Help - Search - Members - Calendar
Full Version: ეს საინტერესოა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2, 3
TeO
welcomeani.gif
დაწერეთ რა გაიგეთ საინტერესო
TeO
აი, აქ საინტერესო რამეები წერია wink.gif http://sherekilebi.ge/faktebi/
Alpha
ჩემთვის საინტერესო ეს ფაქტია: http://rnd.cnews.ru/liberal_arts/news/top/...08/02/20/288870 blink.gif smile.gif
TeO
შეგიძლიათ თქვენი სახელების მნიშვნელობა გაიგოთ wink.gif - http://name.interes.ge/
TeO
თუ იცოდით ამ სახელის შინაარსი?

ანასტასია (ბერძნული) " მკვდრეთით აღმდგარი ", " სიცოცხლეს დაბრუნებული "... სახელები დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ჩამოყალიბებაზე!..
თუ ჩაფიქრებულხართ, რატომაა ასე პოპულარული წმინდანების სახელების დარქმევა? იმიტომ, რომ ახალდაბადებულზე გადმოვიდეს ამა თუ იმ წმინდანის დადებითი ენერგეტიკა და დაეხმაროს ახალ ადამიანს...
სამწუხაროა, როდესაც ამ საკითხს ბევრი არც კი ითვალისწინებსsad.gif მაგალითად კომუნიზმის დროს შექმნილი სახელები რა ენერგეტიკის მატარებელიც იქნება არაა ძნელი წარმოსადგენი..: სტალინა, ვილინი და აშ...

ამიტომ ჯობია კარგად მოიფიქროთ თქვენი შვილების სახელები სანამ დაარქმევდეთ..და კიდევ ერთი მომენტია! - სასურველია სახელი იმ ენის(ერის) იყოს, რომლის წარმომადგენელსაც დაერქმევა, რადგან ეს თავისებური კოდია და მაგალითად რაც არ უნდა მაგარი სახელი იყოს სიტყვაზე ვიქტორია- მას ქართულ ხმოვანებაში აზრი ეკარგება... თუ დაკვირვებიხართ, მაგალითAდ ყველაზე გვიანობამდე მთაში შემორჩა ეს ტრადიცია და მათ სახელები ბუნებაზე აქვთ აწყობილი- მზეო, იამზე, მზექალა, მზევინარი, მზისა, მთვარისა, ცისია, ცვარია, ნამი... და ასე უთვალავად, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ეს სახელები უკვე გოიმურად ითვლება, არადა რამხელა დიდი ენერგეტიკის მატარებლები არიან wub.gif
Alpha
კათოლიკურმა ეკლესიამ უცხოპლანეტელებზე დაიწყო ლაპარაკი: http://www.pln-pskov.ru/society/52826.html
ამასთან ერთად საფრანგეთის შემდეგ(2006-ში), ინგლისმაც და აშშ-მაც სულ ახსახანს გახსნეს საიდუმლო მასალების ნაწილი, რომელიც UFO-ებს ეხებაა:
http://www.guardian.co.uk/science/2008/may...ed=networkfront
http://www.abovetopsecret.com/forum/thread282373/pg1
მემგონი რაღაცას ამზადებენ blink.gif
Uma
ვაი მე დედა jawdrop.gif რაღაცა იციან....
TeO
8 საინტერესო ფაქტი:

1. საკუთარი იდაყვის ენით მიწვდომა შეუძლებელია;
2. დედამიწის მოსახლეობის 25%-ს მობილური ტელეფონით არ უსარგებლია;
3. ტარაკანა თავის გარეშე კიდევ 6 საათს ცოცხლობს;
4. ადამიანი 7 წელიწადის მანძილზე გამოყოფს იმდენ გაზს, რამდენიც საკმარისი იქნებოდა დიდ ოთახში მყოფი ხალხის ამოსაგუდად;
5. გაფუჭებული ქსეროქსის აპარატების 11% ზიანდება იმიტომ, რომ ადამიანები მათზე საკუთარი სხეულის ნაწილების გადასაღებად სხდებიან;
6. საშუალოდ, ადამიანს წელიწადში 15 მწერი შემოეჭმება;
7. ადამიანის ენის ანაბეჭდი ისევე ინდივიდუალურია, როგორც თითის;
8. ამ ფაქტების წამკითხველთა 75%-მა სცადა საკუთარი იდაყვის ენით მიწვდომა
laugh.gif
SUNDELIX
QUOTE(TeO @ May 27 2008, 08:54 PM) *
8 საინტერესო ფაქტი:

1. საკუთარი იდაყვის ენით მიწვდომა შეუძლებელია;
2. დედამიწის მოსახლეობის 25%-ს მობილური ტელეფონით არ უსარგებლია;
3. ტარაკანა თავის გარეშე კიდევ 6 საათს ცოცხლობს;
4. ადამიანი 7 წელიწადის მანძილზე გამოყოფს იმდენ გაზს, რამდენიც საკმარისი იქნებოდა დიდ ოთახში მყოფი ხალხის ამოსაგუდად;
5. გაფუჭებული ქსეროქსის აპარატების 11% ზიანდება იმიტომ, რომ ადამიანები მათზე საკუთარი სხეულის ნაწილების გადასაღებად სხდებიან;
6. საშუალოდ, ადამიანს წელიწადში 15 მწერი შემოეჭმება;
7. ადამიანის ენის ანაბეჭდი ისევე ინდივიდუალურია, როგორც თითის;
8. ამ ფაქტების წამკითხველთა 75%-მა სცადა საკუთარი იდაყვის ენით მიწვდომა
laugh.gif
კი ვაღიარებ =D

7 000 000 000 წლის შემდეგ პლანეტა დედამიწა და ვარსკვლავი სახელად მზე იქნებიან ერთნი :facingthefuture:
TeO
არ ვიცი რამდენად დაინტერესებულხართ რატომ ქვია ხაჭაპურს ხაჭაპური და არა ყველი-პური unsure.gif
მე ეს ამბავი ბავშვობიდან არ მასვენებდა და აი რამდენიმე წლის წინ პასუხიც მივიღეეე gossip.gif
ეს ამბავი ფშავში მოხდა: იქ ხაჭაპური ცომით და ხაჭოთი გამოაცხვეს სპეც რეცეპტით, ანუ ჩვენი წინაპრების, რომელიც არ გამქრალა და შემოინახეს wink.gif ანუ ხაჭოში აყრიან სოდას და მაღალ ტემპერატურაზე ის ლღვება და საბოლოოდ ძალიან გემრიელი ხაჭა-პური გამოდის - ვოტ ტაკ! biggrin.gif
TeO
QUOTE(TeO @ Apr 1 2008, 07:40 AM) *
თუ იცოდით ამ სახელის შინაარსი?

ანასტასია (ბერძნული) " მკვდრეთით აღმდგარი ", " სიცოცხლეს დაბრუნებული "... სახელები დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ჩამოყალიბებაზე!..
თუ ჩაფიქრებულხართ, რატომაა ასე პოპულარული წმინდანების სახელების დარქმევა? იმიტომ, რომ ახალდაბადებულზე გადმოვიდეს ამა თუ იმ წმინდანის დადებითი ენერგეტიკა და დაეხმაროს ახალ ადამიანს...
სამწუხაროა, როდესაც ამ საკითხს ბევრი არც კი ითვალისწინებსsad.gif მაგალითად კომუნიზმის დროს შექმნილი სახელები რა ენერგეტიკის მატარებელიც იქნება არაა ძნელი წარმოსადგენი..: სტალინა, ვილინი და აშ...

ამიტომ ჯობია კარგად მოიფიქროთ თქვენი შვილების სახელები სანამ დაარქმევდეთ..და კიდევ ერთი მომენტია! - სასურველია სახელი იმ ენის(ერის) იყოს, რომლის წარმომადგენელსაც დაერქმევა, რადგან ეს თავისებური კოდია და მაგალითად რაც არ უნდა მაგარი სახელი იყოს სიტყვაზე ვიქტორია- მას ქართულ ხმოვანებაში აზრი ეკარგება... თუ დაკვირვებიხართ, მაგალითAდ ყველაზე გვიანობამდე მთაში შემორჩა ეს ტრადიცია და მათ სახელები ბუნებაზე აქვთ აწყობილი- მზეო, იამზე, მზექალა, მზევინარი, მზისა, მთვარისა, ცისია, ცვარია, ნამი... და ასე უთვალავად, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ეს სახელები უკვე გოიმურად ითვლება, არადა რამხელა დიდი ენერგეტიკის მატარებლები არიან wub.gif

ეს პოსტი კატაბუას დააინტერესებს wink.gif სახელებით ხარ გატაცებული wink.gif
TeO
ერთი (ჩემთვის) საინტერესო რამ შევნიშნე:
როდესაც ჩემ ძაღლს რაღაცას ვეუბნები ის ნივიჟუს მირტყავს, ვინუჟდენში ტელეპატიურად ანუ აზრობრივად ვუმეორებ იგივეს და მაშინ მიჯერებს ხოლმე! biggrin.gif
TeO
აი, ეს მართლაც რომ საინტერესოა - http://www.lib.ge/body_text.php?5836
არ ვიცი ვინაა, მაგრამ როგორ აზროვნებს!! smile.gif) ჯერ ბოლომდე არ წამიკითხია,...
TeO
ამ ინტერვიუდან ერთ კითხვა-პასუხს დავდებ unsure.gif

