Help - Search - Members - Calendar
Full Version: იყო და არა იყო რა..
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2
SixthSense
მოგესალმებით მეგობრებო smile.gif დავიწყებ იმით რომ ახალი ვარ და თემა თუ უადგილო ადგილას გავხსენი მომიტევეთ JC_cupidgirl.gif

ეს თემა ეხება რეალურ ამბებს და მომენტებს საკუთარი გამოციდლებიდან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება თქვენი აზრი შეიძლება დახმარებადაც მივიღო smile.gif

პ.ს რასაც აქ დავწერ ამ თემაზე ცხოვრებაში ოჯახის წევრების გარდა ღრმად არავისთან მისაუბრია არამც თუ აქ ზოგადად ინტერნეტში...

სქესი მამრი...

ბავშობის მოგონებებით დავიწყებ, 4-5 წლის ასაკში როდესაც თვალევს ვხუჭავდი, ვხედავთი უამრავ თვალებს რომლებიც მიყურებდნენ და ეს იყო უამრავი ადამიანის თვალები...ასევე მაგ დროს როდესაც ლაპრაკის დროს ცოტა ხმამაღლა დავილაპრაკებდი ჩემი ხმა ექოსავით ჩამესმოდა გინდ ოთახებიდან გინდ ციდან... ნელ ნელა ვიზრდებოდი როგორც ყველა მოზარდი მარა ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი.. იყო მომენტი ერთხელ სადღაც 7 წლის ასაკში ღამით ცას შევხედე რაღაცაზე გაბრაზებულმა და უეცრად თითქოს წამის მეასედში ცა გაქრა, აი როგორი წარმოსადგენია იცით თითქოს ერთი საფეხურით დაბლა დაიწია ცამო. ეს რაღაც კიდევ განმეორდა უკვე წლების მერე ერთხელ და მაშინაც აღელვებულზე... ერთხელ სადღაც 10 წლის ასაკში ზღვაზე გავიპარე ცურვა არ ვიცოდი, წყალში რომ შევედი მოხდა ისე რომ ღრმა წყალში აღმოვჩნდი და ფაქტიურად ვიხრჩვებოდი.. ვცდილობდი წყლიდან ამოსვლას მაგრამ უშედეგოდ და უცბად მივხვდი რომ უკვე ვკვდებოდი და დამეუფლა ისეთი შეგრძნება არ იყო ეს შიში, უფრო გული ამიჩუყდა ძაან რომ ამ სამყაროს ვტოებდი და იმ მომენტში ვფიქრობდი საკუთარ დედაზე და პატარა ძმაზე რომ მათ ვეღარ ვნახავ და უეცრად ჩემს წინ გადაიშალა ჩემი მთელი განვლილი ცხოვრება კადრებად თითქოს ვიდეო გადაახვიოვო და გონება დავკარგე.. სად მოვხვდი მიჭირს აღწერა ალბათ ეს უფრო გავდა უსასრულო არაფერს ან არ ყოფნას.. და მოვდივარ გონზე და მიკეთებენ ხელოვნურ სუნთქვას.. მომაბრუნეს იმ კვეყნიერებიდან smile.gif ეს ამბავი სახში არ მითქვამს, განვაგრძე ბავშური ცხოვრება, ზრდა სკოლა ინსტიტუტი..

ბავშობიდან ყოველთვის მჯეროდა შემოქმედის არსებობის უბრალოდ მწამდა ამის, მიუხედავად იმისა რომ რელიგიურად არ ვცხოვრობდი და არც ვეცნობოდი... 16 წლის ასაკში კი გადავწყვიტე გავცნობოდი სახარებას ბიბლიას ძველ აღთქმას... საკმაოდ ღრმად ჩავუჯექი ღამეებიც კი გავათენე მის კითხვაში და აზრის გამოტანაში მარა რამოდენიმე გვერდს ვერ გავცდი და ბევრიც ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ თავიდან იყო სიტყვა JC_cupidgirl.gif ერთ დილასაც როდესაც უნდა წამეკითხა ისევ, შინაგანი ხმა ჩამესმა რომ ჯერ ეკლესიაში ავსულიყავი, მეც არ დავაყოვნე ავედი სანთელი ავანთე და ვატყობ ჩემს თავს რომ ვარ ძალიან აფორიაქებული და მივედი მოძღვართან მაშინვე და გავუმხილე რომ ვკითხულობ ძველ აღთქმას და ასეთი რამ მითხრა შვილო მე 10 წელია ვკითხულობ და ჯერ ნორმალურად არ ვიცი მანდ რა წერიაო და შენთვის ჯერ ძალიან ადრეაო, გავითვალისწინე მისი აზრი წამოვედი სახში მარა შინაგანად ეს აფორიაქება გარდაიქმნა რაღაც ბედნიერებად... დავანებე ბიბლის კითხვას თავი და 2 დღის შემდეგ მოხდა ესეთი რამ, ზამთარია ქუჩაში გავედი გზაზე მიმავალს გონებაში ვგრძნობ რომ ვიღაცა მელაპარაკება, და რაღაც მითითებებს მაძლევს რომლის გარკვევა მიჭირს, და მეუფლება შეგრძნება რომ თითქოს დრო გაჩერდა და სამყარო ხელში მიჭირავს ვგრძნობ უსაზღვრო ბედნიერებას, რაღაც არაამქვეყნიური განცდები დამეუფლა ასევე ვერ ვგრძნობ სიცივეს დავბრუნდი სახში და ჩემებმა შემატყვეს რომ უცნაურად ვიქცეოდი ამ უცნაურბოის პირველი გამომჟღავნება იყო ის რომ გახურებულ ფეჩზე ხელები დავადე და ვერც ტკივილს ვგრძნობდი არც ხელი დამეწვა...და ვლაპარაკობდი ისეთ რაღაცეებზე რაზეც აზრი ვერ გამოქონდათ თან ყველა კითვაზე მქონდა პასუხი აი ყველაფერზე... გამოიძახეს სასცრაფო და თავი ფსიქიატრიულში მიკრეს.. იქ დავყავი გარკვეული პერიოდი, ბევრი ადამიანი გავიცანი ბევრი რამე ვისწავლე და ჩემს რეალურ მესაც დავუბრუნდი, ყველაფერი თითქოს თავის ადგილას იყო.. განვაგრძე ცხოვრება მარა მიუხედავად ამისა ნაკლებად ვცხოვრობდი რელიგიურად და ცოტას ვლოცულობდი. პარარელურად ცხოვრებაშიც ბევრ შეცდომებს ვუშვებდი რაც კარმის სახით უარყოფითად მიბრუნდებოდა ყოველდღიურობაში... წავედი ევროპაში საცხოვრებლად ბევრი საინტერესო რამე ვნახე იქ და ბევრ რამესაც გავეცანი.. აქვე ავღნიშნავ იმასაც რომ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მიყვარს ექსპერიმენტები სხვადასხვა საკითხებში... ერთ დღეს იქაც იგივე განმეორდა ფაქიუტურად რეალობის აღქმა დავკარგე, დავიწყე გამოგონილ ენაზე ლაპარაკი და ერთ მომენტში ცაშიც კი ავიწიე ამ ყველაფერს ხედავდა ოჯახის წევრები და რამოდენიმე სხვა პიროვნება... ვგრძნობდი უსაზღვრო ძალას მახსოვს დასტურად რეშოტკები მოვგლიჯე ხელით მაგრამ აგრესიული ვინმეს მიმართ არ ვიყავი, ასევე მეგონა ან ველაპრაკებოდი კიდეც მიცვალებულებს, ასევე თითქოს მესმოდა ცხოველების თუ მწერების ენაც, სახლიდან გავიქეცი და ქალაქში დავბოდიალობდი, დაღლილმა უკვე ღამე იყო ერთ ერთ პარკში მივედი და ძალიან მინდოდა დაძინება რომ ჩამთვლიმა ცოტა სკამზე, უეცრად ჩემს გარშემო რაღაც ხმას ვგრძნობ და თვალები გავახილე, რას ვხედავ ჩემს გარშემო დაახლოებით 30 ამდე კატა დამტრიალებდა თუ მეტი არა.. იმ წამსე დავბრუნდი სახში ღამეა მარა მაინც ვატყობ რომ უცნაურობა ხდება ჩემს თავს და ვერ ვაკონტროლებ ამ ყველაფერს.. სახში მისვლისას ექიმს დაურეკეს და მაშინაც თავი ფსიქიატრიულში მიკრეს და ათასი წამლებით გამჟღენთეს, იქაც დავყავი გარკვეული პერიოდი და იქ ყოფნის დროს შემეძლო კაშკაშა მზისთვის ისე მეყურებინა რომ თვალები არ დამეხამხამებინა.. სხვა უცნაუროებიც ბევრი იყო.. გამომწერეს იქიდანაც დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას გავიდა მას მერე 2 წელი და ერთ დღეს ძღვის პირას ვიყავი და პიქრებში გარინდებული ცაში ღრუბლებს შევცქეროდი, უეცრად ამ ღუბლებმა ჩემი ყურადღება ძალიან მიიპყრო რადგან მკაფიოდ დაიწყო ფორმების შეცვლა და მიიღო ქერუბიმების ფორმა ეზეკიელსაც აქვს თავის გამოცხადეაში ნანახი ზუსტად მათ ვხედავდი და მაშინაც ავიწიე ცაში.. აი ამათზე მაქვს საუბარი https://ibb.co/K96qMQ4 ამ ყველაფერს ვხედავდი ცაში მანადმე ეზეკიელის შესახებ და მის გამოცხადებაზე აზე არ ვიყავი მერე მოვიძიე... და მახსოვს რომ ტელეპატიურად ველაპარაკებოდი მარა დიალოგი არ მახსოვს სამწუხაროდ.. ზუსტად 4 თვის თავზე ამ ყველაფრის მერე, ბებო გამიხდა ცუდად ინსულტი მიიღო და ლოგინად ჩავარდა, ძალიან ცუდად იყო და დღეებს ვითვლიდით, საერთოდ არ ლაპრაკობდა მომენტებში რომ დააპირებდა ლაპრაკს აზრი ვერ გამოვგქონდა რისი გადმოცემა უნდოდა თითქოს ვიღაც ამის საშუალებას არ აძლევდა მარა მახსოვს 3 კაცზე მელაპრაკებოდა, ერთხელ მოახერხა და მითხრა ბებო რო იცოდე 3 კაციაო... მეც მყავს 3 კაცი ნანახი ოღონდ მე სიზმარში, თითქოსდა ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი და საზვერეების მსგავსად კიბე კიბე ჩავდიოდი დაბლა და აღმოვჩნდი ბნელ ოთახში სადაც ერთი სანთელი ენთო და ამ სანთელთან მჯდომარე 3 კაცი დამხვდა რომლებმაც ესეთი კითხვა დამისვევს " რა არის ცხოვრებაო " ჩემი პასუხი კი იყო " ყველაფერი და არაფერი თქო" და გამომეღვიძა.. ზუსტად 6 თვე ებრძოლებოდა სიცოცხლეს ბებო და ამ პერიოდში ერთ დღეს დანაღვლიანებული ერთ ერთ წყნარ პარკში გავედი ძალიან ლამაზი ადგილია გმირების სასაფლაოა და იქ აღმართულია დიდი მარმარილოს ჯვარი და მათი სასაფლაოები მორთულია თეთრი ჟვრებით.. გარშემო კი სულ მდელოა და დიდი ნაძვები დგას მოკლედ წყნარი ადგილია.. დავჯექი იქ მდელოზე და ფიქრებმა წამიღო და უეცრად ჩემს წინ 2 მეტრში ცა გაიხსნა ეს იყო ძალიან კაშკაშა სინათლე აი როგორც სვარკის და იქიდან გამოვიდა სინათლიდან ქრისტე და ჩემს წინ აღიმართა მას ეცვა შავი სუდარა და მარცხენა ხელში ეჭირა ბიბლია ხოლო სახის ერთი მხარე ქონდა გაბრაზებული და თვალი ცოტათუ გადიდებული მეორე მხარე კი მშვიდი... კარგად მახსოვს რმ გავათვიცნობიერე იმ მომენტში ვინ იყო და ეს ამ ყველაფერს ცხადში ვხედავდი მომიცვა უსაძღვრო ბედნიერებამ თითქოს ყველაფრისგან დაცული, ყველაფერი ცუდი გაქრა და ვგრძნობდი ნეტარებას და არ მინდოდა ეს ყველაფერი მორჩენილიყო და უცბად ეს შეგრძნება გარდაიქმნა ძალიან ცუდ შეგრზნებაშში დამეუფლა საშინელი სიკვდილის შეგრძნება შიში აი ვერ ავხწერ და ვიგრძენი საშინელი მიწის სუნი თითქოს მიწა ხარ და მიწად იქცევიო.. მახსოვს რომ ისიც ტელეპატიურად მელაპრაკებოდა და საუბარი არც ეხლა მახსოვს.. და უეცრად ისევ სინათლეში შევიდა და გაქრა..ეგრევე სახში მივედი და დედაჩემის ფიქრები მესმოდა რამოდენიმე წუთი... მოვუყევი რაც ვნახე... ზუსტად ამ სახით არც ეს ხატი მქონდა ნანახი.. ეს ხატი არის 3 საუკუნეში ბიზანტიის ერთ ერთ მონასტერში დახატული

მას მერე 2 წელი გავიდა ამ 2 წელიწადში დავიწყე ფიქრი სულიერ განვითარებაზე მარა არა რელიგიურად ან ეკლესიურად უფრო აღმოსავლურ სწავლებებს მივყვები მედიტაციებს და ასე შემდეგ... ზოგჯერ მართმადიდებლურ ლოცვებსაც ვამბობ.. მარა ბოლო 6-7 თვეა ასეთ უცნაურობასთან მაქვს საქმე კიდე.. თითქოს რაღაცა დამყვება გამუდმებით ჩემოს გარშემო გარეთ თუ სახში რაღაც სფეროს მაგვარი ბურთულა აინთება ჩაქვრება და ვხედავ მოძრავ ჩრდილებს ოთახში პარერულარ ვგრძნობ რომ რაღაცა მეხება ხან თმებზე ხან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე... ეს შეგრძნება გავს აი შიშველ კანზე ნიავი რომ დაგიბერავს და უკვე ძალიან გახშირდა ეს ყველაფერი... ასტრალშიც ვიმოგზაურე რამოდენიმეჯერ და ტუნელშიც აღმოვჩენილვარ სინათლისკენ მიმავალი და იქაური არსებებიც მინახია.. არის კიდე რაღაცეები რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ ჯერ ეს მინდა გავარკვიო რა ხდება ღირს ამაზე ვინმეს სერიოზულად მივმართო?

