Help - Search - Members - Calendar
Full Version: სწორი კვება
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > სწორი კვება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
Perl
იკვებებით თუ არა სწორედ, როგორ გესმით სწორედ კვება?
Perl
მე არ ვიკვებები სწორედsmile.gif)
Zet
როცა ლაპარაკია სწორ კვებაზე, პირველ რიგში ხორცის არ ჭამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება!!)
Uma
თევზი ხორცის კატეგორიაში შედის?smile.gif
Zet
QUOTE(Uma @ Feb 14 2007, 11:22 AM) *
თევზი ხორცის კატეგორიაში შედის?smile.gif

ეს ალბათ ინდივიდუალური გადასაწყვეტია. უფრო ალბათ შედის ვიდრე არა, მაგრამ ხორცის ნაერ მავნებლობას არ წარმოადგენს...
Perl
QUOTE(Zet @ Feb 14 2007, 08:01 AM) *
ეს ალბათ ინდივიდუალური გადასაწყვეტია. უფრო ალბათ შედის ვიდრე არა, მაგრამ ხორცის ნაერ მავნებლობას არ წარმოადგენს...

მე ვფიქრობ რომ შედის ხორცის კატეგორიაში;
და რჲტ განსხვავდება თევზის ხორცი სხვა ხორცებისგან?
Uma
QUOTE(Perl @ Feb 15 2007, 02:32 PM) *
მე ვფიქრობ რომ შედის ხორცის კატეგორიაში;
და რჲტ განსხვავდება თევზის ხორცი სხვა ხორცებისგან?

თევზი ცივსისხლიანიაsmile.gif) სერიოზულად რომ ვილაპარაკოდ, ხორცს არ ვჭამ, მაგრამ ჯერ არავარ მზად, რომ თევზზე უარი ვთქვა. თუმცა ხიზილალას ჭამა ნამდვილად მიმაჩნია ველურობათ. წარმოიდგინეთ 1 კოვზით შეიძლება მთელი თევზთა გუნდი გაანადგურო, მხოლოდ იმიტომ რომ სიამოვნება მიიღო.
Zet
QUOTE(Uma @ Feb 27 2007, 09:05 PM) *
წარმოიდგინეთ 1 კოვზით შეიძლება მთელი თევზთა გუნდი გაანადგურო, მხოლოდ იმიტომ რომ სიამოვნება მიიღო.

ესეეგი ორას კაციან სუფრაზე ალბათ მთელი ცივილიზაციები ნადგურდება biggrin.gif
Uma
ცივილიზაციები არ ვიცი, მაგრამ ერთი საშუალო მდინარის ფაუნა ნადგურდებაsmile.gif)
Demiurge
Horci da tevzi rom ar vchamot unda mashin rame sxva mivirtvat rac sheicavs imave ingridientebs-magalitad soko aris xorcis magvari ram,torem ise ucbad daanebo xorcis,tevzis,kvercxis da ase shemdeg chamas,mashin didi problemebi shegekmnebat-magalitad tvalebtan geknebat problemebi,mamakacebivis vaabshe magari cudi ram aris-ponteciastan shegekmnebat problemebi radgan umetesoba ingridien rac arisw xorcshi da tevzshi schirdeba mag saqmes smile.gif
Uma
QUOTE(Demiurge @ Mar 18 2007, 12:38 PM) *

საიდან ასეთი ინფორმაცია, პერსონალურ გამოცდილებას ხომ არ ეყრდნობი? ))
Demiurge
Cotati personaluri gamocdilebac mkonda,mara iseti araperi ar momivida,droulad vnaxe problema
Zet
სახელმწიფოები ხალხის სამართავად ზოგჯერ უნებლიეთ ზოგჯერ დაგეგმილად იგონებდნენ რაგაც ფრაზებს, რომელიც ვრცელდებოდა მოსახლეობაში და აყალიბებდა საერთო აზრს ისეთს რომელიც ამ აზრის ავტორებს აწყობდათ.
მაგალითად კომუნიზმის პერიოდში როდესაც მთავრობაში კორუფცია მძვინვარებდა, მთავრობის წევრები სხვადასხვა მახინაციებით ფულს აკეთებდნენ..., ამის ერთადერთი სერიოზული ხელის შემშლელი იყო ხოლმე ის ფაკტი როდესაც მთავრობაში წესიერი ხალხი გამოერეოდა, ამიტომ მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა ინსტიტუტებმა და პრსიქოლოგებმა გაავრცელეს ესეთი ფრაზა ”პოლიტიკა ბინძურია”, ფრაზა ინერგება საზოგადოებაში და აყალიბებს საერთო აზრს და მიდგომას, ამის მერე შანსები რომ წესისერმა ხალხმა ცხვირი შეყოს პოლიტიკაში ბევრად მცირდება....

ასევე, ფრაზა ”ხორცი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის” პასუხობს სხვადასხვა წრეების ინტერეს,
ერთერთი დაინტერესებული წრე არის მედიცინა, რაც მეტია ხორცის ჩამისგან არაჯამრთელი ადამიანი მით მეტია მედიცინის აუცილებლობა....
აბა ყველა ჯამრთელი რო იყოს მაშინ ექიმთან ვინ მივა და დაინგრევა ამხელა მონსტრი)

არმინდა რომ საწყენათ ვინმემ მიიღოს მარა,
საზოგადოება რომელიც ჭამს ხორცს შედარებით უფრო ადვილი სამართავია,
ამას კიდევ ემატება სხვადასხვა იმფორმაციული პროგრამები რომელიც ზემოთ ავგნიშნე...
რაც უფრო მართულია საზოგადოება მით მეტია ძალაუფლება....