QUOTE
_ როგორი უნდა იყოს მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა?
_ ჩვენთან ეს მონისა და მონათმფლობელის ურთიერთობას ემსგავსება. განსაკუთრებით იმონებენ ქალს, რომელსაც შედარებით ლაბილური ფსიქიკა აქვს. ხდება მღვდლის გაფეტიშება და ადამიანი თაყვანს სცემს ვინმე `მამა ჯემალს~ და არა ქრისტეს. მნიშნელოვანია ისიც, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული სწავლებით, მღვდელი არ არის შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის. შუამავლები იყვნენ ქურუმები. მოცემულ ქრისტიანულ საზოგადოებაში მღვდლები არიან უბრალო ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან ეკლესიით. ყველა ადამიანის მსახურება და მუშაობა ღვთისმსახურებაა გარკვეული თვალსაზრისით. მაგალითად, მეეზოვე, რომელიც გვის და მღვდელი, რომელიც რაღაცას აკეთებს ღვთის წინაშე ერთი და იგივეა. ჩვენ ყველანი სამეუფო მღვდლობა ვართ. ყველა ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ერთი დიდი ღვთისმსახურებაა. მღვდელი წირვისას ხალხისკენ ზურგით სწორედ ამიტომ დგება _ ყველა ერთად წირავს, ის უბრალოდ წინამძღვარია. ვიღაც ხომ უნდა დაკავდეს ღვთისმეტყველებით, საეკლესიო მსახურებით?! ამიტომაც ხდება ზოგიერთი ღვთისმსახური.
ირმა
l_book.gif
QUOTE(Tea @ 8th January 2009 - 03:52 PM) *
არ ვიცი ვინაა, მაგრამ როგორ აზროვნებს!!

როგორც ჩანს აზროვნება იმარჯვებს ნელ-ნელა, ვნახოთ...
TeO
ირმა
არც მთლად ეგრეა რა.. განკვეთეს ის 2 წლის წინო !..
TeO
თვეების ჩამონათვალი- უძველესი, ძველი და ახალი smile.gif

აპანი / აპნისი - იანვარი
სურწყუნისი / განცხადებისთვე - თებერვალი
მირკანი / მარტი
იგრიკა / აპრილი
ვარდობისა / მაისი
მარიალისა / ივანობისთვე - ივნისი
თიბისა / კვირიკობისთვე - ივლისი
ქველთობისა / მარიამობისთვე - აგვისტო
ახალწლისა / ენკენისთვე - სექტემბერი
სთვლისა / ღვინობისთვე - ოქტომბერი
ტირისკონი / გიორგობისთვე - ნოემბერი
ტირისდენი / ქრისტეშობისთვე - დეკემბერი
TeO
საინტერესო ფაქტები:

1. კომპანია KODAK-ის დევიზია: “თქვენ მხოლოდ ღილაკს დააჭირეთ თითი, დანარჩენი ჩვენი საქმეა”

2. აშშ-ს პრეზიდენტს უფლება აქვს დაიტოვოს საჩუქარი, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 250 დოლარს. აბსოლუტური რეკორდსმენი საჩუქრების მხრივ არის რონალდ რეიგანი, რომელსაც პრეზიდენტობის 8 წლის მანძილზე 75 000 (!) ასეთი საჩუქარი დაუგროვდა.

3. მეოთხე ბორბალი პირველად მანქანას კარლ ბენცმა დაუმატა

4. მეფის რუსეთში სოფლად ჩექმა თაობიდან თაობას გადაეცემოდა

5. საქვეყნოდ ცნობილი კოქტეილი “სისხლიანი მერი” არის ტომატისა და არყის ნარევი (მთლად ასე უბრალოდაც არ არის საქმე, მაგრამ მაინც)

6. 1748 წელს 16 წლის ჯორჯ ვაშინგტონი მეგობრებთან ერთად დააკავეს საჯინიბოს კედლებზე პოლიტიკური ლოზუნგების წერისათვის. აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს წარწერები საკუთარი ხელით წააშლევინეს

7. პოლონეთში შეიქმნა მელოტების ორგანიზაცია დევიზით: “სრულყოფილი ფორმის თავები თმით დაფარული არ არის”

8. ათენელ ქურუმებს ეკრძალებოდათ ყველის ჭამა, რადგანაც იგი ღმერთების საკვებად ითვლებოდა და არა ადამიანების

9. კომუნისტების დროს წარმოებული წითელი აგურის წონა აუცილებლად უნდა ყოფილიყო 3.14 კილოგრამი

10. ისლანდიაში გვარები არ არსებობს. ადამიანის გვარს აწარმოებენ მამის სახელისგან (მამის სახელს ემატება გარკვეული გაგრძელება და ეგაა გვარი)