ჩემი თხოვნა იქნება არ იღადაოთ და საინტერესო იქნება თქვენი აზრიც..

პ.ს ცხოვრება ყველაფერია და არაფერი l_sunny.gif




earth
SixthSense

welcomeani.gif


წავიკითხე შენი ეს პოსტი და ძალიან ახლოს გიგრძენი გულთან. არვივიცი რა გრძნობაა ეს, მაგრამ ვფიქრობ რაც დაწერე შენი გულიდან მოდიოდა.
სამწუხარო ფაქტია, რომ ფსიქიატრიულში მოგიწია ყოფნა და ამდენი წამლების მიღება.
ერთი შეკითხვა გამიჩნდა, არ შეგიძლია როცა ასეთი მომენტები გიდგება შენი ქცევები აკონტროლო? არ შეგიძლია დამალო შენს გარშემო ხალხისაგან, რომ ისევ არ მოგიხდეს მსგავსი რამ? რომ არ მოგიხდეს ფსიქიატრიულში წასვლა?

აქ ყველას რაღაც ისეთი გვაქვს, ისეთი ცოდნა, რაც სხვებს სიგიჟედ მიაჩნიათ, მაგრამ ვიცით ჩვენი გონებისა და ქცევების კონტროლი. ესაა უმთავრესი, ისწავლო შენი თავის კონტროლი.

რა ძალაც არ უნდა იყოს შენს გარეთ, რასაც არ უნდა ხედავდე და გრძნობდე, შენში არაფერი შეუშვა, შენ ხარ უმთავრესი გახსოვდეს.

კიდევ გეტყვი ისწავლე შენი გრძნობებისა და ქცევების კონტროლი kiss1.gif wub.gif
old_man
ამ ფორუმზე იყო ერთი პიროვნება ვინც აღწერდა მსგავს გამოცდილებებს. შეცვლილი ცნობიერების მომენტებში გრძნობდა დიდ ძალებს, წინასწარ იცოდა რას კითხავდნენ და ა.შ.
შენ თვითონ უნდა გამოიკვლიო ეს ყველაფერი, მით უმეტეს როგორც მივხვდი გაქვს შემეცნების სურვილი. უბრალოდ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩვენს მღვდლებს და ექიმებს არ უნდა ჩაუგდო თავი ხელში, გონზე არ არიან რასთან აქვთ საქმე.
რაღაცეები მაინტერესებს, როცა ამ ძალებს გრძნობდი, შენს მე-ზე (პიროვნებაზე) კონტროლს რამდენად კარგავდი?
თუ გექნება სურვილი პმ-ში მომწერე დაბადების თარიღი, მინდა შენს ასტროლოგიურ რუკას ჩავხედო.
SixthSense
მადლობა გამოხმაურებისათივს smile.gif

Earth

ზუსტად რომ ეგ მკლავს შინაგანად რომ გიჟად ჩამთვალეს, ეს ყველაფერი არ არის არც ილუზია და არც ჰალუცინაცია ამაში ვარ ყველანარიად დარწმუნებული, და ახსნასაც ვერ უძებნიან ექიმები.. მოძღვართან ჯერ ამაზე არ მისაუბრია და ვფიქრობ გადავდგა თუ არა ეს ნაბიჯი.. მაქსიმალურად შევეცადე ის ემოცია გადმომეცა რასაც ვგრძნობ ხოლმე... ადრე სართოდ ვერ ვაკონტორლებდი საკუთარ თავს როცა მაგ მდგომარეობაში შევდიოდი.. მარა ბოლო პერიოდია უკვე დამკვირვებელი გავხდი ანუ ვცდილობ დავაკვირდე საკუთარ თავს ქმედებებს აზრებს და ხილვებს.. თან შიშიც საერთოდ არ მაქვს ეს მეხმარება ამაში.. ბევრი შიში მაქვს დაძლეული ბევრ საკითხში.. იყო ერთხელ მომენტი როცა სუიციდი ვცადე რომ ვერ ვაკონტროლებდი თავს ორი დიდი რკინის მავთული ავიღე ლოტოსის ფოზაში დავჯექი და შევყავი დენში ხელები და სხეულში ვიგრძენი როგორ დაიარა კორპუსის დენმა.. ხელებს არ ვუშვებდი თან არც ვკვდებოდი და ასე გავიმეორე 3 ჯერ და როგორც ხედავთ ცოცხალი ვარ... მინდა რომ ამ ჩემს ხილვებს და ყველაფერს რაღაც მიმართულება მივცე სასიკეთოდ არ მინდა ფუჭად გამოვიდეს ბოლოს აშკარაა ღმერთს რაღაცა უნდა ჩემგან და ჯერ ვერ დამიდგენია გარდა იმისა რომ რაღაცა უნდა შევცვალო.. რა მიმართულებით წავიდე მიჭირს ძალიან თან ხმამაღლაც არ მინდა ამაზე ლაპარაკი მათან ვისაც არ ესმით ეს ყველაფერი.. ძალიან მინდა რამე მეთოდიკა ან ვარჯიში თუ არსებობს რომ მეხსიერება დავიბრუნო თორე ბევრი რამე დამავიწყდა რაც ხილვებს ეხება მინდა ის დიალოგიც გავიხსენო რაც ქრისტესთან მქონდა და ამათთან

მართალი ხარ ერთჰ რაც არ უნდა იყოს არ მინდა მივცე იმის საშუალება რომ კონტროლზე ამიყვანოს მარა უკვე ვატყობ რომ უკან აღარ იხევს თან არც ვიცი რა არის, ოთახში ნივთებზე გახმაურებით მელაპრაკება და დასტურს მაძლევს ხოლმე ზოგჯერ როცა რაიმე ეჭვის ქვეშ მაქვს პასუხი.. თან ზოგჯერ შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ ჩემს შიგნით ვიღაცააა ან რაღაცა საკუთარი სხეულიც კი მელაპარაკება ( არ იღადაოთ და არც მელანდება და ოჯახსაც ვერ ვეუნები ამას )

ორჯერ მქონდა მომენტი რომ დავწექი ლოგინზე და ავტომატურად გავითიშე გულის წასვლას გავდა ( ადრე არ მომსვლია ) და აღმოვჩნდი ტუნელში სინათლე ჩანდა ბოლოსკენ და როცა ამ სინათლეს მივუახლოვდი ჩემგან მარცხნივ ჰაერში მოფარფატე შავი არსება გამოვიდა რომელიც შავ კვამლს უფრო გავდა და მხოლოდ თვალები უჩანდა ცეცხლით სავსე...ძალიან მძაფრი შეგრძნება მქონდა მის დანახვისას და მივხვდი რაც ხდებოდა ჩემს თავს და ვერ ვეწინააღდეგებოდი გონზეც ვერ მოვდიოდი და უეცრად ხმა ჩამესმა იცოცხლეო და გამოვფხიზლდი...

სხვა რაღაცეებიც არის ნელ ნელა აღვიდგენ ყველაფერს და შეძლებისდაგვარად გადმოვცემ..

old man
საინტერესო მაგ ადამიანის მოსმენაც და რას ხედავს იმის გაგებაც და გააზრებაც არის სადმე თემა რომ გადავხედო??

სულ არ ვკარგავ კონტროლს გარკვეულწილად ვგრძობ რომ ვიღაც შემოდის მაგ დროს შეიძლება დავჯდე და ისეთი რამე ამოვხსნა რაც შეუძლებლად მოეჩვენოს ადამიანს. შიში საერთოდ ქრება მაგ მომენტში უფრო ისეთი განცდა მეუფლება რომ " მე ყველაფერს შევძლებ " იყო მომენტი როცა სოფელში მამაჩემს ძაღლი ყავდა და ამ ძაღლთან ისეთი ავი იყო ვერავინ მიდიოდა ყველას ერჩოდა იმ მმდგომარეობაში გავბედე მივედი ამ ძაღლთან და ჩავეხუთე და ვეფერებოდი ძაღლმაც მომენტალურად შეცვალა ჩემდამი დამოკიდებულება და თამაში დამიწყო...


საინტერესო იქნება ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი ასტროლოგიური რუკა smile.gif
SixthSense
ძალიან მინდა აღვიდგინო მეხსიერება და ყველა ის სურათი რაც ვნახე და სასარგებლოდ გამოვიყენო... ვცდილობ ზოგჯერ გონება დავძაბო ცნობიერად იმ მდგომარებოაში გადავიდე და გავიხსენო ხოლმე, ზოგჯერ რაღაცეებს ვიხსენებ მარა პარარეულურად თუ არის რამე ვარჯიში ან მეთოდიკა მეხსიერების აღსადგენად ძალიან წამადგება smile.gif

მოკლედ ჩამოვწერ აქ რაც მახსენდება და როგორც ვიყავი... აქვე მინდა ავღნიშნო ისიც რომ ეს ყველაფერი ხდება საღ გონებაზე არანაირი სიმთვრალის თუ რაიმე ზემოქმედების ქვეშ...

1. ერთხელ სასეირნოდ ძღვის პირას წავედი ხმელთაშუა ძღვაზე, და ვხედავ ძღვას როგორი მტკნარი და კამკამა წყალივით სუფთაა, საერთოდ არ ირხეოდა თითქოს უძრავად გაჩერდა და შინაგანად ვგრძნობდი როგორ მიხმობდა წყალი რომ მასზე გამევლო, თითქოს ძღვა მელაპრაკებოდა... (მარა შინაგან თავდაუჯერებლობამ ვერ გადამადგმებინა ერთი ნაბიჯიც კი.. ეხლა ვნანობ რომ ვერ გავბედე)

2. ერთხელ მეგობრები ქუჩაში ვიყავით და წვიმა დაიწყო მახსოვს მხოლოდ ესენი სველდებოდნენ მე ერთი წვეთიც არ მეცემოდა თითქოს თავზე ქოლგა მქონდა გადაფარებული..

3. ერთხელ დაძინებისას უკვე ძილსა და ღვიძილს შორის მყოფმა ვხედავ ცაში ტახტზე მჯდომარე ჩემგან მარცხნივ იესოს რომელსაც ეცვა ლურჯი სამოსი და მარჯვენა ფეხი ქონდა მარცხენაზე გადადებული.. და მის გვერძე ჩემგან მარცხნივ ასევე მჯდომარე არსებას სახე არ უჩანდა სავარაუდოდ მამრობითი სქესის მთლიანი სხეული ქონდა დამწვარი და მარცხენა ფეხი ქონდა გადადებული მარჯვენაზე და თითქოს იესოს ზურგს აქცევდა ""სავარაუდოდ ეშმაკი"" ერთმანეთის გვერდი გვერდ იჯდნენ... მახსოვს აქ დიალოგი არ შემდგარა უბრალოდ მათ ვუყურებდი.. მარა აქ რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება როგორც ჩანს დიდი დატვირთვა აქვს ფეხი ფეხზე გადადებას ორივეს მხრიდან თან ჩემგან მარჯვნივ და ჩემგან მარცხნივ

4. ასევე ასეთი რამ დამემართა მიჭირს ამის ახსნაც ეს რა იყო ან რაც გავაკეთე.. ბუნებაში ვიყავი მიდნორზე წამოწოლილი ცას შევცქეროდი, ფიქრებში გართული, თვალი გამიშტერდა და ვხედავ ცაში როგორ მოძრაობენ N რაოდენობით თეთრი და შავი წერტილები უფრო სფეროს მაგვარი ბურთულები რომლებიც ერთმანეთან კონტაქტში არ შედიან უბრალოდ ძალიან სწრაფად მოძრაობენ ყველა მიმართულებით, როგორც კი ყურადღება გავამახვილე მათ მიმართ და დავფიქრდი გონებაში ეს რა იყო, თითქოს დაწყნარდნენ და სისწრაფე შეანელეს, მახსოვს ეს შავი ბურთულები აღვიქვი როგორც ნეგატიურად რახამ შავი იყო და გონებით შევეცადე 2 თეთრი წერთილი/ბურთულა მიმემართებინა შავისკენ, ასეც მოხდა უცბად 2 თეთრი წერტილი დაეჯახა ერთ შავ წერტილს და ფაქტიურად გაანადგურა გააქრო საერთოდ... ამან გამოიწვია უზარმაზარი თეთრი ღრუბლის შექმნა რომელიც აღქმით თავის ფორმას გავდა, უფრო ლომის ხახას და უზარმაზარი შავი ხვრელი ჩანდა პირის მაგივრად და მის მოპირდაპირედ ვხედავ ასევე ღრუბლებისგან წარმოიქმნა ადამიანის ჩონჩხი სკილეტი რომელიც ამ თავისკენ მიემართებოდა და შიგ ამ ხახაში უნდა შესულიყო... დამეფულა შეგრძნება რომ ეს ჩონჩხი მე ვიყავი მთელი არსებით ვგრძნობდი ამას და რაღაცაც უნდოდა რომ შთავეთანთქე და ამან შინაგანი პანიკა მომიცვა და დავიწყე სხვა რამეზე ფიქრი, ყურადღებაც სხვა რამეზე გავამახვილე და გაქრა ყველაფერი...

5. კაშაკაშა მზეს ისე შევცქეროდი რომ თვალებსაც კი არ ვახამხაბედი და მზის გვერძე 2 ჯერ დავინახე რაღაც არსება რომელის გვერძე ასეთივე არსება იდგა ოღონდ ბავშვი და ხელი ქონდა ჩაკიდებული...

6. ასევე ზოგ ადამიანს რომ შევხედავდი ვხეავდი მის ანარეკლს ოღონდ გამჭვირვალეს მზის სხივის ფერს..

7. კიდევ მხვდებონენ ადამიანები რომეთა თვალები არ იყო ჩვეულებრივი ეს უფრო ნიანგის ან სხვა გველის თვალებს გავდა...

8. უკვე რომ ზოგ რამეს ახსნას ვერ ვუძებნიდი და ძალიან დიდი დისკომფორტს ქმნიდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში.. გადავედი საცხოვრებლად მარტო, და შევეცადე ამ ყველაფრს სერიოზულად დავკვირვებოდი ფაქტიურად ვა ბანკზე წავედი.. დავიწყე სულიერი ვარჯიშები, საერთოდ ამოვიღე კვების რაციონიდან ხორცი კვერცხი სხვა რაღაცეებიც, + ვინარჩუნებდი სექსუალურ ენერგიას.. ვჭამდი ასევე ბევრ თაფლს, ასევე დავყავი 5 თვე.. 6 თვეს უკვე ისე ვიყავი რომ კარგად მახსოვს შევეცადე საერთოდ არანაირი საკვები მიმეღო მხოლოდ თაფლი და მოხდა ესეთი რამ საერთოდ გამიქრა შიმშილის შეგრძნება ან წყლის დალევის სურვილი, რამოდენიმე დღე ასეც გავატარე არაფერი მიმიღია და ენერგიის დაცლას ან დასუსტებას ვერ ვგრძნობდი საერთოდ პირიქით მოზღვავებას ...უბრალოდ მოხდა ისეთი რამ რომ საერთოდ შემეცვალა მსოფმხედელობა, აზრები და დამოკიდებულება სულ სხვანაირი ბევრი რამის მიმართ.. იმ მომენტში.. პარარელურად ვცდილობდი შემესწავლა ჩემი თავი და ვაკვირდებოდი თუ რა მემართებოდა...

