Help - Search - Members - Calendar
Full Version: რა წიგნს კითხულობთ ეხლა...
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
Existence
QUOTE(tsisakura @ 9th July 2011 - 02:12 AM) *
Симона де Бовуар ''Второй пол


ესეთ რაღაცეებს როგორ კითხულობთ ტო ..ჩემამდე არ დადის.......

რაღაცნაერად სხვანაერადახართ რა მოწყობილები... biggrin.gif

QUOTE(tsisakura @ 9th July 2011 - 02:08 AM) *
მაგ ბებერ ჩათლახს მეც ვაფასებ


ეჰჰჰ....... კაი ძენ ბუდისტის ხელში რო ჩავარდნილიყო კაი enlightend მისტიკი დადგებოდა მაგისგან...... (მაგალითად ოშოს )

(დოსტოევსკიც)
Existence
ხო კიდე ეს კაციც -------> D.H. Lawrence

tsisakura
ბოვუარი ყველამ უნდა წაიკითხოს განსაკუთრებით ''სუსტი სქესი '' უნდა ინტერესდებოდეს მისით, ეს წიგნი მოსკოვიდან გამომიგზავნეს საქართველოში ვერც კი ვიშოვე, აქ ხომ რაიმე ღირებულის პოვნა და ყიდვა თითქმის შეუძლებელია sad.gif
ნიცშე ისეთი მომწონს როგორიც არის სხვანაირი რომ ყოფილიყო სავარაუდოდ მასაც დავიკიდებდი ისე როგროც ბევრი ''ფილოსოფოსი'' დამიკიდებია. მისი ანტიქრისტიანი წავიკიკითხე ამასწინათ და ჰუუჰ საოცრება იყო, გენიალური, დიდი მოაზროვნეა smile.gif
Existence
ეხლა დავიწყე


ლაო ძის Tao Te Ching - ზე ოშოს კომენტარები.............. უბრალოდ შესანიშნავია .. ლაო ძი არის უბრალოდ არა ამ ქ ვეყნიური სხვანაირად როგორ ვთქვა არ ვიცი..... biggrin.gif

Talks on Fragments from Lao Tzu’s Tao Te Ching



Tao: The Three Treasures, Vol 1

http://www.messagefrommasters.com/Beloved_...es_Volume_1.pdf

Tao: The Three Treasures, Vol 1

http://www.messagefrommasters.com/Beloved_...es_Volume_2.pdf

natuka
ქართულად მაქვს ლაოძი, თუ გინდათ დავდებ, ოღონდ ატვირთვა მასწავლეთ.
vano kazbegi
მე კი არ მიყვარდა წიგნების კითხვა . ვერაფერ ვგებულობდი .
serafinapekkala
სიხარულით გაცნობებთ, რომ ვბრუნდები ჩემს მშობლიურ კატეგორიაში smile.gif
old_man
Existence
QUOTE(Existence @ 23rd March 2011 - 09:47 PM) *
ერთ ერთი ვინც ბოლო წავიკითხე იყო ალბერ კამიუ ...

QUOTE(Existence @ 23rd March 2011 - 09:47 PM) *
როცა Посторонний პატარაა მაგრამ აბსოლუტურად ნათლად ჩანს კამიუს ხედვა.

მეც ძაან მომეწონა ალბერ კამიუს Посторонний. ცხოვრებისადმი დამოკიდებულება როგორ "ეგზისტენციალურად" აქვს ჩამოყალიბებული ))
td.........
ჯერჯერობით ცხოვრების წიგნის წაკითხვით ვარ დაკავებული, ძალიან საინტერესო ად მნიშვნელოვანი ინფო მოდის... მომენატრა რამე ადამიანური-დაწერილის წაკიტხვა, მაგრამ ჯერ არ მაქვს დრო...
vano kazbegi
ერთადერთი წიგნი მაქვს წაკითხული - ბიბლიაა - იეჰოველებმა ტვინი გამიბურღეთ 6 თვე.
ირმა
smile.gif
წიგნები ყოველთვის მიყვარდა, ბავშვობაში განსაკუთრებით. ამ ბოლო დროს ვერ ვკითხულობ ბევრს. ახლა სიქრეტს ვკითხულობsmile.gif
Qocho
ციტატა(td......... @ Jul 25 2011, 11:51 PM) *
ცხოვრების წიგნის წაკითხვით ვარ დაკავებული