სხვადახვა იმპერიები სხვადასხვა ხერხებს ხმარობდა ხალხის დასამორჩილებლად მარა პრინციპი ერთია.
ეს ხერხები რომ არ ყოფილიყო მაშინ გიტლერი როგორ გაუშვებდა მთელ ამხელა მასას სხვა ხალხების დასაპყრობად...
მათ რომ გახსნილი ტვინი ქონოდათ ხომ დაფიქრდებოდნენ რატო მივდივარ და ვკლავ ამდენ ხალხს, ვიღებ ამხელა ცოდვას...

ყველა იმპერია ამ პრინციპებზე იგებოდა...

ფრაზა ”ხორცი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის” არის ჯამრთელობის და აზროვნების ერთერთი დამანგრეველი პროგრამა....
Uma
Известный драматург Бернард Шоу решил стать вегетарианцем в возрасте 25 лет, несмотря на предупреждения врачей о том, что такая неполноценная диета его погубит. Когда он был уже в пожилом возрасте и прекрасно себя чувствовал, его друзья посоветовали ему рассказать тем врачам, какую пользу принесло ему вегетарианство. Бернард Шоу ответил: “Я бы с удовольствием, но только они все уже давно умерли”.smile.gif
TeO
იკვებებით თუ არა სწორედ, როგორ გესმით სწორედ კვება?

ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ვიკვებო ეკოლოგიურად სუფთა საკვებით, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესი (არა სიგარეტი, კევი, ათასი ემულგატორებით გაჭყეპილი ტკბილეულობა), ვარჯიში - ბუნებაში გასვლა!
რაც შეეხება ხორცს ორი წლის წინ ორგანიზმა თავისით უარყო - არ შემიძლია უკვე ჭამა (ვთვლი რომ ანასტასიას წიგნებმა დიდი როლი ითამაშა ამაში) თავს ბედნიერად ვგრძნობ და კიდევ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, მე გამიმართლა და შესანიშნავი დედა მყავს, ის უკვე 14 წელია ვეგეტარიანელი. ისიც უნდა ვთკვა რომ მას არასდროს არ აუკრძალავს ჩვენთვის ხორცის ჭამა, რაც ძალიან კარგია, რადგან ამ დასკვნამდე ადამიანი თავისი აზრით უნდა მივიდეს! მე ასე მწამს!!!! ეს მხოლოდ ჩემი აზრია smile.gif smile.gif
apachi
22 წელი ვიყავი ვეგეტარიენელი, არც თევზი არ ცარანაირი ხორცი არც წვნიანი ხორცის არაფრისთვის არ დამიკარებია პირი,
არა იმიტომ რომ გემო არ მომწონდა, უბრალოდ დაკვლის პროცესი ვნახე და შემზარა,,,
მერე მოხარშული რომ ვნახე ხორცი ცოცხლად აღვიქვი და იმ დღის მერე .....
დაახლოებით ერთი თვის წინ, ფიზიკურად დავსუსტდი ძალიან ვიავადმყოფე...და დღითიდღე ვხდებოდი...
მადა ისე დამეკარგა რომ არაფერს არ ვჭამდი...
ისედაც ძალიან ცოტავს ვჭამ და მარტო იმას რაც ძალიან მსუბუქია და ახალი...
დამინიშნეს ვიტამინები მადის გასაძლიერებლად რომელზეც კატეგორიული უარი განვაცხადე!!!
და უცევ ძალიან მომიდა ერთDერთი ხორცი ...შემწავრი მოხარშული სულ ერთი იყო .
ორგანიზმა მოითხოვა...
რაღAცა პერიოდი ვჭამდი ...
ეხლა არანაირი მოთXოვნა აღAრ მაქვს ხორცის ჭამის...ისევ ისე დავუბრუნდი ჩემს ვეგეტარიანულ ცხოვრებას...
ზიზღით აღარ მზარავს ხორცის სუნი და დანახვა, მაგრამ არც მინდება ...
მუდმივად ვჭამ წიწიბურას და შოკოლადს წლებია პურის არ ვაკარებ პირს,
ცჭამ ცოტ ცოტას და დღეში რამდენჯერმე რაც არ უნდა დაკავებული ვიყო მაინც ვახერხებ ამას...
და არასეოდეს არ ვჭამ საღAმოს...
ერთAდერთი თუ სადმე სუფრაზე არ მოვხდი...
ნოლი შანსია კონაში მომატების, და დიეტებზე ფიქრის ამ დროს...
უბრალოდ სამან "ძრომის" სტადიასი გადახვალ მანამდე უნდა ადგე მაგიდიდან ...
old_man
QUOTE(Zet @ Feb 12 2007, 02:06 PM) *
როცა ლაპარაკია სწორ კვებაზე, პირველ რიგში ხორცის არ ჭამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება!!)

ჰო, მაგრამ ხორცში ხომ შეუცვლელი ცილები და ცხიმები შედის, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის, განსაკუტრებით მზარდი ორგანიზმის განვითარებისთვის?
Uma
QUOTE(old_man @ May 28 2007, 04:37 PM) *
ჰო, მაგრამ ხორცში ხომ შეუცვლელი ცილები და ცხიმები შედის, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის, განსაკუტრებით მზარდი ორგანიზმის განვითარებისთვის?