11. მთელი წლის მანძილზე მხოლოდ თებერვალშია წყლის დონე თანაბარი წყნარ და ატლანტის ოკეანეში. სხვა დროს წყლის დონე წყნარში უფრო მაღალია

12. 1808 წელს გოეთეს ნაპოლეონის ბრძანებით მიენიჭა “ნაპოლეონის საპატიო გვარდიის რაინდის” წოდება
TeO
* პირველად თავის ავტომობილზე ნომერი მიამაგრა ბერლინელმა კომერსანტმა რუდოლფ ჰერცოგმა. ეს მოხდა 1901წელს. მის ნომერზე მხოლოდ სამი ნიშანი იყო გამოსახული - IA1 (IA - მისი ახალგაზრდა ცოლის, იოანნა ანკერის, ინიციალებს აღნიშნავდა, ხოლო რიცხვი 1 - იმას, რომ მეუღლე მისთვის პირველი და ერთადერთი იყო.)

* დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები სამუდამოდ უცნობი დარჩა. მედდას, რომელიც ამ დროს მის გვერდით იმყოფებოდა, გერმანული არ ესმოდა.

* პირველმა ბომბმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოაგდეს ბერლინში, მოკლა სპილო ბე
TeO
* პირველად თავის ავტომობილზე ნომერი მიამაგრა ბერლინელმა კომერსანტმა რუდოლფ ჰერცოგმა. ეს მოხდა 1901წელს. მის ნომერზე მხოლოდ სამი ნიშანი იყო გამოსახული - IA1 (IA - მისი ახალგაზრდა ცოლის, იოანნა ანკერის, ინიციალებს აღნიშნავდა, ხოლო რიცხვი 1 - იმას, რომ მეუღლე მისთვის პირველი და ერთადერთი იყო.)

* დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები სამუდამოდ უცნობი დარჩა. მედდას, რომელიც ამ დროს მის გვერდით იმყოფებოდა, გერმანული არ ესმოდა.

* პირველმა ბომბმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოაგდეს ბერლინში, მოკლა სპილო ბერლინის ზოოპარკში.

* საფრანგეთში ქალებს 1944 წლამდე არ ჰქონდათ ხმის უფლება.

* 1880 წელს კომპანია Procter & Gamble-მა გამოუშვა თეთრი საპონის ახალი მარკა. მალე ამ საპონმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ამერიკელთა შორის, იმის გამო, რომ არ იძირებოდა წყალში. ამის მიზეზი კი, თავდაპირველად, გახდა ტექნოლოგიური შეცდომა - საპნის ნარევში შემთხვევით სხვა ნივთიერება მოხვდა.

* ამერიკის შტატ იუტაში აკრძალულია მიცვალებულის თანდასწრებით ლანძღვა-გინება.

* ინგლისში მერს მხოლოდ ასე უნდა მიმართო: "ბატონო მერო", მაშინაც კი თუ ის ქალია.

* ირანში ქორწილზე სავალდებულო საჩუქრად ითვლებოდა ჭადრაკი.

* კედელზე თავის რტყმევით, თურმე შესაძლებელია საათში 150 კალორიის დაწვა. (საკუთარ თავზე ნუ გამოცდით )
TeO
იცოდით თუ არააა რომ
პიკასო მანამდე ხატავდა ვიდრე სიარულს დაიწყებდა და პირველად მან სწორედ სიტყვა ფანქარი თქვა

იცოდით თუ არა რომ ყოველ წუთში დაახლოებით 50 ბიბლია იყიდება მსოფლიოში და ბიბლია ყველაზე best selling ( kargad gayidvadii?????) წიგნია მსოფლიოში

იცოდით თუ არა რომ სიტყვა "მილიონერი" პირველად Benjamin Disraeli მა გამოიყენა ცნობილ ნოველაში" ვივიან გრეი" 1826 წელს.

იცოდით თუ არა რომ თუ ერთად შეკრავთ ერთდოლარიანებით (bills, coin არა) ერთ მილიონ დოლარს ის იქნება 110 მეტრი და აიწონის ზუსტად 1 ტონას, და ასევე ერთცენტიანებით ერთი მილიონი დოლარი იწონის 246 ტონას.(100 მილიონი coin)

იცოდით თუ არა რომ $ ნიშანი შექმნა Oliver Pollock მა 1788 წელს.

იცოდით თუ არა რომ მილიონერების 80% second-hand მანქანას ატარებს.