9. ვიძინებდი ცოტას და ვაკვირდებოდი აზრების დაბადებას მათ მიმდინარებოას და ფიქრებს..და უეცრად ერთ დღესაც ვგრძნობ რომ ვიღაცა შემოდის კიდევ ჩემში და ფაქტიურად მელაპრაკება ეს არ იყო ჩემი ქვეცნობიერი "ME" ეს ვიღაცა ფაქტიურად ყველაფერზე მაძლევდა პასუხს სანაცვლოდ არაფერს მთხოვდა, მხოლოდ ჩემს ცნობისმოყვარეობას მიკმაყოფილებდა.. ერთხელ დავაპირე პირდაპირ ჩავწდომოდი "სიკვდილის რაობას" თუ რა იყო ის და შინაგანი განწყობა შევიქმენი ისეთი რომ საერთოდ არ მეშინია მისი.. და ნახეთ რა ხდება უეცრად კედელზე ისახება აჩრდილივით რაღაცა რომელიც გონებით მელაპრაკება და მოძრაობს და მეუნება რომ მას შეუძლია შემაშინოს და სწორედ რომ ის არის ის სიკვდილი რის ჩაწვდომაც მე მინდოდა.. მე უკან არ ვიხევ და ვუმტკიცებ რომ მე მისი არ მეშინია და ის ჩემი შეშინებით ვერაფერს მიიღებს ანუ ვცდილობ მისგან ინფორმაციის მოპოვებას.. და უცბად ვხედავ ესეთ რამეებს ვიზულაურად როგორ მოვარდნენ რაღაცეები და ფაქტიურად ცდილობნენ ჩემს შეშინებას და მაჩვნებდნენ ვიზუალურად როგორც ანაწევრებდნენ ჩემს სხეულს მარა ამ ყველაფერს ვხედავდი თვალებ დახუჭული, და ფიზკური ტკივილის განცდა არ მქონია.. ეს რომ გადავლახე და ასე თუ ისე დავძლიე შეძლებისდაგვარად ეს შიში..

10. ამის მერე ამ ვიღაცასთან კონტაქტით მინდა ჩავწვდე სამყაროს დასაბამს ან თუ როგორაა მოწყობილი ყველაფერი ან საიდან მოვდივარ.. შეძლებისდაგვარად შევეცადე ფიქრები და აზრების წარმომავლობა შემეჩერებინა და გამომივიდა კიდეც და ამას მოყვა ასეთი რამ ჩემს წინ გადაიშალა სურათი არის უსასრულობა და ამ უსასრულობაში ვხედავ მოცეკვავე არსებას რომელიც თითქოს ხატავდა რაღაცას თავისი ცეკვით თუ მოზრაობით თითქოს ქმნიდა რაღაცას ძალიან სწრაფად .. ასევე დავინახე დეენემის 1 ლი ნაწილი ეს იყო შავი.. ეს არ მაკმაყოფილებდა და უფრო ღრმად მინდოდა წასლა. ვხედავ ასევე კოსმოსის მაგვარ უსასრულობას პლანეტების და გალაქტიების გარეშე და მაგრამ აქ ჰაერში უკვე მკაფიოდ ვხედავ ადამიანის მსგავს პიროვნებებს რომლის გარშემო ცეცხლიც კი იყო ისინი ჰაერში დაფარფატებდნენ ერთგვარ მცველებს გავდნენ და შემდეგ კადრი გადადის გოგონაზე რომელსაც თითქოს გული ამოაცალეს, ამ გოგოზე გავამახვილე დიდი ყურადღება და ამ გოგოს რაობას მინდოდა ჩავწდომოდი და ეს გოგო უცბად გარდაიქმნა და რაღაც არსებად ეს არ იყო ადამიანი მარა ფორმა ადამიანის ქონდა, ფერი წითელი ორი რქა.. და ჰაერში იდგა ამ უსასრულო კოსმოსში და კაგრად მახსოვს 2 Yin და Yan ეჭირა ხელში ბურთულების მსგავსად" .. მახსოვს დავაპირე იმის იქით გასვულიყავი მარა საშინელ დაღლას ვგრძნობდი გონებრივად და ენერგიის დაცლას ასევე ვეღარ ვუძლებდი და გავითიშე ავტომატურად.. სავარაუდოდ ეს გოგონა იყო ლილითი..

jarmen
გამარჯობა მეგობარო, საინტერესო გამოცდილება აღწერე მაგას სხვა მდგომარეობიდან ხედვას ვუწოდებთ. საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანის საკუთარ თავს მკაფიოდ აიდენტიფიცირებს საკუთარ აზროვნებასთან, გონებასთან, ფიქრებთან, მდგომარეობის შეცვლის მომენტში გრძნობს მკვეთრ ცვლილებას განსაკუთრებით ამ შრეზე, რადგან მკაფიო მდგომარეობებს ახასიათებს მკვეთრი ცნობიერების ასე ვთქვათ გადაწევა, შეიძლება ეს ყველაფერი ესეც აღწერონ "თითქოს სხვა პიროვნება ვიყავი", საქმე კი იმაშია რომ სხვა ცნობიერების თანდასწრების ქვეშ იყო და უბრალოდ მომავალი რამდნეიმე დღეც კი შეიძლება გაყვეს შეცვლილი ცნობიერების სიმპტომები, იშვიათია მსგავსი გამოცდილების მერე ისევ იგივე დარჩე რაც მანამდე იყავი. რადგან დადებითი შეგრძნებები აღწერე უნდა ჩავთვალოთ, რომ შენთვის რეზონანსული ვინმეს/რაიმეს თანდასწრებასთან გქონდა საქმე.
კითხვა მას შემდეგ შევწყვიტე რაც ივედი ფსიქიატრიულის ამბებამდე, საქმე იმაშია რომ ზოგადად ეზოთერული სფერო, და ყველა ის სფერო რომელიც მაგიური სწავლებიდან გამომდინარეობს, ფაქტობრივი ფსიქიკური დაზიანების მაღალი რისკ ჯგუფები არიან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ამ სფეროში, მიიღო ფსიქიკური დაზიანება საკმაოდ ხშირია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფსიქიკიდან მოდის ყველაძირითადი სასიცოცხლო ასპექტი, საკმაოდ დიდი საფასური დევს სასწორზე, ამიტომ დაფიქრდი კარგად გიღირს თუ არა ამ სფეროში გზის გარძელება ასე....

მადლობა ურთიერთობისთვის: პატივისცემით Jarmen
Zet
მგრძნობიარობა გაქვს აწეული, ეგეთი ბევრია უბრალოდ ყველა მალავს, შენ ეტყობა ძალიან გაქვს აწეული. ყველაფერი რაც ხდება ყველას გარშემოა უბრალოდ ჩვენ ვისაც ნორმალური გძნობიარობაგვაქვს ამას ვერ ვხდევათ და არ ვაქცევთ ყურადღებას, და შენ ყველაფერს აღიქვამ ეტყობა, რაღაც ვარჯიშებია სპეციალური და მგრძნობიარობას აგდებს დაბლა, მე არ ვიცი რა ვარჯიშებია შეიძლება ინტერნეტში იყოს.

ბოლომდე არ წამიკითხია შენი პოსტი და ძირითადათ დაბალ ასტრალთან გაქვს სულ შეხება.
წყალში როცა იხრჩობოდი, მაშინ შენ ფაქტიურად დაიხრჩვი, ჩაირთო მექანიზმი, როდესაც ადამიანი კვდება მთელი ცხოვრება არის ჩაწერილი მის ტვინში ფილმივით და ამ ფილმის გადაწერა ხდება ფიზიკური ტვინიდან ასტრალუ სხეულის პროცესორში, უკანა სვილთ იწერება და პაუზდება ცხოვრების დასაწყისში, როგორც ფილმი რომ გადაახვიო, მაგის მერე მექანიზმი გიზიდავს და დიდი სიჩქარით გადაყავხარ ასტრალურ სამყაროს "მისაღებში" და მაგდროს ხედავ ტუნელებს, ტუნელი იმიტომრომ უბრალოდ მიქრიხარ და ტუნელად გეჩვენება. შენ უკან ალბათ შენმა გიდმა მოგაბრუნა ანუ მოგისწრო. აი მეორე ვარიანთშიც მაგან ჩაგყვირა ალბათ იცოცხლე და გამოფხიზლდიო.

რაც შეეხება არსებებს რომლებსაც ხედავდი და გაშინებდნენ, ეგენი დაბალი ასტრალის მაცხოვრებლები არიან და არიან ორი სახის, ანუ ორი ძირითადი რასაა, ერთი რასა არის უფრო უწყინარები უბრალოდ ადამიანის ემოციებით იკვებებიან, შიში მაგათვის არის როგორც სიგნალი, მაგრამ თვითონ არ პროვოცირებენ რომ შენგან ენერგია აიღონ. მეორე რასა არის უფრო გაიძვერა მათ შეუძლიათ მიიღონ ის სახე რაც უნდათ და მთელი სცენები დაგიდგან, რისიც შენ გეშინია იმ სახით მოგევლინონ და უამრავი მეთოდები აქვთ როგორ გამოგტყუონ ენერგია. ამ ორი რასის გარდა კიდევ სხვა არსებებიც არიან ზოგადათ დედამიწაზე მაგრამ გაცილებით ცოტანი ამათან შედარებით.

ამის გარდა შეხება გაქვს სხვადასხვა ასტრალური სხეულების ფრაგმენტებთან რომლებიც მოწყვეტილები არიან თავიან ძირითად ადამიანის თუ არსების სხეულებს, დაბოდიალობენ დაბალ ასტრალში და თუ ნახავენ ვინმეს მსგავსი მონაცემებით გონიათ თავიანთი ძირითადი სხეული და ინერგებიან მის აურაში, ავტომატურად მოქმედებენ, ანუ თვითონ სულერები არ არიან და მოწყვეტილები არიან სხვა ადამიანის თუ არსებიბს ასტრალურ სხეულს, და ის ადამიანი რასაც გრძნობს შენთან გადმოდის ნაწილობრივ და შენ გგონია რომ ეს შენი აზრებია. მემგონი კარგად ვერ ავხსენი მაგრამ დიდი თემაა ეს ძალიან.

ასევე გაქვს შეხება სხვადასხვა იმფორმაციულ ველებთან (ეგრეგორებთან) ნუ ესეც დიდი თემაა.

ხილვებს რაც შეეხება, ადამიანი აღიქვამს ასტრალურ სამყაროს იმ სახით რაც უდევს მის ქვეცნობიერ ბაზაში, წარმოიდგინე რომ შენ შედიხარ ფიზიკის კაბინეთში და ამდროს შენ ფიზიკის აზრზე არ ხარ. მოგიახლოვდა ფიზიკის მასწავლებელი და გაწვდის კოლბას, შენ კოლბა არასდროს არ გინახია და ქვეცნობერ ბაზაში ის არარის, მაშინ შენი ქვეცნობიერი ნახავს ყველაზე უფრო რაც გავს კოლბას და იმ სახით მიაწვდის შენ ტვინს, ანუ შენ ამ კოლბას მაგალითად დაიხნავს როგორც სანთელი იმიომტომრ ყველაზე მიმზგავსებული ქვეცნობერმა ეს ჩათვალა. ასევე ფიზიკის მასწავლებელი შენ არასდროს არ გინახია ამიტომ შენ ქვეცნობერში ის ნახავს რაიმე პერსონაჟს რომელიც ყველაზე ახლოსარის ფიზკის მასწავლებელთან და შენ მას ისე დაინახავ და ასე შემდეგ. ყველა ეს ეგრეთ წოდებული ხილვები სადაც ხალხი სულ ვიღაც პერსონაჯებს ხედავენ ამით არის გამოწვეული, ამის გარდა თვითონ არსება რომელიც გელაპარაკება შეუძლია შენ დაგენახოს იმ სახით რითიც ჩათვლის საჭიროს. მაგალითად თუ უნდა რომ შენ რამე ინფორმაცია მოგაწოდოს და უნდა რომ შენთვის ეს ინფორმაცია დამაჯერებელი იყოს, ის აირჩევს შენთვის ავტორიტეტულ პიროვნებას მაგალიტად თუ ქრისიანი ხარ აირჩევს პერსონაჟს ამ რელიგიიდან...

მაგრამ შენი მიზანი რა არის? აღარ გინდა რომ ეს ხდებოდეს თუ გინდა რომ ასტრალი იკვლიო თუ რა?
SixthSense
Jarmen zet, ჩემი თხოვნა იქნება აზრის დაფიქსირების შემთხვევაში სრულად გადაიკითხოთ პოსტები რადგან ეს არ ეხება მხოლოდ ასტრალურ მხარეს, და დაბალვიბრაციულ არსებებს, აქ არის საუბარია უნარებზეც რომელიც ჩემდა დამოუკიდებლად ვლინდება და კონტროლს არ ექვემდებარება ზოგჯერ.. angelchik.gif ასევე ვატყობ ბოლო პერიოდია რომ სერიოზული დისბალანსი მაქვს ჩაკრებზე
Zet
SixthSense

უნარებს და ჩაკრებს რაც ეხება, შენ გიაქტიურდება ზედა ორი ჩაკრა, ეს არის თავის შუაში და თავს ზედა ბოლო წერტილში. ეს არის პროცესორები რომელშიც ჩაწერილია პროგრამები, რომელი გაგრძნობინებს იმ მაღალ ფარდოვან შეგრძნებებს, მაგალითად სამყაროსთან ერთიანობა ან დიდი ბედნიერება, გასხივოსნება და ასეშემდეგ. ეს ორი ჩაკრა ყველას ააქვს უბრალოდ ყველას არ უაქტიურდება იმიტომრომ ეს ჩაკრები მუშაობენ დიდ დენზე და ყველა ესეთ დიდ დენს ვერ უძლებს, შეიძლება ან გაგიჟდეს ან დაიწვას ფიზიკურად. რამდენად აქვს სხეული ამისთვის მზად მაგაზეა დამოკიდებული. გიდს ააქვს ეს კონტროლზე აყვანილი, ანუ რომ არ დაზიანდე. შენ ეს თავისუფლად გიაკტიურდება შედარებით მაღალი ვიბრაციის სხეული გაქვს.

