Help - Search - Members - Calendar
Full Version: ცრურწმენა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პარამეცნიერება
Pages: 1, 2
Perl
ხართ ცრუმორწმუნეები?
მე არ მჯერა ეგეთი რაღაცეების, არც შავი კატის, მარილის დაყრის და ვითომ 13 ცუდი რიცხვია;
Zet
მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით მანქანით, მეგობრის მანქანით, კატამ გადაურბინა, მიატორმუზა და არ წავალო შეშინებულმა))) და სანამ უკან რიგი არ დადგა პიპინით იქამდე არ დაძრა)))
ვეტყვი აქ შემოვიდეს და თავის კომპეტენტური აზრი დაწეროს, კატების გადარბენასთან დაკავშირებით))
FEBRUARY
forumis #13 wevri var! imedia crumorwmuneebi ar xart da gamagdebt! smile.gif
Uma
me 6 sartulze vcxovrob da chemi bina 66 nomeria:)))
Zet
ერთი ამბავი გამახსენდა smile.gif

მოკლეთ იყო ერთი ტიპი, რომელსაც დოღზე სტავკების (ფსონების) დადება უყვარდა. (დოღი არის ცხენები რო დარბიან და ვინ პირველი მივა wink.gif )
ხოოოდა, გადიოდა წლები და ეს კაცი სულ აგებდა.. და ერთ დგესაც მიხვდა როგორ უნდა მოეგო, რომ შვიდიანი მისი ბედნიერი ციფრი იყო და ამაზე უნდა აეგო ყველაფერი.
შვიდ რიცხვში ადგა დილის შვიდ საათზე, ხველა მოქმედება შვიდს დაუკავშირა ან შვიდჯერ გააკეთა, მერე მეშვიდე სალაროში, მეშვიდე ნომერ ცხენზე დადო შვიდი დოლარი..
და ცხენი მეშვიდე მივიდა biggrin.gif
Uma
smile.gif))))))
Uma
exla shevamchnie wina Post-i me 6 nomeria))))
Alpha
ასეთი ისტორია ვიცი მე, იყო ერთი მფრინავი, რომელმაც გადაწყვიტა დაემტკიცებინა რომ რიცხვი 13 თარსი არაა. და გადაწყვიტა რომ 13 რიცხვში, 13 საათსა და 13 წუთზე აფრენილიყო თვითმფირავით და 13 კილომეტრი გადაიფრინა. ხოდა გაემზადა ეს მფინავი, თვივთფინავს დიდი 13-იანი დააწერა, შუბლეც 13 დაიწერა ფლომასტერით და ა.შ. biggrin.gif
ხოდა იტოგში ფრენა წარმატებით დაასრულა. ამით გახარებული საღამოთი ბარში აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად ამ გამარჯვებას, მაგრამ უცბათ ყელში კურკა თუ რაღაცა გაეჩხირა და მოკვდა...


ისე ეს ყვალასთვის ინდივიდუალურია, თუ გჯერა ცრურწმენების, ისინი ხდება შენი იქითა სამყაროსთან ურთიერთობის საშუალება და თუ რამე ცუდი მოგელის იქიდან "განიშნებენ" რომ დაფიქრდე საით მიდიხარ smile.gif
TeO
QUOTE(sopho @ Feb 12 2007, 04:51 PM) *
ხართ ცრუმორწმუნეები?
მე არ მჯერა ეგეთი რაღაცეების, არც შავი კატის, მარილის დაყრის და ვითომ 13 ცუდი რიცხვია;


ნამდვილად არ მჯერა ცრურწმენების, მაგრამ ერთი რამე ვიცი _ თუ გჯერა რამე (ცუდსაც ეხება და კარგსაც) ის აუცილებლად ახდება (ჩვენივე აზრით)!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! laugh.gif
Alpha
QUOTE(TeO @ Mar 30 2007, 06:20 PM) *
ნამდვილად არ მჯერა ცრურწმენების, მაგრამ ერთი რამე ვიცი _ თუ გჯერა რამე (ცუდსაც ეხება და კარგსაც) ის აუცილებლად ახდება (ჩვენივე აზრით)!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! laugh.gif

გეთანხმები
lasharela
ხო კონსენსუსი დაფიქსირდა....
მეც მასე ვფიქრობ... თუ გჯერა ახდება... "ჰოი თქვენ მცირედ მორწმუნენო, ხორბლის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ წყალზე გაივლიდითო"... ერთი კი არის რო ცუდს უფრო ადვილად იჯერებს ადამიანი smile.gif

zet- 7 გაასწორა hilarioustu8.gif
doCENTi
ციტატა(sopho @ Feb 12 2007, 04:51 PM) *
ხართ ცრუმორწმუნეები?
მე არ მჯერა ეგეთი რაღაცეების, არც შავი კატის, მარილის დაყრის და ვითომ 13 ცუდი რიცხვია;



arc me mjera, magram, modi maSin, vTqvaT, saidan modis eg - ucodinaroba?, xalxis masobrivi"daboleba"?!...
Zet
QUOTE(doCENTi @ Dec 5 2007, 08:51 AM) *
arc me mjera, magram, modi maSin, vTqvaT, saidan modis eg - ucodinaroba?, xalxis masobrivi"daboleba"?!...