თავიდან მეგონა კრიშნამურტის The Book of Life- კითხულობს მეთქი smile.gif

ისე, ამ ბოლო დროს შევამჩნიე ასეთი სერია წიგნების - 50 წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, თუ რაღაც ამდაგვარი, რომლებშიც იმ 50 წიგნიდან რომელსაც კარგი იქნებოდა თუ წაიკითხავდი არც ერთი არ არის, მათ შორის ერთ-ერთი The Book of Life.
unsure.gif
kevana
მურაკამის "ცხვარზე ნადირობას" მართალია მოვრჩი, მაგრამ ჩემი წიგნია ეს... ჩეეეემიიი.... biggrin.gif

Existence
QUOTE(Qocho @ 26th July 2011 - 12:37 AM) *
ისე, ამ ბოლო დროს შევამჩნიე ასეთი სერია წიგნების - 50 წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, თუ რაღაც ამდაგვარი, რომლებშიც იმ 50 წიგნიდან რომელსაც კარგი იქნებოდა თუ წაიკითხავდი არც ერთი არ არის, მათ შორის ერთ-ერთი The Book of Life.


აუ ქოჩო ქოჩო ქოჩო...... ეგეთი რაღაცეები კიდე გიტყდებაა ?


მე უკვე კაი ხნის ჩაქნეული მაქვს ხელი მაგათ ''[b] აუცილებელ პონტებზე'' [/b] ............ biggrin.gif


კრიშნამურტი რო შეყავდეთ აუცილებელ 50 ებში.... მე..... ეგ უფრო გამიკვირდებოდა ..........

Qocho
ციტატა(Existence @ Jul 27 2011, 05:03 PM) *
ეგეთი რაღაცეები კიდე გიტყდებაა ?
არა, გატეხვას ვერ დავარქმევ, უბრალო როგორც დავწერე კარგი იქნებოდა ასე რომ იყოს... smile.gif

ციტატა(Existence @ Jul 27 2011, 05:03 PM) *
კრიშნამურტი რო შეყავდეთ აუცილებელ 50 ებში.... მე..... ეგ უფრო გამიკვირდებოდა ..........

ხოო, ეგ გაკვირევება კარგა ხანს არ ''გემუქრება'' rolleyes.gif
Existence
QUOTE(old_man @ 25th July 2011 - 10:43 PM) *
მეც ძაან მომეწონა ალბერ კამიუს Посторонний. ცხოვრებისადმი დამოკიდებულება როგორ "ეგზისტენციალურად" აქვს ჩამოყალიბებული ))


მაგის აბსურდისტის ჩანაწერები წაკითხვა მინდოდა და ვინმეს თუ გავთ წაკითხული მირჩიეთ ღიირს ყიდვააა ? smile.gif


პასტარონი ისე მომეწონა ჩუმა ვეღარ წავიკითხე.............
td.........
Existence
მე ამ აუცილებელი ლიტერატური სკითხვას დიდი ხნის წინ შევეშვი... და სულ არ ვთვლი რომ აუცილებელია, ზოგიერთისათვის ტელეფონების ცნობარის წაკითხვაა აუცილებელი, ზოგიერთისათვის კრიშნამურტის, სხვისთვის კამიუს ან ფოიხტვანგერის, ვიღაცამ კი კითხვას არ იცის, მაგრამ სრულ ცოდნას ფლობს... ყველას ჩვენ-ჩვენი აუცილებლობა გვაქვს. შეიძლება აუცილებელია იმისათვის რომ საზოგადოებამ განათლებულ და ნაკით ადამიანად შეგრაცხოს... ან ვინმესთან თავი მოიწონო.. ჩვენებური დიპლომის აუცილებლობის პონტია რა... საბჭოთა გადმონაშთი. თუმცა ყველა ეპოქაში არსებობდა ასეთი აუცილებელი საკიტხავის გარკვეული ჩამონათვალი ..
Existence
QUOTE(td......... @ 28th July 2011 - 07:29 PM) *
Existence
მე ამ აუცილებელი ლიტერატური სკითხვას დიდი ხნის წინ შევეშვი... და სულ არ ვთვლი რომ აუცილებელია, ზოგიერთისათვის ტელეფონების ცნობარის წაკითხვაა აუცილებელი, ზოგიერთისათვის კრიშნამურტის, სხვისთვის კამიუს ან ფოიხტვანგერის, ვიღაცამ კი კითხვას არ იცის, მაგრამ სრულ ცოდნას ფლობს... ყველას ჩვენ-ჩვენი აუცილებლობა გვაქვს. შეიძლება აუცილებელია იმისათვის რომ საზოგადოებამ განათლებულ და ნაკით ადამიანად შეგრაცხოს... ან ვინმესთან თავი მოიწონო.. ჩვენებური დიპლომის აუცილებლობის პონტია რა... საბჭოთა გადმონაშთი. თუმცა ყველა ეპოქაში არსებობდა ასეთი აუცილებელი საკიტხავის გარკვეული ჩამონათვალი ..