შენ გიწერია რომ გინდა სამყარო შეიცნო და რომელ სამყაროზეა ლაპარაკი? რა სფერო გინდა შეიცნო. იმ სამყაროს შეცნობა გინდა რასაც დაბალ ასტრალს ეძახიან? მე ასტრალის სპეციალისტი არ ვარ მაგრამ რამდენადაც მე ვიცი რასაც შენ ყვები ეს ასტრალური სამყაროს დეკორაციები შეიძლება დავარქვათ რომელსაც შენ აღიქვამ შენებურად იმ პრიციპიდან გამომდინარე რაც წინა პოსტში მიწერია.
თუ ზოგადათ სამყაროს კანონზომიერება გინდა ისწავლო ეგ კიდევ სხვა თემაა? ანუ მიმართულებები ძალიან ბევრია, და სხვა მაგას მგონია რომ ვერ გირჩევს. თუ ყველაზე ავტორიტეტული რჩევა გინდა რა გზით იარო დაძინების წინ შეგიძლია თხოვო გიდს რომ ინფორმაცია მოგაწოდოს რა გზით სიარული ჯობია შენთვის და დილით მოგივა პასუხი.
SixthSense
Zet პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ახლოს მიიტანე ჩემი გამოცდილება, მდგომარეობა და არ დაიშურე რჩევა დარიგება angel1.gif

ეხლა რას შეეხება ყველაფერ ამას..

ყველაზე მთავარი პირველ რიგში რისგანაც მინდა რომ განვთავისუფლდე ეს არის დაბალი ასტრალური არსებებისგან, რადგან უკვე ფიზიკურ პლანზე გადმოვიდნენ და ვატყობ როგორ ისრუტავენ ჩემს ენერგიას. შიში არ მაქვს მათ მიმართ უბრალოდ ძალიან დიდ დისკომფორტს ვგრძნობ შინაგანად და ფიზიკურადაც, ასევე საკვებს რომ ვიღებ ვგრძნობ ორგანიზმში მომენტალურად როგორ იწყებს გადამუშავებას.. ანუ ასწრაფებული ტემპით...

+ მეხსიერების აღდგენა რადგან თითქმის ინფორმაციის 60% დამავიწყდა..

ასვე მინდა დავადგინო რომელი ჩაკრების დისბალანსი მაქვს, ჩემი ვარაუდით მგონი ყველა უკვე sad.gif ამავდროულად ძალიან ადვილად მეხსნება მესამე თვალი ანუ აჟნა, ზოგჯერ ისე იხსნება როცა მე არ მინდა, ესეც მინდა იმ დონეზე მივიყვანო რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნას როცა მე მოვისურვებ..
პლიუს ამას ვგრძნობ ბოლო პერიოდია ძალიან ბევრი უსარგებლო აზრების და ფიქრების შემოდინებას.. ესეც მიშლის ყოველდღიურობაში და კონცენტრაციაში.
სამყაროს შეცნობა არ მინდა ესე მომენტალურად, ყველაფერი თავისით მოხდება ცხოვრების დინებასთან ერთად... ჩემი აზრით არ მოიძებნება დღეს დღეობით ისეთი ადამიანი ვინც ეს სრულიად შეძლო..
რაც შეეხება სამყაროსთან ერთიანობას და დიდ ბედნიერებას ასევე გახსხივოსნებას ეს გარკვეულწილად გამოვცადე მარა მცირე ხნით და მინდა ავღნიშნო რომ ნეტარებაა.. კარგი იქნებოდა ეს მცირე ხანი უფრო დიდ ხანს გაგრძელებულიყო smile.gif
რაც შეეხება უნარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მინდა განნვავითარო და ვმართო როცა უკვე შინაგან ბალანს მივახწევ ვიცი რომ შემიძლია ეს.. რადგან ამის გარეშე ვგრძნობ რომ პირიქით უარყოფითად აისახება ჩემზე და პირიქით ზიანს მაყენებს... როგორიც იყო მაგალითად წყალზე გავლა, ან ლევიტაცია ან თუნდაც ის რომ წვიმა არ მაწვიმს ან ტკივილს რომ ვერ ვგრძნობ, და არის სხვა რაღაცეებიც რასაც მოგვიანებით ავღნიშნავ..

ხოლო რაც შეეხება იმას რომ ქრისტე სინათლიდან გამოვიდა და ჩემს წინ აღიმართა და გონებით მელაპარაკებოდა და მოძრაობდა, ამაში ვარ დარწმუნებული რომ ეს არ იყო ასტრალური მხარე ეს იყო ცხადი. მარა ისიც ვიცი რომ არც ის იყო, ფიზიკურად უფრო ეთერული მხარე ქონდა მას..

პ.ს გიდი ახსენე აქ რომელ გიდზეა საუბარი ? ევროპაში ცხოვრების დროს მყავდა გურუს მაგვარი პიროვნება რომელიც მეხმარებოდა რაღაცების გარკვევაში მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყო და ვეღარ მეხმარება..
Zet
QUOTE(SixthSense @ 25th January 2021 - 04:00 PM) *
ხოლო რაც შეეხება იმას რომ ქრისტე სინათლიდან გამოვიდა და ჩემს წინ აღიმართა და გონებით მელაპარაკებოდა და მოძრაობდა, ამაში ვარ დარწმუნებული რომ ეს არ იყო ასტრალური მხარე ეს იყო ცხადი. მარა ისიც ვიცი რომ არც ის იყო, ფიზიკურად უფრო ეთერული მხარე ქონდა მას..

შენ ალბათ იესოს გულისხმობ და ეს რომ მართლა იესო ყოფილიყო გამორიცხული ნამდივილად არარის, იესოს და სინათლის არსებებს დაბალ ასტრალში აქვთ გახსნილი სასწავლებლები, აშრამები.
მე იმიტომ დავეჭვდი რომ შენ სცენა ახსენე სადაც გვერძე ეშმაკი ეჯდაო და ეს უკვე ასტრალური ხრიკებია.

თუ არ გინდა რომ არაფერი ნეგატიური არ გეხებოდეს მაშინ ალბათ სიყვარულის მედიტაცია უნდა გააკეთო, იმეორო უბრალოდ მიყვარხარ მიყვარხარ.... და გადმოხვალ ნათელ მხარეზე, ეხლა საპირისპირო ძალების გავლენის ქვეშხარ ნუ ჩემი გადმოსახედიდან რათქმაუნდა.

გიდი (მფარველი ანგელოზი) ყავს ყველა ადამიანს, კონტრაკტი გაქვს მასთან და ის გიწევს ტექნიკურ დახმარებას ასტრალის ზედა მხარეებიდან. თავისი ასტრალური კომპიუტერიდან.

("ასტრალურ კომპიუტერ"ს მე ვეძახი. დედამიწაზე ის ცნობილია როგოროც მატრიცა, აკაშის ქრონიკები, ხელოვნური ინტელექტი და ასეშემდეგ.)
Zet
თუ კონკრეტული მასწავლებელი გჭირდება არის ესეთი პიროვნება ოლმეკი, რომელიც ამ და კიდე ბევრი რამის სპეციალისტია, და შეგიძლია მაგას მიაკითხო.
SixthSense
QUOTE(Zet @ Jan 25 2021, 05:21 PM) *
შენ ალბათ იესოს გულისხმობ და ეს რომ მართლა იესო ყოფილიყო გამორიცხული ნამდივილად არარის, იესოს და სინათლის არსებებს დაბალ ასტრალში აქვთ გახსნილი სასწავლებლები, აშრამები.
მე იმიტომ დავეჭვდი რომ შენ სცენა ახსენე სადაც გვერძე ეშმაკი ეჯდაო და ეს უკვე ასტრალური ხრიკებია.

თუ არ გინდა რომ არაფერი ნეგატიური არ გეხებოდეს მაშინ ალბათ სიყვარულის მედიტაცია უნდა გააკეთო, იმეორო უბრალოდ მიყვარხარ მიყვარხარ.... და გადმოხვალ ნათელ მხარეზე, ეხლა საპირისპირო ძალების გავლენის ქვეშხარ ნუ ჩემი გადმოსახედიდან რათქმაუნდა.

გიდი (მფარველი ანგელოზი) ყავს ყველა ადამიანს, კონტრაკტი გაქვს მასთან და ის გიწევს ტექნიკურ დახმარებას ასტრალის ზედა მხარეებიდან. თავისი ასტრალური კომპიუტერიდან.

("ასტრალურ კომპიუტერ"ს მე ვეძახი. დედამიწაზე ის ცნობილია როგოროც მატრიცა, აკაშის ქრონიკები, ხელოვნური ინტელექტი და ასეშემდეგ.)


ჩემი დასკვინთაც მგონია რომ ნეგატიურ ძალებთან მიწევს უფრო კავშირი და მინდა რომ დროზე განვეშურო მათ , მარა ზოგჯერ ვგრძნობ ასევე ნათელ ძალებსაც მარა ამას უფრო მაშინ როცა შინაგანი განწყობა რამე კარგზე მაქვს მიმართული ან თუნდაც რამე პოზიტიური ხდება..

რაც შეეხება იესოს.. 2 ჯერ მიწერია მანდ ორი სხვადასხვა მდგომარეობაში და სიტუაციაში.. ერთხელ იყო როდესაც დღისით მზისით ცხადში და დიალოგიც შედგა და განცდებიც კარგად მახსოვს რომ ეს იყო ღვთიური. და მეორედ უკვე უფრო ხილვას გავდა ანუ მედიტაციის დროს ტახტზე მჯდომი ლურჯ სამოსში, და ეშმაკი ეჯდა გვერძე ოღონდ და ზურგი ქონდა შექცეული ეშმკას მარა მანდ ისიც ავღნიშნე რომ ფეხები როგორ ქონდათ გადაჯვარედინებული ორივეს. ვერ ვხვდები რა დატვირთვა ქონდა ამას..

ვიცი რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყო.. დამოუიკდებლად თუ გამიჭირდა, უკვე მომიწევს მივმართო ვინმეს დახმარებისათვის ვინც შეძლებისდაგვარად გამოცდილია და გათვიცნობიერებულია და ბიძგს მომცემს JC_cupidboy.gif

მადლობა მეგობარო
jarmen
QUOTE(SixthSense @ Jan 25 2021, 03:23 AM) *
Jarmen zet, ჩემი თხოვნა იქნება აზრის დაფიქსირების შემთხვევაში სრულად გადაიკითხოთ პოსტები რადგან ეს არ ეხება მხოლოდ ასტრალურ მხარეს, და დაბალვიბრაციულ არსებებს, აქ არის საუბარია უნარებზეც რომელიც ჩემდა დამოუკიდებლად ვლინდება და კონტროლს არ ექვემდებარება ზოგჯერ.. angelchik.gif ასევე ვატყობ ბოლო პერიოდია რომ სერიოზული დისბალანსი მაქვს ჩაკრებზე


პოსტიბოლომდე წავიკითხე და იმავე აზრზე ვრჩები.
რაც შეეხება დაბალვიბრაცილ არსებებს, ჩაკრების დისბალანსს და უნარებს, ვფიქრობ დასკვნებსი გამოტანა და სახელების დარქმევა ჯერ ადრეა, ვიღაც გჭირდება ვინც ყურახდდღებას მოგაქცევს.
David Monny
SixthSense
QUOTE(SixthSense @ 23rd January 2021 - 01:26 AM) *
რა ხდება ღირს ამაზე ვინმეს სერიოზულად მივმართო?

„გახსნილი გაქვს ჩემო კარგო არხი,
გარკვეული კოსმიური არხი...“ laugh.gif

ნებისმიერი გრძნობა მოდის და მიდის, გააცნობიერე, ვინ აცნობიერებს მათ.
თუ იესოსი გწამს, ბოლო იესოს ხატი იქნება ვინც უნდა გაუშვა.
თუ ბუდასი გწამს, ბოლო ბუდას გამოცხადება იქნება, რისგანაც უნდა გათავუფლდე.

აბსოლუტურად რასაც განიცდი, ასტრალი, ისა, ესა, რეალობაც და ჰალუცინაციაც, ილუზიაა.
ერთად-ერთი, რაც ნამდვილია ხარ შენ.
დაანებე მაგ სპეცეფექტებს თავი, სისულელეა, სინამდვილეც სისულელეა, ერთნაირი ილუზიაა ორივე.
David Monny
SixthSense
მხოლოდ ორი გზა არსებობს, სხვა ყველა, ილუზიაა.
ეგოს გათავისუფლება და ეგოსგან გათავისუფლება.
უნდა აირჩიო.
თუ ეგოს გათავისუფლება გინდა, მაშინ მიმართე, ვინმე ეგეთს, გურუ, მურუ, იოგი, ბერი, მერი და ა.შ. შეიძენ უფრო მეტ სითჰებს, ძალებს,
წყალზე ივლი, ცეცხლი არ აგწვავს, მაგრამ საფლავში წახვალ ყველა ვარიანტში.

არის მეორე გზა, ეგოსგან გათავისუფლება, ანუ გააცნობიერი ის, ვინც საფლავში მიდის და გათავისუფლდე მისგან.
ამისათვის არ გძირდება არავითარი ოლმეკი, გურუ, მურუ, მასწავლებელი და ა.შ. ფულს რო იღებენ სულიერებაში :დდდდდდ ბიზნესმენები :დდდდ
დაჯექი და დააკვირდი, ვინ მიდის საფლავში? ვის არ უნდა მოკვდეს?
David Monny
SixthSense
ხალხის პრობლემა განივთებულობაშა.
ყველაფერი იყიდება, საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი, გართობა, ცოდნა და ს უ ლ ი ე რ ბ ა ც.
არც კი სჯერათ ჩემი, რადგან მე არ ვყიდი მას.
იმდენად განივთდა ჩვენშ გრნობა, რომ ყველაფერი იყიდება, არ გვჯერა მათი, ვინც სულიერ ცოდნას უფასოდ იძლევა.
ჩვენ ხარისხს ფასის მიხედვით განვსაზღვრავთ, ჩინური იაფი და „ძიშოვია“, ანუ ცუდია, გერმანული ძვირია, სამაგიეროდ 2 წელი ხელის ხლება არ უნდა.
ეს იმდენად გაჯდა ქვეცნობიერში, რომ ჩვენი სულიერებაც მოიცვა.
მამაო ფასიანია, 50 ლარი ნათლობა (სტანარტული, „ნავაროჩენი“ 80 ლ.) ჯვრისწერა 100-120 ლარი და ა.შ.
პეტრე ჯობია, კურსი 300 ლარი ჯდება, წყნეთში ბუნებაში, გაგიწმიდავს ჩაკრებს, აგერ პავლე
100 ლარად აკეთებს, რანაირად უნდა გაწმიდო მაგ ფასად ჩაკრა?! ჩინური მწმენდავი! ამიტომ პეტრე ჯობია, ვან პეტერ გერმანსკი! :დ

გესმის რა ნონსენსია? გავაგრძლეო?
ამიტომ შეეშვი ამ მოაიმუნობებს, კიდევ შემოვრჩით უფასო მასწავლებლები, რომლებიც პეტრეს, პავლეს, ივანეს, ჩინურს და გერმანულს ერთად ჩავისვამთ ჯიბეში
და თვალს არ დავახამხამებთ, არც ფულს ავიღებთ და არც რაიმე სხვა ბარტერულ გაცვლაზე წამოვალთ, ისე უსასყიდლოდ, როგორც ძველად. ჩემი გჯერაა? :დდდ
ano
რა მაგარი თემაა მე რომ მიყვარს ისეთი.
მადლობა რომ დაწერე,
ზეტმა კარგად დაალაგა აზრი ბევრი რამე არ ვიცოდი.

ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც მაინტერესებს ის სფერო რომელიც მუდამ შენს გვერდითაა თუ ეკონტაქტები ვინაა ან რაა რაღაც თეორია მაქვს მოსმენილი და ვფიქრობ ის ხომ არაა.
Zet
QUOTE(David Monny @ 26th January 2021 - 01:10 PM) *
„გახსნილი გაქვს ჩემო კარგო არხი,
გარკვეული კოსმიური არხი...“

QUOTE(David Monny @ 26th January 2021 - 01:35 PM) *
ჩემი გჯერაა? :დდდ

Just_Cuz_01.gif
Zet
David Monny

ჩემი აზრით ზოგადათ მთელი სამყარო ეს არის ბიზნესი და პოლიტიკა, ნუ კაკ მინიმუმ მესამე და მეოთხე სიმკვრივეში.
ადამიანი კარგ საქმეში აუცილებლად უნდა იღებდეს ფულს. თუ არ იღებს ფულს მაშინ შენ მაგასთან ვალში დარცები, და შემდეგ ცხოვრებაში მოგიწევს ვალების გადახდა. მატრიცაში ეს ყველაფერი ავტომატურად აღირიცხება. და ზოგადათ ის სტერეორიპიც რომ სიკეთეში ფული არუნდა გადაიხადო ეს ნიშნავს რომ შენ არ უწყობ სიკეთეს ხელს და ფაქტიურად სიკეტეს და ცოდნას ძარცვავ ანუ რაც ეკუთვნის იმას არაძლევ. სწორედ რომ ყველაზე მეტი ფული და ყველაზე მეტი ენერგია სიკეთისკენ უნდა მიმართო და სწორი სწავლებებისკენ. მაგიტომ არის სიკეთე დღეს ჩაძირული რომ სიკეთეში ფულის გადახდა არავის არუნდა.
QUOTE(*ANO* @ 26th January 2021 - 04:43 PM) *
ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც მაინტერესებს ის სფერო რომელიც მუდამ შენს გვერდითაა თუ ეკონტაქტები ვინაა ან რაა რაღაც თეორია მაქვს მოსმენილი და ვფიქრობ ის ხომ არაა.

გიდების სისტემას გულისხმობ ანო?
earth
SixthSense
QUOTE(SixthSense @ 23rd January 2021 - 11:48 PM) *
იყო ერთხელ მომენტი როცა სუიციდი ვცადე

QUOTE(SixthSense @ 23rd January 2021 - 11:48 PM) *
ღმერთს რაღაცა უნდა ჩემგან

ერთი რამე ასიანია,–სუიციდი არ უნდა ღმერთს. ეს შეცდომაა.

ano
QUOTE(*ANO* @ 26th January 2021 - 05:43 PM) *
ზეტმა კარგად დაალაგა აზრი ბევრი რამე არ ვიცოდი.

+1


SixthSense
მე ვფიქრობ რაღაც-რაღაცეები ჯობია არ მოყვე ისეთ ხალხთან, ვისაც ესენი არ ესმის და საბოლოოდ ფსიქიატრიულში გიშვებენ. არაა საჭირო მათ ელაპარაკო ამ თემებზე, მათთვის ეს როგორც ჩემთვის ჩინურია ისეა.
ერთი მომენტი, ბავშვობაში ვხედავდი ველს, აურას. მაშინ ამ საკითხებზე და თემებზე არანაირი ინფორმაცია არ იყო, 1969 წელს ვარ დაბადებული. კომუნისტური რეჟიმი. მხოლოდ იშვიათს შეეძლო შესწვდომოდა ამ ცოდნას. მე რათქმაუნდა არანაირი წვდომა არ მქონდა. რომ მელაპარაკა ამაზე, ახლობლებიც კი დამცინებდნენ და რას მივაღწევდი ან დავამტკიცებდი არვიცი. დაახლოებით 20 თუ 22 წლის ასაკში მოვიდა ცოდნა ჩემთან ამ ყველაფერზე. ამიტომ ჯობია ვფიქრობ მოეშვე, ნუ მიაწვები ამ ინფორმაციებს და მიეცი დროს დრო, რომ გამოჩნდეს შენს შეკითხვებზე პასუხი.
ალბათ შენი ჩაკრების ამბებიცაა ეს ყველაფერი. ასეთი ხედვები მართლაც ჰქონია მესამე თვალის, ადჟნა ჩაკრის ახელვას. უბრალოდ ამ ჩაკრის გახსნა მართლაც საშიში ყოფილა, თუ ამისათვის არ ხარ მზად. ამიტომ ეს ჩაკრა სიმშვიდით და ნელა უნდა გაიხსნას. როცა მზად იქნები და დაინახავ ამ ყველაფერს არაფერი არ შეგაწუხებს, შენ დაიწყებ ამ ყველაფრის მართვას. შეეცადე არ მიაწვე ამ ეტაპზე, ჯერ არ ხარ მზად ამისათვის. შეეცადე მოდუნდე.

გირჩევდი ილოცე, იესოს ლაცვა იმეორე, მუდმივად იმეორე. ზეტის რჩევებიც გაითვალისწინე. სიყვარულის მედიტაციაზე, სიყვარულზე ძლიერი არაფერია.

David Monny
Zet
QUOTE(ZipCode @ 26th January 2021 - 05:51 PM) *
ჩემი აზრით ზოგადათ მთელი სამყარო ეს არის ბიზნესი და პოლიტიკა, ნუ კაკ მინიმუმ მესამე და მეოთხე სიმკვრივეში.
ადამიანი კარგ საქმეში აუცილებლად უნდა იღებდეს ფულს. თუ არ იღებს ფულს მაშინ შენ მაგასთან ვალში დარცები, და შემდეგ ცხოვრებაში მოგიწევს ვალების გადახდა. მატრიცაში ეს ყველაფერი ავტომატურად აღირიცხება. და ზოგადათ ის სტერეორიპიც რომ სიკეთეში ფული არუნდა გადაიხადო ეს ნიშნავს რომ შენ არ უწყობ სიკეთეს ხელს და ფაქტიურად სიკეტეს და ცოდნას ძარცვავ ანუ რაც ეკუთვნის იმას არაძლევ. სწორედ რომ ყველაზე მეტი ფული და ყველაზე მეტი ენერგია სიკეთისკენ უნდა მიმართო და სწორი სწავლებებისკენ. მაგიტომ არის სიკეთე დღეს ჩაძირული რომ სიკეთეში ფულის გადახდა არავის არუნდა.

laugh.gif სიმკვრივეებში გეთანხმები.
ჩადეთ ბატონო, ვინ მამაძაღლი, უბრალოდ, ვისაც არ გვინდა ფულის აღება სულიერებაში და ძველმოდურები ვართ, ჩვენც გვაცადეთ,
ბოლოს და ბოლოს დემოკრატიაა და სიტყვის თავისუფლება :დდდდდ
ჩემი „ფული“, რომელსაც მიხდის მოსწავლე, არაა კეისრისა. როდიდად აძლევთ კეისრისას ღმერთს და ღმრთისას კეისარს?
ვინმე ღარიბ-ღატაკი ხუროს შვილობილ, იესო ნაზარეველზე, გალილეველ კაცზე ჭკვიანი დაიბადეთ ამ 2000 წლის განმავლობაში და გამომრჩა?
ეგ საკენკი სადაც გაგსვლიათ იქ ყარეთ (სატირის და დაცინვის გარეშე გეუბნები, ჩემთან არ ჭრის უბრალოდ, მინდა გაუწყო)
ჩემი გასამრჯელო სიკეთისთვის ის შედეგია, რომელსაც მოსწავლე აღწევს, მუშაობს და ესაა ჩემი ანაზღაურება.
David Monny
QUOTE(earth @ 26th January 2021 - 06:00 PM) *
ღმერთს რაღაცა უნდა ჩემგან
ერთი რამე ასიანია,–სუიციდი არ უნდა ღმერთს. ეს შეცდომაა.


ვეთანხმები ზეტს, სუიციდი 100%-ით არ უნდა შენგან და არც არავისგან. გამორიცხე!
David Monny
კაცი, სრულიად უდონო იმბეცილი, ან იდიოტიც რომ იყო. უგვანი გონჯი ვინმე
ერთხელ მაინც მოკრავდი ყურს სადმე სიტყვებს „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმრთისა ღმერთს“.

არც კანტს, არც გურჯიევს, არც ვოლტერს, არც ნიცშეს, არც ლენინს, არც მარქსს, არც ოშოს და არც დედა ტერეზას ამაზე ჭკვიანური არ უთქვამს
ამ საკითხზე.
უარეს შემთხვევაში უპირისპირდებოდნენ (ნიცშე, ლენინი) უფრო ჭვიანები სდუმდნენ, სხვა თემებს „აწვებოდნენ“.
ბევრმა დაიმტვრია ცხვირ-პირი ამ დაბრკოლების ლოდზე და კიდევ ბევრი დაიმტვრევს.
რა ვქვნა, მე არ მითქვამს, თორემ ცოტას შევალამაზებდი (გაცილებით უფრო დიპლომატად მივიჩნევ თავს ვიდრე იესო ნაზარეველი იყო)
მე უბრალოდ მესმის რაც თქვა.
old_man
QUOTE
და ზოგადათ ის სტერეორიპიც რომ სიკეთეში ფული არუნდა გადაიხადო ეს ნიშნავს რომ შენ არ უწყობ სიკეთეს ხელს და ფაქტიურად სიკეტეს და ცოდნას ძარცვავ ანუ რაც ეკუთვნის იმას არაძლევ. სწორედ რომ ყველაზე მეტი ფული და ყველაზე მეტი ენერგია სიკეთისკენ უნდა მიმართო და სწორი სწავლებებისკენ. მაგიტომ არის სიკეთე დღეს ჩაძირული რომ სიკეთეში ფულის გადახდა არავის არუნდა.

საერთოდ სულიერი ცოდნა უნდა გადასცე იმას ვისაც მართლა სჭირდება და შენი საზღაური ისაა, რომ შენს მიერ გაცემული ენერგია სხვა ადამიანს ეხმარება განვითარებაში. არანირ ვალებს არ იგროვებ, რეალურად შენს თავს ეხმარები, რადგან ყველაფერი ერთის ნაწილია. ასეა ეს, აღმოსავლურ სულიერი სწავლების ტრადიციებშიც და ბიზნესად არ უნდა აქციო. ნამდვილი გურუები ლექციებში გადასახადს კი არ იღებენ... თუ მოსწავლეს აქვს სურვილი, თავის მადლიერების გამოსახატავად მას გადასცემს შეწირულობას ან საჩუქრის სახით
David Monny
QUOTE(old_man @ 26th January 2021 - 06:21 PM) *
საერთოდ სულიერი ცოდნა უნდა გადასცე იმას ვისაც მართლა სჭირდება და შენი საზღაური ისაა, რომ შენს მიერ გაცემული ენერგია სხვა ადამიანს ეხმარება განვითარებაში. არანირ ვალებს არ იგროვებ, რეალურად შენს თავს ეხმარები, რადგან ყველაფერი ერთის ნაწილია. ასეა ეს, აღმოსავლურ სულიერი სწავლების ტრადიციებშიც და ბიზნესად არ უნდა აქციო. ნამდვილი გურუები ლექციებში გადასახადს კი არ იღებენ... თუ მოსწავლეს აქვს სურვილი, თავის მადლიერების გამოსახატავად მას გადასცემს შეწირულობას ან საჩუქრის სახით

ძმა სულიერებაში
Zet
QUOTE(David Monny @ 26th January 2021 - 06:02 PM) *
სიმკვრივეებში გეთანხმები.
ჩადეთ ბატონო, ვინ მამაძაღლი, უბრალოდ, ვისაც არ გვინდა ფულის აღება სულიერებაში და ძველმოდურები ვართ, ჩვენც გვაცადეთ,
ბოლოს და ბოლოს დემოკრატიაა და სიტყვის თავისუფლება :დდდდდ
ჩემი „ფული“, რომელსაც მიხდის მოსწავლე, არაა კეისრისა. როდიდად აძლევთ კეისრისას ღმერთს და ღმრთისას კეისარს?
ვინმე ღარიბ-ღატაკი ხუროს შვილობილ, იესო ნაზარეველზე, გალილეველ კაცზე ჭკვიანი დაიბადეთ ამ 2000 წლის განმავლობაში და გამომრჩა?
ეგ საკენკი სადაც გაგსვლიათ იქ ყარეთ (სატირის და დაცინვის გარეშე გეუბნები, ჩემთან არ ჭრის უბრალოდ, მინდა გაუწყო)
ჩემი გასამრჯელო სიკეთისთვის ის შედეგია, რომელსაც მოსწავლე აღწევს, მუშაობს და ესაა ჩემი ანაზღაურება.


კი შენ რათქმაუნდა უფასოდ ვისაც რასაც გინდა გაუკეთებ. მაგით პირიქით შენ ქულები დაგეწერება. უბრალოდ შენ მოწაფეებს არაწყობთ მაგრამ სამაგიეროდ ცოდნას იღებენ, ანუ იმისთქმა მინდა რომ ისინი მაინც გადაიხდიან biggrin.gif მაგრამ ამის გარდა შესაძლოა შენ გაქვს ძველი დავალიანება და ეხლა ინაზღაურებ, ეგეც შეიძლება იყოს როგორც ვარიანტი biggrin.gif
David Monny
Zet
QUOTE(ZipCode @ 26th January 2021 - 06:38 PM) *
კი შენ რათქმაუნდა უფასოდ ვისაც რასაც გინდა გაუკეთებ. მაგით პირიქით შენ ქულები დაგეწერება. უბრალოდ შენ მოწაფეებს არაწყობთ მაგრამ სამაგიეროდ ცოდნას იღებენ, ანუ იმისთქმა მინდა რომ ისინი მაინც გადაიხდიან მაგრამ ამის გარდა შესაძლოა შენ გაქვს ძველი დავალიანება და ეხლა ინაზღაურებ, ეგეც შეიძლება იყოს როგორც ვარიანტი

საბანკოები ძველი არა ახალიც მაქვს :დდ
შეიძლება. They're gonna pay for it laugh.gif
SixthSense
რამდენი გიწერიათ, მადლობა ყველას აზრის დაფიქსირებისათვის JC_cupidboy.gif

Jarmen, გეთანხმები მეგობარო, მეც ვფიქრობ იმაზე რომ ჯერ ნაადრევია დაზუსტებული დასკვები გამოვიტანო რასთან მაქვს საქმე..

