Help - Search - Members - Calendar
Full Version: გთხოვთ დამეხმაროთ
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > დახმარების ოთახი
არაფერი
გამარჯობა, ძალიან დავსუსტდი ბოლო ერთი წელია, ფაქტიურად სურვილებმა და სხეულმა დამიმორჩილა ხორცის ჭამაც კი დავიწყე თერთმეტი წლის შემდეგ, მიჭირს თავს მოვერიო ვერ ვხვდები რამ გამოიწვია მჭირდება თქვენი რჩევები და დახმარება ასევე თქვენი გამოცდილებიდან რა პრაქტიკებს მირჩევთ, ცოტაც და სრულიად მატერიაში ჩავეფლობი ვფიქრობ ალკოჰოლმა მიმიყვანა აქამდე და ეტაპობრივად მძლია, ალკოჰოლს შევეშვი მატერიალურ საქმიანობაში ძალიან სხარტი და წარმატებულიც ვარ, სულიერში მედიტაციებიც კი მეზარება, გთხოვთ დამეხმაროთ ყოველი დღე ხვალიდან გახდა ვეღარ ვერევი სურვილებს.
earth
ცხოვრების გზაზე მატერია მუდამ გვამძიმებს და ბევრი შეცდომა შემდეგ ჩვენი მასწავლებელი ხდება. ადამიანი შეცდომებით სწავლობს და მიიღე შენი გამოცდილება როგორც სწავლა, მაგრამ შეეცადე მაღლა ახვიდე.

პირველ ეტაპზე გეტყოდი მოგეძებნა რამე ისეთი, რაც გიყვარს, რაც მეტ ზიანს არ მოგიტანს, ასე ვთქვათ ჰობი ან რამე საქმიანობა. გადაერთე ნელ-ნელა და მერე ახალი აღმასვლა დასახე.
old_man
ასკეზები შეგიძლია სცადო
აიღე საცდელად 21 დღიანი პერიოდი. და ჩაუთქვი, ამ პერიოდში არ დავლევ, არ მოვწევ, ხორცს არ შევჭამ, ყოველდღე გავაკეთებ ნახევარ საათიან მედიტაციას. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღე მემატება სულიერი ძალა და ვხდები უფრო ძლიერი. მატერიალური სურვილები ვეღარ ბატონობენ ჩემზე. თუ დავარღვევ ამ ასკეზას ვიქნები სუსტი, არარაობა, არაფრის ღირსი. შეგიძლია დღიურივით აწარმოო. დღის ბოლოს პლუსი დაუსვი რომ ამ დღის მიზანი შესრულებულია. ჩაიწერე შეგრძნებები
ამ პირველი 21 დღის გასვლის შემდეგ უკვე ადვილი იქნება და ნახავ რომ მართლა გაძლიერდი სულიერად და უფრო მარტივი იქნება წინსვლა
არაფერი
მადლობა გამოხმაურებისთვის, ვფიქრობ პრობლემა ფსიქოლოგიურია კერძოდ მატერიალური მიზნების დასახვამ და წარმატებამ მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე სურვილები და მიზნები აღარ ჩერდება, ახლიდან მიწევს "დრაკონის" დამარცხება და ძალიან დამისუსტდა ნებისყოფა ამიტომ ვერ ვახერხებ დაწყების პროცესში ვარ თვეებია და ისევ ვარღვევ. ოლდ მენ ვშიშობ მსგავსი აფირმაციები ჯერ ადრეა სუსტი ვარ მაგისთვის ამ ეტაპზე და რომ დავარღვიო პირობა ამოტივტივდება რომ ვარ სუსტი არარაობა. ბოლო ორი დღეა ვცდილობ გონება ნაკლებად გავართო და ცოტა გავაჩუმო.
არაფერი
გამარჯობა თუ ვინმეს მსგავსი პრობლემა გაქვთ პირველი რაც დამეხმარა ენერგიის დაგროვებაში და ნებისყოფის გაძლიერებაში არის სექსისგან თავის შეკავება მათ შორის მასტურბაციისგანაც, დაახლოებით ერთ კვირაში იმდენად გაძლიერდა ნებისყოფა რომ სიგარეტსაც დავანებე თავი და იმედი მაქვს ისევ დავიჭერ ბალანსს.
არაფერი
კიდევ მოგესალმებით, ძალიან მეხმარება სრულ სიბნელეში დაყოვნება შეძლებისდაგვარად, თუმცა სასურველია სამი დღე დაყოს ადამიანმა სრულ სიბნელეში როგორც ამბობენ მაგრამ ამის პირობები და ნებისყოფაც არ მაქვს, ასევე სექსის გარეშე ვერ გავძელი დიდ ხანს და ახლიდან დავიწყე ათვლა ფაქტიურად დღეიდან, აგრესია სპონტანურად მოდის მაგრამ ვუმკლავდები ეს დიდი ალბათობით სიგარეტზე თავის დანებების გამო.
kutaisi
ციტატა(არაფერი @ Mar 1 2024, 01:54 PM) *
კიდევ მოგესალმებით, ძალიან მეხმარება სრულ სიბნელეში დაყოვნება შეძლებისდაგვარად, თუმცა სასურველია სამი დღე დაყოს ადამიანმა სრულ სიბნელეში როგორც ამბობენ მაგრამ ამის პირობები და ნებისყოფაც არ მაქვს, ასევე სექსის გარეშე ვერ გავძელი დიდ ხანს და ახლიდან დავიწყე ათვლა ფაქტიურად დღეიდან, აგრესია სპონტანურად მოდის მაგრამ ვუმკლავდები ეს დიდი ალბათობით სიგარეტზე თავის დანებების გამო.

ვარჯიში ან შრომა ფიზიკურად.დაღლამდე რაიმე შედეგის დადება მთლად უკეთესი.
არაფერი
QUOTE(kutaisi @ Mar 5 2024, 07:33 PM) *
ვარჯიში ან შრომა ფიზიკურად.დაღლამდე რაიმე შედეგის დადება მთლად უკეთესი.

ვცდილობ ნელ ნელა და მოვუმატებ ფიზიკურ დატვირთვას ეტაპობრივად. მადლობა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.