ამას ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა, მოვიყვან ერთ მაგალითს:
დაუშვათ მთელი ცხოვრება ვიღაცა დაგზდევს და როცა როდისმე ფეხს წამოკრავ სანთებელას ანთებს, და ესე ყოველთვის, მაშინ შენ ქვეცნობიერში ჩაჯდება ის რომ ფეხის წამოკვრა სანთებელასთან ასოცირდება... და მერე ვინმემ სანთებელა რო აანთოს ქვეცნობიერი ამას მექანიკურად ფეხის წამოკრასთან დააკავშირებს და იმ მომენტში შეიძლება ფეხიც წამოკრა..

ადამიანი გონება არის როგორც კოპმიუტერი, იწსერს სხვადასხვა პროგრამებს, მაგალითად ყველას ბავშვობიდან დეფოლტად მოგვყვება ბევრი პროგრამა, მაგალითად: ჯოხს რო გვიქნევენ ცვენ მექანიკურად ხელს ვიფარებთ, ან რო ვარდებით ხელხბზე ვარდებით რო სახით არ დავარდეთ.
მაგალითად ცხელ უთოს რო მივადებთ ხელს ნერვიული სისტემა ადზლევს გონებაში სიგნალს რო გვეწვის ხელი, მერე იქ დამტვსრობასტან და ტკივილთან ასოცირებული ფროგრამა ამუშავდება და გადასცემს სიგნალს რო კუნთი შეიკუმშოს და ჩვენ ვაშორებთ ხელს იმ უთოს და ა.შ....

იგივე პრინციპით მუშაობს ცრუ რწმენა, მაგალითად 13 რიცხვი მიღებულია როგორც თარსი ან უიღბლობასთან არის კავშირში და ეს ჩვენ ბავშვობიდან ვიცით და ბევრი გვსმენია და ამიტომ ეს პატარა პროგრამა შეიძლება ცოტატი მარა მაინც არსებობს ჩვენს გონებაში, როდესაც ჩვენ გვესმის ცამეტი რიცხვი გონებაში შეიძლება ამუშავდეს უიღბლობის პროგრამა, ანუ ქვეცნობიერი 13 რიცხვს აკავშირებს უიღბლობასთან და მერე უკვე ჩვენ თვითონ ვაპროგრამირებთ ცვენ თავს რო უიღბლობისკენ გვქონდეს მიდრეკილება იმ მომენტში...
ცამეტის მაგივრად რომ ყოფილიყო 5 ის ისევე იმუშვებდა როგორც 13, რიცხვს თავის მნიშვნელობას თვითონ ადამიანი აძლევს...
პროგრამირებაში ეს შეიძლება განიხილოს როგორც ცვლადი რომელსაც შენ რაღაც პირობით მნიშვნელობას ანიჭებ...

ესეთი პროგრამების დასაცავათ გამოიყენება ანტივირუსი რომელსაც ქვია: არ მჯერა, რა სისულელე...

ხოლო თუ გინდა რო ამ პროგრამამ იმუშაოს უნდა დააჭირო ენთერს. ენთერის დაჭერა ესარის: მჯერა, მე ეგრე მაქვს დაცდილი და ა.შ....

ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვისაც ჯერა იმისთვის ეს პროგრამა უფრო მუშაობს და ვისაც არ ჯერა იმისთვის ნაკლებად და მემგონი ბევრ რამეშიც ეგრეა, წამალსაც რო სვამ ტუ გჯერა ის უფრო მოქმედებს და თუ არ გჯერა უფრო ნაკლებათ...


Perl
QUOTE(Zet @ Dec 8 2007, 08:38 PM) *
ამას ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა, მოვიყვან ერთ მაგალითს:
დაუშვათ მთელი ცხოვრება ვიღაცა დაგზდევს და როცა როდისმე ფეხს წამოკრავ სანთებელას ანთებს, და ესე ყოველთვის, მაშინ შენ ქვეცნობიერში ჩაჯდება ის რომ ფეხის წამოკვრა სანთებელასთან ასოცირდება... და მერე ვინმემ სანთებელა რო აანთოს ქვეცნობიერი ამას მექანიკურად ფეხის წამოკრასთან დააკავშირებს და იმ მომენტში შეიძლება ფეხიც წამოკრა..