გეთანხმები ვა ........

რას მიხსნი ერთი ........ russian_ru.gif

Ninukala
პავიჩის სხვა სხეულს ვკითხულობ, მხატრული ნაწარმოებია, მაგრამ ბევრი საინტერესოს ამოკითხვა შევძელი, საინტერესო თეორია აქვს სხვა სხეულზე, რომელსაც სიკვდილის შემდეგ ვიძენთ. ავტორის აზრით ქრისტემ მაშინვე შეიძინა სხვა სხეული და ამის გამო იყო რომ მას ვერ ცნობდნენ, თუმცა ამავე დროს ის პირველ სხეულსაც იყენებდა როცა ჭრილობებს აჩვენებდა მოწაფეებს.
Existence
დღეს სამსახურიდან რო მოვდიოდი ჯავახიშვილის 1 კორპუსთან მიწისქვეშაში ..... 5 ლარად გავჩითე ქართულად დაო დე ძინი.........
........... ერთი როგორ არის ნათარგმნი მაინტერსესებს ვკვდები....... biggrin.gif ............
...არადა კაპიკი არ მედო ჯიბეში...ხვალ რო არ დამხვდეროს იმ კაცს გადავცემ ერთ ჩვენ ყოფილ ფორუმელს........ ... angry.gif



default settings
Existence
თუ არ დაგხვდა მე შემიძლია გათხოვო.
natuka
მე მაქვს ელექტრონული ლერი ალიმონაკის თარგმანი. მემგონი ეს ერთია მარტო ქართულად ნათარგმნი.
td.........
ციტატა(natashka55 @ 30th August 2011 - 10:52 AM) *
მემგონი ეს ერთია მარტო ქართულად ნათარგმნი.

natuka
კი ერთია, მე 1 თვის წინ შემხვდა ჩვენ საცავში, წიგნებს ვალაგებდით და იქ, ჩამოვჯექი თაროზე და შევუდექი კითხვას , მარა მალე ჩამომაგდეს იქიდან.. biggrin.gifbiggrin.gif რა დროს ეგააო..90 წლებში გამოვიდა ეგ წიგნი მახსოვს.. რბილ გარეკანშია.
Existence
QUOTE(nibiru3013 @ 30th August 2011 - 10:42 AM) *
Existence
თუ არ დაგხვდა მე შემიძლია გათხოვო.



მადლობა......ნიბირუ ...... Laie_61.gif
Existence
nibiru3013


ნიბირუ ნახე აბა ესეთი წიგნი გაქვს შეენც .......... ?



default settings
Existence
კი ბატონო ზუსტად ეგაა.
default settings
ეხლა ვნახე მეორეც მქონია თხელი ყდით wink.gif ეგ პირველი გამოშვებაა, ორივე ალიმონაკის ნათარგმნია.
Existence

smile.gif ... კაი ნათარგმნია....... ეს საოცარი წიგნი............

td.........
ქართულად სხვა არცაა მგონიsmile.gif
default settings
td.........
ეგრეა ეს ორი გამოცემაა მარტო.