ჩემი და თავის 2 წლის ბავშვს არ აძლევს ხორც და ის საკმაოდ ჯამრთელია და კარგი წონა აქვს...
old_man
QUOTE(Zet @ Mar 19 2007, 11:00 PM) *
ასევე, ფრაზა ”ხორცი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის” პასუხობს სხვადასხვა წრეების ინტერეს,
ერთერთი დაინტერესებული წრე არის მედიცინა, რაც მეტია ხორცის ჩამისგან არაჯამრთელი ადამიანი მით მეტია მედიცინის აუცილებლობა....
აბა ყველა ჯამრთელი რო იყოს მაშინ ექიმთან ვინ მივა და დაინგრევა ამხელა მონსტრი)

არმინდა რომ საწყენათ ვინმემ მიიღოს მარა,
საზოგადოება რომელიც ჭამს ხორცს შედარებით უფრო ადვილი სამართავია,
ამას კიდევ ემატება სხვადასხვა იმფორმაციული პროგრამები რომელიც ზემოთ ავგნიშნე...
რაც უფრო მართულია საზოგადოება მით მეტია ძალაუფლება....

sad.gif
უპს........აქ როგორც ვატყობ ბევრი ვეგეტარიანელი შეიკრიბა. და რა მაინტერესებს რამე დისკრიმინაციას ხომ არ მოახდენთ ხორცის მჭამელ ფორუმელების მიმართ ???sad.gif
რა ვიცი აბა რა გითხრათ, დედა მყავს ბიოლოგი და მისგან გამიგია, რომ ხორცში ესა და ეს სასარგებლო რაღაც შედისო და ა.შ. ამ საკითხების მცოდნეს ვეყრდნობი. თან არა მგონია დედაჩემი ”დაინტერესებულთა წრეში” შედიოდესsmile.gif
ისე ხორცის მავნებლობის ამბავიც მისგან გამიგია და ასეც არის. ასე რომ მედალს ორი მხარე აქვს.........
TeO
QUOTE(old_man @ Jun 15 2007, 06:37 PM) *

ჩემო კარგო რა დისკრიმინაციაზე ლაპარაკობ??? blink.gif ლოგიკურად დაფიქრდი, თუ ხორცს არ ვჭამთ, შენ ხომ მითუმეტეს არ შეგჭამთ!!! Just_Cuz_01.gif

ვეგეტარიანელობა ძალით არ შეიძლება ( ანუ ხორცის ჭამის დანებება ) თუ ამის სურვილი და შინაგანი მოთხოვნილება არ გაგიჩნდა!!!
... ასე რომ ”პრიატნოვო აპეტიტა”!!! kiss1.gif lol.gif
Zet
TeO
მაგარია!! lol.gif
Uma
ძაღლი იყო????ამბობენ ჩინელებს ევასებათ))))
Zet
ეს ფოტო პრიკოლია, მარა საერთოდ მემგონი არააქვს მნისვნელობა რის ხორც ჭამ, ძაღლის, ქათმის, ღორის, ცხენის....
ჩვენ უბარალოდ ჩაგვიდეს თავში იჭმევა მარტო ქათამი, ღორი და ძროხა, მარა ცხენმა რა დააშავა.. ან თუ ვჩამთ კრაბს, ბაყაყმა რა დააშავა, და ა.შ.
ჩვენ რომ ღორს არ ვჭამდეთ და ვინმემ რო ახსენოს ღორი ვჩამეო ალბათ იმფარკტი დაგვარტხავდა))))
მე ხორცის ცამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მარა მაინც მაგალითისთვის მოვიტანე)))

იგივე ალბათ მცენარეებზეც ვრცელდება, მე რო ეხლა მივარდე და ბალახს ჭამა დაუწყო ყველას გაუკვირდება, ძროხა ხო არახარო...)))
და საჩმელთან მწვანილები არავის არუჩამია? მაგალითად სალათის ფოთოლი ან ქინძი ან პეტრუშკა.... და რა განსხვავება??) smile.gif
mania
QUOTE
ჩვენ უბარალოდ ჩაგვიდეს თავში იჭმევა მარტო ქათამი, ღორი და ძროხა, მარა ცხენმა რა დააშავა.. ან თუ ვჩამთ კრაბს, ბაყაყმა რა დააშავა, და ა.შ.

ვინ გითხრა, რომ მერე ბაყაყი არ იჭმევა? blink.gif უბრალოდ ხალხი იმას ჭამს რაც მარტივი საშოვნია! სად ერთ ძროხას რომ დაკლავ... 100 კილო ხომ მაინცაა და რამდენი ხანი გექნება და სად ბაყაყებს რომ დაუწყებ დევნას. თან ეგ სეზუნურია. თორემ გამიგია რომ საქართველოში ყველაზე გემრიელი ლოკოკინაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრები ჭამდნენ კიდეც. მეც შევჭამდი, უბრალოდ მომზადება არ ვიცი და კიდევ სად არიან ეგ ლოგოკინები ის არ ვიცი!

ხორცი კიდევ კარგი გამოგონებაა! რამდენი პალახი უნდა ჭამო იცი, რომ ხორცში რაცაა ის ნივთიერებები მიიღო? ბევრი! და ვის ცალია ახლა მაგდენი ბალახის საჭმელად!
Uma
QUOTE(mania @ Jul 4 2007, 04:04 PM) *

დღევანდელ ეკონომიკურ კრიზისში რეგიონებში ბაყაყი უფრო ადვილი საშოვნელია ვიდრე ძროხა)). სეზონურობაც პრობლემაა არ არის, პატარა რეზერვუარებს შექმნიან და იქ გაამრავლებენ)) და მოსაკლავი ძროხა სოფელში ვის ყავს, რძის პროდუქტებით ხალხი თავს ირჩენს.
ლოკოკინებს ტუკანში ამზადებენ, 5 ცალი 10 ლარი ღირს, გაიყიდები) თან დიდი არაფერი.
mania
QUOTE
ლოკოკინებს ტუკანში ამზადებენ, 5 ცალი 10 ლარი ღირს, გაიყიდები) თან დიდი არაფერი.