ადამიანის სხეული შედგება 70 ტრილიონი ატომისაგან (70.000.000.000.000.000.000 = 70*10 მეთვრამეტე ხარისხში)

ადამიანები და დელფინები არიან ერთადერთი არსებები , რომლებიც ხანდახან შეწყვილებას მიმართავენ მხოლოდ სიამოვნების მიღებისათვის

კოკა-კოლა თავიდან მწვანე იყო

ყველაზე ახალგაზრდა "მშობლები" ჩინეთში ცხოვრობდნენ, მათ 1910 წელს შეეძინათ შვილი, როდესაც ისინი... 8 და 9 წლის იყვნენ !


ზაირის 1998 წლის ომი, მსოფლიოს ყველაზე მსხვერპლიანი ომი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.


რგოლები არა მარტო სატურნს, არამედ მის ერთ–ერთ მთვარეს რეასაც აქვს.


ლიხტენშტეინის სახელმწიფო ბიუჯეტის 10%-ს საფოსტო მარკების გასაღებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს.


კონსტანტინოპოლს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა.
blanca
ნუ კაი, გავიგეთ ეს ყველაფერი და თითქმის წაკითხვისთანავე დაგვავიწყდა.
რომ არ დაგვიწყებოდა მაინც .. რა შეიცვალა ამ რაღაცეების ცოდნით?

ნუ პრინციპში გააჩნია როგორ მიუდგები საქმეს: გინდა რამე შეიცვალოს თუ უბრალოდ კითხულობ?
მე ამ ბოლო დროს უსარგებლო რამეების კეთება მეზარება
ყველაფერმა რაღაც უნდა მოიტანოს. ...

იცით თუ არა რომ ყველაფერმა რასაც აკეთებც ცხოვრებაში რაღაც უნდა მოიტანოს? biggrin.gif
არ იცით. ჯობია იცოდეთ თორემ გვიან იქნება ხიდზე რომ გადახვალთ laugh.gif
TeO
blanca
მართალი ხარ და არ ვიცი რატომ დავდე smile.gif
ინფოსთვის? - არა!
გასართობად? -არა!

მაშ რისთვის?..

ძალიან უსარგებლოდ ვიქცევი ამბოლოდროს და ჩემ ძვირფას დროს უსაზღვროდ სულელურად ვფლანგავ... sad.gif

smile.gif)))))
blanca
ინფორმაციისთვის და გასართობად დადე. ანუ გასართობი ინფორმაციაა რომელიც მაშინვე გავიწყდება რადგან უსარგებლოა
მეც ხომ წავიკითხე? მთლიანად არა მაგრამ ზოგიერთი.
ძაან უსარგებლოდ ვხარჯავთ დროს სამწუხაროდ და ამას გვიან ვგებულობტ
TeO
blanca
QUOTE(blanca @ 10th January 2009 - 08:26 PM) *
ძაან უსარგებლოდ ვხარჯავთ დროს სამწუხაროდ და ამას გვიან ვგებულობტ

გვიან? არა - მე ახლაც მშვენივრად ვიცი biggrin.gifbiggrin.gif biggrin.gif
blanca
ეხლა იცი, მაგრამ შედეგი ჯერ არ გინახავს wink.gif
TeO
პოჟევიომ - უვიდიმ wink.gif
Alpha
ციტატა(Tea @ 10th January 2009 - 09:02 PM) *
იცოდით თუ არა რომ მილიონერების 80% second-hand მანქანას ატარებს.

ალბათ არის ამაში რაღაც blink.gif
blanca
ალფა, ამაში ის არის რომ მილიონერს შეუძლია ნებისმიერ მომენტში იყიდოს ის რაზეც შენ ოცნებობ. ამიტომ მისთვის საოცნებო აღარ არის ახალი ფერარი და კიდია ფერარით ივლის თუ ძველი ჰიუნდაით. გარდა ამისა იცის თითოეული კაპიკის ფასი. ურჩევნია ის ნახევარი მილიონი რასაც ფერარიში მისცემს ჩადოს აქციებში და მოგება მიიღოს. მოკლედ მათი ტვინი უფრო საღად აზროვნებს ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავის ვისაც გონია რომ მნიშვნელობა აქვს თუ რანაირ მანქანაში იჯდება

მილიონერმა იცის რომ მატერიალური არაფერს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი მილიონის მიმატებით სულიერი სიცარიელე არ ივსება. წარმოიდგინეთ რამხელა გზა გაიარა ამას რომ მიმხვდარიყო.

მაშ რატომ ამატებს მილიონს კიდევ ერთ მილიონს?

აბა რა აკეთოს? ერთობა. ეს არის მისი ჰობი. ანუ ფულის შოვნით კაიფობს

ყველაზე ძვირფასი მანქანებით შტატებში ზანგები დადიან wink.gif
იმიტომ რომ ყველაზე გაჭირვებულები არიან. მიხვდით?