Existence
კაი საქმე კი დამმართე wink.gif ოშო გადავდე გვერძე და ღამე შემიწოვა ლაომ, ლამის ნახევარზე ჩავედი.
Existence
QUOTE(nibiru3013 @ 31st August 2011 - 10:37 AM) *
კაი საქმე კი დამმართე ოშო გადავდე გვერძე და ღამე შემიწოვა ლაომ, ლამის ნახევარზე ჩავედი.


biggrin.gif

ოშოს რომელს კითხულობდი ?
Existence
იდიოტს ქართულად
Enigma
განდი - ჩემი ავტობიოგრაფია, ანუ ჭეშმარიტების ძიების გზა
natuka
QUOTE(Enigma @ 11th September 2011 - 11:41 AM) *
განდი - ჩემი ავტობიოგრაფია, ანუ ჭეშმარიტების ძიების გზა

ვაიმე რა გურწფელად აქვს დაწერი. ვისიამოვნე ძალიან smile.gif
guest
natuka
QUOTE(natashka55 @ 30th August 2011 - 11:52 AM) *
მე მაქვს ელექტრონული ლერი ალიმონაკის თარგმანი

შეგიძლია ატვირთო? l_daisy.gif
natuka
ever
QUOTE(ever @ 13th September 2011 - 01:48 AM) *
შეგიძლია ატვირთო?


ლაო ძი http://files.ge/download.php?id=4E6EC8EF1
guest
natuka
ძალიან ძალიან დიდი მადლობა kiss1.gif
Existence

QUOTE(Existence @ 30th August 2011 - 11:11 PM) *
... კაი ნათარგმნია.......


ისე გასაგებია რო გრძნობის გადმოცემას ცდილობდა და სიტყვასიტყვით არ გადაუთარგმნია ქართულად ...მარა ეხლა რო ვუკვირდები ეს ვერსია ინგლისურად ბევრად ჯობია ამ ქართულ ნათარგმნსაც და რუსულსაც რაც წამიკითხავს ყველას........დაჟე ოშო ამ წიგნის სუტრებზე საუბრისას რა ინგლისურ ტექსტსაც იყენებს აქ

---> http://www.livingworkshop.net/PDF-files/Th...f_Tao_Vol_1.pdf

ამასაც ჯობია.... ეს --- > http://academic.brooklyn.cuny.edu/core9/ph...s/taote-v3.html

აი პირველი სუტრა ქართულად ესეა.

დაო რომ გვეხილა ,დაო არ იქნებოდა უცვლელი
სახელი რომ გვებოძა ,სახელი არ იქნებოდა უცვლელი

ინგლისურად ესე

The tao that can be told
is not the eternal Tao
The name that can be named
is not the eternal Name.

აქ გასაგებია რო პირველივე სუტრიდან ყველას აფრთიხილებს ლაო ძი რომ მთელი ეს წიგნი ვერ მოიცავს დაოს და უბრალოდ არის მინიშნება.....იმ მისტიკისკენ ...იმიტომ რო ნებისმიერი ჩამოყალიბებული აზრი არის უკვე არასწორი იმაზე რაზეც ლაო ძი მიანიშნებს .......
...........
შემდეგ იძახის რო
ნებისმიერი სახელი რომელსაც უწოდებ ....ანუ თვითონ სიტყვა დაოც უკვე არასწორია .......

ნებისმიერი სულიერი ოსტატი ამბობს რო სიტყვებით ვერ გადმოცემ ჭეშმარიტებას მარა მაინც უამრავი საუბარი არის მათი ჩაწერილი ........ აქ მთელი მუღამი ის არის რო ისინი ცდილობდნენ მხოლოდ მინიშნებას..გრძნობის გაღვივებას და მიხვედრას რო მთელი ეს სიტყვები იყო მხოოოდ ამისთვის და არა უმაღლესი ჭეშმარიტების ჩამოყალიბების მცდელობა .........

ჭეშმარიტების სიტყვებით ანუ ტვინით ჩამოქნა სისულელეა........

ქართულში ეს პირველივე სუტრა ვერ ქაჩავს ჩემი აზრით.........

Atman
კიდევ ერთი ეპიზოდი რადჰანათჰა სვამის წიგნიდან "გზა შინისაკენ" (ეს ეპიზოდი ეხება დედა ტერეზასთან შეხვედრას):


როგორც იქნა მივაღწიე დედათა მონასტერს, სადაც დედა ტერეზა მსახურობდა. მონასტერს ერთსართულიანი უბრალო შენობა წარმოადგენდა. კარებთან მოკრძალებული ღიმილით შემხვდა კათოლიკე მონაზონი: "მოგესალმებათ მოწყალების ორდენი. რით შემიძლია გემსახუროთ?"

