ მაღალ "მე"-ს და თავისით გადაწყვიტოს. სხვისი მითითებით რაღაცის ბრმად გაკეთება (თუნდაც სწორის), ისე რომ საკუთარ თავს სრულიად არ იცნობ არ არის სწორი, ჩემი აზრით.
past
ეგ იდეალური ვარიანტია მაგრამ ძიება ზოგადად სკოლის ასაკის მერე იწყება და მე სკოლის განათლებაზე მაქვს ლაპარაკი. ნუუ თუ მაძიებლის ასაკი დაიწევს 7-8 წელზე და ეგეთი თაობა წამოვა, არა მატერიალური მაშინ ჰოო.
chemikerin
სკოლის ასაკის ბავშვმა არც უნდა იფიქროს პროფესიაზე, საკუთარ მისიაზე. ეს პირიქით უარეს ეფექტს გამოიწვევს ჩემი აზრით, ბავშობიდანვე რო ჩასჩიჩინებენ ,,იცოდე შენ ეს უნდა გამოხვიდე", ,,შენი მისია ეს არის"... სკოლის ასაკის ბავშვი უნდა დარბოდეს და დახტოდეს biggrin.gif

დიდწილად ისევ არიან ბავშვები მშობლების გავლენების ქვეშ. და რა მნიშვნელობა აქვს მშობლის გავლენას ასტროლოგით თუ ჩაანაცვლებთ. გავლენა მაინც გავლენაა. ჯობია თავისუფლები იყვნენ ადამიანები ამ გადაწყვეტილებებში, ვიდრე ერთი ავტორიტეტი შეუცვალო მეორეთი, მერე მესამეთი...
tikoroma
ასტროლოგიით ცხოვრება ვისაც არ გვინდა, რა ვქნათ
past
ესე კი არ იქნება, როგორც ამ ფილმშია.
https://www.imovies.cc/ka/movies/399652/The-Giver

არავინ არავის დააძალებს. უბრალოდ რჩევის და დახმარების პონტში, რაში გამოვლინდება საუკეთესოდ.
ano
მე მაგალითად შევცვლიდი ბევრ რამეს, ისე დჰარმის შესახებ არაფერი ვიცი საინტერესოა, ხოლო მისიას რაც შეეხება ვფიქრობ რომ ყველას თავისი მისია და გეგმა აქვს და მერე აქ ურევენ
past
QUOTE(ano @ Nov 20 2020, 01:06 AM) *
მე მაგალითად შევცვლიდი ბევრ რამეს, ისე დჰარმის შესახებ არაფერი ვიცი საინტერესოა, ხოლო მისიას რაც შეეხება ვფიქრობ რომ ყველას თავისი მისია და გეგმა აქვს და მერე აქ ურევენ


იცი როგორ, აი ინტერნეტში რომ ვნახულობ სტატისტიკას სამსახურით კმაყოფილი სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, ძირითადად 50-60%, მაგრამ აქ ხომ ნაწილი კმაყოფილი ხელფასით იქნება.
აი ესეთი გამოკითხვა რომ იყოს რომ რა შემოსავალზეც ოცნებობ იმდენს რომ გჩუქნიდნენ ყოველთვიურად, შეიცვლიდი პროფესიას?
და აქ ხომ გასაგებია როგორი ხალხი არ შეიცვლიდა: და ვინჩი, ტესლა, ჩაიკოვსკო, მესი. ანუ ისინი, ვინ თავისი თავი იპოვა, აუცილებელი არაა სულიერი გზა, ვინც თავის სფეროში გარღვევა გააკეთა, ამინდი შეცვალა.
ახლა წარმოიდგინე მოსახლეობის 80% რომ ტესლას დონის იყოს თავის პროფესიაში რა სოციუმი იქნება.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.