გაუიაფებიათ, ლოდის მოედანში 15 ლარი ღირდაlaugh.gif
Uma
5 ცალი?smile.gif
old_man
ერთი 100 წლის კაცი ვნახე რამდენიმე წლის წინ სადღაც სოფელში. მაგარ ჯანზე იყო, დახტოდა და დაკუნტრუშებდა. smile.gif
მიტხრა 40 წელია გრამი შაქარი და მარილი არ მიმიღია და რაღაც სპეციალურ დიეტაზე ვზივარო. შენ არ გინდა დიდხანს სიცოცხლეო მკითხა. ერიჰააა... ეგღა მაკლია შაქარზე და მარილზე უარი ვტქვა, ან რა ჯანდაბად მინდა 90-100 წლამდე სიცოცხლე მეთქი გავიფიქრე........... smile.gif
ჩემი დასკვნა: ასეთი მაზოხიზმი არ არის ცხოვრებაში საჭირო, ჯობია ცოტა ხანი, მაგრამ ხარისხიანი ცხოვრება განვლო, ვიდრე მიზნად დაისახო რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლო
Uma
დიეტა მაინც ჩაგეწერა, შენ არადა სხვებს მაინც გამოადგებოდა. წიგნს გამოუშვებდი, ცნობილი და მილიონერი გახდებოდი))) ეეეჰ რა უნდა გელაპარაკოს კაცმა)))
old_man
არა არ მინდა მილიონერობა არა, სულიერ განვითარებაზე ვზრუნავ. ეჰ რა არის კაცო ეს საბაზრო ეკონომიკა რა, ხალხი სულ ფულის შოვნაზე ფიქრობს. არა რა "ის" დრო ჯობდა რაsmile.gif))))))
TeO
QUOTE(old_man @ Jul 10 2007, 06:13 PM) *
ერთი 100 წლის კაცი ვნახე რამდენიმე წლის წინ სადღაც სოფელში. მაგარ ჯანზე იყო, დახტოდა და დაკუნტრუშებდა. smile.gif
მიტხრა 40 წელია გრამი შაქარი და მარილი არ მიმიღია და რაღაც სპეციალურ დიეტაზე ვზივარო. შენ არ გინდა დიდხანს სიცოცხლეო მკითხა. ერიჰააა... ეგღა მაკლია შაქარზე და მარილზე უარი ვტქვა, ან რა ჯანდაბად მინდა 90-100 წლამდე სიცოცხლე მეთქი გავიფიქრე........... smile.gif
ჩემი დასკვნა: ასეთი მაზოხიზმი არ არის ცხოვრებაში საჭირო, ჯობია ცოტა ხანი, მაგრამ ხარისხიანი ცხოვრება განვლო, ვიდრე მიზნად დაისახო რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლო

ამ კაცის დიეტამ კაცუზო ნიშის წიგნი გამახსენა! მე ”სისხლ-ძარღვებისა და სისხლის გაჯანსახება” ეს წიგნი მომწონს! ბევრი სხვაც არის და ვისაც არ წაგიკითხიათ გაეცანით, ძალიან საინტერესოა!!!! სწორ კვებაზეა!

http://www.koob.ru/kasudzo_nishi/japan_miracle_food -ნეტში მარტო ეს წიგნი ვიპოვე და თქვენ იქნებ სხვაც ნახოთ! (აქ უფრო იაპონურ კულინარიაზეა მოთხრობილი, სხვები უფრო საინტერესოა..)

მაგ: განმარტებული აქვს თუ რატომ არის ხორცი, შაქარი, თეთრი პური და სხვა.. ორგანიზმისთვის ცუდი! თან სულაც არ გავს ჭკუაზე გადაცდენილს! (ნუ პრინციპში ზოგიერთისთვის შეიძლება კი, ვისაც ხორცის გარეშე არ შეუძლია! laugh.gif )

ჰო და კიდევ ოლდ_მენ შენთვის ეგ თუ მაზოხიზმია, ეგრე იყოს!.. მაგრამ ნუ გამორიცხავ იმას, რომ სხვისთვის ის საკვები რასაც შენ მიირთმევ - ეგ იყოს მაზოხიზმი! lol.gif
იქნებ წაიკითხო ნიში და ბევრ რამეზე შეგეცვალოს აზრი... (თუნდაც ხორცის ჭამაზე) wink.gif
old_man
მთელი ცხოვრება შაქარს და მარილს რომ არ გაეკარები არანაირი სახით, ეგ თუ ნორმალურად მიგაჩნია, მაშინ ოოოოო...................... ჩვენს კამათს აზრი აღარ აქვს wink.gif
მათი ზომიერად მოხმარება კი სხვა საქმეა, რასაც მეც მივესალმები
TeO
მე ვთქვი არანაერი სახით-მეთქი?! blink.gif შაქარიც, მარილიც და სხვა ბევრი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერება ბუნებრივადაა ხილში და ბოსტნეულში და მგონი არავინ არ აყრის შაქარს მსხალს, ატამს.. (მათ თავისი სიტკბო აქვთ)
შაქარს მეორე ნაერად ”თეთრ სიკვდილს” ეძახიან და უმჯობესია მის მაგივრად ადამიანმა გამოიყენოს ნატურალური პროდუქტი - თაფლი!
....ისე ყველაფერი მიჩვევაზეა, მე შაქრიან ჩაის ვერ ვსვამ.. აი თაფლით კი სულ სხვააააა! l_daisy.gif (და საერთოდაც ჩაიც არ მიყვარს lol.gif , სუფთა თაფლი ჯობია good.gif)