მე ხელისგულები ერთმანეთს მივადე და ვთხოვე: "შემიძლია დედა ტერეზა ვნახო?"
"გამომყევით. გავიგებ, მიგიღებთ თუ არა."

მონაზონმა ერთ-ერთ ოთახში წამიყვანა: "ეს ჩვენი სამლოცველო ოთახია. აქ დედა ტერეზასთან ერთად ღვთისმსახურებას ვატარებთ." მე მუხლებზე დავიჩოქე და ლოცვა წარმოვთქვი. როცა წამოვდექი, მონაზონმა კორიდორის გავლით წამიყვანა. უეცრად ღია კართან გაჩერდა: "აი დედაოც! ის ახლა დაკავებულია."

მე შევიხედე სუსტად განათებულ ოთახში და დავინახე დედა ტერეზა, რომელიც დიდ ქვაბს ხეხავდა. ამ სურათმა სულის სიღრმემდე შემძრა.

"დედაო, - მიმართა ჩემმა მეგზურმა, - ეს რიჩარდია, სადჰუ ამერიკიდან. მას თქვენთან ლაპარაკი უნდა."

დედა ტერეზა შეტყუპებული ხელისგულებით მომესალმა: "ნებას მომცემთ, ჯერ ჩემი მსახურება დავამთავრო? უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიეთ, რომ გალოდინებთ."

"რა თქმა უნდა დედაო", - მივუგე მე.

მონაზონმა ერთ პატარა ოთახში წამიყვანა და მთხოვა, რომ აქ დავლოდებოდი დედა ტერეზას. რამდენიმე წუთში იგი შემოვიდა და შორიახლოს სკამზე დაჯდა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და სუსტი აღნაგობისა, მასში სულის უდრეკი ძალა იგრძნობოდა. განსაცდელებით სავსე ცხოვრებამ ღრმა ნაოჭები დაამჩნია მის სახეს, მაგრამ ამასთან ერთად თვალები ისეთი სუფთა და უმანკო ჰქონდა, როგორც ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო გამონახა ისეთი უმნიშვნელო მნახველისათვის, როგორიც მე ვიყავი. მისი ხმა დაბალი იყო, მაგრამ გულიდან მოდიოდა: "ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში შიმშილია. არა ხორცის შიმშილი, არამედ გულის შიმშილი. ამით ყველა იტანჯება - ღარიბიც და მდიდარიც. ყველას ერთნაირად სწყურია სიყვარული". მისმა გამჭოლმა მზერამ ჩემი გულის კარი გააღო და მისი სიტყვები ჩემი ცნობიერების ყველაზე მეტ სიღრმეში შევიდა.

"მხოლოდ ღმერთის სიყვარულს შეუძლია დააცხროს გულის შიმშილი. სხვა საშუალება არ არსებობს. მშიერთა დაპურება სულაც არაა ძნელი, - მან გააკეთა ჟესტი, რომლითაც თითქოს ყველა თავის დამსახურებას ხაზი გადაუსვა ამ მხრივ. - გაცილებით უფრო ძნელია ღმერთისადმი სიყვარულით მშიერი გულების დაპურება. სირთულე იმაშია, რომ სხვებისათვის ამ სიყვარულის მიცემა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც თავად აქვს სუფთა გული."

დედა ტერეზამ ბოლომდე მიუძღვნა თავი იესო ქრისტეს საქმეს. მისი ერთგულება ღრმა იყო, როგორც ოკეანე, და ყოველი სიტყვა, რომელიც მის ბაგეს სწყდებოდა, ტალღას ჰგავდა მისი ერთგულების ოკეანეში. ის აგრძელებდა: "სიღარიბე - ეს მხოლოდ ტანსაცმლის უკმარისობა არაა, ეს ასევე ადამიანური ღირსებისა და სისუფთავის ნაკლებობაცაა. ნამდვილი სიღარიბე იქ სუფევს, სადაც ადამიანებმა ერთმანეთისადმი პატივისცემა დაკარგეს." ხელები გულთან მიიდო და ღრმად ჩაისუნთქა: "როცა კალკუტელი ღატაკები ჩემს ხელებში კვდებიან, მათ თვალებში იმედის სხივს ვხედავ. მაგრამ ვერ ვხედავ ამ იმედს დასავლეთის ბევრი მდიდარი და გავლენიანი მცხოვრების თვალებში. ჭეშმარიტი სიმდიდრის პოვნა მხოლოდ მათ გულებში შეიძლება, ვისაც სჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვართ. და მსოფლიოს უცილობლად სჭირდება ის, ვისაც ამ სიმდიდრის გაზიარება შეუძლია და იმედის მიცემა შეუძლია ხალხისთვის, ვინც გულით ღატაკია."

