Help - Search - Members - Calendar
Full Version: ჩემი პრაქტიკა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები
lsd
გამარჯობა, პირველ რიგში მოგესალმებით ჩემი პირველი პოსტია ამ საიტზე და მიხარია რომ არსებობს ასეთი ფორუმი სადაც ბევრი მაძიებელი არის გაერთიანებული
ახლა მინდა ჩემზე და ჩემს პრაქტიკაზე გითხრათ
არც თუ ისე დიდი დროა გასული რაც მედიტაციის დაპრაქტიკება დავიწყე (1.5 წელი) და ამ დროის განმავლობაში ბევრი თუ არა რამდენიმე მედიტაცია მაინც ვცადე. ჯერ იყო სუნთქვაზე კონცენტრაციით დავიწყე, მერე იყო სიტყვაზე ან წინადადებაზე კონცენტრაციით, ამის შემდეგ საათის ხმაზე კონცენტრაციით, მაგრამ თითქოს შედეგს ვერცერთი მეთოდით ვერ ვიღებდი. თავიდან 10 წუთით დავიწყე და ნელ-ნელა ვუმატებდი, მაგრამ სულ ერთი სული მქონდა ხოლმე ტაიმერს მალე დაერეკა და ასევთქვათ ვერ ვახერხებდი ღრმად გასვლას, ამ ბოლო დროს კი ასეთი მეთოდი აღმოვავინე : მედიტაციის დროს არ ვცდილობ ან რაიმეზე ფიქრს ან კონცენტრაციას უბრალოდ მივყვები დინებას, ნუ რა თქმა უნდა მომდის აზრები თავში (სხვათაშორის ძალიან ცოტა) მაგრამ თითქოს როგორც მოდის ისევე ქრება და ხშირშემთხვევაში ისე ხდება რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ ფიქრის იმდენად დაბალი ვიბრაციები აქვს და რაც ყველაზე მთავარია ამ მედიტაციის დროს მართლაც მშვიდად ვგრძნობ თავს არც მალე დამთავრებაზე მეფიქრება და არც ჩემ თავთან ვაიგივებ ამ ფიქრებს (ისე ხდებს თითქოს ჩემი არ არის, ოღონდ ძალდაუტანებლად)
ხოდა ჩემი კითხვა რას შეეხება მაინტერესებს არსებობს მედიტაციის ასეთი მეთოდი? და შესაძლებელია კი ამ მედიტაციით იმ სიმაღლეებზე ასვლა რასაც ჭეშმარიტება ჰქვია?
JC_cupidgirl.gif
brevalo
QUOTE(lsd @ Jan 18 2021, 03:11 AM) *

ჩემი აზრით ფორუმიდან ამის კითხვას აზრი არ აქვს, რადგან ყველა ადამიანის ცნობიერება განსხვავებულია. ჯობია შენთვითონ ეძებო. სულ ეძებე (ფილმებში, წიგნებში, იუთუბ ვიდეოებში და ა.შ.), არ გაჩერდე და ბოლოს აუცილებლად იპოვნი. ისეთ რამეს იპოვნი, რაც შენს ცნობიერებაზე იქნება მორგებული. ოღონდ საჭიროა საბაზისო ცოდნა გქონდეს ადამიანის ცნობიერების სტრუქტურის.
lsd
brevalo
მადლობა გამოხმაურებისთვის
jarmen
გამარჯობა ელსიდი, საინტერესო რაღაც დაწერე, ბევრი ზოგადი კითქვაა და არ ვიცი ზოგადი კომენტარი უნდა დავუწერო ამას თუ კონკრეტული, თუმცა შეგრძნება მაქვს რომ კონკეტულ პასუხებს ელი, ვალდებული ვარ ზოგადად ვისაუბრო.
1. ჭეშმარიტია ყველაფერი.
2. ჭეშმარიტებამდე მისვლის გზა ცნობიერებაშია.
3. მედიტაცია ზოგადი ტერმინია, რომელდსაც უამრავი სხვა და სხვა შედეგის პრაქტიკის აღმნიშვნელად გამოიყენებენ. საქმე კი იმაშია, რომ ინდივიდუალურია, ვიღაც შეიძლება ჭეშმარიტებამდე მუსიკოსების საუბრის მოსმენით მივიდეს, ვიღაც შეიძლება ორ წლიანი მედიტაციით, ვიღაც მწვანილის გაყიდვით, რა გითხრა რით გაგახარო?
:/
ano
ჩემი აზრით მედიტაცია არის საკუთარი თავის, მეს მოსმენა, ამიტომ ყოველთვის შეიძლება ადამიანი იყოს მედიტაციაში, არსებობს უამრავი მეთოდი და ყველა მათგანი არის გზა რომ შეძლო გაწონასწორება, რომ გაარჩიო და მიხვდე ყველა ფიქრი რომელიც მოდის არის როგორც ტალღები, ნელნელა ტალღები წყნარდება და უკვე გესმის ჭეშმარიტი მეს ხმა,
მედიტაციის დროს სპეციალურად რამეზე ფიქრს არ იწყებ არამედ ფიქრები თავისთავად მოდიან და უბრალოდ აკვირდები.

რაც შეეხება კონცენტრაციის, სუნთქვის, მანტრის პრაქტიკებს, ყველა საბოლოოდ მიდის იქამდე რომ ბოლოს ყველაფერი ჩერდება და არანაირი მეთოდი აღარაა საჭირო როცა ჭეშმარიტებაზე მიხვალ,

რაც შეეხება ჯდომის პოზას, ესეც მეთოდია რომ სწრაფად მიხვიდე მიზნამდე, რომ ხერხემალი გასწორდეს, ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს, და ავიდეს ზემოთ, რომ მოიხსნას ხერხემალზე არსებული ბლოკები, ან ასე ვთქვათ ასტრალური პარაზიტები რომლების ხმაურშიც ვკარგავთ კავშირს საკუთარ მესთან
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.