და იცოდე მე არ გეკამათები, უბრალოდ საკუთარ აზრს გამოვთქვამ! biggrin.gif

ისე ბუნებას (ფაუნას), რომ დააკვირდე: იკვებებიან ბუნებრივად და ცხოვრობენ მშვენივრად, არც ჩვენი აფთიაქი სჭირდებათ და არც სუპერმარკეტი!.. ყველაფერი იქვე აქვთ მზამზარეული l_sunny.gif
ადამიანი ძალიან გაერთო გამომგონებლობით (ტექნოკრატიით) და ბუნებასთან დაკარგა კონტაქტი! ახლა ჩვენთის წარმოუდგენელია საკვები მარილის და შაქრის გარეშე, მაგრამ ეს განა ნორმალური იქნებოდა ადამი და ევას დროს? მაშინ ”პროსტა” გიჟად ჩაგთვლიდნენ!!! ყველაფერი შედარებითია.......
და როდესაც ორგანიზმი ბუნებრივ საკვებზეა მიჩვეული მისთვის მიუღებელია ქიმიური (თუნდაც ფანტა, კოკა-კოლა..) და ორგანიზმისთვის მავნეა! smile.gif

გამიგრძელდა ”ბაზარი” hilarioustu8.gif აბა ჰე! beerchug.gif
old_man
QUOTE(TeO @ Jul 18 2007, 06:05 AM) *
შაქარიც, მარილიც და სხვა ბევრი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერება ბუნებრივადაა ხილში და ბოსტნეულში და მგონი არავინ არ აყრის შაქარს მსხალს, ატამს.. (მათ თავისი სიტკბო აქვთ)
შაქარს მეორე ნაერად ”თეთრ სიკვდილს” ეძახიან და უმჯობესია მის მაგივრად ადამიანმა გამოიყენოს ნატურალური პროდუქტი - თაფლი!
....ისე ყველაფერი მიჩვევაზეა, მე შაქრიან ჩაის ვერ ვსვამ.. აი თაფლით კი სულ სხვააააა! l_daisy.gif (და საერთოდაც ჩაიც არ მიყვარს lol.gif , სუფთა თაფლი ჯობია good.gif)

თუ ცივილიზაცია განვითარდა და მე შემიძლია თაფლიდან შაქარი გამოვწურო და სხვა საკვებთან ერთად მოვიხმარო რა არის ამაში ცუდი? ეს არ არის მავნებელი. მავნებელია როცა დღეში უზომო რაოდენობით იღებ შაქარს. აქამდე ვიცოდი რომ ”თეთრ სიკვდილს” ჰეროინს ეძახიან. ოღონდ ციტირებას ნუ გაუკეთებ რა, მჯერა რომ ვიღაცა მართლა იტყოდა wink.gif

QUOTE
და იცოდე მე არ გეკამათები, უბრალოდ საკუთარ აზრს გამოვთქვამ! biggrin.gif
კაი აწი მეცოდინება, მაგრამ ისე კამათი ცუდია? smile.gif))

QUOTE
ადამიანი ძალიან გაერთო გამომგონებლობით (ტექნოკრატიით) და ბუნებასთან დაკარგა კონტაქტი! ახლა ჩვენთის წარმოუდგენელია საკვები მარილის და შაქრის გარეშე, მაგრამ ეს განა ნორმალური იქნებოდა ადამი და ევას დროს? მაშინ ”პროსტა” გიჟად ჩაგთვლიდნენ!!! .......

ადამი და ევას დროს ტიტვლები დარბოდნენ, რა ვქნათ ახლა ჩვენც ეგრე ვიაროთ? ნუდისტები და ნატურალისტებიც თვლიან რომ ტანსაცმლის გარეშე ბუნებასთან ახლოს არიან და მართლებიც არიან. ჰოდა რამე გვიშლის ჩვენც ეგრე ვიაროთ? wink.gif
Uma
თეო, ისე ბუნებაშიც არსებობს მარილის ფიზიოლოგიური მოთხოვნის მაგალითი. ეს პირველ რიგში ბალახისმჭამელი ცხოველებია, ჩრდილოეთის ირმები, რომლებიც ნარკომანებივით არიან დამოკიდებული მარილზე, და დიდ მანძილს კვეთენ, რომ მარილიან ქვებს მიაღწიონ. შეიძლება ადამიანსაც ააქვს ასეთი მოთხოვნა.
old_man
QUOTE(Uma @ Jul 18 2007, 01:28 PM) *
თეო, ისე ბუნებაშიც არსებობს მარილის ფიზიოლოგიური მოთხოვნის მაგალითი. ეს პირველ რიგში ბალახისმჭამელი ცხოველებია, ჩრდილოეთის ირმები, რომლებიც ნარკომანებივით არიან დამოკიდებული მარილზე, და დიდ მანძილს კვეთენ, რომ მარილიან ქვებს მიაღწიონ. შეიძლება ადამიანსაც ააქვს ასეთი მოთხოვნა.

მართალია. თან მარილი ბუნებაში სუფთა სახითაც (მარილის ქვა) არსებობს. ასე რომ ირმებს ვერ დავაბრალებთ ცივილიზაციის მხვერპლობას. smile.gif
QUOTE
შეიძლება ადამიანსაც ააქვს ასეთი მოთხოვნა

მასეა. ვიღაც საბჭოთა ჯარისკაცის მოგონებები მაქვს წაკითხული, რომელიც ტყვედ ჩავარდა ომის დროს. იხსენებს, რომ ბანაკში ისე არაფერი ფასობდა როგორც მარილი. ერთ მუჭა მარილში უცვლიდნენ ერთმანეთს ჩექმებს, პურს, წყალს....
TeO
მიხარია, რომ თემა გამოცოცხლდა! wink.gif
ისე, რომ იცოდეთ ყველას გეთანხმებით beerchug.gif და მე რასაც ვამბობ სულაც არ არის დოგმა biggrin.gif
TeO
ახლა კაცუძუ ნიშის წიგნს ვკითხულობ და ძალიან მომწონს მის მიერ აღწერილი კვების და ვარჯიშის სისტემა!
მერე რამდენიმე პუნქტს დავწერ ( სწორი კვების).....
TeO
QUOTE(old_man @ Jul 17 2007, 11:20 AM) *
მთელი ცხოვრება შაქარს და მარილს რომ არ გაეკარები არანაირი სახით, ეგ თუ ნორმალურად მიგაჩნია, მაშინ ოოოოო...................... ჩვენს კამათს აზრი აღარ აქვს wink.gif
მათი ზომიერად მოხმარება კი სხვა საქმეა, რასაც მეც მივესალმები

მარილი ნამდვილად აუცილებელია და საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის!!!
მაგრამ ”ლუბოი” არ წავა, კარგია ზღვის მარილი და მარილქვა, მოკლედ ბუნებრივი რა!