აი ამიტომ გამოაქვს თბილში ხალხს ბანკიდან სესხი ძვირადღირებული მობილურის საყიდლად

მილიონერი არ ვარ მაგრამ არცერთ მობილურში არაფერი გადამიხდია. პირიქით, ყოველი კონტრაქტის განახლებაზე ახალ მობილურს და $50-დან $150მდე მიხდიან wink.gif
მიხვდით კაიფს? laugh.gif
TeO
QUOTE(TeO @ Jan 8 2009, 03:52 PM) *
აი, ეს მართლაც რომ საინტერესოა - http://www.lib.ge/body_text.php?5836
არ ვიცი ვინაა, მაგრამ როგორ აზროვნებს!! smile.gif) ჯერ ბოლომდე არ წამიკითხია,...


QUOTE(ირმა @ Jan 9 2009, 09:14 PM) *
l_book.gif

როგორც ჩანს აზროვნება იმარჯვებს ნელ-ნელა, ვნახოთ...


http://www.lib.ge/each_author.php?581 l_book.gif ეს, ვისაც დააინტერესა..
Alpha
blanca
ხოო, მართალი ხარ smile.gif

მარა იმენა მეორადს რატომ ყიდულობენ? ხომ შეიძლება იყიდო ვთქვათ საშუალო კლასის ავტომობილი, მარა ახალი
Zet
80 პროცენტი ეს გადამეტებულია და სიმართლეს არ შეესაბამება მემგონი))

ბლანკა მართალია რო რა მანქანით ივლის იმას შეიძლება ეკიდოს მარა, ის რომ ასიანი ივლის მანქანა და არაფერი არ გაუფუჭდება ეს პირველ რიგში დგას..
მილიონერებმა კარგად იციან სკუპოი პლატიტ დვაჯდი.. ახალი და ხარისხიანი მანქნა იმის გარანტია რომ მილიონერის გადაადგილება არ შეფერხდება და ეგარი მისთვის მთავარი..
მილიონერისთვის მთავარია დრო..
TeO
მილიონერსაც გააჩნია wink.gif biggrin.gif
ირმა
QUOTE(Tea @ 10th January 2009 - 08:59 PM) *
იცოდით თუ არა რომ მილიონერების 80% second-hand მანქანას ატარებს.

მე იმას ვიტყოდი, რომ არ უნდა იყოს სწორი ინფორმაცია biggrin.gif არ გამიგია ჯერ არცერთი მილიონერი ასეთ რამეს რომ აქცევდეს მნიშვნელობას...
blanca
Alpha
QUOTE
blanca
ხოო, მართალი ხარ

მარა იმენა მეორადს რატომ ყიდულობენ? ხომ შეიძლება იყიდო ვთქვათ საშუალო კლასის ავტომობილი, მარა ახალი


დამეთანხმები ალბათ რომ მეორადი ლექსუს Lს ჯობია ტოიოტა კოროლას biggrin.gif
დანარჩენს მოგახსენებ როგორც კი მილიონერი გავხდები smile.gif
blanca
მართალია. მილიონერსაც გააჩნია. მილიონი შტატებში ბევრს აქვს biggrin.gif
ანუ იმუშავა მთელი ცხოვრება, დააბანდა აქციებში, დაელოდა როდის გახდებოდა მისი 200ათასი ვთქვათ 500 ათასი. დანარჩენი 500 ათასი სახლის ღირებულებაა.

პენსიაში გასვლის დროისთვის მისი მთლიანი ქონება, რომელშიც შედის სახლიც, მილიონია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ადამიანი თავს უფლებას მისცემს ყველაფერი ახალი იყიდოს
მას ის 500 ათასი, ან თუნდაც 800, ან თუნდაც მილიონი, ჭირდება რომ იდოს ბანკში და პროცენტით იცხოვროს

ასე რომ მილიონერების 80% შეიძლება მართლაც ატარებდეს ნახმარ მანქანას, მაგრამ საუკეტესოს
მილიონერის ის 20% , რომელიც მულტიმილიონერია, იყიდის ახალს ..
TeO
მომავლის მცურავი ქალაქები… - http://www.blog.inf.ge/?p=141#more-141
Zet
blanca
QUOTE(blanca @ 21st January 2009 - 05:56 AM) *
მართალია. მილიონერსაც გააჩნია. მილიონი შტატებში ბევრს აქვს
ანუ იმუშავა მთელი ცხოვრება, დააბანდა აქციებში, დაელოდა როდის გახდებოდა მისი 200ათასი ვთქვათ 500 ათასი. დანარჩენი 500 ათასი სახლის ღირებულებაა.