ამ დროს ოთახში სხვა მნახველებიც შემოვიდნენ. ერთმა ინგლისელმა ქალმა გაკვირვებულმა ჰკითხა დედა ტერეზას: "თავად რატომ რეცხავთ ქვაბებს? ნუთუ სხვას არ შეუძლია ამის გაკეთება?"

დედა ტერეზამ ლმობიერად შეხედა ქალს და უთხრა: "ღმერთისა და კაცობრიობის მსახურება - ეს პრივილეგიაა და არა სასჯელი. ღმერთის ნებისმიერი მსახურება - ეს წყალობაა. არ არსებობს საპატიო ან დაბალხარისხოვანი მსახურება."

"კი მაგრამ, დედაო, - საუბარში ჩაერთო ამ ქალის ქმარი, - საიდან იღებთ ამდენ ძალას?"

დედა ტერეზამ თავისი კრიალოსანი აჩვენა. შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც უკვე არაერთხელ გამიგია სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წმინდა ადამიანებისგან: "მე ღმერთის წმინდა სახელისგან ვიღებ ძალას".

ის ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მორჩილს ვერ შეეხება ვერც ქება და ვერც ძაგება, რადგანაც მორჩილმა იცის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ღმერთი ყველაფერს ხედავს. არასოდეს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში, როცა წარუმატებლობა შეგემთხვევა, თუკი იცი, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო". მისი სიტყვები ჩემს გულს ეხმიანებოდა.

ინგლისელმა ქალმა წასვლის წინ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც აკეთებს. "ყველაფერს ღმერთი აკეთებს, - შეეწინააღმდეგა დედა ტერეზა, - მე მხოლოდ უბადრუკი იარაღი ვარ მის ხელში." შემდეგ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ქვაბების რეცხვა უნდა დაემთავრებინა...

დედა ტერეზა დაიბადა 1910 წელს მაკედონიაში, ალბანელების ოჯახში. ჩვიდმეტი წლის ასაკში მონაზვნების ორდენშI შევიდა და მალე მარიამ ღვთისმშობლის სკოლაში გაგზავნეს კალკუტაში, მასწავლებლად. შემდეგ იგი ამ სკოლის დირექტორი გახდა. 1948 წელს მის ცხოვრებაშI მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მან იპოვა თავისი მოწოდება, დაიწყო რა ღატაკების მოვლა კალკუტას უღარიბეს უბნებში. 1950 წელს სულ რაღაც თორმეტ დამხმარესთან ერთად დედა ტერეზამ დააარსა მონაზვნური კონგრეგაცია "სიყვარულის მისიონერის დის" სახელწოდებით. შემდგომ წლებში მისმა უანგარო მსახურებამ ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რომლებსაც სურვილი გაუჩნდათ დახმარებოდნენ ღმერთის ამ მისიის განხორციელებაში.

მე ვთხოვე მონაზონს ავადმყოფთა და მომაკვდავთა თავშესაფრამდე მივეცილებინე. ვგრძნობდი რა, რომ უძლური ვიყავი როგორმე დავხმარებოდი მათ, ყველაზე უბრალო მსახურებას ვითხოვე - იატაკი მოვწმინდე და ჭურჭელი დავარიგე. მალე თავშესაფარში დედა ტერეზა მოვიდა. მისმა ყოფნამ ტანჯვის და სიკვდილის ეს მძიმე ადგილსამყოფელი სიხარულის და იმედის სინათლით აავსო. მან ხელში აიღო ავადმყოფობით გატანჯული ქალის ხელი და ნაზად გაუღიმა. ქალი მაშინვე შეიცვალა. თვალები სიხარულით გაუბრწყინდა და საპასუხოდ გაუღიმა.