ადამიანი გონება არის როგორც კოპმიუტერი, იწსერს სხვადასხვა პროგრამებს, მაგალითად ყველას ბავშვობიდან დეფოლტად მოგვყვება ბევრი პროგრამა, მაგალითად: ჯოხს რო გვიქნევენ ცვენ მექანიკურად ხელს ვიფარებთ, ან რო ვარდებით ხელხბზე ვარდებით რო სახით არ დავარდეთ.
მაგალითად ცხელ უთოს რო მივადებთ ხელს ნერვიული სისტემა ადზლევს გონებაში სიგნალს რო გვეწვის ხელი, მერე იქ დამტვსრობასტან და ტკივილთან ასოცირებული ფროგრამა ამუშავდება და გადასცემს სიგნალს რო კუნთი შეიკუმშოს და ჩვენ ვაშორებთ ხელს იმ უთოს და ა.შ....

იგივე პრინციპით მუშაობს ცრუ რწმენა, მაგალითად 13 რიცხვი მიღებულია როგორც თარსი ან უიღბლობასთან არის კავშირში და ეს ჩვენ ბავშვობიდან ვიცით და ბევრი გვსმენია და ამიტომ ეს პატარა პროგრამა შეიძლება ცოტატი მარა მაინც არსებობს ჩვენს გონებაში, როდესაც ჩვენ გვესმის ცამეტი რიცხვი გონებაში შეიძლება ამუშავდეს უიღბლობის პროგრამა, ანუ ქვეცნობიერი 13 რიცხვს აკავშირებს უიღბლობასთან და მერე უკვე ჩვენ თვითონ ვაპროგრამირებთ ცვენ თავს რო უიღბლობისკენ გვქონდეს მიდრეკილება იმ მომენტში...
ცამეტის მაგივრად რომ ყოფილიყო 5 ის ისევე იმუშვებდა როგორც 13, რიცხვს თავის მნიშვნელობას თვითონ ადამიანი აძლევს...
პროგრამირებაში ეს შეიძლება განიხილოს როგორც ცვლადი რომელსაც შენ რაღაც პირობით მნიშვნელობას ანიჭებ...

ესეთი პროგრამების დასაცავათ გამოიყენება ანტივირუსი რომელსაც ქვია: არ მჯერა, რა სისულელე...

ხოლო თუ გინდა რო ამ პროგრამამ იმუშაოს უნდა დააჭირო ენთერს. ენთერის დაჭერა ესარის: მჯერა, მე ეგრე მაქვს დაცდილი და ა.შ....

ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვისაც ჯერა იმისთვის ეს პროგრამა უფრო მუშაობს და ვისაც არ ჯერა იმისთვის ნაკლებად და მემგონი ბევრ რამეშიც ეგრეა, წამალსაც რო სვამ ტუ გჯერა ის უფრო მოქმედებს და თუ არ გჯერა უფრო ნაკლებათ...



dzaaan programul kompiuterulad axseni smile.gif)
Tvalebi
მე მაქ ერთი ცრურწმენა საკმაოდ კარგად დაცდილი...
თუ მარცხელა ხელის გული მომექავა მაქსიმუმ 3 დღის ვადაში რაღაც შემოსავალი უნდა მომივიდეს smile.gif
blanca
ასეთი მინიშნება არაფერი არ მაქვს
მაქვს ხოლმე წინათგრძნობა და სიზმარი
Uma
QUOTE(Tvalebi @ Apr 3 2008, 03:22 AM) *
მე მაქ ერთი ცრურწმენა საკმაოდ კარგად დაცდილი...
თუ მარცხელა ხელის გული მომექავა მაქსიმუმ 3 დღის ვადაში რაღაც შემოსავალი უნდა მომივიდეს smile.gif