პენსიაში გასვლის დროისთვის მისი მთლიანი ქონება, რომელშიც შედის სახლიც, მილიონია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ადამიანი თავს უფლებას მისცემს ყველაფერი ახალი იყიდოს
მას ის 500 ათასი, ან თუნდაც 800, ან თუნდაც მილიონი, ჭირდება რომ იდოს ბანკში და პროცენტით იცხოვროს

ასე რომ მილიონერების 80% შეიძლება მართლაც ატარებდეს ნახმარ მანქანას, მაგრამ საუკეტესოს
მილიონერის ის 20% , რომელიც მულტიმილიონერია, იყიდის ახალს ..


არა ბლანკა))) ვისაც მილიონი აქვს ქონება ის მილიონერად არანაერად არითველბა....
tikoroma
თეო
ბასილ კობხიძე მაგარი კაცია...მდლობა ამ ლინკისთვის
http://www.lib.ge/each_author.php?581
Smith
მე ვიცი ჭეშმარიტება!
ირმა
იცით თუ არა რომ:

კუჭზე ყოველ ორ კვირაში კუნთების ახალი ფენა წარმოიქმნება, ასე რომ არ იყოს თავის თავსაც მოინელებდა laugh.gif


სირაქლემას თვალები ტვინზე უფრო დიდი აქვს tongue.gif
TeO
> საშუალოდ ადამიანს ობობის უფრო მეტად ეშინია ვიდრე სიკვდილის.

> ნიუ-იორკის ტაქსისტების 90 პროცენტი ახალჩასული იმიგრანტები არიან.

> სპილო ერთადერთი ცხოველია რომელსაც ახტომა არ შეუძლია.

> საშუალოდ ორი მილიარდიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ცოცხლობს 116 წელიწადს და მეტს.

> ძროხას შეუძლია კიბეზე ზევით ასვლა, მაგრამ არ შეუძლია ქვევით ჩამოსვლა.

> ქალები თვალს დაახლოებით ორჯერ უფრო მეტჯერ ახამხამებენ ვიდრე კაცები.
TeO
კოკა-კოლა თავიდან იყო მწვანე.

ელეანორა რუზველტი - ერთადერთი პირველი ლედი, ვინც ატარებდა იარაღს.

თაფლი - ერთადერთი საკვები, რომელიც არ ფუჭდება.

ჩიტი კოლიბრი - ერთადერთი ჩიტია, რომელსაც შეუძლია ფრენა უკუმიმართულებით.
TeO
> დაახლოებით 200,000 სირაქლემაზე ჩატარებული კვლევების შედეგად, 80 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა არც-ერთი შემთხვევა რომ სირაქლემას თავი სილაში ჩაეფლო.