მე მხოლოდ შაქრის მავნე ზეგავლენაზე ვამბობდი! მაგრამ თუ მოგწონთ გემრიელად მიირთვით არავინ გიკრძალავთ! გონიათ მე რა არ მივირთმევ? უფ! laugh.gif

ჰოდა ადამი და ევას დროს ტიტვლები ნამდვილად არ დარბოდნენ და იცით რატომ? blink.gif იმიტომ რომ ეს სხეული რაც ჩვენ ახლა გვაქვს სულის ”ტანსაცმელია”!
ვერაფერს იტყვი - ”ჟილეზნაია ლოგიკა”!!! Just_Cuz_01.gif ჰააჰააააააააააჰა

beard.gif კამათი კარგია... ჰო, ნათქვამია რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება,.. მაგრამ ჩემი შემთხვევა სხვანაერია, რადგან თუ მეორე ან მესამე ადამიანის გესმის და უგებ, მათ აზრს არ ეწინააღმდეგები, მაშინ კამათიც არ არსებობს! beerchug.gif იმ ამბავს ჰგავს:
მეფესთან მივა ორი მომჩივანი. ჯერ ერთი ილაპარაკებს და მეფე მას გაამართლებს,.. მერე მეორე და მეფე მასაც გაამართლებს. იქვე მყოფი ბრძენი ადგება და კითხავს: -ოროვე მართალი როგორ იქნებაო?
- შენც მართალი ხარო!- უპასუხებს...
და მეფე ნამდვილად მართალი იყო!
აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანი მართლები ვართ და ეს ჩვენი საკუთარი სიმართლეა! gossip.gif
ხო დააა ეგრეეეეეეე (მეგობარს საყვარელი ფრაზა დავესესხე, ”მომკლავს”! ) biggrin.gif
l_sunny.gif
Perl
ადამი და ევა არსებობდნენ? smile.gif
old_man
QUOTE(Perl @ Jul 26 2007, 02:29 PM) *
ადამი და ევა არსებობდნენ? smile.gif

არ არსებობდნენ, ამიტომაც დავწერე ხატოვნად ”ადამი და ევას დროს” რაც გულისხმობს ancient times ანუ ძველ, ძალიან ძვეეელ დროს...smile.gif
TeO
QUOTE(TeO @ Jul 26 2007, 01:03 PM) *
ახლა კაცუძუ ნიშის წიგნს ვკითხულობ და ძალიან მომწონს მის მიერ აღწერილი კვების და ვარჯიშის სისტემა!
მერე რამდენიმე პუნქტს დავწერ ( სწორი კვების).....

smile.gif ქვეყნად არსებულ კვების სისტემათაგან ერთერთი - დროით შემოწმებული
სისტემა ნიშისგან:

unsure.gif რით ვიკვებებით?

საკვები შხამად რომ არ გვექცეს და ჯანმრთელობისათვის იყოს სასარგებლო, საჭიროა ვიხელმძღვანელოთ სწორი კვების რამდენიმე წესით:

• არ მიიღოთ სასმელ-საჭმელი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად შეიცავს ხელოვნურ ან ქიმიურ დანამატებს. ე.ი. რაციონიდან ამოღებულ უნდა იქნას: შაქარი, და ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კონსერვირების დროს დაემატა ქიმიური ნივთიერებები. მაგალითად, ხელოვნურად დამზადებული საკმაზების საღებავები.
• საკვები უნდა მომზადდეს მცენარეულ ზეთზე და წყალზე. მარილი მოეყაროს ან ზღვის ან ქვამარილი. საკვების მოსამზადებლად უპირატესობა მიანიჭეთ შუშის და კერამიკის ჭურჭელს.
• საკვების მიღება პირველად უნდა მოხდეს არა უადრეს ნაშუადღევისა. ხოლო ბოლოს არა უგვიანეს საღამოს შვიდი საათისა, რადგანაც დროის ეს მონაკვეთი, ფიზიოლოგიურად მეტადაა სასარგებლო საკვების მისაღებად.
• საკვების მიღების დროს არ დალიოთ არანაირი სითხე - სითხე მიიღეთ მხოლოდ საკვებთა შორის.
• საკვების ზომიერად უნდა მივიღოთ, ისე, რომ კუჭის მოცულობა აივსოს დაახლოებით, ორ-მესამედზე. სუფრიდან უნდა ადგეთ ისე, თითქოს მიირთმევდით კიდევ იმდენივეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ დანაყრდით, რადგან შიმშილის გრძნობა საკვების მიღებიდან ნახევარ საათში გადის, როდესაც საჭმლის მონელება მიდის ორგანიზმში.
• აუცილებელია ლუკმის დიდხანს - 50 ჯერ გადაღეჭვა, მაგრამ უმჯობესია 100-150ჯერ (ჩემი კომენტარი: ვცადე და ასე 40მდე ავქაჩე, ისიც 1-2ჯერ, მერე გავსკდი სიცილით და თან გაუვარჯიშებელზე, ღეჭვისგან მაგრა დამეღალა ყბები! წარმატებებს გისურვებთ, მაგრა გაერთობით! biggrin.gif ). თუ საკვები ნამდვილად კარგია და საჭიროა ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის, მაშინ დიდი ხნის ღეჭვისგან იგი ხდება უფრო გემრიელი. ხოლო ”ცარიელი” და მავნე საკვები გადაღეჭვის დროს მალე კარგავს გემოს.
• უარყავით ყოველი საკვები, ყოველი ნივთიერება და პროდუქტი, რომელიც ასტიმულირებს და გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე - ყავა, შოკოლადი, ჩაი, კაკაო, წამლები, ალკოჰოლი, თუთუნი. ამ ნივთიერებების მასტიმულირებელი ზეგავლენა ილუზორულია - თავიდან იზრდება აქტიურობა, ხოლო შემდგომ მცირდება და მივყავართ დეპრესიისკენ. ჩაი მიირთვით მხოლოდ ნატურალური -ბალახეული, ხოლო ყავა სავსებით გამოირიცხება.
TeO
beard.gif ჰიპოკრატე ამბობდა: ”დაე, საკვები იყოს თქვენი მთავარი წამალი”. და საკვები, რომ გახდეს წამალი ამისათვის ის უნდა იყოს ბუნებრივი, ადამიანის ორგანიზმისათვის იოლი მოსანელებელი.
ადამიანისათვის ყველაზე ბუნებრივია მაკრობიოტიკური საკვები - ბურღულეული. ეს კვების უძველესი სისტემაა - თითქმის 5 000 წლის. და ის შემოწმებულია არა მხოლოდ აღმოსავლეთის, არამედ ყველა კულტურის მიერ. ყველა დროის და ყველა ხალხისათვის ყველაზე მისაღები საკვებია ბურღულეული,ბოსტნეული, პარკოსნები და ხილი. საკვები, რომელიც ქმნის სისხლის საუკეთესო შემადგენლობას, ე.ი. საუკეთესო ჯანმრთელობას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეს აქტუალური გახდა ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი: ”მითხარი რას ჭამ შენ და გეტყვი ვინ ხარ შენ”. wink.gif
TeO
ზოგის გურმანობას ეწირება საწყალი ცოცხალი არსებები sad.gif ზოგი კიდევ ახერხებს დასხლტომას! blink.gif

Katabua
რა საყვარელი ლოკოკინააა!!.. პირდაპირ.. შესაჭმელია!.. ამ-ამ.. biggrin.gif
აი, "მატაციკლეტი" კი ნამდვილად ყელში გამეჩხირება!.. wacko2.gif
კვებას რაც შეეხება, ინდივიდუალურია, როგორც ყველა ადამიანი, - ზოგს მარტო ჰაერი ყოფნის და.. ზოგიც ადამიანებით იკვებება.
მივუშვათ და ვაცადოთ, იქნებ რას მიაღწიონ. თავისუფლება, თავისუფლება.. biggrin.gif
ირმა
QUOTE(Katabua @ May 9 2008, 06:36 PM) *
კვებას რაც შეეხება, ინდივიდუალურია, როგორც ყველა ადამიანი, - ზოგს მარტო ჰაერი ყოფნის და.. ზოგიც ადამიანებით იკვებება.
მივუშვათ და ვაცადოთ, იქნებ რას მიაღწიონ. თავისუფლება, თავისუფლება.. biggrin.gif

yes.gif
ბავშვობიდან არ მიყვარდა ხორცი. მისი ჭამა არ შემიწყვეტია, უბრალოდ ვჭამ ძალიან იშვიათად. მადლობა ღმერთს ჩემი ქმარიც ჩემსავითაა და არ ვავიწროვებ არავის . ხორცი ოჯახში უმეტესად მხოლოდ სტუმრიანობაზე შემოგვაქვს.
ასევე ვცდილობთ ყოველდღიურად შევამციროთ შაქრის რაოდენობა. შაქარი ანუ სახაროზა მართლა დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. საერთოდ ხელოვნურად შექმნილი ყველაფერი ჩემის აზრით მავნებელია. როდესაც გავიგე, რომ სამხრეთ ამერიკის ხალხი ნარკოტიკების ხეს(მაპატიეთ დამავიწყდა ხის სახელი) წამლად ხმარობენ jawdrop.gif და რადგან ის დაუმუშავებელია ადამიანზე ცუდად არ მოქმედებს და არც ნარკომანი ხდები(მეგობარი მყავდა არგენტინიდან). ასე რომ რაც ბუნებაში არსებობს ყველაფერი თავისებურად რაღაცის წამალია.

„არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა, არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.“
მარკ.7:15. მათ.15:11.