David Monny, „გახსნილი გაქვს ჩემო კარგო არხი, გარკვეული კოსმიური არხი...“ ვერ დავლუქავ? laugh.gif დავაკვირდები უფრო მეტს დამოუკიდებლად.. თუ დროთა განმავლობაში რაიმე სახის ზიანი ვიგრძენი, ეს შეილება იყოს ფიზიკური სულიერი თუ მენტალური და ამას მარტო ვერ ვერევი , უკვე მომიწევს ვინმეს მივმართო..

ano, კი ძალიან ლამაზად დაალაგა ყველაფერი მადლობა ამისთვის მას.. smile.gif კი ზოგჯერ ვცდილობ კონტაქტში შევიდე ამ სფეროსთან შინაგანი საუბრით მარა დასტურად მაშინვე არ მევლინება.. ეს ხდება მოულოდნელად დღის თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ან ნებისმიერ ადგილას ეს იქნება სახლი ქუჩა თუ ცა.. ყველა არეალში ჩნდება წამიერად და ქრება.. აქვე მინდა ავღნიშნო ისიც რომ როდესაც ჩემს წინ ცა გაიხსნა და ქრისტე გამოვიდა .. ზუსტად ასეთი კაშკაშკა სფეროები წარმოიქმნა პირველი და მერე გამოვიოდა იქიდან.. ეს არის სვარკასავით კაშკაშა სინათლე.

earth, ერთი რამე ასიანია,–სუიციდი არ უნდა ღმერთს. ეს შეცდომაა.
კი გეთანხმები უდაოდ. , მარა ჩემი სუიციდის მცდელობა გამოწვეული იყო დაბნეულობით, შიშით და გაურკვევლობით..
არავისთან ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ ცხოვრებაში, რაც შეიძლება ჩემთვის ზოგადად რამე გასაგები იყოს, მათთვის პირიქით აუხსნელი და გაუგებარი. ამიტომ თავს ვიკავებ ყოველთვის.. მართალი ხარ აჯნა საკმაოდ საშიში ყოფილა თუ ეს დამოუკდებლად იხსნება და რა განაპირობებს მის გახსნას რომელი ემოციით თუ გრძნობით ხდება ეს.. კი ლოცვას რომ მართლაც დიდი ძალა აქვს მთავარია რისკენ მიმართავ მას, ასევე სიყვარულის მედიტაციასაც...

თავს შევიკავებ საკუთარი აზრი დავაფიქსირო იმაზე ღირს თუ არა უანგაროდ ან პირიქით ვინმეს დახმარება ან ცოდნის გაზიარება ამ კუთხით მარა მყავდა პიროვნება უცხოეთში ცხოვრების დროს, ძალიან განათლებული ბევრ სფეროში და სულიერად ამაღლებული ვინც უანგაროდ მეხმარებოდა ბევრი რამის გარკვევაში და ცოდნის ამაღლებაში.. პირიქით ეს უფრო სიამოვნებდა მას რომ დახმარებას მიწევდა.. სამწუხაროდ ვეღარ ვეკონტაქტები მას..

ერთ სიტყვებს გავიხსნებ რაც გარკვევით დამამახსოვრდა როცა გონებით მელაპარაკებოდა და ჩამესმოდა მისგან ანუ იესოსგან.. "მე ვარ ძისი იესოსი სულიწმინდა მოსულითა, რათა ყველამ პასუხი სცეს რათა იქმნენ ამისთანა".. ზუსტად ეს ფრაზა ჩამესმოდა, სხვა ყველაფერი თითქმის წაიშალა მეხსიერებიდან sad.gif






Zet
QUOTE(David Monny @ 26th January 2021 - 07:35 PM) *
საბანკოები ძველი არა ახალიც მაქვს :დდ

არ მიკვირს DD, შენში მემგონი ისეტი სტერეოტიპები მუშაობს რომელიც ფინანსურად ქვემოთ გექაჩება
David Monny
Zet
QUOTE(ZipCode @ 26th January 2021 - 10:03 PM) *
სტერეოტიპები მუშაობს

რაღაც ცხადია მუშაობს :დდ ვერ ვიტყოდი სტერეოტიპებია-მეთქი, თუმცა იუნგის რომელიმე არქეტიპი, (ჩრდილი) იქნება.
კომფორტი მიყვარს. კომფორტი ფული ღირს. ფული, ადვილი ჯობია (easy money) და ა.შ. :დდდ
ეს მარტივი ლოგიკა აღმოვაჩინე, გამიხარდა, მივყევი და...
ლუდომანიით ვიყავი დაავადებული 9 წელი და წელიწადნახევარია განვიკურნე თავი. rolleyes.gif
jarmen
QUOTE(David Monny @ Jan 26 2021, 01:35 PM) *
SixthSense
ხალხის პრობლემა განივთებულობაშა.
ყველაფერი იყიდება, საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი, გართობა, ცოდნა და ს უ ლ ი ე რ ბ ა ც.
არც კი სჯერათ ჩემი, რადგან მე არ ვყიდი მას.
იმდენად განივთდა ჩვენშ გრნობა, რომ ყველაფერი იყიდება, არ გვჯერა მათი, ვინც სულიერ ცოდნას უფასოდ იძლევა.
ჩვენ ხარისხს ფასის მიხედვით განვსაზღვრავთ, ჩინური იაფი და „ძიშოვია“, ანუ ცუდია, გერმანული ძვირია, სამაგიეროდ 2 წელი ხელის ხლება არ უნდა.
ეს იმდენად გაჯდა ქვეცნობიერში, რომ ჩვენი სულიერებაც მოიცვა.
მამაო ფასიანია, 50 ლარი ნათლობა (სტანარტული, „ნავაროჩენი“ 80 ლ.) ჯვრისწერა 100-120 ლარი და ა.შ.
პეტრე ჯობია, კურსი 300 ლარი ჯდება, წყნეთში ბუნებაში, გაგიწმიდავს ჩაკრებს, აგერ პავლე
100 ლარად აკეთებს, რანაირად უნდა გაწმიდო მაგ ფასად ჩაკრა?! ჩინური მწმენდავი! ამიტომ პეტრე ჯობია, ვან პეტერ გერმანსკი! :დ

გესმის რა ნონსენსია? გავაგრძლეო?
ამიტომ შეეშვი ამ მოაიმუნობებს, კიდევ შემოვრჩით უფასო მასწავლებლები, რომლებიც პეტრეს, პავლეს, ივანეს, ჩინურს და გერმანულს ერთად ჩავისვამთ ჯიბეში
და თვალს არ დავახამხამებთ, არც ფულს ავიღებთ და არც რაიმე სხვა ბარტერულ გაცვლაზე წამოვალთ, ისე უსასყიდლოდ, როგორც ძველად. ჩემი გჯერაა? :დდდ


გეთანხმები, როდესაც ადამიანს უფასოდ აძლევ ინიციაციას ან კიდეც ვოდნას თუ სხვა სახის დახმარების ხელს უწვდი ეჭვის თვალით გიყურებენ, რადგან ფულს არ იხდიან ვერც აფასებენ შესაამისად მადლიერებიც იშვიათად არიან. იმას ვერ ხვდებიან, რომ იმას რასაც მისტიკა ქვია ბარტერით ვერ მიიღებენ რადგან ძირითადად არაფერი აქვთ რაც ტოლფასი იქნება ფასეულობით, იმ კონკრეტული დახმარებისა ან სწავლებისა რასაც იღებენ. მაგრამ მეორე მხარეს, წავლენ 500$-ს გადაიხდიან რაღაც ონლაინ კურში, მიიღებენ პედეეფ ფაილს იმეილზე და უზიან კითხულობენ აპრაქტიკებენ და აფასებენ რადგან ამაში გადაიხადეს.
ამიტომ ადამიანს რომელიც ამ ელემენტალურ ჭეშმარიტებას ვე რიაზრებს რომ მისი მხრიდან მადლიერება შესაძლოა საკმარისი იყოს, ვფიქრობ არ ეკუთვნის დროის მოცემულ მომენტში დახმარება. მისტიკა რესტორანი არაა რომ შეუკვეთო და მოვიდეს, ბოლო ბოლო ამ სფეროში ადამიანის მზაობაზეა დამოკიდებული მინიმუმ ნახევარი, სულიერება არის ოჯახი სადაც შედიხარ გაჭმევენ დაგანაყრებენ და ჩეკს რ მოგიტანნე ბოლოს(შავ ხაზს არ ვეხები) ამ შემთვევაში ადამიანმა უნდა გადაიროს მისთვის შეთავაზებული კერძები რაც მაგიდაზეა, შეკვეთები ეს უკვე პირადი სივრცეა და რესტორანშია.
SixthSense
ერთ გამოციდილებას გაგიზიარებთ, ერთ ერთი მედიტაციის დროს რომელიც ძირითადად კონცეტრაცია იყო მიმართული სუნთქვაზე, და სხეული ასევე სრულიად მოდუნებული მქონდა, შეძლებისდაგვარად აზრების და ფიქრების ნაკადიც ძალიან ცოტა.. დაახლოებით 20 წუთის მერე, ვხედავ არაფრისგან როგორ წარმოიქმნა ლოტუსის ყვავილი, მას მოყვა კიდევ რაღაც ხე რომელსაც ესხა ძალიან ლამაზი ბევრი ნაყოფი.. და ეს ნაყოფები ციცინათელასავით სინათლეს გამოსცემდნენ.. შემდეგ იცვლება ყველაფერი და ვხედავ კადრებად ერთმანეთის მიყოლებით ადამიანის სახეებს რომლებიც გამოხატავდნენ სხვადასხვა ემოციებს.. ესენი იყვნენ ცნობილი პიროვნებები და სხვა ჩემთვის უცნობი ადამიანები.. ათასობით ადამიანის სახეებს ვხედავდი სხვადასხვა ემოციებით, და ვგრძნობდი რომ გონება ძალიან მეღლებოდა და უცბად ვგრძნობ და ვხედავ როგორ ვიძირები " თეთრ ცეცხლში" მარა შეგრძნება არც ცუდი იყო არც კარგი.. უბრალოდ შევწყვიტე რათა ბოლომდე არ ჩავძირულიყავი ამ თეთრ ალში.. რა იყო ეს? მოგსვლიათ მსგავსი რამ?
David Monny
QUOTE(Jarmen @ 27th January 2021 - 12:30 AM) *
გეთანხმები, როდესაც ადამიანს უფასოდ აძლევ ინიციაციას ან კიდეც ვოდნას თუ სხვა სახის დახმარების ხელს უწვდი ეჭვის თვალით გიყურებენ, რადგან ფულს არ იხდიან ვერც აფასებენ შესაამისად მადლიერებიც იშვიათად არიან. იმას ვერ ხვდებიან, რომ იმას რასაც მისტიკა ქვია ბარტერით ვერ მიიღებენ რადგან ძირითადად არაფერი აქვთ რაც ტოლფასი იქნება ფასეულობით, იმ კონკრეტული დახმარებისა ან სწავლებისა რასაც იღებენ. მაგრამ მეორე მხარეს, წავლენ 500$-ს გადაიხდიან რაღაც ონლაინ კურში, მიიღებენ პედეეფ ფაილს იმეილზე და უზიან კითხულობენ აპრაქტიკებენ და აფასებენ რადგან ამაში გადაიხადეს.
ამიტომ ადამიანს რომელიც ამ ელემენტალურ ჭეშმარიტებას ვე რიაზრებს რომ მისი მხრიდან მადლიერება შესაძლოა საკმარისი იყოს, ვფიქრობ არ ეკუთვნის დროის მოცემულ მომენტში დახმარება. მისტიკა რესტორანი არაა რომ შეუკვეთო და მოვიდეს, ბოლო ბოლო ამ სფეროში ადამიანის მზაობაზეა დამოკიდებული მინიმუმ ნახევარი, სულიერება არის ოჯახი სადაც შედიხარ გაჭმევენ დაგანაყრებენ და ჩეკს რ მოგიტანნე ბოლოს(შავ ხაზს არ ვეხები) ამ შემთვევაში ადამიანმა უნდა გადაიროს მისთვის შეთავაზებული კერძები რაც მაგიდაზეა, შეკვეთები ეს უკვე პირადი სივრცეა და რესტორანშია.

შესანიშნავადაა გაშლილი. არ მსურს რამის დამატება. მოკლე რეპლიკას დავწერ მხოლოდ. სასუფეველი რო იყიდებოდეს, პუტინს, ვორენ ბაფეტს, ბილ გეითსს, სოროსს, როკფელერს, ბეზოსს
და კიდევ მრავალ მამაძაღლს ექნებოდა ნაყიდი უკვე.
ვაი თქვენს პატრონს, ვისაც გგონიათ სულიერება იყიდება.
აქვე მახსენდება გალაკტიონის სიტყვები:
„ადამიანი ყოფილა მხეცი
რომელიც თან მძულს, თან მეცოდება“.
ამინ!
earth
SixthSense
QUOTE(SixthSense @ 27th January 2021 - 05:59 AM) *
ერთ გამოციდილებას გაგიზიარებთ, ერთ ერთი მედიტაციის დროს რომელიც ძირითადად კონცეტრაცია იყო მიმართული სუნთქვაზე, და სხეული ასევე სრულიად მოდუნებული მქონდა, შეძლებისდაგვარად აზრების და ფიქრების ნაკადიც ძალიან ცოტა.. დაახლოებით 20 წუთის მერე, ვხედავ არაფრისგან როგორ წარმოიქმნა ლოტუსის ყვავილი, მას მოყვა კიდევ რაღაც ხე რომელსაც ესხა ძალიან ლამაზი ბევრი ნაყოფი.. და ეს ნაყოფები ციცინათელასავით სინათლეს გამოსცემდნენ.. შემდეგ იცვლება ყველაფერი და ვხედავ კადრებად ერთმანეთის მიყოლებით ადამიანის სახეებს რომლებიც გამოხატავდნენ სხვადასხვა ემოციებს.. ესენი იყვნენ ცნობილი პიროვნებები და სხვა ჩემთვის უცნობი ადამიანები.. ათასობით ადამიანის სახეებს ვხედავდი სხვადასხვა ემოციებით, და ვგრძნობდი რომ გონება ძალიან მეღლებოდა და უცბად ვგრძნობ და ვხედავ როგორ ვიძირები " თეთრ ცეცხლში" მარა შეგრძნება არც ცუდი იყო არც კარგი.. უბრალოდ შევწყვიტე რათა ბოლომდე არ ჩავძირულიყავი ამ თეთრ ალში.. რა იყო ეს? მოგსვლიათ მსგავსი რამ?

