Help - Search - Members - Calendar
Full Version: რა წიგნს კითხულობთ ეხლა...
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
Mechanical Sheep
INVICTUS
მშვენიერი წიგნია. ძაან დადებით ემოციები მაკავშრებს მაგ წიგნთან ^_________^

ახლა ვკითხულობ ჟოზე სარამაგუს იესოს სახარებას. რამდენიმემ მირჩია და მეც ძაან დავინტერესდი. თუ მომეწონა დავწერ ;დ
tikoroma
ტიბეტური სიზმრი იოგა
ჯერ ბლა ბლა ზე ვარ და პრაქტიკებზე რო გადავალ გაგაცნობთ
Merlin
.................
Merlin
'''Тайная доктрина. Том 1 - Блаватская Е.П.'''

იმის და მიუხედავად რომ ეს პოსტი 4 წლის წინ არის დაწერილი, მაინც გამოვეხმაურები, რადგან დღესაც საჭიროა ამის ცოდნა. ბლავატსკაიას ''საიდუმლო დოქტრინას'' ორი ვერსია არსებობს... როდესაც ანი ბეზანტი მოვიდა თეოოფისტური საზოგადოების ხელმძღვანელად, რაღაც პერიოდის შემდეგ, მან ლეტბიტერის გავლენით სრულიად განსხვავებული, თეოსოფიის სრულიად საწინააღდეგო სწავლების გავრცელება დაიწყო. შესაბამისად მას არ აწყობდა ის, რომ თეოსოფისტებს ბლავატსკაიას წიგნები ეკითხათ, ასე ხომ ადვილი ამოსაცნობი გახდებოდა, რომ ის რასაც ის და ლედბიტერი ასწავლიდნენ ხალხს ანტი-თეოსოფია უფრო იყო ვიდრე თეოსოფია. შესაბამისად ბეზანტმა ბლავატსკაიას წიგნების ბეჭდვა შეწყვიტა და მისი წიგნები სამუზეუმო ექსპონანტებად აქცია. იმ წიგნებს შორის რასაც თეოსოფისტური საზოგადოების წევრებს სთავაზობდნენ თითქმის არცერთი არ იყო პირველი თაობის თეოსოფისტების მიერ დაწერილი, არამედ იყო მხოლოდ მათი და მათი თანამოაზრეების წიგნები. გამომდინარე, იქიდანაც, რომ ბლავატსკაიას წიგნები საკმაოდ რთული წასაკითხია განსხვავებით ამ ანტი თეოსოფისტების წიგნებისაგან, და მის წიგნებს ყველა ვერ წაიკითხავს ადვილად, და მოგეხსენებათ ხალხს მარტივი უარჩევნია ყოველთვის (დღესაც ასეა), თეოსოფისტები მასიურად წამოეგნენ ამ ხრიკს (და რეალურად ეგრედ წოდებული ''ნიუ ეიჯი'' სხვა არაფერია თუ არა ამ ხრიკის გაგრძელება, რადგან ის სწორად რეალური ოკულტიზმის გამარტივებულ კარიკატურას წარმოადგენს, სიმარტივე არის მისი პოპულარობის უმთავრესი მიზეზი). თუმცა, რა თქმა უნდა არსებობდნენ ის ადამიანებიც ვისაც ჰქონდა მოთხნოვნილება ''საიდუმლო დოქტრინაზე'', როგორც ბლავატსკაიას თეოსოფიის უმთავრეს ლიტერატურულ ძეგლზე. ამ მოთხნოვნილებამ ანი ბეზანტის წინაშე ახალი ქმედების საჭიროება დააყენა: მან ბლავატსკაიას საიდუმლო დოქტრინაში შეიტანა, როგორც მკვლევარები ამბობენ, დაახლოებით 40 000 შესწორება, (გადასწორება, ამოკლება, ჩამატება...), ამ შესწორებულ ვერსიას დაუმატა ბლავატსკაიას კაბინეტში ნაპოვნი შავი ფურცლებიდან შეკრული ახალი მესამე ტომი (რომლებიც სამუშაო ფურცლები იყო მხოლოდ და მხოლოდ და არასდროს ყოფილა გამოსაქვეყნებლად გამიზნული) (და ადვილი საგულისხმევია რომ ამ შავ ფურცლებში კიდევ უფრო მეტ შესწორებას შეიტანდა, რადგან აქ უკვე ამ ჩასწორებების მოწმე ვეღარავინ იქნებოდა), ხოდა ამ სახით დაბეჭდა და დღესაც იბეჭდება ''საიდუმლო დოქტრინას'' ახალი, ეგრედ წოდებული განახლებული გამოცემა. საქმე იმაშია, რომ უცხო ენებზე თარგმანი, მათ შორის რუსულად სწორედ ამ ანი ბეზანტის გაფუჭებული ვერსიიდან არის გაკეთებული. და კიდევ უფრო მეტად ცინიკური ფაქტი ისაა, რომ რუსულად ''საიდუმლო დოქტრინას'' ეს ცრუ მასწავლებლის მიერ გადასწორებული ვარიანტი კიდევ ერთმა ცრუ მასწავლებელმა - ელენა რერიხმა თარგმნა. ფაქტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ადვილად დასაშვებია, რომ ისეთი სირთულის წიგნში, როგორიც ''საიდუმლო დოქტრინაა'', მთარგმნელიც ადვილად მოახერხებდა მასში სასურველი ცვლილებების შეტანას, მით უმეტეს თუ ეს მთარგმნელი ის ადამიანია, ვისაც თავისი თავი, თავის ქმართან ერთად, დედამიწაზე ჭეშმარიტების გამავრცელებელ ერთადერთ ადამიანად მიაჩნდა.

