Help - Search - Members - Calendar
Full Version: სტიქიები სხეულში
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება
jarmen
ორგანიზმში სტიქიური ენერგიების ბალანსი, ჯანმრთელობის და ენერგეტიკული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფიზიკური სხეული შედგება წყლისგან, სუნთქავს ჰაერს, იკვებება მიწით და ცეცხლით, იღებს ეთერულ ენერგიას. ამ სტიქიების ბალანსზე ანუ ჯანსაღ მდგომარეობაზე დამოკიდბეულია ორგანიზმის ფუნქციონირება. შესაბამისად ნებისმიერი ბუნებრივი დაავადება უნდა განვიხილოთ როგორც ბალანსის დარღვევა, რაც შეეხება არაბუნებრივ ანუ ხელოვნური ჩარევით გამოწვეულ დაავადებებს ფართო საკითხია და მხოლოდ სტიქიური ბალანსით არ შემოიფარგლება.
კლასიკურად 5 სტიქია, ეთერი(აკაშა), ცეცხლი(აგნი), წყალი(ჯალ), ჰაერი(ვაიუ), მიწა(პრიშვი). დაოიზმში არის ორი განსხვავებული სტიწია, ხე და მეტალი, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს რომ ეს სტიქიები რეალურად საბაზისო სტიქიებისგანაა ნაწარმოები, ხე, წყალი და მიწა, მეტალი ცეცხლი და მიწა. დასავლეთში გვხვდება სინათლის და წყვდიადის სტიქიები, თუმცა ესეც განიხილება ეთერის ორ სხვა და სხვა პოლუსად ანდაც თითოეული ელემენტის დესტრუქციულ და კონსტრუქციულ გამოვლინებებს.
უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ მესაუბრა რაიმე სახის აქტიურ პრაქტიკებზე, თუმცა ფქვენგან ძალიან მაინტერესებს როგორ ურთიერთობთ სტიქიებთან არა მხოლოდ გარეთ არამედ სხეულში. ჩემი მხრივ რეკომენდაციას გავუწევდი, რომ მოგვესმინა ჩვენი ორგანიზმისთვის, გვესვა სუფთა და ოთახის ტემპერატურის წყალი, მიგვეღო, ბუნებრივი ცხიმი (კარაქი, ერბო), გვესუნთქა ღრმად დ მშვიდად და კვებისთვის გამოგვეყენებინა მსუბუქი ბოსტნეული და ხილი.
tikoroma
აქტიური პრაქტიკები მქონია დაოსურ ხუთ სტიქიასთან მედიტაციების საშულებით
ასე მატერიალურად მიმეღო - წყალი, ერბო -არ მიფიქრია
jarmen
ხო რეალურად ბევრ სწავლებაშია მსგავსი მომენტები, დაოისტებსაც ხომ გაქვთ გაცნობიერებული კვების პრაქტიკა, იგივე ვარიანტია პროსტა მუსტავ მანდ საკვებს.
brevalo
მართალია. ადამიანი არის სტიქიების წარმოებული. თუმცა ადამიანები მიჩვეულები არიან მაინც სინთეტიკური ანუ გადამუშავებული სტიქიებით იკვებონ. სინთეტიური სტიქიები კი ადამიანურ სამყაროშია. ასევე საკვების სახით იღებენ მიწის ენერგიას. ცეცხლის ენერგიას ნახულობენ ადამიანების ეთერულ სხეულში ანუ შეხებებში, წყლის ენერგიას ნახულობენ ადამიანის ემოციებში და ა.შ.

სტიქიების წმინდა სახით მხოლოდ უშუალოდ სტიქიებშია, რომელშიც ბევრად დიდი ენერგიას ნახავთ, ვიდრე გადამუშავებულ ადამიანურ სივრცეში.

საკმარისია მხოლოდ წახვიდეთ ბუნებაში, პარკში ან ტყეში, სადაც ბევრი ხეა და მხოლოდ იჯექით, არაფერი აკეთოთ. როდესაც ტვინი და სხეული დაისვენებს სტიქიები ნელ-ნელა თავისით დაიწყებენ შემოსვლას თქვენში. თუმცა ეგ მინიმუმია. მაგრამ დაწყებისთვის კარგია. სტიქიებზე მუშაობა ცალკე დიდი თემაა.
OMG
QUOTE(tikoroma @ Dec 13 2020, 03:37 PM) *
აქტიური პრაქტიკები მქონია დაოსურ ხუთ სტიქიასთან მედიტაციების საშულებით
ასე მატერიალურად მიმეღო - წყალი, ერბო -არ მიფიქრია

სალამი, შეგიძლია პრაქტია აღწერო ხუთი სტიქიის? ანუ რა პრაქტიკული სავარჯიშოებია?
OMG
QUOTE(OMG @ Dec 15 2020, 11:21 PM) *
სალამი, შეგიძლია პრაქტიკა აღწერო ხუთი სტიქიის? ანუ რა პრაქტიკული სავარჯიშოებია?

tikoroma
არა ზეპირად არ ვიცი, გიდირებულ მედიტაციებს ვაკეთებდი
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.