დედაჩემსაც ასე აქვს დაცდილი, თან მაქსიმუმ მე2 დღეს))) და ჩემზე არ მომქმედებსsad.gif
Tamo_Tamo
თემას გავაცოცხლებ gossip.gif
ჩემის აზრით რო არ ვიცოდეთ გაგონილი მაინც, რო არ გვქონდეს, რომ 13 რიცხვი თარსია, რომ შავი კატის გადარბენა ავის მომასწავებელია და ა.შ. არანაირი გავლენა არ ექნებოდა ამ ყველაფერს. შეიძლება ვინმეს ამის არ ჯეროდეს, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც ილექება ქვეცნობიერში, ტვინის რომელიღაცა უჯრედები ამას იჯერებენ და იმიტომაცა რომ მართლაც რეალურად ხდება. არადა ეს ყველაფერი ჩვენი ფსიკიკიდან მოდის... მეც ხშირად ამხდენია, მაგალითად მარცხენა ხელის ფხანაზე, ფული მიმიგია, მაგრამ აბა დაუკვირდეთ რამდერჯერ არ აგვხდენია wink.gif... კოსნერზე წავიკითხე ერთხელ, 8 ციფრზე გართულება ქონია და ერთხელაც შევიდა სასადილოთ რესტორანში და სოკო შეუკვეთა, შემთხვევით რა სოკოც შეუკვეთა 8 ცალი იდო თეფშზე და გაბრაზებულმა კოსნერმა მოისროლა ეს თეფში და გავარდა გარეთ. მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს სოკო ერთ-ერთ ოფიციანტს უჭამია და მოწამლულა.... ასე რომ საკმაოდ ძლიერი ფსიქიკა გვაქს ადამიენებს, რას ვირწმუნებთ და რას არა ეს ჩვენი ნებაა, მაგრამ შევეცადოთ რომ ყველაფერი დადებითისკენ მოვმართოთ და ვირწმუნოთ, ისედაც ძლიერ დაბინძურებულია დედამიწის ენერგეტიკული ველი... ჩვენ ინდივიდებს გვაქს ამის ძალა რო ცოტათი მაინც შევამსუბუქოთ ეს დაძაბულობა...
აუუ მგონი რაგაც მოწოდებასავით გამომივიდაა, რაც საშინლად არ მიყვარს, მარა მგონი ცუდი არაფერი მითქვამს არა??? wink.gif
Katabua
13 რიცხვი მიყვარს და შავი კატა ჰოროსკოპის მიხედვით ჩემი თალისმანია lol.gif რადგან ამ მხრივ "ჩაწყობილი" მაქვს,- შავ კატაზე პირველი გადავდივარ ხოლმე.. wink.gif
შეგვიძლია ახალი ცრურწმენები დავნერგოთ, მგონი ძალიან ადვილია, - მაგ: გრძელთმიან ქერა ქალს მისალმებისას თვალებში არ შეხედოთ, არ ვარგა. (თავის ტკივილი იცის);
გრძელთმიანი შავგრემანი ქალის დატოვებული არც ლუკმა შეჭამოთ, არც მისი თეფშიდან რამე.. ფულის წასვლა იცის.
ერთად თუ ნახოთ შავგრიმანი და ქერა ქალი, აუცილებლად შუაში ჩაუარეთ, - თორემ ჩხუბი მოგივათ...
"ნასკი" თუ გაგძვრეთ ფეხიდან, სასწრაფოდ მეორეზე ჩაიცვით, თორემ მეზობლის ძაღლს რაღაც მოუვა (განუტევებს).. wacko.gif
კიდეე?
Tamo_Tamo
biggrin.gif დაა ბაი გრძელ წითელ თმიანზე რას გვეტყვი???? crazy.gif
blanca
QUOTE
ასეთი მინიშნება არაფერი არ მაქვს
მაქვს ხოლმე წინათგრძნობა და სიზმარი


და როგორც ყოველთვის ისევ ახდა ჩემი სიზმარი და წინათგრზნობა .. მაგარი საინტერესოა
ესეთი ლამაზი სიზმარი სიზმრად და სიზმარი რეალურ ცხოვრებაში, ერთმანეთის მსგავსი, იშვიათად მინახავს


... იცის ვინმემ> როგორ უნდა განივითარო წინათგრზნობა ინტუიცია?
Taa
13 რიცხვს არანაირი განსხვავებული თვისება და შინაარსი არ გააჩნია ჩემს ცხოვრებაში

რაც შეეხება შავ კატას არ ვიცი რატომ მაგრამ პირიქით პირველი გავდივარ
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მექმნება ამ საქციელზე თითქოს ვიღაცაზე მაგარი ვარ

მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ოჯახში გვასწავლეს ხო?
ბებიებმა, დედებმა ნათესავებმა და ასე სემდეგ.......

მარილი რომ დამეყრებოდა დღეს ვიღაცასთან იჩხუბებო სულ მეუბნებოდნენ, არადა მშვიდობის მტრედი ვარ smile.gif