ერთი ვიცი, რომ თეთრი კაშკაშა ენერგია ძალიან კარგია. ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს თეთრი ენერგია. არიან ექსტრასენსები, რომლებიც თეთრ ენერგიას „ათოვენ“ პაციენტს. კარგია ადამიანმა წარმოიდგინოს, როგორ ივსება თეთრი ენერგიით. ასევე თუ ეს ენერგია ჩაკრებში შედის იღებს სპექტრის ლამაზ ფერებს, ყველა ჩაკრაში შესაბამისს. მთავარია ეს ფერები იყოს სუფთა და ნათელი. ჩაკრებზე ასეთი წარმოდგენით, ჩაკრა იტვირთება ენერგიით.
ano

ციტატა(Zet @ Jan 26 2021, 06:51 PM) *
David Monny
გიდების სისტემას გულისხმობ ანო?


შეიძლება ასეც ითქვას..


ციტატა(SixthSense @ Jan 26 2021, 10:05 PM) *
ano, კი ძალიან ლამაზად დაალაგა ყველაფერი მადლობა ამისთვის მას.. smile.gif კი ზოგჯერ ვცდილობ კონტაქტში შევიდე ამ სფეროსთან შინაგანი საუბრით მარა დასტურად მაშინვე არ მევლინება.. ეს ხდება მოულოდნელად დღის თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ან ნებისმიერ ადგილას ეს იქნება სახლი ქუჩა თუ ცა.. ყველა არეალში ჩნდება წამიერად და ქრება.. აქვე მინდა ავღნიშნო ისიც რომ როდესაც ჩემს წინ ცა გაიხსნა და ქრისტე გამოვიდა .. ზუსტად ასეთი კაშკაშკა სფეროები წარმოიქმნა პირველი და მერე გამოვიოდა იქიდან.. ეს არის სვარკასავით კაშკაშა სინათლე.


საინტერესოა ანუ კაშკაშა სინათლე სფეროს ფორმის?
მსგავსი კაშკაშა სფეროები ანასტასიაშიც არის ნახსენები.

jarmen
QUOTE(Zet @ Jan 26 2021, 06:38 PM) *
კი შენ რათქმაუნდა უფასოდ ვისაც რასაც გინდა გაუკეთებ. მაგით პირიქით შენ ქულები დაგეწერება. უბრალოდ შენ მოწაფეებს არაწყობთ მაგრამ სამაგიეროდ ცოდნას იღებენ, ანუ იმისთქმა მინდა რომ ისინი მაინც გადაიხდიან biggrin.gif მაგრამ ამის გარდა შესაძლოა შენ გაქვს ძველი დავალიანება და ეხლა ინაზღაურებ, ეგეც შეიძლება იყოს როგორც ვარიანტი biggrin.gif


გეთანხმები ზეტ, გადახდა ყველგან გიწევს, მაგრამ არაა აუცილებელი ეს იყოს ფული ან თუ ფული იქნება არ არის აუცილებელი იყოს "სტავკა", გაცვლის პრინციპია ცალმხრივად გაცემა ან მიღება არღვევს ბალანსს.
SixthSense
QUOTE(earth @ Jan 27 2021, 10:58 PM) *
SixthSense

ერთი ვიცი, რომ თეთრი კაშკაშა ენერგია ძალიან კარგია. ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს თეთრი ენერგია. არიან ექსტრასენსები, რომლებიც თეთრ ენერგიას „ათოვენ“ პაციენტს. კარგია ადამიანმა წარმოიდგინოს, როგორ ივსება თეთრი ენერგიით. ასევე თუ ეს ენერგია ჩაკრებში შედის იღებს სპექტრის ლამაზ ფერებს, ყველა ჩაკრაში შესაბამისს. მთავარია ეს ფერები იყოს სუფთა და ნათელი. ჩაკრებზე ასეთი წარმოდგენით, ჩაკრა იტვირთება ენერგიით.


გასაგებია, ფაქტიურად ამ თეთრ ენერგიაში ვიფლებოდი უფრო თეთრ ცეცხლის ალს გავდა, არ იყო უსიამოვნო შეგრძნება როგორც ასეთი, მარა რომ ვერ მივხვდი რა იყო ეს შევწყვიტე მედიტაცია უსაფრთხოებისთვის. მადლობა განმარტებისთვის დედამიწავ JC_cupidgirl.gif


ano, ხო ზუსტად ეგეთი თუ ახლო არეალში ჩნდება ზომით 5 სანტიმეტრი და თუ ცაზე ან შედარებით მოშორებით ზომა იმატებს.. ანასტასიაში ანუ ? სად შეიძლება ვნახო? smile.gif

მოკლედ ეხლა ვცდილობ წინა ინკარნაციები მაინც გავიხსენო რათა რამე პასუხი იქიდან მაინც მივიღო, აქამდე არ დავიტერესებულვარ გამეხსენებინა მაგრამ, ერთი ერთი პრაქტიკით ვცადე, პირველივეზე ვერ ვიტყვი როგორც ასეთი შედეგი გამოიღო თქო და ვნახე წინა ცხოვრება თქო მარა რაღაც ფრაგმენტებს ვხედავდი ფაქტიურად კადრები ისე იცვლებოდა დროში მოგზაურობას გავდა და ძილის წინ გავაკეთე და ჩამეძინა სამწუხაროდ, ვატყობ ამასაც დარგოვლი ენერგია სჭირდება რათა მკაფიოდ მაინც დავინახოთ..

პ.ს old man, ბებერო სად არის ჩემი ასტროლოგიური რუკა smile.gif JC_cupidgirl.gif
SixthSense
ვახ.. როგორც ზევით ავღნიშე რაღაცასთან მაქვს შეხება რომელიც გამოდის კონტაქტზე და ხან სხეულზე ხან თმებზე ვგრძნობ მის შეხებას, ეს შეხება ჰგავს შიშველ კანზე ნიავის დაბერვას, ასევე მომენტებში მასტან საუბრისას, მისგან დასტურად პასუხს ვიღებ ოთახში ნივთების გამხაურებას... ნუ მოკლედ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ არ მელანდება რადგან, ერთ ერთ ძველ ხრიკს მივმართე მირჩიეს ძილის წინ რომელ ოთახშიც ვწევარ წლით სავსე ჭიქა დამედო კუთხეში და ხმამაღლა მეთქვა რომ ეს წყალი მისთვის იყო... 3 დღე იდო და ყოველ დილით ვამოწმებდი მაგრამ წვეთი არ აკლდებოდა დღეს კი 4 დილას შევამოწმე კიდე და თითქმის წყლის 1/3 მედი დაცლილი იყო? ანუ დაულევია როგორც სჩანს, ასე მაგრად უნდოდა წყალი laugh.gif რამე დელიკატესიც არ მომთხოვოს ეხლა biggrin.gif მოკლედ რა ან ვინ არის? შესაძლებელია ვიზუალურადაც დამენახოს? ან როგორ შეილება მისი მოცილება თუ ეს ნეგატიურია?
ano
ესეიგი სფეროს რაც შეეხება ანასტასიაში როგორაცაა იმას დავდებ აქ.

ანასტასია ციმბირში მცხოვრები ზებუნებრივი ძალების მქონე ქალია, რეალურ ამბავზე დაყრდნობით პირადი ურთიერთობის შემდეგ ვლადიმერ მეგრემ დაწერა 10 წიგნი, ეს წიგნები ქართულადაც არის ნათარგმნი. 10 წიგნი ორ ტომად აქ არის ყველა ძალიან კარგი წიგნია ნამდვილად არ ინანებთ თუ წაიკითხავთ.
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/1...sia_Cigni_I.pdf I ტომი
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/1...ia_Cigni_II.pdf I I ტომი
ანასტასია ციმბირის ტყეში ცხოვრობს, წიგნის პირველი ნაწილის გამოცემის შემდეგ ხალხს ინტერესი გაუჩნდა და მოინდომეს მისი დაჭერა და შემოწმება ნამდვილად ასე იყო თუ არა, წიგნიდან ვაკოპირებ იმ მომენტს როცა მის შესაპყრობად მიდიან სამხედროები, ხოლო მის დასახმარებლად ეშვება ელვასავით მანათობელი სფერო:

„– თქვენ შეგიძლიათ ფიზიკური ტკივილი მოგვაყენოთ ჩვენ ადამიანისთვის არადამახასიათებელი უნარის გამოყენებით? – მე ადამიანი ვარ. ადამიანი, როგორც ყველა სხვა ადამიანი. მაგრამ მე ვღელავ. მღელვარებას კი შეუძლია არასასურველი რამ გამაკეთებინოს. – რა მაგალითად? – მატერია... უჯრედები... ატომები... ატომის ბირთვი... ქაოტურად მოძრავი ბირთვის ნაწილაკები... იცით თქვენ მათ შესახებ? თუკი მათ ნათლად და ზუსტად წარმოვიდგენთ, დავინახავთ, შევისწავლით და წარმოსახვით ბირთვიდან, თუნდაც ერთ ქაოტურად მოძრავ ნაწილაკს გამოვიყვანთ, მატერიას ემართება, ემართება... ანასტასიამ გვერდზე მიაბრუნა თავი, ოდნავ ასწია წამწამები და მიწაზე დადებულ ქვას შეაცქერდა. ქვამ ცალკეულ ნაწილებად დაშლა დაიწყო და მალე ქვიშის გროვად იქცა. შემდეგ მან დაცვის უფროსს მიაპყრო მზერა, თვალმოჭუტული, კონცენტრირებული მზერა. დაცვის უფროსის მარცხენა ყურის ბიბილოდან ორთქლი გამოვიდა. ყურის ბიბილომ ქრობა ნელ-ნელა, მილიმეტრობით დაიწყო და უცებ, გვერდით მდგომმა დაცვის ახალგაზრდა თანამშრომელმა, შიშისგან სახე რომ გაფითრებოდა, პისტოლეტი დააძრო. მან სწრაფად მიუშვირა ანასტასიას პისტოლეტი და მასზე მთელი მჭიდი მიუშვა. ალბათ, იმ წამებში, თითოეული ჩვენგანის აზრები ძალზედ სწრაფად ჰქროდა. და მოხდა უკვე ცნობილი მოვლენა, ჯარისკაცებს ომის დროს რომ შემთხვევიათ. როდესაც ექსტრემალურ პირობებში ისინი მოძრავ ყუმბარას ან ტყვიას ხედავდნენ. და, მართალია ისინი ჩვეული სიჩქარით მიფრინავენ, მაგრამ აზრ-ფიქრის აჩქარების გამო შენელებულებულ მოძრაობაში სჩანან. მე ვხედავდი, ერთმანეთის მიყოლებით გაფითრებული დაცვის თანამშრომლის პისტოლეტიდან, ანასტასიასკენ როგორ მიფრინავდა ტყვიები. ანასტასიასთვის თავში ნასროლმა პირველმა ტყვიამ მას საფეთქელთან გაუარა და გაკაწრა. დანარჩენებმა კი მიზნამდეც ვერ მიაღწიეს ისე,- ფრენაშივე მტვრად იქცნენ, როგორც ის ქვა, რომელსაც ცო- 381 ტა ხნის წინ ანასტასია უცქერდა... ჩვენ ყველანი გაქვავებულები ვიდექით. ვიდექით და ვუყურებდით, თავსაფრის ქვემოდან ანასტასიას ღაწვზე სისხლი ნელ-ნელა ღარად როგორ მოსრიალებდა. იმ დაცვის თანამშრომლებმა, რომლებსაც ანასტასია ხელებით ეჭირათ, გასროლის დროს ოდნავ უკან დაიხიეს, მაგრამ მას ხელი მაინცარ არ გაუშვეს. მაგრად ჩაფრენილები, ისინი სხვადასხვა მხარეს ექაჩებოდნენ. და უცებ, მიწაზე ჩვენს ირგვლივ მოცისფრო ნათებამ დაიწყო განფენა. ის საიდანღაც ზევიდან გამოდიოდა და უფრო და უფრო მატულობდა. იგი ჩვენ გვნუსხავდა, ისე რომ მოძრაობისა და ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევდა. უჩვეულოდ ჩამომდგარ სრულ სიჩუმეში ანასტასიას სიტყვებმა გაიჟღერა: – გამიშვით თუ შეიძლება და გამინთავისუფლეთ ხელები. შესაძლოა მე ვერ მოვასწრო. თუ შეიძლება გამიშვით. მაგრამ დაცვის თანამშრომლები, გახევებულები, მაინც ჩაფრენილები იყვნენ მასზე. ახლა მე მესმის, შენთან ურთიერთობისას ის, თავისი დამახასიათებელი მოძრაობით ხელს მაღლა რატომ სწევდა. ამით ის მაღლა ვიღაცას აჩვენებდა, რომ მასთან ყველაფერი წესრიგშია და დახმარებას არ საჭიროებდა. მაგრამ, ამჯერად, ანასტასიას, არ მისცეს ხელის მაღლა აწევის საშუალება... მოცისფრო ნათება უფრო და უფრო ძლიერდებოდა, შემდგომ თითქოს რაღაცამ გაიბრწყინა და ჩვენ დავინახეთ იგი. ჩვენ დავინახეთ ჩვენს თავზე დაკიდული, ცისფერი ნათებით მფეთქავი ცეცხლოვანი სფერო. იგი დიდ სფეროსებრ ელვას ჰგავდა. და, მის შიგნით ელავდნენ, ერთმანეთში იხლართებოდნენ უამრავი ელვა-მუხტები. ზოგჯერ ისინი, გამოიტყორცნებოდნენ ცისფერი გარსის გარეთ, ეხებოდნენ ჩვენგან შორს მდგარი ხეების წვეროებს, ჩვენს ფეხებთან მყოფ ყვავილებს, მაგრამ მათ არავითარ ზიანს არ აყენებდნენ. ერთ-ერთი წვრილი ელვა-სხივი წამით ხერგილს შეეხო, რომელიც ნაკადულში ქვებისა და წაქცეული ხისგან იყო შექმნილი. ხერგილი იმ წამსვე ღრუბლად იქცა და აორთქლდა. როგორც სჩანს, ცეცხლოვანი სფეროს ცისფერი გარსიდან გამოჭრილი სხივები ჩვენთვის უცნობი უზარმაზარი ძალის ენერგიას ფლობდნენ. იგი, რომელიღაც გონით იმართებოდა. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ გვერდით წარმოუდგენელი ძალის მფლობელი გონიერი არსება იმყოფებოდა. მაგრამ, მოცემულ სიტუაციაში, ყველაზე წარმოუდგენელი და არაბუნებ- 382 რივი იყო, ჩვენი შეგრძნებები მისი ჩვენთან ყოფნის პეროდში. ჩვენში არ ჩასახულა არც შიში, არც დაძაბულობა, პირიქით... შენ წარმოიდგინე, ასეთ სიტუაციაში ჩვენ შევიგრძენით სიმშვიდე და ნეტარება, ისეთი, თითქოს გვერდით რაღაც ძალზე ახლობელი და მშობლიური გამოჩენილიყოს. ცისფერი მფეთქავი სფერო ჩვენს თავზე ლივლივებდა და თითქოს სწავლობდა, აფასებდა სიტუაციას. უცებ, ჰაერში წრე მოხაზა და, ანასტასიას ფეხებთან დაეშვა. გაძლიერდა ცისფერი ნათება. იგი, როგორც ნეტარი სურნელი ისე გვთენთავდა ჩვენ, რომ განძრევა აღარ გვსურდა, არც რაიმეს მოსმენა და არც ლაპარაკი. სფეროს ცისფერმა გარსმა ერთდროულად რამდენიმე ცეცხლოვანი ელვა გამოუშვა, ისინი გაესწრაფნენ ანასტასიასკენ, ისე შეეხენ, თითქოს მისი შიშველი ფეხის თითებს ეფერებიანო. ანასტასიამ დაცვის მოთენთილი თანამშრომლებისგან ხელები გაინთავისუფლა და სფეროს გაუწვდინა. იგი იმ წამსვე გადაადგილდა მისი სახის დონეზე და ცეცხლოვანი ელვები, რომლებმაც ნაკადულში ხერგილის ქვები ჩვენს თვალწინ აქცია მტვრად, მის ხელებს ისე შეეხნენ, რომ ზიანი არ მიუყენებიათ. ანასტასია სფეროს დაელაპარაკა. მისი სიტყვები ჩვენამდე არ მოდიოდა, მაგრამ თუ მისი ხელების მოძრაობით და სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, ის ცდილობდა მისთვის რაღაც აეხსნა, ან დაემტკიცებინა, დაერწმუნებინა იგი თავის ნათქვამში,- და, ვერ შესძლო დარწმუნება. სფერო არანაირად არ პასუხობდა მას, მაგრამ, მაინც გასაგები იყო, რომ იგი არ ეთანხმებოდა მას. ეს იქიდან გამომდინარე იყო ნათელი, რომ ანასტასია კვლავ დიდი მღელვარებით განაგრძობდა მის დარწმუნებას. მღელვარებისგან, ისე რომ ლაპარაკი არ შეუწყვეტია, ლოყები აუფაკლდა, თავსაფარი მოიხსნა. ხორბლის თავთავით ოქროსფერი თმის კულულები ანასტასიას მხრებზე ჩამოეფინა და მის სახეზე მიმხმარი სისხლიც დაფარა. ჩვენ დავინახეთ, თუ რა მშვენიერი და სრულჰყოფილია მისი სახის ნაკვთები. ცეცხლოვანმა სფერომ კომეტასავით რამოდენიმეჯერ ირგლივ შემოუფრინა ანასტასიას, ისევ გაირინდა მის სახესთან, ათასობით წვრილი ელვა გაესწრაფა მისი ოქროსფერი თმებისკენ, ისინი ფაქიზად ეხებოდნენ თითოეულ თმის ღერს ცალ-ცალკე, ისე სწევდნენ მაღლა, თითქოს ეფერებიანო მათ. ერთმა სხივმა, ერთბაშად თმის მთელი კულული მაღლა ასწია და ანასტასიას საფეთქელზე ტყვიით მიყენებული ჭრილობა გამოაჩინა. მეორე სხივი ნელ-ნელა აცოცდა მიმხმარი სისხლის კვალზე. არა სიტყვებით, არამედ თავისი ცეცხლოვანი სხივების მოქმედებით სფერო თითქოს ახსე- 383 ნებდა მას მომხდარს და არ ეთანხმებოდა მის მოსაზრებებს. მან უკანვე შეიკრიფა თავისი სხივები, ანასტასიამ თავი დახარა და გაჩუმდა. სფერომ კიდევ ერთხელ შემოუფრინა ანასტასიას ირგვლივ და ზევით აიჭრა. მოცისფრო ნათება ფერმკრთალდებოდა, ჩვენ გვიბრუნდებოდა წინანდელი მდგომარეობა, მაგრამ როცა ყველაფერი ადრინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, ცისფერი ნათება გაფერმკრთალებას აგრძელებდა და ადგილს უთმობდა დედამიწიდან ასულ მოყავისფრო კვამლს. ეს კვამლი, ჩვენს ირგვლივ მთელს სივრცეს ავსებდა, მხოლოდ ანასტასია რჩებოდა პატარა ცისფერ წრეში. და როცა მოყავისფრო კვამლი მთლიანად შემოგვეხვია, ჩვენ შევიცანით, რა არის ჯოჯოხეთი“
Zet
დედამიწის გარშემო ვინც არიან არსებები, ნუ ვინც დედამიწაზე მუშაობს ან კიდე სხვა, მოძრაობენ ეთერული სხეულებით, და ეს არსება როდესაც ეთერული სხეულით ჩამოდის ჩვენ მატერიაში ჩანს როგორც ნათება. თუ სპეციალურად რამე სახე არ მიიღეს. დეფოლტად ნათების სახეაქვს. ეგ არის როგორც იქაური სკაფანდრი რომელსაც იცმევს უფრო მაღალი სიმკვრივის არსება რომ აქ იმოძრაოს. და ის ჩანს მხოლოდ თუ მოუნდა გამოჩენა ამ არსებას, თუ არადა ისე უხილავია ჩვენი თვალისთვის. ანასტასიაში რაც არის აღწერილი შესაძლოა მისი გიდი იყო ან კიდე ვინმე სხვა არსება.
David Monny
Zet
QUOTE(ZipCode @ 30th January 2021 - 03:13 PM) *
დედამიწის გარშემო ვინც არიან არსებები, ნუ ვინც დედამიწაზე მუშაობს ან კიდე სხვა, მოძრაობენ ეთერული სხეულებით, და ეს არსება როდესაც ეთერული სხეულით ჩამოდის ჩვენ მატერიაში ჩანს როგორც ნათება. თუ სპეციალურად რამე სახე არ მიიღეს. დეფოლტად ნათების სახეაქვს. ეგ არის როგორც იქაური სკაფანდრი რომელსაც იცმევს უფრო მაღალი სიმკვრივის არსება რომ აქ იმოძრაოს. და ის ჩანს მხოლოდ თუ მოუნდა გამოჩენა ამ არსებას, თუ არადა ისე უხილავია ჩვენი თვალისთვის. ანასტასიაში რაც არის აღწერილი შესაძლოა მისი გიდი იყო ან კიდე ვინმე სხვა არსება.

ამოს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) უმრავლესი შემთხვევა სფეროსებრ ნათებებთანაა დაკავშირებული და ამაში არ ითვლება
სფერული ელვა ე.წ. Шаровая молния, იგივე Ball lightning. უეჭველი კავშირშია მაგ არსებებთან.
SixthSense
QUOTE(SixthSense @ Jan 29 2021, 02:08 PM) *
ვახ.. როგორც ზევით ავღნიშე რაღაცასთან მაქვს შეხება რომელიც გამოდის კონტაქტზე და ხან სხეულზე ხან თმებზე ვგრძნობ მის შეხებას, ეს შეხება ჰგავს შიშველ კანზე ნიავის დაბერვას, ასევე მომენტებში მასტან საუბრისას, მისგან დასტურად პასუხს ვიღებ ოთახში ნივთების გამხაურებას... ნუ მოკლედ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ არ მელანდება რადგან, ერთ ერთ ძველ ხრიკს მივმართე მირჩიეს ძილის წინ რომელ ოთახშიც ვწევარ წლით სავსე ჭიქა დამედო კუთხეში და ხმამაღლა მეთქვა რომ ეს წყალი მისთვის იყო... 3 დღე იდო და ყოველ დილით ვამოწმებდი მაგრამ წვეთი არ აკლდებოდა დღეს კი 4 დილას შევამოწმე კიდე და თითქმის წყლის 1/3 მედი დაცლილი იყო? ანუ დაულევია როგორც სჩანს, ასე მაგრად უნდოდა წყალი laugh.gif რამე დელიკატესიც არ მომთხოვოს ეხლა biggrin.gif მოკლედ რა ან ვინ არის? შესაძლებელია ვიზუალურადაც დამენახოს? ან როგორ შეილება მისი მოცილება თუ ეს ნეგატიურია?



ამას რა მოვუხერხო? ან როგორ გავარკვიო ნეგატიურია თუ პირიქით?

ano, რა კარგად არის გადმოცემული ყველაფერი მაგ სცენის შესახებ.. ნადმვილად ღირს წაკითხვა smile.gif

ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ყოველი ამ სფეროს გამოჩენისას მეუფლება ბედნიერების განცდა, აქედან ვფიქრობ რომ არამგონია ნეგატიური იყოს.. JC_cupidgirl.gif


ano
არ ვიცი ზუსტად მაგრამ ანასტასიაშიც ის ელვისებური სფერო მუდამ მის გვერდით იყო, მოცისფრო ნათებით და მუდამ ეხმარებოდა, ზემოთ ერთ-ერთ მონაკვეთი წიგნიდან დავწერე. მას აქვს უმაღლესი გონი, ზე შესაძლებლობები, მატერიის, დროის სივრცის მართვის უნარი.
chemikerin
QUOTE(David Monny @ 26th January 2021 - 01:14 PM) *
გურუ, მურუ, იოგი, ბერი, მერი და ა.შ.

biggrin.gif biggrin.gif

მაგრამ ასე კატეგორიულადაც ვერ გადავხაზავდი მასწავლებლის როლს.. ხანდახან სჭირდება ადამიანს, რომ მასზე უფრო გამოცდილმა ადამიანმა რჩევა მისცეს.. მთავარია, რომ გურუ იქნება თუ ვინც თავის თავზე არ მიაჯაჭვოს მოსწავლე. ანუ ადამიანი არ გახდეს გურუზე დამოკიდებული..
David Monny
chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 30th January 2021 - 09:05 PM) *
მაგრამ ასე კატეგორიულადაც ვერ გადავხაზავდი მასწავლებლის როლს.. ხანდახან სჭირდება ადამიანს, რომ მასზე უფრო გამოცდილმა ადამიანმა რჩევა მისცეს.. მთავარია, რომ გურუ იქნება თუ ვინც თავის თავზე არ მიაჯაჭვოს მოსწავლე. ანუ ადამიანი არ გახდეს გურუზე დამოკიდებული..

გეთანხმები.
მანდ საუბარია ბიზნესმენებზე, სულიერ ბიზნესმენებზე, რომლებიც იმის ფონზე მსოფლიოში რომ იმატა მათმა რიცხვმა,
საქართველოშიც მომრავლდნენ.

გურუ ერთადერთია და მას ჰქვია სადგურუ, ქართლად ნიშნავს გურუს, რომელიც ადამიანშია შიგნით.
იესოც ამას ამბობდა, არ ენდოთ თუ გეტყვიან უდაბნოშა, ან იქ, ან აქ, (ვუტრირებ) ჰიმალაის მთებში ლამებთან,
ტეხასის კანიონებში ნავახოს შამანებთან, ან რავიცი კიდე სად, არამედ სასუფეველი თქვენშიაო.
სასუფეველი ეს არის შინაგანი გურუ, სადგურუ. გურუ, რომელიც მიგითითებს სადგურუზე, არის გურუ,
სხვა ყველა ბიზნესმენია. გურუ გაჩენებს სადგურუს და მას მიგაჯაჭვებს. ეს არის გურუ.
chemikerin
QUOTE(David Monny @ 30th January 2021 - 10:49 PM) *
გურუ ერთადერთია და მას ჰქვია სადგურუ, ქართლად ნიშნავს გურუს, რომელიც ადამიანშია შიგნით.


არ ვიცოდი რო სიტყვა სადგურუ შინაგან გურუს ნიშნავს..

ის სადჰგურუ კი ნამდვილად კარგი გურუა biggrin.gif
David Monny
chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 30th January 2021 - 10:53 PM) *
არ ვიცოდი რო სიტყვა სადგურუ შინაგან გურუს ნიშნავს..

სად - სატ, ორივე გამოიყენება. სატ - ნიშნავს მყოფს, „მე ვარ“ განცდას. აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ინდუსები სადჩიტანანდას უწუდებენ.
სატ - მყოფობა, ჩიტა - ცნობიერება და ანანდა - ნეტარება. ეს სამი განუყრელია.
ნებისმიერ ადამიანში მყოფი სატგრურუ (სადგურუ) უფრო დიდია ვიდრე იესო, ან სადგურუ (ის სადგურუ)
chemikerin
QUOTE(David Monny @ 30th January 2021 - 10:57 PM) *
ნებისმიერ ადამიანში მყოფი სატგრურუ (სადგურუ) უფრო დიდია ვიდრე იესო, ან სადგურუ (ის სადგურუ)


კი გეთანხმები. იესომ და იმ სადგურუმ ამ (შინაგან) სადგურუსკენ უნდა მიატრიალოს ადამიანი.. ძალიან ბევრი რამე თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული..
David Monny


chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 30th January 2021 - 11:00 PM) *
კი გეთანხმები. იესომ და იმ სადგურუმ ამ (შინაგან) სადგურუსკენ უნდა მიატრიალოს ადამიანი

დიახ,
QUOTE(chemikerin101 @ 30th January 2021 - 11:00 PM) *
ძალიან ბევრი რამე თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. იესოსაც კი არ უთქვამს რო სხვაზეა დამოკიდებული, შენმა რწმენამ
განგკურნაო ყველას ეუბნებოდა.

ვისაც უნდა, შეიცნობს თავს, ვისაც სხვა რამ უფრო უნდა, ჯერ იმ სხვა რამეს შეიცნობს.
არსებობს მარადიული სასწორი, რომელზეც მარადიულად იწონება ჩვენი სურვილები.
რაც გვინდა, ის მოხდება. სინამდვილეშ კი არაფერი ხდება. არც კი დავბადებულვართ,
იბადებიან მხოლოდ ჩვენი სურვილები. და ერთ მშვენიერ დღეს ისეთ სურვილი გაუჩნდება ადმაიანს,
რომელიც სხვა ყველა სურვილს გაქრობს და ბოლოს კი თავადაც გაქრება, ამას ჰქვია ჩაქრობა, მინავლება, ანუ ნირვანა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.