შემდეგ დედა ტერეზა ერთი საწოლიდან მეორესთან მიდიოდა, ამასთან ჩანდა, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა არა მოვალეობის გამო, არამედ გულწრფელი სიყვარულით. ერთ საწოლზე ძალიან გამოფიტული მამაკაცი იწვა. იგი სისხლით ახველებდა, და ჩანდა, რომ დიდხანს სიცოცხლე აღარ ეწერა. როცა დედა ტერეზამ თავზე გადაუსვა ხელი, მან ისე შეხედა, თითქოს ანგელოზი იყო, მასთან ციდან ყველაზე საჭირო მომენტში მოვლენილი. თავი მოაბრუნა და გაუღიმა მას. "ღმერთს უყვარხარ, - ხმადაბლა წარმოთქვა დედა ტერეზამ. - მადლიერებით გაიხსენე იგი." სანუგეშო სიტყვები სხვა მომაკვდავი ქალისთვისაც გამონახა, რომელიც ყველა ახლობელმა და ნათესავმა მიატოვა: "თუ გინდა, რომ მართლა შეიყვარო ღმერთი, პატიება უნდა ისწავლო." ჩანდა, როგორ მოხსნა ამ უბრალო სიტყვებმა მძიმე ტვირთი, რომელიც გულზე ჰქონდა ამ ქალს. დედა ტერეზა იმედს და სიყვარულს აძლევდა ყველას, ვისაც ეხებოდა. ყველას, ინდოელი იქნებოდა იგი, მუსულმანი, იუდეველი თუ ქრისტიანი, ერთნაირი სიყვარულით და სინაზით ეპყრობოდა. რაღაც მომენტში ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: "მე ჩემ საყვარელ იესოს ყველა ამ ტანჯულ სულში ვხედავ. და უფალი მოწყალედ იღებს ჩემს სიყვარულს მათი მეშვეობით."

"დედაო, - დაბნეულმა ვკითხე მე, - ისინი ხედავენ, თუ როგორ ვლინდება თქვენი მეშვეობით იესოს სიყვარული."

დედა ტერეზამ ფართოდ გაიღიმა: "რა არის ეს, თუ არა სასწაული ღვთაებრივი სიყვარულისა?"
salome
მორავია - ზიზღი

და "მშვინვიერი ცხოვრების მეტამორფოზები" : )

:რა შუაშია ერთმანეთთან: : ))
Untitled_11
ნოდარ დუმბაძე
Green Mama
მოდარ დუმბაძე და ჯანდაბა თქვენ!
როგორ დაგწყევლო ახლა, მაგაზე უკეთესი არაფერი წაგეკითხოს-მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
tikoroma
Green Mama
ციტატა(mama @ 13th December 2011 - 02:27 PM) *
მოდარ დუმბაძე და ჯანდაბა თქვენ!
როგორ დაგწყევლო ახლა, მაგაზე უკეთესი არაფერი წაგეკითხოს-მეთქი

რათა? მარტო შენს ხუმრობებზე ვიცინოთ?
Fee
Existence მე ისევ გერმანულ წიგნს ვკითხულობ biggrin.gif
xrashuna
მაიკლ ნიუტონს ვკითხულობ და აღფრთოვანებული ვარ
soi
დღეს ვიყიდე 2 წიგნი.. შრი ჩინმოი "სწავლება მდუმარედ", კითხვის პროცესში ვარ და კიდევ სატია საი ბაბას მოძღვრება..მე ჯერ არ მაქვს წარმოდგენა ამაზე და ვისაც წაკითხული აქვს,მაინტერესებს რა აზრის არის.. smile.gif
Zet
http://www.epochtimes.ru/content/view/55664/4/ ყველამ წაიკითხეთ ძაან მაგარია)
Untitled_11
ტიბეტური მედიცინის წიგნს
მხოლოდ იმდენია იმდენი ინფორმაციაა ჯერ ნახატებს ვათვალიერებ biggrin.gif


green mama


შემპირდნენ ტაქსილსაც, წავიკითხავ ნუ ჩხუბობ.. გააკონტროლე ემოციები
Hel Loki
ვუსმენ. კრებულია Фантаскоп . აუდიოწიგნებია რუსულად. sci-fi არის ძირითადად.
ჯი-ნია-ნი
ხვალიდან ვიწყებ წინასწარმეტყველს,რა თქმა უნდა,თუ ბიბლიოთეკაში დამხვდება..
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.