ამიტომ არსებობს გამოსავალი, ცვენ მაინც არ დავუბინძუროთ ჩვენს მომავალს, სვილებს ნათესავებს ტვინები და არ მივაწოდოთ ეს ინფორმაციები
და თუ ერთ დღესაც ისინი მაინც მოიტანენ ამ ინფორმაციას, ბაღიდან, სკოლიდან, ქუჩიდან
მაშინ უფრო მეტად გადავაჯეროთ რომ ეს გაუნათლებელი ხალხის მოგონილია და რომ ეგეთებს ყურადღება არ მიაქციონ
Gothic
ერთ მაგალითს გეტყვით: როგორც ვიცით მარილიზ დაყრა ჩხუბს უკავშირდება(ანუ თუ მარილი დაგეყარა ვიღაცასთან იჩხუბებ) მე გეტყვით საიდან გამომდინარეობს ეს ცრურწმენა .... თუ არ ვცდები ეს ინდოეთიდან მოდის და ძალიან ძველ პერიოდთანაა დაკავშირებული. იმ დროს მარილი ძალიან ძვირად ფასობდა (არა მარტო ინოეთში) და შესაბამისად მისი დაბნევაც დუდს ნიშნავდა და ჩხუბიც მოსდიოდათ (100 გარმიანი ოქროს ძეწკვი რომ დაუკარგოთ ოჯახის რომელიმე წევრს მემგონი ჩხუბს გამოიწვევს) ხოდა მარილის სიძვირის გამო მისი დაბნევა იკავშირდებოდა ცუდს , ჩხუბს... შემდეგ ეს გავრცელდა მაგრამ მე მგონი მხოლოდ ჩვენთან შემორჩა biggrin.gif მაგრამ ციფრებზე რა გითხრათ 13 რიცხვზე მოვლენები 50% - 50% ნაწილდება ისტორიაში იყო ამ რიცხვთან როგორც ცუდი ასევე კარგი ფაქტები თანაბარი რაოდენობით. მაგრამ როგორც ვიცით ასტროლოგიაში ციფრებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ... და არსებობნს ყველასათვის იღბლიანი და ცუდი ნიშნები... ნიშნებს ასტროლოგიაში განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ნუმეროლოგიის დარგში ანიჭებენ (ასტროლოგიის ერთ ერთი დარგია) რა ვიცი ესაა ის ულ რაც ვიცოდი (რისი თქმაც მინდოდა) თუ რამე შემეშალა ბოდიშს მოგიხდით (მე ხომ მხოლოდ 15 წლის ვარ ) crazy.gif biggrin.gif
ირმა
ცრურწმენა სიზმარს არ ეხება. სიზმარი სხვა რამეა. ცრურწმენა სამწუხაროდ ძალიან ბევრი ოჯახის თანმდევია. 13 რიცხვიც მიყვარს და კატის გადავლილზეც გავდივარ. საცოდავი კატა. თუ ყველამ დაიწყო მისი თარსად ჩათვლა. ისე კატას ძალიან ძლიერი ბიოველი აქვს, შეიძლება ამანაც განაპირობა ცრურწმენის წარმოქმნა მის შესახებ. ვისაც კატა ახლოს ყავს და ხშირად ეფერება გულის დაავადება არ დაემართებაო გამიგონია.
საერთოდ თუ ირწმუნე სხვადასხვა ეს ცრურწმენები, როგორიცაა მარილის დაყრა, კატის გადარბენა, სარკის გატეხვა, ცოცხის შემთხვევით ვინმეს ფეხზე შეხება Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif მოვკვდი აღარ შემიძლია, ეს ყველაფერი ცხოვრებას ართულებს და მღლის. ბავშვობაში გამოგიტყდებით, რაც მესმოდა სხვადასხვა ხალხისაგან მეც მჯეროდა, ჩემი ოჯახი არასოდეს იყო ცრუმორწმუნე მაშინ, ახლა არც მჯერა და არც ვფიქრობ. გაიცინეთ , hilarioustu8.gif სიცილი ბევრი რამის წამალია– აი ახალი „ცრურწმენა“, რომელიც მხოლოდ კარგს მოგიტანთ.
anonymouska
არ მჯერა ცრურწმენების!
anonymouska
როგორც ვიცი 1წლის ბავშვს არ უხდიან დაბადების დღეს. ღვთისმშობელს გადაუხადეს დიდი დაბადებისდღე 1წლის რომ იყო, და საინტერესოა ერთი ვინ მოიგონა რომ არ შეიძლება.

ამ მარილს და კატებს რაღას ერჩიან კიდე. ლოლ
blanca
სიცილი რომ კარგია ჯანრმთელობისთვის ცრურწმენა არარის, მეცნიერული ფაქტია.
ბევრი იცინეთ, ან უბრალოდ გაიღიმეთ. ამ დროს ტვინში კარგი რამეები ხდება biggrin.gif

TeO
ისე ზოგიერთი ცრურწმენა სულაც არაა ტყუილი, უბრალოდ მისი ნამდვილი აზრი დაკარგულია და შემდგომში დამახინჯებული დოგმასავით გადადის....
მე ვიტყვი იმ ცრურწმენაზე, რომელზეც ვიცი wink.gif ანუ მაგიდის კუთხეში თუ დაჯდები 7 წელი არ გათხოვდები/ცოლს არ მოიყვანო :დ
საიდან წამოვიდა ეგ "აზაბოჩენი" იდეა არ ვიცი, მაგრამ ის სიმართლე, რომელიც მაგიდის კუთხეს უკავშირდება ნამდვილად ყურადსაღებია!!!
შეკრული კუთხის წვეროდან მოდის ენერგეტიკა, რომელიც ასე ვთქვათ ჭრის მის წინ მდებარე ობიექტს/სუბიექტს ენერგეტიკულ დონეზე, რაც საკმაოდ არასასურველია! wink.gif
ასე, რომ ერიდეთ კუთხეში დაჯდომას, მაგრამ თუ მაინცდამაინც სხვა გზა არ გაქვთ, მაშინ გირჩევთ მრგვალი მაგიდის კუთხეში დაჯდეთ! biggrin.gif biggrin.gif
ირმა
მაგიდის კუთხის სამკუთხედი აზიანებს მანიპურა ჩაკრას. ამიტომ მაგიდასთან კუთხეში არ დაჯდეთ gathering.gif
TeO
ჰოო ირმა
და არა მარტო მაგიდის, "ვოფშემტა" საერთოდ, ზოგადად კუთხე ვერაა კარგი ადგილი როდესაც ის წვერითაა შენზე მომართული! wink.gif
biggrin.gif