ამდენად დაახლოებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რასთან გაქვთ საქმე, როცა ''საიდუმლო დოქტრინას'' სამტომეული გამოცემის წაკითხვას გადაწყვეტთ (ან უკვე წაიკითხეთ). საბედნიეროდ ბლავატსკაიას ორიგინალი ვერსია, მისი ერთგული მიმდევრების წყალობით, ადვილად არის ხელმისაწვდომი, როგორც პირველი გამოცემის სკანირებული სახით, ასევე სხვა და სხვა პატიოსანი გამოცემების სახითაც, რომელთა შორისაც გამორჩეულ ადგილს იკავებს Theosophical University Press, რომელიც აქტიურად აქვეყნებს პირველი თაობის თეოსოფისტებისა და მათი საქმის ერთგული გამგრძელებლების წიგნებს უცვლელი, თავდაპირველი სახით. მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებ ნდობას იმსახურებს ის გამომცემლობები, რომლებიც ადიარის თეოსოფისტურ საზოგადოებასთან არიან დაკავშირებულნი, რადგან ადიარის ცენტრალური თეოსოფისტური საზოგადოება სწორედ ისაა, რომელიც ბეზანტმა და ლედბიტერმა ჩაიგდეს ხელში და რომელსაც კალაპოტი იმდენად შეუცვალეს, რომ სიცრუის გამავრცელებელ შტაბბინად აქციეს. ამ გამომცემლობებიდან ყველაზე ცნობილია Theosophical Publishing House (შეიძლება ამ სახელის მაგივრად ეწეროს Quest Books).

ზოგადად თეოსოფისტურ ლიტერატურაზე მსგავსი ტიპის პრობლემები უამრავია, მათ შორის მაჰატმების და თვითონ ბლავატსკაიას წერილებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი პრობლემათაგანი არის ''თეოსოფისტური ლექსიკონი'' (''Theosophical Glossary''). როგორც ბლავატსკაიას ახლო ნათესავი და მისი მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი ჟირკოვი წერს, ამ წიგნის მხოლოდ მცირე ნაწილის შედგენა მოასწრო თავად ავტორმა, თუმცა მითითებული წიგნში არც ისაა, თუ რომელი განმარტება საიდანაა აღებული, ანუ თვითონ ბლავატსკაიას წიგნის რომელი ნაწილი ან, რომელი განმარტებები ეკუთვნის ეგეც ბუნდოვანია. შესაბამისად ამ წიგნის ნდობაც არ ღირს, ამ მიზეზისა და, რაც მთავარია, მასში არსებული უამრავი ფაქტობირივი შეცდომისა და არასწორი განმარტების გამო.

ჟირკოვის სტატია ''თეოსოფისტური ლექსიკონის'' შესახებ: http://resources.theosophical.org/pdf/Auth..._That_Trick.pdf

ეს კი ის სტატია საიდანაც შეიტყობთ ''საიდუმლო დოქტრინას'' ბეზანტისეული გამოცემის შესახებ: https://blavatskytheosophy.com/the-third-vo...ecret-doctrine/ ზოგადად ამ საიტზე უამრავი მნიშვნელოვანი რამ წერია, რის გამოც ნამდვილად ღირს აქ არსებული სტატიების წაკითხვა.
brevalo
Merlin


როგორ გავარჩიოთ დედანი ბეზნტის რედაქტირებული გამოცემისგან?
Merlin
ყველაზე მარტივი ისაა, რომ ნახო სამტომეული გამოცემაა თუ ორი. სამტომეული ანი ბეზანტის გამოცემა, რეალურად 2 ტომია, მესამე ბეზანტის დამატებულია. ინგლისურის გარდა არ ვიცი თავდაპირველი ვერსია არის თუ არა რუსულად თარგმნილი (მე სადღაც წავიკითხე ადრე, რომ პირველი ნაწილი ახლიდან ითარგმნა, თუმცა იმის მერე შეიძლება იყოს უკვე მთლიანად ნათარგმნი). ინგლისურად დევს სკანირებული, როგორც პირველი გამოცემა, ასევე Theosophical University Press-ის გამოცემული უფასოდ ინტერნეტში https://www.theosociety.org/pasadena/sd-pdf/sdpdf-hp.htm. და თუ წიგნის ყიდვაზეა ლაპარაკი წორედ ამ გამოცემის ყიდვა ღირს ყველაზე მეტად.

ისე კი ვისაც ბლავატსკაიას თეოსოფია აინტერესებს ჯობია ''The Key to Theosophy''-ით დაიწყოს. სათაურიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ეს წიგნი სწორად დასაწყებად არის გათვლილი.

(აქვე დავსძენ მეტი სიცხადისათვის, რომ მე არ ვარ ბლავატსკაიას თეოსოფიის მოსწავლე, უბრალოდ მცირედ ინფორმაციას ვფლობ მის შესახებ და საჭიროებისამებრ ვაზიარებ).
David Monny
ფრანც კაფკა - გოდოლი
ასფალტი
წიგნს რო დაარქმევ "იოგა ყველასათვის" უკვე სჩანს შენი სულიერების დონის კონტურები :დ

ოშო არაა ცემი ავტორიტეტების სიის ლიდერებში მაგრამ მაგ წიგნს რო დახედავდა სათაურს ეგრევე დაწვავადა ალბათ

wink.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.