ეეჰ, ე.ი ჭორი მოუგონიათ sad.gif(( biggrin.gif
dato
New York City - 11 ასო
• Afghanistan- 11 ასო
• The Pentagon- 11 ასო
• Ramsin Yuseb (ტერორისტი, რომელიც 1993 წელს სავაჭრო ცენტრის შენობის აფეთქებას შეეცადა) - 11 ასო
• George W. Bush - 11 ასო
• ერაყის სატელეფონი კოდი 119 ციფრთა ჯამი = 11
• ნიუ-იორკი - აშშ-ს 11-ე შტატია.
• სავაჭრო ცენტრზე შეჯახებული პირველი თვითმფრინავის ნომერი - 11
• მეორე თვითმფრინავის მგზავრთა რიცხვი 65. ციფრთა ჯამი 6 + 5 = 11
• ტერაქტის დღე 11 სექტემბერი. 11.09 ციფრთა ჯამი 1 + 1 + 0 + 9 = 11
• 11 სექტემბერს თვითმფინავებში საერთოდ დაიღუპა 254 მგზავრი. ციფრთა ჯამი 2 + 5 + 4 = 11
• 11 სექტემბერი იყო წელიწადის 254 დღე. ციფრთა ჯამი ციფრთა ჯამი 2 + 5 + 4 = 11
• 11 სექტემბრიდან წლის ბოლომდე დარჩენილი იყო 111 დღე
• 11 სექტემბრიდან 911 დღეს შემდეგ ( 9 + 1 + 1 = 11), 11 მარტს მოხდა ევროპის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი (მადრიდის მეტროს აფეთქება).
dato
ეს ნახეთ რა biggrin.gif დამთხვევაა თუ რა ხდება ვერ გავიგე biggrin.gif
TeO
პეპლები გემოს გრძნობენ თავისი ფეხებით.
dato
1. ლინკოლნი კონგრესში არჩეულ იქნა 1846 წელს, კენედი კონგრესში არჩეულ იქნა 1946 წელს. განსხვავება 100 წელი.
2. ლინკოლნი პრეზიდენტად არჩეული იქნა 1860 წლის შემოდგომით, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1861 წელს, კენედი პრეზიდენტად არჩეული იქნა 1960 წლის შემოდგომით, ხოლო პრეზიდენტი გახდა 1961 წელს. განსხვავება 100 წელი.
3. ორივე იბრძოდა აფროამერიკელთა უფლებებისთვის.
4. ორივე პრეზიდენტი მოკლეს მეუღლეების თანდასწრებით, უკანა მხრიდან, თავში სროლით.
5. ლინკოლნსაც და კენედისაც პრეზიდენტობისას და თეთრ სახლში ცხოვრების პერიოდში გარდაეცვალად ბავშვი.
6. ლინკოლნს ესროლეს თეატრში, რომელსაც "ფორდი" ერქვა, კენედის ესროლეს მანქანაში, რომელსაც "ლინკოლნი" ერქვა და რომელიც ფირმა ფორდის მიერ იყო შექმნილი.
7. ვიცე-პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი, რომელმაც ლინკოლნი შეცვალა, 1808 წელს დაიბადა. ლუნდონ ჯონსონი, რომელმაც კენედი შეცვალა, 1908 წელს იყო დაბადებული. განსხვავება მათ შორისაც 100 წელი და ორივეს შემცვლელის გვარი ჯონსონი იყო და ორივე მათგანი იყო სამხრეთიდან.
8. ლინკოლნის მრჩეველი, გვარად კენედი ურჩევდა მას, არ წასულიყო მკვლელობის დღეს თეატრში, კენედის მრჩეველი, გვარად ლინკოლნი ასევე მოითხოვდა, გადაეტანათ კენედის დალასში გამგზავრება.
9. ლინკოლნის მკვლელი, ბუტი დაიბადა 1839 წელს (თუმცა მან საკუთარი საბუთები გააყალბა და ერთი წელი მოიმატა, რათა არასრულწლოვანს სამუშაო მიეღო), კენედის მკვლელი ოსვალდი დაიბადა 1939 წელს. განსხვავება 100 წელი.
10. ლინკოლნი მოკლეს თეატრში და მკვლელი იმალებოდა საკუჭნაოში, კენედი მოკლეს საკუჭნაოდან და მკვლელი თეატრში იმალებოდა.
11. ორივე მკვლელის სახელი ინგლისურად: ლი ჰარვი ოსვალდი და ჯონ ვილკერს ბოთი სამი სახელით არიან ცნობილნი. მათი სახელი და გვარები 15-15 ასოსაგან შედგება (John Wilkes Booth / Lee Harvey Oswald).
12. ორივეს მკვლელი სასამართლომდე მოკლეს.
13. სროლისას ლინკოლნის ასისტენტი დაიჭრა და თავი საწყობს შეაფარა, კენედის ასისტენტი დაიჭრა საწყობიდან სროლის დროს და თავი თეატრს შეაფარა.
14. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ლინკოლნი იმყოფებოდა ქ. მონროში, მერილენდში, კენედი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე იმყოფებოდა მერილინ მონროსთან.
15. ლინკოლნის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ პოსტი დატოვა გვარად კენედი იყო, ხოლო კენედის შემთხვევაში იგივე თანამდებობაზე გვარად ლინკოლნი მუშაობდა.
dato
1900 წლის 28 ივლისს, იტალიის მეფე უმბერტო I ქვეყანაში მგზავრობისას ქალაქ მონზის რესტორანში ვახშმობდა. გამოირკვა, რომ რესტორნის მეპატრონე, რომელსაც ასევე უმბერტო ერქვა და მეფეს გარეგნულად ძალიან ჰგავდა, სწორედ მეფის დაბადების დღეს და იმავე ქალაქში დაიბადა.
გარდა ამისა, მეფესა და რესტორნის მეპატრონეს ქორწილი ერთი და იგივე დღეს ჰქონდათ, ხოლო მათ ცოლებს ერთი და იგივე სახელები ერქვათ. რესტორნის მეპატრონე უმბერტომ საკუთარი რესტორანი იმ დღეს გახსნა, როდესაც მეფეს თავზე გვირგვინი დაადგეს. ამ ყველაფრის გამო მეფემ და რესტორნის მეპატრონემ ბევრი იმხიარულეს. მეფემ სთხოვა რესტორნის მეპატრონეს, მეორე დღეს სასახლეში სწვეოდა, რაზეც რიგითი უმბერტო სიხარული დათანხმდა. თუმცა მეორე დილას რესტორნის მეპატრონე თავს მძარცველები და მოკლეს, რაც ცხადია მეფეს მოახსენეს. მეფემ ამ ფაქტის გამო სინანული გამოთქვა. ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ მეფეს ანარქისტმა რევოლუციონერმა რევოლვერიდან ესროლა და მეფე მოკლა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.