მეც შემიმჩნევია, როდესაც რამე მჭრელ საგანთან ვარ ეგრევე ხელებით ვეფარები მზის წნულს (ინსტიქტურად wink.gif )
Zet
ადმინისტრაცია:

ამ ფორუმზე ახალ შემოსულებს მინდა შევახსენო...

ამ ფორუმზე არარსებობს არანაერი ავტორიტეტები, ისეთი როგორიცაა მაგალითად რელიგიური პერსონაჯები, ნებისმიერი რელიგიური პერსონაჯების აზრებს და მიდგომებს არანაერად არააქვს აქ უფრო მეტი წონა ვიდრე ამ ფორუმის რომელიმე უზერის გამონათქვამებს თუ აზრებს...

და ასევე კიდე მინდა ყველას შევახსენო ამ ფორუმზე მოერიდეთ რელიგიური საკითხებზე მსჯელობას და რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებას..
Katabua
ისე, ცრურწმენებს ზოგადად ვებრძვი ჩემს თავში, მაგრამ ზოგჯერ ვპოულობ რომ გამაჩნია. მაგ. ვცდილობ დილით ყვავის ჩხავილს არ მივაქციო ყურადღება და ხარხარად აღვიქვა. მაგრამ სადღაც მჯერა რომ მაფრთხილებს და იმ დღეს, პირველ ნახევარში მაინც, უფრო დაკვირვებულად ვმოქმედებ.. superstition.gif
შავი კატა კი დრუგ მოი.. კარგი ნიშან..
ხოო, კიდევ არ მახსენდებაა, ბლომად მექნებაა
ირმა
QUOTE(Tea @ 6th December 2008 - 01:48 AM) *
ჰოო ირმა
და არა მარტო მაგიდის, "ვოფშემტა" საერთოდ, ზოგადად კუთხე ვერაა კარგი ადგილი როდესაც ის წვერითაა შენზე მომართული!


მეც შემიმჩნევია, როდესაც რამე მჭრელ საგანთან ვარ ეგრევე ხელებით ვეფარები მზის წნულს (ინსტიქტურად )

ზოგიერთი სახის ცრურწმენა რაღაც სინამდვილეს ეხება. მაგალითად როგორც კუთხეში ჯდომა და ასევე მარილის დაყრაც ისტორიიდან იღებს სათავეს.
me vs me
როდესაც გეუბნებიან რომ

ცოლად არ უნდა მოიყვანო ისეთი გოგონა რომელიც ხუთშაბათ დღეს დილიდანვე მაგიდასთან მოირბენს და ჩაიდანს მარცხენა ხელით აირებს და დაცლის მთლიანად ( 3 ლიტრა წყალი... გოგო კი არა მედუქნეა biggrin.gif ) ...

ანუ ცრურწმენებს გაგება უნდა.
ასეთი გოგო უფრო სამკურნალოა ვიდრე ცოლამოსაყვანი ( თუმცა ერთი მეორეს არ უშლია და პირიქით biggrin.gif ).
ძირითადად ცრურწმენებს იგონებდნენ სოციუმის დაბალი ფენების წარმომადგენლები ვინაიდან უფრო იოლია იაფია გამოსადეგი დროში და სივრცეში გეშინოდეს რარაცის ვიდრე ფიზიკის და ქიმიის და ბიოლოგიის კანონები იცოდე და ორსული ქალი რაღაცის გადასაზიდათ არ გაუშვა ( არა და უწევდატ შრომა ყველას . გლეხის ოჯახში ყოველივე ხელი დათვლილი იყო ).
მარილი იყო ძვირი ? იყო. მიდით ეხლა ვინმე ოხერი მოგივიდოდათ სახლში და უწივლებდი კი არა მოლეკულებზე დავშლიდით თუ კი გადაყრიდა ამ პროდუქტს უაზროდ.
გვეშინოდეს...
თუმცა რეალური ანუ საშიში ცრურწმენები.. .ძირითადად ბუნებრივი წარმოშობის არიან მაგ ჩიტი ნისკარტით ურტყავს ფანჯარაში ( გრძნობენ იმ პრესიკვდილის დისსონანსს თუ კი ამ გზიდან ვერ/არ გადადის ადამიანი და უახლოვდება ბოლო წერტილს ამას გრძნობენ და გვაცნობენ ). შავი კატა კიდევ პირიქით უნდა იყოს ანუ კარგია უკვე ამ კატამ აიღო ტავისთავზე იმ სავარაუდო ნეგატივის ნაწილი ( ვიცით ცხოველების თვისებებზე ).
ჩემი სწავლის ცრურწმენა ? biggrin.gif ავტობუსი ან ეწ მარშრუტკა დროზე თუ არ მოდიოდა აზრი არ ჰქონდა წასვლას. აუცილებლად ან კარგი დღე არ იქნებოდა ან ზედმეტი ძალის დახარჯვა მიწევდა.
mata
ამ ბოლო დროს ყვავი წარმოვიდგინე ღვთიურ ცხოველად და მისი ჩხავილი სასიხარულო ამბად... ისეთი კმაყოფილი ვარ ვერ წარმოიდგენთ სულ აღარ გავურბი მათ ჩხავილს smile.gif