მთავარია ვიცოდეთ ყველაფრის ზომა, ნუ გავღორდებით, კარგია მარხვის დაცვა როგორც შეგვიძლია. ერთი პერიოდი ვიცავდი მარხვას ოთხშაბათს და პარასკეობით და ძალიან კარგია. ვისაც არ შეუძლია მთელი სააღდგომო ან საშობაო მარხვის დაცვა მერე რა – დაიცვი ისე როგორც შეგიძლია. „ვაკურთხოთ საჭმელი“ თუ შეგვიძლია(გონების თვალით სანამ ჭამას დავიწყებთ ჯვარი გადავწეროთ).
და კიდევ ვინც უკვე მიაღწია იმას , რომ ხორცს არ ჭამს კარგია წინ ხართ, მოგდევთ ჩვენც, მაგრამ ყველამ თავისი სიჩქარით იაროს.
Sophia
8 წელი არ მკონდა ნაჩამი ნამცვხარი, ტორტი, პური მხოლოდ დილაობიტ, საღამოს არ ვჭამდი ექვსის მერე არაფერს. არ შეიძლებოდა პროფესიის გამო. წინაში ვიმატებდი სულ და ამიტომაც... არ ვჩამდი შემწვარს არაფერს, ყველაფერი მოხარშული უნდა ყოფილიყო. წყლის რაოდენობასაც ვაკონტროლებდი.
შემდეგ პროფესია შევიცვალე, ვჩამ ყველაფერს, ნებისმიერ დროს, სახლსჰი 12ზე მოვდივარ და ვსადილობ biggrin.gif თუმცა ის რაც აკრძალული იყო ჩემთვის ადრე, აღარ მიყვარს, ეტყობა დაგავეჩვიე.
მოკლედ ვჩამ როცა მინდა და რასაც მინდა. სეზონურად მინდება მხოლოდ ხორცი. გონებიტ არ მინდა, მაგრამ პერიოდულად შემომეჭმება ხოლმე ohmy.gif მერე თვეობით აღარ ვჭამ. მოკლედ აღარ ვფიქრობ რისი ჭამა შეიძლება და რისი არა და ძალიან ბედნიერი ვარ tongue.gif
წონას მეტისმეტად ჯერ არ შევუცუხებივარ, მაგრამ რა იწნება უახლოეს მომავალში წარმოდგენა არ მაკვს.
აჯობებს მოვუკლო არა? განსაკუთრებით ღამის ორზე აღარ ღირს სადილობა ალბათ... unsure.gif
ირმა
ფრთხილა სოფია, ფრთხილად... biggrin.gif
ბევრი გამიგია რომ იმატებენ წონაში ძალიან სწრაფად მსგავს მდგომარეობებში.
როცა ადამიანი რაღაც დიდ ასაკს აღწევს უფრო ძნელი ხდება წონაში დაკლება. არანაირი სახის დიეტა არ არის კარგი. ყველაზე კარგია,– ღამე გვიან არ ვჭამოთ, სუფრიდან ადგომისას არ ვიყოთ „გამძღრები“, ვღეჭოთ რაც შეიძლება კარგად საკვები.
... და კიდევ ერთი ჭამის დროს ვიფიქროთ, დავმუხტოთ საკვები, მაგ: ეს პური დამზადებულია ხორბლისაგან, ხორბალი იზრდებოდა ყანაში და თვეების განმავლობაში მზის ოქროსფერი სხივებით იტვირთებოდა. ამ სხივების ძალა თუ ენერგია შესულია ამ პურში, ეს სხივები შემოდიან ჩემში და ენერგიით მივსებენ მთელ ჩემს „ინეს“(მეს, სხეულს). ქრისტიანული პირჯვრის გადაწერა საკვებზე, ან ლოცვა ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, ვფიქრობ დაახლოებით ამ ფაქტზეა აღმოცენებული, უბრალოდ ხალხმა დაივიწყა ლოცვის ნამდვილი მნიშვნელობა.
adamiani
Perl
QUOTE(Perl @ 26th July 2007 - 02:29 PM) *
ადამი და ევა არსებობდნენ?

ცხადია- მაგრამ არა იმ სახით, რომელთანაც დღეს ასოცირდებიან.
Sophia
QUOTE(Sophia @ 27th October 2008 - 01:24 AM) *
აჯობებს მოვუკლო არა? განსაკუთრებით ღამის ორზე აღარ ღირს სადილობა ალბათ...

ადამიანი დღის არსებაა- ანუ მისი ორგანიზმი მზის სინათლესთან დაკავშირებული რიტმით და ენერგიებით მუშაობს. მზის ჩასვლის შემდეგ -არა აქვს მნიშვნელობა საღამოს 6 საათი იქნება თუ 8 საათი- ჩვენი ორგანიზმი დღის შუქის გარეშე ცუდად იღებს საკვებს. და ეს არა მარტო მომნელებელ სისტემასთან მიმართებაში, არამედ მენტალურ და ასტრალურთან მიმართებაშიც. ამ დროს მიღებული საკვები სულიერად გვამძიმებს, ღამესთან გვაზიარებს, ენერგიებს გვართმევს.ღამით ჭამენ ვირთხები, თაგვები, კატები, ბუები და მსგავსნი.

ხორცის და თევზის ჭამასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ესაა უბრალოდ ლეშის ჭამა. ვის რამდენად მოსწონს და გული მიუდის ლეშზე - ინდივიდუალური რამაა.

გერმანული ანდაზა ამბობს. რასაც ჭამ, ის ხარ.

TeO
QUOTE(Tea @ 14th August 2007 - 04:54 PM) *
ვიხელმძღვანელოთ სწორი კვების რამდენიმე წესით:

ყველა ეს წესი რაც შენ ჩამოთვალე -სრულიად გამართლებულია სულიერი თვალსაზრისითაც. და ამ ასპექტითაც აქვს განმარტებები.
მაგრამ მაინც ყველაზე მთავარიია, რომ ჩვენს სუფრასთან -რაც არ უნდა ღარიბი ან მდიდარი იყოს იგი- ყოველთვის მოვიწვიოთ ანგელოზები და ქრისტე. გულში მაინც და გულით. ყველაფერი რასაც ადამიანი აკეთებს- მათ შორის საკვების მიღებაც არის მაგიური ქმედება და დაცული უნდა იქნეს ყოველგვარი სიბინძურისგან. ჭამის დროს უნდა ვიყოთ საკვებზე კონცენტრირებული, მადლიერებით ვაგემოვნებდეთ, აღვიქვამდეთ ენერგიას რომელიც მას ჩვენში შემოაქვს და ეს განცდა უნდა გავუზიაროთ სულიერ სამყაროს. ყველანაირი ეგოისტური კვება დამანგრევლად მოქმედებს ჩვენს სულიერ ორგანიზმზე და როდესმე ფიზიკურსაც დაეტყობა ეს ნგრევა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.