არა ნუ მაინც საიდან მოვიფიქრე ეგეთი რაღაცა ჩემი თავისა მიკვირს... ყველას ეჯავრება ყვავები და მე კიდე არაჩვეულებრივად ვარ განწყობილი მათ მიმართ... რას ვერჩოდი აქამდე არ მესმის...

მათ ჩხავილზე მეღიმება ხოლმე, რადგან ვიცი კარგ ამბავს გავიგებ biggrin.gif
sentimennte
ციტატა(mata @ Feb 22 2010, 12:08 AM) *
ამ ბოლო დროს ყვავი წარმოვიდგინე ღვთიურ ცხოველად და მისი ჩხავილი სასიხარულო ამბად... ისეთი კმაყოფილი ვარ ვერ წარმოიდგენთ სულ აღარ გავურბი მათ ჩხავილს smile.gif

არა ნუ მაინც საიდან მოვიფიქრე ეგეთი რაღაცა ჩემი თავისა მიკვირს... ყველას ეჯავრება ყვავები და მე კიდე არაჩვეულებრივად ვარ განწყობილი მათ მიმართ... რას ვერჩოდი აქამდე არ მესმის...

მათ ჩხავილზე მეღიმება ხოლმე, რადგან ვიცი კარგ ამბავს გავიგებ biggrin.gif

hilarioustu8.gif hilarioustu8.gif ეგეც ცრურწმენაა biggrin.gif
ყვავი ყვავია რააა smile.gif არის თავისთვის და ჩხავის აბა რა ქნას?? biggrin.gif როგორც კატა კნავის,ძაღლი იყეფება ეგ კიდევ ჩხავის,ეჰ საწყალი ყვავები....
ირმა
biggrin.gif

mata მე მაგის მსგავსი კატაზე გამომდის,–კატამ თუ გადამირბინა რაღაც კარგი უნდა შემემთხვას biggrin.gif
elli
არ ვიცი ამას ცრურწმენა უნდა დავარქვა? ამას წინათ, სოფელში ძალიან დიდი ხნის, ჩემთვის უცნობი ადამიანების, ჩემთვის კი არა მამაჩემს რომ აღარ ახსოვს ისეთი ნათესავების, ძალიან დიდი ხნის გარდაცვლილების სურათები დავწვი, ისე სინდისი რომ მშვიდად მქონოდა მამაოს მაინც დავეკითხე, იმანაც დაწვი არა უშავსო და მეც სინდისის აუღელვებლად დავწვი. ახლა ვფიქრობ ხომ არ დავაშავე?
kate
elli
QUOTE(elli @ 22nd March 2011 - 03:13 PM) *
ახლა ვფიქრობ ხომ არ დავაშავე?

არაფერი არ დაგიშავებია, არც გაივლო გულში და სინდისის ქენჯნა არგამოიწვიო, თუ მასე იფიქრებ რამე ხომ არ დავაშავეო შეიძლება მართლა დაუშავო რამე საკუთარ თავს მერე რომ იფიქრო ეს იმიტომ დამემართა ის სურათები რომ დავწვიო, ჩვენი ქვეშეცნება უცნაურად მუშაობს. მოკლედ დაივიწყე - შენ უბრალოდ ყოვლად გამოუსადეგარი ქაღალდები დაწვი. მათ კი ვინც სურათებზე იყო გამოსახული სიმშვიდე უსურვე.
td.........
QUOTE(ირინი @ 22nd February 2010 - 07:16 PM) *
კატამ თუ გადამირბინა რაღაც კარგი უნდა შემემთხვას biggrin.gif

ირმა
ჩემნაიროო!:) ზოგადად ცხოველი რომ მხვდება კარგ განწყობაზე ვდგები..biggrin.gif
Existence
QUOTE(iziko @ 22nd February 2010 - 03:24 PM) *
ეჰ საწყალი ყვავები....



არ არიან საწყლები საერთოდ და ჩემი აზრით მაგარი მისტიკური ტიპები არიან .....რაღაცას ჩალიჩობენ თავისთვის მარა თან თითქოს ყველას შინაგანად აფხიზლებენ როცა დაჩხავლებენ თავზე huh.gif რაღაც ძენ ბუდისტებივით არიან ........ blink.gif

td.........
Existence
არადა მე ველაპარაკები ხოლმე, ჩემთან ეზოში არიან 3 ოჯახი.. ადრე სულ ყვავები იყვნენ, ეხლა 3 ცალი ყორანიც გაიჩIტა.. მაგარი მასტები არიან! biggrin.gif ერთია, აი აივნის წინ დიდი კიპარისია იმის კენწეროში შემოჯდება და დაჩახველბს , როგორც დავასკვენი მეძახის ხოლმე, გავალ და რამეს გადავუგდებ, სასუსნავს, გაიხედავს გამოიხედავს და დააფრინდება..biggrin.gif ასევე ძაღლებს თუ დავუძახებ, ეგრევე გაჩნდება, დაჯდება შორი-ახლ;ოს და ელოდება რამეს თუ გადავუგდებ.. მერე ცაფრინდება და დასტაცებს ნისკარტს.. biggrin.gif რომ ადდიან მიწაზე ისეთი "ვაჟნები არიან" პირდაპირ შეგშურდება..D
Existence
QUOTE(td......... @ 23rd March 2011 - 01:59 PM) *
რომ ადდიან მიწაზე ისეთი "ვაჟნები არიან" პირდაპირ შეგშურდება..D


........ biggrin.gif
kate
ის რომ ყვავები ცუდი ამბის მომტანია ბიბლიიდან მოდის: წარღვნა რომ დამთავრდა, ნოემ იმის გასაგებად თუ იყო სადმე ხმელეთი დარჩენილი. ჯერ ყვავი გაუშვა კიდობნიდან, რომელიც უკან ვეღარ დაბრუნდა რაც იმას ნიშნავდა რომ ყველაფერს ისევ წყალი ფარავდა, მერე მტრედი - რომელიც სისხლიანი ფეხებით მაგრამ ზეთისხილის რტოთი დაბრუნდა, რაც მერე (პიკასოს ნახატი) მშვიდობის სიმბოლო გახდა
td.........
kate
რავიცი ჩემ ყვავებს მხოლოდ ახალი ამბები მოაქვთ, ამინდის პროგნოზი არა smile.gif ზალიან საყვარელი და ჭკვიანი არსებები არიან!
kate
td.........
დარწმუნებული ვარ შენი ყვავები კარგი ამბის მომტანი არიან, იმიტომ რომ შენ ასე გჯერა, ვისაც ეშინია და სჯერა ცუდ ამბავს მოუტანს ისინი მხოლოდ ასეთი ამბის წინ ნახავენ და მოისმენენ ყვავის ჩხავილს
Fee
არ მჯერავს მე ეგეთების smile.gif
td.........
kate
კი კარგი ამბები მოაქვთ, ხანდახან ჭორებიც..biggrin.gif ესრთხელევესწარი საოცარ სურათს, ერთი ყვავი და ერთი კაჭკაჭი როგორ უშრობდნენ სისხლს ჩვენი ეზოს კატას. იჯდა ის კატა და ყვავი მოქაჩავდა ყურზე, მოტრიალდებოდა შიშინით ეს ფისო და ამ დროს კაჭკაჭი კუდზე მოქაჩავდა... ასე გაგრძელდა კაი ხანს, საცოდავი კატა ხან აქეტ მოაწყდებოდა, ხან იქით , არაადამიანურ-არაკატურ ხმებს გამოსცემდა, ეს ოხრები კიდე კვდებოდნენ სიცილით..biggrin.gif ძალიან ვიხალისე... მერე მივედი ახლოს და დაანებეს ტავი და გადაფრინდნენ ხეზე..biggrin.gif
elli
kate
დიდი მადლობაა
elli
ციტატა(Existence @ Mar 23 2011, 02:52 PM) *
არ არიან საწყლები საერთოდ და ჩემი აზრით მაგარი მისტიკური ტიპები არიან .....რაღაცას ჩალიჩობენ თავისთვის მარა თან თითქოს ყველას შინაგანად აფხიზლებენ როცა დაჩხავლებენ თავზე huh.gif რაღაც ძენ ბუდისტებივით არიან ........ blink.gif

არ დაიჯერებთ და გამოცდაზე როცა გავდიოდი, იმ დილით რამდენი ყვავიც დამჩხავლებდა თავზე იმ ნომერ ბილეთს ვიღებდი...
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.